მოგესალმებით მეგობრებო!
გავხსენი თემა რომელიც დღეისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტუალურია. ბევრს აინტერესებს თუ რა ბედი ეწევა მის მიერ გამოწერილ პნევმატიკას, ღიირს კი საერთოდ გამოწერა?! სათაურიც შესაბამისი შევურჩიე “გამოწერა არ გამოწერა საკითხავი აი ეს არის”
ამ თემის გმირმა, ტატოს მერანივით უნდა განვლოს “გზა” ამერიკიდან საბურთალომდე საქართველოს საბაჟოს გავლით
“ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს”
და დაუსვას დიდი წერტილი ზემოთ ხსენებულ კითხვას
ეს ორი სახელი კი ცისფერი მთების არ იყოს იმიტომ ავარჩიე რომ , თუ ექსპერიმენტი ჩაფლავდა ცოტა სახლისო მაინც იყოს
მოკლედ, გადავწყვიტე ამაზონიდან გამოვიწერო კროსმანის ფანტომი
ეს ჩვენი თემის გმირი ლინკი http://www.amazon.com/gp/product/B000N2N8AO/ref=ox_sc_sfl_title_6?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER
ესეც გადამზიდავი ლინკი http://bestex.ge/
შტატი: Minnesota
ქალაქი: Mendota Heights
თუმცა, თქვენი დახმარების გარეშე ეს საქმე მაინც არ გამოვა. მირჩიეთ ამაზონიდან გამოვიწერო ტუ პირამიდიდან? ბესტექსით თუ სხვა გადამზიდავით? ფორუმზე წავიკითხე: პირამიდა ამერიკის ყველა ქალაქში არ აგზავნისო, კამექსის ტვირთი ამერრიკის საბაჟომ გააჩერაო და ასეთები....
შეკვეთას კვირა საღამოს ან ორშაბათ დილით გავაკეთებ სავარაუდოდ. მანამდე კი თქვენ რჩევებს დაველოდები.
მადლობა ყველას ვინც თავის აზრს ჩვენც გაგვიზიარებს .
momxre
მშვენიერი საქმე წამოგიწყია. იმედია შედეგებს დადებ და ჩვენც მერე ერთად გადავწყვეტავთ: გამოწერა თუ არ გამოწერა.
momxre
ველოდები შენს შედეგს, მე ვაპირებდი პირველი მერცხალი ვყოფილიყავი და ცოტა მოვატორმუზე, ისე ბეტექსს აქებენ მაგ ამბავშI, თან საიტზე უწერიატ აკრძალულ ნივთთა ნუსხაშI 4.5 მმ ის კალიბრის ზემოთ ჩამოგვაქ პნევმატიური იარაღიო.
ვახ კაცო არ შე..ეს ამ კურდღელს ნეტა რომელიმე მანახა ვისაც პნევმატიკით კურდღლები ყავს დახოცილი სულ მაგალითად კურდღელი რომ მოყავთ
customer review ებს კითხულობენ ამერიკელების ალბათ
კურდღელი მგონი ყველაზე ნაზი არსებაა დედამიწის ზურგზე
ერთი გვარიანად რომ შეაფურთხო ისიც კი მოკლავს მგონი
ნუ ეხლა ამ ფურთხებას ნუ აიტაცებთ მაინცდამაინც
მოკლედ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2806&view=findpost&p=113340ჩამოტანის ფაქტი უკვე გვაქვს და დალშე იმედია ექსპერიმენტები საჭირო აღარ იქნება თუმცა აზრის გასამყარებლად რაც მეტი დადასტურებული შემთხვევა იქნება მით უკეთესი, ანუ დაგვეხმარება ფსიქოლოგიური ბარიების გადალახვაშI რომ რაღაც აკრძალულია.
შეკვეთა გაკეთებულია!
დაველოდოთ თU როგორ განვითარდება მოვლენები
Your estimated delivery date is:
Friday, August 23, 2013 -
Wednesday, August 28, 2013
geojorjika
მე მოვკალი ერთხელ ერთი, ოგონდ შინაური იყო და კეფაზე მიდებული ვესროლე
სანამ გაატრაკებდეთ ისა და ესაო, შე არაადამიანო და კაცის მკვლელოო, ეგ კურდღელი მაინც დასაკლავიდ იყო და ყელის გამოჭრას მგონი ტყვია ჯობდა ჰუმანურობის პონტში....
nihontoman
ja_ja
სად უნდა გამეშვა? რომელი ჭკუათმყოფელი გაუშვებდა კურდღელს შორიდან სასროლად. დატყდებოდა სადმე ბუჩქებში და დავრჩებოდი ჩიჩიის გარეშე.
nihontoman
geojorjika
gregory
არა, თლა მასეთი ჰუმანურიც არ ვარ.
მე ხო ბედი არ მაქ მეორე იარაღი გამოვიწერე და კიდე საბაჯომ გამიჩერა ! რაღაც ნებართვას ითხოვენ და ვერ გავიგე რა ნებართვას არც მეუბნებიან შსს მიბრძანდიტ და მანდ გაარკვიეთო და მოგცებენო ნებართვას რა მიზნით გააჩერეს რა უფლებით არაპერს არ მეუბნებიან უნდა ვესტუმრო ხვალ !
rekshet
რა ჩამოვიდა? რომელი გადამზიდავით? რაც დაწერე გადამზიდავმა გითხრა თუ საბაჟომ?
rekshet
მოდელი დაწერე რა გამოიწერე ეგეთი... მართალი გითხრა მაგარი არ მესიამოვნა ეგ ამბავი....
რა ნებართვას ითხოვენ ნეტა თვითონ იციან ? : |
მგონი მარტო შენ შეგექმნა პრობლემა კანონის შეცვლის შემდეგ : (
ესეიგი გამართლებაზეა მებაჟე ვინ მოგიწევს, იმედია რომ მიხვალ ნორმალური დაგხვდება ვინმე : |
Tracking Information:
STATUS: In transit
SHIP CARRIER: UPS
TRACKING ID: 1Z17RV430311273502
LATEST EVENT: Plainfield IN
Package has left seller facility and is in transit to carrier - August 19, 2013 6:14:35 PM
TEXT TRACE:
Sign-up to receive text tracking alerts
დაიძრა...
STATUS: Delivered
LOCATION: Shipping dock
SIGNED FOR BY: HOTEVT
SHIP CARRIER: UPS
TRACKING ID: 1Z17RV430311273502
LATEST EVENT: Saint Paul MN
Delivered - August 21, 2013 8:13:00 AM
TEXT TRACE: Your package has been delivered and you will not receive any further text messages for this package. Be sure to sign-up your other packages for Text Trace.
