მოკლედ რატომ გავხსენი ეს თემა , როგორც ვხედავთ სპიმა-ს ჩამოყალიბება გვიანდება , ამიტომ მაქვს იდეა ჩამოვაყალიბოთ რაიმე კლუბის მაგვარი , ისეთი როგორც ოჩოპინტრეა , ესე მგონია რომ ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს კლუბები და შმდეგ ეს კლუბები გაერთიანდეს ასოციაციაში, იგივე Jah-იც თუ იქნება კლუბის წევრი მე გამიხარდება მაგალითან ეს სულაც არ უშლის ხელს სპიმა-ს ჩამოყალიბებეში , თორემ უკვე ხულიგნებივით დავდივართ და ვერც ვერფერს ვერ მოვითხოვთ და გავატრაკებთ სამთავრობო უწყებებთან , ჩვენ ყველას გვინდა რომ დაშვებული იყოს :
1.პნევმატიკით ნადირობა
2.ოპტიკური სამიძნით ნადირობა (თუნდაც მხოლოდ პნევმატიკაზე)
3. .177-ზე მეტი კალიბრის დაშვება ( თუნდაც გაფორმებით და სპეციალური ლიცენზიით)
4. იყოს FT შეჯიბრებები და არ აღვიქვავდეს ხალხი "კისტითოფიანებად"
ყველაფერს ამას სჭირდება საკმაოდ სერიოზული მიდგობა , სერიოზული ბრძOლა, ჩვენ თუ არ გავაკეთებთ ამას სხვა მითუმეტეს არ გააკეთებს, იმისათვის რომ რაიმე სახის მოთხოვნა (თხოვნა) წავუყენოთ იმათ ვისაც ეს საქმე ხელეწიფება (აუფ რა სიტყვა მომაგონდა ) , ჩვენ უნდა გვქონდეს რაიმე ოფიციალური სახე თორემ ესე 5 როჟა შეიკრიბა და რაღაცას ატრაკებენ და მაიმუნობენო იტყვიან. მოკედ ეხლა ცოტა დემაგოგიასავით გამომდის მაგრამ რა ვქნა
ჰა რას იტყვით დროა ვიფიქროთ კლუბის ჩამოყალიბებაზე თუ არა?
დრო არის კი არა გადავცდით მგონია.
გავიდა ეს ზაფხული, არა და მინდოდა ოცნებებში რაიმე ერთი შეჯიბრი მაინც ჩატარებულიყო, მარა სადააა
0.22-ზე საერთოდ ხმას აღარ ვიღებ, ისედაც ყველას გვტკივა ეგ თემა.
Jah
კი გარნას იდეა იყო GAC (Georgian Airguners Club) მემგონი მშვენიერია
ჰა მაშIნ დავიწყოთ რა არის საჭირო კლუბის ჩამოსაყალიბებლად? რისთვის უნდა ჩამოვაყალიბოთ კლუბი? რა უნდა ვაკეთოთ შემდგომ?
ეს კი ვიტოს დაწერილი პოცედურებია რომელიც ოჩოპინტერს სასტავმა გაიარა კლუბის ჩამოსაყალიბებლად]
მოკლედ გინდათ მხოლოდ და მხოლოდ 160 ლარი, 100 ნოტარიუსს და 60 საგადასახადოს პირველადი რეგისტრაციის ბაჟი
არავითარი წესდება აღარ არის საჭირო, ყველა სტანდარტია
მიზნებია მარტო საჭირო, ანუ ეცადეთ რომ მიზბი მოშნად დაწეროთ და კარგად ჩამოაყალიბოთ
ყურადღება მიაქციეთ იურიდიულ სახელს, ზუსტად გადაწყვიტეთ რა გინდათ, აირგან, ს.პ.ი.მ.ა, თუ რაც იქნება ის, ანუ სახელი სრულად უნდა შედგეს, მაგალითად ჩვენი არის
"საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ეს სახელი თავის ბრჭყალებიანათ არის სახელი, ანუ მთელი წინადადება, თქვენც ეგრე მოგიწევთ როგორღაც
ყურადღება მიაქციეთ რომ იყოთ "არაკომერციული (არასამეწარმეო) კავშირი, თორე საგადასახადოსთან მოგიწევთ ხშირად აჩოტების ჩაბარება
დამფუძნებლებს რაც შეეხება ეგ ცალკე თემაა და ცოტა კაპრიზნი, ოჩოპინტრეზე მაგალითად ძალიან ახლო ურთიერთობაა და
ზაოჩნა სუფრაზე და ზეპირ შეპირებებზე ვაგვარებთ და მაგრა გვეხმარება და ამის გამო მარტო 2 კაცზე გავაკეთეთ, ანუ
რატო ვთქვი ეს: რაც ნაკლებია დამფუძნებლები მით უკეთესია, ნაკლები ვალაქიტა და პროცედურები იქნება საჭირო, მაგალითად 5 კაცი რომ იყოთ და
რამე გადაწყვეტილება იყოს მისაღები ყველა უნდა შეიკრიბოს, შეწუხდეს, ან საქართველოში რომ არ იყოს? მოკლედ გადაწყვეტილებას ვერ მიცემთ იურიდიულ
სახეს ყველას გარეშე, ხოდა როგორც საქმეს აჯობებს ისე მოიქეცით, მე გირჩევთ რომ დააფუძნოთ 2 ადამიანმა, მაქსიმუმ 3, წევრებს რაც შეეხება და მოადგილეებს ეგ მერეც შეგიძლიათ გააკეთოთ და რამდენიც გინდათ იმდენი გახადოთ
რაც შეეხება წესდებას, მე მგონია, რომ სწორად ეს არის პირველ რიგში შესაქმნელი... და არა საგადასახადოსთვის, არამედ კლუბის ყველა წევრისთთვის. რომ დაფუძნებამდე ყველა პოტენციალურმა წევრმა გაიზიაროს ის პრინციპები, საკითხები და მიზნები, თუ რისთვის ყალიბდება ეს საზოგადოება.
