სალამი თანაფორუმელებს...
თემას ყიდვა-გაყიდვის განყოფილებაში არ ვხსნი სპეციალურად...
მინდა დრელი შევიძინო დაახლოებით 80 ლარის ფარგლებში და რომელს მირჩევდით, არ არის აუცილებელი კონკრეტული ფირმა მირჩიოთ (თუ შეგიძლიათ მითითება კი ბატონო), მაგრამ თვისობრივად შეგიძძლიათ დამიხასიათოთ. მაგალითად რამდენ ვოლტზე იქნება რომ ძლიერი იყოს და ადვილად შევძლო თუნდაც მყარი ლითონების გახვრეტა?
წეღან ვათვალიერებდი და შევატყვე ექვსკუთხა კლუჩები რომ არის, რაღაც ეგეთი თავებიც მიდის მგონი? მოკლედ არ ვიცი და აქ იმიტომ ვწერ
და კიდევ მაინტერესებს, თუ შეიძლება ასეთი რამ, ანუ არის ასეთი დრელეები რომ ბარგალკადაც გამოვიყენო?
მგონი რაცხა აქ მაგის მრჩეველი ნიხტ იქნება
ჰო შესამჩნევია
ვიფიქრე მოტორის სიმძლავრით მაინც მირჩევენ თქო თუ მაინცდამაინც თვითონ დრელის შესახებ ვერ მომცეს რჩევა თქო მაგრამ შენც არ მომიკვდე
თურმე დრელეებში მოვიკოჭლებთ
არადა ესეც თოფივით არ არის? აი....
იგივე პისტოლეტია რაა...
შენ ჯობია შენი მოთხოვნებიდან შესაბამისად ჯერ ზომა შეარჩიო
სიმძლავრე ახლა შენ ალბათ სახლისთვსი გინდა
და მაგისთანა დრელები დიდი სიმძლავრის არაა, ახლა შენ ბოშიც დიდი ბეტონის სანგრევი დრელები რომაა ეგ არ დაგჭირდება
ასე რომ მიწიერი მოთხოვნა უფრო იქნება პორტაბელურობა და საიმედოობა ნუ + თუ აქვს უნივერსალურობა
მგონი ჰიტაჩი ან ბოშია შენთვის ზედგამოწერილი
ორივე არის "დომინოში", გაიარე ხელში შეათამაშე და ნახე რომელი უფრო გჭირდება, მერე კი სხვაგან ფასის და მიხედვით დაითრიე...
ოკ. სპს.
ხ.მ.ე.ლ.ო
ბოშის და დევალტის ტექნიკას ვხმარობ მე პირადად რკინის ცეხში რამოდენიმე წელია და კმაყოფილი ვარ.
ელიავაზე არის მაღაზია გერმანიიდან ჩამოტანილი ახალი და მეორადი ტექნიკის, თუ დაგაინტერესებს შეუარე, ვიდრე საბოლოოდ გადაწყვეტ ყიდვას.
ბარგალკას რაც შეეხება გეთანხმები ცოტა მოუხერხებელი იქნება დრელეზე, მაგრამ რავიცი....
ვნახოთ რა. იმედია მაგ თვისებების მქონე დრელი 80 ლარში მომივა
ხ.მ.ე.ლ.ო
მეგალაინის მხრიდან სანაპიროს მიმართულებით ხელმარცხნივ სადღაც ას მეტრში არის ის მაღაზია, ხილ ბოსტნეულსაც ყიდიან გვერდით.
მარა 80 ლარი ცოტა მაფიქრებს...
სალამი მეგობრებო. დავიჯერო ესე გაიაფდა თუ სხვა საქმესთან გვაქვს საქმე? ანუ ორიგინალი არ არის? თქვენ რას ფიქრობთ?
ამზე გეკითხებით https://www.mymarket.ge/ka/product/view/10993637/
ესეც https://www.mymarket.ge/ka/product/view/11243860/
giga2010
ფეიკია, ჩინურია, ტყუილად აწერია ბოში და მაკიტა , თუმცა მუშაობს
geojorjika
მადლობა
ჩემი აზრით ყველა დრელი რაც ახლა იყიდება კარგად მუშაობს თუ მის დანიშნულებას არ გადააჭარბებს კაცი.
ჩინური დრელი მქონდა წლებია და ვუვლიდი. ბეტონზე არ ვხმარობდი. არცაა ეგეთი დრელი ბეტონისთვის გათვლილი გინდა ბოში იყოს და არააქ მნიშვნელოდბა რა იქნება.