ბესტექსის ოფისშიც აისახა
3.19 კილოგრამი
43.10 ლარი
აწი იწყება თავგადასავლები
ეგ დამირეკა და მითხრა გადამზიდავმა CAMEXმა გამოვიწერე კროსმანის ცო2 პისტოლეტი ! ვიყავი დღეს საბაჯოზე ვკითხე რაშია საქმე რა უფლებითაა გაჩერებული და ნებართვა მომიტანეთო ნებართვაო პნევმატიკური პისტოლეტის შემოტანაზეო და მე ვკითხე ხო დაშვებულია პნევმატიკური იარაღის შემოტანა და კიო მაგრამ ტქვენი პისტოლეტი არისო მაგაზე კი გამეცინა ! მომიტანეთო შსს მომსახურების სააგენტოდან ნებართვა კაით მევთქვი და დავაწეკი ქავთარაძეზე მივედი მასე და მასე მევთქვი არ მატანენ და ნებაღტვა უნდათ პისტოლეტის შემოტანაზეო და არაო რა ნებართვაო რის ნებართვა მაგას არ უნდაო არაფერი კანონმდებლობით უნდა გაატარონო წამოვედი და გადავედი Camexში და უფროს ველაპარაკე და უფროსი ამბობს არ მატანსო საბაჯოო . კაი მევთქვი მომცეს ნომერი საბაჯოს უფროსის და დაურეკე და ვკითხე რატო გაჩერებული ეგ და ეგ ტვირთი მეუბნება გაზის იარაღია და გაფორმებას იტხოვს მე ვთქვი საიდან მოიტანე ეგ რო გაზის იარაღია კი მევთქვი ცო2 ბალონზეა მაგრამ ის არაა რაც თქვენ გონიათ რას ისვრისო მევთქვი 4.5 მმ ტყვიბს და რომელ კისტის ტყვიებსო და კი მევტქვი და არ ვიცოდი მეო მე ნაღდი მეგონაო და კაი მოდით წაიღეთო მივედი camexshi უთხარი ეგრე და ეგრეა და კაითო ზეგ წამოვიღებთო ერთი სიტყვიტ საგიჟეთია
ორი იარაღი გამოვიწერე ერთი ბესტექსის მეორე კამექსისი მისამართზე, ბესტექსში მივიდა და წამოვიდა კიდეც, ამ ოთხშაბათს ალბათ ავიღებ თუ ყველაფერი კარგად იქნა
აი ეს კამექსი კი მოკლედ ძალიან დაძირულა და არ ვიცოდი, იარაღი 4 დღეა მივიდა და ჯერაც არ ასახულა, ორჯერ დავურეკე მეილიც მივწერე და მეილზე საერთოდ არ მიპასუხეს და ტელეფონზე მეუბნებიან გვიან აისახებაო, ჩამოსვლითაც შეაგვიანდებაო სხვა ნივთებისგან განსხვავებით...
მოკლედ ამ კამექსს არ გაეკაროთ ჯერ, ხალხს ივლისში გამოწერილი ამანათები ვერ აუღიათ ჯერ, ძალიან არეულები არიან. დამატებით რამე სიახლე რომ იქნება შეგატყობინებთ
"bestex.ge" <info@bestex.ge>
თქვენი ამანათი გამოფრინდა ამერიკიდან
პატივისცემით Bestex.ge
გაგრძელება იქნება....
ველოდებით
ყველა მოერიდეთ კამეხ-ს !!!!!! მაგათზე სიაფანტი კომპანია არ არსებობს აქ დავწერე რო ნივთი შეჩერებული მკონდა საბაჯოზე და წესით დღეს უნდა მიეცათ ჩემთვის კუთნილი იარაღი და მივწერე თრექიქინკ კოდი მევთქვი ჩამოვიდა და არაო 30 ჩამოვა 26 გამოიგზავნებაო :@ მიდი და მაგის მერე დაუჯერე !
rekshet
მე გავედი ფონს, იმის მერე რაც 3.5 კვირა მაპამპულავეს, სამშაბათს ოთხშაბათს კვირის ბოლოს... სამშაბათს ოთხშაბათს კვირის ბოლოს.... სამშაბათს ოთხშაბათს კვირის ბოლოს და ბოლო შაბათს რომ არ ჩამოვიდა და წერილი რომ მივწერე სადაა მეთქი (მაშინ ტელეფონი ვერ მოვძებნე გამწარებულ გულზე), მოიწერეს სამშაბათშო და.... სამშაბათს ხომ დავურეკე, არ მილანძღია პროსტა ტექნიკურად დავურხიე, დაიწყო ბოდიშები და ხვალ იქნება 11 საათიდანო. ოთხშაბათსაც 11-ზე რომ არაფერი გამოჩნდა 12-ზე დავურეკე და ისეთი ამბავი ავტეხე, ჯერ ხომ ერთი გამექცა, მეორე მეორე, ბოლოს მენეჯერამდე მივედი, აი იმას რომ ტექნიკურად შევუსრულე და ვიგრძენი ზადნი მისცა, აი მერე ხომ ავუწიე და ავუწიე ტონებს, მეთქი რომ იძახით შაბათს იქნებაო, ეგრე 3 კვირაა მეუბნებით ეგ მეოთხეა მეთქი, ახლა ტელეფონს ვთიშავ და შაბათს მოვდივარ და ან ჩემი ამანათი გამაქვს და ან მისი ღირებულება ამინაზღაურეთ მახატია მეთქი....
დავითანხმე, ცდილობდა რაცხანაირად ლაზეიკის დატოვებას მარა არ მივეცი საშუალება, უკვე ახალ ვიდაკს ვეძებდი იბეიზე და ხუთშაბათს გადმომირეკეს ჩამოვიდა შეგიძლიათ გაიტანოთო
გეფიცები ვერაფერი ვერ გავიგე, ოთხშაბათს თუ არ იყო ხუთშაბათს მაგათ რეისი არ აქვთ და საიდან გაჩითეს არ ვიცი, ნუ რავი ვიდაკი გამოვტანე, დავაყენე მუშაობს, პროსტა შემრჩა 3.5 კვირა ნერვების გლეჯა და ნულოვანი სერვისი... ახლა რაცხა ერთი ამანათია კიდევ გზაში ჩამოვა და მაგ კომპანიასთან მე კაპუტ საქმე, ბაზარზე ოხრადაა სხვა კომპანიები და ტილიანი 1$-ის ეკონომია არ ღირს ამდენ ნერვების გლეჯად.
თუ მოგვიანებით გამოსწორდებიან მერე ერთეულ მძიმე ტვირთებს გავუშვებ ხოლმე მაგათთან თუ არა და....
momxre
ვააააააა
ჩვენი გმირი საქართველოშია
თქვენი ამანათი ჩამოფრინდა საქართველოში
ამანათის გაცემის სავარაუდო თარიღი: 23.08.13-ის რეისი ჩამოსულია გაცემა დაიწყება 27.08.2013-ში 15 საათიდან. უფასო საკურიერო პარასკევს.
პატივისცემით Bestex.ge
სიტუაცია სულ უფრო იძაბება დადადადა
არის ასრულდა ოცნება
ჩამოვიდა ჩემი გმირი, ფანტომი.
