ჩემს მეგობარმა დამირეკა დგეს და მითხრა რომ თავის პნევმატიკაზე მიზანს ვრ ასწორებდა, უფრო სწორად არ სწორდებაო! დამაინტერესა რადგან ცოტაარიყოს გასაკვირი იყო. როდესაც ჩემთან მოვიდა და დავიწყე მიზნის გასწორება ლამის გადავტეხე ისე ამიშალა ნერვები ხო მართლა ლეგენდა პნემვო აქვს ჰატსან 125 დავშალე დგუში ჯანსაღია, ტუმბოს მუშაობაც შემამოწმე, ესევე ჯანსაღი იყო. მაგრამ 15 მეტრში დაახლოებით 20სმ-თი თამაშობდა ტყვია ანუ 15 მეტრში გარეულ ტახს (100კლ) ვერ გაარტყავდი რისი ბრალი უნდა იყოს? რაღაც პლასტმასის სამიზნე აქვს და ოდნავ ქანაობს ხოლმე, ეგ შეიძლება იყოს მიზეზი? თუ ზებგერითის ბრალია? მაგრამ ადრე სწორად მიქონდაო. რას მირჩეთ? იმის გარდა რომ გადასაგდები იარაღია იქნებ შედარებით უფრო პატარა პრუჯუნა გდაუყენოს რას იტყვით? თორე ისეთი დარტყმა აქვს რო ლამის ხელიდან მივარდებოდა
რა ტყვიებს ისროდით?
ღია სამიზნით ისროდით?
მაგის სამიზნემაც იცის მოშვება და ტყვიებიც მძიმე უნდა..
მაგრამ რაც არ უნდა ისროლო მე ნაღდად ვერ წარმომიდგენია მაგ ჰაჩიკათი რაიმე ჯგუფის გაკეთება
სოხას ჰატსანი რო ვისროლე ..არა რა..სროლის სურვილს დაგაკარგვინებს ტო
smekosmeko
დაანებეთ მაგ იარაღს თავი, არაფრის შეცვლა არ უნდა. ულტრამაგნუმ კლასის ზ.დ.პ.-ეა, ხოდა მაგისი საშველი ისაა, რომ აიღოთ ეგ თოფი, დაშალოთ, დეკონსერვაცია გაუკეთოთ ისე, როგორც საჭიროა (სილიკონის ზეთით და ტაოტით, ბევრგანაა აღწერილი რა და როგორ). პატარა პრუჟინა და ეგეთები არაფერ შუაშია.
ეგ ღია სამიზნეები გადააგრდოთ და რამე ლიპერსის ოპტიკა იშოვოთ (ტს პლატფორმაზე რომაა, ეგეთი)
და ბოლოს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ტყვიებს რას ხმარობს? მაგ იარაღში მძიმე ტყვიები უნდა იდოს. ულტრა მაგნუმები კროსმანისაგან, მძიმე ჯსბ, ბარაკუდები და ა.შ.
ერთი ვარიანტია კიდევ, თუმცა ნაკლებად სავარაუდო - ლუფტი გაუჩნდა თოფს. თო ჰორიზონტალურია, მაგას დაუჭერ ან ბოლო ბოლო ახალ შაიბებს დააყენებთ, მარა თუ ვერტიკალური ლუფტია, აი მად უკვე არარ ვიცი....
დამამკვრივებელი რგოლიც შეამოწმეთ, აი ტყვიას სადაც დებთ გარშემო რომ არის. ეგ თუ გაცვეთილია, შეიძლება თოფი მჭიდროდ არარ იკეტება და ლუფტი გაჩნდა მაგის გამო....
H&N Sport, Baracuda Power, 4,5 mm., 0,66 g-10,19 gr ამ ტყვიებს ვისროდი ღია სამიზნით. იარაღი მჭიდროდაა შეკრული ეხლა ვიყიდეო მაქს 2 კვირაა აქ ბევრგან წერია რომ ოპტიკებს შლის ძლერი უკუცემის გამო და უკუცემის შესასუსტებლად რაიმე საშუაება არ არსებობს? 15 მეტრში მთლიან თაბახის პურცელზე ვერ ჩავაჯინე ჯგუფები რა, ხან სად მიფრინავს ტყვია და ხან სად.
H&N Sport, Baracuda Power, 4,5 mm., 0,66 g-10,19 gr ამ ტყვიებს ვისროდი ღია სამიზნით. იარაღი მჭიდროდაა შეკრული ეხლა ვიყიდეო მაქს 2 კვირაა აქ ბევრგან წერია რომ ოპტიკებს შლის ძლერი უკუცემის გამო და უკუცემის შესასუსტებლად რაიმე საშუაება არ არსებობს? 15 მეტრში მთლიან თაბახის პურცელზე ვერ ჩავაჯინე ჯგუფები რა, ხან სად მიფრინავს ტყვია და ხან სად.
