ესეიგი ერთი კვირის უკან მომიწია დაბაძველში წასვლა ძმაკაცთან სტუმრად.მანამდე წაღვერში ვიყავი და ჩემი ახლადშეძენილი ფიშტოც კარგად გავტესტე. რათქმაუნდა ამჟამადაც AT 44-ი ჩემთან ერთად იყო. უფრო სწორად დაბაძველში ჩასვლის მიზეზიც უფრო ეს იყო. ჩემი ძმაკაციც ნადირობს ოღონდ გლუვით და დამირეკა ჩამოდი აქ იმდენი გვრიტები და ქედნებია ვერ გამოლევო. ცოტა საეჭვოდ დასაჯერებელი კი იყო მისი სიტყვები მაგრამ შარშან შევპირდი ჩასვლას და წავედი კიდეც.
იქ რომ ჩავედი მეორე დღეს იმ ადგილების საჩვენებლად წავიყვანე სადაც ვითომ უნდა ყოფილიყო ფრინველები. კაკრაზ მეორე გღეს სეზონიც იხსნებოდა. ნუ მივათვალიერ მოვათვალიერე ადგილები, მოვხაზე მარშუტი, დავადგინე ხელსაყრელი პოზიციები და მეორე დღეს დილის 6 საათზე დავგეგმე გასვლა ოღონდ მარტო. პნევმატიკას არ უყვარს ხმაურიანი ხალხი ძმაკაცი მისი გლუვით საპირისპირო მხარეს გავისტუმრე ხრიოკში სადღაც.სანადირო ადგილი სახლიდას საკმაოდ მოცილებული იყო სადღაც 2-3 კილომეტრი და სულ მაღლობზე უნდა მევლო თან ტყე იყო შერეული, უმეტესად ნაძვები იყო.
დილით დარეკა მაღვიძარამ 05:30-ე. ეგრევე ოპერატიულად ავიკაზმე, მოვიმარაგე საგზალი და გავემზადე წასასვლელად.
http://www.radikal.ru
გარკვეული დროის მერე ავაღწიე წინა დღის დაზვერილ ტერიტორიაზე. მივდიოდი ძან ნელ-ნელა და ირგვლივ ყველაფერს ვუსმენდი. (სმენას ნამდვილად არ ვუჩივი ) ესეიგი ფერდობს უნდა მოვქცეოდი ზემოდან რადგან იქედან იყო კარგი აბზორი ასევთქვათ. ამ სიარულში უცებ ერთ ხეზე რაღაც შეფრინდა. რა იყო უცებ ვერ დავინახე მაგრამ ხმა რომ ამოიღო ეგრევე ვიცანი ჩხიკვის ხმა. ნუ ახლა არვიცი სხვები როგორ უყურებენ ამ ფრინველის ხორცს მაგრამ მე ძალიან მომწონს და სიამოვნებით მივირთმევ.
ბარაკუდა ჰანტერი უკვე მიმწოდებლის წვერზე იყო გამზადებული, მოვწიე შევაყენე, ნელა მივიღე ბედუინის პოზა და ლაწ ...! ობიექტი დაეშვა, ერთი აიფართხალა და გაცერდა. არ ჩავსულვა ამოსაყვანად რადგან დავაფრთხობდი ფრინველებს. მერე ავიღე როცა მეორე პოზიციაზე გადავინაცვლე. სურათებზე წითლად მონიშნული რგოლები ის ადგილებია საიდანაც სანადირო ობიექტები მოიხსნა.
http://www.radikal.ru
დაველოდე ხუთი წუთი. არაფერი გამოჩელილა. ამოვიყვანე მონადირებული ჩხიკვი და ჩამოვჯექი ზედა ცანტრალურ პოზიციაზე საიდანაც თითქმის ყველა ხე ჩანდა იმ ფერდობზე. ცოტა წავიხემსე, წყალი მივაყოლე და თან გაფაციცებით ვუსმენდი ირგვლივ ყველაფერს.
http://www.radikal.ru
მალე გვრიტისმაგვარი ხმა მომესმა თითქოს და გადმოვდექი ზემოდან. ამ პოზიციიდანაც ორი გვრიტი იქნა მონადირებული მარგამ დიდი დრო დაჭირდა ლოდინს.
