გამარჯობათ! პირველ რიგში გეტყვით რომ ეს ჩემი პირველი თემაა და სავარაუდოდ ბევრი შეცდომა მექნება თან ამ იარაღზე არაფერი წერია მგონი ფორუმზე.
ესეიგი რამდენიმე დღის წინ ვიყიდე Shockwave, Gregory-სთან. ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი Vantage-ზე შევაჩერე. რადგან ამ ფასის ფარგლებში თითქმის ყველა crosman-ის np ერთნაირია და მხოლოდ კონდახშია სხვაობა, ამიტომ უპირატესობა ღია სამიზნეს მივანიჭე. ყიდვის წინა დღეს გავიგე რომ vantage აღარ იყო, სამაგიროდ shockwave ყოფილა, რომლის არსებობის შესახებ პირველად გავიგე მაშინ სურათებში დიდად არ მომეწონა მაგრამ... ხელში რომ დავიჭირე... მოკლედ ვიყიდე...
მისი გამოცდის შესაძლებლობა 2 დღის წინ მომეცა, ქალაქგარეთ. მოყვა center point-ის 4x32 ოპტიკა. ოპტიკიანად ავწონე და 3.2 თუ 3.3 კგ იყო, მგონი არც ისე მძიმეა, ხელშიც კარგად ჯდება.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ უოპტიკოდაც გამომეყენებინა იარაღი, ამიტომ პირველად ოპტიკის გარეშე გამოვცადე, საკმაოდ ზუსტი იყო. მოკლედ, დავაყენე ოპტიკა და 6-7 გასროლაში "გავასწორე". მხოლოდ ბადის ოდნავ მაღლა აწევა დამჭირდა. ჯგუფების გაკეთება არ მიცდია მაგრამ 20 მეტრზე 20 თეთრიან მონეტას თავისუფლად მოარტყავდი ანუ საკმაოდ ზუსტია. ოპტიკა არ მქონდა კარგი თორე... რაც შეეხება ძალას, თავის ფასს თუ გავითვალისწინებთ საკმაოდ ძლიერია (მოძრავ სამიზნეებზე არ გამომიცდია მაგრამ სანადიროდ კარგი იქნება )
ერთადერთი მინუსი რაც შევამჩნიე არის სასხლეტი. ძალიან მძიმეა, მაგრამ მგონი შეიძლება შეცვლა.
სულ ეს იყო. პირველი იყო და იმედია ნელ-ნელა დავხვეწავ სურათები არ მაქვს თორე დავდებდი. თუ რამე გამომრჩა მითხარით. ველოდები შენიშვნებს
მგონი სწორ ადგილზე გავხსენი თემა
ნიკა
1) ნუ, მე კი ვიცი რა იარაღიცაა, აი ეს არის ქვემოთ რაც ავტვირთე, მაგრამ პირადად შენი ფიშტოს სურათები მაინც გადაიღე და ატვირთე თვალსაჩინოებისთვის...
2) ჯგუფების გაკეთებას რომ შეეცდები 25 და 50 მეტრზე გატესტე, ფურცელს დაადე 20 კაპიკიანი და ისე გადაუღე ნასროლებს სურათი. 5-5 გასროლა გააკეთე და შედეგები გვანახე, თუ გინდა რომ თემა საინტერესო გახდეს და გარკვეული წარმოდგენები შეუქმნა თემის მნახველებს ამ იარაღზე...
3) ძალასაც თუ გამოცდი და ფოტოებს გვანახებ, ეგეც არ იქნება ურიგო
შაბათამდე არ მგონია მოვახერხო შორ მანძილზე სროლა. სურათებს რაც შეეხება როგორც კი მოვახერხებ გადავუღებ და დავდებ. ძალასაც შევამოწმებ რამდენიმე მეტრზე. ვნახავ მაგ ვიდეოს
ნიკა კომპოტის კრიშკებს ხიე და დათვალე მერე რამდენს გახვრეტს. 20-30 სმდან ესროლე.
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3249&st=520
აი ესეთ რამეს თუ გააკეთებ მრავალფეროვნებისთვის,მთლად უკეთესი.
SCORPIONS თუ ვიშოვე გავაკეთებ
SVD მაშინ ჩემიც იგივეს იზავს
SVD მერწმუნე,11 კრიშკა,საკმარისზე მეტია ჩვენი საქმიანობისთვის .
ჩუმჩუმად,რომ ესვრით ხოლმე,ერთი ვიდეო რა გაგიხდათ?
SCORPIONS შენმა თუ 12 გახვრიტა ეს უფრო ძლიერი არაა?
ნიკა გააჩნია რა შემთხვევაში
რომელი ეს? ანუ იმის თქმა გინდა,რომ ქროსმანი უფრო ძლიერია ვარიაზე?
SCORPIONS მეგონა 512-ით ესროლე
აი ესეც სურათები.აქ 11 კრიშკაზე მეტია მარა მქონდა და მერე ცალკე ვესროლე
ნიკა
რა ღირს ეგენი?
10 თეთრი ერთი
SVD 10 თეთრი ძვირია..ეტყობა შენ მდიდრების მაღაზიაში დადიხარ
SVD ხვალ დავაზუსტებ ფასს,მაგრამ ჩვენსკე,მგონი 5-7 თეთრია
არც ისე ძვირია. ძალიან გადავუხვიეთ მგონი თემას თუ მოვახერხებ შაბათს ან კვირას გამოვცდი ყველაფერში
ეს კრიშკებზე გამოცდა რაღაც ახალ სტანდარტად ჩამოყალიბდა
geojorjika მართალი ხარ,გეთანხმები. მაშ რა ვქნათ უქრონო ხალხმა? ყველაზე საინტერესო რა არის იცი? კრიშკების მეშვეობით რო დავაზუსტებ მეტრ წამებს. სულ მალე მოვა მაგის დროც
ისე რას გაასწორაბს თოფის კოლოფზე რო ეწერება 15 ხუფ
Multi-Tool
ერთი ეგა თქვი,შენ რამდენ ხუფიანი გაქვს.?
აი სურათებიც
მე მგონია რომ ვინტაჯი ბევრად ჯობია მაგ იარაღს
ნიკა შენ ეგა თქვი რამდენ კრიშკას ხვრეტავს უდიზელოდ
SCORPIONS ვერ მივხვდი რა მითხარი, უდიზელოდ როგორია?