Jah
წეღან ავგნიშნე სხვა რომ 5წლიდან პნევმატური შაშხანით დავრბივარ მეთქი, რომც არ გინდოდეს მაინც ისწავლი სროლას ამ დროის მანძილზე (იჯ-ებს არ ვგულისხმობ ისიც მეწერა რომ ბევრი პნევმო შევიცვალე, ეხლა პსპ მაინტერესებს ძალიან ) გარე სამიზნით ჯგუფების გაკეთებას თუ შეძლებ 30-40 მეტრში (ჯგუფსაც გააჩნია ) მაშინ დამიჯერე იცი სროლა და ოპტიკით ბებიაჩემიც ახერხებს ხოლმე ისე ბაევოია არანაირი დიზელი არააქვს! ამოვწმინდე და სილიკონი აქვს მხოლოდ მანჯეთის კედლებზე. სამიზნე ოდნავ ქანაობს ხოლმეში ვიგულისხმე ის რომ ხელით როდესაც ოდნავ მიაწვები მაშინ ქანაობს (ნორმაში არუნდა ქანაობდეს!) ანუ ნადირობისას შეიძლება შემთხვევით მოგიხვდეს სამიზნეზე ხელი (ან რამე ) და გადაიწიოს. (ისე ეჭვი მეპარება ამით სანადიროდ წასვლას აპირებდეს ) რაც შეეხება ფანტომს, აქ ვიტყვი რომ ჯერ ჰატსან 125 გაისროლე და მერე ფანტომი რაღაც ფანტასტიკად მოგეჩვენება ეხლა მე ვერ ვზდევ მაგას ტყვიებზე რაც უნდა ის იხმაროს, კი ვურჩიე რამოდენიმე და იმედია გაითვალისწინებს ვერც გაყიდის, ნუ ვისაც ინტერნეტი აქვს ის "ფერადში" არ იყიდის ყველაზე იაფიანი მძლავრი იარაღია ჰატსან 125. მაგრამ + ყველაზე ნაგავი რკინის ნაჭერია და რკინის ნერვებს საჭიროებს
ჩემი ნაცნობის 125-ს მძიმე JSB-მ უშველა თან მაგრად. მანამდე ვისროდით მაგ გერმანულ ტყვიებს და ვერაფერი შედეგი ვერ მივიღეთ სანამ ჩეხურებს არ მივმართეთ.
სცადეთ სულ რაღაც 20 ლარად.ოღონდ ჯერ რაც უყანყალებს თვითონ თოფს იმეებს მიხედეთ
გაიხარე გარე სამიზნე მოვახსნევინე საერთოდ
მე მქონდა მასეთი თოფი. ყველაზე უაზრო ტყვიები როგორებიცაა ოზიტაი,მიქონდა 40 ნაბიჯზე უპრობლემოთ ღია სამიზნით.
არც ისეთი ნაგავია როგორც ბევრს ჰგონია. კროსმანის მძიმეებს მშვენივრად ისროდა. გაყიდვის მიზეზი მისი მაღალი ხმა უფრო
იყო ვიდრე უზუსტობა. გაფანტვის მიზეზი ლულის ბრალია ალბათ. ოპტიკის დაყენებას არ გირჩევ. დაშლის იმაზე მალე ვიდრე
გგონია. ეცადე ღია სამიზნით სროლა ისწავლო. მაგის ნორმალური ოპტიკა რამდენჯერმე ძვირი ეღირება ვიდრე თითონ თოფი ღირს.
მითხრა რომ ადრე ზუსტად სროდაო მიზანში დაახლოებით 1 კვირის მანძილზეო და მერე აირია და არ სწორდებაო. ეხლახან :ტისკში: ჩავაყენე ეგ იარაღი და ანუ ჯგუს ვერ აკეთებს (თოფი 100% მყარად იჯდა ტისკში) ძაან დიდ მანძილზე შლეს ტყვიებს, ლულის გაღუნა მეც ვიფიქრე მაგრამ არაპერზე მიმირტყიაო და არც დამვარდნიაო და რავი, აბა ესე არაზუსტად რატო ისვრის ვერ გავიგე. ლულაში ნალექები აქვს, სავარაუდოდ დამწვარი დიზელის, გავწმინდეთ და ცოტა მაიც დარჩა, ეგ შეუშლის ტყვიის სიზუსტეს ხელს? ძაან ოდნავ აქვს.
ეხლა თვალით შესამჩნევი არ არის ლულის გადაღუნვა და როგორ შევამოწმო ეგ? რითი უნდა გავწმინდო ლულა? ანუ რამე ზეთით? არის რაიმე ლულის გასაწმენდი სპეციალური საშუალება? ( + მე-2 საშუალება წითლად შეღებვა )
smekosmeko
მაგნუმ ზ.დ.პ.-ს ტისკებიდან ვერ დაგუფებაჯ. აზრი არ აქვს. სპეციალური თუ არ არის რა თქმა უნდა..... სპეციალურში კი იმას ვგულისხმობ, რომელიც საკამოდ ძვირი ღირს და თავისი სისტემა აქვს რელსების, თოფმა რომ იმოძრაოს უკან.
iorama
დაჯგუფება, მანდ კი დააჯგუფებ
ესეიგი ეხლა ჩარატარე ექსპერიმენი და ესეთი შედეგი მივიღე, სურათებს დავდებ ეხლა ტყვიის.
ტყვია ისე ვისროლე რომ მოხვედრისას არ დაზიანებულიყო! ლულაში არის შავი ნადები, სავარაუდოთ დიზელის ნამწვავია და ტყვიას დეფორმირებას აძლევს სროლისას, თითქმის იწურება ტყვია სროლისას და მგონი შესაბამისად ეგ არის იმის მიზეზი რომ ტყვია არათანაბრად მიდის და მიზანს სცდება მგონი მიზეზი გარკვეულია, მგამ ეხლა ყველაზე უარესი, ანუ როგორ მოვაცილო ეგ ნადები? მირჩიეთ რაიმე საწმენდი საშუალება, რაგაცეები კი ვცადე მაგრამ თითქმის მიმხმარია ეგ ნადები და ვერ მოვაცილე.
მმმმ, ლატუნის ჩოტკი, შესაბამისი კალიბრისათვის. გამხსნელიც შეიძლება, მარა მად უფრო თვითონ ტყვია იქნება გაგლესისი ზედმეტად...
