ამ კვირას გავედი სოფელში,როგორც ადრე მოგახსნეთ ჩიტები იქ ძალიან ცოტანი არიან,მაგრამ ამ კვირა დღეს ცოტათი სიცივე იყო და გამოჩნდნენ,ბევრი ვიბოდიალე თუ ცოტა ვიხროლეთ სადღაც 30-დე გამოს ტყვია ზუსტად აღარ მახსოვს რომელია 8 ლარი მივეცი 200 ცალიან ყუთში,თან დავაყოლებ,რომ ძალიან საშინელი ტყვიებია არცერთი ერთმანეთს არ გავს 1 ტყვია გადავაგდე არასცორად იყო მოჭრილი ხოდაა ბოლოს 1 ჩიტი ძლივს ჩამოვაგდე თქვეს რომ სკვინჩააო,30 მეტრიდან თავში მოხვედრის შედეგად თავი გაუჭრა 2 ნაწილად,როდესაც ხელში ავიგე ნახევარი თავი დაკიდებული ქონდა.ამის შემდეგ ვეგარც მოვკალი ვერაფერი რადგანაც ძლიერი ქარი იყო და 30 მეტრზე კი არადა 10 მეტრიდან ვესროლე და მიანც ავაცილე თან რამოდენიმეჯერ.
ისე კი დავიღალე ამდენ სირბილში,თან თავზე მიმინო დაფრინავდა, ნადირობდა ნერვები დამაწყდა,მისი მოკვლა კი ნამდვილი საცოდაობა იქნებოდა და ამიტომ არც კი მიფიქრია რაიმე ცუდი. მე მგონი რაღაც რეპორტუს გამომივიდა ესეც ასე!
toti
კარგია , ისე კროსმანის ტყვიები შეიძინე გირჩევ გამო-ს ნაგავში აძლევ 8 ლარს და არის 200 ცალი ანუ 500 ცლაი რომ მოგივიდე ს უნდა სადღაც 24 ლარი და კროსმანის 500 ცალია ტყვიები ღირს 25 ლარი გრიგოლასთან , უპირობოთ ჯობია კროსმანი , ერთნაირი ტყვიებია, უფრო მძიმე და ზუსტი .
ისე სურათების ჩასმა არ იცი?
ვიცი ვიცი მაგრამ კროსმანის ტყვიები მაქვს და ვინახავ ზამთრისათვის სანადიროდ,ამით ასე გასართობად კარგია და როგორმე მერე ჩამოვატანინებ მაგ ტყვიებსაც ბლომად რომ აღარ შემენანოს სურათები ვერ დავამუღამე რა მითხარი და გავასწორებ
ესეიგი უკვე მეორე მონადირე გამოჩნდა კროსმენ ფანტომით ხელში. გეშინოდეთ აჭარელო სკვინჩებო! ყოჩაღ ტოტი მინდა პატარა გამოცდილება გაგიზიარო: თუ ფრინველებზე აპირებ ნადირობას გამოიყენე კროსმენის ჰოლოვ პოინტის ტყვიები თუ ცხოველზე:კროსმენ
ულტრა მაგნუმი საკმაო სიზუსტე და დაზიანება გააჩნიამ მოცემულ ფრინველ ნადირზე სანადიროთ.უფრო მეტი რეპორტები ნადირობაზე.სპეციალური მადლობა ჯაჯას.(ტყვიის შერჩევასთან დაკავშირებით.)
მალე მეც შემოგიერთდები როცა ჩამოუა გრიგოლას ახალი ტავარი! სამწუხაროდ იანვრის ბოლომდე არ იქნებაო
Phantom 1000X ვუთხარი გრიგოლას და იანვრის ბოლოს იქნებაო! (სამწუხაროდ) 400 ლარის ფარგლებში ეგაა რა ნორმალური ! მე მგონი ცუდი არ უნდა იყოს ხოო ? თქვენ რას იტყვით ?
skywalker
400 ლარის ფარგლებში, ანუ ზუსტად რამდენი?
მე ფანტომი 330-ად ვიყიდე გრიგოლისგან და ზაან მაგარია მარტლა, ალბატ ასე 10000-15000 ატასი მექნება გასროლილი და ერტხელ დაემტვრა პრუჯინა მარტო. მარტლა სკმაოდ ზუსტია (ორონდ უნდა ჭერა ისწავლო თორე საკმაოდ ხტუნაობს, ტავისებური ტექნიკა უნდა )და სიმძლავრეზე არაფერს ვიტყვი, სადღაც 20 ჯოულია საშუალოდ მისი სიმძლავრე (ტყვიას გააჩნია) და ე ს 20 ჯოული საკმარისია, რომ 70-80 მეტრზე ყვავი გადირკოს..... ხო, მართლა პრუჯIნა რო გატყდა და რო ვისროდი ამ გამტყდარი პრუჟინით, მაშინაც კი გადირკა ერთი ყვავი 70 მეტრზე ასე, რომ სიმძლავრეზე არ ინერვიულო. სიზუსტეც საკამრისია სანადიროდ მოკლედ კაი რამეა რაა...