მე გირჩევთ, ამ საქმის ყველა აქტიურ მონაწილეს, მოიფიქროთ, წესდების თქვენი მოდელი, და შემდეგ განიხილოთ და აირჩიოთ ის რომელიც იქნება მისაღები თქვენთვის.
ეს არის გასაკეთებელი პირველ რიგში, და მერე უკვე ოფიციალურ საკითხებზე გადასვლა.
ზედმეტ აქტიურობაში არ ჩამითვალოთ , უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა, და მეტი არაფერი.
geojorjika
მგონი ვურევთ რაცხას.
ასოციაციას კანონმდებლობა იცნობს, ხოლო კლუბს როგორც ასეთს არ სცნობს. შესაბამისად მიჩნდება კითხვა რაფერ ვარეგისტრირებთ კლუბს???
კლუბი უფრო თვითმოლაპარაკების საკითხია, ერთი აყალიბებს კლუბს თავისი წესებით და მისი მიმდევრები უერთდებიან მას.
შეუLძია უნომრო ბეჭედი დაამზადოს და ასე შემდეგ. რაღაც არამგონია მანჩესტერ იუნაიტედის კლუბს სამართლებლივი სტატუსი ჰქონდეს არის ორგანიზატორთა ჯგუფი, ალბათ ფინანსულ მხარდაჭერას უწევევ ვინმე, აი ფინანსების შემთხვევაში უკვე რეგისტარცია საწიროა, მაგრამ არა სრტატუსით კლუბი, არამედ რაიმე არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსით. რაცხა ენ-ჯეო თუ ქინძობა რომ ჰვია ალბათ რაღაც მაგდაგვარის პონტში თუმცა იურიდიულად ეგ ნიუნსები არ ვიცი.
ყოველ შემთXვევაშI შენ რაც ჩამოწერე ეგ არის მგონი ასოციაციის დაარსების წესები და არა კლუბის.
ja_ja
კაცოუუუუ ოჩოპინტრე კლუბად დაარეგისტრირეს ასოციაციათ კი არა
geojorjika
გამიხარდა ეს საკითხი ისევ რომ აგორდა
ja_ja
ასოციაცია ცოტა ფართე მცნებაა.....
მოდით მე გეტყვით საუკეტსო ვარიანტს და ნაბიჯ ნაბიჯ მიყევით,
ეხლა პირველ რიგში დაიწყეთ კლუბის მიზნებზე მუშაობა, ანუ გააკეთეთ მიზნების სია, მერე გეტყვით შემდეგ ნაბიჯს........
Jah
გიო ჩემი თხოვნაა სპიმას განყოფილებასთან ახალი განყოფილება შექმნა და დაარქვი GAC, ეს ტემაც იქ გადაიტანე,
დანარჩენზე იქ ვილაპარაკოთ
გაიხარე გიო
ჰა აბა რა 10. 25 და 50 მეტრიანი მიზნების გარდა სხვა რა მიზნები გავქს/ დავიწყოთ ჩამოყალიბება?
მაიცა მიზნებიდან იწყებ ჩამოყალიბებას?
ნუ მიზნებს ოფიცილაური ბენჩრესტისას დავყრი მაგალითად წესით ეგენი უნდა გვაინტერესებდეს ჩვენ.