ვნახე ეხლა მაგნუმის საიტზე
აქ მოცემულია ოპტიკური სამიზნის გასწორების პრინციპი ვისთვისაც საინტერესოა შეგიზლიათ გაეცნოთ...........http://www.arld1.com/
მიზნის გასწორება ოპტიკაზე ყველამ იცით რო საჭიროებს თოფის მყარ მდგომარეობაში ყოფნას რისთვისაც გამოიყენება სპეციალური მოცყობილობები(ბალიშები ტისკი და აშშ კიდე სხვა) მაგაზიებში მოწყობილობა რომელიც აიძულებს თოფს იყოს ფიქსირებულ მდგომარეობაში გირს საკმაოთ ზვირი მაქვს ხელნაკეთი ასეთი მოცყობილობა სახელი არ ვიცი რა ქვია მაგეებს ამიტომ მოდერს ვტხოვ ჩაასცოროს სახელით .......აუცილებლათ გადავიგებ სურათებს და ავტვირთავ არის ძალიან მარტივი გასაკეტებელი ძირითად თოფის დამჭერათ გამოიყენება პლასმასის მილების დასამაგრებელი...(ზ.დ.პ ზე ვხმარობ პსპ ზე არ ვიცი ტუ გამოდგება)საჭიროა 2 ცალი მილის სამაგრი ერთი სწორი ფიცარი სურატებს რო დავდებ აუცილებლათ დაცვრილებით აგიხსნით პრინციპს შესაზლებელია მოდერნიზებაც ტქვენი ფანტაზიით
giorgi05
ძაან მაინტერესებს!
ზ.დ.პ მაქვს პსპ სთან შეხება არ მქონია შესაძლებელია პსპ ზეც გამოდგეს
giorgi05
ეგენი როგორც წესი პცპ-ებზე უფრო გამოდგება.
ზ.დ.პ.-ებზე რარაც რთული კონსტრუქციისაა საჭირო, ატკატის მექანიზმებით და ათასი წვრილმანით.
სჰესაზლებელია გაუმჯობესება სად ერტი ტვინი და სად ბევრი ერტადისე რო კონდახთან სამაგრზე შეიზლება საბჯენის გაკეტება (ბრტყელი ხის უკან ზამბარებიტ ან რამე სხვა ვარიანტი)
რაგაც ქურთულათ დავწერე მაპატიეთ ანუ თოფი არის დაფიქსირებული სამაგრებით და უკუდარტყმის რეგულირებისათვის კონდახთან ფიცარი რო ქონდეს ზამბარის რეგულირებით(რო დაბრუნდეს უკუცემის მერე საწყის მდგომარეობაში)
სურათები დადე აბა
სურათი როგორ დავდო პატარა ინსტრუკტაჟს თუ ჩამიტარებთ
giorgi05
სურათები ატვირთე აი აქ: http://pix.ge/
სემდეგ ლინკებვი დაყარე სურათების ამ კოდში ჩასმული: [img] [ /img]
ამ დგეებში დავდებ თვითონ ჩემს მიერ დამზადებულ კონსტრუქციას გტხოვთ შეიტანეთ კორექტირება დაწერეთ თქვენი მოსაზრებები წინასწარ მადლობა ყველას
http://www.airgun.ge/forums/index.phphttp://pix.ge/x/a/i/g66j8/
http://pix.ge/x/b/e/6y0ws/ http://pix.ge/x/b/q/z7v6x/ http://pix.ge/x/a/b/7m8ei/
giorgi05
კონსტრუქცია წესით პცპ-სათვის უნდა გამოდგეს, კარგი ფიქსაციის მექანიზმია ოღონდ მოსაფიქრებელი.
აი ზ.დ.პ.-ზე კი თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ იმუშავებს.....
მე როგორიც დავამზადე არ აქვს სურათზე უკანა მხარეს რო დგას ფიცარი ანუ უკუდარტყმა რამაც უნდა დააკაოს ანუ ეს უბრალოტ მივუხატე რო მოვისმინო ტქვენი მოსაზრებები რიტ სჰეიზლება მისი ამორტიზირება (ზამბარით რეზინით ან სხვა.....)
ჰატსან 125 ზე შეიზლება ვერ იმუსშაოს ზლიერი უკუდარტყმის გამო მაგრამ შედარებით სუსტი ტოფებისთვის მგონი პრობლემა არ უნდა იყოს ასევე სას სისტემით აგცჰურვილი ტურქებიც არ იქნება პრობლემა რადგან უკუცემა საგრძნობლად შემცირებულია ახალ მოდელებზე ოდნავ აქვს .....ზ.დ.პ ებთან დაკავშირებით მინდა ცადოთ თქვენც თორე პსპ ბალიშჰებიტაც მშვენივრატ ასწორებენ
პლასტმასის მილების სამაგრი ელიავაზე გირს 80 თეთრი არის სტანდარტული ზომები ,სჭირდება თავზე ორივე მხარეს ოდნავ გაქლიბვა (ჩემ თოფისტვის დასჩირდა გაქლიბვა)და მთავარი თოფის ჩადების დროს აუცილებლათ ჩაფინეთ ნაჭერი
რავიცი, რავიცი... არა მგონია ესეთმა კონსტრუქციამ სასურველად ზუსტი შედეგი მოგცეს, თუმცა ნამდვილად წაგადგება
მე მაინც ამას უფრო ვენდობი:http://www.amazon.com/gp/product/B002P7YGE2/ref=ord_cart_shr?ie=UTF8&m=A19XE0CFLN81HP
აბა რას იტყვით?
მართლა მინდა რაღაც ამდაგვარი აგრეგატის ჩამოტანა და მოდი განვიხილოთ რა აჯობებს
ეგ ორი შპრიცი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთ-ერთი მიმაგრებულია სასხლეტთან, მეორე შპრიციდან ჰაერის ვაკუმს რომ მიაწვდი ის ნაკადი გახნის სასხლეტთან მიმაგრებულ შპრიცს და მოხდება გასროლა, ფაქტობრივად თოფთან შეხების გარეშე, ეს იმიტომ არის გაკეთებული რომ გამოირიცხოს თოფთან შეხების დროს მისი გადაადგილება, რაც მიზნის გასწორებაში ცდომილებას მოგცემს, ამ შემთხვევაში კი თოფს არანაირად არ ეხები, უბრალდ დაიჭერ ცალ შპრიცს და ჰაერს დაუტუმბავ და მოხდება გასროლა, გასაგებად ავხსენი?
