სალამი მეგობრებო. გავხსენი ახალი თემა რადგანაც ვაპირებ მომავალშიც ბევრი ვიდეო და ფოტო შედეგები წარმოგიდგინოთ. ეს ვიდეოც არ იყო დაგეგმილი. მსროლელი ისევე ჩვენი თანაფორუმელი --MonSoon-ა. მანძილი 130 მეტრია. ტყვია ჯსბ-0,67გრამი. სიჩქარე 265-267მ/წ. საყრდენი მაგიდა და ბალიშები.
MonSoon-ა კი ისროდა ამ მანძილზე, მაგრამ ჩვენც დავტეტსტეთ ამ მანძილზე და საკმაოდ მარტივად ვარტყავდით სამიზნეს. ალექსაც კი, რომელიც ცაციაა, მარჯვენა ხელით მოსინჯა და იგივე შედეგები მიიღო. ვიდეო 2 ნაწილად არის ჩაწერილი. აქვე, მინდა ბიჭებს მადლობა მოვუხადო დღევანდელი დღისთვის. ვიდეოში არაფერი შემიცვლია და არც ხმას წავშლი, ალექსა გადღერგძელებთ ყველა ფორუმელს
ეს პირველი ვიდეო
https://radikal.ru/video/nyhqv92XVAz
ესეც მეორე
https://radikal.ru/video/w3Qg74rKT4s
ხოოოოო.... გუშინ გიგას არტემისმა მაგრად მასიამოვნა მეცკი. ვგულისხმობ იმას რომ მე სროლისას ცაციავარ და მაგ თოფზე გინდა არგინდა მარჯვნიდან უნდა ისროლი (მარცხნიდან გადასატენი სახელური ლოყაზე მედებოდა რაც საკმაოდ უხერხუობას მიქმნიდა სროლისას) ავდექი და მარჯვნიდან ვისროლე მეც რაც იანება იქნებათქო, ხოდა რაც იქნებაო კიარადა აი იმ ანეგტოტის არიყოს " სასწაულს შვრებაო" ზუსტად ეს თოფიც სასწაულს შვრება, ვგულისხმობ იმას რომ ბოლოს მეც როცა მივუჯექი 130მ. დისტანციაზე და როცა გავარკვია თუ როგორ და სად უნდა დამემიზნებინა შემდეგ უკვე 10 იდან 7-8 სულ იოლად ძალიან თავისუფლად ვარტყავდი ( თან გაითვალისწინეთ 4 თუ 5 ჭიქა კონიაკი მქონდა უკვე "ჩაკრული" გულ-მკერდში ) და ეს კიდევ არაფერი, ბიჭების სროლას რასაც დავაკვირდი მანამდის დისტანციას იცვლიდნენ ყოველი 10მ. ით აი თუ ქარი არ წამოუბერავდა ტყვია აბსოლიტური სწორი ტრაექტორიით მიფრინავს არანაირი გვედითი გადასვლა გადმოსვლით. მხოლოდ ვერტიკალური ვარდა. ნუ ეგ თავისთავადაც. ასერომ გუშინ ვინც ვიყავით ყველამ, ოთხივემ მართლა ძალიან ვისიამოვნეთ ამ თოფით ( ვინც იცით შორ მანძილზე გარტყმას რა "კაიფი" აქვს მიხვდებით რასაც ვგულისხმობ )
მოკლედ წარმატებები გიგას მომავალშიც და მადლობა ბიჭებო გუშინდელი კაი ტკბილი საღამოსტვის!
ისე მაგრა მაინტერესებს ბიჭებო აი სხვა პ15 ის პატრონებმაც იქნებ გვითხრათ რა შედეგებს იღებთ? არამგონია მარტო გიგას გამოადგა რაღაც განსაკუთრებული, რატომღაც მგონია რომ თქვენი თოფებიც ისეთივე სიზუსტით უნდა ისროდე, რადგან გიგას როგორც ვიცი ყუთიდან რაც ამოიღო იგივეა, ხელი არ დაუდია არაფრისთვის. საინტერესოა თქვენი აზრიც და შედეგებიც?
პ.ს. ხო მართლა ბატონო გრიგოლ იმედია ახალ პარტიას კიდევ შემოიტანთ პ15 ის??? ეხლა ხომ არის და დარწმუნებულივარ კიდევ უფრო პოპულალური გახდება ეს თიფები მომქვალში!!!
კარგი იარაღია, წარმატებულათ უკვე ისვრის , ცოტა მანძილი კიდე გაზარდეთ აბა უფრო შორი მანხილი კიდევ უფრო საინტერესო იქნება
name
კარგი ფიშტოა ნამდვილად. შემდეგსი ნანადირევის სურათ-ვიდეოები აგეტვირთოს
MonSoon
ხოდა ველი საინტერესო რეპორტს და შედეგებს დიდ მანძილზე,
giga2010
aleqsa
MonSoon
კიდევ ერთი მადლობელი ადამიანი იმ კარგი დღისათვის გენაცვალეთ ჯიგრებო. ისე, 130 კი არა 135 მეტრი იყო მე და გიომ დავაზუსტეთ. გიგა მართლა კარგი თოფი გამოდგა ყველამხრივ დამაკმაყოფილებელი, ისეე შემდეგში 150 კი არა 160> ც შეიძლება არა?
საღამო მშვიდობის მეგობრებო. კიდევ ერთი სასიამოვნო დღე გავატარეთ ბიჭებმა. მინდა საუკეთესო ჯგუფი გაჩვენოთ 100 მეტრზე.
ტყვია ჯსბ-0,67გრამი. სიჩქარე 270-272მ/წ. საყრდენი მაგიდა და ბალიშები. ესეც ფოტო
https://radikal.ru
ასევე დაუგეგმავად ვისროლეთ 150 მეტრზე. ისროდა ჩვენი ფორუმელი MonSoon-ა. ვიდეოს ხარისხზე ბოდიშს გიხდით
https://radikal.ru/video/XCEVaxkcGPv
ხოოოოო!!! დღესაც იგივე!!! უფრო და უფრო ვზრდით მანძილებს და კიდევ და კიდევ გვაოცებს ეს თოფი!!!
მე მაგალითად ამ თოფს (არტემისს) "ჩინური ვაირაუხი" დავარქვი ხოლოთ ჯერჯერობით მარტო გიგას არტემისს, სხვა არტემისების პატრონები რატომღაც პასიურობენ და შედეგებს არ გვაცნობენ??!!