ნიკაუდიზელოდ? ანუ რო ისვრი,მის მერე გაიხედე აბა ლულაში კვამლი ხო არაა ხოლმე,ან კვამლი შავი ფერისაა ხოლმე,თუ მოწითალო?
თავიდან რომ ვისროდი ხოლმე ჩვეულებრივი კვამლი ამოდიოდა, ეხლა აღარ. სავარაუდოდ ამოწვა უკვე. ჯერჯერობით 10 კრიშკა მაქვს და არ მინდა ტყუილად ვესროლო
ათს იმიტომ არ ვესვრი რომ 99% ვიცი რომ გახვრეტავს, 18 -ს ვესვრი მერე
ნიკა ვერ გახვრეტს!
ანუ ვესროლო ათს? შენი აზრით რამდენს გახვრეტს?
ისე ალბათ ხუფის სტანდარტიც შემოსატანია: სად 12 თეთრიან და სად 6-7 თეთრი
აშკარად არის ხუფების მასალაში და სისქეშიც სხვაობა და ისევ დალოცვილი "წიგნში სროლა" ჯობს ალბათ და ისიც ერთი და იგივე უნდა გამოიყენო ალბათ
მოეშვით რა მახათის ყრას ...
წიგნის ფურცლებიც განსხვავებულია
მაგ ყველაფრისთვის არსებობს ქრონოგრაფი და მაგ კრიშკების და ენციკლოპედიების ხვრეტას ჯობია ფული გაიმეტოთ და ქრონოგრაფი იყიდოთ
სასაცილოა და არარეზულტატური ეგეთი ტესტები
უბრალოდ გასართობად ვაკეთებთ თორე... სადაა ქრონოგრაფი...
SCORPIONS მართალი იყავი, მეათესთან გაჩერდა ალბათ იმის ბრალიც იყო რომ მსუბუქი ტყვია ვესროლე, მერე თუ მოვახერხებ სხვასაც ვცდი
აი მეათე
ნიკა პირიქით,მსუბუქს უფრო მეტი გააქვს.. ისე კი ეს ფოტოები,არაფრის მთქმელები არ არიან
ერთი ვიდეო მისცხე და ეგაა რა
ვიდეოს რაღა აზრი აქვს?
ნიკა ჩვენც ვიკაიფოთ რია..აბა მარტო შენ რო კაიფობ,ჩვენც ხო გვინდა?
კაი ხვალ კიდე ვესვრი, ეხლა ბნელა slom motion-ს აზრი არ ექნება ხო?
ნიკა
ანუ შენელებული(120 კადრი წამში) რომ გადავიღო აზრი არ ექნება?
ეს ვესროლე, წონა არ ვიცი მაგრამ მსუბუქი ჩანს
ნიკა ვიდეო იყოს და აზრი არ აქვს ჩემთვის პირადად.
ნიკა რავი აბა,მაშ რაღას უნდა გადაუღო? ნუ,ერთი ორ სიტყვასაც თუ გვეტყვი ვიდეოში,ეგეც კარგი იქნება.
არ მინდა რომ დიდი გამოვიდეს, მერე მაგას რა ატვირთავს
gregory ისევ ეგენი მაქვს, სხვა არც მისვრია ზედ არ აწერია რამდენიანია არა პირდაპირვე ვისროლე, ხუფებში ვერ ვერკვევი
ოლეინას ხუფებს ესროლე და მერე ნახე ხარისხიანი ხუფები რასნიშნავს
gregory
mister_io
ანუ 10+ კრიშკიანები?
ნიკა
დაჯე,ორიანი.
ანუ კაცმა იუმორი გაუშვა და მე +10 მივესალმე..ანუ მაგით ვაგრძნობინე,რომ ჩაეთვალა რა.მიხვდი?
SCORPIONS ეხლა მივხვდი
datka25 ეეხ ძმაო,ტაკ ნე ჩესტნო..ჩვენ,ზამბარ დგუშიანებით ვართ და შენ...;-):-(
რამდენიმე ძველი თურქული ნაგავი მქონდა დარჩენილი და დღეს გადავწყვიტე ეგ მესროლა. ქროსმენის ტყვიისგან განსხვავებით ამან პირველივე "გაფლითა". იმან პირველ სამში სუფთად გაიარა. სამაგიეროდ თურქმა რვაზე მეტი ვერ გაქაჩა, ის მერვეც ოდნავ გახია.
ესეც ვიდეო, მგონი ცუდი გამომივიდა... თან ვცდილობდი რაც შეიძლება პატარა ზომის ყოფილიყო.
https://drive.google.com/file/d/0B7tdb5-AKcx6UURTMldCNnRja0U/view?usp=docslist_api
ვერ გავიგე გიფია თუ ვიდეოა
ვერაფერი ვერ გავიგე რია P.S. ვიდეოც არ გახსნა..
მაგ ფოტოზე კი გეტყვი იმას,რომ ვერაფერს
ნიკა
ხოო ერთი დაკრუგვაღა აკლია და მორჩა.
მაიცა ავიდე სოფელში და მეც ვნახო რასიზავს ჩემი ფანტომასი ეჰ რას თოვს ეხლა ჩემს სოფელშიი ნეტა იქვიყო
SCORPIONS აბა მე საერთოდ აზრადაც არ მქონდა ამის გაკეთება და შენ დამაწყებინე ეხლა კიდე არ მოგწონს რომელი ხუფების მხვრეტავი მე ვარ
mister_io რომელი სოფელია?
Multi-Tool
ლეჩხუმში მაქვს სოფელი
mister_io
უკვე თოოვს? მაშინ ჩემთანაც იქნება და მეც უნდ გავაჭრა.
Multi-Tool
ხო მოთოვა წუხელ და მგელიც ესტუმრა მეზობლის ტახს შენ სადგაქვს სოფელი, იმედია ვორნებს არ ჩამოგვირიგებს მოდერი ამ მცირედი გადახვევისთვის
თემას ნუ მისპამავთ
P.S ვიხუმრე რა მართლა გაჩუმდით
ნიკა
datka25
datka25
SCORPIONS მაშინ ბოდიში რომ ხუფების ხვრეტა არ გამომდის
ნიკა არაფრის
ნიკა
Scorpions მა შეიძლება გაპატიოს, მაგრამ სამშობლო არასოდეს გაპატიებს!