აი ერთდროულად დაგვიწერია მე და გრიგოლს პასუხი : ))))))))) ოღონდ მე ცოტა რთულად გამომივიდა ახსნა
gela
გაიხარეთ
მაგაზე უფრო იაფად შეიძლება აქ გავაკეთებინოთ იგივე აგრეგატი თუ სადმე ნახაზებს იშოვი გრიგოლ და ის ამორტიზატორი როგორია რა სიმკვრივის თუ გაიგებ თორე შპრიცები ოხრადაა ჩვენთან ))
მთავარია ტოფი დამაგრდეს ნებისმიერ კონსტრუქციაში მყარათ და უკუცემამ არ შეუშალოს ხელი მიზნის გასცორებაში ტორე შპრიცი ექნება ტუ ცოცხი დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგას)
batia70
სწორედ რომ მარტო შპრიცი არ იქნება პრობლემა
დანარჩენი კი...
ვიცი რომ "სვარკა" და რკინა აქ უფრო იაფი დაჯდება, მაგრამ იმ ხალხს უდიდესი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და აქ ალალბედზე სიარული მოგვიწევს
თორემ ძაან ძვირი რომაა და თან წონა(ანუ ჩამოტანის ფასი) რომ გაითვალისწინო საერთოდ! მაგრამ თუ ამის მერე იდეალური( ნუ სასურველი) რეზულტატი გაქვს მაშინ .....
მე ვფიქრობ დახვეწა შეიზლება უბრალოთ საჭიროა მიზნის მისაგწევათ სხვადასხვა ვარიანტების გამოცდა ასევე დაინტერესებული ხალხის დახმარება თქვენი სახით .. გაკეთებით გააკეთებ არც ისე ზნელია მუშაობაშიც უნდა ივარგოს იმედი მაქვს ვამუშავებ ვნახოთ
მე მაქვს შეხება მაგ კატეგორიის ხალხთან ვინც მაგას ისეთს გააკეთებს რომ წუნს ვერ შეიტანთ (მაგ სურათზე რაცაა მაგის გამკეთებელს შეშურდება) უბრალოდ ძალიან თავისებური ხალხია და ბევრი იმისთანა დეტალის დაზუსტებას მოითხოვენ რომ გრიგოლ შენი თქმისა არ იყოს დიდი გამოცდილება გჩირდება პასუხი რომ გაცე თუ შეძლებთ რაიმე ინფორმაციის და ნახაზების მოპოვებას მაგას მე გავაკეთებინებ და გვექნება მითუმეტეს ძალიან მჭირდება ეხლა ეგ აგრეგატი
batia70
ძალიან კარგი!
მარტო მე გამოცდილება ნამდვილად არ მეყოფა, მაგრამ ხცებიც თუ დაინტერესდნენ, რატომაც არა?
მაშინ ახალ თემას გავხსნი
სანამ მაგას გავაკეთებთ მანამდის ვინ დამეხმარება ოპტიკის გასწორებაში ბენჯამინ ნიტროზე ქარხნული ოპტიკა
ეგ სამომავლო ამბავია რაც შეეხება ოპტიკის გასცორებას მოგიცევს სჰენიტ გასცორება თოფი როგორმე დაამაგრე მყარათ აიგე სამიზნე და ესროლე 3 ტყვია კარგათ შეამოცმე თოფი იყოს უზრავათ შემდეგ დაიწყე გასცორება ......შეგიზლია იუტუბზე ნახო როგორ ასწორებენ ოპტიკას სახლის პირობებში სტანოკების გარეშე ბალიშებით და ასე შემდეგ
სახლის პირობებში არ გამოვა, მაგხელა ოთახები მე არ მაქვს რომ ოპტიკა გავასწორო, ეზოში იმხელა ძაღლი მყავს არ დამანებებს ჩემს დანახვაზე სულ კარგ ხასათზეა და სულ მეთამაშოს უნდა
მაშინ მოკიდე ხელი თოფს და ბუნებაში გაისეირნე ტან სუფტა ჰაერსაც ისუნთქებ მიზანსაც გაასწორებ(ძაგლი სახლში დატოვე)
ამ სამი ოთხიოდ დღის წინ თანამშომელმა ჩამოატანინა აი ეს ოპტიკა,,UAG Tactical "QD" Quick Release 2.5-10x40 Dual Red and Green Dot'' რომელიც ამაზონზე 70 $ ღირდა, დავაყენეთ მის hatsan at44-10, ხოდა რის თქმა მინდოდა ამით, ფურცელზე სასროლად ბევრ ვერაფერს იზავს მაგრამ სანადიროდ მშვენიერია, და რატომ, ოპტიკა გავასწორეთ ერთი ტყვიაში და გეტყვით რა მეთოდით : )) ძალიან მეადვილა. სადღაც 40 მეტრში ჩამოვკიდეთ სამიზნე, (( თვითონ სამიზნე უცებ ვერ ვიშოვეთ, ამიტომ თაბახის ფურცელზე მარკერით მოვნიშნეთ რამოდენიმე წერტილი, შემდეგ ოპტიკის ჯვარი დავასვით იმ წერტილს და მოვახდინეთ გასროლა : ) ტყვია მოხვდა მარცხნივ მილდოტ ნახევარით და ქვემოთ სადღაც 3 მილდოტზე ოდნავ ნაკლები, მეორე გასროლაც იგივე გავაკეთეთ რომ გამოგვერიცხა სროლის დროს ხელის ცდმოლილება, და ტყვია თითქმის იმ ადგილას მოხვდა სადაც პირველი. შემდეგ ოპტიკაში გახედვით დავაფიქსირეთ ოპტიკის ჯვარი ფურცლის სამიზნე წერტილზე და ამ დროს ოპტიკაზევე დამონტაჟებული ლაზერი ტყვიის გაუსროლად, მინათებით გავასწორეთ ტყვიის მოხვედრის ადგილზე, ისე რომ გახედვის დროს ლაზერის სხივი უყურებდა ნატყვიარს, ხოლო ოპტიკა ქაღალდზე სამიზნის წერტილს, შემდეგ გაუსროლად ოპტიკაში შევიტანეთ კორექტირება სადაც ოპტიკის ჯვარი მივუახლოვეთ იმ წერტილს სადაც ლაზერი ანათებდა. ანუ რეალურად სადაც ტყვია ხვდებოდა.. აი სულ ეს არის, ძალიან ადვილად და ძალიან მარტივად, სანადიროდ ოპტიკის გასწორება, მასშივე ჩამონტაჟებული ლაზერის დახმარებით სულ რაღაც ერთი ტყვიით არის შესაძლებელი : )
http://www.radikal.ru
იარაღი თუ მკვდრად არ გქონდა დაფიქსირებული გინდა ლაზერით იყოს გინდა ულაზეროდ. და თუ იარაღს აფიქსირებ ტისკში ან რამე მაგდაგვარში მაშინ არ უნდა ლაზერი. დააფიქსირე იარაღი, ისროლე ტყვია და მონახვედრ ადგილზე დაასვი ოპტიკის ჯვარი კორექტირებით. ვსიო ესაა გასწორება 1 გასროლაში.