პ.ს. გიგა ის 50მ. ზე ნასროლი 4 ტყვია ერთ წერტილში (როგორც გიოს უყვარს თქმა "ტყვია-ტყვიაში") რატომ არ დადე? არ გადაგიღია? მხოლოდ მეხუთე გაიქცა ოდნავ (1.3სმ. ით) გვერდით და გააფუჭა სარეკორდო ნასროლი ნუ ეს ძალიან ხშირად ხდებახოლმე, 5 იდან ერტი რატომღაც ურცობს და გვერდით იწევს!! დათკა25 იც დაგვემოწმება არა დავით?
მალადეც ბიჭები. მაგარი გაკვირვებული ვარ ჩინური არტემისი ამდენს რომ აკეთებს
aleqsa
არ გადამიღია, მაგრამ მე მაინც ჯგუფს ვთვლი 5 ტყვიით, შენც დამეთანხმები. 50 მეტრზე რამდენიმე ჯგუფი იყო 15მმ-ი, ისიც არ გადამიღია. 100 მეტრზე კი საშუალოდ 4სანტიმეტრში ჩაეტევა
ბაიკერი ჩემთვისაც გასაკვირია. ბიჭების მონდომება იყო რომ გვესინჯა შორ მანძილზე. რაც ყველაზე გასაკვირია ჩემთვის, ტყვია შორ მანძილზე არ კარგავს ტრაექტორიას, მიდის სწორი ხაზით და სტაბილური ვარდნით. ეს რომ არ იყოს ბულპაპი კიდევ რამოდენიმე მილიმეტრებს შეამცირებს.
ბოლოს კი აურია და ვერ გავიგე მიზეზი, შესაძლოა ახალი კოლოფიდან ვისროლე ტყვიები, ან ლულა გასაწმენდი გახდა
ზოგადად არტემისის მფოლებელების აზრიც და მათი შედეგებიც მაინტერესებს
სანადიროდ მაგარი იარაღია.
150 მეტრზე მაგ ფიცარს ხვრიტავს?ლამინატია თუ ფიცარი?
mamukaaa
რვიანი ახალი ფანერა იყო. ხვრიტავს თავისუფლად
userman
მშვენიერია , და რამედენ ხრახნიანია არტემისას ლულა? კარგი იქნებოდა ფასკას თუ გადაუღებდით ახლოდან სურათს დაგედოთ
name
12 ხრახნიანია. ფასკას რაც შეეხება, ქარხნულია
21 მეტრი, ტყვია ჯსბ0,67გრამი. საყრდენი მაგიდა და ბალიშები. 20 გასროლა. შავი წერტილის დიამეტრი 6მმ-ია
https://radikal.ru/video/WgNfeLPFhQF
giga2010
საღოლ გიგა, კლასსს!!!
ერთი ძმურად მერე ეგ ვიდეო ვაიბერზე გადმომიგდე რა...
იმ ოსს რო გონია თავი მამალი ყვავი იმას უნდა ვაჩვენო, რო არც აქ ვართ "ჯაბანნი"
ესეც პატარა ვიდეო დღევანდელი შედეგების. მანძილი 50მეტრი. ტყვია ჯსბ 0,67გრამი. სიჩქარე 272-275მწ. საყრდენი--მაგიდა და ბალიშები. საგრძნობი ქარი ქროდა და ამ ვიდეოშიც ჩანს. ასევე პერიოდულად ვაკეთებდი კორექტირებას ქარზე
https://radikal.ru/video/v5KcWQf4A1a
გაუმარჯოს მე არტემისის შეძენა მინდა როგორც ვხედავ მაგარია. ოპტიკა რომელი დავაყენო მირჩიეტ ძმურად
airgunp15
გამარაჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენს ფორუმზე
ეხლა რაც შეეხება არტემის პ15, რომლის მფლობელიც მე ვარ. მინდა გითხრათ რომ ტოპ-კლასის თოფებში არ გადის. ეს ეგზემპლიარი პირადად მე გამომადგა, მაგრამ ვერ გეტყვის ვერავინ, რომ მეორე სხვა ეს მოდელი გაამართლებს, ის რომ კომპაქტურია, მსუბუქია ეს არ არის სადაო და თუ ნადირობა და ბუნებაში გიყვართ გასვლა მაშინ გამოგადგებათ. მეორე საკითხია თუ გინდათ შეჯიბრებებისთვის, რისთვისაც კლასიკურ თოფს გირჩევთ
ოპტიკა სულ სხვა თემაა, აქაც იგივენაირად იყოფა, სანადირო, ქაღალდზე სასროლი
ჩემი რჩევა იქნება, არ იჩქაროთ, გადახედეთ ფორუმს, გადაიკითხეთ ფორუმის სტატიები და ისე გააკეთეთ არჩევანი.
giga2010
გიგა ლულის სიგრძე რა არის ამ ბულკაზე ? ტყვიის ჩასადებიდან ასე ვთქვათ ლულის ბოლომდე, ანუ უშრაუდეროდ. ხომ არ გაგიზომავს? ჩემს ფიშტოზე ვაპირებ რაცხა პატარა ცვლილებას და მაინტერესებს )
gela
როგორც მახსოვს 45სმ ან 47სმ.
gela
47 სანტიმეტრია, ეხლა გავზომე
giga2010
მადლობა გიგა
რა ოპტიკით ისვრი 150 მეტრზე ? 24 იანი მაქვს და 80 100 მეტრზე ბოთლისთავსახურებს კი ვარტყამ მაგრამ მყარი საყრდენი უნდა ,უფრო შორ მანძილზე უკვე არ მიცდია და არც ჩანს კარგად
Lukiane123
120 მეტრზე მაქვს ნასროლი, საყრდენით მაგიდიდან. ოპტიკა 10ჯერადობაზე მქონდა, ოპტიკის სახელწოდება არვიცი, ჩინური წარმოების არის
Lukiane123
ოპტიკის თემაში დავდებ
მე ის მომწონს რო პატარა და მჩატეა სიზუსტეც კარგია სანადიროტ ქედანზე 4.5 კალიბრი თუ გაქაჩავს ?
აბოიმი როგორიაქვს თიტქოს რაღაც პრობლებატური ჩანს რას იტყვის ამის ტაობაზე გიგა?
artemisp15
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3835&st=100&start=100
მემგონი ესე აჯობებს რო ამ თემაში კითხო. აქ უბრალოდ პლინკია. კითხვას გადაიტან და ეგაა.
სანადიროდ უპრობლემოდ გაქაჩავს უფრო შორ მანძილზეც,მთავარია გაარტყა
am iaragis videoebi dadet vinme qartulad nadirobis dros gadagebuli tuar gagizneldebat bichebo.tundac iutubze
artemisp15
პნევმატურით ნადირობა აკრძალულია
არამგონია პნევმატურით ნადირობაზე ჯარიმა იყოს ლიცენზია თუ გექნება,ასეა მგონი.