ამ საღამოს ერთი საოცარი და სასაცილო ამბავი გადამხდა,ვზივარ სახლში და მირეკავს მეზობელი ვიღაცა შემოვარდაო და ტახტის უკან იმალებაო,აცბად ვიფიქრე შალბათ დააყაჩაღეს და სახლში ემალებიან მეთქი,რომ ვკითხე ვინ შემოგივარდა ვიღაცა კი არა და ვირთხა უთქვამს,მერე რა ვქნა მეთქი და ამოიტანე შენი თოფიო და მოკალიო რომ ტახტის უკანაა და რომ გამოვწიოთ გაგვექცევაო,გავიქეცი ჩემი თოფით,ისე იყო ის დამალული ტახტის ზემოდან ავედი და 3 ტყვიით გავაფრთხობინე სული,კაი დიდი ვირთხაც იყო და აგერ სურათიც საღამოს ნადირობის კატებმა რომ დაინახე ს სახლში ისეთი დიდი არსება მოცოცხეს უკან მოუხედავად
toti
საღოლ კი მაგრამ 3 ტყვია რა უბედურებაა ტო კაშეი ბესმერტნი იყო? ბლიად ყვავებივით ჟივუჩები არიან ეს ვირთხებიც ტო
:thumbsup: საგოლ ტოტი!
ეგრე უნდათ მაგათ და კატებს კიდე :lol:
toti საღოლ კაია! მარა იმ 3 ტყვიიდან რომელიმე მოხვდა თავში? არცერთი ხო?
არა თავში ვერ მოვახვედრე ზურგით იყო და ვურახუნე
ერთხელ ერთ ვირთხას 19 ტყვია ვესროლე და ძლივს მოვკალი ყველა მოხვდა უბრალოდ ზოგი ტყავმა არ გაატარა ბანძი თოფი მაქვს 40 წუთი სროლა სროლით დავსდევდი და ეს ჩემი კატა კიდევ მიყურებდა, და საქმე რომ მოვამთავრე მერე იკადრა ადგომა მოსვლა და გასისხლმდინარებული ვირთხის წაღება
ვირთხებს სამეფო კობრა ჭამს თანაც მისაყოლებლის გარეშე. მარა ცუდი ხასიათი აქ
ისე კაცმა რო თქვას,კატასაც გააჩნია და ვირთხასაც. ჩემი სიამის კატა ძაღლებს ერეოდა და ვირთხებზე სანადიროდ გართობის მიზნით დადიოდა მხოლოდ. ჩ.მ.ა.
დღეს რაღაც ბავშვობის ნოსტალგია მომაწვა და მაშინდელი მონადირებული ბეღურების გემო გამახსენდა ხოდა მეც გავედი დასარბაზოდან საშრობში,დავყარე პურის ნამცეცები და დაველოდე.ჩემი უმცროსი ბიჭი მაგრად მბალეშიკობს რა როცა რამის მონადორებას ვაპირებ და დადგა ფანჯარასთან შუხერად ცოტა ხანში მივიღე განგაშის სიგნალი ჩიტები მოფრინდნენო და მეც მოვიმარჯვე ჩემი პატარა მონსტრი და ჩამუხლული გავიხედე ცერათ აივნიდან.მართლაც საშრობში უკვე ბეღურები ქეიფობდნენ და მეც უცებ ლაწ ... ლაწ ორი გასროლა და ორი მიზანი მეტს აღარ ვესროლე ესეც საკმარისია.მერე ეგრევე მოვამზადე მარა ბავშვებმა შემიჭამეს
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ერთი ფრთა მაინც შენხვდა
sekurifa
რა საინტერესოდ გამოიყურება შენი მომზადებული
თუ შეიძლება რეცეპცი გაგვანდე სათანადო თემაში
ნიორწყალში მაგარია, ბეღურები. შარშან მაგით გადავიხადე სოფელში დაბდღე. ; .
ნადირობის თემები ბევრია ზოგი დახურულიც, მარა რატომღაც ეს თემა ამოვარჩიე. ყველაფერი კი ამ ვიდეოს ყურებიდან დაიწყო https://www.youtube.com/watch?v=tuJ0IW7uehs . უყურებ ამ ვიდეოს და ადრენალინი გაწვება , მამენტ ფიქრობ იქნებ იმდენი საშუალება მომეცეს არიზონაში წასვლისთვის რომ იყოს საკმარისი ...
საქართველოში მაგისთანა ვარიანტი უფრო ნაკლებადაა .... მითუმეტეს მტრედებზე არავის ურჩევ ნადირობას . ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ ამოვიღებდი მტრედებზე ნადირობის თემას. გარეულებზე არა მაქვს ლაპარაკი, განსაკუთრებით ქედნებზე.
ბაიკერ არ ვიცი შენ რას შეხვდი ამდენს მარა მინდა გითხრა რომ მეც მაქვს საქართველოში ნანახი და ნანადირევი (გადამფრენები იყვნენ ) ამაზე არანაკლები რაც ვიდეოშია .... დაჟე საათში ოცდაათიც კი მომიკლავს მოკლედ გამოყოფილი ადრენალინი 100 პროცენტით დამიხარჯია ... და ეს გამყოლია კაი ხანს ნუ თვეები აღარც მქონია ნადირობის სურვილი.