მოკლედ აგერ 25 იარდიანი http://airgunbenchrest.com/pdf-files/airgun_benchrest_full_target.pdf (ერთერთი ამერიკული კლუბის რათქმაუნდა), ასევე შეიძლება იმავე კლუბის წესების გამოყენება ბაზისად, როემლზეც ჩვენი დაშენდება ჩვენი რეალობიდან გამომდინარე:
http://airgunbenchrest.com/Rules-Section-1
http://airgunbenchrest.com/Rules-Sections-2-3
ასევე აქვე დავძენ უმეტესობა კლუბში სროლა მიმდინარეობს გარკვეული დროის მანძილზე, გარეთ (ანუ ღია სივრცეში) ეს არის 30 წუთი, ხოლო დახურულ შენობაში ეს არის 20 წუთი
იქვე ერთერთ pdf-ში ვნახე შემდეგი საინტერესო ინფო:
2008 Club Sanction Fee $20.00 ანუ წლიური გადასახადი კლუბში (შეიძლება ჩვენთან ამდენი არ იყოს, ან მეტიც იყოს, მაგრამ რაღაც თანხა აუციელბელია საორგანიზაციო ხარჯებს ასაგროვებლად)
ასევე Official AirGun Benchrest Rulebook $3.00 რაც არ უნდა სასაცილო იყოს წესების წინგნი ფასი ღირს (არა ელექტრონული არამედ ნაბეჭდი)
Targets $37 per 100 - 100 ცალი დაბეჭდილი სამიზნე ამათთან ღირს გარკვეული ფასი, მე თუ მკითხავ სწორია, იმიტომ რომ ოფიციალური ბენჩრესტის სამიზნეები A4-ზე არ ეტევა , შუალედური ზომაა A4-სა და A3-ს შორის, შესაბამისად ყველას მისი ამობეჭდვის შესაძLებლობა არ ექნება, კლუბის მეპატრონე თუ მოახერხებს დაბეჭდვას (მაგალიტად სტამბაში),და თუ იქნება მსირველი ივარჯიშოს შესაბამის სამიზნეებში სროლაში ქეც უნდა გადაიხადოს თანხა.
ნუ იდეაში ეს ყველაფერი გადასათარგმნია და მოსარგებია ქართულ რეალობაზე
სამიზნეების დაბეჭდვას რაც შეეხება - რაიმე საშიში და ვაი ვუი არ არის, უბრალოდ სტამბაში უნდა დაიბეჭდოს და რაც მტავარია ცოტა მკვრივ ქაღალდზე, არანაკლებ 150 გრამიანისა, რათა ნატყვიარები კარგად ჩანდეს (ცარცის ქაღალდი და ეგეთი ქაჯობები სულაც არაა საჭირო, მოყვითალო ქაღალდიც ქავა, თუმცა ყევლა შეჯიბრებაზე მხოლოდ თეთრი ქაღალდები მაქვს ნანახი).
ამასთან ერთად აგერ დავდებ ბრიტალუნი ბენჩრესტის სამიზნეებს, იდეაში ეს უკვე ცეცხლსასროლის დისტიპლინებია, 50 და 25 იარდიანი, მაგრამ შეგვიძლია ჩვენებურად გადავაკეთოთ
http://www.benchrest22.org
http://www.benchrest22.org/competitionInfo_files/Benchrest22PostalAirGunRulesRevision3_009.pdf
http://www.benchrest22.org/officialtarget_files/BRTarget25.pdf
http://www.benchrest22.org/officialtarget_files/BRTarget50.pdf
http://www.benchrest22.org/officialtarget_files/UKBR22SummerFunshoot.pdf
http://www.benchrest22.org/matchtools.htm, ოღონდ ჯერ მუსაობის მურამი ვერ გავიგე
დამატებითი ბრიტანული სამიზნეები
http://www.benchrest22.org/officialtarget_files/25YardFlyShootTarget.pdf
http://www.benchrest22.org/officialtarget_files/50MeterFlyShootTarget.pdf
და ბოლოს
http://www.louiscandell.com/pdf/targets/, მართალი გითხრად ბევრი მათგანი მარაზმია, მაგრამ ზოგიერთის ამორჩევა და მითუმეტეს იდეის აღება იმისათვის რომ ნორმალური გააკეთო შეიძლება
რავი კიდევ რა ინფო დავდო
ja_ja
geojorjika ანუ ამიგო,
მოგესალმები და კიდევ ერთხელ მოგესალმები.
კიდევ ერთხელ დაგისვამ შეკითხვას, რატომ ინგლისურად და არა
ფრანგულად ან ლათინურად? ქართული ენა გვეხამუშება?
თუ დღესვე საზღვარგარეთ მივდივართ შეჯიბრზე და ვინმე
აეროპორტში ვერ წაიკითხავს ქართულ აბრავიატურას ?
თუმცა ამ შემთხვევაში გრაფიკულად სრულდება ქვესტრიქონი
ე.წ. подстрочник-ი ინგლისურ ენაზე.