კარგი რა მინიმუმ 25 სხვადასხვა იარაღი მაქვს ეგრე განასწორები სხვადასხვა კალიბრების (ძირითადად გეკოები). პნევმატიკა სადღაც 8 თოფი. ტისკსა და კონდახებს შორის პარალონის ფენა უნდა და ვსიო მეტი არაფერი. ოდნავ უნდა გადაუჭირო კი არ უნდა გაპრესო კონდახი. პატარა თარაზოთი შეამოწმებ რომ თოფი იდეალურად ჰორიზონტალურად იყოს ტისკში და ეგააა.
მე ის უფრო მაფიქრებს, რომ ეგრე დაფიქსირებული იარაღი, უფრო ფანტავს.
არა ძმაო ეხლა ჰატსან 125-ს თუ გულისხმობ არ ვიცი. მაგ იარაღზე ოპტიკა საერთოდ არ უნდა დააყენო. მე რაც გამისწორებია იდეალურად მუშაობს ეს ხერხი. დაჟე ჩემი ჰატსან მოდ 99 გაზის ზამბარით რომ გავყიდე იმაზეც ოპტიკა ბოლოს ეგრე გავასწორეთ და ტისკიდან ნასროლი ტყვიები 20 მეტრზე ტყვია ტყვიაში ძვრებოდა. ასევე გავასწორე მარტო ამ ბოლო 2012 წელს ტოზ-8, ტოზ-8-01. რომლებზეც დავაყენეთ ბარსკა ჰანტმასტერები 6.5-20X50.
CHICO30
+100
ეგაა ცუდი, რომ არცერთ ტირში ტისკი არა აქვთ და თოფს იდეალურად ვერ დაამაგრებ, რომ ერთ სროლაში მიზანი გაასწორო.
ტისკი კი არა, მაგიდები და სკამები არა აქვთ რაის ტისკი და ოპტიკის გასწორება?
ასე რომ ერთ სროლაში მარტო კაკოს შეუძლია ოპტიკის გასწორება
მაგნუმში შემოუტანიათ ზაუერისა და ვალტერის ტისკები იეფად ვალტერის ტისკი ჯობია თურმე, საბუთში უწერია მიდის ნებისმიერ იარაღზეო მოყვება ბარგაკლკა ქლიბი და მუშის ხელთათმანებიო
gregory
გრიგოლ პირველადი ოპტიკის გასწორებისას ეგ კიდევ გამოდგება, მაგრამ აი შეჯიბრის დროს კატეგორიულად აკრძალულია მთლიანი სტანოკის გამოყენება. წინა და უკანა საყრდენი დაკავშირებული არ შეიძLება იყოსო ასე რომ ნორიკას თუ მოეწონა მაი შენი სტანოკი და მერე შეჯიბრზეც მაგით გამოსვლა მაინდომა... მგონი ერთი ორი კაცი ნორიკას მაგ სტანოკით გავეკიდებით ტაკუნებზე მისაცხობად
ja_ja
ხო ეგ ვიცი, მარა უბრალოდ გასაწორებლადო, შეჟიბრზე კი არაო
თუ გადანაწილება იგივენაირად დარჩება, მე გამოგივლი გრიგოლ
Power_VANO
ოკ, ვნახოთ რა და როგორ...
მე უნდა ჩამომივიდეს ოპტიკა ცოტა ხანში და თუ არ შეგაწუხებ მოგაკითხავ გრიგოლ, თან ტყვიებსაც ავიღებდი ...
ilariona
მე ტირში ნამყოფიც არ ვარ გარდა პარკის ტირებისა. მე სახლის პირობები ვიგულისხმე.
გამარჯობათ როგორ გავასწორო იჟ 61 ჩვეულებრივი სამიზნე ? მაინცდამაინც ვერ ვერკვევი ახალი ნაყიდი მაქვს და თუ არსებობს რამე მარტივი ხერხი სახლის პირობებში სამიზნის გასწორების ?
დიდი მადლობა წინასარ
lamer_07
ნუ კაიხანია შენს ნიკს ვაკვირდები, მეთქი პროსტა სტუმარია თუ დაწერს მეთქი რამეს..
