რაც უფრო დრო გადის ერთი აზრი არ მასვენებს, აზრი კი რა თქმა უნდა პნევმატიკას და მის კალიბს შეეხება.
ნუ ყველამ ვიცით რომ 0.177 ანუ 4.5 კალიბრი ნებადართულია, დანარჩენი კალიბრი კი აკრძალულია. მაგრამ რატომაა აკრზალული არავინ არ ვიცით.
ამასონბაში ვერ ვისვენებ ერთი გარემოების გამო, ეგრეთწოდებული სტრაიკბოლი საქართველოში მიღებული პონტია, და კალიბრი ნიტოშტო 4.5-ზე და 5.5 მილიემტრზე მეტია, ვაავშე ჯოკრავს და 6 მილიემტრზე ადის, ამასობაში აირსოფტი, ანუ იგივე სტრაიკბოლი, მ,უშაობს იმავე პრინციპზე რაც ჩვენი იარაღი, ანუ ჰაერის დაჭირხვნის პრინციპით. მიჩნდება კითხვა რატომაა აკრძალული პნევმატიკა და ამასობაში ყურსაც კი არავინ აბარტყუნებს აირსოფტზე. არადა სუფთა კანონის გადასახედიდან სრული დომფხალია
არ გინდათ დამეთანხმოთ? იტყვით არასწორი ხარო? კაი ბატონო მაშIნ კიდევ ერთ ... ნუ ჯოკერს ვერა მარა ტუზ კოზირს დავაძრობ. თუ იცით საქართველოში აკრძალულია პეინტბოლი? რამდენადაც ვიცი ნებადართულია და რამდენიმე კლუბი არსებობს, მგონი პოლიცია თუ ჯარის გარკვეული ნაწილიც კი გადის ტრენინგებს პეინტბოლით...
მაშ ასე პეინტბოლის მუშაობის პრინციპი ხომ ვიცით? ბალონი ჰაერით და ბურთულები სარებავით... ვინმემ იცით ბურთების კალიბრი??? დღეს ბევრი ძებნის მერე გავარკვიე რომ ყველაზე გავრცელებული 0.68 კალიბრი, ზოგიერთი ფირმა კი სხვადასხვა მახასიათებლებისა და ბალისტიკური მონაცმეების გამო უშვებენ იარაღებს 0.67-დან 0.72 კალიბრამდე, ეს მილიმეტრებში გამოდის 17 მილიმეტრიდან 18.3 მილიმეტრამდე. ახრინეტ მოჟნა, ჩვენ აქ 0.22 ზე მოგვდის დორბლები და ამასობაში კანონი რაღაც გაუგებარი პრინციპის მიხედვით თვალებს ხუჭავს სტრაიკზე და პეინტბოლზე... რომელთა კალიბრებიც საერთოდ ვერანაირ კომენტარს ვერ უძლებენ.
არ მითხრათ ახლა გლუვლულიანია და იმიტომო, კანონში არსადაა მითიტებული რომ გლუვი პნევმატიკა ნებადართულია და ხრახნიანი აკრძალულია, რა ტქმა უნდა ჩვენთან მოქმედებს პრინციპი რაც აკრძალული არაა ის ნებადართულია და შეიძლება მომედავოს ვინმე გლუვი პევმო აკრძალული არააო, მაგრამ შეგახსენებთ რომ კანონში ვააბშე არ არის ნახსენები არც გლუვი და არც კუთხვილებიანი, პროსტა ნახსენებია მუსაობის პრინციპი"პნევმატიკა"
მინდა რიტორიკული კითხვა დავსვა, ვინ წერდა ამ დურაკ კანონს და ვინ არის ის დურაკი რომელიც მის სისრულეში მოყვანას უზრუნველყოფს და ასე მიკერძოვებულად წყვიტავს იმაზე თვალი დავხუჭოთ და ამაზე კი ვენები გადავიჭრათო!!!