შემდეგ, თუ გვყავს ვინმე ბოლნისიდან, ქუთაისიდან თუ მოკლედ,
არა თბილისიდან? თუ კლუბს აარსებ, დაარქვი თბილისის პნევმატური
იარაღის საზოგადოება ან რამე მაგვარი. ჟორჟიკ, ეს გიგანტომანია
უნდა მოვიშოროთ რა... ჯორჯიან ემპაერ სთეით ბილდინგ პრეზიდენტ
ვორლდვაიდ მენეჯმენტ ჰოლ ვორლდ ფაკერს ასოსიეიშენ
მოდით ბარემ სახელებიც გადავირქვათ და გვარებიც გადავიკეტოთ რა
ახლა სერიოზულობას რაც შეეხება, ჯერ მისახედია ჩვენი PR-ი და დახოცილი ჩიტები თუ
გქვეწარმავლები მოსაშორებელია ყველა კუთხე კუნჭულიდან
(გარდა ჯა-ჯას და დავითუსას კომპეტენტური და სასარგებლო რეპორტ-სექციების)
ეს იმჰო!
ja_ja
აუ ჯაჯ არ გამაგიჟო შენ მართლა ქაღალდის სამიზნეებზე ვლაპარაკობდი გეგონა?
geojorjika
პირველ რიგში... ეს განყოფილება ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს, ყველა დარეგისტრირებულისთვის, მხოლოდ აქტიური წევრებისთვის... ჩემს აზრს მერე დავაფიქსირებ, ეს საჯარო განხილვის საკითხი არაა !!!
იმჰო!
Davitus
ოკეი გადაიტანეთ დახურულში და განვიხილოთ იქ
სო ვათ? :mellow:
სო ვათ? :mellow:
მოკლედ, ეხლა ყველა პოსტი ვერ წავიკითხე დაღლილი ვარ, მაგრამ რაღაც რაღაცეები წავიკითხე და რათქმაუნდა გეთანხმებით იურიდიული სახის მიღებასთან დაკავშირებით
ყველა თანახმაა დახურულზე??????
მე ტანახმა ვარ, უცხოს ეს არ ეხება და ვინ აქაურები ვართ დახურულში წვდომა ყველას გვაქვს , ასე რომ გაუშვი დახურულში
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, რა დახურულში ტო,
კიმაგრამ რატომ? იმის მერე რაც ეს იდეა გაჩნდა
საქმე გახდა საზოგადო, ამიტომ კატეგორიულად გთხოვთ
არ დამალოთ ეს თემა, რა გინდათ ვერგავიგე,
დახურული კლუბი ვის რა ჯანდაბათ უნდა,
ან რა არის დასამალი, ან კიდევ აქ რამდენი ადამიანია
და შეიძლება კონკრეტულად ეს იდეა მოეწონოს და
რამე დახმარებაც გაგიწიოთ, ან არგუმენტი თქვით ან
კიდევ ნუ ამბობთ ამას....... ისედაც ცოტანი ხართ და საერთო
გინდათ რომ ჩაკეტოთ ეს საკითხი? მე სერიოზული
გამოცდილება მაქვს და ამ ეტაპზე მართლა არ გირჩევთ
ამის გაკეთებას...........
ja_ja
სამიზნეები რა საჭიროა, წესდებაში შესატან მიზნებზე ილაპარაკეთ კაცო..
vito
რატომ ძმაო და ამიტომ
vito
კარგი ბატონო მაშინ რითი დავიწყოთ?
რა მიზნები შეიძLება ქონდეს ჩვენს კლუბს? მე ცოტას რაც გამახსენდება დავწერ რაც შემეშლება თქვენ შემისწორეთ და დაამატეთ თქვენი აზრი
1. პნევმატური იარაღის პოპულარიზაცია საქართველოში და მისი სწორად გაგება (ანუ გააზრება რომ ის სათამაშO არ არის და არც "კისტის თოფია " )
2.პნევმატური იარაღით შეჯიბრებების მოწყობა ისეთი როგორიც არის FT ,HFT ,BR და ასე შემდეგ
3.კანონმდებლებთან კონსულტაციების გაწევა იარაღის კანონში ცვლილებების შეთანის თაობაზე რომ დაშვებული იყოს .177-ზე მეტი კალიბრის პნევმო იარაღის ბრუნვა
4. კონსულტაციები კანონმდებლებთან პნევმატური იარაღით და ოპტიკური სამიზნით ( თუნდაც მხლოლოდ პნევმატიკაზე) ნადირობის დაშვების და გარკვეული ცხოველ-ფრინველთა სახეობების და მათი მოპოვების წესების და ვადების განსაზღვრის შესახებ.
5. გასვლითი უფასო დახმარება ფერმერებს და სათესი სავარგულიების მფლობელებს მავნე ნადირ-ფრინველთა გასანადგურებლად ე.წ. Pest Control
6.............. რაც გამახსენდება კიდევ დავწერ
თქვენც მოამატეთ
geojorjika
ნუ წვალობ უკვე დაწერილი მაქვს და სიტყვას მოგახმარ
დახურულში ის დახოცილი ჩიტები და ქვეწარმავლები გადაიტანეთ კაცო, ეს თემა დატოვეთ სუფთა ჰაერზე
სადაც გინდათ იქ იყოს ოღონდ ჯანსააღი აზრწები და განხილვა გვჭIრდება და შემდეგ მოქმედება , მარტო ლაპარაკი და კამათი არაფერს უშველის
geojorjika
და ვირფასო საოგადოებავ, რომელიც ესწრებოდა მე6 და მე7 გასვლას,
მაშინ ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ იქნა წესდების ხედვა, რომელსაც
უკვე რამოდენიმე თემაში ვნაყავთ. საჭიროა ამ წესდების არა გამეორება
არამედ შევსება ანუ დასამატებელია მუხლები, რომლებიც არავითარ
შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს.