Multi-Tool მომეჭრა თავი
SCORPIONS კიდე რამე ესეთი შემოწმების ხერხი თუ იცი მითხარი ხვალ უნდა გამოვცადო ჩემი ბიჭუნა. ისე 1 გრამიანები ძაან მძიმე ხო არაა ამისთვის?
ნიკა ერთი დავალება ხო პირწმინდად შეასრულე და ეხლა სხვა მოგინდა რია
სხვა რა..აიღე და პლასტელინში გლიჯე.
იმედია პლასტენილის მოზელვა იცი.მაქსიმუმ პერფორატორი დაგჭირდეს აი აქ იშოვება,თუ სახლში არ გაქვს.გორგიის სახურავზე
მოკლედ,რთული მისიაა ძალიან.
SCORPIONS პლასტელინზე როგორ? რამდენ სმზე შევა? პლასტელინის გამო გორგიის სახურავზე ვერ ავალ სავსეა თბილისი მაგით
ნიკა გაითვალისწინე ისიც,რომ პლასტელინი ყველა სხვადასხვა სიმკვრივისაა..აი ასეთს თუ იყიდი,მკვრივიცაა და იაფიც.აი აქ ნახავ ფოტოზე
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3249&st=20
ჩემი პატარაობის პოსტებია მანდ
სურათები დააპატარავეთ რა უბედურებაა ამხელა პროსტინები
ესეიგი ამ იარაღს აქვს 2 დონიანი(თუ რაც ქვია) სასხლეტი. ოდნავ გამოწევისთანავე ისვრის და როგორც ვიცი შეიძლება ისე დაყენება რომ ცოტა გვიან გაისროლოს. ის ვატრიალე მაგრამ რეაქცია არ აქვს. ზუსტად ვერ მეტყვით როგორ კეთდება? თუ უფრო მეტჯერ უნდა გადავატრიალო? ან შეიძლება რომ რამე სჭირდეს?
შემეშინდა სულ არ გამეფუჭებინა და ძალიან ბევრჯერ აღარ გადავატრიალე
არავინ იცით?
ნიკა
სასხლეტის ქვეშ, აი ზამბარაც კი აქვს გადადებული, ის ვინტი უნდა მოუშვა
ანუ მარცხნივ ხო? და სადამდე ვატრიალო? დაახლოებით რამდენი "ბრუნი"?
უნდა მოუშვა რომ დარბილდეს (მგონი მასეა) არუნდა ბევრი ერთი 180 გრადუსით ი ვსო
არა დარბილება არ მინდოდა. რაც მინდადა გავაკეთე, მადლობა gregory. თითქმის ბოლომდე მოვუშვი(ამომივარდა ვინტი და ისევ ჩავსვი ). ისე მინდოდა რომ ცოტა გვიან ესროლა და თითქმის ბოლომდე უნდა გამოვწიო სასხლეტი ეხლა რომ გაისროლოს.
datka25
ცუდი ისაა რომ ვერ ვიგებ როდის გაისვრის, როგორც ვიცი ცოტა უნდა გამაგრდეს მაგ დროს, მაგრამ არაუშავს, მივეჩვევი ალბათ
ნიკა თითს რომ მოწევ მაშინ გაისვრის....რასაა რო ამბობ?
SCORPIONS ხო მაგრამ ოდნავ გამოწევისთანავე ისროდა და მე მინდოდა ცოტა უფრო გვიან გაესროლა. ვერ მიხვდი რას ვამბობ?
ნიკა მართალი ხარ ხოოო....ეხლაღა მივხვდი . ადრე მქონდა ეგეთი სასხლეტი,შენ,რომ გინდა ეხლა....სანამ გავარდებოდა,მიფრინავდნენ ხოლმე.... თუ არ ფრინდებოდნენ,ვაცელდი....მოკლედ
,მაგარი სასხლეტი იყო და ეხლა გამიფუჭდა,დამსუბუქდა ძალიან
ამას ძალიან მძიმე სასხლეტი აქვს მაგრამ არც ისე ცუდია რატომღაც მინდოდა რომ სასხლეტს თითქმის ბოლომდე რომ გამოვწევდი მაშინ ესროლა, ვნახოთ თუ გაამართლებს
ნიკა ისა და,როდის აქეთია სასხლეტების წვალება დაიწყეთ?
ნეტავ სულ არ დამეგდო იმ 40 გრამიანი სასხლეტის ვიდეო რია
სასწორზე რამდენს გაჩვენებს? ნახე რა ძმურად...
გადამაყოლე ეხლა ისე მაშინ რომ ამბობდი მძიმე ტყვია უფრო ნაკლებ ხუფს გახვრეტსო. 16.20-იანი beast ვესროლე და მეექვსეში გაიჭედა
აბა სასწორი? არ მაქვს თორე...
ნიკა
წყლით როგორ?
ნიკა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1563&st=240&start=240
ფრთხილად! ვიდეოც მისცხე ერთი რია
1. არასრულწლოვნებმა არ გაიმეოროთო
2. ვიდეო რატო წყდება?
3. მესამე და მთავარი: მერე ის წყალი როგორ ავწონო?
ნიკა
თბილისში მაგას ნამდვილად ვერ გავაკეთებ ისევ რამე სხვას მოვიფიქრებ
ისე რომელი note არის?
ნიკა რიავი რომელია...დისშვილმა მომაგდო კანადიდან. 3 წელია ამ ნიჩაბს დავათრევ და აჰა შემენაცვლეო
ნიკა
მოვიფიქრე იმედია გამომივა, რამდენიმე წუთში დავწერ
P.S N7000 ხო არაა? :D
ნიკა თუ რამე მოგივიდა ...კლავიატურამდე მოახწიე როგორმე,ან მეზობელს დაუძახე
თეთრზე მეტალიკის ფრად აწერია უკანა მხარეს-GALAXY Note
გავაკეთე დაახლოებით 800 გრამი იყო
ნიკა რახან ცოცხალი ხარ....რაღა გვიჭირს.? 800გრამი? რიავი,ვერ ვიგებ როდის ვარდებაო და ეგაა? ტრაქტორი უნდა ატარო ხოლმე მაგის გამოსაქაჩად,განა,თუ ვერ იგებ გავარდნას
?
ბევრია 800? ვერ გაგებაში იმას ვგულისხმობ რომ სასხლეტს რომ წევ ხო უნდა იგრძნო როცა "მოედება" თუ რაცაა, ხოდა მაგას ვერ ვიგებ როდის ედება ჩვეულებრივ მიდის სასხლეტი და სადღაც გაჰკრავს ხოლმე
ნიკა
ხოდა როგორ დაამსუბუქე მასე?