ხალხნო რაიმე ხმა არ მიგვიწვდება ამ კანონმდებლებთან?? როდემზე უნდა იყოს კანონიც და მოქალაქეც ჯურღმულში? თუ აკრძალულია აიკრძალოს ყველაფერი სხვაც თუ არა და რა პონტია რასისტული მიდგომით აკრძალვა???
ja_ja
ეეჰ გიო, მაგაზე ადრე კი ვიფიქრე,
მარა იმ დასკვნამდე მივედი რომ:
ეს ჩემის გაქანებულები აირსოფტს და თუნდაც ფეინტბოლს
თვლიან ჩისტა უწყინარ თამაშად,
პახოდუ მაგის იარაღებსაც არ აღიქვავენ იარაღად...
ანუ სათამაშოა რა და თავისთავად კანონი იარაღის შესახებ არ ეხება რა .
ნუ ეს ყველაფერი ჩმა, ანუ მე ვფიქრობ რომ ეგენი ფიქრობენ ეგრე
ja_ja
მაინტერესებს სად შეიძLება ეს ტქვა და რა ფორმით რომ "გაიგონ" და რააც შეიცვალოს?
ჯაჯ, რაშუაშია, ან ფეინთბოლი ან აირსოფტი, პრინციპი ტყვიის სროლის ერთა, მაგრამ ტყვია ხომ პლასტმასია, და ჯოულებში გადათვალე აბა ის მსხვილი კალიბრის ფეინთბოლის ტყვია რამდენს მოგცემს...
ეგეთი პრინციპით ნასროლი სვინეცი, თუნდაც .177 კალიბრში საკმაო დაზიანებას იწვევს, რასაც ახლოსაც ვერ შევადრით ვერც აირსოფტს და ვერც ფეინთბოლს
კანონში რომ ბევრი მარაზმია ეგ გასაგებია და ახალი არ არის, მაგრამ ამ ორ უწყინარ და არასაშიშ სათამაშოებთან კალიბრის შედარება არგუმენტად არ გამოდგება
Davitus
მარა კანონში კონკრეტულად წერია რომ 4.5-ზე მეტი პნევმო აკრძალულია, და არსად არაფერი დამატებით არაა მოხსენიებული რომ ესა თუ ის კლასი შეღავათით სარგებლობს
ja_ja
კანონში ბევრი რამე წერია, თუნდაც ნებისმიერი იარაღის შემოტანას რომ ნებართვა სჭირდება და ასშ...
უბრალოდ აირსოფტი და პეინტბოლი სხვა კოდში გადის, რომელსაც იარაღთან არაფერი აქვს საერთო
შენი მოჭოდებებით მაქსიმუმ იმის გაკეთებას მოახერხებ რომ პეინტბოლს და აირსოფტს აკრძალავენ, ან როგორც რუსეთშია შეზღუდვას ჯოულებზე შემოიღებენ
ეგრეა, სტრაიკი და პეინტბოლი მითუმეტეს (აქ უფრო სუსტია ენერგიები, ახლო მანძილზე ხდება ძირითადად თამაში) არის სათამაშო იარაღი.
სტრაიკის კარგად გატუნინგებული იარაღით ჰა-ჰა კბილი მოტეხო ვინმეს, ვისაც ცოტა რბილი კბილები აქვს თუ ღია პირში მოხვდა ტყვია. დანარჩენს ვერ უზამ ვერაფერს, კანში ვერ აღწევს სტრაიკის ბურთულა.
პეინტბოლში საერთოდ საღებავიანი ბურთებია და მოხვედრისას სკდება, რომ კვალი დატოვოს.
+ გრიგოლი სწორს ამბობს, საბაჟოზე სტრაიკის და პეინტის თოფები იარაღის კლასში არ ბაჟდება. ნაცნობები ხომ მყავს სტრაიკში და ვიცი იქიდანაც ეგ.
+ რადგან სათამაშოებია და რადგან კანონიც არ არეგულირებს ამ სათამაშოებს, კაციშვილი ხმას არ იღებს, თორემ 8 მმ კალიბრის აირსოფტიც არსებობს და რო მოინდომო იმასაც უპრობლემოდ იყიდი და ჩამოიტან.
ეარსოფტი და პეინტბოლი იარაღი არაა.... (მარა ეს უკვე თქვეს)
მოკლედ ja_ja ნუ ინერვიულებ, აზრი არ აქვს....