1. იარაღის მოპყრობის კულტურის ამაღლება
2. უსაფრთხოების ტექნიკისათვის საჭირო უნარჩვევების განმტკიცება და
გა8იარება.
3. სპორტული და გასვლითი ღონისიებების ჩატარება.
4. პნევმატური იარაღის პოპულარიაცია ჟანსაღი და შემეცნებითი დროის ტარების მი8ნით
უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
5. ურთიერთობების დამყარება სხვა ქვეყნების ანალოგიურ სა8ოგადოებებთან გამოცდილების
გაცვლა/გა8იარების მი8ნით.
6. ნადირობის კანონების და წეს-ჩვეილებების პატივისცემა/დაცვა.
7. სასოფლო-სამეურნეო სექტორისათვის მავნე ფაუნის წარმომადგენლების საწინააღმდეგო
ღონის8იებაში მონაწილეობა.
8. ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისადმი რაციონალური და ფრთხილი მოპყრობა.
9. პნევმატიკური იარაღით ნადირობის კულტურის შემოღება და მომდევნო ამაღლება.
10. თეორიული და პრაქტიკული ცოდის ამაღლება იარღის კონსტრუქციული თვალს8რისის კუთხით
11. ცოდინისა და გამოცდილების გა8იარება საკანონმდებლო და სამართალდამცავ
ორგანოებთან თანამშრომლობისას.
12. საკანონმდებლო პროცესში კონსულტაციების გაწევა პნევმატიური იარაღთან დაკავშირებულ
საკითხებში.
აი ეს პირველი 12 საკითხი, რომელიეც ადრე ვისაუბრეთ, ახლა კი დავამატოდ ვის რა მოუვა თავში...
Gigabyte13
ყველაფერი გადასარევია 1005-ტ გეთანხმები და მხრას გიჭერ, ოღონდ გეხვეწები ზ-ს მაგივრად რვიანების წერას შეეშვი
ჰა აბა რა შეიძლება კიდევ დავამატოთ? რავიცი მე რაც მინდოდა მეთქვა ის გიგამ უკვე ჩამოაყალიბა . აბა სხვებს რაიმე ჩკვიანური იდეები გაწუხებთ?
იცი, იგივე მითხარი რაც კაცს, რომელიც კოჭლობს და ეუბნები:- ასე უცნაურად რატომ დააბიჯებ მეგობარო?
ის კი კპასუხობს, ფეხის მაგივრად პროტ8ი მაქვს და იმიტომ ვერ დავდივარ შენ მოსაწონად
უბრალოდ აი რამოდენიმე დღეა სახლის კლავიატურა8ე ეს ეს დედაარღნიანი - 8 არ მუშაობს...
ბორჯომი გადამექცა.
მართადლია, აბა რას დაამატებთ მეგობრებო? არა და გული მიგრ8ნობს ერთი 8-10 მუხლი თუ პუნქტი ქე დაგვხატავდა...
Gigabyte13
ისე 12 კარგი რიცხვია, მიყვარს 12, წარმატებულია
და აქვე ერთი პატარა კითქვა მაქვს GAC (Georgian Airguners Club) ეს ყველაფერი ქართული ინიციალებით როგორ იქნება?
ზემოთ კი წერია სათაურში "ს.ა.კ. (G.A.C.)" მარა ს.ა.კ.-ის აზრს რაღაც ვერ ჩავწვდი
Der Rote Baron
ja_ja
მერე გამოვა T.A.C. "თაკ" ("ტაკ") და ვიღაცას ეგონება თაკოების ფანები არიანო ან ტაკოებისო
ja_ja
100% გეთანხმები თბილის8ე!
და ქართული საერთოდ რა საჭიროა მაი ფრენდს?!
ვოთ 8ე ფაკინგ ლენგვიჯ დო ვი ჰევ, ვოთ 8ე ფაკ დუ ვი ნიდ ით?
ლეტს რაით ინ ინგლიშ ენდ სტოპ 8ის ანტიანთ ანიუსფულ ბულშით?
დუ იუ ეგრი ვი8 მი, ჰა?
მაშინ შემდეგ შეხვედრაე ვისაც რამდენი ქართული წიგნი ჩაგეტევათ
ჩანთებში, მოვიტანოთ და დიდი კოცონი დავანთოთ!
საერთოდ გავაქროთ დედამიწის ურგიდან ერთი 15-განი უნიკალური
დამწერლობა და გადავიდეთ ლათინურ8ე თუ კირილიცა8ე?