თუმცა მერე ფიქრობ ნუთუ საჭირო იყო ამის გაკეთება და ცოტათი ნანობ კიდეც .... მარა დრო რომ გადის ისევ გინდება ამის გაკეთება მარა სადაა ?! ასეთი რამ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერაა მაქსიმუმ
userman
შინაური თუ ქალაქური თუ რაცაა ეს მტრედები მაგა არ მევასება რა, იმენა თავზე დაგასკლინტავენ, ძაან ბინძური ფრინველია. თან ნაგლი. არც ხელის აქნევა იცის არც დაძახება იმენა ჯოხი უნდა ჩაარტყა რო გაფრინდეს.
აუ ტიპს იმენნა მაგნიტი აქვს იმ ღობეზე თუ რა ხდება ბლიაძ
აქაც დავდებ ნახონ ნადირობის მოწყურებულმა ხალხმა
userman
2:54-ზე რა დროწიკივით წამოვიდა მიწისკენ
ისე რო მიხვედი ნისკარტით ხომ არიყო ჩარჭობილი მიწაში ?
okela84
userman
კარგი იყო ვისიამოვნე
სამწუხაროა ეს , რომ ვერავინ შენიშნა... მეგონა ვინმე მაინც შენიშნავდით ... მე განზრახ არ გავამახვილე ყურადღება
ჩემს დადებულ ვიდეოში დასაწყისში პირველივე მონადირება ერთი სროლით ორი კაჭკაჭი, რომ ჩამოვაგდე თანაც 81 მეტრიდან .
ამას თუ ვინმე გაიმეორებს არ ვიცი . ეს არის მსოფლიორეკორდი . გინესის წიგნში შესატანი მარტო იმიტომ კიარა , რომ ერთი სროლით ორი კაჭკაჭი ჩამოვაგდე , აქ გასათვალისწინებელია სროლის კუთხე . აქ გვერდიდან სროლა არ ყოფილა ეს იყო პირდაპირ ნასროლი.
userman
ერთ ხაზზე არ ზიან და მეორე რამ ჩამოაგდო შეგიძლია გვითხრა ?
okela84
მე მომეჩვენა რო მარცხენა კაჭკაჭი სრულად აკონტროლებს თავის ფრთებს, უბრალოდ მომენტალურად დაბლა ჩაფრინდა და დაკვირვების გარეშე ისე ჩანს თითქოს ჩამოვარდა
okela84
userman
მე გეუბნებით რო მარცხენა კაჭკაჭი ცოცხალია, ჯანმრთელი და თავის ოჯახთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას ბედნიერად. ერთი პროსტა იმდღეს ინერვიულებდა ცოტას ძმაკაცი რო დაუბრიდე
ჯერ საერთოდ
პნევმატიკის გარე ბალისტიკის ოდნავ აზრზე მაინც რო იყო 2 ტყვიას არ ახსენებდი საერთოდ, შენი აზრით ტყვიის ორმაგ წონას იგივე მილდოტებზე დაგისვამდა კი არა საერთოდ ბადე არ გეყოფოდა მითუმეტეს 80 მეტრზე
რეკოშიტზეც იგივეს გეტყვი, გრადუსების მაგ დიაპაზონში პნევმატურის რბილი ტყვია თავის ენერგიის მაქსიმუმ 5%-საც ვერ შეინარჩუნებს.
რავი ჩემს მონიტორზე ძაან ნათლად ჩანს რო მარცხენა კაჭკაჭმა ორივე ფრთა ძალიან სიმეტრიულად გაშალა და სინქრონულად აამუშავა
okela84
userman
მოდი ეხლა ნამეტანი ზღაპრებში ნუ გადაიჩეხე და ჩემს გადაჩეხვასაც ნუ ცდილობ ვერ გავიგე რეალობაში მოკვდა ეგ კაჭკაჭი და ვიდეოში გადარჩა თუ როგორ არის ? გასაგებად თუ ვერ ავხსენი ვიდეოს მაინც დააკვირდი და მიხვდები რო არაფერი მოსვლია მაგ კაჭკაჭს
userman
მადაზე მომიყვანა შენმა ვიდეომ, რომელი ტყვებით ნადირობ?
name
როდის იხსნება სეზონი?
15 აგვისტოს თუ არ ვცდები
დღევანდელი გასეირნების შედეგი. ერთი კვირიონი და ერთი კაჭკაჭი ვერ ვიპოვე
მანძილი 35-დან 65 მეტრამდე.
http://pix.ge/
pilotina
აქაოდა ზემოდან დავყურებ ფრინველთა სამყაროსო და აღარ იცი რა ქნა ....
ეს ყაპყაპები სადღაა ?
მარცხენები როა ეგენი არ იჭმევა ?
userman
ეს დღევანდელი ორსაათიანი ბოდიალის შედეგი. ასეთი კურიოზული სიტუაცია მოხდა:
მოკლედ მინდორში იჯდა ქედნების საკმაოდ დიდი ჯგუფი, ასე 60-65 მეტრში. ჰოდა დაუშვი. სამწუხაროდ უკვე ჰაერი მითავდებოდა, ესენი კი არ აპირებდნენ გაფრენას. ბოლოს რო გაფრინდნენ მიწაზე დარჩენილებიდან ერთი დაჭრილი იყო და კოჭლობით და ფართხალით დახტოდა აქეთ-იქეთ.
