მოკლედ ამ ფორუმზე ხშირად იჩითება ხოლმე ამა თუ იმ ნადირობის მიმოხილვები... სამწუხაროდ საქართველოში ცოტაა იმ არსებათა რაოდენობა რომელთა მოპოვებაც შეიძლება პნევმატიკით, იქნება ეს კანონის შეზღუდვა თუ ნადირობის სპეციფიკაციებიდან გამომდინარე...
მიუხედავად ამისა ყველა ადამიანი ვართ და ყველაზე მშვიდობის მოყვარე ადამიანშიც კი ძველისძველი მოკვლისა და განადგურების სურვილია ჩამალული სადღაც ღრმად და შიგნით.
ფორუმზე რომ არ იყოს, ყველანაირად ღიად დაგდებული გაუგებარი ინფორმაციები, რომელსაც ყველა არასაჭირო ადამიანი დაინახავს, ამასობაში ერთმანეთში ინფორმაციის გაზიარება გინდათ....
მოკლედ გთავაზობთ ასეთ რაღაცას:
შევქმნი ცალკე განყოფილებას, დახურულს და იქ შეგვეძლება ასეთი სახის მიმოხილვების დაყრა. დახურულ განყოფილებაში მონაწილეებს წვდომას მივცემ პირადად მე, ან სხვა ადმინისტრატორები (ბაზუკა, ილარიონა, გეოჟორჟიკა). იმისათვის რომ არასასურველი ხალხი ავიცილოთ - ყველა დარეგისტრირებულს ამ განყოფილებაში შესვლის უფლება იასნია არ ექნება.
ახლა რომ არ მოხდეს ისე რომ ვიღაც ახალი დარეგისტრირდა და მოიწერა არიქა მეც მინდა მანდ გაწევრიანება შემომიშვითო, ამისათვის ვიღებ გარკვეულ კრეტერიუმებს:
1) დახურულ თემაში წვდომისთვის სტატუსი უნდა შეგეცვალოთ, ნუ ჯგუფს რაღაცას დავარქმევთ, მაგალითად მონადირე (გინდათ გამოგიჩებთ ამ ჯგუფს არსებულის მაგივრად, გინდა რაც გაქვთ ჯგუფი ის დაგრჩებათ და მონადირეთა ჯგუფის წვდომა გექნებათ)
2) მსურველმა უნდა მოიწეროს ერთ-ერთ ადმინისტრატორთან PM-ი რომ სურს ამა და ამ ჯგუფში გადასვლა.
3) მსურველს უნდა ჰქონდეს ფორუმზე მინიმუმ 100 პოსტი დადებული, და არა წყალ-წყალა, ნუ მაგალითად პოსტების რაოდენობის გულისთვის ზოგიერთმა რომ იცის ყველგან რაღაცას პოსტავს და ხანდახან მხოლოდ სიცილაკებს რომ წერს ხოლმე. ასევე გაითვალისწინეთ მართლაც რომ 100 პოსტი ღირებული ჰქონდეს ადამიანს და ამასობაში 1000 ვიღაცის ლანძღვა ან არათემატური გადახვევები, ჩათვალეთ ერთი მეორეს გადაფარავს და ჩავუთვლი რომ ასეთი ადამიანი მისაღები შესაბამის ჯგუფში არ არის.
4) იმავე ადმინისტრატორს უნდა მოწეროს მინიმუმ 2 -მა ფორუმელმა ასე ვთქვათ სარეკომენდაციო PM-ი რომ ისინი თავმდებად გამოდიან და იცნობენ ამ მონაწილეს.