და გადავირქვათ პაპა ჩვენების სახელები ჯორჯრბად, დევიდებად,
არჩიბალდებად, ჯოსფებად და ბარემ გვარებიც გადავიკეტოთ.
მგონი ყველა მიხვდა, რომ მე სარკა8მით ვწერდი?
აჰა
რაც გინდათ ის დავარქვათ კაცო რას ბრაზდებით ვერ გევიგე მე , მე კი არ დავიჩემე გინდა თუ არა GAC-ი დავარქვათ მეთქი უბრალოდ საკმაოდ ლამაზად, ლაკონურად , ვიზუალირადაც ლამაზად და საერტაშორისო ენაზე ჟღერს და თუ არ მოგწონთ მაშინ თვქენ თქვით რამე , მე მოხარული ვიქნები პირიქით თუ ქართული იქნება აბრევიატურა და თან ვიზუალურადაც კარგი , ასაგები და ლაკონური .
ეს ჟორჟიკ, მე არ მომწონს, ჩემი პირადი პო8იციაა...
ვნახოთ პიპლი რას იტყვის
Gigabyte13
ძალიან კარგი ნუსხაა
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=503&view=findpost&p=11685 გადახედეთ აბა რას იტყვით. ანუ სულაც არაა სათაური გინდათუარა აბრევიატურისგან შედგებოდეს.
იმ არგუმენს არ მივიღებ თითქოსდა GAC-ი თუ სპიმა იქნება უფრო უხსნის მკითხველს სახელის შინაარსს. უცხო მაინც ვერ გაიგებს და განმარტება მაინც დასჭირდება.
მოკლედ სახელის განხილვაზე გადავედით იქეთა თემაში. ვინც ტანკშია და ვერ მიხვდა - დააჭირეთ ჩემს მიერ მოყვანილ ლინკს მაუსი. ვოტ!
მაშინ მე გადმოვწერ გიგას მიერ დაწერილ მიზნებს და ჩემს მიერ ჩამატებულ ციტატებს (სიტყვებს) გავამუქე და თუ მისაღები დამეტანხმეთ ან უარი მითხარით
1. პნემვატურ იარაღთან მოპყრობის კულტურის ამაღლება
2. უსაფრთხოების ტექნიკისათვის საჭირო უნარჩვევების განმტკიცება და
გაზიარება.
3. სპორტული გასვლითი ღონისიებების ჩატარება.
4. პნევმატური იარაღის პოპულარიაცია როგორც აქტიური დასვენების და ჯანსაღი ცხვორების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
5. ურთიერთობების დამყარება სხვა (რაიონების, ქალაქების) ქვეყნების ანალოგიურ საზოგადოებებთან გამოცდილების
გაცვლა/გაზიარების და ერთობლივი სპორტული შეჯიბრებების მიზნით.
6. ნადირობის წესების, ვადების და ტრადიციების პატივისცემა/დაცვა.
7. გასვლითი აქციები სასოფლო-სამეურნეო სექტორისათვის მავნე ფაუნის წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღების მიზნით.
8. ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისადმი რაციონალური და ფრთხილი მოპყრობა.
9. პნევმატური იარაღით ნადირობის კულტურის შემოღება ,მისი განვითარება და სპორტული ნადირობის ერთ-ერთ სახეობად ქცევა.
10. თეორიული და პრაქტიკული ცოდის ამაღლება იარღის კონსტრუქციული თვალსზრისით
11. ცოდინისა და გამოცდილების გაზიარება საკანონმდებლო და სამართალდამცავ
ორგანოებთან თანამშრომლობისას.
12. საკანონმდებლო პროცესში კონსულტაციების გაწევა პნევმატიური იარაღთან დაკავშირებულ
საკითხებში.
რატომ ჩაკვდა ეს თემა?
არ ვიცი რატომ არ ვიღებთ ხალხნო ხმას? დავიკიდეთ კლუბი? კიდევ უნდა გავაკეთოთ კლუბის ლოგო და კეპებზე და მაისურებზე გადავიტანოთ და ამით ვიაროთ ხოლმე გასვლებზე
რა გაცოცხლება უნდა თუ არავინ ხმას არ იღებს.
ვინ ითავებს წამყვან ძალას? თუ ოჩიპინტრეს კეპკები და ბარათები მოგეწონათ ეგ რათქმაუნდა კაია და მაგის გაკეთება დიდი არაფერია, მაგრამ დალშე?? მარტო კეპკები ხომ არაა საქმე?
დალშე რა ხდება?