ნიკა ჩუუუუუ
მასეთი რა ჩაიდინე რომ არ ამბობ?
არ ვიცოდი სად დამეწერა და აქ დავწერ... მაინტეტესებს ლულის ხრახნების კვალი როგორ ვნახო ტყვიაზე? ანუ რას ვესროლო? ვიღაცას ეწერა რაც უფრო კარგად ეტყობა უკეთესიაო და...
ნიკა
ჩადო ლულაში ტყვია, უკნიდან მიაწვე "შომპოლით" და ბოლომდე გაიყვანო ლულის არხიდან, გადმოვარდება ხრახნდაკვალული ტყვია
სად ვიშოვო ეხლა "შომპოლი"... რამეს მოვიფიქრებ...
Multi-Tool რავი რომელიღაც თემაში ვნახე
ნიკა
მოლედ....ისევ მე,თორე ტყვიას რომ მიაწვე,შომპოლით იქნება ეს თუ მავთულით,ოღონდ მავთული უნდა იყოს აუცილებლად თავისი დამცავი იზოლაცით!
რათქმაუნდა თუ მაგ ხერხით აპირებ გაგებას,მაგრამ არის ერთი მაგარი მაგრამ..ანუ,ტყვია რო მიხვდება,რომ მას შკოლნიკი ნიკუშა აწვება& შომპოლით,თუ მავთულით,ის ისე თავისუფლად აღარ აჰყვება ნარეზებს..ანუ,თან აწვები და ამავ დროს ატორმუზებ ტრაკში მიწოლით.
და კიდევ,მასე ვერ გაიგებ ბევრ ვერაფერს! ვარია 80 ში ნახე და მიხვდები,მაგრამ ეგ სტანოკი წყლის მარტო მე მაქვს და+ინეტ სივრცეში არ დაუდია ეგეთი ვიდეო არავის..ჩემს მეტს. ანუ,ტყვია,უნდა ნახო ჰაერით მიწოლილი და არა რაღაცით. +წნევა,ბერავს ტყვიის
+
კაბას და უფრო აკრავს ამით ნარეზებს! მოკლედ,ვიდეო ნახე და მიხვდები!+ როგორც ემ საათში ლავაში მისცხო თონეში...ეგ ვარიანტია რია
SCORPIONS გავიგე რომ მოსწავლე ვარ, ნუ გადამაყოლე ანუ აზრი არ აქვს მიწოლას? წყალში რომ ვისროლო არ გამოვა? თუ წყალი საშიშია?(როგორც ვიცი ისხლეტავს ტყვიას)
ნიკა იმას ვერ ნახავ რაც გინდა..ანუ სრულ სურათს! წყალში არ ესროლო! თავისი ამბავი უნდა მაგას! თუ გაქვს 40 ლიტრიანი ბიტონი,შეგიძლია მას გლიჯო ზემოდან ქვემოთ და ნახავ რა....ოღონდ წიგნები ჩაილაგე ტვია გაუმტარის პონტში,რა იცი რია ხდება.. წიგნები ქე გექნება,მოსწავლეს
ადრე არ სჭირდა და რამდენიმე დღის წინ დაემართა და რისი ბრალი იქნება? https://drive.google.com/file/d/0B7tdb5-AKcx6NXpQWjhVbjV4YWM/view?usp=drivesdk ხმები აქვს ხელს რო ვურტამ ან რო ვამოძრავებ და სროლისასაც რაღაცნაირი ხმა აქვს
მოკლედ მეც იგივე იარაღი შევიძინე და ვაზისუბანში არავინ ცხოვროობთ ??? ჯერ არ გამიტესტავს რაც ვიყიდეე მიდევს სახლსში სამსახური გადამკიდე ვერ ვახერხებ ვერაფერს http://pix.ge/
იარაღი ცუდი არ არის მაგრამ ეგ რისი ხმაა ვერ გავიგე
რავი მოვიცლიდი და გავტესტავდით იარაღს თქო ვინც ჩემზე გამცდილია დამაკვალიანებდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა
არავინ არ იცით რისი ბრალი იქნება?
კაი მოგერ და შევთანმხდეთ ქალქიდან ხო არ გადიხარ უახლესი ერთი კვირა სამსახურში დასვენება ა რ მაქვს და მაგიტო ვერ ვიცლი
დავშალე და სასხლეტს და ლულას რაღაც რკინა რო აკავშირებს მაგის ხმა ყოფილა. მგონი არაა საშიში ხო? თავისფულადაა და მაგიტომ აქვს ხმა, მაგრამ ადრე რატო არ იყო ესე?
SVD ამაზე ვამბობ
ეს თუ არ ვცდები ლულის გადატეხვის დროს დგუშს უკან წევს.ანუ ტენის იარაღს
მარცხნივ რაზეცაა მიმაგრებული ეგ წევს დგუშს, ეს სავარაუდოდ სასხლეტისაა
ეგ მგონი დამცავია, გადატეხილ მდგომარეობაში სასხლეტს ბლოკავს რომ გასროლა არ მოხდეს სანამ ლულა არ დაიკეტება.
ჰო რავი რაცაა, ლულა რო გადაწეულია მაშინ მყარადაა
ნამდვილად ავტომატური მცველია რომელიც არ გაძლევთ საშუალებას გაისროლოთ სანამ ლულა გადახსნილია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უნებლიედ გამოკრათ სასხლეტს ხელი როცა ლულა გახსნილია და დასახიჩრებას თუ გადარჩებით, იარაღს მაინც დააზიანებთ.
როგორც ჩანს ეგაა და თავის საქმეს კი აკეთებს და...
ჰო რავი იჩხრიალოს, მთავარია არაფერი მოუვიდეს
იჩხრიალოს. იჩხრიალოს და... მოკლედ რატომღაც მომინდა რო შემემოწმებინა ეს მუშაობდა თუ არა, ჰოდა გადატეხილზე გავისროლე და ტყაპ! ჰოდა მეთქი რატო არ დაიჭირათქო და კონდახი მოვხსენი და ისე გადავწიე ლულა. როგორც დავადგინე ის დამჭერი თუ რაღაც გადატეხილი როცაა ლულა თავისუფლად მოძრაობს. როცა თოფი დაბლაა დახრილი ქვევით იწევა ის რაღაც და ვეღარ კეტავს (2). მაღლა როცაა აწეული ეფარება იმ რაღაცას და იჭერს სასხლეტს (1). მგონი კარგად ავხსენი და მგონი ესე არ უნდა იყოს. თქვენ რას იტყვით?