პნევმატურით ნადირობა კანონით დაშვებულია, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ლიცენზიასთან (გარემოდან გადამფრენი ფრინველის ამოღების მოსაკრებელს გადახდის დამადასტურებელი ბანკის ქვითარი) ერთად ნადირობისას თან უნდა იქონიო იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, პნევმატურის გაფორმება კი არ დაწყებულა მე როგორც ვიცი ამ ეტაპზე
ტელეფონით ვარ და თემას არ დავაკვირდი, უკაცრავად არათემატური პოსტისთვის
ანუ ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება იარაღი გარემოს დაცვის თანამშრომლებმა წაგართვან?
artemisp15
კი
gaumarjos! dges rogorc iqna viyide p 15 da ragac simzlavre slabobs.ukan klapani xoar umatebs simzlavres?
artemisp15
hatsan 75 modeli ufro moshnia gatanashi.
ukan saatverke simzlavris unda iyos cota ro moematos albat xo?
artemisp15
სურათი გადაუღე აბა რა პოზიციაზეა ის სატრიალო რასაც გულისხმობ.
artemisp15
zmurad tuar shecuxdebi da or cuts gamozebni am nomerze zari gamoatare ori sityvit gagesaubrebi.591 80 34 85
მეც შემოგიერთდით კიდევ ერთი P15 არტემისელი ) გუშინ დინამოსთან ამოვიიღლიავე და ახლა ჩემს განკარგულებაშია
gela
მშვიდობაში
რა ჯგუფს გიკეთებს გაგვაგებინე რა. ყველას გვაინტერესებს გიგასია მხოლოდ ზუსტი თუ ყველა არტემისები ზუსტებია
gela
მშვიდობაში გელა!!! დარწმუნებული ვარ რომ გაგახარებს
gela
მშვიდობაში გელა. გვაინტერესებს რას იზავს აბა?
გილოცავ გელა, სუ X-ებში და 10-ებში გესროლოს ჩვენო კარგო კაცო
პ.ს
მოკლედ გიგას მაღარიჩი ეკუთვნის არტემისისგან
gela
თუ შეძლებ, იქნებ შორ მანძილებზე მოსინჯო. 80-120 მეტრი. სიჩქარე ჩემს თოფს 275-278 უხდება. ტყვია ჯსბ0,67
giga2010
okela84
pilotina
მადლობა ბიჭებო. მოვსინჯავ აუცილებლად და დავდებ შედეგებს. ჯერ ოპტიკა მაქვს საყიდელი. წინა ოპტიკა კომპლექტში გავატანე და რამე მინდა. სასურველია 30 მილიმეტრიანი ტრუბით და რამე ხომ არ გაქვთ უქმად და გსაყიდი?
gela
ასეთ ფასიანი თუ გაწყობს ?
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3891
okela84
არაა ცოტა მედიდება ამ ბულკასთვის. ისე მშვენიერი ოპტიკუსია
gela
ჰო გეთანხმები, არ ამიწონია, მარა მძიმეც არის და ზომაშიც დიდია ამაზონზე შავი პარასკევი მოდის და UთG-ის ჰქონდა კაი ფასდაკლებები
gela
გილოცავ გელა ძმობილო, მშვიდობაში და ველით შედეგებს.
ოპტიკებს რაც შეეხება აბა ესენი ნახე:
https://www.amazon.com/UTG-4-16X44-Scope-36-color-Mil-dot/dp/B005NHA122/ref=sr_1_cc_4?s=aps&ie=UTF8&qid=1541710136&sr=1-4-catcorr&keywords=utg
https://www.amazon.com/UTG-3-12X44-Compact-36-color-Mil-dot/dp/B004KRA4YG/ref=pd_rhf_se_p_img_2?_encoding=UTF8&psc=1&refRID=12X2KHT12SD3PEJ3XCBQ
საკმაოდ დაიაფებული ფასებია...
გაუმარჯოს ბიჩებს. გელა გილოცავ შენაძენს! მეც ორი დგეა შევიძინე პ15 .მაგრამ სამცუხაროდ ნასოსი არ გამოდგა ჩინური პატენტი შეიქნა .დურბინტი 3.9.40 რაც 40 50 მეტრის იქეტ ვერ ხედავს მაგრამ საქმე რაშია, ამ მანძილზე არვიცი 0.68 ვერ მუშაობს თუ მე ვერ ვარტყამ,ან შეიზლება სიმძლავრე არის არასწორად დაყენებული. 3.4 სმ იძლევა გაფანტვას.ისე სიმძლავრის მომატება მაინცდამაინც ვერ ვიგძენი როცა უკანა ბოლტი 4.5ჯერ გადავაბრუნე.ბოლტი უნდა მოუჩირო ტუ უნდა მოუშვა ?ისე რაც შეეხება პ15 მე მომეწონა კაია.
ნასოსმა 5 დატენვის მერე ვაფშე გაჩედა თიტქოს კლაპანს არ აგებსო და მაგრდებოდა არვიცი ეს რას ნიშნავს მაგრამ მაგარი ტეხავს ერტ დღეში დაერხა.იმედია უკეტესში შემიცვლიან ცოტას ფულს დაუმატებ
თუ ვინმემ იცის როგორ დავაყენო სიმძლავრე ხრონის გარეშე იქნებ მოიწეროთ ბიჩემო ძმურად.
artemisp15
გაუმარჯოს!!! გილოცავ შენაძენს და სულ ათიანებში გესროლოს. რა ტყვიით ისვრი? გასაგებია რომ წონა 0,68გრამია, მაგრამ ეგ თუ ლუმანია, არ გამოგადგება. მოსინჯე ჯსბ 0,67გრამი. მე როცა ახალი მქონდა ის ბოლტი რომლითაც რეგულირდება სიჩქარეები, დაყენებული მქონდა სალნიკის ზვრამდე. ანუ მაგ ბოლტს ხომ აქვს მწვანე სალნიკი(რეზინა) ისე მოუჭირო რომ ეგ არ გამოჩნდეს. მეტი აღარ გადაუჭირო. მაგრამ არც ეს არის გამართლებული მეთოდი და ვერ გეტყვი რომ სასურველ სიჩქარეს მიიღებ, ამისთვის დაგჭირდება ქრონი. პირადად ჩემი თოფი კარგ შედეგებს მაძლევს 275-278მ/წ სიჩქარეზე. ტყვია კი ჯსბ0.67გრამია
artemisp15
ნასოსი დაიწყებს გამაგრებას კაკრას 5-10 დაკაჩავების შემდეგ. თავიდან მალე ავა წნევა ნასოსის მანომეტრზე სანამ ბალონის წნევას არ გაუთანაბრდება და შემდეგ გაძნელდება დატენვა. პლიუს ნეელა ნელა დაიტენება. როგორც შენ აღწერ ეგ არის ნორმალური პროცესი.