ახალი ჯგუფისა და სტატუსის მოპოვების მაძიებელს, პირადად უნდა იცნობდნენ მინიმუმ 2 ფორუმელი, რომელიც რეკომენდაციას გაუწევენ და თავდებში დადგებიან. რეკომენდატორები და უფლების მაძიებელი უნდა იყვნენ ერთად გასვლებზე ნამყოფი, უნდა იცნობდნენ ერთმანეთს იმ დონეზე რომ იცოდნენ მათი ფართო არეალი. (მოკლედ აზრი აქ იმაზე დაიყვანება რომ როგორც არაერთხელ უკვე ცხვირი მოვიმტვრიეთ, ხან დალევისას ვიღაცამ აურია და ლამის ყველას დედა აგინა, ხან რაღაც ნიტო საქციელი ჩაიდინა და ყველა გააოცა, აი ასეთი უაზრობები რომ იყოს გამორიცხული. თორემ რა აზრი აქვს დახურული თემა შექმნა და შიგნით შეიყვანო ისეთი წევრი რომელიც ან არასტაბილურია, ან რაღაც წინასწარ გამიზნულად არასწორად იქცევა... მოკლედ იმედია გამგები გაიგებს)
5) რეკომენდატორებს თავის მხრივ უნდა იცნობდეს ის ადმინისტრატორი რომელსაც ეს ორი პიროვნება მესამე ახალბედას უწევს რეკომენდაციას. სიტყვა ცნობაში იგულისხმება ის რომ პირადად უნდა იცნობდეს და არა ერთი ორი ნახვით, ან ფორუმზე მიმოწერით. ასევე რეკომენდატორს უნდა გააჩნდეს შესაბამისი წონა იმ ჯგუფის რეკომენდაციის მიმართ რომელზეც უწევს რეკომენდაციას წევრს
6) თუ ფორუმელი რაიმე მიზეზით იქნება ფორუმიდან გაძევებული, ან თავისი ნებით გამოთქვავს სურვის წასვლაზე, ან დიდიხმის მანძილზე ფიზიკურად არც იაქტიურებს და არც გამოჩნდება, მაშინ ასეთი წევრი სტატუსს დაკარგავს და დაბრუნდება ჩვეულებრივ ჯგუფში
7) თავიდან ბევრს გიცნობთ და ვიცი ვინც ხართ, რაც ხართ (არაერთ გასვლაზე ვართ ნამყოფი და არაერთი ღონისძიება ერთად ჩაგვიტარებია) ასე რომ ზოგიერთებს არ დაგჭირდებათ ასეთი რეკომენდაცია უბრალოდ მოიწერეთ ამავე თემაში რომ გსურთ და თანახმა ხართ და უმეტესობა ამ ფორუმზე ვინც ხართ ეგრევე შესაბამის ჯგუფში გაწევრიანდებით
ნუ მგონი საკმაოდ მარტივი პრინციპია, მისაღებიც უნდა იყოს... ველი თქვენს კომენტარებს და დადებითი კომენტარების შემთხვევაში განყოფილებასაც შევქმნი უცებ და ძველ თემებსაც იქეთ მოვისვრი რომ კურიოზები ავიცილოთ თავიდან, პლიუს ძველ დამალულ და ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ნადირობის თემებსაც გამოგიჩენთ იმ ახალ განყოფილებაში.
ფოხი მგონი კაი აზრია ჯაჯას მიერ შემოთავაზებული განყოფილების გაკეთება, საფრთხეს თავიდან აგვაცილებს, ჰაა რას იტყვით?
მე მინდა გაწევრიანება მანდ გამიწიეთ რეკომენდაცია
კი კარგი აზრია ნამდვილად. ეგეთი რამ ყველგან არის (ქართულ ფორუმებზე არვიცი) და უკვე დროა მგონი აქაც იყოს. მე თანახმა ვარ გაიხსნას ეგეთი განყოფილება და თავისთავად გაწევრიანების სურვილიც მაქვს
ძალიან კარგი აზრია და დიდი სურვილი მაქვს გაწევრიანების
sekurifa
შენ ქე გიცნობ და უკვე ჩამატებული ხარ შესაბამის ჯგუფში, ფორუმზე არის, ახალი განყოფილება გახსნილი სახელად სულებზე მონადირეები... წესით უნდა ჩანდეს შენთან და უნდა შეგეძლოს შიგნით შესვლა... დანარჩენები მხოლოდ განყოფილებას ხედავენ, მაგრამ შიგნით ვერ შევლენ
ნაწილი ტემები უკვე გადავყარე და კიდევ ვათვალიერებ რა შეიძლება იყოს მანდ გადატანილი
ხ.მ.ე.ლ.ო
nikola_migina
ბიჭებო თქვეთან ბოდიში, მაგრამ პირადად ერთმანეთს არ ვიცნობთ, ან ვინმე ისეთისგან მინდა ერკომენდაცია ვისთანაც მქონია რეალში ურთიერთობა, ან უნდა დაეკონტაქტოდ იმ ადმინს რომელთანაც გქონიათ პირადი ურთიერთობა ლაივში მგონი ხ.მ.ე.ლ.ო-ს ilariona იცნობს...