ის იყო დავაპირე მისვლა და ნანადირევის აკრეფა, საიდანღაც ამ მოფართხალე ქედანს კაი მოზრდილი მიმინო დააცხრა და კლანჭებში ჩაბღუჯა.
უხ შენი თქო, ნანადირევის ახევა გინდა მეთქი ხომ?
ეგრევე ამოვიღე მიზანში, მაგრამ რა თქმა უნდა არა იმისთვის, რომ მესროლა, უფრო ახლოდან მინდოდა შემეთვალიერებინა.
ძაან ლამაზი ფრინველია, უნდა გენახათ რა თვითკმაყოფილების გამომეტყველებით იყურებოდა აქეთ-იქეთ.
მეთქი კაი, ჯანდაბას წაიღე, ალალია შენზე თქო, მარა ქედანი შეფართხალდა და ამან მიატოვა და გაფრინდა. მოკლედ მე დამიტოვა ეტყობა , შენ გეკუთვნის და წაიღეო.
http://pix.ge/
ეს სურათი კიდევ თვალსაჩინოებისთვის დავდე. შეხედეთ რამხელა კავიტაციურ ხვრელს ტოვებს თავის ზომასთან შედარებით ჩვეულებრივი JSB დიაბოლო. ეს სადღაც 30 მეტრშია მოხვედრილი. საწყისი სიჩქარე 258-260 მ/წმ. ამ ხვრელით კიდევ 30 მეტრი იფრინა და მერე დაეცა. ( კაია რომ იფრინა, ჩემსკენ გადმოფრინდა, თორე ღობის იქეთ დაეცემოდა და ვერ ავიღებდი )
ეხლა წარმოიდგინეთ რას უზავს პრედატორი ან ბარაკუდა ჰანტერი.
http://pix.ge/
pilotina
მალადეც შენ რა
მიმინომ რომ შემოგხედა ეგრევე კოლეგიალობა გამამჟღავნა და დაგითმო . აბა ერთ ცას იყოფთ და რა იცი როდის რა იქნებაო
pilotina
მალადეც ! ისე მაგფერი ქედნები ჩემსკენ არ არიან. მაგათ ქალაქის ელფერი დაჰკრავთ , იმიტომაცაა , რომ 30 მეტრში გიშვებს . ჩემთან 60 მეტრზე ახლოს აღარო. თუ შნო გაქ მიდიო, თუ არადა იყავი შენთვისო .
ხორცში თოფის ნარეზიც კი ეტყობა .
userman
კაია
gregory
ბეღურა იგულისხმა უეჭველი
pilotina
geojorjika
როდის წავიდეთ სანადიროდ?
სხვაგან წავიდეთ მერე
შაბათს ან კვირას მოვიფიქროთ. ყვარელში შეიძლება.... ბიჭებიც გვეძახიან რა ხანია.
უფრო კვირას ალბათ შაბათს ვმუშაობ
საღამო მშვიდობისა!
მინდა ჩემი და რამდენიმე ჩვენი თანაფორუმელის წალკაში ნადირობის ამბავი მოგიყვეთ სახელწოდებით "იხვი არა იხვი" ეს სახელი ჩვენს ნადირობას პირველივე წუთებში დაერქვა და თუ როგორ, ქვემოთ მოგიყვებით ყველაფერს
დაახლოვებით 2 კვირის უკან იხვის და წალკის კარასის დაგემოვნების მიზნით გადავწყვიტეთ მეგობრებმა 2 დღით "გაგველაშქრა" (რომელიც ჩვენდაუნებურად და გიოს მანქანის გადამკიდე 4 დღიანში გადაგვეზარდა ) ხოდა წინასწარი დაგეგმით და საფუძვლიანი მომზადების შემდეგ დილის 3 საათზე დავადექით გზას (ვიდრე დილის გადაფრენებს დაიწყებდნენ იხვები მანამდე გვინდოდა უკვე ადგილზე ჩაგვესწრო) მე, მონსონა, ენერჯი და კიდევ ერთი ჩვენი არაფორუმელი, გიოს მეგობარ ჩვენზე გამოცდილი მონადირეც შემოგვიერთდა.
ხოდა ჩავაბარგეთ ჩვენი თოფ იარაღები, აღჭურვილობიანად და კარავ სპალნიკებიანად ორ მანქანაში და დავადექით გზას.