გამოვაცოცხლოთ, გამოვაცოცხლოთ, ტაკ შემდეგ გასვლაზე უკვე უნდა გვქონდეს ყველაფერი თავმოყრილი, რა დონემდე ვართ მისული და სად ვართ, სახელი შევარჩიეთ ბოლო-ბოლო? წესდება გამზადებულია? ისედაც ცოტანი ვართ აქტიური წევრები და მივხედოთ ამას დროულად, ხალხიც ალბათ იმიტომ არ გვიერთდება, არასერიოზული ხალხი ვგონივართ
მე რასაც დამავალებთ ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ მთლიანად ვერ ვითავებ ყველაფერს, მაგის ტრაკი დროის პონტში ნაღდად არ მაქვს
ყველაზე კაგი რჩევაა ფული წამოიღეთ და შეკრიბეთ, მაგითი დაიწყება ყველაფერი.........
წესდება გვაქვს, ეხლა დარჩა სახელი, ნუ იყოს თუნდაც "საჰაერო იარაღი" აღარ მახსოვს ეს ვარინტი ვინ წამოაყენა, მოკლედ უკვე აღარ მაინტერესებს რაც გინდათ ის ერქვას მთავარია საქმე წინ წავიდეს
მოკლედ დავიღალე რა ამ უაზრო კამათით რა დავარქვათ, ესე ვარგა ის არ ვარგა, რა საჭიროა ამდენი პროფესორობა და აბრევიატურების ბრახა-ბრუხი , მარტივად და გენალურად იყოს ყველაფერი არ ჯობია "პნევმატური იარაღის მსროლელთა კლუბი" ერქვას ესე და მერე თუ არ მოგეწონებათ გადაარქვით კაცო რა პრობლემაა , შეგვიძლია მონადირეც ჩავამატოთ სათაურში აი ესე :
პნევმატური იარაღით მსროლელთა და მონადირეთა კლუბი
რადგან თავს ვერ აბავთ ვერავინ ამის გაკეთებას , დაასახელეთ პირონება მინიმუმ 2 კაცი და მეტი არც არის საჭირო ვინც უდნა ჩამოაყალიბოს ეს კლიბი და დანარჩენები იქნებიან წევრები , შემდეგ ის ორი პიროვნება ვიტოსთან გაივლიან კონსულტაციებს რა და როგორ უნდა გააკეთოდ , ამასობაში წედებას გამოვაცხობთ და ეგ არის რა , მთავარია დავრეგისტრირდეთ და დანარჩენს მოევლება მერე
ველოდები გამოხმაურებებს ,ჯერ ვთქვით ვის გინდათ რომ გაერთიანდეთ ამ კლუბI და მერე დავიანგარიშებთ იმ თანხას რომელიც იქნება ტავიდან დასადები რომ დარეგისტრირების ხარჯები ავანაზღაუროთ 160 თუ 180 ლარია , შემდეგ გავხსნით სადმე ბანკშI ანგარიშს და გვექნება საკუთარი ფონდი სადაც გვექნება ყოველთვიური საწევრო შნეტანები ნუ 5-10 ლარი თვეში ალბათ , რომელიც მოხმარდება კლუბის გასვლების დაფინანსებას და სხვა საჭიროებისამებრ თუნდაც ფილტ-ტარგეტის ციყვების, ყვავების და ა.შ. ყიდვას , შეჯიბრებების ტყივებით უზრუნველყოფას და ა.შ.
ველოდები გამოხმაურებებს.
geojorjika
ხარჯებში აუცილებლად შემოვალ. კლუბის წევრობა თუ აუციებელია ჯანდაბას, თუმცა პირველ ეტაპებზე არ მინდოდა არანაირ კლუბში გაწევრიანება.
geojorjika, პნევმატური იარაღით მსროლელთა და მონადირეთა კლუბი მშვენიერი სახელია!
რათქმაუნდა კლუბის წევრი ვიქნები, წესით აქ ვინც ვართ აქტიურები და რახან გვინდა კლუბის შექმნა ე.ი წესით გაწევრიანებაც უნდა გვინდოდეს,
მარა ის ორი კაცი ვინ იქნება? ვინც კლუბს ჩამოაყალიბებეს? ჯორჯიკ შენ რომ იყო? და 1 კიდე რავი ვინც გინდათ
geojorjika
ja_ja
მდა ეხლა სათავეშI(რასაკვირველია ფორმარულად და ბიუროკრატიულად . თრემ კლუბში ვერავის უფროსობას ვერ ავიტან ვერც მე ვერც ვერცერთი თქვენთაგანი ) ვინც იქნება ისენი თქვით.
ასევე დროა ვიფიქროთ ,ლოგოზე , როგორც ოჩოპინტრეს აქვს დაახლოვებით ისეთ კარტოჩკებზე კლუბის წევრებისათვის ,მაისურებზე , კეპებზე და ასე შემდეგ
geojorjika
ნუ კეპების და კარტოჩკების ამბის გაგება შემიძLია, ნაცნობი მუშაობს სარეკლამოში და გავარკვევ რა ფასად შეუძლია გაკეთება, მერე შევადაროთ სხვა წაყაროებს და თუ მისაღები იქნება....