კი აქვს უდარნი ფუნქციაც მაგრამ ეგ არის მაქსიმუმ აგურზე,ბლოკზე და პემზის კედელზე. ბეტონზე არ შეიძლება მსი ხმარება, ბალვანკა შატკას აიკიდებს და უდარნიკი მოსლაბდება. ბეტონისთვის არის მოზრდილები მეტალო ფანჯრების ოსტატებს რომ დააქვთ. მე პირადად პერფერატორი მაქვს ცალკე მცირე ზომის მაგისთვის 5 კილოა ჩინურია მარა მუშაობს ვირივით.
დრელი კი გაფუჭებული დამხვდა რომ ჩამოვედი რუსეთიდან ჩემი მეზობლების წყალობით. განათხოვრებული ქონიათ ჩემებს და ბეტონზე უხმარიათ. ახლა შატკა აქ და მეტალზე ცენტროვკას ვერ იჭერს წესიერად.
ანუ იმის თქმა მინდა რომ ყველა დრელი კარგია თუ მოუვლის კაცი. მეტალი და ხე ვერ გააფუჭებს და ბეტონს უნდა მოარიდო.
ნუ, ეგ ყველაფერი კი, მაგრამ მთლად მასეც არ არის. შეიძლება საერთოდ არ მიაკარო ბეტონს და ხე ხვრიტო, მაგრამ თუ დიდი დატვირთვით ამუშავებ ჩინური დრელეების გადაწვის ალბათობა ბევრად მეტია ბრენდული (ბოში, მაკოტა, დევალტი, ჰიტაჩი და ა.შ) დრელწწბის გადაწვის ალბათობაზე. ეგ ბრენდებში მინიმუმამდეა დაყვანილი.
გარდა ამისა, ჩინურ და პაჭა-პუჭა დრელეებს და ზოგადად ჩინურ ნაწარმს ტექნიკაში ის არ უვარგა, რომ მატორში სპილენძის მაგივტად ბევრს შეღებილი ალუმინი აქვს, დრელი მალე ხურდება და იწვება. ალუმინის შემცველობა მატორის საქმეში ვერ არის კარგი.
https://radikal.ru
ამ ორი შურუპავიორტიდან ერთი რომელიც დენზე მუშაობს ორიგინალია, მეორე არა. პირველი ევროპიდან ჩამოტანილია და რაკი ვისაც მოუტანეს ვერ იხმარა 100 ლარად მომყიდა ამიტომ ფასი არ ვიცი რა ღირდა ევროპაში, როგორც მახსოვს ძვირი თქვა. მეორე ელიავაზე ვიყიდე 170 ლარად. რა არ გამიკეთებია და რა რეჟიმში არ მიმუშავებია მაინც ყველაფერს უძლებს, ერთი ეგაა აკუმლატორები აღარ იჭერს ზარიადკას(არ მინდოდა ამ სიტყვის ხმარემა, მაგრამ რით შევცვალო არ ვიცი).
რა თქმა უნდა ორიგინალსა და პატენტს შორის დიდი სხვაობა იქნება თუმცა ორივე მუშაობს.
სადენიანი ცოტა მოუხერხებელია ბატარიანთან შედარებით. თუმცა ენერგიის მიწოდების მხრივ სადენიანი სჯობს. მაგ შურუპავიორტს რა აწერია სად არის აწყობილი? სავარაუდოდ მალაიზია უნდა ეწეროს.
ისე პირველი უფრო დრელია და შეგიძლია შურუპავიორტადაც გამოიყენო, მეორე კიდევ პირიქით, შურუპავიორტია და ბევრ მათგანს დრელის ფუნქციაც აქვს და ატბოინი დრელისაც დაჟე, მაგრამ სეკურიფასი არ იყოს რისთვისაც არის ძირითადად გამიზნული იმაზე უნდა გამოიყენო.