ყველაფერი დაყოფილია კატეგორიებად,ამიტომ მაგ სახის იარაღი არმოიხსენიება მსოფლიოს არცერთ კანონმდებლობაში როგორც
იარაღი. წაიკითხეთ რა აწერია პნევმატურ თოფებს!!! NOT A TOY!!! მსგავს გაფრთხილებებს ვერცერთ სტრაიკის სათამაშოზე ვერნახა
ვთ. ჩვენი კანონმდებლებიც თავს არიტკიებენ და ყველაფერი უცხოური გადმოაქვთ. რა საკვირველია კანონებიც.
ეხ კი ვწერდი, მარა რა შეიცვალა როომ?? შემოიღეს დურაკი წესი, სანადირო პნევმატიკა შენახვა ტარებისთვის 10 ლარია გადასახდელი, მარა რომელია ეს სანადირო პნევმატიკა, რაფრა უნდა განასხვაო არა სანადიროსგან....
ეს რაღაც ახალია? რომელ 10 ლარიან ქვითარზეა საუბარი სეზონზე გადასახდელ 10 ლარზე რაც თან უნდა გქონდეს?
არაფერი არ უნდა!
კანონში "იარაღის შესახებ" პირდაპირ წერია: პნევმატურ იარაღს გაფორმება რეგისტრაცია არ უნდა, გარემოს დაცვის ინსპექციასაც არაფერი აქვს მაგვარი!
ეხლა სსპი მომსახურების სააგენტომ თვითნებურად რაღაც ხარკი დააწესოს აფსურდია! იქვე რომ თხოვო ვიხდი 10 ლარს ნებართვაში და ბარემ ჩემი იარაღი დამირეგისტრირეო, გეტყვიან არ უნდა რეგისტრაციაოოოო
არა, არა, ეგ ცალკეა. როგორც ჩანს, იმისთვის, რომ პნევმოთი ოფიციალურად ინადირო, უნდა დაარეგისტრირო, როგორც სანადირო პნევმატიკა
Hellados
ხოო ეტყობა მომსახურების სააგენტოს ყურამდეც მიაღწია პნევმატიკის კლინიკური სიკვდილიდან გამოყვანის ამბავმა და ხელის მოთბობა გადაწყვიტეს იმიტომ, რომ მაგის სანადირო თუ სპორტული დანიშნულების კრიტერიუმები დარწმუნებული ვარ ჯერ განსაზღვრული არ იქნება.
gregory
არა, არა, აქ ტარების უფლებაზე ხომ არაა საქმე. უბრალოდ, ადრე ხომ პნევმოთი ნადირობა აკრძალული იყო, ახლა დაუშვეს, მაგრამ კანონში წერია სანადირო პნევმატიკითაა დაშვებულივო.
მერე შემოიღეს ეგ რეგისტრაცია, ანუ თუ პნევმოთი ნადირობა გინდა ოფიციალურად, უნდა წახვიდე და დაარეგისტრირო, როგორც სანადირო კლასის პნევმატური იარაღი.
ისე მაინც დეტალურადაა გასარკვევი ეგ ამბავი, აგერ მალე ნადირობის სეზონი იხსნება და საჭიროა ეგ ინფო.
დარეკვით არ გამოდის, ან მეილი გაუგზავნოთ. რო გაგვარკვიონ. რეგისტრაციაზე თუ წავიდა საქმე მაშინ ფსიხო და ნარკო აკიდებული გვაქ. გვაქ რა მე იჟის რეგისტრაციას არ ვაპირეფ ვინც 50 იარდში 5მმ ჯგუფებს აკეთებს იმან ირბინოს
რეგისტრაცია არა ალუბალი...
რაც მაქ დარეგისტრირებული ისიც ეყოფათ :P
ისე არ გეზარებათ ამ თემის წამ და უწუმ წამოწევა? საკმარისია ვინმემ იკითხოს ვაიმე დარეგისტრირება ხომ არუნდა ჩემ თოფსო?ისეთი
აურზაური ტყდება რომ მეცინება ხოლმე.ელემენტარულად არაფერი გიყიდიათ იარაღის მაღაზიაში?აბა თუ მაგრები ხართ იყიდეთ
ისეთი თოფი რომელსაც კანონით რეგისტრაცია ეხება?!ვერ მოგართვის ხომ???? ჰოდა როცა მაგნუმის მაღაზია ყიდის პნევმატიკას ვინმე
პოლიციიდან უფლებას გთხოოვთ?! არა! მორჩა ამაზე ბაზარი?! პანიკას ატეხავთ ხოლმე რა.