კეთილი იყოს შენი შემოსვლა და ბარემ ერთი პაწა კითხვა მაქვს შენთან - ცოტა არ იყოს საკუთარ თავს რატომ დაარქვი ეგეთი სახელი? ნუ კომპიუტერულ სამყაროსთან თუ გაქვს შეხება ქე იცი რასაც ნიშნავს და რას ერჩოდი საკუთარ თავს
ახლა კი რაც შეეხება შენს კითხვას... ნუ მართალი გითხრა უკეთესი იქნებოდა დაგეწერა ღია სამიზნეზე ლაპარაკობ თუ ოპტიკურზერ... ჩემის გათვლით მემგონი თავისი ღია სამიზნე რაც აქვს იმაზე საუბრობ ხომ?
ნუ მაშინ საკმაოდ მარტივია, მაგ თოფს ისევე როგორც ყველა სტანდარტულ თოფს ლულაზე აქვს 2 სამიზნე, ქინა და უკანა, როგროც წესი წინა ყველა თოფზე გაყინული და არ მოძრაობს, აი უკანას კი აქვს საშუალება იმოძრაოს მარცხნივ მარჯვნივ და ზემოთ ქვემოთ.
მოკლედ შენ გინდა ახლა რაიმე ადგილი ნუ მინიმუმ ასე 10 მეტრი რომ მაინც იყოს. სასურველია მაგიდა, მაგრამ სხვა მყარი ადგილიც გამოდგება, (ბეტონის ფილა, სწორი ქვა და ასე შემდეგ). მერე დებ შენს თოფს მაგაზე წინ სამიზნეს ამაგრებ (ქაღალდი და ფლომასტერით დასმული ერთი წერტილი საკმარისია) და აკეთებ პირველ გასროლას
იმის და მიხედვით სად წავა ტყვია მიზანთან მიმართებაში,. იწყებ უკანა სამიზნის გასწორებას. ოღონდ აი აქ აღარ მახსოვს საითა მხარეს უნდა გაწიო მოხვედრის მხარეს თუ საწინააღმდეგო მხარეს... ნუ ეგ დიდი პრობლემა არაა, ბოლო ბოლო ადექი ვთქვათ ტყვია მოხვდა მარცხნივ, შენც გაწიე უკანა სამიზნე მარცხნივ, გაისროლე კიდევ ერთხელ და ნახე რა მოხდება თუ ტყვია დამიზნებულ ობიექტს პირიქით უფრო ასცდა, ესეიგი მე სწორად აღარ მახსოვს (3 წელია ღია სამიზნიდან აღარ მისვრია და დამავიწყდა ) და საწინააღმდეგო მხარესაა უკანა სამიზნე გასაწევი, იგივე ეხება ზემოთ ქვემოთ მოხვედრას. მოკლედ მაქსიმუმ დახარჯავ 10 წუთს და თოფს გაასწორებ
ოღონდ დაიმახსოვრე, ტყვია სწორედ ანუ ლაზერის სხივივით არ დაფრინავს, დედამიწის მიზიდულობის გამო წარამარა ეცემა ძირს, რის გამოც ფრენის ტრაექტორია რკალს გავს... ასე რომ თუ გაასწორე სამიზნე ვთქვათ 20 მეტრზე, მაშინ უნდა იცოდე რომ 30 მეტრზე თუ უმიზნებ რაიმეს, იმას ცოტა ქვევით მოხვდება ტყვია, ხოლო თუ უფრო ახლო მანძილზე უმიზნებ იგივე 20 მეტრზე გასწორებული სამიზნით, მაშინ იმ ობიექტს ცოტა ზემოთ მოხვდება ტყვია....
ნუ დანარჩენი უკვე პრაქტიკაში მოვა და წინა სამიზნით, ანუ მუშკით აიღებ ხოლმე პაპრავკებს
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და რჩევისთვის
ახლახანს დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე .. ყიდვას ვაპირებდი პნევმატიკის მანამდე არასდროს მქონია და ვკითხულობდი ფორუმს ვეცნობოდი ინფორმაციას
სახელს რაც შეეხება ისე სულ უბრალოდ ერთერთ ფორუმზეც ამ სახელით ვარ )) კომპიუტერულ სამყაროსთან მაქვს დიდი ხნის შეხება, თან შენ თუ ის ჯა -ჯა ხარ კომპინფოზე სტატიების ავტორი მაშინ შენს სტატიებზე ვარ მე გაზრდილი შეიძლება ითქვას
ხო ეხლა რაც შეეხება პნევმატიკას დიდი ფიქრის შემდეგ ისევ იჟ 61 გადავწყვიტე დასაწყისისთვის რამდენიმე პლიუსის გამო.. დაბალი ფასი, სიზუსტე როგორც წერენ )) და მჭიდის ტევადობა.. მინუსი არის დაბალი სიძლიერე
სამიზნე აქვს ჩვეულებრივი ანუ ოპტიკა არ აქვს ვერაფრით ვერ გავასწორე ხან ხვდება მიზანში ხან არა..
ეხლა ვცდი რა გამომივა 10-12 მეტრზე გავასწორებ და დავწერ შედეგს
lamer_07
lamer_07
იჟ 61 რა დანიშნულებისთვის გინდა გააჩნია(პლინკაობა, ნადირობა, მიზანში სროლა). ოპტიკას თუ დააყენებ კარგია. ძვირიანი არ გინდა მაგ თოფზე 4X ჯერადობაც საკმარისია და არც ძალიან ძვირიანი დაგჭირდება რადგან დიდი დარტყმა და ძალა მაგ თოფს არ აქვს. საერთოდ ეგ თოფი ჩაფიქრებული არის როგორც მიზანში ქაღალდზე 10 მეტრში სასროლი თოფი და ამ დავალებას თავს კარგად ართმევს თუ ქარხნული დეფექტი არა აქვს რამე.