მაგ რაღაცას ზამბარა რომ აქვს ეგ იქნება გაწელილი და მაგიტომ. შეცვალე ან დაამოკლე და ისევ იმუშავებს.
ეგ უკვე დაწერეს დამცავია რომ ლულის გადატეხვისას არ დასხლტეს დგუში, ანუ ეგ ღერძი, ლულის გადატეხვისას ბლოკავს სასხლეტს და შემთხვევითი გამოკვრისგან გაზღვევს.... წესით მაგას არ უნდა ჰქონდეს არანაირი ზეგავლენა იმის მერე რაც ლულა ჩაიკეტება, მაქსიმუმ შეიძლება მცველს აყენებდეს...
ახსნის კი რავიცი რა გითხრა მე რაცხა ვერ გავიგე რა რას შვება
ja_ja ანუ ლულა რო გადატეხილია ეგ თავისუფლადაა და წინ და უკან მოძრაობს, მარტო იმ დროს ბლოკავს როცა თოფს მაღლა ვწევ. თუ დაბლა დავწევ როგორც მეორე სურათშია ისე იწევა წინ და ვეღარ ბლოკავს
koba1973 მადლობა, ვცდი
მაშინ თუ ყანყალებს დააკვირდი კონდახში რომ ხის ისეთ პოზიციაშია სახსარი, ანუ ცელინდრზეა მიდებული თუ რადგან ტავისუფალი ადგილი ნახა გაიბზიკა... ეგეთ პოზიციაშI რა თქმა უნდა ნორმალურად ვერ იმუშავებს ეგ შტუკა.
ხოლო თუ ეგ მოძრავი დეტალი სწორადაა და ცილინდრთანაა ჩახუტებული, ამასობაში კი ყანყალებს, მაშინ ჯერ მთლიანი სურათი დადე და მიაყოლე მაგას წინა მხარის მოახლოებული სურათებიც, რომ დაინახოს ხალხმა თავში რა ხდება და რიჩაგი საერთოდ როგორ პოზაშია, ნუ დაბოლოებას ქე ვხედავთ წინა სურათებში
გაწელილი კი არა საერთოდ მომძვრალი აქვს ეს ზამბარა. როგორც ჩანს მოტყდა ხო? არც ვიცი როგორ იყო დამაგრებული
ნიკა
კი გატეხილია გარანტირებულად, ყური მოტეხილი აქვს ჩასმული იყო ყური აშკარად ზემოთ არსებულ ხვრელში შედეგად ვეჩნა ზამბარა წინ ექაჩებოდა მაგ შტუკას, ხოლო ლულის გადატეხვისას მექანიზმი მას უკან წევდა, როგორც კი ლულა დაიკეტებოდა, მერე უკვე ზამბარა წინ წევდა და თავის ადგილზე აბრუნებდა.
არ მგონია ეს ზამბარა ცალკე იყიდებოდეს. გადატეხვამდე ინსტიქტურად ისედაც კი ვკეტავ ხოლმე სასხლეტს მაგრამ რავი
ნიკა
გადამრევ
პირველი - საერთოდ მოაძრე ეგ ზამბარა.
მეორე - ნახე მაგ ზომის რაიმე სხვა ზამბარა, სადმე წააწყდები, ელიავაზე, მაღაზიებში ბარახოლკაზე, რავი სადმე....
მესამე - ადექი და ცალი მხარე ისეთივე მიღუნ მოღუნე როგორც ეხლანდელს აქვს, მეორე მოტეხილი მხარე კიდევ შენი ფანტაზიით დაამთავრე, იდეაშI რა უნდა იყოს რაიმე კაკვის ფორმა გინდა რომელიც იმ ყურამდე აიწევა და ჩამნოეკიდება დაჭიმულ მდგომარეობაში... ვსიო
მეოთხე და იმენნა ჯოკერი - თუ საუბარია http://www.crosman.com/shockwave-np გრიშას დაუკავშირდი და შემდეგი პარტიის ჩამოტანისას შენთვის ცალკე პირადად ჩამოიტანს მაგ ზამბარას ორიგინალს, დააყენებ და მორჩება მთელი ეპოპეა
რავი დაშლის "მეშინია" ცოტა, მერე რო ვეღარ ავაწყო სასხლეტის მოხსნა მომიწევს მგონი. მოკლედ, ჯერ მესამეს ვცდი და თუ არადა თბილისში რო დავბრუნდები მივწერ გრიგოლს და ჩამომიტანს იმედია. ხვალ დავწერ შედეგს
მოკლედ, ვერაფერი მოვუხერხე და დავრჩი gregory-ს იმედზე მადლობა ყველას
ნიკა
შე კაცო გრეგორი რათ უნდა მაგას, მოხსენი ეგ ზამბარა და როგორც ჯაჯამ გითხრა, ანალოგიური სიმძლავრის მოიძიე.
ოხრადაა გინდ სამგორის ბარახოლკაზე და გინდ ელიავაზე. გადაჭერი საჭირო სიგრძეზე, გაუკეთე კავები და მორჩა.
არ ვიცი რა დიამეტრია და მავთულის სისქე რა აქვს, თორემ გადავხედავდი, ეგება მე მიგდია სადმე.
Multi-Tool თბილისში არ ვარ და ვიფიქრე როცა დავბრუნდები ბარემ თავისას დავუყენებ მეთქი
გამარჯობათ ფორუმელნო. ესეიგი რა ხდება ეხლა, ლულა ზევით და ქვევით მოძრაობს არც ისე დიდი ძალის დატანებით, რამდენიმე მმ-ით. ადრე არ დავკვირვებივარ და ნორმალურია ეს?
ნიკა
pilotina ანუ? ვერ მივხვდი
ნიკა
არ უნდა იყოს ეგრე. სავარაუდოდ ლულის ჩამკეტია დასარეგულირებელი, ან მაგ ჩამკეტ მექანიზმში დეტალებია მოცვეთილი.
დადე აბა სურათები იმ ადგილის რითაც ლულა იკეთება.
ნიკა
თუ ლულა თავის მუფტასთან ერთად მოძრაობს, ჩამკეტის ბრალი იქნება, ან. მუფტის ხვრელსა და ვინტს შორის ლუფტია. შეიძლება თვით მუფტაშიც ირყეოდეს თუ მუფტა პპლასტიკისაა, მაგრამ არა მგონია ეგრე იყოს.
