მეგობრებო ამ თემში ამოვტვირთოთ ხოლმე ჩვენი ნადავლით და არა მარტო ნადავლით მომზადებული კერძების ფოტოები და რეცეპტები.
https://radikal.ru
უბრალო მრგვალი ბრინჯი (და არა ვითომ სპეციალური, რომელიც 3-4 ჯერ მეტი ღირს.)
ნორის ფურცელი
ძმარი (სასურველი ბრინჯის)
თევზი: სიომგა, ასეტრინა, მასლიანკა, ან ნებისმიერი შებოლილი, დამარინადებული ან უბრალოდ დამარილებული თევზი რომლებსაც თავდაჯერებულად განვაცალკევებთ ძვლებისგან. ცოცხალ თევზს არ გირჩევთ.
ბოსტნეული: ავოკადო გრძლად დაჭრილი ან გემოვნების მიხედვით რამე რამე ისეთი, რასაც ხრაშახრუში არ დასჭირდება და სუშის სირბილეს არ დაარღვევს.
ხიზალალა: ნებისმიერი ან საერთოდ არაა აუცილებელი ინგრედიენტი.
სოუსი, სოიოს სოუსი და ვისაც მწარე უყვარს ვასაბის პასტა. კიდევ ბევრია რაც იშოვება თბილისში, მაგრამ სოუოს სოუსი არის ჩემი აზრით შეუცვლელი.
ძირითადი პრინციები ჩამოვწერე და დალშე იმპროვიზაციებიც მოსულა.
okela84
მშვენიერი კულინარიული ნიჭით ყოფილხარ დაჯილდოვებული. . ისე კი შეგატყე როცა შეჯიბრებაზე გაგვიმზადე ბურგერები.
giga2010
გაიხარე გიგა. ჰო ჩემი ერთერთი ჰობია
ესეც გუშინდელი კეფალი
https://radikal.ru
okela84
ძალიან კარგი ჩემო ოკელ. არ დავმალავ და მეც მიყვარს. წარმატებები ყველა საქმეში
ვააახ როგორ უხდება ამ ყოლიფერს თეთრი ნახევრად მშრალი ღვინო <3
gela
ყოჩაღ კარგია , მეც მიყვარს კულინარია , იაპონურ სამზარეულოს ჯერ ვერიდები. მიყვარს სტრით ფუდი და კონდიტერიაც
სურათებს მოვიძიებ და დავყრი
geojorjika
მადლობა
okela84
რესპექტები!
მსვენიერია!
მადლობა გრიგოლ
okela84
ოკელ კლასსს!!!
ისეთ კაი კაი გემრიელობების მომზადება გცოდნია ძმობილო ამის შემდეგ გასვლებზე მწვადი ჩემზე იყოს დანარჩენი შენზე
aleqsa
მწვადიც მართლაც რომ კახელების ექსკლუზივია და მხოლოდ მარილითაც კი საუკეთესო გამოგდით.
ამ თემას ნერწყის ყლაპა თემა უნდა ერქვას რა
okela84
კარგი ჰობი გქონია
okela84
ერთხელ სუშის ასორტი შევუკვეთე დს ზუსტად მასე გამოუყურებოდა როგორიც შენი ნახელავია მოყვარული ხარ ოკელ თუ პროფ. გამოცდილება გაქვს სამზარეულოში?
