კარგა ხნის წინ შეპირებული მანუალი ცნობილი ამერიკული ინტერნეტ მაღაზია http://www.knifecenter.com/ -დან სხვადასხვა ნივთების გამოსაწერად ასე თუ ისე მზადაა
სანამ ინსტრუქციას გაეცნობით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე პასუხს არ ვაგებ შესაძლო გართულებებზე თვითონ მაღაზიასთან, გადამზიდავ კომპანიასთან ან საბაჟოსთან მიმართებაში. ეს ინსტრუქცია შედგენილია ჩემს მიერ როგორც ინფორმაციული, დამხმარე ხასიათის მასალა, რათა ახალბედებს გაუადვილდეთ ამ საიტიდან სასურველი საქონლის გამოწერა. ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ წინამდებარე ინსტრუქცია მოიაზრებს თქვენი მხრიდან გადამზიდავი კომპანიების (მაგ. https://www.usa2georgia.com/) მომსახურებით სარგებლობას.
მოკლედ, დავიწყოთ:
ვპოულობთ შესაბამის ნივთს რომლის გამოწერაც გვინდა. ჩემს შემთხვევაში, ეს არის Spyderco Bug Set, რომელიც შედგება სამი მიკრო ზომის დანისაგან. მოძებნის შემდეგ, ვაგდებთ მას კალათაში (გაითვალისწინეთ, არის თუ არა ის საწყობში In Stock, ან თუ არ არის, დაბრუნდება თუ არა როდესმე - წარმოებიდან ამოღებული ნივთების შემთხვევაში). ილუსტრაციისათვის იხილეთ შემდგომი სურათი:
კალათაში ჩაგდების შემდეგ დაგვხვდება ასეთი სურათი:
ამ ფანჯრიდან ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ შოპინგი და დავამატოთ სხვა ნივთებიც, ან გადავიდეთ უკვე არჩეული ნივთის შესყიდვაზე. აქვე ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ რამდენი დოლარი დაემატება სასურველ ნივთს შიდა შიპინგის საფასურად, ანუ გადამზიდავი კომპანიის კარამდე მისატანად. ამისათვის საკმარისია შესაბამის გრაფაში ჩავწეროთ გადამზიდავი კომპანიის შტატის ზიპ კოდი და დავაჭიროთ ღილაკს "გამოთვლა". მაგალითში ნაჩვენებია usa2georgia-ს შტატი Delaware-ს ზიპკოდი. გადავიდეთ შეძენაზე:
ზემოთა ფანჯარაში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი ექაუნთი ან შევიდეთ უკვე არსებული ექაუნთით, ან საერთოდ ექაუნთის გარეშე გავაგრძელოთ შოპინგი. ექაუნთის შექმნას აქვს გარკვეული პლიუსები და რეკომენდაციას გავუწევდი, თუმცა ამ შემთხვევაში განვიხილავთ ყველაზე "სწრაფ" გზას და ცალკე ახალი ექაუნთის რეგისტრაციას აღარ გაჩვენებთ (მით უმეტეს, არამგონია რეგისტრაიას სჭირდებოდეს ცალკე ინსტრუქციები). ვაჭერთ უზარმაზარ ღილაკს რომელსაც აწერია Checkout Now და გადავდივართ შემდგომ ფანჯარაზე:
როგორც ხედავთ ბევრი ინფორმაციაა შესაყვანი, ბილინგ და შიპინგ მისამართები, საკრედიტო ბარათის მონაცემები და სხვა. ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ ბილინგ და შიპინგ მისამართებში ორივეგან მიწერია გადამზიდავი კომპანიის მისამართი დ აგაგიჩნდათ კითხვა - რატომ? იმიტომ რომ "მოსულა" და ამ მაღაზიის შემთხვევაში საჭირო არაა ბილინგ ინფორმაციის ჩაწერა. უბრალოდ ყურადღება მიუთითეთ შიპინგ მისამართის სისწორეს და ყურადღებით შეიტანეთ საჭირო ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიუთითოთ ბილინგის მისამართად ის ინფორმაცია, რაც საკრედიტო ბარათს აწერია ხოლმე, კონკრეტულად კი ბანკის მისამართი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზემოთ მოცემულ სურათში დეტალურადაა ნაჩვენები თუ სად რა უნდა ჩაწეროთ, ამიტომ ამაზე ბევრს აღარ დავწერ. ამავე გვერდზე, ბოლოში იქნება ღილაკი (რმელიც სამწუხაროდ არ გადამიღია) სადაც ადასტურებთ რომ ხართ 18 წლის და ეთანხმებით მაღაზიის პირობებს და გინდათ გააგრძელოთ ნივთის გამოწერა. ღილაკზე დაჭერის შემდეგ ვხედავთ მსგავს სურათს:
ამ გვერდზე კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ საჭირო ინფორმაციას და დავრწმუნდებით მის სიზუსტეში. ასევე შეგვიძლია გარკვეული ინსტრუქციების მიცემა მაღაზიისათვის, მაგალითად ნივთის შემოწმება გამოგზავნამდე და ა.შ. თუ ყველაფერი მოგვწონს და ვეთანხმებით, ვაჭერთ ღილაკს რომელსაც აწერია Confirm & submit Order. ღილაკის დაჭერისას რამდენიმე წამში საიტი გადაგიყვანთ გვერდზე (რომლის სურათი არ გადამიღია) სადაც მადლობას გიხდით შეკვეთისათვის და გთავაზობთ ასევე გვერდის ამობეჭდვას... გილოცავთ, თქვენ წარმატებით (იმედია) გამოიწერეთ http://www2.knifecenter.com/ დან
სულ ესაა ჩემი ინსტრუქცია რთული ნამდვილად არ არის, გამოცდილი საიტია და პირადად მე უკვე რამდენჯერმე გამომიწერია მათგან ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდათ, მზად ვარ გაგცეთ პასუხი...
პ.ს. პოსტი თავდაპირველად გამიზნული იყო ოჩოპინტრესათვის, მაგრამ იქ რაღაც ხდება და ვერ ვპოსტავ, ამიტომ დავპოსტავ აქ და მერე გადავიტან...
ამ საიტიდან ვის აქვს გამოწერილი?
მე ვიწერდი და არ მიიღო ამექსი და თანხა დამიბრუნეს უკან. მართალია ორი კვირა დამჭირდა ლოდინი...
ვისაც ნაცადი გაქვთ ამ ბოლო ხანებზე ვიზა/მასტერქარდით გამოწერა და პრობლემა არ შეგქმნიათ იქნებ დაწეროთ
Hellados
დარწმუნებული ვარ მად ამექსია სწორედ პრობლემა. სტანდარტული ვიზა რომ სცადო? ბოლოს კარგა ხანია არ გამომიწერია მარა იგივეა აშკარად ყველაფერი (ცოტა დიზაინი შეიცვალა)
თუ ეგ საიტი პრობლემატურია შენთვის, შეგიძლია აქედან სცადო:
http://www.bladehq.com/
ერთ-ერთი ყველაზე დიდი არჩევანი მადაა. ახალი მოდელებიც მალ-მალე იდება...
პ.ს. აქედანაც გამოწერილი მაქვს და არანაირი პრობლემა არ შემქმნია
nihontoman
რა არის იცი კი ვცდიდი ვიზათიც მაგრამ არ მინდა რომ კიდევ დამიბლოკონ თანხა და კიდევ ორი კვირა ველოდო, თან სხვამ მთხოვა გამომიწერეო და ისედაც ორი კვირა ველოდეთ..
მოკლედ ეს დანა მინდა გამოვიწერო:
CS26ASTX
http://www.knifecenter.com/item/CS26ASTX
იმ საიტზე შენ რომ დადე ვერ ვნახე სამწუხაროდ ეს დანა
ამ საიტზე ვნახე:
https://www.discountcutlery.net/CS26ASTX-Cold-Steel-Ti-Lite-Pocket-Knife_p_34132.html
მაგრამ რამდენად სანდოა ეს საიტი ვერ გავიგე. თორემ რაც კარგი აქვთ არის ის რომ პეიპალით გადახდა აქვთ და პეიპალით გადახდისას ნაკლები პრობლემებია ხოლმე როგორც წესი... ნუ იდეაში პეიპალი რომ არის უკვე კაია ბოლო ბოლო კეისს გაუხსნი ან რამე მარა მე უფრო იმისი მეშინია რამე სხვა დანა არ გამოუშვან ან რამე ჩინური ასლი... ამიტომ ვიკავებ თავს არასადნო მაღაზიიდან გამოწერაზე
Hellados
ეგ პალოები http://www.bladehq.com/ არ აქვტ?
nihontoman
მოკლედ გავრისკე და ისევ http://www.knifecenter.com/ ამ საიტიდან ვიყიდე ოღონდ ამჯერად მასტერქარდით, ვნახოთ ამჯერად რას იზავენ.