თანაც რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს უპრობლემოდ
მადლობა ბესტექს
მოკლე რეზიუმე:
შევიძინე crosman phantom ოპტიკის გარეშე 84 $-ად ამაზონზე ( ლარებში 84*1.65=138.60 )
ტრანსპორტირება 43.10 ლარი (თოფის რეალური წონაა 2.605კგ მიანგარიშეს 3.19 კგ მოცულობითი წონა)
ჯამში 181.70 ლარი
გადამზიდავი ბესეტექსი
ჩამოიტანა უპრობლემოდ
ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ თამამად გამოიწეროთ!
ესაა ჩემი კომენტარი
აიღე უკვე?
ჩემიც ჩამოსულია ბესტექსში და მეზარება გავლა...
მეორე თოფი რომელიც კამექსში მივიდა არც ასახულა და არც აპირებენ მგონი ასახვას... რა კანტორა გახდა რა შეცვალეს ამისთანა რომ დედა უტირეს თავიანთ მომსახურებას არ მესმის.
momxre
გილოცავ, ძალიან კაი ესეიგი კიდევ ერთი დადასტურებული ფაქტი გვაქვს რომ პრობლემები ნიხტ. ვერი გუდ ბატონო
ვა.. საღოლ..
ჯა ჯა
მადლობა, იქნებ ოპტიკია მირჩიოთ რაიმე ძაან ძვირიანი არა და ტყვიებიც
მინდა ფანტომზე ვრცელი რეპორტი დავდო თავისი ფოტოებით
თუ ვინმე დამეხმარებით დეკომპრესაციაში
მგონი საინტერესო გამოვა ფორუმისთვისაც და დამწყებებისთვისაც
გილოცავ გილოცავ )) კაია )
ბესტექსის თვითმფრინავი სად ჩამოდის?
მე იმედია ქუთაისის აეროპორტში გამიმართლებს მებაჟეები
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო, სურვილი გამიოჩნდა მქონოდა საშუალო კლასის ზდპ, და 29 აგვისტოს გამოვიწერე CROSMAN TITAN NP .177 . ბესტექსის გადამზიდ კომპანიით, ჯერ არ მისულა საწყობში, წესით უკვე მალე უნდა მივიდეს, როგორ ჩამოვა და რანაირად ამას დაწვრილებით შემდეგ მოგახსენებთ, ამ იარაღის შესახებ არაფერი ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რომ ჩვენს ფორუმელ ვიტეკას აქვს და ძალიან კმაყოფილია. ველი მოვლენების განვითარებას ,,
გაუმარჯოს ფორუმელებს, ამ ორი იარაღიდან რომელს მირჩევთ და რა განსხვავებაა მათ შორის იქნებ მომწეროთ თუ შეგიძლიათ რა, გამოწერა მინდა და რომელი უდრო ზუსტი და ძლიერია? CROSMAN TITAN NP .177 თუ nitro venom dusk .177
TARASICHA
დიდი სხვაობაა არაა, რომელიც მოგწონს ის იყიდე
რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან? თუ იცით იქნებ მომწეროთ რა.
სალამი ყველას რამდენი ხანია აქ არ შემოვსულვარ
TARASICHA
ვენომს უკეთესი ოპტიკა მოყვება (3-9x32) ტიტანს კი (4x32). დამატებით ინფოს ამ თოფების მფლობელები თუ მოგაწვდიან თორემ მწარმოებლის მონაცემებით ვიზუალის და ოპტიკის გარდა განსხვავება არ ჩანს წონაც და ზომაც კი ერთნაირია 7.4 lbs 44.5 in
გამარჯობათ,გამოვიწერე პნევმატური პისტოლეტი bestex.ge_და საიტზე რო არ ასახულა ვკითხე და ასე მიპასუხეს რო აკრძალულ ნივთებშიაო და რა ვქნა?4.5 კალიბრიანია
bacho
კონკრეტულ პასუხს ვერავინ გეტყვის, უცხო პლანეტელები არსებობენ თუ არა მაგ თემიდანაა
სამწუხაროდ
bacho
ის უთხარი რომ ამ ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრი პნევმატური იარაღი შემოვიდა თქო თქვენი კომპანიის მეშვეობით საქართველოში,ასე რომ ბაბუაშენს მოუყევითქო ეგ ზღაპრები,4.5 კალიბრი დაშვებულია და გამოუშვი თქო აქეთ ან ფყლი მაიტათქო,და ისე როდის მოხდა ეგ ამბავი?აგერ უწერიათ რა არის აკრძალული.
აეროზოლი, პულივიზატორი
ალკოჰოლი
ცხოველები
აკუმულიატორები (დამცავი შეფუთვის გარეშე, აალებადი, სითხის შემცველი)
სანთებელა (გაჟღენთილი საპოხი მასალით)
ნაღდი ფული, მონეტები, და მსგავსი პროდუქცია
ბეწვი, ტყავი, ან სხვა ცხოველის ნაწილი
სუნამოები
მალფუჭებადი პროდუქცია
ხილი, ბოსტნეული, ხორცი და სხვა მსგავსი პროდუქცია
მცენარეები
პორნოგრაფიული მასალა (ნებისმიერი სახის, გარდა სექს სათამაშოებისა)
სამხედრო ტაქტიკური აღჭურვილობა, სათვალთვალო პროდუქცია (ტაქტიკური) .
ამუნიცია, ტყვია წამალი, ღამის ხედვის ხელსაწყოები, სამხედრო და სამიზნეები,
ბიო არომატიზატორი, მოსაწევი თუთუნის მსგავსი
პნევმატური იარაღები 4.5 კალიბრზე დიდი
აალებადი ნივთიერება ნებისმიერი სახის ან მისი შემცველი პროდუქცია
ხალხნო gecor-ის რამე ხომ არ იცით? დაიკარგნენ საერთოდ და ჩემი ოპტიკაც ზედ მიაყოლეს
bacho
აგერ ცალცალკე თემებში ხალხი წერს ჩამოვიტანეთ ბესტექსითო და მადლობებს უხდიან და.... რაცხა მეც ვერ გავიგე რაღა შენს ეგზემპლარზე გაჭედეს?
აუ რავიცი ყველაფერი მე უნდა დამეტაკოს რააა,ეხლა მივწერე მეილზე და არაფერს არ მწერენ
bacho
გარკვევით უწერიათ საიტზე, რომ პნევმატური 4.5 კალიბრის პისტოლეტი არ არის აკრძალული. კაკას თუ დაუჯერებ და ცოტა მკაცრად მიაწვები ადვილად მოაგვარებ მაგ პრობლემას
გამოჩნდა საიტზეეეეეე , დეკლარაცია გავუკეთე,ეხლა საბაჟოზე რა მოხდება ვნახოთ,დავწერ აქაც აუცილებლად.ესე მოგვწერეს საწყობიდან რო შიგნით ყოფილა co2 კარტრიჯიო და მაგიტომ გავაჩერეთო
კაროჩე, გამოწერა აღარ არის ხო პრობლემა?