სიჩქარის დაყენებაზე მოგწერა გიგამ ზევით. თუ იმაგ მოწერილმა ვერ გაამართლა დანარჩენი მეთოდი, გახვრეტა გამოხვრეტა და მსგავსი არის ტყუილი. გჭირდება მაშინ ქრონი.
artemisp15
გაიხარეთ ბიჩებო მადლობა თქვენმა რჩევებმა ბევრს მიმახვედრა .რაც შეეხება ბინოკლს გამო 3-9-40ია ასეტი სატრიალო არააქვს უკნიდან აახლოვებს.ეგ დროებითია გამოვწერ რამეს ნორმალურს.ტყვიებს რაც შეეხება 1250 პაჩკაა ქაღალდის 32 ლარი ღირს თუარ ვცდები.ჯსბ 0.67 ვიყიდი და ვნახავ.
https://ru.aliexpress.com/item/SNIPER-NT-6-24X50-AOGL-Hunting-Riflescopes-Tactical-Optical-Sight-Full-Size-Glass-Etched-Reticle-RGB/32750644026.html?spm=a2g0v.search0204.3.223.43037927hwVPuh&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_4_10065_10068_319_317_10696_5728811_10084_453_454_10083_10618_10307_537_536_5733215_5733315_328_10059_10884_5731015_10887_5733115_100031_5733415_321_5730015_322_10103_5733515_5729015_5733615,searchweb201603_55,ppcSwitch_0_ppcChannel&algo_expid=aa62db14-200f-4463-9fc8-222a0ce9402f-32&algo_pvid=aa62db14-200f-4463-9fc8-222a0ce9402f
მგონი კაი იქნება ბიჩებო შეაფასეთ ზმურად.
artemisp15
არ მიიღო ხოლმე საწყენად ჩვენი რჩევები. ოპტიკის შერჩევაზე ცალკე თემებია გახსნილი და ნუ აურევ. შეგიძლია გადახედო ჯერ იქ გამოთქმულ მოსაზრებებს და მერე იკითხო.
ტყვიებს დავიტრე ჯსბის და ნასოსიც ამასობაში იქნება ვერ ვტენი ჯერჯერობით,უეჩველი დავდებ შწდეგებს .
ვინმე დასავლეტში ხოარ ცხოვრობტ ვისაც ხრონი გაქვთ?
გელა გამოცადე პ15 როგორია, შენიც გიგას პ15 ივით გამომდგარია?
artemisp15
მაიმარკეტზე თქვენი განცხადებაა?
იქ იყიდება არტემისი, ოპტიკით, ლუმანის ტყვიებით და ნასოსით 1000ლარად.
ჩემი არარის.ჯერ არცკი მისვრია თითქმის 100 ტყვია გავისროლე სულ.ჯსბ 0.67 ვიყიდე და ეხლა გამოვცდი.
გაუმარჯოს! დღეს როგორც იქნა მოვახერხე და ვინადირე ცოტა.65 მეტრში ყვავი უსულოდ ჩამოვაგდე,მაგრამ 30-40 მერტზე უფრო გაუჩირდა რაც ვესროლე ყველა მოვარტყი და ყველა გაფრინდა თითქმის.რა ხდება ვერ ვიტყვი.გელა შენმა პ15მა რაქნა?
ისე სიმართლე რომ ვთქვათ ჯსბ 0.67 სა და ქაღდის იაფ ფასიან 0.68 ტყვიაში დიდი სხვაობა ვერ დავინახე,40-50 მეტრში ყველა კარგად მიაქ.
ხოარიცით ვინ არის სპეციალისტი მიზნის და სიჩქარის დაყენებაში?ვის შეუძლია დახმარება? შორ მანძილზე ხან მაგრად მიაქ ხან ურევს ცოტას.
artemisp15
შეეხმიანე giga2010 და MonSoon . მოიცლიან ალბად ერთ დღეს და გაგიტესტავენ .
artemisp15
რეზერვუარს დაუკვირდი და წნევას. შესაძლოა რეზერვუარის წნევის ცვლილება ახდენს რვიანებზე ზემოქმედებას. თავდაპირველად რვიანები შეასუსტე, მოუშვი რეზბიდან, ბოლომდე არ მოხსნა. მერე დატენე რეზერვუარი ისე რომ მანომეტრის მაჩვენებელი მიადგეს წითელს. მერე ისევე გადაუჭირე თანაბრად რვიანი.
გიგა ბოდიში ზმაო მგრამ რა არის რვიანები რას ეძახი რვიანს უკან რო რაგაც ბოლტიაქ საატვერკე?
artemisp15
რეზერვუარი და ლულა რითიც არის დაკავშირებული
ცუდია რო აქეტ გავეჩხირე და ტბილისში ვერ მოვდივარ,ტვის ბოლოს შვებულებაში გავალ და იქნებ ვინმეს ვაჩვენო.ბიჩებო ტქვენი იმედიმაქ ტქვენ ტუ დამეხმარებიტ დანასტროიკებაში. ნუ ცუდი არაა მაგრამ უკეთესი შეილება იყოს ვიცი რო ამ ტოფს მეტი შეუძლია.
artemisp15
ძვირფასო ფორუმელო. უკვე მერამდენედ გწერთ რომ იქნებ დადოთ შედეგები. გვაჩვენეთ ბატონო რა შედეგებს იღებთ 25 მეტრზე. 50 მეტრზე. ესე ჰაერზე რა გავიგოთ. კარგი იქნება თუ გვეცოდიბა თქვენ რა შედეგზე გაქვთ პრეტენზია ამ თოფზე
სალამი მეგობრებო. ძველი ვიდეო აღმომაჩნდა რომელიც არ მახსოვდა. სადღაც ორი-სამი კვირის წინ გავედით გასართობად ბიჭები
მანძილია 120 მეტრი, ტყვია ჯსბ-0,67. საყრდენი-მაგიდა და ბალიშები. მსროლელი კი ისევე მონსონა.
giga2010
მშვენიერი ნასროლია, ერთი მე ვერ მოვიცალე ნორმალურად გატესტვა ამ სამსახურის გადამკიდე, იქნება და ვშვრა ამ დღეებში მეც და დავდებ შედეგებს ცუდს თუ კარგს არ ვიცი ))
gela
გამოგივა ჩემო მეგობარო. ჩვენც იმ დღეს დავტესტეთ ერთი პ15, ჩვენი ფორუმელის. მე ზუსტად აღარ მახსოვს, მონსონა იყო იმ დისტანციაზე და თუ არ ვცდები 80 მეტრზე, შეიძლება მეტიც იყო 23მმ ჯგუფი გააკეთა. თოფი იყო ყუთიდან, არც ფასკა ქონდა გაკეთებული და არც სიჩქარეებზე დარეგულირებული. ამ დასატესტ პ15 ცოტა პრობლემა ქონდა სიჩქარეებთან, მკვეტრი ვარდნა და არასტაბილური სიჩქარე ქონდა. ვფიქრობ რომ გამოსწორებადია და ცოტაოდენი ჭკუაზე მოყვანა უნდა.