მოკლედ დღეს დილით სამსახურში მიმავალს შემხვდა ჩემი ახლობელი. ნებართვების უფროსი(ნათქვამი კი მაქვს უკვე მგონი ათასჯერ) მასაც საკმაოდ ეჩქარებოდა და ბოდიშის მოხდით მომახსენა,რომ ეხლა ვერ დაგელაპარაკები მეჩქარებაო. რაღაც სიახლეები არისო პნევმატიკასთან დაკავშირებით.
ერთი სიტყვითაც ვერ მოასწრო ზოგადად რო ეთქვა რა ხდება. ხო და მე რო ასე ავცმუკტდი ეხლა თქვენც იწრიალეთ პატარაა. სანამ ის კაცი არ მოიცლის სალაპარაკოდ.
ვაააა შენ მოიცალე ესიგი ამ საკითხისთვის რომ იკითხე ეს ამბავი კომპეტენტურ ხალხთან, არა და რამდენი ხანია ამას გეხვეწები.
საინტერესოა, მარა გული ცუდს მიგრძნობს (ვითარსები )...
ველოდებით მოვლენათა განვითარებას.
ძალიან საინტერესოა, იმედია თოფის კალიბრს ეხება ეგ ცვლილება
სახის გამომეტყველებით ავ-კარგიანობას ვერ მივხდი მა რა რაცხა ჩემი გულიც ვერ მეუბნება კაის.
ჩვენ ხო მოწინავე ქვეყნებს გენეტალიებში(ასე ხო შეიძლება?) უნდა მივბაძოთ.
nihonto
ისე მე და შენ ჯერ ვერაფერს დაგვაკლებს. შენ ფანტომი გაქვს(მეტი რაღა უნდა მოკალონ ფანტომასს) და მე ვაბშემც არაფერი ამ წუთას
ისევ დაიწყო დამიჭი-გამიშვი. შე დალოცვილო ჯერ გაიგე და მერე გვანერვიულე რაღა. ეს კბილის ტკივილივითაა, სანამ არ მიხედავ
რა მოგასვენებს.
ცოტა მეც გავარკვიე, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ მე მაწყობს . ფუფლო კაცს არც ვკითხავდი. საბაჟოზე მუშაობს და მომსახურების სააგენტოშიც ყავს ახლობლები.საქმე კი შემდეგში მდგომარეობს: შემოგაქ 4.5-ზე დიდი კალიბრი, მომსახურების სააგენტოში აფორმებ როგორც ცეცხლსასროლს და მირბიხარ საბაჟოზე გამოსატანად, ნუ არც ისე ადვილია როგორც დავწერე, დეკლარაციის თუ რაღაც მაგდაგვარის შევსება და 2-3 რეისი საბაჟო-მომსახურების სააგენტო. შემდეგ კი 12 სამუშაო დღე ლოდინი როდის დამზადდება საბუთი და სანატრელი არა 4.5 კალიბრი შენს ხელთაა. იგივე პროცედურაა რაც მაღაზიაში შეძენილი იარაღისა. თუ კიდევ დაზუსტდება ინფორმაცია, ისღა დაგვრჩენია გრიგოლთან მივირბინოთ ჯიბედავსებულებმა
და ეგ თუ მართლა ასე მაშინ რატომ არ შემოაქვს მაღაზიებს 4.5 გარდა?ნუ შეიძლება ახლად გამომცხვარი კანონი იყოს დ ჯერ არც იცოდნენ.და თუ გაფორმება დაჭირდება მაშინ გრიგოლისაც სხვა ლიცენზია დაჭირდება 5.5 ჩამოსატანად ეგ კიდევ არ ეღირება ცორტ ეგო ზნაეტ და ფასიც შეიძლება სკაიფოდ გაიზარდოს.