მგონი არაა პრობლემა,
ქუთაისის აეროპორტში მიწევს ჩემი 1377 ით ჩამოსვლა 11 დღეში და საბაჟო განყოფილების უფროსის ნომერი როგორ დავითრიო რამე პრობლემა რომ შემექმნას პირადად რომ დავუკავშირდე თუ ძაან გაატრაკეს მებაჟეებმა?
ქვითარი მაქვს თავისი სერიული ნომერით და კანონიც ხომ არ ამოვბეჭდო და დავაკრა? მარა ეგ ცუდი იმიტომაა რომ დაუწყებენ ტექ. მახასიათებლებს ყურებას, მართალია ვერაფერს მიხვდებიან მარა ზუსტად მაგიტომ შეეშინდებათ გამოტანება ))
edit
crossman c tt გადმოიტანა forum.ge ს იუზერმა უკრაინიდან , უკრაინაში რაღაც გაატრაკესო (რა და როგორ არ ვიცი ვკითხე და პასუხს ველოდები) , აქ რაღAცა შემავსებინესო და ვსიოო.
დაშლილი ქონია , მარა ეგ უარესია მგონი.რომელ აეროპორტში ჩამოფრინდა ისიც არ ვიცი, ველი პასუხს მისგან და დავწერ აქაც.
ხალხნო geqor.com-ს არ გაეკაროთ!!!!
უკვე რამოდენიმე დღეა სკაიპი, ოფისის და მობილური ტელეფონები გათიშულია. დღეს საიტიც გაქრა
ნეტა სად მოვძებნო ეხლა ჩემი ოპტიკა?!
რავი ჩემთან საიტი იხსნება
მარა ეგენი რომ ცოტა არ იყოს კონტაქტთან დაკავშირებით ვერ არიან ნუ მგონი უკვე ყველამ ვიცით.
ნივთების ჩამოტანაზე პრობლემებს არ ქმნიან, მარა კონტაქტზე გამოსვლა, დროზე ასახვა და დროზე მომხმარებლისთვსი ჩაბარება მაგათთვის არ არსებობს, ჩვეული ამბავია დედის გინება, ტავზე დადგომა, წიხლებით კარების შემტვრევა და ისე წამოღება
ახლა ამოვიკითხეhttp://geqor.com/info/pricing.html:
ჩვენ გთავაზობთ 100%–ით გარანტირებულ, ზუსტ და ხარისხიან მომსახურებას, რომლითაც უკმაყოფილო ნადვილად ვერ დარჩებით!
აშკარად მაგათ არ ეხებათ ეგ, ან რომელიღაც პარალელურ სამყაროში ხდება ეგეთი რამ
ja_ja
ჩემთან არ ხსნის მაგ ოხერ საიტს
გუშინ ხსნიდა
ჩაირთო საიტი
ოქრო ხალხო, თანაფორუმელ თანამესუფრე და თანამოსაქმენენო, ჩამოვდა ყოველგვარი ზედმეტი კითხვა პასუხის გარეშე აი ფიშტო და დიდი მადლობა ბესტექსს : )))))
http://pix.ge/
gela
ნუ პირველ რიგში გილოცავ
ვსო, ესეიგი გამოდის რომ არანაირი პრობლემა არაა
ისე 22 კალიბრსაც ხო არ ატარებენ ნეტა?
გილოცავ ) ) )
gela
გილოცავ!
კარგი იქნება თუ დაწერ რამდენი დაგიჯდა
ფასი + ტრანსპორტირება და საიდან გამოიწერე
გილოცავ ძმა გამიხარდა ძალიან რომ კვლავ იარაღით ხელში ხარ.
WARNer brother
Ex3
momxre
kaka8079
მადლობა მოლოცვისთვის ბიჭებო, შემოგევლე კაკო ძმა ) ეს იარაღი ისე ვიყიდე, ერთი ზდპ კი უნდა ეგდოს კაცს სახლში, ნასოსის კაჩაობა როცა მოგბეზრდება
გამოვიწერე ამაზონიდან, ადგილზე დაჯდა 149$, პლიუს საქართველომდე 61 ლარი, სულ დაჯდა 312 ლარი , საკმაოდ კაი ფიშტო აღმოჩნდა, ჯერ ვერ გავრკვეულვარ არ ვიცი რა მოხდა დღეს, მოყვა 4-32 ცენტრ პოინტის მილდოტიანი ოპტიკა, საკმაოდ ნატელი გამოსახულებით და ძალიან წვრილი მილდოტიანი ბადით, დავაგე და სადღაც 15-18 მეტრში გავასწორე მიზანი, მეტი დისტანცია არ მქონდა, სიმამრის ეზოში : ))) ტყვიები იყო ჯიესბი მძიმეები, ხოდა მერე მოვინდომე სადღაც100 დან 120 მეტრამდე ეგდო რაღაც ვედრო სიმამრის აივნიდან მოპირდაპირე მხარეს ვიღაცის ეზოში მანძილ მზომი არ მქონდა და არ ვიცი, შეიძლება თვალიც მატყუებდა მაგრამ 50 მეტრი რომ არ იყო დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ვიცი ეგ მანძილი დაახლოვებიოთ თვალით რამხელაა, გასვლებზე ფორუმელებთან ერთად არაერთხელ მაქვს ნასროლი მაგ მანძილზე : )) ხოდა იმიტომ ვამბობ ამაყად 100-120 მეტრს ხოდა ავუწიე 3 მილდოტით, ვესროლე, არ მოხვდა ვაა მეთქი რა ხდება , არა და ამ მანძილზე ტყვიას დაქანება უნდა ქონოდა, მერე ქვემოთა მეორე მილდოტით ვესროლე, კიდევ ხაია, ქვემოთა პირველი მილდოტითაც რომ ვცადე და კიდევ ვერ გავარტყი, მეთქი ოოო, ხოდა დავუმიზნე პირდაპირ ჯვრით, რაღაც არ მეგონა თუ გავიგებდი ვედროს ხმას, მაგრამ, მოხდა სასწაული და პირდაპირ ჯვრით ვესროლე და ქე გევიგე ვედროს წკარუნი მეორედაც ვცადე, მესამედაც ვცადე და იგივე განმეორდა, რა მიკვირს იცით? ტყვიის დაქანება ნე უჟელი არ ქონდაა? რაღაც მეეჭვება კი არა და რა მოხდა ვერ გავიგე
gela
ვაა გილოცავ, კარგია კარგი
geojorjika
მადლობა გიოო
gela
გილოცავთ საკმაოდ კარგი შაშხანა შეგიძენიათ, ჩემი აზრით დღეს უკვე თუ იყიდი თოფს ნიტრო ზამბარის გარეშე აღარ უნდა იყიდო... (ვგულისხმობ მაგ ბიუჯეტში)
gela
გილოცავ შენაძენს. ტყვიის სიჩქარე რამდენი "ფპს" უწერია ყუთზე
მოკლედ მოგახსენებთ ჩემს ამბავს ))
დილით 7 საათზე გამოვფრინდი კიევიდან ჩემი 1377 ით და ჩემდა გასაკვირად არც ქართულ საბაჟოს და არც უკრაინულ მხარეს პრობლემა არ შეუქმნია.