რაშიც ზის ლულა იმასთან ერთად მოძრაობს, მეც ჩამკეტის ბრალი მგონია. ძალიან არა მაგრამ... გადატეხვის დროსაც ადვილად იწევა და ჩაკეტვისასაც ადვილად იკეტება. შეუშლის რამეში ხელს? დაბლა რო დააწვები და ხელს აუშვებ მერე ისევ ბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობაში
რიგელია გასაკეთებელი. ან ახალი გამოსაჩარხი.
sekurifa ეგ რომელია? ან როგორ უნდა გაკეთდეს?
http://www.radikal.ru
ესაა რიგელი. თუ გადაცვეთილია ახალია გამოსაჩარხი,მაგრამ ჯერ ამოსაღებია ეგ დეტალი ბუდიდან. გადაწმენდი მისი ბუდეც,ზამბარაც,ხელთავიდან დასაზეთი და მერე შესამოწმებელი. თუ ისევ იმოძრავებს მაშინ გამოსაცვლელია.
სასურველია ეგ დეტალი იყოს ნაწრთობი და ასევე ქონდეს ძლიერი ზამბარაც.
მარტო ზამბარის შეცვლა არ უშველის? ჩემით ვუშველი რამეს? ან სად შეიძლება გაკეთება ხო არ იცი?
ნიკა
ზამბარა გაქ სუსტი და გამოცვალე. თუ მაინც იმოძრავა, მაშინ მაგ რიგელს აგრანიჩიტელის ღარი რომ აქვს,
უკანა კედელი 1მმ ით ჩამოთალე. ეს იმას მოგცემს, რომ რიგელი ოდნავ წინ წაიწევს და ფუტაში ამოჩარხულ
ბუდეშიუფრო ღრმად შევა.
რა თქმა უნდა გაწმენდვა და დაზეთვაც არ დაგავიწყდეს, როგორც ზემოთ გითხრეს.
ჰო დაახლოებით მასეა რა, ნახევარს ოდნავ ცდება. ანუ ზამბარის შეცვლა უშველის?
უნდა დაშალო. ისე ვერაფერს გაიგებ.
ეუჰ, ჯერ მთლიანად უნდა მოვხსნა ხო? რთულია დაშლა?
რიგელის მოხსნას წესით არუნდა თოფის დაშლა. შტიფტი უნდა გამოაგდო რაც რიგელს იკავებს. მიადე რამე წვრილი რკინა და მიარტყი ჩაქუჩი. შტიფტი გამოვარდება და რიგელიც გამვა.
ოღონდ გადატენილ თოფზე არ ქნა. მოხრილი ლულა გააკავე როგორმე. ან პროსტა გადატეხვაც ეყოფა. გამოჩნდება შტიფტი.
დავფიქრდი და მაინც მირჩევია ვინმე უფრო მცოდნეს მივუტანო, ვინმეს ხო არ იცნობთ ან ვინმე ხო არ ხართ აქ ისეთი ვინც ამაზე მუშაობს?
ნიკა
პმ ნახე
მე მაქვს ასეთი კითხვა მოკლედ დამიზნბისას წინა სამიზნ მწვანე ოდნავ მაღლა თუ არაა უკანასთან შედარბით არ მიაქვს სწორად ანუ დაბლა მიაქვს ინსტრუქციაში წერია დასავებიაო ღია არადა უხატია რომ უანა და წინა სამიზნბი ერთმანეთის შუაში უნდა იყოსო მითხრეს რომ გასაჩარხიაო და გაჩარხვა არ ვიცი უეჭვლი გავაფუჭებ რა შეიძლბა გავაკეთო მაქსიმალურად დაბლა მაქვს დაწეული მარა ს პრობლემა ვერ გადავჭერი რა მირჩევთ
xmaladze
უკანა სამიზნე მაქსიმალურად მაღლა გაქვს აწეული?
არა მეგობარო პირიქით დაბლა მაქვს დაწული
მაღლა უნდა მქონდეს????
xmaladze
უკანა სამიზნე თუ დაბლა დაქვს დაწეული ამ შემთხვევაში დაბლა წაიღებს, ნელ ნელა აწიე მაღლა და შენთვის სასურველ მანძილზე ესროლე ხოლმე. როცა დამიზნების ხაზი და ტყვია დაემთხვევა ერთმანეთს, მიზანიც გასწორებული გექნება.
აჰა გასაგბია ანუ სროლისას ლულის სამიზნე ოდნავ მაღლააა და ისე ვარტყავ მიზანში რაც არაომფორტულია დამიზნებისას როდესაც კაჭკაჭს ვუმიზნებდი ლულა ზემოთ არის და უკანა სამიზნე ქვემოთ ვაზიუბანში მაინც ცხოვრობდეს ვინმე ფორუმელი დამხმარბოდა :დ
xmaladze
უკანა სამიზნეს სადაც გადაწევ, ტყ იაც იქეთ წავა. ასწიე უკანა და პრობლემაც მოგიგვარდება.
გასაჩარხი არა მგონია იყოს მანდ.
გაიხარე დიდი მადლობა
xmaladze
ვინ.გითხრა და რაზე გასაჩარხიაო?
ესეიგი ხალხის უვიცობას საზღვარი არ აქვს, კაცმა არ იცის და რეებს ეუბნებიან გადარიეს
მეზობლმა ნახა და მითხრა სამიზნეები არ ემთხვვაო და გუშინ გავასწორეე 2 შაბათს დავდებ შედეგს ანჯუ რანაირად წაიღებს გუშინ ავუწიე ამიზნ და მართლა ჩაჯდა ერთმანეეთში
ავწიე სამიზნე და ტყვია დაბლა მიაქ მარა სწორად რა ვქნა გხვეწებით მირჩიეთ
xmaladze
ცოტა კიდე აწიე თუ მაგ მანძილზე გინდა გასწორება
ვინმე ახლოს არ ცხოვრობთ? პრაქტიკულად აუხსენით ამ კაცს თორემ სანამ თავისით აუღებს ალღოს გაწამდება.
xmaladze
ვარკეთილში ვარ და თუ გინდა გსმოდი და აგიხსნი.