როგორც ჩემს თოფზე დავამუღამე 260-265მწ იდეალურია შორ მანძილზე. დასატესტ პ15-ც იგივე აჩვენა
MonSoon
მეც ესე მახსოვს, ჭეშმარიტი კონკურენტია
MonSoon
აწი უკვე თამამად შეგვიძლია გავუწიოთ რეკომენდაცია ამ აგრეგატს მაშინ როდესაც ახალბედები ითხოვენ რჩევას
ასევე შემომტანებსაც ვურჩევდი რო კომეტა ლინქსები და პ15-ები ჩამოზიდონ.
okela84
მაინც დაველოდოთ, ვნახოთ სხვა ეგზემპლიარები რას იზავენ. წონით და გაბარიტებით, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა რომ ბადალი არ ყავს.
okela84
კომეტა ძვირია ოკელ თან ერთადერთი ეგზემპლარია ჩვენთან და ჯერჯერობით ძნელია გარისკოს ვინმემ პარტიის ჩამოტანა ვაიდა ეს ერთი გამოდგა, პ15 უფრო ხელმისაწვდომია თანაც რამოდენიმეა და თან კონკურენტული მოდელია
სხვისი არვიცი მე ბიჭებო, მარა მე რომ ცაცია არვიყო და მემარჯვენე ვიყო სროლაში აუცილებლად, დაუფიქრებლად ვიყიდიდი პ15
მოგვიანებით გილოცავთ ყველას შობა - ახალ წელს
ჩემი პ 15 იყო, მონსონამ გააკეთა 95 მეტრზე 23 მილიმატრიანი ჯგუფი (ფოტოც მაქვს, ატვირთვა ვერ დავამუღამე ჯერ))))
გიგა სიჩქარეს მოვუმატე და მგონი აღარ თამაშობს ისე სიჩქარე, ქრონი არ მაქვს, მაგრამ აშკარად გაუმჯობესდა სიზუსტე, (მაქსიმუმ 3 სმ -ს აკეთებს 50 მეტრზე, სასროლი მაგიდის და ბალიშების გარეშე დამწყები აირგანელის ხელით))
რომ მოვიცლი დასაწყისისთვის ფასკას გავუკეთებ და ზამბარასაც მოვუხერხებ რამეს
სანადირო კუთხით კი ძალიან კმაყოფილი ვარ, წონის, კომპაქტურობისა და სიზუსტიდან გამომდინარე
floyd
NRG
giga2010
მადლობა გიო, გასაგებია
კი ეგ გამახსენდა მეც და მაგიტომ მოვუმატე, 270 მ/წ-ის ზემოთ სადღაც 2-3 მ/წ სხვაობას იძლეოდა
კონკურენტის რა გითხრათ, მაგრამ რაც არის სავსებით მაკმაყოფილებს, შემაყვარა პნევმატიკა))))
https://radikal.ru
ესეც 95 მეტრზე ნასროლი ჯგუფი)
gaimarjos bichebo mravals daescarit mogvianebit yvelas gilocavt
me magari kmayofilivar chemi p15it zmebo 4000 ze meti meqneba nasroli da magrad mushaobs.gawmendastan dakavshirebit raime rchevas xoarmomcemt rogor da riti gavwmindo?
ise kargad isvris chemi priceli 3×9-40zea da 100metrze cota michirs damizneba magram 70 80 metrshi beguras an gareul gvrits uproblemod vxsni. ise 4.5 mm tyviaze qari zalian moqmedebs.
ომარი
ქარი 4,5 ტყვიაზე კი არა მოსინის ტყვიაზე მოქმედებს, ეგ არ გაგიკვირდეს. ჯერადობას რაც შეეხება 100 მეტრისთვის მართლა ცოტაა, მიხარია რომ ყველას ვისაც ეს მოდელი აქვს ყველას გაუმართლა., მათ შორის არც მე ვარ უკმაყოფილო, თუმცა ჯგუფებზე გატესტვა ვერ მოვახერხე დროის გამო, უფრო სწორად დრო კი გამოვნახე რამოდენიმეჯერ მაგრამ საჯგუფე პირობები ვერ იყო , ყოველთვის ნიავი დაემთხვა, სხვა მხრივ სიზუსტე ხოშიანი აქვს, ლერწმის ქათამურა მყავს მოხსნილი ტბაზე სადღაც 100 მეტრამდე ისე რომ არც გამკვირვებია რომ გავარტყი )
ვსიოოო, ჩინური ახალი წლის შეემდეგ დავაზაკაზებ
gregory
ასეთი ზუსტია 4.5 100 მეტრამდეც?
floyd
ja_ja
მე მაქვს ერთი ზედმეტად და მოგცემ
ja_ja
მოგესალმებით,
რამდენიმე ჯგუფის ფოტოს დავდებ 50 მეტრზე
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
სხვა ჰოსტინგზე ატვირთე სურათები არ ჩანს
პერიოდულად ვუცვლიდი სიჩქარეს ოპტიმალური სიჩქარის მისაღებად, ყველა ჯგუფი არ გადამიღია, ძირითადად მივიღე 20 მილიმეტრიანი ჯგუფები, სტაბილურად იყო 15 დან 30 მილიმეტრამდე ჯგუფები
ვისროდი ამ პოზიციიდან, ვფიქრობ მყარი საყრდენის და ბალიშების შემთხვევაში უკეთესი შედეგის მიღება შეიძლება
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
რამდენიმე დღის წინ გავუკეთე ფასკა, (მადლობა ჯაჯას) რის შედეგადაც აშკარად გაუმჯობესდა სიზუსტე
ვფიქრობ მეტ ნაკლებად მისაღებ სიჩქარეზე დავარეგულირე , ბოლოს რომ გავქრონე იყო 265 მ/წ-ის ფარგლებში, ცოტა მოვუმატე და მოუხდა აშკარად, ზუსტად არ ვიცი რამდენზეა ახლა (ქრონი არ მაქვს )
floyd
წარმატებები მინდა გისურვო!!!