http://www.radikal.ru
მერე ფრინველებმა მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლეს. ჩხიკვებმა შემამჩნიეს და ჩხავილით თან გაიყოლიეს ყველა. წავედი აბხოდში ჩემს შერჩეულ მეორე ფლანგზე. გზადაგზა ბუჩქებშიც იყვნენ ფრინველები ამოფრენა რომ იციან უცებ ისინი შავი ფერის რომ არიან და ყვითელი ნისკარტები რომ აქვთ ნუ მათზე არ მისვრია რადგან ისინი კანონით ხელშეუხებლები არიან და გავაგრძელე გზა.
http://pix.ge/
ესეც მეორე პოზიცია. აქედან იქნა მოხსნილი ორი მიზანი. ძირითადად მიწევდა სროლა 30- 40 -50 მეტრზე. ბარაკუდები ძალიან კარგად მიფრინავენ ჩემი ლულიდან შორ მანძილზე. მოხვედრისას კი ისმოდა გახეთქვის ხმა, თითქოს პატარა ბუშტი რომ გასკდება ეგეთი რა. ბარაკუდა ჰანტერები ცნობილია თავისი გამანადგურებელი თვისებით მაგრამ ხანდახან ძალიან ზედმეტად უარყოფითი შედეგები ქონდა. რამოდენიმე გვრიტი მთლიანად გამოფატრა.მოხვედრისას მუცლებს უხეთქავდა პირდაპირი გაგებით. თუ გექნებათ სურვილი ერთერთი გვრიტის სურათს დავდებ რაც მაგ ტყვიამ უქნა.
http://pix.ge/
ამის მერე მესამე პოზიციაზე გადავინაცვლე, იქაც ორი ობიექტი მოიხსნა. იქ მოჭრილი მორის ქვეშ ვიჯექი და ვიყავი ჩასაფრებული.
http://pix.ge/
ერთი სიტყვით ჩემი ატ-44 ით ძალიან კმაყოფილი ვარ. ესარის რომ მოდერატორი სიგრძეს უმატებს და მოუხერხებელია ცოტა ბარდებში და ბუჩქებში. მომავლისთვის ბულკათი უნდა გადავაკეთო.
http://pix.ge/
ესეც ნანადირევი. მართალია ყველა გვრიტი არაა, ჩხიკვებიც არის თან კარგად მოზრდოლები. სულ 12 ცალი იყო.
http://pix.ge/
ბოლოს კი " ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა"
იმ დღეს ეგრე დასრულდა ნადირობის ამბავი. მერე კიდე იყო გასვლები და ბარაკუდები პირნათლად ასრულებდნენ თავის მოვალეობას
http://pix.ge/
ეს კოლუმბიის ტყეებშია ხომ გადაღებული ნარკოდილერებს დასდევდი აშკარად
კარგია კარგია, ასე მეგონა ახლა სადმე ხიშნიკი და შვარციკაც გაეძრობიან მეთქი
sekurifa
ესეიგი შენი რეპორტების კითხვას სანამ დავიწყებ სურათებს რომ გადავათვალერებ მგონია რაიმე ბოევიკია
sekurifa
მშვენვრად გიტარებია დრო, გილოცავ
ერთი ვერ გავიგე:
sekurifa
შენ გაიხარე
ცოტა გაიღვიძა ფორუმმა.
გილოცავ სეზონის გახსნის პირველ სრულ რეპორტს. იმედია სხვა მონადირეებიც არ დაიზარებენ და დადებენ თავის ამბებს.
ზურა იარაღზე კომუფლირებული ქაღალდი გქონდა შემოკრული?
მალადეც სეკურიფ .... კაი ნამუშევარია )))))
საღო ძალიან მაგარია შეხამებული ხარ მაგ ტყესთან. ნანადირევიც მაგარია, ეს 12-ი და სხვა მრავალი
მაგრად გინადირია !
ყოჩაღ სეკურიფ მაგარი კაცი ხარ! მაგარი ვიდზე ხარ პირველ სურათში!
ვა რამაგარი რეპორტია :| რატომ აქამდე არ ვნახე?!
მართლა საღოლ, კარგი ნამუშევარია ნამეტნავად კარგად გავერთე სურათების თვალიერებით
საღოლ ზური ჯან. კარგი მსროლელი ხარ ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი. 1 კვირაში ჩამოვალ სოფლიდან და ჩვენს მიერ გუშინ შერჩეულ ადგილებში გავაჯაზოთ.
CHICO30 -- ეგ უეჭველი უნდა მოხდეს თან ხვალ ახალ ოპტიკას ჩავიხუტებ
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services