ტყვიებს რაც შეეხება იყიდე რამე მსუბუქი jsb ეები. მაგალითად მე JSB Diabolo Exact Heavy ის ვისროდი და კარგად ურტყამდა მიზანში.
ja_ja
lamer_07
lamer_07
ბევრი შრომა და ჯაფა რომ არ გამოგივიდეს, მე მაგალითად გარეცხილ ტყვიებს ვაშრობდი ფენით, ზეთს ვასხამდი "პშიკალკით" სწრაფია, მარტივია და ეფექტურია
ja_ja
ის ანეგდოტი გამახსენდა ოსი ომში რო წავა მოხალისედ და ხალისი დაეკარგება რამდენი რამე სდომებია. გაიხარე ესე დეტალურად მიხსნი ყველაფერს რა მაინტერესებს საკერავი მანქანის ზეთი წავა?
Davitus
გავითვალისწინებ აუცილებლად
lamer_07
საკერავი მანქანის ზეთს სიბლანტე აქვს, "თხელი" ზეთი გინდა...
lamer_07
მაგისატვის წავა სილიკონის ზეთი მანჯეტზე ოდნავ გვერდებზე და რამე მოლიბდენის ტაოტი ბევრი დგუშის უკიდურეს უკანა ნაწილზე და ზამბარაზე - ზეთი ძალიან ცოტა, ტაოტი კი პრუჟინაზე სქელი ფენით - ვიბრაციებს ჩაახშობს.
ეგ მიზანში უკეთესად სროლისათვის მნიშვნელოვანია...
ასევე ვერ ვხედავ მიზეზს იმისათვის, რომ თავი სეიკავო ოპტიკის დაყენებისაგან - რაც არ უნდა მაგარი მსროლელი იყო ღია სამიზნიდან, ოპტიკით მაინც უკეთეს შედეგებს მიიღებ, თუნდაც იგივე 10 მეტრზე - აღარაფერს ვამბობ უფრო დიდ დისტანციებზე.
რაც შეეხება მიზნის გასწორებას, აი აქ ზ.დ.პ.-ებთან რთულადაა საქმე. პცპ სისტემის შემთხვევაში შეიძლება სადმე ჩამაგრება თოფის და ისე გასწორება სამიზნის, თუმცა ზ.დ.პ. ყველა უფრო კარგად მაინც ხელიდან ისვრის, არტილერიული ჭერის მეთოდით. აი http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&showtopic=1305&view=findpost&p=42755 ნახე და იქაა ახსნილი მეთოდის უპირატესობები
რავიცი 25 ლარიანი ოპტიკა მე მაქვს ერთი ჰაენელ ზულ–312 მიყენია და ჯერ მუშაობს. შიგნით გახედვისას თითქმის არანაირი აბზორი არაა მაგრამ გარე სამიზნეს იჟ 61 სას ჯობია.
ისე 25 ლარიანი ოპტიკა ნაგავია.
Davitus
CHICO30
nihontoman
დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის
სოფელში ვიყავი გავასწორე იდეალურად სამიზნე გულიც ვიჯერე სროლით მაგრამ ძალიან სუსტია უნდა გავყიდო და უფრო ძლიერის ყიდვა მინდა..
მე თავიდანვე გითხარი რომ ეგ არის ქაღალდზე 15 მეტრში სასროლი თოფი. ბეღურას რომ ვარტყამდი 25 მეტრში ტრაკ აწითლებული მიფრინავდა ხოლმე
გრეგორ ეხლა ოპტიკა შეუკვეთა დავითიუსმა ჩემთვის და რომ ჩამოვა ეგრევე გავიტან გასასწორებლად თუ რაღაც ისე არ წავიდა როგორც მინდა შეიძლება შენი ტისკის ნათხოვრობა 1 საათით?
lamer_07
CHICO30
lamer_07
მე თუ მკითხავ გაყიდვას ყოველთვის მოასწრებ და პლიუს დიდ თანხას მაგაში ვერ აიღებ, სადღაც 100 ლარის ფარგლებში ითამაშებ მაგის გაყიდვაზე.
თუ ფინანსურად მყარად დგეხად და ასე ვთქვათ 100-200 ლარი შეგიძლია დაახარჯო შენს ფობის... ნუ მაშინ აირის ზამბარასაც ჩაუყენებ და ოპტიკასაც დაუყენებ....
თუ უფრო მეტის დამხარჯველი ხარ (200-300$) მაშინ უკრაინიდან, ან რუსეთიდან შეგიძლია მთელი გადაკეთების კომპლექტი გამოიწერო (რეზერვუარი, გადამშვები და მთელი ტრალი ვალი) შედეგად ზ.დ.პ გახდება საკმაოდ ნავაროჩენი PCP, რომლითაც სასტავი შეჯიბრებებზე გამოდის ხოლმე და არც თუ იშვიათად თავისივე ლულით ახერხებს საპრიზიორო ადგილებზე გასვლას...
პროსტა მე არ ვიცი შენ რომელი მოდელი გაქვს პლასtმასის კოლოფით თუ რკინის კოლოფით. თუ რკინის კოლოფიანი გაქვს ღირს PCP-ზე ფიქრი, თუმცა პლასტმასის კოლოფიც პრობლემა არაა, მთელი რუსეთი და უკრაინა პლასტიკატზე ზიან, მხოლოდ ერთ გაცს გაუტყდა კოლოფი, ისიც იმიტომ რომ სქელი ლულა ჩასვა (არაქარხნული) კოლოფში და პლიუს გასროლის წინ დაუვარდა და მაინც ისროლა... ჰაერმა კოლოფის იმ ადგილს სადაც ლულის უკანა ნაწილი ზის ამოამტყრია.
