მე დიდი მზარეული არ ვარ, მაგრამ ხშირად მიყურებია თუ როგორ ამზადებენ ნანადირევს და მეც არაერთხელ მომიზადებია ნანადირევი.
აქ დავწერ ჩემთვის ყველაზე გემრიელ რეცეპტს.
სასურველია სანამ ამას ყველაფერს დაიწყებდეთ დაურეკოთ თქვენს მეგობრებს
ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ ნანადირევი კურდღელი.
ასეთი სახით ვკითხულობთ რეცეპტს
დააა ვემშვიდობებით კურდღელს
(არ დაგავიწყდეთ, რომ მონადირება შეიძლება მხოლოდ სანადირო მეურნეობაში)
რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა გავასუფთავოთ ნანადირევი,
შემდგომ უნდა ჩავდოთ ჯამში და შევუშვიროთ გამდინარე წყალს, სასურველია თუ გამდინარე წყალში დავტოვებთ მთელი ღამით ვინაიდან დარბილდეს ხორცი და გაცილდეს სისხლი.
შემდეგ ვიღებთ ამ გაწკრიალებულ ხორც და ვჟრით პატარა ნაჭრებათ,
ვიღებთ 4 თავ საშუალო ზომის ხახვს, ვჭრით წვრილ ნაჭრებათ და ვხრაკავთ ზეთში სანამ არ შეწითლდეაბა,
ხახვი შეწითლდება თუ არა და ვაყრით ზევიდან დაჭრილ ხორცს, ვამატებთ 250 გრამ კარაქს და 200მლ წითელ ღვინოს.
ვაყენებთ ნელ ცეცხლზე.
პეროდულად ვუჭყიტინებთ, რომ არ დაგვეწვას
რომ შევატყობთ ხორცი თითქმის მომზადდა (ვსინჯავთ ხორცს) ვამატებთ 0.5 ლიტრ გატარებლ ცოცხალ პომიდორს და ისევ ნელ ცეცხლზე და ვაცდით სადღაც 20 წუთს, რომ იდუღოს.
შემდეგ ვამატებთ მარილს, შავ პილპილს და ცოტა წითელ პილპილს.
სულ ბოლოს კი ვამატებთ დაჭრილ მწვანე ხახვს არომატისათვის.
გახსოვთ დასაწყისში გირჩიეთ მეგობრებს დაურეკეთ მეთქი,
ხოდა თქვენ და თქვენი მეგობრები დაჯდებით და ისიამოვნებთ ამ უგემრიელესი კერძით.
ilariona
არ გინდა მერე რო ეს ყველაფერი ლაივში გააკეთო??
TAMPLIER
ეეე, რამდენი კურდღელი მოვამზადეთ იმდენი სურათების გადაღება დამავიწყდა და ახლა არ მაქვს სურათები.
მერე კიდევ გავალამაზებ ამ თემას
ახლა გამოჩნდა, კაროჩე რა ამ რუსულ ჰოსტებს არ დაეხსნებით? ბლოკადაში გვაქცევენ
ისე, შინაური კურდღელი, მთლიანად აცმული 2 შამფურზე, მარილი და ცოტა აჯიკა! ვატრიალებთ ნელნელა ნაკვერჩხალზე დაბრაწვამდე და..... ნიამ ნიამ არის ესაც!
monadire.
monadire.
ja_ja
დაგიშალათ ვინმენ თქვენი რეცეპტების დადება?
ოღონდ ცოტა გააფორმეთ და ისე.
სურათზე მე კერძის გემოს ვერ ვხვდები რომ არ მოგატყუოთ , live-ია საჭიროა
geojorjika
ისე თქვენ მგონი სისხლისგან კარგად დაცლილ ცხოველებს მიირთმევთ არა?
კურდღელს უხდება ბლომად სთაფილო და ცხიმად გამდნარი ''სალა''
ეხლა არ დაიწყოთ გარეულ კურდღელს სტაფილო ცოცხალს არ უჭამია და ქვაბში რად უნდაო
ხვალ მეც დავწერ ჩემებურ, ანუ წაკითხულ რეცეპტს. მომზადებული მავს და მაგარია
iorama
ilariona
მეგობრების შემთხვევაში ჩაციებული ათიანი გამოგრჩა, (წითელი)
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services