მეტიც, საერთოდ არაფერიც უკითხავს არავის და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ თითქოს გამორჩათ რაღაც , კონვეიერზე რომ ბარგი დავინახე არც წითელი სტიკერი არ ქონია და ა.შ. როგორ გამიხარდა ალბათ მიხვდებით
მოკლედ ჩემს პლასტიკურ ბარათს დაერხა ))
Ex3
ja_ja
მადლობა ))
ბესტექსმაც ჩაისვარააა
მათ მთავარ გვერდზე დადებული განცხადება იუწყება რომ უჟე ნოუოოო
gela
"გაცნობებთ რომ დღეიდან დელავეარის შტატიდან იკრძალება პნევმატური, აირსოფტის, და ცეცხლსასროლი იარღების და მათი აქსესუარების ტრანსპორტირება, რაც სამწუხაროდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კომპანია აღნიშნული პროდუქციის ჩამოტანას ვეღარ მოახდენს. უახლოესი 2 კვირის ვადაში ყველა მსგავსი პროდუქცია ჩამოვა ჩვეულებრივად, 2 კვირის შემდეგ მსგავსი პრდუქციის ტრანსპორტირება შეუძლებელი იქნება"
ხოო, მეც წავიკითხე
თანაც საბაჟომაც დაიწყო მაგრად პნევმოების "დასტოპება"...
gregory
ოოოოო, ვერ არის კაი ამბავი ეგ
და ეს შეზღუდვა თვითონ ამერიკის მხრიდანაა, თუ საქართველოს მხრიდან?
მდაა.. კიდევ ერთი "კარგი" ინფორმაცია..პოლნი პიზდეც ნუ
ცუდი ამბავია, გზები იკეტება ნელა-ნელა.
ოპტიკის ჩამოტანა თუ არის შესაძლებელი რომელიმე გადამზიდავით, ხომ არ იცით?
tengo
http://els.ge/
ამათ ჩამოქონდათ, თუ გაინტერესებს დაურეკე
ბარამში დავრეკე დღეს და ჩამოდისო ჩვეულებრივო.
მეგობრებო, პნევმო - კერძოდ აირსოფტი ჩამოაქვს კამექსს ისევ თუ იცით? დღეს არ მუშაობენ და საიტზე კი უწერიათ 4.5 მმ პნევმო შეიძლებაო, აირსოფტზე ინფო არ უდევთ.
ბიჭებო
http://www.amazon.com/Crosman-12-Gram-CO2-Cartridges/dp/B0015NB488/ref=sr_1_100?ie=UTF8&qid=1448737109&sr=8-100&keywords=benjamin+rifle
ეს რომ გამოვწერო კამექსით ჩამოვა?
bubusicha
მაგას არცერთი კომპანია არ ჩამოგიტანს
აბა რო ყიდიან საიდან ჩამოქვთ ?
...
bubusicha
ნებისმიერი ავზი ან ბალონი რომელიც არის წნევის ქვეშ აკრძალულია თვითმფრინავში ატანა, რადგან სატვირთო განყოფილება თვითმფრინავებში არ არის ჰერმეტული,. შედეგად ნაკლები წნევაა და იზრდება შანსი რაცხა ისეთი არ მოხდეს რაც საჭიროა.... კერძოდ ბალონს გარედან წნევა ნაკლები აწვება შედეგად შიგნით დაჭირხნული აირი უფრო იოლად ახერხებს წინააღმდეგობის გადალახვას და....
თუ გავითვალისწინებთ რა ტიპის დომფხალია ამ ბოლოდროს გიჟ გადარეული არაბების გადამკიდე შენთვითონ მიხვდი აბა რა მოხდება
მე 4 წლის წინ ჩამოვიტანე ცარიელი ბალონი და ლამის უშიშროება და თავდაცვა დამადგა თავზე... გრიშამ 2 წლის წინ ჩამოიტანა ეგრე ბალონი, ოღონდ მანამდე მთელი რეისი გადადეს, მერე აეროპორტი დაცალეს ინგლისში და მთელი ამბები, ასე რომ ეგეთი რამ რაც არ უნდა იაფად ჩანდეს არ გამოვა თვითმფრინავით ჩამოტანა
ja_ja გემითაც არ შეიძლება?
ნიკა
ნიკა
ნიკა
გემით რა აზრი აქვს მაგის ჩამოტანას? თუ კონტეინერებით არ მოგაქვს დიდი რაოდენობა?
ნიკა
განბაჟებაც არ დაგავიწყდეს
მანდ ერთ ლარიანიც ბაჟდება
temo-777
გემით შემოტანილი 1ლარიანიც ბაჯდება? შემოგიტანია და გაგანბაჟებინეს?
ilo
არა არ შემომიტანია.
რატომ კითხულობ მასსე არაა?
ნიკა
სამწუხაროდ თურქეთმა აკრძალა ბოსფორის სრუტეში DANGEROUS CLASS 2.2 ტვირთების გატარება და დიდი ალბათობით არ გაატარებენ, რადგანაც ეგ ბალონები ზუსტად საშიშროების 2.2 კლასს ეკუთვნის:
დროებითი შეზღუდავაა და იმედია მოიხსნება
სხვა გადამზიდებიდანაც მოგივიდათ ?
http://www.radikal.ru
okela84
მეც მომივიდა ეს დღეს.
საინტერესოა პნევმატურის ტყვიებზეც ვრცელდება ეს შეზღუდვა? თუ კი, დაგვერხა...
კი თითქმის ყველასგან მოვიდა ამ 2 თვის განმვალობაში ეგ სმს-ები
ძმაკაცმა უნდა მაჩუქოს ოპტიკა აშშ-შია და გამოდის ვეღარ მაჩუქებს თუ როგორ გამოდის ?
okela84
სანამ გადამზიდი არ გადაიყვანს (გამოგზავნილია)-ს სტატუსში მანამდე დასკვნებს ნუ გამოიტან
ტყვიებზე არანაირი პრობლემა არ იქნება
gregory
შენთან როგორაა ეგ საქმე? შენც ომ არ ყვები რამე ტისკში ?
datka25
ტყვიები არ იგულისხმებოდა მაგ მეილებში.და ოპტიკა უკვე სარისკოა.
მეც მაინტერესებს რა მოხდება ოპტიკაზე
datka25
ძვირიანი არ გარისკო
კიდევ კაი არ გავყიდე ჩემი ვაიპერი
datka25
პოსტალონმა არ ჩამოგვიტანა ზუსტად. მეწერა სადღაც აქ.
datka25
რათ გინდა ამხელა ზუმით რამე სპარტივნი გაქვს ?
თან ჩემი ინტუიცია მკარნახობს რო ღირებულების 70% ზუმს მიაქვს და არა ხარისხს.
გადამზიდი თუ იღებს პასუხისმგებლობას არაფერია სანერვიულო. უარეს შემთხვევაში უკან გაგზავნიან და თანხას ამაზონი დაგიბრუნებს 3 სამუშაო დღეში
მოგესალმებით.