მოკლედ გადავიკითხე ყველანაირი პოსტი რაც დამიწერეთ და დიდი მადლობა გამოხმაურბისათვის იქნებ Multi-Tool მოვახერხო შეხვედრა და ამიხნის ადგილზ უღრმსი მადობა მგობრბო მხარდაჭერისათვის
xmaladze
ძალიან კარგი ხალხი ხართ მიუხედავად იმისა რომ პირადად არ გიცნობთ ბანი არ დამადოთ თემას გადავუხვიე გაიხარეთ ღმერთმა სულ გახარბული გამყოფოთ ყველა მგობრეებო
მოკლედ მქონდა პირველი გასვლა საკმაოდ საინტერესო და სახალისოც საკმაოდ მოზღვავებული ადრენალინით ღია სამიზნით უბრალოდ მაინტერესებს ოპტიას ეს იარაღი რამდენ გასროლაში ურევს გამოცდილეა ვისაც გაქვთ ამ იარაღთან დაავშირებით თუ შეგიძლიათ მითხარით თავისი ოპტიკა აქვს ქარხნული
xmaladze
აჰა გასაგებია მადობა მეგობარო გაიხარე
http://radikal.ru/video/7KIH8UcTtEs მოკლედ ეს ჩემი მაიმუნოა 20-22 მეტრიდან
http://radikal.ru/video/VW67HJaoetU ესეც მეორე მოკლედ მძიმე ტყვიებიდან ვისროდი განსახვავება იმაში იყო რომ ერთს ოდნავ დალა მიქონდა მეორეს სწორად ანუ მომეწონა 10.34 იანები ისეთი არაფერი არაა ურალოდ გულის გასახარებლად ავტვირთე მიზანში როლის ვიდეოსაც შემოგთავაზებთ ოღონდ ამინდები გამოვიდეს
xmaladze ოპტიკით ისვრი? არ ჩანს ვიდეოში
არა მეგობარო ოფტიკით არა ღია სამიზნეა ოფტიკა 2ჯერ მეყენა არც გამისწორებია
http://radikal.ru
http://radikal.ru
ეს ტყვიებია
http://radikal.ru ეს მესამე საერთოდ არ მომეწონა არ იყო დამაკმაყოფილებელი
xmaladze
შემდეგში მეტად აღქმადი რომ იყოს, შეეცადე ვიდეოს გადარებისას ტელეფონი ვერტიკალურად კი არ გეჭიროს, არამედ გვერდზე გადაატრიალე, რომ გადაიღო ვიდეო ისეთი ფორმატით როგორზეც არის გათვლილი უმეტესობა მონიტორი, ტელევიზორი, იუტუბი, კინოთეატრი და სხვა.
ვერტიკალურად მხოლოდ ტელეფონზე ჩანს კარგად და თან ზემოთ ქვემოთ დიდად ინფორმაციული როგორც წესი არაფერი ხდება ხოლმე. ამიტომაც, სრულ ეკრანზე რომ იყოს შესაძლებელი კომფორტულად და ინფორმაციულად ყურება ჯობია ყოველთვის ვიდეო ისე გადაიღო რა ფორმატისთვისაც გათვლილია შესაბამისი აღქმის ინფრასტრუქტურა .
მოკლედ ნუ მიწყენ და ჭკუის სწავლებად ნუ ჩამითვლი, მაგრამ ვერტიკალურად ვიდეოს გადაღება ლაითათ რომ ვთქვათ მაგარი არ არის
xmaladze და რატომ არ იყენებ ოპტიკას?
ja_ja ეგ მეც "მაღიზიანებს" ხოლმე, ყველას მაგას ვეუბნები
აჰა არა პირიქით მადლობა რჩევისათვის აუცილებლად გავითვალისწინებ ოფტიკას რაც შეეხება ვერ გავიგე როგორ უნდა გავანულო და გასწორებითაც დიდად ალღო ვერ ავუღე მარა ცოტას მოვიცლი და მაგასაც მივხედავ. პლიუს ის პრობლემა მაქ ვერ გავერკვიე ბოლომდე ყველაფერში
უბრალოდ მაინტერესებდა რომელი გქონდა და როგორ "გიძლებდა", ჩემმა რამდენიმე გასრლაში გაანადგურა თავისი. გასწორება ძაან მარტივია
რაც მოყვა ის მაქ მაგრამ არ გამისწორებია ვაა ნეტა ჩემმა არ გაუბეროს.. რა მაინტერესებს დაახლოებით რამდენი სროლის მერე აგერია ???
რავი ძალიან მალე, მგონი 100 გასროლაში გამოდგომაზეა რა ესენი, ჩემი არ გამოდგა
ნეტა 100 მასროლინოს რას ვჩივი
გამარჯობა მეგობრებო მაინტერესებს ზემოთ დაწერილი ტყვიბის გარდა კიდე რომლის გამოყენებას მირჩევთ ???
გამარჯობა მეგობრებო მაინტერესებს ზემოთ დაწერილი ტყვიბის გარდა კიდე რომლის გამოყენებას მირჩევთ ???
გამარჯობა მეგობრებო მაინტერესებს ზემოთ დაწერილი ტყვიბის გარდა კიდე რომლის გამოყენებას მირჩევთ ???
აი ამის
ან ამის
ან კიდე ამის
სულ პირველი რომლიც არის გ მაგნუმში იყიდებაა????
კონკრეტულად ახლა აქვთ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ზოგადად JSB-ს ტყვიების დიდი არჩევანი აქვთ.
ჯსბ 0,67 ქონდათ მაგნუმში. ბატონ გრეგორს კი უჭველი ქონდა 2 დღის წინ
მაგნუმში 5-6 დღის წინ ვიყავი და ქონდათ ჯსბ 0.67_იანი და 0.547_იანი_ც
მადლობა მეგობრებო გაიხარეთ
გამარჯობათ გთხოვთ მიპასუხოთ ვერ ვახერხე სილიკონის ზეთის შეძენას და მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა საკერავი მანქანის ზეთით ჩემი პნევმოს დაზეთვა ???
xmaladze
xmaladze
კარგით დიდი მადლობა
და დაახლოებით რა ღირს ეგ ზეთი?
რომელი ზეთი? რომელ პოსტს უპასუხე?