NRG
okela84
ყოჩაღ , შესანიშნავი ნახელავია მეც მიყარს მზარეულობა მაგრამ მასე რთულ კერძებს ვერ ვეჭიდები, გეტყობაბ სნაიპერის ხელი როგაქვს ისე ზუსტი კვეთებია გაკეთებული დანით
რაღაცეები ვიპოვე მეც, ბარემ იყოს
კანჭი სხვა და სხვა ვარიეციებით
ჩალაღაჯის სტეიკი კარტოფილის პიურეთი, შამპინიონებით და ბოსტნეულით ნაღების სოუსში
ღორის ჩალააჯი კარამელიზებულ ატმის სოუსში, ნესვით და ბეკონით
ორაგულის სტეიკი კატოფილილს პიურეთი, შამპინიონებით,ნაღებით და ბროწეულის სოუსით
T Bone სტეიკი , მედიუმი, კარტოფილის პიურეთი და ნივრიანი პურით
ქათმის სტეიკი, თეთრი და ყავისფეი ბრინჯით, არაქისით, ქეშიუთი, სტაფილოთი, სატაცურით, ნაღების და პარმეზანის ყველის სოუსით
ქათმის სტეიკი შამპინიონებით, ბულგაულით, ნაღების და პარმეზანის ყველის სოუსით, გრილზე შემჭვარ კარტოფილთან ერთად
ბატკნის ბეჭი ბოსტნეულით
ქათმის ფრტები ტეხასურად, მაკარონი , ქარი და ქეშიუ
ქათმის ფრთები ტეხასურად და ხახვის რგოლები
ქათმის ვრაპები
ინდაური ფოთოლით, კომშით და დარიჩინით
იხვი რავიცი რაღაცნაირად ტერიაკის სოუსით
ჰოთ ოგი, ბეკონით, დიჟონის მდგოვით, კეთუპით, მოხრაკული ხახვით და კარტოფილი ფრი
ორმაგი ჩიზბურგერი, ბეკონით, ჩედარიტ, ბევრი სხვა ა სხვა სოუსით და საფირმო კოტლეტით
ეს სტანდარტული ჩიზი ტრამპაცუმპებით
პეპერონი, 4 ყველის
ცეზარი , ისე როგორ უნდა იყოს
ალუბლის ტარტი
ფრანგული შოკოლადის კრუასანი
კარამელიზებული მსხალი წითელ ღვინოში , ვანილით და დარიჩინით
კიდევ თუ გადავაწყდი სამე სურათებს დავდებ , დოძუია მაქვს
geojorjika
ჩემთვის საუკეთესო მენიუ, გრილზე და მაყალზე შემწვარი ხორცეულობა ბოსტნეულით. სერვირებაც საუკეთესო
ამ ამინდების გადამკიდე ვეღარ ვისვრი და მემგონი კარგი იქნება მეც თუ დავტრიალდები სამზარეულოში
okela84
ბრავო მაგაია მომზადებული ნანადირევიც რომ დადოთ ვისაც გაქვთ ალბათ უკეთესი იქნება
"სულებზე მონადირე" ფორუმელებს უფრო ექნებათ ალბათ მომზადებული ნანადირევის ფოტოები.
geojorjika
geojorjika
ბარემ შენი რესტორნის მისამართიც მიაწერე: მოვდივარრრრრრ!
userman
geojorjika
შენ შეფ მზარეული ყოფილხარ მეგობარო, რესტორანი უნდა გახსნა რაა ამ შუაღამეს ვესტუმრე მაცივარს ისეთ დღეშI ჩავვარდი ამათ ნაყურები
ესე ოკელას ხინკალი
https://radikal.ru
okela84
ოკელ რა გინდა?
უნდა აიკრძალოს საღამოს სააათებში კულინარია
giga2010
6-ის მერე დიეტა ხომ არ მოგისაჯეს ბოროტმა ექიმებმა ?
okela84
მე დიაეტას არ ვემორჩილები. ცუდი ჩვევა მაქვს, მთელი დღე არაფერს ვეკარები და ღამე ისიც ერთხელ ვჭამ. ვიდი კი მაქვს კარგი მჭამელის, მაგრამ არ შეგაშინოთ, თუ ჩემს გვერდით მომიჯდებით. თავაზიანად დაგითმობთ სუფრის პერიმეტრს
ოკელ, მოკლედ აღტაცებას ვერ ვმალავ. ნიჭიერი ადამიანი ხარ, თორემ ამ მეგრელ კაცს ეს ხინკლის მოხვევა საიდან
giga2010
არ გიგა ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ დღევანდელობაში არაჯანსაღი საკვების გამო საკმაოდ ხშირი მოვლენაა ორგანიზმის რეაბილიტაციის მიზნით მკაცრი დიეტა ან უბრალოდ სწორი კვება.
სხვათაშორის შენ რაც დაწერე ეგ ძალიან ცუდი ჩვევაა. დარწმუნებული ვარ იცი, მაგრამ მე მაინც მეგობრულად გირჩევ რომ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო ამ ჩვევის მოშლაში. თორე სულ მცირე ნივთიერებათა ცვლას უკიდურესად გაიუარესებ.
okela84
მაგას მიმალავდი, მარტო ჩემი თავი მეგონა ტეტია ქართლელი
კვებას რაც შეეხება ყველაფერში გეთანხმები. ამ არასწორმა კვების რეჟიმმა დამართა, ის რაც 6 თვეა ვმკურნალობ.
okela84
საღოლ ოკელ, ჩემგანაც "რესპექტ" ბრავო!