მოკლედ თავშივე მინდა ავღნიშნო რომ, როგორც აღმოჩნდა გიოს მანქნას ნამეტანი "ჩვილი გული" აღმოაჩნდა და რო გაიგო სანადიროდ მიმაჭენებს ჩემი პატრონიო გზაშივე ჯერ აუდუღდა და მერე შეუღონდა გული მანგლისის აღმართებთან (წყალი აგვიდუღა ) მარა ჩვენც მაგრა დავუდექით და არ ვაცალეთ ბოლომდე გონის დაკარგვა ისე გადავავლეთ ერთი ბალონი წყალი იმ შეღონებულ გულზე, მოვასულიერეთ როგორც იქნა და გავაგრძელეთ გზა.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ცხრა მთა რო გადავიარეთ და ცხრა ზღვა როგორც იქნა მივედიდით დანიშნულების პირველ პუნქტამდე, არმისული სოფელ იმერამდის გზისპირას ორი პატარა დაჭაობებულ ტბაა (უფროსწორად მოზრდილი გუბურები) და იქ გადავწყვიტეთ ალიონის შეხვედრაც და ნადირობის დაწყებაც, გათენებამდე სადღაც 1 საათი იყო დარჩენილი და ჩვენც უქმად რომარ დაგვეკარგა დრო წავიხემსეთ და ერთი სახარება და დილის მადლი დავილოცეთ... ერთს მეორე მოყვა და მეხუთე სახარებაზე ირიჟრაჟა კიდეც უკვე კაი გვარინმა ფეხარეულებმა ავისხით თოფ იარაღი და გადავედით ჭაობების ნაპირებისკენ, ჯგრო-ჯგრო რომარ გვევლო გადავწყვითეთ 2-2 კაციან ჯგუფად გავყოფილიყავით და აქეთ-იქიდან შემოგვევლო ამ ჭაობის ნაპირებითვის, მე და აკაკის ( NRG) მარცხენა მხარე გვერგო და გავუყევით ჩვენც ნელი ნაბიჯით და კაი ხმამაღალი ლაპარაკით (ჩემი კონიაკის გადამკიდე ხმადაბალი ლაპარაკი არ გამოგვდიოდა ) ხოდა ამ ჩვენს რახირუხზე კაი შორი მანძილიდანვე ორ ფრინველს გავუფრთხეთ დილის ძილი და გულგახეთქილები წამოვყარეთ თბილი საწოლებიდან მარა ჯერ იმდენად ბნელოდა კიდევ რომ ვერ გავარჩიეთ პატარა ზომის იხვები იყო თუ მწყერი, რაციაზე რომ გადავეცით "მაჯვენა ფლანგს" ორი მწყერი წამოვაფრინეთო იმათმა იქიდან მოგვაძახეს აქ მწყერს რაუნდა იხვი იქნებოდაო, ხოდა იმათ მოძახილზე მეც ჩემდაუნებურად მივაძახე "იხვი არა იხვი" მეთქი რაც უკვე ბახუსთან კაი გვარიანად დაძმაკაცებულმა აკაკიმ ესევე აიტაცა და ისეთი სიცილხარხარი ავტეხეთ იხვი და მწერი კიარა თევზებიცკი ამოხტნენ იმ ჭაობიდან და გადაიხვეწნენ იაქიდან, ჩვენს ღრიანცელზე მოსული მარჯვენა ფლანგის გიორგებმაც რომ გაიგეს ეს "ფრთიანი ფრაზა" ახლა ოთხ ხმაში გავაგრძელეთ ხარხარი და უკვე გარშემო სოფლების სახლებშიცკი აინთო ალაგ ალაგ შუქები მოკლედ ეს ფრაზა "იხვი არა იხვი" იქცა მთელი ოთხი დღე ჩვენი სამხიარულო თემაც და ამ ნადირობასაც სახელიც ეს დავარქვით ზუსტად "იხვი არა იხვი"!!!
ამ ახორხოცებულ და უკვე კაი დამფრთხალ ჭაობის მობინადრეებთან კუკუ-დამალობანას თამაშს უკვე აზრი აღა ქონდა და ჩვენც გადავწყვიტეთ დილოკაციის ადგილის შეცვლა და მეორე დანიშნულების პუნქტის მონახულება, ჩავბარგდით ისევ მანქანებში და გადავინაცვლეთ ცოტა წინ წალკის მიმართულებით, ხელმარჯვნივ სოფელ ბარეთთან არის მოზრდილი ტბა ამავე სოფლის დასახელებით ხოდა ჩვენც იქით გადავუხვიეთ:
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
აქ უკვე კარგათაც ინათა და ტბის დანახვისთანავე ტბაზე კაი მრავლად შევნიშნეთ იხვებიც მარა რათგინდა? ყველა შუაგულ ტბაში დაცურავდა ნაპირს არცერთი არ ეკარებოდა, ცდა ბედის მონახევრეაო და ჩვენც ვცადეთ მაინც იღბალი, აკაკიმ ანკესებიც ჩაუშვა დროის დაუკარგავათ ჩვენ ნავი გავბერეთ და ჩვენმა ახალმა მეგობარმა გიორგიმ ინსტრუქტაჟიც ჩაგვიტარა ნავით წყალში როგორ უნდა მოვქცეულიყავით.