მეტი მუღამისთვის აგერ ვიდეო კურსი
თვითონ http://airgun.org.ru/forum/viewtopic.php?t=32463 სტანდარტულ კომპლექტს 700 რუბლს აფასებს, ანუ ჩვენებურად სადრაც 210-220$-ს, თუ იდეა მოგეწონება უნდა დაკერო ტიპი რომ EMS-ით გამოგიგზავნოს საქართველოში. მაინც EMS-ით აგზავნის რუსეთში და რა მნიშვნელობა აქვს, სიტყვაზე ნოვოსიბირსკ მიოითითებს თუ საქართველოს
ja_ja
PCP არა მაგრამ აირის ზამბარაზე ვფიქრობ თუ გააძლიერებს მაშინ მაგას გამოვიწერ ალბათ
აირის ზამბარა არ ამართლებს იმდენად მაგაზე. აი მურკა იყიდე და ის გააწუნინგე MP-512
CHICO30
უკაცრავად ოფიზა, მაგრამ ის რუსი რა პუტინის ხმაზე ბაზრობს ტო? თუ პუტინია და მაგასაც ევასება პნევმატიკა?
ვიდეოში როა იმაზეა საუბარი!
NASA
yes
ეს კი დიდი ხნის წინანდელი თემაა, მაგრამ მაინტერესებს რამე ეშველა მაგ იარაღს? ისე სმეკო შენ რომელ ტყვიებსაც ისროდი (ბარაკუდებს) გასინჯული მაქვს ჩემს რემინგტონზე და საშინელი გაბნევა მომცა, ეგრევა გადავდე გვერძე მაგ ტყვიებზე ფიქრი. ლულაში ძნელად ჩადის და მემგონი ან მაგის ბრალია, იარაღს რო არ დავაბრალოთ, ან კიდევ იარაღის ძალის ბრალია, რაც უფრო მაღალი სიჩქარით ისვრის, მით უფრო დიდია გაბნევა
რა მანძილზე უნდა გასწორდეს იარაღი რომ დაახლოებით 40 - 50 მეტრში აქტიური იყოს მიზანში სროლა ?
ისე რა მაინტერესებს ეს მეორე ნლი თუ არსებობს მარტო 4.5 შIა??
norica_dragon
ყველა კალიბრშია, ბალისტიკური მრუდია ეგეთი, ჩემი მოგონილი არაა, ნიუტონმა მოიგონა
norica_dragon
2 ნული ყველას აქ ელემენტალური გეომეტრიაა. ტყვიის ტრაექტორია არის მრუდე - ოპტიკის კიდე სწორი ხაზი. ასე რომ მრუდეს სწორი ხაზი კვეთავს 2 წერტილში მაქსიმუმ. შეგიძლია ისე გაასწორო ოპტიკა რომ მხოლოდ ერთი 0 ქონდეს მაგრამ უაზრობაა ეგრე გასწორება.
სულ დამავიწყდა ამ თემის არსებობა. რამოდენიმეს უკითხავს რა ბედი ეწიაო მაგ თოფს. ლატუნის ჩოთქი ვაყიდინე, გამოვხეხეთ ლულა და სარკესავით გაპრიალდა. შედეგი ძალიან კარგი იყო, ანუ დაბალანსდა ჯგუფურობა. დღემდე აქვს ეგ იარაღი და კმაყოფილია (ოტიკა გაუფუჭა უკუცემამ და ოპტიკის გარეშე ისვრის ხომე)
გეგა ჯიგარსონ გილოცავ ახალ წელს. ეხლა კარგად მოგვიყევი რას ვერ ასწორებ.
1. რა მოდელის ფიშტო გაქ.
2. რა რინგები გიკეთია.
3. რა ოპტიკას აყენებ. (ფირმა და მოდელი)
4. რა ტყვიებს ისვრი.
5. რა მანძილზე.
gega25
ასე ოპტიკას ვერავინ გაგასწორებინებს. თუ რუსთავში ცხოვრობ,ან ჩამოხვალ სიამოვნებით დაგეხმარები.
მოგესალმებით ყველას. ტქვენი დახმარება მჭირდება. მაქვს ჰაცან 135. მინდოდა 50 მეტრზე გამესცორებია ოპტიკური სამიზნე.გავაკეთე ეგრეტცოდებული სტანოკი რომელიც თოფის ჩადების შემტხვევაში, კონდახსაც და ცინა მხარესაც აფიქსირებს უძრავ მდგომარეობაში.ანუ დამჭერებით იკავებს რომ ვიბრაცია და ხტომა არ ცარმოიქმნას.რამოდენიმე გასროლა გავაკეტე და დიდი გაფანტვა მომცა ვერ გავარტყი მიზანს სხვადასხვა ადგილს ხვდებოდა.შემდეგ აგარ დაუჭირე დამჭჰერები და ისე ვისროლე და 10ანში ჩაჯდა სულ სამიტყვია ვესროლე და 10ანტან ახლოს დაჯნენ.რამოხდა ეგ მაინტერესებს დამჭერების შემტხვევაშჰი ამხელა გაფანტვა რატო უნდა ქონოდა უფრო დაფიქსირებული ხომაა მაგდროს. მადლობა ყველას.
giorgi80
და იქნებ სურათი დადო რა დამჭერებზე ლაპარაკობ?
giorgi80
პნევმატიკას არ უყვარს ე.წ "ტისკში" გაშეშება
giorgi80
მადლობა. ხო მეც ეგრე მგონია. სურატი ვერ დავდე. ნუ ტრუბა კვადრატიტ გავაკეტე რეზმებიტ ეცჭირება.იუტუბზეა ეგეტი სტანიკები და იქედან გავაკეთე. ალბატ უზამბარო პნევმოებისთვისაა ეს სტანოკი კარგი რომლებსაც ვიბრაცია არააქთ.ესე მგონია.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services