ჩემთვითონ , ოღნდ ის მითხარი ატამის და ნესვის ყიდვას სად აპირებ ეხლა , ინგრედიენტები : ნესვი, საუზმის ბეკონი, ღორის ჩალაღაჯის ნაჭერი, ყავისფერი შაქარი. 5 წიწაკის ასორტი, მარილი, ცოტა ჯანჯაფილი, ცოცხალი როზმარინი
ბეკონს ახვევ ნესვის ნაჭრებე და წვავ გრილზე , შემდეგ ყავისფერ შაქარში უკეთებ ატამს კარამელიზებას , წვავ ჩალაღაჯს გრილზე შესაბამისი სანალებლებით (5 სახის წიწაკა , მარილი, ჯანჯაფილი და ოზმარინი ოღნდ ამათტან ფრთხილად ნამეტანი მძაფრია ორივე) და სერვირებას უკეთებ.
geojorjika
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ შაქრიან და ტკბილ მწვადებს როგორ ჭამთ ?
userman
ტკბილ ტყემალთან არ გიჭამია ხორცი ?
okela84
userman
ბესო ეგ მწვადი არაა, დიდი ალბათობით დენის გრილი იგულისხმა და ის მთავარი არომატი რასაც ცეცხლი აძლევს უკვე სხვა რამითაა შესავსები.
bazuka
ბაზუკ აქინე ხარ ბიჯო.... რავაა მან დაქმეები, კიდევ არის თოვლი???
სლუში შენ რომელზე ხარ ჩვენი დროით ხაზზე რომ დაგიკავშირდე, ის ბალონი მაქვს გამოსატანი რახანია და ახალი მოდერი გაგიმზადე ტალონისთვის, აქ არ ვიცი რაში გამოიყენებ, მაგრამ თუ გინდა მაქეთ გამოგიგზავნი, თავისი ალუმინის ბიგუდებით და რამე რუმე, სულერ ნოლია ხმა....
bazuka
რა გინდა კაცო შენ. ჯერ როგორ ხარ? მერე კიდენა შენ მაქინე ხარ და ჭამ გენმოდზე გაზრდილ გასიებულ ღუტუნიებს და მე კიდენა გლეხის ახალ დაკლულ 25-30 კილოგრამიან ბურვაკზე ვამბობ. ვარდისფერი ხორცი რომ აქვს ( ადიდასები) კვირაში 1 ხელ ვწვავ აივანზე მწვად და ნამდვილად ვიცი როგორი უნდა იყოს მწვადი.
რაც შეეხება სტეიკს კი ბატონი სტეიკს (საქონლის და არა ღორის, ღორის სტეიკს მე მცვრიან მწავდს ვეძახი) უნდა შესაბამისი ჯიშის, შესაბამისი ხორცის ნაჭერი. ჩვენთანაც არის ესეთი მაღაზია დამწიფებულ ხორცს ყიდიან და გამიკეთებია ნაკვერჩხლის გრილზეც და გაზის გრილზეც, მედიუმი არაუშავს მედიუმ რეარს ვერ ვჭამ მაინც მეშინია.
გაგვიზიარეთ ჩვენც ცოდნა მწვადზე.
ძირითადი პრინციპები მაინც გაგვანდეთ.
მწვადის შეწვა არ არის მარტო ნაკვერჩხალზე დაყარო ხორცი და დაბრაწო, მისი შეწვის მეთოდი შეტანილი იყო ქართული კულინარიის წიგნში და ასევე ასწავლიდნენ დამწყებ მზარეულებს, ძირითადი მეთოდი ასეთია: ხორცი უნდა შეირჩეს საგულდაგულოდ, დაკლული ღორის მასა უმჯობესია არ აღემატებოდეს 70-80 კილოს ასევე ის ნაკვები უნდა იყოს ბუნებრივი საკვებით, ყველა ნაჭერი არ არის სამწვადე ძირითადად იღებენ ნეკნის წინა მხარეს თავისი რბილობით ზოგი მას უმზეურს ეძახის (ასევე სუკს) შემდეგ უნდა დაიჭრას თანაბარ ნაჭრებად ისე რომ ყველა ნაჭერზე 20-30 % ქონი გაჰყვეს შემდეგ ასხმის თანმიმდევეობაც არსებობს შამფურზე ასხმა იწყება ქონის მხრიდან და მიყვება ასე ყველა ნაჭერი სტანდარტული ზომის ნაჭერი 5 ან 6 ცალი უნდა თითო შამფურზე გააჩნია შამფურის ზომას და ნაჭრებიც არ უნდა იყოს მიჭ*ლეტილი ერთმანეთზე არც დაშორებული, თავისუფლად უნდა იყოს, შემდეგ მარილი გემოვნებით მაგრამ მაინც უნდა დაეყაროს თანაბრად ყველა ნაჭერს, ცეცხლი რაღა თქმა უნდა წალმისა როგორც კი დანაკვერჩხლდება გადავშლით თანაბრად და განვალაგებთ შამფურებს, პირველივე 2 წუთიდან ხორცი აუშვებს სასიამოვნო არომატს და ეგრევე უნდა გადატრიალდეს მეორე მხარეს და შემდეგ წავიდა ტრუალი, რაც ბევრჯერ გადატრიალდება უკეთესია, კულინარიის წიგნში ეწერა მწვადს თეფშზე რომ დადებთ მოვარდისფრო სითხე უნდა გაუშვასო, მაგრამ მე პირადად მომწონს შედარებით კიდევ შემწვარი მაგ დროს უკვე მოყავისფრო სითხე აქვს, შეწვას თავისი დრო აქვს ზუსტი არომატის შესანარჩუნებლად არც უნდა აკლდეს შეწვა და არც მეტი უნდა მოუვიდეს დიდხანს ტრიალი ხორცს აშრობს და ტკლირცავს, წაძრობისას არ დაგვავიწყდეს ხახვი, მაგრამ ხახვიც თავისი აქვს მწვადს :) წითელი ხახვი უფრო უხდება ვიდრე თეთრი
მელოტის მომზადების განსხვავებული მეთოდი ხომ არ იცით გამიზიარეთ
NRG
geojorjika
ეგრეა კუჭზე ტაციაობაა ხოლმე რა რეცეპტები იცი მის მოსამზადებლად? მე ერთხელ გავაკეთე ჩემი მეთოდით არ ვიცოდი რა უნდა მექნა მაგრამ გემრიელი გამოვიდა
NRG
მადლობა.