წესდების აკრეფაზე ვინმე მუშაობს?
geojorjika
ja_ja
ოკ
ოხ თქვენ გენაცვალეთ! აი დაიქოქა საქმე როგორც იქნა რაა
ja_ja
vito
ja_ja
ანტაგონისტი ხარ შენ ბიძია
ჰაა დავხურო თემაა ??? :lol: :lol: :lol:
bazuka
წინ სვლა რომ იყოს, ჩაატარეთ კენჭისყრა, სხვადასხვა საკითხზე რაც გაქვთ დასამტკიცებელი.
და წინასწარ შეთანხმდით, რომ ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება...
მაგალითად პირველ რიგში, კენჭისყრით, აირჩიეთ კლუბის პრეზიდენტი... ცოტანი ხართ თუ ბევრნი, თავი უნდა იყოს ვინმე.
და მერე, ის ნდობით აღჭურვილი ადამიანი, ჩაატარებს კენჭისყრებს, სხვა საკითხებზე.
მოკლედ დღეს ძალინ მძიმე დღე მქონდა სამსახურში და მაპატიეთ ვერ მოვიცალე აქ შემოსასვლელად , ხვალ მიზნებს ჩამოვწერ და შევაწოროთ ერთად დავამატოთ და ამოვიღოთ რაღაცეები , კიდევ ველოდები დიზაინერებს ( გიგას ალბათ ) ლოგოზე რას შემოგვთავაზებენ , ხვალიდან დავიწყებ ამაზე მუშაობას
geojorjika
რას არქმევთ კულюბს?
კენჭის ყრა, ქვის ყრა, ლოდის ყრა და მერე მეტეორიტების ცვენაააააა
Gigabyte13
დროებით დაარქვათ ეს "პნევმატური იარაღით მსროლელთა და მონადირეთა კლუბი " და მერე თუ მაინც და მაინც შევცვალოთ , მთავარია დაარსება ვაღირსოთ
დაარქვით რაც გინდათ, მე ამ საქმეში აღარ ვერევი (როგორც იცი).
ლოგოტიპს კი გაგიკეთებთ
აგერ წერია მიზნები რომლების გიგას დაწერილია (ნუ ოდნავი კორექტივები მე შევიტანე ) და რა ჩავამატოთ კიდევ ან რა ამოვაკლოთ?
1. პნემვატურ იარაღთან მოპყრობის კულტურის ამაღლება
2. უსაფრთხოების ტექნიკისათვის საჭირო უნარჩვევების განმტკიცება და
გაზიარება.
3. სპორტული გასვლითი ღონისიებების ჩატარება.
4. პნევმატური იარაღის პოპულარიაცია როგორც აქტიური დასვენების და ჯანსაღი ცხვორების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
5. ურთიერთობების დამყარება სხვა (რაიონების, ქალაქების) ქვეყნების ანალოგიურ საზოგადოებებთან გამოცდილების
გაცვლა/გაზიარების და ერთობლივი სპორტული შეჯიბრებების მიზნით.
6. ნადირობის წესების, ვადების და ტრადიციების პატივისცემა/დაცვა.
7. გასვლითი აქციები სასოფლო-სამეურნეო სექტორისათვის მავნე ფაუნის წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღების მიზნით.
8. ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისადმი რაციონალური და ფრთხილი მოპყრობა.
9. პნევმატური იარაღით ნადირობის კულტურის შემოღება ,მისი განვითარება და სპორტული ნადირობის ერთ-ერთ სახეობად ქცევა.
10. თეორიული და პრაქტიკული ცოდის ამაღლება იარღის კონსტრუქციული თვალსზრისით
11. ცოდინისა და გამოცდილების გაზიარება საკანონმდებლო და სამართალდამცავ
ორგანოებთან თანამშრომლობისას.
12. საკანონმდებლო პროცესში კონსულტაციების გაწევა პნევმატიური იარაღთან დაკავშირებულ
საკითხებში.
ნუ ეს კალამბურია და მეტი არაფერი სხვა...
bazuka
რავიცი აბა , ძალიან მინდა .22 -ის და შვება და მაბოდებს უკვე
bazuka
ფორმაა ასეთი, მე ასე გირჩევ და თქვენი საქმე თვენვე იცით...
მაგას მეტი არაფრის ჩამატება არ ჭირდება, პრაქტიკულად ყველაფერია გათვალისწინებული
დალშე რას ვაკეთებთ?
Gigabyte13
რატომ ჩაჩუმდა აქ ყველაფერი???
მერე რათ ვერ ვხედავ
ვერც მე ვხედავ რა დავაშავე????!!! :P
TAMPLIER
norica_dragon
ადმინისტრაციულს ხედავნე მხოლოდ მოტერატორები და ადმინები.
ხოდა კიდევ დიდი ადმინი
უიმე რა უხეში ხარ რააა
TAMPLIER
გაოფებაზე უფრო უხეში ვიქნები
ასე რომ სიწყნარე იყოს კლასში
ოკ ჩუმად ვარ
მაგრამ დაუჩქარეთ ცოტაოდენ
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services