Benjamin Titan NP ვიყიდე, 295 ლარი დამიჯდა სულ ჩამოტანიანად. მოკლედ, მაინტერესებს, ამ ფასში როგორი ნიტროა და საერთოდ, რატომაა ესეთი იაფი ნიტრო პისტონი? უკმაყოფილო ნაღდად არ ვარ ჯერჯერობით, ჯიგრულად ისვრის, ძაან შორიდან შაშვზე და ჩხართვზე ვნადირობ ხოლმე, ოპტიკა მოყვებოდა ცენტრ პოინტის 4X32, დიდი ვერაფერი, მაგრამ ნორმალურია. მოკლედ ერთი თვეა მაქვს, ძლიერია, ზუსტია, მაგრამ ფასის გამო მაინტერესებს, რამდენად ხარისხიანია ანუ დიდი ხანი გაქაჩავს ასე?
piettro
გილოცავ, ძალიან კარგი ფასია და იარაღი კიდევ მაგ ფასში მგონი იდეალური, ხარისხიც ძალიან კარგია
geojorjika
ანუ ფასი რომ დაბალია არ უნდა მეშინოდეს მაინც მალე გაფუჭების ან რამე რომ მოუვიდეს, რავიცი პირევლად მაქვს ნიტრო პნევმატური რავიცი ყველაფრით კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით
რატოა ფასი დაბალი? მასე ღირს ეგ ფიშტოები, ჩვეულებრივი ფასია. გაფუჭების ნუ გეშინია, მობეზრება დაგასწრებს ვიდრე გაფუჭება
ფოტოს დამატება მინდა და საიდან დავამატო, ანუ სად ავტვირთომ რომ გამოჩნდეს?
piettro
რაღაც ეჭვი მღრღნის რომ თემა იქ არაა სადაც უნდა იყოს
მეორე აგერ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2448 თუ როგორ ატვირთო ფოტო, და თუ რაიმე მიზეზით ვიდეოს ვერ უყურებ http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&showtopic=996&view=findpost&p=28727 .
ხო, თემა კი გადაბარგდება შესაბამის განაყოფში !
მადლობა
piettro რომელი საიტიდან გამოიწერე ? ახალი იყო თუ ნახმარი და რომელი გადამზიდით ჩამოიტანე და რა დაგიჯდა ტრანსპორტირება ? ყიდვა მინდა და ინფო მჭირდება
cuxo12
ამაზონიდან გამოვიწერე და კამარა ექსპრესით ჩამოვიტანე.
http://www.amazon.com/CROSMAN-TITAN-AIRGUN-120FPS-PISTON/dp/B009FG7H2O/ref=sr_sp-atf_title_1_2?ie=UTF8&qid=1386179226&sr=8-2&keywords=benjamin+Titan+NP
ესეც თოფის ლინკი, თან აშკარად ფასდაკლებაა.
http://camex.ge ესეც ჩამომტანი კომპანია.
სრულიად ახალი ვიყიდე. 4X32 ოპტიკა მოყვება თავისი. დასაწყებად გეყოფა.
piettro
თვითონ ჩამოტანა რა დაგიჯდა ტრანსპორტერმა რამდენი გამოგართვა ?
და რა ფასად გამოიწერე ? ეხლა რო შევედი ლინკზე 137 $ ად დევს.
cuxo12
ეხლა შავი პარასკევის პონტში ფასდაკლება იყო და მერე კიბერ ორშაბათის გამო გაგრძელდა 10$ დააკლეს
მე 147$ ვიყიდე, ჩამოტანაში 45 ლარი გადავიხადე.
კვირის ბოლომდე გაგრძელდება ეგ ფასი, მერე მოიმატებს ისევ
pettro
გაიხარე მადლობა ინფოსთვის
cuxo12
პოსტი წაშლილია ადმინისტრაციის მიერ
ავტორს სიტყვიერი გაფრთხილება.
არ ტეხავს?
piettro
არ გიქნია კაი საქმე.
da-vinci
kaka8079
ნუ, კი ვიცი რომ არაა მთლად კარგი საქმე, მაგრამ დიდ სიმპატიას არ იმსახურებს ეს ფრინველი ჩემგან
ბავშვობის პატარა ისტორია მაკავშირებს
ასე რომ, მეპატიება
piettro
დაუწერელი კანონი გვაქვს ამ ფორუმზე, რასაც არ ჭამ შეეშვი, ნუ აწამებ მაინცა.... ან ბოლო ბოლო ასე ნუ გაარეკლამებ... მოსაწონი მანდ არაფერია
მოკლედ შენი პოსტი ჩავასწორე, სიტყვიერი გაფრთხილება მოგეცი, შემდეგში ვორნს ჩაგახუტებ.
ja_ja
მადლობა
ისე, ციყვებს ვჭამთ უკვე თუ როგორაა ჩვენი საქმე?
piettro
რავა? გვპატიჟებ უკვე?
ისე არაა ცუდი ხახვში მოხრაკული
Multi-Tool
რიავიცი. ციყვი ჩვენსკენ არ იცის.. სამაგიეროდ ნუტრია გვყავს ბლომად
piettro
მიჭამია , მოტკბო ხორცი აქ.
ეს საით თქვენკენ?
გამარჯობა,
გუშინ დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე მხოლოდ იმიტომ რომ თქვენთვის რჩევა მეკითხა, გადაწყვეტილი მაქვს ჩემ თავს საახალწლოდ საჩუქარი გავუკეთო და პნევმატიკა შევიძინო, მაგრად მაინტერესებს ეს სისტემა ზოგადად და ბავშვობის ტირის თოფის მერე (ბუნკერში ვირთხებს რო ვხოცავდით ) არც მისვრია. აქ ძალიან სერიოზული ხალხი ხართ და სერიოზულად გესმით საგანი, გადავიკითხე რაღაცეები, ავარჩიე ამაზონზე სწორედ ის თოფი რაც თემაა, მე ლაშქრობა მიყვრას, მთები ,ხეტიალი, ..ბევრჯერ მინატრია ლაშქრობის დროს თოფი, ტურის ყმუილი რო ყურში ჩაგესმის..იქვე როა, შენთან კარავთან, მარტო დანის ამარა ..ძნელია.თან ცოტა არიყოს მომწყინდა და მინდა რაღაც მრავალფეროვნება შევიტანო.. ანუ სადაც 12 კგიან ზურგჩანთას ვათრევ იქაც ერთი 3 კილომდე დავიმატო თოფის სახით, უფრო გაასწორებს
რას მირჩევთ, ვისაც გაქვთ,გამძლეა? ფასი კარგი ადევს, ამანაც მომხიბლა, მიტანა კარგი აქვს,ზამბარაზე არაა, ეგეც კაია, დატენილი ატარებ რამდენიხანიც გინდა.. როგორც წერენ რევიუებში კაიაო
თქვენ მირჩევთ? თუ სხვას მირჩევთ ამ ფასში თუ არ შეწუხდებით ისიც დამიწერეთ...
მადლობა წინასწარ
Multi-Tool
სამეგრელოში
sasa_1
გაგიმარჯოს
მოკლედ, არჩევანი კარგია, მაგრამ თუ ამით ტურას გაგორებას აპირებ, ცოტაა მეეჭვება, რომ მხოლოდ უფრო ხმამაღლა თუ ააყმუვლებ.
სხვა ვერაფერს დააკლებ
გამძლეობას რაც შეეხება, მე ჯერჯერობით ცდის პროცესში ვარ 2 თვეა მაქვს და რამდენიმე ათასი ტყვია გავისროლე
არც ფიიზიკურად და არც ტექნიკურად ცვლილებები არ ეტყობა მშვენივრად ისვრის.
აი შეჯგუფებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ აქ ტყვიებზეც ბევრია დამოკიდებული.
მომწერე რა ფასად ნახე ამაზონზე პირამიდაირზე უფრო იაფადაა და ფასდაკლების კუპონის კოდსაც მოგწერ თუ გინდა
რატო შუბლში რო გაარტყა მაინც ვერა? რავიცი რკინებს ხვრიტავსო და..ნუ მოკლედ ტურა პირობითად ვთქვი თორე მაგას ორივე ფეხი რო წაათალო მაინც ცოცხალი დარჩება... ეს რაღას დააკლებს )
რამდენიმე ათასი ორ თვეში ძალიან ბევრი არ არი ? მეტი რაღა უნდა დაიტესტოს, გამძლეობა ათიანი,
რაც შეეხება ჯგუფს, სიზუსტე ანუ როგორც მე ვხვდები, ეგ თავისთავად ერთედრთი მთავარია, მარა როგორც შენ ამბობ ტყვიებზეც ბევრია დამოკიდებული. ნუ თუ ძაან აცაბაცად არ დადის... და ერთ 30 მეტრში მაინც მიდის ზუისტად ეგეც მისაღებია...
აი ესაა მე რაც ვნახე და რაც მინდა:
http://www.amazon.com/Benjamin-Titan-Nitro-Piston-Rifle/dp/B008WYTLRO/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1387395802&sr=8-1&keywords=benjamin+Titan+NP
მომწერე აბა სხვა ლინკი იმენა ამ თოფის
sasa_1
აქ 130+12 შიპინგი აქვს 142$ გამოდის.
http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_Titan_GP_Nitro_Piston_Air_Rifle/2603 120+14 შიპინგის და -12$ ფასდაკლების
გამოგდის 122$ სულ.
AG-2013-2 ესეც ფასდაკლების კოდი
ეგ 20$ კიდევ გამოგადგება ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად.
კამარა ექსპრესით თუ გამოწერ 6.75$ ღირს კილოგრამი
მანდაც მოგწერ ფასდაკლების კოდს თუ გინდა
ძალიან დიდი მადლობა მეგობარო, დანარჩენზე პირადში მოგწერ.
უეჭველი ვიწერ
sasa_1
ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებ. მომწერე თუ რაიმე კითხვა გექნება.
ამ ფორუმზე ჩემზე ბევრად გამოცდილი ხალხიცაა ამ საქმეში
ბარემ აქ ვიკითხავ.
რა განსხვავებაა Benjamin Titan GP Nitro Piston და Benjamin Titan Nitro Piston?
გპ უფრო იაფი ღირს რაც ვნახე ფასები ვიდრე გპ ს გარეშე.
ორი სიტყვით შეგიძლიათ ამიხსნათ?
GP Gas piston - NP Nitro Piston იგივეა რა. არანაირი განსხვავება ტექნიკურად
piettro
ხ.მ.ე.ლ.ო
მე რამდენადაც ვიცი ,,ნიტრო,, ნიშნავს აზოტს.
ამაზონით შეიძლება თოფების გამოწერა?
ამაზონი არ ყიდულობს რომ ვუთითებ რა უნდა ვქნა?
ანუ მისამართებზე რაც მაქ არ აგზავნის ეტყობა. დელავერის შტატში
გრეგორისთან რომ იყიდო არ ჯობია? აქვეა, შეამოწმებ, დაზღვეული ხარ
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services