მეც ჩამსვით თუ ვიმსახურებ ბიძიებო : )) მალე ახალ ფიშტოს შემოვაგდებ და ღირსეულად ჩავეწერები მონადირეთა სიაში
nikola_migina
ხ.მ.ე.ლ.ო
ამდენ აქ წერას წესები არ ჩამოვწერე? თუ ნაცნობობის კლუბი გავხსნათ
gela
ჩაგამატე
მივესალმები,მშვენიერი იდეაა მართლაც არ არის საჭირო ვისაც მოუნდება შემობარბაცდეს და ათვალიეროს ყველაფერი...მე არავის ვიცნობ ამ ფორუმიდან პირადად სამწუხაროდ, ამიტომ არ ვითხოვ გაწევრიანებას , წესები წესებია
sekurifa
ეგ იასნია, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე PM-ში, შესაბამისი მიმდევრობით, ანუ გამოაგზავნოს მსურველმა მოთხოვნა და მერე შენ მიაყოლე დახასიათება, მოაყოლებს მეორეც და ნიხტ პრობლემო ასე ამ თემაშI სად ვის ვსდიო
პლიუს მსურველებისადმი მაქვს ასეთი თხოვნა ჯერ შეუთანხმდით ასევთქვათ რეკომენდაციის გამომგზავნეს, მერე უცებ გამოაგზავნეთ მოთხოვნა და რეკომენდატორებმაც რომ დაგაწიოთ დახასიათება, ისე ნუ იზამთ რომ ჯერ ერთმა დაგახასიათოთ და მერე 2-3 კვირის მერე მეორემ, ეგრე ვერავის ვერ გაგიოხსენებთ და არანაირი PM-ი არ მეყოფა მოცულობის მხრივ
ჩემთან არაფერი ჩანს ახალი თემა და რეკომენდაციებს ვინმე გამიწევს თუ დავრეკო სადაც საჭიროა?
foxi
შენ ჩამატებული ხარ
მივესალმები იდეას , მზად ვარ გემსახუროთ
ერთადერთი რასაც ვაპროტესტებ 100 პოსტის შემდეგ გაწევრიანებაა ))) თუ ვინმეზე ახალი ვარ არ ნიშნავს იმას რომ ვინმეზე ნაკლებად მაინტერესებს ეგ თემა ან ვინმეზე ნაკლებად მაგელვებს აირგანერების ბედი )) ასე რომ თუ შეიძლება მიბოძეთ თემის კონკრეტული თემის ნახვის უფლება... გულითადი თხოვნით დავით ვაჭრიძე
Saint Dave
Saint Dave
100 პოსტის თემა არაა პრობლემა, თუ ვინმე გაგიწევს რეკომენდაციას მეორევე პოსტზე შესაძლოა გაწევრიანდე.
ეს 100 პოსტი იმისთვისაა, რომ ამ დაპოსტილებიდან რამე აზრი მაინც გამოვიტანოთ ახალ წევრზე.
მგალითად,
სიამოვნებით შევუერთდები ჯგუფს მაგრამ არამგონია რეკომენდატორი ვნახო, თუმცა ჯაჯა ნანახი მყავს.
რაც შეეხება ნადირობის და პნევმატიკის სიყვარულს გურიის ტრამალის გარდა არავის არ ვანდობ
ja_ja
ჩამაკვეხე ძამა საცხა
Saint Dave
doctor
ნუ გვიწყენთ კაცებო და ეს გამოიწვია გარკვეულმა გამოცდილებამ გასვლების დროს. დარწმუნებული ვარ ხუთიანზე იცით საქმე და თქვენც ოქროს ხალხი ხართ, რასაც ჩვენ გულითადად მივესალმებით.
ისე ერთი მოიცალონ ბიჭებმა ყველამ და აუცილებლად დავგეგმოთ გასვლა ახალი მეგობრების პირადად გასაცნობად.
მეც ძალიან გამიხარდებოდა თუ ამ ჯგუფში გამაწევრიანებდით, პირადად ვიცნობ სეკურიფას და იმედია მომცემს რეკომენდაციას. ნუ ამაზე მას მივწერ PM-ში.
NASA
მე კაკოს ვთხოვ გამიწიოს რეკომენდაცია, მეორეს მერე მოვნახავ
ყველას:
სეკურიფას თავად სჭირდება რეკომენდატორი! ძალიან საინტერესო რეპორტები აქვს, ძალიან კარგი პიროვნებაც ჩანს, მაგრამ არცეთ ჩემპიონატზე ნამყოფი არაა, არცერთ მინი გასვლაზე ნამყოფი არაა.