ახალია კაკოიას დავენაცვლე, ჯერ თვითონაც აზრზე არ არიან ჩვენი უგზო-უკვლოდ განათლებული კანონდამცველები
და ვინ გასცა ეგ კანონი ნუთუ შეუძლებელია ამის გაგება და ბოლო ბოლო ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთო რომ გვეუბნებიან ნუთუ ამ კანონის ელეტრონული ვერსია არსად არცებობს?
kaka8079
რა კანონს ეძებ ? თუ კალიბრებზე მაგი კანონში აღარ წერია, მაგას არეგულირებს საქ. სტანდარტის შემუშავებული დოკუმენტი რომელიც არსებობს საქ.სტანდარტში და ფულს თუ გადაიხდი შეგიძლია თავად იხილო, როგორც იორამა ამბობს ეტყობა უკვე მომსახურების სააგენტოში მივიდა ეს სტანდარტი რეაგირებსათვის და ალბათ ცვლილებებიც იქნება. სანადირო 26 ჯოული და კალიბრზე შეზღუდვა არაა და სპორტული შეუძღუდავი მე ასე მახსოვს ჩვენი ამასწინანდელი საუბრებიდან.
giga_st
ახალი სტანდარტები დაამტკიცეს, ის, რაზეც ვილაპარაკეთ დასამტკიცებელი იყო და ალბათ კორექტირებაც შეიტანეს, ან უბრალოდ გადმოაქართულეს
gregory
სად ელაპარაკე გრიგოლ?
გვესტუმრეთ რუსთავში ბატონო და განახებთ
gregory
ვის ელაპარაკე? საბაჟოზე?
აუ რა დონხალია....
საერთოდ ფულს რატომ მახდევინებენ მასეთ დოკუმენტში. ეგ უფასო და საჯაორო უნდა იყოს.
მერეც მეორე, საბაჟოზე საერთოდ ნურავის ნურაფერს ნუ შეეკითხებით, რაც არ უნდა "ჩახედულები" იყვნენ, საბოლოო ჯამში მაინც აზრზე არ არიან.
აუჰ ტყუილად რატო აფორიადებით ხოლმე, გესინიათ ისეთი რამის რაც შეიძლება არც მოხდეს, დავაცადოთ მოვლენებს, არამგონია ინტერნეტში არ დადონ საიტზე თუ რამეს შეცვლიან, მანამდე კი არავინ გვეხება და... foxi მართალია რა , თუ ვინმეს ნანახი აქვ ის დოკუმენტი და ასიანი იცის იმან დაწეროს თორე ჭორის დონეზე გაგებულევბზე ნერვიულობა ტეხავსრ
იმედია იორამა გაგვარკვევს სულ მალე რა ხდება
იორამ "ჩორტავშიკ"
მდაა ვუყურებ ხოლმე ამ ტემას და
მოკლედ ლამის ერთი კაცი გადავიკიდე ამ თემის გამო აქ მე კომენტებს აღარ დავწერ მხოლოდ დავათვალიერებ, მარა ნერვებზე მოქმედებს, გავიგე არ გავიგე, ვიკითხე კი მაგრამ არა...
მე მინდოდა Marauder Pistol-ის პონტში გარკვეულიყო სიტუაცია, მაგრამ მაინც არ გამოდის, და ამიტომაც ამის დედაც ჯეკ, ვზივარ და ველოდები სიტუაციას.
კარგით რა ხალხო, ახლა ისევ დავრეკე იქ სადაც საჭიროა და არანაირი ცვლილებები შსს არ მიუღია და დაჟე პროექტიც კი არ არის ჯერ განხილვაზე. ეს სტანდარტები ჯერ უნდა დაამოწმოს შსს-მ და შემდეგ კი გადის პარლამენტში დასამტკიცელბად. შემდეგ სამი მოსმენა და ათასი მაიმუნობა რომ ახალი კანონი დამტკიცდეს, რომელიც უკვე გადაეცემა საბაჟოს. კაროჩე ძალიან გთხოვთ ჭორის დონეზე ნუ განვიხილავთ ასეთ თემას, თორე შეიძლება ვიღაცას გაუხარდეს (მაგალითად მე) და შეუკვეთოს სასურველი კალიბრი რომელსაც ჩამოართმევენ.
გუშინ დავრეკე პოლიციაში და მითხრეს, პნევმატური იარაღი დასაშვებია ნებისმიერი კალიბრითო. ახლა მინდა ოფიციალურად მომწერონ.
shota67
ilariona
nihontoman
მართალია მაინც არ გამმოგატანენ. დრაკონის რა გითხრა და დევი რო წყალს გადააჯდება ხოლმე ისე არიან
აი თქვენ ატარეთ და თუ არ მიგარჭობენ დიდ ჯარიმას და პირობითს მაგასაც ნახავთ.