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
გადავწყვიტე ბედის ცდა და ყველასგან დამოუკიდებლად მარტომ შევბედე ნავით ტბაში შესვლა, უნდა ვაღიარო ცოტა წვალების შემდეგ ავუღე ალღო თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი ნიჩბებთან და შედეგიც მალე გამოიღო ჩემმა მონდომებამ, ერთი წრე შემოვუარე ახლომახლო ლეშქაშებს და დავბრუნდი უკან ნაპირთან, ჩემდა გასაკვირად ძალიან სასიამოვნოცკი გამოდგა ტბაში ნავით სეირნობა,
https://radikal.ru
https://radikal.ru
მარა ჩვენი ძირითადი მიზანი, იხვი და თევზი ჯერ კიდევ მიუღწეველი იყო და დავატყეთ აქაც არ გვქონდა მაინცადამაინც დიდი შანსები, იხვები 200-300 მეტრზე ახლო არ გვიშვებდნენ გაშლილ წყალში და ზედ დართულზე ანკესები რომ დაინახა ერთი მწყემსიც მოვიდა გაკვირვებული აქ თევზს რაუნდა შვილო ეტყობა პირველად ხართო, თევზი თუ გინდათ წალკაში ჩადითოოო. ჩვენც ავიბარგეთ, ეს გაბერილი ნავი აკაკის მანქანაზე დაუჩუტავად დავაკარით და საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად გავემგზავრეთ,
ხოდა აი აქედან დაიწყო ჩვენი მარცხიანი ნადირობაც!!!
გიო თავის მანქანით წინ მიდიოდა უკან აკაკის მანქანით მივყვებოდით ჩვენც როცა ჩემდა ჭირად (უფროსწორად გიოს და გიოს მანქანის ჭირად) ტბის ნაპირას ლეშქაშებში ორი იხვი შევნიშნე, აკაკიმ ესევე გააჩერა მანქანა და ვინაიდან თოფი მარტო მე მქონდა მზათ (აკაკის თოფი შალითაში იდო) ჩემი თოფი აკაკის მივეცი რომ ჩემთვის მოუხერხებელი იყო მარჯვენა პოზიციიდან სროლა, აკაკის 2 თუ სამი ახლო მანძილზე აცდენის შემდეგ (ის იხვიც წერას ყავდა ატანილი აშკარად) იხვი ისევ ადგილზე დარჩა არ გაფრენილა, მხოლოდ დაყვინთავდა და ისევე იქვე ამოდიოდა მალევე სადაც ჩაყვინთავდახოლმე, ისევ მე ვცადე ჩემივე თოფიდან სროლა, პირველი აცდენის შემდეგ მივხვდი რომ თვალის ზომამ მანძილი მომატყუა და მესამე წერტილზე ავუწიე სამიზნე, ბახ და რამდენიმე გაფართხალების შემდეგ ამობრუნდა ეს ჩვენი მყვინთავი იხვუნია და თეთრი მუცლით ამობრუნებულმა დაიწყო წყალზე ტივტივი!!! რაციაზე ვახარეთ უკვე კაი მანძილზე წინ წასულ გიოს პირველი ნანადირევი და ვთხოვეთ გაჩერებულიყო დაეცადა ჩვენთვის ვიდრე წყლიდან გამოვიტანდი იხვს.
კი დავიხადე და ვცადე ამ დაჭაობებულ ნაპირზე შესვლა მარა მკერდამდე რო ჩავეფალი ჭაობში მივხვდი შეიძლებოდა იმ იხვივით მეც იქ დამედო სამუდამო სასუფეველი და უკან ამოვბრუნდი, კი გვეზარებოდა მარა სხვა რა გზა იყოდა მოვხსენით გულდაგულ გამოკვანძული ნავი აკაკის მანქანის სახურავიდან, მარა ჰოი საოცრებავ ნიჩბები კაპუტ!!! გიოს ჩაუწყვია თავის მანქანაში, ისევ გადავეცით რციაში ნიჩბები მოეტანა ჩვენთვის და ამაობაში გვარიანად ამაკანკალა, გახურების და მინიმუმ სურდოს აცილების მიზნით 2-2 სახარება კიდევ ცავცხეთ მედა აკაკიმ, გიოც მობრუნდა ამასობაში და ნიჩბები მოგვიტანა, იხვი მოიკითხა აბა სადააო და იქით გავახედეთ საითაც გვეგულებოდა მარა ვაი!!! სადაა იხვი???!!! არადა ვიდრე გიო მოვიდოდა 10-15 წუთი ამობრუნებული თეთრი მუცლით ტივტივებდა წყალზე, არ შევეპუე და მაინც ნავით დიიიიიდი წვალებით შევაღწიე ამ აჭაობებული ნაპირიდან შედარებით ცოტა წყლიან ადგილას სადც იხვი მეგულებოდა, კაი ხანს ვეძებე, ვეძებე, ვეძებე მარა ფაფუ იხვი, სად გაქრა და როგორ ვეღარ გავარკვიე გზა და კვალი!!! რაღაც ვიზავდი? შევეგუე მარცხს და გამოვბრუნდი უკან. დავაკარით ისევ ნავი კაკაის მანქანას და გავაგრძელოთ გვინდა გზა წალკისკენ მარა.... !!!! გიომ გასაღებს ვერ ვპოულობო!!! ყველა ჯიბე რომ ამოვატრიელებინეთ და მერე ტვითონ გიოც ამოვაბრუნეთ და ისე ვიქნიეთ თავდაყირა და არაფერი არ გადმოუვარდა გასაღების მსგავსიცკი, მივხვდით გზაში ამოუვარდა სადმეო და ოთხივემ გავუყევით იმ გზას რაც გიომ ნიჩბების მოტანისას გამოიარა ჩვენსკენ. მოკლედ დაახლოვებით 5 საათის მანძილზე თვითოეულმა ალბათ იმ დღისით 10-10 კილომეტრი მაინც ვიარეთ ეს გზა წინ და უკან, წინ და უკან მარა იმ იხვივით ცამ ჩაყლაპა ის გასაღები თუ მიწამ ვერაფერი ვერ გავარკვიეთ. გადავწყვითეთ "ზამოკის" ჩამოშლა და "პერემიჩკით" დაქოქვა მანქანის მარა კუკუ!!! ისე საგულდაგულოდ ჩაურაზია გიოს წამოსვლის წინ მანქანა ბუზიცკი ვერ შევაფრინეთ მანქანაში რომ კარები გაეღო შიგნიდან, რომელიღაცამ დაიძახა მავრთულიო მარა იმ ტრიალ მინდორში მავრთულის გარდა ყველაფერი ვიპოვოთ, დავაჯექით აკაკის მანქანას და ბარეთში ჩასვლა გადავწყვიტეთ მავრთულისთვის!!! გზათ ფერმა შემოგვხვდა და იმის ღობეს მოვატეხეთ საჭირო ზომის მავრთული და დავბრუნდით უკან, ბევრი წვალების შემდეგ წკაპ და მოედო კბილი საკეტს!!! არის გაიღო კარები და ცოტა გვეშველათქო ვიფიქრეთ, ვეცი ატვერტკით ჩამოვყარეთ "ზამოკის პროვოდკები" მარა ნწ-ნწ-ნწ!!!! არაფრით არ უნდა გიოს თეთრას დაქოქვა, რააღარ ვეხვეწეთ დავანამუსეთ კაი ბენზინით ყელის ჩაკოკლოზინებასაც დავპირდით მარა კახურ ვირზე ჯიუტი გამოდგა ეგ ოხერი!!!
გადავუღეთ სურათები ამ ჩამოშლილ "ზამოკს" და ვაიბერზე გადმოვუყარეთ თბილისში ხელოსანს და...
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
ამ ხელოსანმა სუმთლა ცივი წყალი გადაგვავლოოოო, ეგო ჩიპიანი გასაღები ყოფილაო და ვერაფრით ვერ დაქოქავთ ევაკუატორი გინდათოოოო!!!
რას ვიზავდით? ჩავედით წალკაში, ერთ ახლობელს ვთხოვე და გვიშოვა ევაკუატორი, მეორე დღისთვის შევუთანხმდით და დავბრუნდით უკან გიოს გაჯიუტებულ თეთრასთან. უკვე ჩამობნელდა კიდეც და დავიწყეთ ვახშმის სამზადისი:
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
იმ ღამით კაი გვარიანი ქეიფი მოვცხეთ, აკაკის კახური რქაწითელი ძალიან მოუხდა მწვადს და...
მეორე დღეს ვიდრე ევაკუატორი მოვიდოდა (4 საათზე შევითანხმეთ) მაინც გადავწყვიტეთ ერთი მანქანით ჩავსულიყავით წალკის ტბაზე, საჭირო აღჭურვილობა გადმოვაბარგეთ აკაკის მანქანაში და წავედით, იქ ცოტა უფრო იღბლიანი დღე გვქონდა და...
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
მოკლედ ბევრი რომარ გავაგრძელო თბილისიდან დაგვირეკეს ეგ ჩამოშლილი ზამოკის ნაწილები გამოგვიგზავნეთო, ახალ გასაღებს გავჩარხავთ დაგიპროგრამებთ მაგ ზამოკზევეო და ისევ უკან გადმოგიზავნითო, დააყენებთ და დაიქოქებაო. ევაკუატორს გავუუქმეთ გამოძახება და ერთი დღე კიდევ გადავწყვიტეთ დარჩენა, მე და გიო წავედით ავიღეთ ეს ნაწილებიც და კარავ სპალნიკებიც გამოვიყოლეთ, ჩავედით წალკაში და გამოვაგზავნეთ თბილისის მარშუტკით ის ნაწილები, დავბრუნდით ისევ ტბაზე სადაც აკაკიმ და გიმ დაჭერილი კარასები დაგვახვედრეს და ის ღამეც წალკის ტბის თავზე ტყეში გაშლილ კარვებში გავათენეთ.
მეორე დილას ადრიანად გავუტევით ტყის ნაპირებს მე და გიო იქნებ რამე შემოგვეფათერაკოსო, მარა რამოდენიმე შაშვის და ჩხიკვების მეტი ვერაფერი ვნახეთ. აი სოკო კი დავკრიფეთ ოხრათ მარა ცნობა არცერთმა არ ვიცოდით, სურათები გადმოვაგზავნეთ ისევ სოკოს "ექსპერტებთან" და ამათმა ზუსტი და უეჭველი დასკვნა გადმოგვიგზავნეს: ორი ვარიანტიაო, ან მოგწამლავთ ან არაო!!! გადავწყვიტეთ ისედაც იღბალი არ გვწყალობს ეს დღეებიო და ბედთან ძაან არ გვეყომარბაზა!!! არადა ეს სოკო იყო ადგილები ტყეში სადაც 100-120 მეტრიანი ბილიკებიცკი იყო უწყვეტათ სოკოთი სავსე, შეგვეძლო მეშოკები აგვევსო იმდენი ვნახეთ.