კაი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ.
რა მაინტერესებდა. ეხლა ოპტიკის შემოტანზე რომ აჩმახებს კამექსი. (საექსპორტო ლიცენზია უნდაო)
4.5-იანი თოფი რომ გამოვწერო ოპტიკიანი გამოდის რომ არ გაატარებენ და ოპტიკას თავისთვის დაიტოვებენ?
გამარჯობა მეგობრებო.
ვინმეს ხომ არ ქონია შეხება მეორადი პნევმატური იარაღის შეძენასთან ბრიტანული საიტებიდან?
მე მინდოდა მარა საბაჟო ისეთი მკაცრი ყავთ არ გავრისკე
ბაიკერი
არა. ჩერეზ გადამზიდი. აუცილებლად უნდა იყოს 16 ჯოული ან ნაკლები.
ბაიკერი
ონლაინ ყიდვის ფუნქცია ჰქონდა საიტს ?? შეგიძლია საიტი დაწერო საიდანაც აპირებდი ყიდვას.
giga2010
ძაან გროზნი ვალუტა აქვთ და ჩვენ ფულზე ძაან ბევრი გამოდის, 3.3 -ზე მრავლდება მაქაური ფასები. თუ ღირს სიტყვაზე 100 ფუნტი, ჩვენ ფულზე შიპინგი/ზონა/განბაჟებიანად 400 ლარს სცდება ფასი
okela84
მადლობა. გასაგებია. მაინტერესებდა თუ ქონდა ვინმეს შეხება და თუ გამოუწერია მეორადი
air arms s410 ვნახე 400 ფუნტად იყიდებოდა,
air arms hft 500 იყო 500-ად
მაინც ძვირი გამოდის
giga2010
კაი ჩაძირულ თემას კი ვაღვიძებ, მაგრამ კითხვა მაქვს.
პნევმატური შაშხანის გამოწერა ამერიკიდან და საქართველოში რომელიმე გადამზიდით ჩამოტანა საბოლოოდ მოკვდა?
STIG
4,5 კალიბრში მე რამდენადაც ვიცი შეზღუდვა არაა და მოდის თავისუფლად
STIG
კამექსი ჩამოგიტანს, მაგალიტად, მარა გრთხილად, ამ ბოლო დროს ბევრ PCP-ს მოყვება ბალონი, რეზერვუარის ნაცვლად, ესენი ვერ ტვინავენ რომ კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილია ბალონი და ნაგლად ხსნიან, იმ მიზეზით რომ ბალონების ატანა თვითმფრინავში არ საიძლებაო
მე გამიჩალიჩეს ეგრე 2500$-იან თოფზე, მერე 2 კვირიანი ომი მქონდა... ასე რომ გრთხილად
ja_ja
giga2010
მადლობა.
კამექსს მისამართი დელავერში აქვს და მაგ შტატში ბოლოს პნევმატიკის შეტანა ხომ აკრძალეს?
ზდპ-ს გამოწერა მინდა, შეიძლება ნიტროთიც. ადრე ბესტექსით მომქონდა ხოლმე.
ათობით გადამზიდავთან მქონია შეხება. მაგრამ კამექსით არასოდეს არაფერი მიცდია.
STIG
შეტანა შეკრძალეს, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით თუ მოხდა და მაღაზიამ ან გამყიდველმა გააგზავნა, მაშIნ უპრობლემოდ ჩამოდის, ნუ ჩამოდიოდა… ბოლოს აგვისტოში ჩამოვიტანე 4 თვის წინ
მე მაქჳს ოპტიკა გამოწერილი ფოსტალონით, დავრეკე და ჩამოგვაქ არაა პრობლემაო ხოდა ვნახოთ რაგამოვა, პნევმატურზეც თქვეს ჩამოგვაქო თუსწორად მახსოვს
პნევმატიკა ჩამოაქვთ, მე მაქვს ჩამოტანილი 2 ცალი 3-4 თვის წინ. პრობლემა პნევმატიკურ თოფზე არ აქვთ თუ კალიბრი 4.5-ია და თუ რეზერვუარი არ არის ბალონის ფორმის, ბალონს ხსნიან რაღაც სულელური წესია, ტან ხან ხსნიან და გიმტკიცებენ რომ აკრძალულია, ხან ავიწყდებათ მოხსნა და ატანენ... დომფხალ
რაც შეეხება ოპტიკას მეც მაგრა მაინტერესებს, თუ საიდუმლო არაა რომელი ოპტიკა გაქვს დაკვეთელი და თხოვნა მექნება არ გამოგვაპარო ჩამოსვლის მომენტი. თორემ ამოვიდა ყელში ეს ჭორები, რომ - აი არ შეიძლება, უიიი შეიძლება, ვაიი რამე ახალი აკრძალვაა და ასე შედმეგ...
ja_ja
DISCOVERY VT-2 3-12X40SF ეს მოდელი მაქვს გამოწერილი, გზაშია დიდიხანია უკვე ჩინეთიდან მიდის ამერიკაში, თუ ჩამოვიდა კი შეგატყობინებთ, იმედია არ დამაბოლეს ფოსტალონის გოგონებმა და ჩამოვა
ფოსტალიონით მოგაქვს?
და თავიდან ელაპარაკე? ზოგიერთი ფეხებს ფშიკავს ხოლმე ოპტიკის ჩამოტანაზე
ja_ja
აი პრობლემები რო დაიწყო ოპტიკებთან დაკავშირებით კარგახნის მერე დავურეკე და ვკითხე, არ ჩამოაქვს ზოგ გადამზიდს და თქვენთან როგორაა სიტუაციათქო და არანაირი პრობლემა არააო, რავიცი ვნახოთ აგერ რაგამოვა
შენ გეიხარე, ველოდებით ინფოებს
თუ გამოგადგებათ ეს ინფო, სექტემბერში გზავნილი . კომ იდან უბრობლემოდ ავიღეთ ოპტიკა ოკელამ გამომიწერა,
ja_ja
რამე ოპტიკა ხომ არ შეიგულე გიო?
ამ ცოტა ხნის წინ ებაიდან, გზავნილით გამოვიწერე ოპტიკა და ჩამომივიდა .
temo-777
აუქციონზე მოვიგე ეს ოპტიკა, ისე 100 დოლარზე მეტი ღირს, განბაჟებაში როარ მოყოლოდა მაგიტო ვარჩიე აუქციონიდან, სელერსაც კარგი რეპუტაცია აქვს, ალიდან რამდენჯერმე არჩამომივიდა ნივთები და იბეიდან კო არასდროს დამკარგვია ვნახოთ რაიქნება
თურქული საიტიდან ვინმეს ხომ არ გისარგებლიათ და გამოგიწერიათ რამე?
