ესეიგი დღეს სამსახურიდან გამოვედი და სახლისკენ ზღვით წამოვედი თან ჩემი ახალი ზ.დ.პ-ს ჰატსან 95-ის გასინჯვა მინდოდა , გულიოს გუნდი დაფრინავდა ზღვის პირას , ჩავედი მანქანით და დაახლოვებით 15-25 მეტრში 3 გასროლა გავაკეთე 3-ივე მოვინადირე
გავასუფთავე, ამოვაჭერი მხოლოდ გულ-მკერდი , გავრეცხე კარტოფილი
წავუსვი მარილი, შავი წიწაკა და ერბო, ცალ ცალკე გავახვიე ფოლგაში და შევუშვი 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 45 წთ (მეგონა ნაკლები დასჭირდებოდა მაგრამ კიდევ აიტანდა ერთი 5-7 წუთს)
შემდეგ ვიყიდე კონსერვირებული შამპინიონები , მოვთუშე ერბოში და დავუმატე სლივკები , როგორც კი შესქელდა გამოვრთე ცეცხლი
საბოლოოდ გამოიყურებოდა ასე და იყო გემრიელი
მოკლედ ასე
მშვენიერი ნადავლია
geojorjika
ოხ მოკლედ რა ამდენი წელი გავიდა და მხოლოდ 2 წინადადებას და 10 სურათს დებ ხოლმე
რაიმე სულიერი საზრდოც მოგვეცი რა
P.S. მოდერი რას შვება ბუნებაში?
აი რას შვება ცოლის მოყვანა ახლა ამას ნადირობა კი არ უნდოდა, უბრალოდ ცოლმა ფინანსების რესურსი ამოუწურა და მოუწია კაცს საზრდოს მოპოვება
ilariona
და ბავშვი რო გაუჩნდება ჯიხვზე წავა ?
koknar
არა, მერე ანკესების გაყიდვას დაიწყებს
ilariona
გადი მიდი მოდი
ja_ja
ებიჭო პიესა კი არ დამიწერია , უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია მოვახდინე
მოდერს რაც შეეხება მშვენიერია , მარტო რკინის ხმა ისმის , პროსტა დიდი ეს შობელძაღლი ვერც ერთ შალითაში ვერ ჩავტიე
ვახ შენ გაიხარე როგორც ჩვენ გაგვახარე! ძლივს ერთი ნადირობის რეპორტი შეემატა ფორუმს. მალე მეც დავალაგებ რამე რუმეებს. მაგას ჰქვია: გემრიელად მიირთვი.
ვა geojorjika კარგად მოგიმზადებია მონაპოვარი, ორიგინალურად მოდერიც კარგად მოგირგია თოფზე და კმაყოფილი ხარ თოფის სიძლიერით სიზუსტით? ოპტიკა ხომ კარგად დგას რა არ ურევს? ზ.დ.პ.-ეს მუღამი მაინც სხვაა
sekurifa
რავიცი მშვენიერია ჯერ ჯერობით არ ვუჩივი, მოდერი მუშაობს იდეალურად, მარტო რკინის ხმა ისმის
ჯერ ერთი ჰაჩიკა 95 კარგი იარაღია. მერე მეორე ესაა ქედნები არ იშოვებაო?
ბრავო გეო. კარგი ნანადირებია. ისე მანქანით მიპარვა ბევრად მარტივია.
ჩვენც მანდ დავბოდიალობდით გუშინ და შეიძლება კი ავუარეთ გვერდი ერთმანეთს.
ჰაჩიკაზე ჰაერის ზამბარა გიყენია?
ძალიან ზუსტია ჰაერის ზამბარით. ერთი ჯაჯასაც ასროლინე 30-40 მეტრში ვერ შეკრავ ჯგუფებსო რო იძახდა თავად გასინჯოს.
სათაურად დაწერა ქედანი გულიო,თორემ თემაში კი დაწერა გულიოს გუნდს წავაწყდიო))))),ის ედგეს ჯანდარაზე ვერა ვნახე ეგ ქედანი თორემ დიდი სიამოვნებით დავყრიდი სურათებს მაინც,ისე ერთი ცალი ვნახე და ვერ დავმალავ თუმცა ეგა სხვების მონადირებული იყო გლუვით.
კაკა გაზაფხულზე ვეცდები გადავუღო ნახნავებში გუნდებს სურათი. ამ ზამთარში ვიცი რო მოვინადირებ კიდე ბლომად თუ წავედი კახეთში.
მე უბრალოდ არ მიყვარს ქედნის ხორცი მირჩევნია ჩხართვი ზამთარში.
CHICO30
მოკლედ რა მაინტერესებს ხალხნო და ჯამაათნო... მტრედისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელზე წერია, რომ არიან გადამფრენი ფრინველები და თბილ ქვეყნებში მიეშურებიან და რაგაც თბილისს არ ეხება მგონი ეს ყველაფერი
არ წამიკითხია, მაგრამ მაგარი სურვილი გამიჩნდა ვინ და სად დაწერა ეგეთი რამე
ყურით მოვიყვან უბანში და რავიცი რამდენი წლის დანაკვირვებს ვაჩვენებ რომ ოხრად არიან ზამთარზაფხულ ჩვეულებრივი მტრედები უბანში, ახლა ქედანი ვერაზე არ ამოდის, ასე ვთქვათ სოფლელი ვარ და ვერაზე გოიმივით კოფეს გულისთვის ხომ არ ავფრინდებიო
რაღა სამტრედიას მიაწყდი სავსეა შენი საშრობის აივანი მტრედებით. რა ნახა ეს ჩემმა თვალებმა. გამოდიხარ ზურას აივანზე და 3 მეტრში გვერდით აივანზე გნიასია ხოლმე მტრედების. სად უნდა იაროს მაგან სანადიროდ რად უნდა :დ
იფ იფ, მშვენიერი!
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services