დამავიწყდა დაკონკრეტება სილიკონის მაინტერესებს ან რამე სხვაც თუ არის
ნიკა
აქ 20 ლარი ღირს
მოკლედ, როცა ეს ვიყიდე მაშინ მგონი არ ჰქონდა ბევრს, ჰოდა ახლა გკითხავთ ამ იარაღის მფლობელებო. ყველაზე კარგ ჯგუფს რომელი ტყვიით აკეთებთ? რა მანძილზე და რამხელას? და კიდე შესაძლებელია ხო ერთი ტიპის ტყვიას მაგალითად ორი სხვადასხვა shockwave სულ სხვადასხვანაირად ისროდეს?
ნიკა
არ მიცდია არასდროს ალბათ უნდა გამეზომა ტყვიის ჯგუფები სამიზნის გასწორებნის დროს მარა არ გამიზომია
მადლობა პასუხებისთვის. სამწუხაროდ ოპტიკა მალევე გამიფუჭდა და ვერ მოვასწარი მანამდე ჯგუფების გაკეთება, თორე მეც ვცდიდი ცოტას
ja_ja და მაგალითად ვენთიჯს და შოქვეივს ხომ ყველაფერი ერთი აქვთ კონდახის გარდა და ამათზეც იგივეს თქმა შეიძლება?
ნიკა
რომ აიღო ყველაზე ნავაროჩენი იარაღიც კი იქნება ეს ვალტერი თუ შტაირი თუ ფეინი, მანდაც მიუხედავად ყველა დეტალის გამოლოკვისა არსებობს ერთი და იგივე მოდელში სხვაობა, არ არსებობს 2 ერთნაირი ადამიანი და არც 2 ერთნაირი აგრეგატი....
საერთო შეხედვით შეიძლება თქვა რომ ესენი ყველა ზანგები არიან ჩინელები არაბები, მაგრამ მაგ ჯგუფშიც ყველა ინდივიდუალურია, იგივეა იარაღების მხრივაც, თუ წვრილმან დეტალებში ჩაძვრები ყველა კონკრეტული ეგზემპლარი თავისებურებით ხასიათდება, ხოლო თუ მაგ წვრილმანებს არ მიყვები, მაშინ ყველა Shockwave NP აფსოლუტურად ერთნაირია...
ძალიან წვრილი და ბასრი ენის პირია რაზეც ვსაუბრობთ, ზოგიერთი ისე გაათავებს ცხოვრებას განსხვავებას ვერ იგრძნობს, ზოგი კიდევ.....
ეს ძველის ძველი ფილმი ამბობს ყველაფერს თუ მთელი სცენა არ გაინტერესებს უყურე 1:40-დან 3:30-მდე
ja_ja მადლობა კიდევ ერთხელ ამომწურავი პასუხისთვის. მაგ პატარა მონაკვეთმაც ყველაფერი თქვა, მაგრამ shockwave-ის მფლობელები მაინც არ ჩანან როგორც ჩანს ეს პატარ-პატარა განსხვავები საერთო ჯამში დიდ სხვაობას გვაძლევს
გამარჯობა. მოკლედ რა ხდება, ძალიან ფანტავს ტყვიებს, ძირითადად ზემოთ და ქვემოთ, crosman destroyer და premier HP ვცადე, ორივეზე ასეა. 10 მეტრში დაახლოებით 5სმიანი ჯგუფი გავაკეთე(შორს უარესია). ზოგჯერ შეიძლება ზუსტადაც წაიღოს 1-2 ტყვია. ოპტიკა 4x32 utg არის. რას მირჩევთ? რა იქნება მიზეზი
ნიკა
Shockwave NP_ზე არის საუბარი ხო ? გარე ანუ მექანიკური სამიზნე ხო აქვს ?
პირველ რიგში ტყვია შეცვალე.
jsb 0.547
jsb 0.67
H&N barakuda 0.69,
ბარაკუდა ჰანტერი არა, მხოლოდ barakuda მრგვალთავიანი.
სამივეს იყიდი მაგნიუმში.
თუ სიტუაცია არ გამოსწორდა მაშინ ღია სამიზნით მოგიწევს სროლა. ან სხვა ოპტიკით ცდა მოგიწევს. თუ კიდე არ გამოსწორდა მერე არ ვიცი.
ან თუ ღია სამიზნე აქვს პირდაპირ მოაძრე ოპტიკა და ღია სამიზნით ცადე შემდეგ შეცვალე ტყვიები.
vexam
vexam
მეც მაქვს ნპს და მაგ თოფის ვერაფერი გავიგე. გატყდა ლულაში გაყრილი "ბოლტი" და რადგან სპეციფიკური იყო და ვერ ვნახე გასაყიდი, ავდექი და ნაცნობ ტოკარს გავაჩარხინე. გაჩარხვა მთელი ისტორიაა მაგაზე არ შევჩერდები, ავაწყე და დავიწყეთ სროლა. ცოტა ხანში შევამჩნიეთ რომ ჯსბ 0.54 ძალიან მოსწონს და მრცხვენია ვაღიარო და 32 მეტრში უკეთეს ჯგუფებს აკეთებს ვიდრე კრალის პცპ. ვიფიქრე ალბათ ეს ბოლტი უფრო ზუსტად გაჩარხულია და მაგიტომ ლულას რყევის საშუალებას არ აძლევს, სიზუსტეც მაგის გამო აქვს. დავხედე "ბოლტს და მთლად მოშვებულია, იმიტომ არ ძვრება და არ იკარგება რომ კონდახი არ უშვებს გარეთ თორემ გამოძვრებოდა. სასწრაფოდ დავუჭირე და სიზუსტეც დაიკარგა.
ასე ძალიან როგორ არ უნდა მოეწონოს ეს ტყვიები, ასე რომ გაფანტოს? ოპტიკაც ახალია და ძალიან არ მინდა რო ამისი ბრალი იყოს, მარა ღია სამიზნითაც ვცდი როცა მოვახერხებ. მსროლელს რაც შეეხება საკმაოდ კარგად ვისვრი სხვა ტყვიებსაც ვნახავ და თუ არ უშველა მერე მივხედავ დანარჩენს
კიდევ ერთი პრობლემა ავიღე და ასეთი დამხვდა, რატომ ან რა ვუშველო?
ფრთხილად უნდა ამობურღო დრელით, პატარა ბრუნებზე. ჯერ წვრილი ბურღით გახვრიტე, მერე გაზარდე ნელ-ნელა ბურღის სისქე.ეცადე ზუსტად ცენტრში გაბურღო.
როგორღაც მოვახერხე და ამოვიღე. უფრო ის მაინტერესებს რატომ დაემართა მასე, ასეთი დარტყმა აქვს?
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services