რავი ერთი ორი იყო ჩემთან და იზმენაში ჩამაგდეს საბაჟოდან ოპტიკა არ გამომატანესო, 9x-ზე მეტი სამოქალაქო ბრუნვაში არ შეიძლებაო და ჩამომართვესო
ვეღარაფერს ვიგებ ვინმე უჭკუო მებაჟეს მოგონებულია, მოეწონა და თავისებურად წაართვეს თუ მართლა რაიმე ეგეთი კანონი არსებობს... ამოვიდა ამ სახელმწუფოში ასეთი უაზრო კანონების არსებობა
mister_io
მე სხვა რამეს ვიძახი.
ანუ თუ იწერდი ჩინეთიდან იბეიზე, პირდაპირ საქ, ფოსტაში გამოგეშვა თქო,და არა ფოსტალონით ან რომელიმე სხვა გადამზიდით.
პირდაპირ საქ. გამოგეგზავნა, ჯერ ამერიკაშI გადაგზავნას და მერე იქიდან აქ.
მაგას ვიძახი. იბეიდანაც შეიძლება პირდაპირ ფოსტით მიღება, თუ ამანათი ჩინეთშია
ja_ja
არა,ჩვენთან საბაჟოზე ოპტიკა არანაირი პრობლემა არაა. თვითონ ამერიკის საბაჟოს ააქვს შეზღუდვები
mister_io
ცუდია, მაინც იმედი მაქვს რომ ჩამოვა
მე პირადად მონსონამ გამომიწერა ორი ოპტიკა ჩინეთიდან და ორივე ჩამოვიდა
giga2010
ამერიკის გავლით თუ პირდაპირ აქგამოაგზავნიეთ
mister_io
პირდაპირ გამოიგზავნა
giga2010
ხოო ეს ამერიკის გავლით მოდის და ეგაა პრობლემა
mister_io
ja_ja
ხო რავიცი შეიძლება ეგეცაა, რამე იმის დამადასტურებელი არაფერი არწერია რო გააჩერეს, სელერმა კი დამიბრუნა ფული რო დააგვიანა ჩამოსვლა მარა ოპტიკაცთუ ჩამოვიდოდა არვიტყოდი უარს
სიახლეა მეგობრებო, ჩემი ოპტიკა მივიდა ფოსტალონის ოფისში აბა ვნახოთ თუ ჩამოაღწევს
ძალიან გუტ. ჩინეთიდან ამერიკაშI შესვლაზე არაა პრობლემა, ამერიკა ყველაფეერს ისრუტავს. შეიძLება კარანტინში იყო პროსტა ამდენიხანი
აბა ვნახოტ დალშე რა მოცდება იმედია ყოლიფერი ხუთიანზე იქნება რადგანაც აისახა ფოსტალიონის საიტზე ესეიგი ყველაფერი ტიპ-ტოპ უნდ აიყოს.
ცოტაც გაუძელით, კურსიც დაიწევს. განბაჟების ლიმიტიც აიწევს და შეზღუდვებიც მკვეთრად შემსუბუქდება
okela84
იმედია, ტალოსის გამოწერას ვფიქრობდი მარა ამ იარაღისთვის არღორდა მაგოპტიკის დათრევა რო დავფიქრდი მერე, სამომავლოდ ვფიქრობ პცპ ზე გადასვლას და არ15 საც იქნებ გავწვდე და კარგი ოპტიკა მერესთვის, რაც შეეხება ამ გამოწერას გამოგზავნილიო დაეწერა სტატუსში უკვე ანუ ფოსტალონმა გამოუშვა და იდეაში თუ ალიექსპრესიდან ჩამოდის და აქაური საბაჟო არ აჩმახებს წესით ესეც უნდა გაძვრეს
ვინმემ თუ იცის იყიდება აქ სადმე ეს კონკრეტული მოდელი?
ასევე რომელი საიტიდან შეილება შედარებით იაფად გამოწერა?
name
ეს არ მოგწონს? https://www.pyramydair.com/s/m/SIG_Sauer_MCX_CO2_Rifle_Black/3692
რაც შეეხებ კროსმანის მაგ მოდელს, სადღაც მაქვს ნანახი თბილისის რომელიღაც მაღაზიაში. უფრო მეტად კროსმანის პროდუქცია ბატონ გრეგორს ეცოდინება
giga2010
ეგ კი მომწონს მარა CO2ზეა, გადასატეხ ლულიანი რომ იყოს ან პცპ ხო საერთოთ
სხვამოდელები არის მეც ვიცი, ეს კონკრეტული მოდელი მომეეონა
მოიცა ეგ როგორ, ცო2 ბალონის ნაცვლათ პცპ რეზიკო დგება?
ცოტა უკეთ გამარკვიე გიგა, შეგიძლია დსმილინკო ეგ პეცეპეზე გადამყვანი კიტი
ვნახე რა პონტია ეგ გადამყვანი ,. ნიტოა რაღაც
name
ეს არის ლინკი და იქვე ვიდეო სადაც აღწერენ თუ როგორ დგება
https://www.pyramydair.com/s/a/Air_Venturi_Tank_With_Stock_Adapter_13_cu_in_Aluminum_3_000_psi_Black/7466
ეს კი თავად ის ფიშტოა, მანდ კიდევ რამდენიმე ვარიანტია და სიმძლავრების მიხედვით არის, ერთი ისვრი 700ფპს-ით, მაგალითად ეს
https://www.pyramydair.com/s/m/SIG_Sauer_MCX_CO2_Rifle_Black/3692
მეორე კი უფრო სუსტია, და ისვირის 57ფპს-ით https://www.pyramydair.com/s/m/SIG_Sauer_MPX_CO2_Rifle_Black/3716
დაზუსტებით, ჯობია უფრო შენ გადახედო, ძნელია რომელიმე გირჩიო
giga2010
კი კი ვნახე გავერკვიე უცებ, მადლობა რჩევებისთვის
mister_io
r15 ძაან უნივერსალური რაღაცაა. ნადირობა, ქაღალდი, თავდაცვა და ალბათ კიდევ მოეძებნება დანიშნულებები.
მარა ჩათრევა იცის. პირველი ყიდვისას თითმის ყველა ცდება არჩევანში. პრინციპში თითქმის ყველაფერში მასეა, ჯერ ყიდულობ რაღაცას შემდეგ ერკვევი და შესაბაისად ხედვების ცვილება აუცილებლად იწვევს გემოვნების ცვლილებასაც.
ისევ ოპტიკას რო დავუბრუნდეთ მოდი კაცურად დამიჯერე და vortex diamondback იყიდე ან მოგვიანებით ან განვადებით. ძალიან ბევრს ვაყიდინე ვისაც პნეატიკის იქით გახედვა არ უნდათ და ყველა კმაყოფილია ძალიან და შენ შემთხვევაში საერთოდ იდიალურია მასეთი უნივერსაული ოპციების მქონე ოპტიკა. მაგასთან ერთად ქუიქმაუნთებსაც იყიდდი მოგვიანებით და უცებ გადაიტანდი პცპ დან 22 ლრზე და 22ლრდან რ15ზე და კიდევ იმაზე რასაც სამომავლოდ შეიძენდი.