20 კაცი მაინც ვართ ვინც რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს და სერიოზულ გასვლებსაც ვაწყობთ, ახლებმა კი პატარა აქტიურობა მაინც უნდა გამოიჩინოთ გასვლებზე, რომ რეკომენდაცია არ დაგჭირდეთ.
ახლა მე რა რეკომენდაცია უნდა მივცე დავილს? ან კაკოს? ან იორამას? იქეთ შეუძლიათ რეკომენდაცია მომცენ
ადმინი რა შუაშია? ან მოდერატორი? აქ მთავარია ვიცნობდეთ ერთმანეთს.
არასრულწლოვნებზე რეკომენდაცია კი არა და ქრთამიც ვერ უშველის
ilariona
ilariona
soxa
იიი ჩაქრი შენაა ჰო კაკოიემ თუ თქვა უარი იცოდე არ შემოგიშვებ
ilariona
ნუ სეკურიფა მე მყავს ნანახი შევხვედრილვართ რაცხა რუცხაებზე ასე რომ მაგ კაცს რეკომენდატორი არ სჭირდება და წინა გვერდზე უკვე მიწერია რომ მაგ ჯგუფში უკვე შეყვანილია!
მე პროსტა ვერ ვიხსენებ ყველას ვისთანაც ერთად გასვლები გვქონია ხოლმე, აი მაგალიტად სოხა ახლა გამახსენდა არა და გასვლებზეც 1000-ჯერ ვართ ერთად ნამყოფი, ერთად გვინადირია, გვიჭამია დაგვილევია და რავიცი დაჟე ბუნებაში გერმანული თოფებიც შეგვიკეთებია
აი ეგეთი ხალხი მყავს გამორჩენილი ....
ja_ja რეკომენდაციას არ გამიწევ?
არსებობს უკვე ესეთი დამალული თემა?? შემიშვით რა
norica_dragon
ზარაზა!
შენ ისედაც გაქვს მაგის უფლება
დააკვირდი, განფილებას პნევმატური იარაღის გამოყენება -> სულებზე მონადირეები
და ვაბშე შენ მგონი ისედაც გქონდა ყველა ეგ თემა ნანახი და წაკითხული
mivesalmebi ideas da didi survili maq gawevrianebis, pm shi mowera tu aucilebelia ja_j mogwer
ReMiNgToN
შენგან მოწერა არ მინდა, შენ ქე გიცნობ ვინც ხარ და რაც ხარ ეგრევე გადაგიყვან 1-2 წუთში შესაბამის ჯგუფში, უბრალოდ ყველა ვერ გავიხსენე ვინც გადასაყვანი იყო შესაბამის ჯგუფშI და გამომრჩი
norica_dragon
რა უნდა ნახო...
ვინც შესაბამის კატეგორიაშია უპრობემოდ შედის და გამოდის შესაბამისი განყოფილებიდან.
geojorjika
სანამ კდიევ უფრო აცივებულა თორემ არ წამომსვლელების სია მერე ნახე შენ
მეც წამოვალ თუ რამეს დაგეგმავთ
guidanacho
შენი პოსტები ამოშლილია (და სხვა მომხმარებლების თანმხლები პოსტები), წესები გადაიკითხე პუნქტი 7.5 (ადმინთან და მოდერატორთან კაჩაობა და კამათი არ მოსულა).
შენი ექაუნთი დაბლოკილია.
ზოგადად ფორუმიდან ასე თუ ისე გცნობთ ყველას,მაგრამ პირადად მგონი არავინ მინახია,თუ შემთხვევითი ნაცნობი არ აღმოჩნდა
არადა უცხო ხილის გასინჯვა მინდა
temo-777
ბოლოში რაღაცა ისე სტრანნად მიახუჭუჭე, რომ ....
მაგნაერები არა ვართ
Multi-Tool
ja_ja
ბატონო ჯაჯა ძალიან დამაინტერესა ამ თემამ, მაგრამ სამწუხაროდ პირადად არცერთ ფორუმელს არვიცნობ იმის გამო რომ ქუთაისიდან ვარ და გასვლებზე ვერვახერხებ წამოსვლას, წლებია აქვარ და პოსტებსაც დიდი გულისყურით ვკითხულობ, იქნებ შემომთავაზოთ რაიმე სხვა ალტერნატივა შესაბამის ჯგუფში როგორ მოვხვდე რეკომენდატორების გარეშე
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services