მე ვერ გავრკვიე რა დისტანციაზე ისროდი? თუ 50 მეტრია ძალიან მაგარი შედეგია
გაიხარე გიგა, მადლობა
კი ზუსტად 50 მეტრია, თოკით გავზომე)))
კარგი შედეგია .
რა ვქნა ექეც ვიყიდო ?
userman
თქვენთვის ცოტა გაბარიტებში მეპატარავება
giga2010
floyd
მშვიდობაში!! გილოცავ ახალ შენაძენს და მინდა გითხრა რომ ბოლო სურათებში რა ჯგუფებიც ვნახე, ძირითადი ჟგუფი 10-11 მმ. ის ფარგლებში ზის და ერთი ტყვიაა გვერდით წასული,
ეგ ერთი ტყვიის განზე გაწევა ახასიათებს რაც მე მინახია და გვისროლია მეგობრებს თოფების 99,999999999 %
ასერომ მხოლოდ შენი თოფის ზნე არ გეგონოს, ყველა მასე ვართ
მშვენიერი შედეგებია და კიდევ ერთხელ გილოცავ კარგი თოფის შეძენას!!!
წარმატებები მომავალშიც
floyd
ბოლო სურათზე ძალიან კარგი შედეგია ერთი ტყვიის გამოკლებით, დაახლოვებით 8მმ. იგივეს თუ გაიმეორებ ორ-სამჯერ მაშინ ბალანსი მიღწეულია და ლულას აღარ შეეხო, აღარც ტყვია გომოცვალო
მადლობა ალექს, გაიხარე
ეგ ერთი ტყვია უფრო ჩემი მიზეზით მგონია გვერდით გასული ვიდრე თოფის
NRG გასაგებია, გავითვალისწინებ
datka25
მადლობა რჩევისთვის
სალამი მეგობრებო.
დღევანდელი მოკრძალებული რეპორტი. სულ ორი ჯგუფი გავაკეთეთ. ერთი მე და ერთიც geojorjika-მ. მანძილი 30 მეტრი. საყრდენი მაგიდა და ბალიშები
https://ibb.co/dkZfPsb https://ibb.co/987ywN1
ხოოოდააა ბიჭებო დღეს გიგას "ლაზერჯეტმა" კიდევ უფრო გააუმჯობესა შედეგები და თავისივე რეკორდები მოხსნა....
ეხლა საქმე რაშია, ხომ გახსოვთ გიგამ და გიომ (მონსონამ) 120+მ. ზე რომ 12კალიბრიანის გილზები მოხსნეს მიყოლებით? ხოდა აი დღეს კიდევ ახალ ოპტიკაზე რო დაუმუღამეს გიგამაც და ჟორჟიკამაც სად მიქონდა... კოკაკოლას ბოთლის პრობკებზე პანტაპუნტით აფრიალეს აქეთ იქით ისე რომ მოკრეფას ვერ ავუდიოდი, ჟორჟიკამ ხო საერთოდ მიყოლებით მოხსნა ეგ პრობკები (ზომას შეგახსენებთ 3 სმ. ია !!!!! )
ალბათ სამიზნის გვერდით რომ არ ვდგარიყავი მეთვითონ (კორექტირებას ვაძლევდი პირველი სროლისას) და ჩემი თვალით არმენახა რასაც შვრებოდნენ (და გურულის ანეგტოტისა არიყოს, სასწაულს შვრებოდნენ!!! ) სხვას ალბათ მონაყოლს არც მე დავუჯერებდი...
სამწუხაროა რომ მაგ შედეგების შემხედვარე სულ გამოვშტერდი (კახურად სხვარამე ქვია "ამას" ) და გდაღება ვერ მოვიქრე რომ თქვენთვისაც მეჩვენებინა, ასერომ თუ არ დამიჯერებთ თქვენც არ მეწყინება....
ვინმეს ხომ არ გაქვთ გასაყიდად პ15?
მოკლედ, დაკვირვებების შედეგად და ალბათ ბიჭებიც დამეთანხმებიან, ჩემს ფიშტოს 2 სიჩქარე აქვს. პირველი:255-265მწ მოკლე დისტანციაზე 30დან 50მეტრზე და მეორე: 270-280მწ 50 მეტრის ზემო დისტანციაზე სასროლად. არვიცი რატომ ხდება ესე, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ესეა
geojorjika
რაო აბა ?
დაამუღამე 45 მეტრზე შორს სროლა ?
giga2010
მ22 ეგრე ისროდა შორ მანძილზე 285-საც იტანდა, არ მიჯგუფავია მაგრამ ყვავებს არ მოეწონათ
aleqsa
არც მერე ვაპირებ მაგ მანძილებზე სროლას, გართობა 100 მეტრზე , ნადირობა 30-40 მეტრზე .
userman
დიდი ბოდიშის მოხდით (სხვა თემაში რომ ვპოსტავ) ბარემ აქვე დავდებ ამ სურათებს .
ჩემი კრალის ნასროლებია 70, 80 და 100 მეტრებზე. ნიავი ძაან მიშლიდა ხელს, მაგრამ საბოლოოდ მგონი არაუშავს რა . . .
70 მ.
თბება ლულა ნელ-ნელა 80 მ. ერთი ტყვია გამექცა, ალბათ ნიავის გამო.
და ბოლოს 100 მ. (0.6 MOA !!!)
იარაღი, როგორც ზემოთ აღვნიშნე კრალი, ვალტერის პოლიგონალი, ჩოკმოჭრილი ლულით, ტყვიები ჯსბ 18.13, სიჩქარე 305-310 მ/წმ.
რამდენადაც მახსოვს პ-15-ის 100 მეტრიანი ჯგუფი არ დევს აქ და საინტერესო იქნებოდა ნამდვილად
datka25
თავის ლულით რას იზამს 100 მეტრზე და იმას შეადარე, როგორც ვიცი პ15 ქარხნული ლულით ისროდნენ
იგივეა ჩემ პ15-ზე სმუტ ტვისტ x რომ დავაყენო და დავასინქრონო და მერე ყუთიდან ამოღებულს შევაჯიბრო
datka25
ეს როდის ისროლე ??
datka25
ვახ საღოლ დავით!!