ჯერ კაიხანი დააგვიანდება არ15 ის შეძენას, რაც შეეხება არჩევანს კოლტს ვფგიქრობ 1.7 ტვისტით, აპაჩს შემოაქვს ბიძაშვილს აქვს და მომწონს ძალიან, რედ დოტი უყენია და ვეჩალიჩები ვერ მოვწამლე ოპტიკით კარგად, VORTEX - STRIKE EAGLE უნდა მაგრამ ვერ გადაწყვიტა 6 x. აიღოს თუ 8,იაფიც არღირს თან,
და კიდე ერთი მანძილმზომის ჩამოტანაზეც ხოარ ახურებს საბაჟო და იაფი და კარგი რომელია, სასწაული არმინდა მთლად აი 22ლრ რო გაუქაჩოს რა, და მეორადის ყიდვა რამდენად მიზანშეწონილია
mister_io
მანძილმზომზე ვერაფერს გეტყვი. ალბათ სხვები დაწერენ.
მოდი სანამ ძაან შორს არ წავედით ბარემ გეტვი რომ არ შეცდე არჩევანში.
ნუ იმის უფლებას ვერ მივცემ ჩემს თავს რომ არ15 და ოპტიკა შეცდომათ მივიჩნიო მითუმეტეს მაშინ როდესაც ბევრია ისეთი ადამიანი დედამიწაზე ვისაც რ15 აქვს მხოლოდ და ცდილობენ რომ მაქსიმალურად გააუნივერსალურონ და ზოგი ისე იჭრება როლში რომ სულსხვა დანიშნულების იარაღს მაგიდიდან სასროლ სტანოკად აქცევს. ანუ სქელ ლულებს. უზარმაზარ ოპტიკებს ბაიპოდებს და კიდევ ათას აქსესოარებს უყენებენ და პირობითად რომ ვთქვათ მაგიდიდან თუ 1 მოას აკეთებენ ხელიდან შესაძლოა 7 მოაც ვერ გააკეთონ. კოლიმატორის და გაბარიტების პრიორიტეტად მიჩნევის შემთხვევაში კი შესაძლოა 2 მოა მაგიდიდან გააკეთო და 3 ხელიდან.
ერთი სიტყვით დაანებე შენს მეგობარს თავი, ჰქონია გემოვნებაც და საგანიც ესმის ალბათ, უფრო დიდი შანსია შენ მოიწამლო სამომავლოდ კოლიმატორით ვიდრე შენი ძმაკაცი ოპტიკით.
როგორც ჩანს იარაღებთან აპირებ სამომავლოდ ურთიერთობას და შეეცადე რო ყველა იარაღი ისე განავითარო რო დანიშნულებას არ გასცდე მკვეთრად. სიზუსტე თუ გინდა მექანიკური ტენვით და მაღალი კალიბრით და ბევრად ნაკლები ძალისხმევით მიიღწევა. ნუ ის ვორტექსი ყველაფერზე გამოგადგება და არ15 ის შემთხვევაშიც არ მგონია დისკომფორტი შეგიქმნას ხელიდან სროლაში სხვა რამეებით თუ არ დაამძიმებ.
okela84
არა არ 15 არმიმდა მასე მძიმე აგრეგატად ვაქციო, კილომატორი კარგია და მოწამლულიც ვარ ტაქტიკური სავარჯიშოების დროს და ახლო მანძილზე სასროლად კილომატორი კანფეეტ, მარა ოპტიკა აი რაც შენ თქვი რა სწრაფი მაუნთით უცებ რო მოგინდეს მიაგო და გაისროლო ცოტა შორმანძილზე, strike eagle მე მოვაწომე და მგონი არიქნება ცუდი
Mamuka_k
ekol m450
Sig sauer mcx
Umarex colt m4
crosman mtr77
ამ 4 კონკრეტული მოდელიდან რომელი იყიდება მაგ მაღაზიაში?
თუ ეს მოდელი იყიდება ზუსტად
quote name='name' date='Feb 8 2020, 08:38 PM' post='159836']
??
Mamuka_k
მადლობა
მაგრამ ვიცი ეგ მოდელი აქაც იყიდება ისანში, 320 ლარად, mymarketze ვიღაც 150 ლარათაც ყიდვა Ekol 450,
Umarex colt m4 ამ მოდელი მომხიბლა უფრო ვიდრე ჩამოთვლილიდან სხვა მოდელებმა, ნუ ak74 ზ.დ.პ თუ არსებობს რასაც დიდიხანია ვეძებ და ვერ ვპოულობ
გამოიარა აეროპორტიც ოპტიკამ, ხვალ იქნება ქუთაისში წესით და ვნახოთ რამდენად ჯანმრთელი ჩამოვიდა
ძალიან კაი, იმედია მშვიდობიანად დამთავრდება ყველაფერი
მადლობა რომ არ დაიზარე და დაწერე
ja_ja
კი მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა აქ აეროპორტიდან მალევე მივიდა თბილისის ოფისში საბაჟომ უპრობლემოდ გაატარა, ბადეც არჩანს ცუდი, ზომებშიც კარგი ჩანს ჩემი 22ლრ ისთვის
გილოცავ. გემრიელად გართობაში
okela84
მადლობა გაიხარე, მაუნთი მინდა ახლა მაგრამ ამერიკაში როიყოს ვერვნახე ისეთი მერომელიც მაწყობს (((
მეგობრებო მანძილმზომი მეყიდა იბეიზე ლეუპოლდი არის მეორადი rx ll ხოდა ჩამოტანაზე პრობლემები ხოარ შემექმნება, კაიდროს კი ვკითხულობ, მაგრამ აუქციონი იყო და ვერ ვასწრებდი აქ კითხვის დასმას ხოდა ახლა დავწერე, და კიდე რამდენად კარგია 65 დოლარის პირობაზე ეს მოდელი
mister_io
არანაირი, ბოლო 2 თვის განმავლობაIშ 3 მანძილმზომი ჩამოვიტანე, ერთხელ არაფერი უთქვიათ და ვერც იტყვიან, არ არის ეგ იარაღის ნაწილი... ასე რომ თამამად წინ...
ja_ja
ძალიან კარგი, რაც შეეხება ლეუპოლდის ამ მოდელს, აქ ადრონდელ პოსტებს გადავაწყდი რო ჩინური ვერსიაა ეგ მოდელი და ბანძია ნეტა ძაან? ან რა შანსია რო მერაც გამოვწერე არიყოს ჩინა და იმუშაოს ნორმალურად
mister_io
მოდელი არ წერია სრულად ? ისე კი ლიუპოლდის ოპტიკის ხუფები ჯდება 150$ მდე და ძაან მეეჭვება მაგ ფასის სიახლოვეს რამე მანძილმზომი ჰქონდეს
okela84
მეორადია ოკელ აუქციონზე მოვიგე, leupold rx ll
true balistic range
6x23 patent pending www.leupold.com
ესენი აწერია უშუალოდ მანძილმზომს, სავარაუდოდ პატენტია
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services