აი მესამე დილით კი გიომ როგორც იქნა კაი შორ მანძილზე მოინადირა იხვუკა ამჯერად უკვე აღარ ვენდეთ ერთ შედეგიან გარტყმას და "კანტროლკაც" დაახალა ყოველი შემთხვევისთვის, მარა შესვლა ვერ გარისკა თვითონ და ისევ მე მომიწია წყლიდან ნადავლის გამოტანა,
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
ამასობაში მოსაღამოვდა და ის დაშლილი ზამოკი ახალი გასაღებიანად ჩამოგვივიდა უკან, ვეცით სასწრაფოდ დავაყენეთ მარა.... გიოს თეთრამ როგორც წინა დღეს გაფშიკა ფეხები ისევ ისე ჯიუტად გააგრძელა უარზე ყოფნა, ვეცით ტელეფონებს ავაფეთქეთ ელეკტრიკებიც მარა შედეგი ნული!!!
მოგვიწია ისევ იმ ევაკუატორის მოძებნა, მარა ამაღამ ვერაფრით გიშველით დილაზე მოვალოოოოო,
ის ღამეც ბარეთის ტბასთან გავათენეთ ნაქანაში...
მეოთხე დღეს როგორც იქნა დავუდეთ ევაკუატორზე ეს გაჯორებული "ეშმაკის მოგონილი" და წამვჩაკჩაკდით თბილისს, მივაღწიეთ ელექტრიკამდე და ზუსტად 10 წამში დაქოქა მანქანა!!!
სიგნალიზაციის ბლოკზე მიაჭრა ორი შნური ერთმანეთზე გადაგრიხა და დაიქოქა!!!!
საბოლოოთ კაი გვარიანი წვალება კი გამოგვივიდა მარა მაინც მშვენიერი რელაქსაცია იყო!!! იძულებითი 4 დღე მარა მაინც...
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
პ.ს. ხო, კიდევ გუშინ მოვასხედით გიოს თეთრას ბიჭები და კაჭრეთში გავსქურეთ ქედნების "მოსაკითხათ" მარა ეტყობა თავიდან არ იცოდა და გზაში რო გაიგო მანქანამ ისევ სანადიროთ მივყევარო უკვე ადგილამდეც აღარ მიგვიყვანა, ზედ ჩაილურის წყალთან გაფშიკა ფეხები და შეუღონდა გული!!! ძველი გამონათქვამი აგვიცხადა და მართლა ჩაილურის წყალი დალია პირდაპირი მნიშვნელობით!!!
გუშინაც ევაკუატორით ჩამოვაბრძანეთ უკან, ხოდა გიო ხო ხედავ რო ნადირობაზე ელეთმელეთი ემართება მაგ მანქანას და ბარემ თავიდანვე ევაკუატორი ვიქირავოთხოლმე და იმით ვიაროთ სადაც წავალთ, რაღას ვწვალობთ ან ჩვენ და ან ეგ მანქანა?
aleqsa
კაი ხანია ესე არ მიცინია. შენ ისე წერ კალმით უნდა შოულობდე ლუკმაპურს.
koba1973
aleqsa
aleqsa
მშვენიერი რეპორტია
დაღლილი, მაგრამ ნასიამოვნები სახეები გაქვთ
aleqsa
მართლა შედევრია!!! საინტერესო ფაქტებით და კარგი იუმორით. ფოტოებიც კარგად ასახასვს თქვენს თავგადასავალს.
მადლობა რეპორტისთვის, კარგად გავერთე.
ფაქტიურად ყველაეფრი აკეთეთ რაც კი შეიძლებოდა
aleqsa
მადლობა ბიჭებო. გაიხარეთ.
კიი ზურა მართალიხარ, ბოლო ორი გასვლაა ფორტუნა მართლაც "კუკუზნაკით" დაგვიდგა მარა კარგი გულიანი ხალხის და ჯიგარო ძმაკაცების წყალობით მაინც მშვენიერ და ლამაზ მოგონებებს ტოვებს ეს დღეები!!
იმედიმაქვს მომავალში იღბალიც შემოგვირიგდება და გაგვიღიმებს?!!
aleqsa
აბა იხვი? იხვი არ ვიცი მაგრამ წალკის კარჩხანაზე გემრიელი მე არ მიჭამია არსად, ჯერ ბუნებამ მომნუსხა ბავშვობიდან ალპური ზონები უფრო მხიბლავდა პლიუს 3-4 ტბა ერთმანეთთან ახლოს ხო საოცნებოა თევზაობის მოყვარულისთვის ერთზე არ მოვა თევზი გაირბენ უცებ მეორეზე, იმ თათარმა მწყემსმა ზუსტად ასე მითხრა: (ჯერ სიგარეტი და 16 კალ. ვაზნა მთხოვა) "ბიჩო, რათა აქა თევზაობ? ცად ბეშთაშენში იქ ბევრ გარასя"
aleqsa
რეპორტმა გაასწორა თავიდან გამახსენა დეტალურად ეს დღეები
იხვი არა იხვი მაგარი იყო ერთი მაგ თეთრ მანქანას კაი სურათი გადაუღეთ რა ჯანდაბაა დაცინახო მაგარი ნადირობა რო მოგიწყოთ
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services