ესეიგი ეგ იმას ნიშნავს წაადგა მაგ ლულას ჩოკის წაჭრა? არადა როცა ჩოკით იყო მაშინაც ხომ ისროდი იგივე ჯიესბის და ცეპეებსაც?
datka25
მთლად fx ვერ იქნება, მაგრამ სიზუსტეში ბევრად არ ჩამოუვარდება დარწმუნებული ვარ რაც ტუბზე ვნახე იმპაქტუს და პ15 დუელი არც ჩამორჩა სიზუსტეში ბევრად ისე სტოკით და ხელის შევლებით თავის თავად გაუმჯობესდება
Fx ქაჩავს მოდელის სილამაზით და ტუნინგით, ნაწილებიც ძვირფასია შედარებით, მაგრამ ისეც არაა stx სხვა თოფზე დააყენო და ვერ დაასინქრონო ისე რომ 1" ჯგუფი მოგცეს 100 მეტრზე
შეიძლება ვცდები რავი
კ.ვ.ა.დ.რ.ო
MonSoon
https://m.youtube.com/watch?v=inpR6R8u02s&t=782s
datka25
ბრავო ჩემო მეგობარო.
მე ეგეთი რამ ფორუმზე ნამდვილად არ მინახავს და თან მაგხელა ენერგეტიკით.
წესით უფრო შორ მანძილზე შეიძლება უკვე მოსინჯო. სად წავიდა ისე ამ მოკლე პერიოდში პნევმატიკის შესაძლებლობები, აგერ ბატონი გრეგორიც წერდა ადრე, რომ 50 მეტრზე 3 სანტიმეტრიანი ჯგუფი კარგ შედეგად ითვლებოდაო. მოკლედ მინდა წარმატებები გისურვო და შენი ეს შედეგი, ნამდვილი მეგობრული გამოწვევა იქნება ჩვენთვის
giga2010
ნუ სადაც გვერდზე უყენებენ სიზუსტით იქაც ის მტკიცდება რომ სულ არაა საჭირო 2000$ გადახდა კომფორტული სროლისთვის
Fx რომ ჯობია ფაქტია, მაგრამ სადაა მაგის ფული
კ.ვ.ა.დ.რ.ო
მთლად მასე მარტივადაც არაა საქმე რომ მხოლოდ ლულა დააყენო ეფიქსის და ეფიქსივით სიზუსტე მიიღო,
ეგ იმ გამონათქვამს გავს "ბებიაჩემს რო ყვერები ქონოდა პაპაჩემი იქნებოდაო" მარა მატო ყვერები რო არ შველის საქმეს და პატარა კუტუ + კიდო სხვა რემერუმეებიცააა საჭირო მაგას აღარ იაზრებენხოლმე...
ასევეა აქაც, მასე რომ იყოს გაკოტრდებოდა მაშინ ეფიქსიც და სხვა ბევრი კომპანიაც და მხოლოდ ლულის წარმოებითღა იღანცალებდნენ.
მეორეც კიდევ არც გიგას მიუღია უშრომელად ეს შედეგები რასაც ეხლა ვუყურებთ ყველა, ძალიან დიდი მომდომება და შრომააქვს დახარჯული მაგ თოფის ამ დონემდე მისაყვანად, რაც ადრეც ბევრჯერ უქნია სხვა მოდელებზეც მარა ამ მოდელმა ყველაზე მეტად დაუფასა შრომა და კი ვხედავთ ყველა რა საკვირველ შედეგებსაც იძლევა...
ერთია კიდევ მეც და დარწმუნებულივართ ყველას იარაღის შერჩევისას პირველ რიგში შედეგი (ამ შემთხვევასი სიზუსტე) გვაინტერესებს და მეორე ადგილასაა დიზანი და ა.შ...
ამიტომაც გქვქონდა გუშინ ბიჭებს ზუსტად ამ საკითხზე ლაპარაკი, რომ კიი, ძალიან მომწონს ეფიქსის თოფები, მარა თუკი 1000 ლარიანი თოფით იგივე შედეგის მიღებას შევძლებთ (რათქმაუნდა ხელის შევლებით თუნდაც) რაშიც 2000$ დოლარი უნდა გადაიხადო, მაშინ ეფიქსის აზრს ვეღარ ვხედავ მეც, მითუმეტეს თუ მაგ ფასად 5 ცალი პ15 მომივა!!!!
ჯვარი ხომარგვაქვს დაწერილი მაინცადამაიც ეფ იქსზე? ან წარწერაში ხომარაა საქმე რა ეწერება თოფს? თუნდაც შაშაკოლა ეწეროს ჩემთვის მთავარია შედეგი, სიზუსტე პირველ რიგში და მერე დანარჩენი სხვა!!!
დათკასაც ანალოგიურად, რომ არ მოეწონა კრალს რაც ლულა ქონდა იმის შედეგები მაგიტო დააყენა უკეთესი ლულა და ვიცი რომ დათკავაც ბევრი იწვალა ამ შესეგებამდე, ჩოკიცკი მოაწრა ლულას რომ კარგ შედეგზე გასულიყო... და როგოც ჩანს გაუმართლა ამ სარისკო ნაბიჯმა რაც სასიხარულოა და ვულოცავ გულითადასულით...
რაც მეტი ზუსტი თოფები და შედეგები დაიდება ეს მხოლოდ წაგვადგება ყველა ჩვენგანს, ჩვენც გვიბიძგებს უკეტესობისკენ გადავდგათ ნაბიჯი და წინ წავიწიოთ...
ცოტა ლოზუნგივით კი გამომივიდა, მარა მე მარტლა ასე ვფიქრობ
datka25
მაგარი შედეგია დათკა. მალე, ალბათ გაზაფხულისთვის ვაპირებთ 100 მეტზე BR შეჯიბრს და იქ დავაჯახოთ ერთმანეთს შენი LW და ჩემი CZ.
aleqsa
ნუ ზოგადად ყვერებს კუტუაც მოყვება ნაგულისხმებია მაგ გამონათქვამში
ჩოკს რაც შეეხება იმიტომ დაჭირდა მოჭრა რომ ძალიან წურავდა ტყვიას და ზედმეტი ბრუნვის სფუძველზე სტაბილუტობასაც მალე კარგავდა ტყვია მითუმეტეს 300მწ რაღაც ძალიან მესწრაფება.