ისე ყავისფერ წვენიანი რო შეგრილდება უფრო მზრალი მეჩვენება. ვგულისხმობ უცხიმო ნაჭრებს.
პატარა მაყალი მაქვს აივანზე და შამფურზეც მჭიდროდ№მიწევს ასხმა და მერე თვითონ შამფურებსაც მჭიდროდ ვალაგე და კაროჩე ვწვალობ რაა. მაყალი მაქვს გამოსაცვლელი
okela84
შემც ერთი შამფურით ნაკლები დადე და გემრიელად შეიწვება შამფურებს.შორის ბოლმა უნდა იტრიალოს
ხო კიდე რაღაცეები გამომრჩა დამეწერა, ნაკვერჩხალი არ უნდა იყოს თხლად გადაშლილი რაც სქელი ფენა იქნება მით უფრო კარგად შეწვავს ასევე შამფურიც ისეთ დისტანციაზე უნდა იყოს ნაკვერჩხალთან რომ ხორცი არ ეხებოდეს მას,
კიდევ ერთი რჩევა თუ მწვადი დარჩა ქვაბში და გაცივდა და ისევ მოგინდა ჭამა უბრალოდ ქვაბშივე ჩაასხით ერთი ჭიქა ღვინო და ნაკვერჩხალზე გააცხელეთ ღვინო არომატს უნარჩუნებს
NRG
ყველაფერი იდეალურად ჩამოაყალიბე, მაგრამ
koba1973
საინტერესოა კობა არ მქონდა გაგონილი, სიამოვნებით გავსინჯავ შემდეგ შეხვედრაზე შევწვათ მწვადი ნუშზე, შოვნა შეიძლება?
NRG
რა თქმა უნდა. სახლში მაქვს. სამწვადეც მოინახება.
bazuka
koba1973
bazuka
აქაც იყენებენ მაგას, კაკ მინიმუმ გარე სამწვადეებში. ერთხელ ღამე დამჭირდა და ვერსად რო ვერ ვიშოვე სამგორში დავადექი ერთერთ სამწვადეს და 5 ლარად გამოვართვი რამოდენიმე ცალი.
მწვადის მოყვარულებისთვის ასეთი რაღაცეებიც არსებობს
#
თუ ცხოვრობ კორპუსში და მწვადი შენი განუყრელი გემრიელობაა კომფორტი გარანტირებულია რომ მეზობლები არ დააბოლო
რაც შეეხება არომატებს რა თქმა უნდა არ იქნება ის რაც უნდა იყოს, მაგრამ ტაფაში შემწვარს მილიონჯერ სჯობს თუ მოხსნიდან ერთი წუთით ადრე ერთ სუფრის კოვზ ღვინოს დავასხავ ზედვე შედარებით უკეთესი არომატები აქვს
სწრაფად და კომფორტულად
2კგ-ზე ნახევარი ბროწეულის წვენი, 1 ცალი გახეხილი ხახვი და ასევე გახეხილი ნახევარი წითელი ტკბილი ბულგარული წიწაკა. პილპილი და მარი.ი გემოვნებით.
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
okela84
ქებას ნახვა სჯობსო ! ბრძენებს უთქვამთ . ხოოდაა სურათებით ბევრს ვერაფერს ვიგებ , განსაკუთრებით გემოს .
NRG
okela84
რაღაც ძალიან ნეიტრალურ რაცხაებს დებთ... სადაა ბოლი? ნაკვერჩხალი??? გემო რა აქვს? თუ მხოლდო ვიზუალია?
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services