რა უნდა ატარონ?
რამდენადაც ვიცი, სანამ ახალი შევა ძალაში, მანამდე მოქმედებს ძველი
bazuka
yes
ilariona
bazuka
ja_ja
გეშლებათ ბატონო გიო, საბაჟო ამ ეტაპზე ხელმძღვანელობს დროებითი კანონით, რომელიც კრძალავს პნევმატიკის შემოტანას და არა გამოყენებას.
ilariona
Power_VANO
მერე დროებითი კანონი ეგაა ზუსტად, რომ არის ბრძანება და მორჩა. ნუ რა ვქნა ახლა მე, რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ ჰა? ჩემი ბრალია?
თუ კანონი სიტყვიერია და არ არის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და დამტკიცებული, მაშინ რა კუტუს მოგედავება ის უტვინო პოლიციელი რომელსაც პნევმატიკა ისევ კისტის თოფად მიაჩნია? ვერაფერსაც ვერ მოგარჭონენ. პოლიციამაც გამაჩერა და კრიმინალურმაც. როცა ნახეს ამერიკული კისტის თოფი ერთმანეთს ასწრებდნენ სროლაში. ძირითადად ეგრეა. ჩვენსკენ პოლიციაა,თქვენსკენ ისევ მილიცია?!
foxi
bazuka
მეც მაგას არ ვამბობ? თუკი კანონი არა არის,რაზე უნდა მოგვედავონ? როცა იქნება ჩვენც მაშინ დავიცვათ თუ როგორ არის ჩავიცვათ?
ან იქნებ წა... ჰო კაი აღარ გავაოფოფებ.
mefe
შენ ახლა ზუბში თუ უდგები ვინმეს არ ვიცი და ისე თარიღებს თუ აკვირდები ხოლმე? შენს მიერ მოყვანილი ციტატა არის აღებული Jul 2 2010, 01:23 AM-იდან. ანუ წელიწად ნახევრის წინ.
ან რომელ კანონს ეთანხმები, ან სად ნახე მაგ პოსტში თანხმობა? ენერგეტიკაზე და დამაზიანებელ ძალზეა საუბარი.
100 წლის წინანდელ პოსტზე დათანხმება ცოტა არ იყოს (თან ერთს წერს ის კაცი და მეორეს ეთანხმები შენ...) ბარემ რაიმე ეგვიპტის და ფარაონების დროინდელი კანონებიდან ამოგეღო და იმას დაეთანხმე.....
mefe
არავითარი უარყოფითად არ არის განწყობილი, არც მე მესიამოვნა რომ დავინახე 2010 წლის პოსტზე რეპლიკა რაგდან უკვე ძველითაც კი 2012 დგება სადმე რამეს ამოიკითხავ მასე არ არის ყველაფერზე პასუხი გასცე, ის რომ დაწერე იმიტომ დაწერა რომ ვინმესთვის ეპასუხა და იმაზე უკვე იმსჯელეს და მორჩნენ , დანარჩენი ამ თემაში საუბარი შეიძლება დაიწყოს ხელახლა ოღონ არა ძველ განხილვებზე არამედ ახლიდან განვიხილოთ თუ კანონია შეცვლილი
mefe
შენი პოსტი წაშლილია. ახსნა განმარტებებს არ ვაპირებ, პოლიმიკის საგანს ხდი ყველაფერს.
ბოლო სიტყვიერი გაფრთხილება იყო.
თემა კიდევ ერთხელ გასუფთავდა Mefe-ს კიდევ ერთი ვორნი დაემატა.
მორჩით უაზრო და უსასრულო კამათს.
P.S. ერთი სული მაქვს ფორუმის ახალი წესები როდის ამოქმედდება. ამისთანა უაზრობა ძირში მოიკვეთება.
ვინაიდან ჯერ ჯერობით არაფერი არ არის კანონთან დაკავშირებით, ამ თემას დროებით ვხურავ.
როდესაც განახლდება კანონი, ეს თემა ან საერთოდ დაიხურება და ახალი კანონების თემა გაიხსნება, ან აქვე გაგრძელდება საუბრები.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services