იგივეა შტეეტსა და მსგავს რაცხა ბაუ რო იმ თოფებშიც, ღრმა ნარეზი მოგრძო ჩოკი და 15 მეტრზე ზეზუსტია, გაშალე დისტანცია და მთლად კაი შედეგი ვეღარააქვს
როგორც ლვ ლულა აძლევს კრალზე კაი ჯგუფს 100 მეტრზე ზუსტად იგივე შეიძლება გლუვბრუნიანი ლულითაც მიიღო არტემისზე მორგებით ჩოკის მოჭრაც არ დაგჭირდება რედუქტორს თუ დაარეგულირებ ისევ რომ ლულას მოარგო უკეთესი თუ არა არც ბევრად ნაკლები გამოვა დარწმუნებული ვარ
pilotina
ზურა 70 მეტრზე გავაკეთოთ, 100 ძაან ბევრია. სულ რამდენიმე აგრეგატია ფორუმზე რომელიც 100 მეტრზე ნორმალურად ისვრის.
okela84
okela84
giga2010
pilotina
ნამდვილად დროა დავიწყოთ მზადება მეც +1
ოკ გავხსნი თემას. პირობით თარიღს მივუთითებ და მერე თუ რამეა მოდერაციას ვთხოვ გადაკეთებას
pilotina
გაუმარჯოს ბიჭებს, შეიძლება არათემატურ კითხვას ვსვამ თუმცა ვაპირებ პ15 ის ყიდვას და თუ შეგიძლიათ ფასი რომ მითხრათ და კიდევ სად შეიძლება შეძენა?
levani_2000
MonSoon
არ ვიცი ეს ტიპი რამდენად გამოცდილია ამ საქმეში, მარა ...
ქარია კაი მისაღებია ეგ მომენტი, ანუ ქარშI სროლაც და შედარებაც მოსულა, მაგრამ საკამათო შედეგი გამოვა... აი ყველაზე ცუდი და მიუღებელი სროლის დროს რომლიდანაც დასკვნების გაკეთება გინდა... არის ის გარემოება რომ სამიზნე ტრაწიანი კიტრივით დადის იქეთ აქეთ, რა ამინდიც არ უნდა იყოს და რა თოფიც არ უნდა იყოს ეგეთ პირობებში შეუძLებელია რაიმე დასკვნის გაკეთება...
მიზეზი ერთია, შეიძLება გასროლისას ერთ ადგილს უმიზნებ და სანამ ტყვია მიფრინდება სამიზნე გაიწევს იქეთ აქეთ და გაიგე ახლა ქარმა აკრიბა ჯგუფი თუ ქარმა გაგიფუჭა ჯგუფი... საერთოდ მიუღებელია სამიზნეს ასე ქანაობა
ცოტა გავხალისდეთ. ამინდები იმედია უკეთესი გამოვა და ჩვენც გავერთობით.
მანძილი 75მეტრი. ტყვია ჯსბ0.67გრ. სიჩქარე 275მწ. სუსტი ქარი იყო, მუდმივი ქარი არ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად ამ მანძილზე საკმაოდ კარგად ითხოვდა კორექტირებას. საყრდენი მანქანის კარები
ვიდეოს ხარისხზე ბოდიშს გიხდით, იმედია გამოვასწორებ
giga2010
25 მეტრზე გაქვს გასწორებული ჯვარ?
ესეც მე და ალექსას კიდევ ერთი ტესტი ვიდეო გადაღების. მანძილი 70მეტრი.
ეს ყველაფერი კარგი , მარა შედეგი რა არის ?
მაგარი ნასროლია , თითქმის საჩემპიონო , თანაც ნიავიც საკმაოდაა , მალადეც თქვენ !
რომელი ოპტიკაა ?
კარგია გიგა, მომწონს შენი შემართება ძმაო
მშვენიერი ნასროლია გიგა, შენი ფიშტო როგორც ყოველთვის გვაკვირვებს,
მარა 70 მეტრზე რატო ვარჯიშობ, 75 არ ვაპირებთ შეჯიბრს ?
gela
pilotina
გაიხარეთ მეგობრებო. მეც თქვენი გულშემატკივარი ვარ
giga2010
გამარჯობათ მეგობრებო.
მოვიცალე როგორც იქნა პ15-თვის და რამდენიმე ვიდეოს გაჩვენებთ. ტყვია საკმაოდ სტაბილურად მიფრინავდა და 132 მეტრზე ძალიან ახლოს ჩაუარა სამიზნეს, შეიძლება დააზიანა კიდეც.
very good
ისევე პ15
გიგა რომელი ოპტიკაა ?
okela84
ოკელას მივესალმები!!!
აი ეს ოპტიკაა https://www.gunstar.co.uk/discovery-vt-3-compact/Accessories/938111
giga2010
სალამ.
კმაყოფილი ჩანხარ, იმ გიურზას თუ ანაკონდას აჯობა ?
კალკში ეგ მოდელი და ბადე თუ არის და კლიკები თუ ემთხვევა ?
ნუ როგორც არ უნდა იყოს ყოველ შემდეგ ვიდეოში უფრო გარკვევით ჩანს. პლიუს შეეცადე რო მზე 6 საათის იყოს ხოლმე სროლის დროს შენგან
75მეტრი. პ15.
სუსტი ნიავია
giga2010
დარჩა მანდ თუ გაფრინდა?
ძუძუში მოხვდა მარა იცოცხლებს, შიდა ორგანოები არ გაუვლია
გამარჯობათ მეგობრებო.
დღეს ვეცადე დოლურების გამოყენებით მესროლა სამიზნეზე. ცოტაოდენი ოპტიკის შესწავლის შემდგომ მივიღე ესეთი შედეგები.
მანძილებია 50. 55.60.65.70.75.80 მეტრი. დოლურებზე მოვნიშნე ასევე მანძილები. 80 მეტრს ვერ მოვარტყი, საყრდენი არ მქონდა კარგად და სამიზნეც ძალიან პატარა შევარჩიე, ის ყვითელი სამიზნე 22მმ-ია
აი 80 მეტრზე მოფრენილი გუნდი მგარი იყო
კაია გიგა, პრაქტიკული კუთხით მაგრა გაგიიოლდება საქმე, დროს უფრო ნაკლებს მოანდომებ სროლისთვის
MonSoon
შოშიები იყვნენ გიო
MonSoon
aleqsa
მადლობა მეგობრებო. პრაქტიკულია ჩემი აზრით, დღეს პირველად დავტესტე ესე რომ ვთქვათ.
შოშია არ ვიცი, აკომ მითხრა შროშანიო, არც ეგ ვიცი . არ ვესვრი, მაინც არაა სეზონი
giga2010
ერთიდაიგივეა, ზოგი შროშანს ეძახის მარა წესით შოშია ქვია
giga2010
ძაან მაგარია გიგა ვიდეოც რა კარგი ხარისხით არის, მაგარია უტყუარად ჯვარზე სროლა
giga2010
გამარჯობათ მეგობრებო. იზოლაციის პირობებში მანძილი შეზღუდული მაქვს, ამიტომაც 30 მეტრზე ნასროლს გაჩვენებთ.
მინდოდა დამეტესტა კროსმან პრემიერი. სიჩქარე 275მწ. შავი წრის დიამეტრი 11მმ-ია
კარგია 30 მეტრის საშუალება რომ გაქვს
giga2010
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services