სვერლოებს კიდევ რაც შეეხება, ეგ "Rolled" სვერლოებია, რაც შენ გაქვს და ყველაზე დაბალი ფასი ღირს ფაქტობრივად. ეგ რაც შენ გადაიხადე ნორმალური ფასია ყუთში სვერლოების რაოდენობის გათვალისწინებით. Rolled, cuted, cobalt, titanium, ეს სვერლოების სახეებია, (კიდევ ერთის სახელი დამავიწყდა, სულ ენის წვერზე მადგას ხოლმე და არ მახსენდება ) და გრეგორის ადრინდელი პოსტის არ იყოს სვერლოებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
პირველი ყველაზე სუსტია, მაგას აცხელებენ და ისე ღუნავენ. მეორე ვარიანტს კიდევ ასე ვთქვათ ჭრიან, თლიან ლითონისაგან და გამძლეობის საშუალო დონე აქვს. ყველაზე კარგი კობალტია ჩერმი აზრით. საკმაოდ გამძლეებია. მართლა გესიამოვნება კაცს კობალტის სვერლოს გამოყენება. ბოლო ვარიანტს კიდევ რაც შეეხება სახელი ამბობს რომ ვითომ სვრრლო რეალურად ძალიან მტკიცე უნდა იყოს, მაგრამ მე რომელ ტიტანიუმის სვრრლოებთანაც მქონია შეხება იმედი გაუცრუებიათ. ეგ ტიტანიუმის სვერლოები ისე ა ამოვლებული, როგორც მოოქროვილი ბეჭედი ოქროში და რამდენიმე ხნის შემდეგ ფერი რომ გადასდის ხოლმე. იმდენად თხელ ფრნაშია ამოვლებული რომ აზრს კარგავს
ეს ჩემი დრელუკა, სახლის პირობებში შესანიშნავია, მსუბუქიც და მძლავრიც მე ამას ვურჩევდი ყველას ვისაც რაღაც ზე-სამუშაოები არ აქვს შესასრულებელი
https://radikal.ru
ეს კიდევ cuted-გამოთლილი სვერლოები. სახლის პირობებში არაჩვეულებრივია.
https://radikal.ru
ეს კიდევ 100% ორიგინალი შურუპავიორტი, რომელიც უნგრეთშია აწყობილი, და ყველაზე მოსახერხებელია, პატარა აკუმულატორი აქვს მაგრამ მსგავს მოდელებთან შედარებით ყველაზე დიდი მოცულობის, მთელი დღე რომ ვამუშაო მეორე დღესაც ვიხმარ წეღან რომ ვახსენე: შურუპავიორტის, დრელის და ატბოინი დრელის ფუნქციები ერთად აქვს თქო, ეს ის ვარიანტია, მაგრამ ხო არ დავდგები და ბეტონს დავუწყებ ხვრეტას?
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
ხ.მ.ე.ლ.ო
სვერლოს დამზადების ტექნოლოგიას და შემადგენლობას ურევ ერთმანეთში.
იმდენი სახის შენადნობია რომ დაგბურძგლავს , ყბადაღებული HSS , რუსული ქვესახეობებით Р18, Р15, Р6М5, Р6М5К5, Р6АМ5 ბევრი კიდევ სხვა, არის ასევე ე.წ. კარბიდის სვერლოები, რომელიც ძირითადად CNC -ში გამოიყენება. რაც შეეხება TiC არის ტიტან კარბიდით დაფარვა, სიმტკიცისთვის და შენადნობი შეიძლება ნებიმიერი იყო, არის ნიკელ კობალტი და კიდევ ბევრი სხვა. ვიკიპედიაში ბევრი ინფოა ამ თემაზე და თუ გაინტერესებს დასერჩეთ.
geojorjika
ჯაპანს კიდევ არა უშავს
თქვენის აზრით ეს ელემენტები გამოდგება ? მარტო დრელისთვის არ მინდა
ჩინური პადძელკაა , მარა ნახევარ ფასშია https://www.ebay.com/itm/2XFor-DeWalt-20V-20-Volt-Max-XR-6-0AH-Lithium-Ion-Battery-Pack-DCB204-2-DCB206-2/263862156013?epid=659837706&hash=item3d6f68faed:g:RacAAOSwNUtbaCtz&frcectupt=true
გამოწერებიც ბევრი აქვს , თუ ისევ დევალტის ორიგინალი ვიყიდო მაგ ორის ფასად ერთი და ნაღდი ?
მე 1 ცალ ორიგინალშI მაქვს 80 თუ 90 მიწემული და მიხაროდა იაფად დავითრიე მეთქი, აქ კიდევ 2 ცალი და 66-ზდ....
ნუ თავიდან იმუსავებს მაგრამ დიდი ალბათობით მუხტს ვერ შეინარჩუნებს დიდიხნით დადებისას და მალე დაიწყებს უცებ დაჯდომას
ja_ja
ისე წონითაც ნაკლებია , ორიგინალზე .
ერთის მხრივ კარგია მსუბუქი , მარა მერეს მხრივ უხარისხობის მაჩვენებელია სიმსუბუქე ...
ეს ბევრი გამოწერები მხიბლავს ...
ბოშის შურუპავიორტს სად ვიყიდი კარგ ფასში ხომ არ იცით ვინმემ?
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://www.be.ge/category-6707.html
მანდ მემგონი ყველაზე ძვირია
ეჰ კი ვამბობდი ნიტოათქვა მარა….
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services