არც მასტერქარდი არ მოეწონათ და დამიბლოკეს თანხა
შიპინგის და ბილინგის მისამარYები ან რამე მასეთია იქნებ პრობლემა... პირველად წავაწყდი მაგ საიტიდან მაგას. რას გწერენ? მეილი არ მოგდის რამე?
nihontoman
ამას მწერენ
Dear Valued Customer,
We regret to inform you that we cannot accept credit card payment on this order. To protect your security and privacy, your issuing bank cannot verify your billing/shipping information for us. This is needed to accept your credit card.
ბილინგ მისამართს ვერ ვამოწმებთო, გადამზიდის მისამართი მიწერია შიპინგშიც და ბილინგშიც.
Hellados
საინტერესოა ძაან. იმდენად საინტერესოა, რომ რამე იაფიანის გამოწერა მომინდა რომ გავტესტო
რა ბანკის ბარათებია ისე თუ საიდუმლო არაა?
nihontoman
საქართველოს ბანკის ამქესით ვცადე და საქართველოს ბანკისვე მასტერქარდით
ვიზა რომ ცადო? ან მაგ ან სხვა ბანკის. მე ვიზას ვხმარობ ხოლმე, მართალია სტანდარტბანკის მარა... ადრე ქონდა ხოლმე თიბისის მსგავსი პრობლემა - ამაზონიდან ვერ ვიწერდი, ფულს არ აჭრევინებდა ხოლმე. ახლა აღარ აქვს მართალია, მარა შეიძლება საქართველოს ბანკმა ვერ დაამუღამა ბოლომდე ამექსი და მასტერქარდი
Hellados
ბილინგში ბარათის მეპატრონეს მისამართი უნდა გქონდეს და არა შიფინგი.
მე მასე მაქვს ყველგან საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონით და პრობლემა არ მქონია.
Ex3
არადა მე მაგ საიტზე შიპინგი და ბილინგი ერთი და იგივე მაქვს როცა ვიწერ მოკელდ შარია
nihontoman
ბარათი სხვა ქვეყნის და ბილინგ მისამართი სხვისი? ვერ ვიწერდი ხოლმე ადრე მაგ მიზეზის გამო, მერე ბილინგი ბარათის მისამართზე გადამყავდა და პრობლემა აღარ იყო.
საერთოდ ბილინგ მისამარტი მაგას ნიშნავს :
Ex3
კი. რა თქმა უნდა. ბეეევრი არ ამოწმებს, ან რა აზრი აქვს შემოწმებას?
nihontoman
რავიცი აბა, ალბათ უსაფრთხოებისთვისაა.
მაგრამ საიტზე რატომაა დამოკიდებული ვერ გავიგე, თვითონ ბანკმა უნდა შეამოწმოს მგონი ფეიმენთის გადაცემამდე
სალამი ფორუმელებო , მოკლედ ერთი კითხვა მაქვს და ახალი თემის გახსნიდან თავი შევიკავე, აქ რამდენად სწორ ადგილას ვპოსტავ არვიცი ასე რომ თუ რამე მეშლება გთხოვთ მომიტევოთ
კითხვა მაქვს შემდეგი თუ გქონიათ ვინმეს შეხება aliexpress -ის პროდუქციასთან როგორი ხარისხისაა აქრო ჩინური ნაგავი იყიდება ისეთია თუ არის გამომდგარი, საუბარი მაქვს ოპტიკებთან და მსგავს სანადირო თუ ელექტრო ტექნიკასთან
მადლობა წინასწარ
mister_io
გააჩნია კანტორას. რაც ლიცენზირებით და სერთიფიკატით გამოდის, არ აქვთ უფრლბა დაჟე ჩინეთში გაყიდონ იაფად და დანარჩენი ზუსტად იგივე ჩინეთია რაც აქ ზოგიერთი ცოტა უკეთესია, მაგრამ ნუ გააჩნია რა...
mister_io
ალიექსპრესი ძალიან საინტერესო საიტია, თუმცა ნავიგაცია უნდა მოახერხო სწორად თორე ნაგავი შეგრჩება ხელში. შეიძLება ჩინური ტელეფონების გამოწერა, მაგალითად Xiaomi, Oppo, Meizu და მსგავსების ნორმალური სელერებისაგან და არაფერი პრობლემა არ იქნება. ერთი იმას დავუკვირდი, რომ თუ ვინმე რამე არაჩინურ ბრენდს ყიდის, როგორც წესი ყალბია ხოლმე (ნაუშნიკებს და მსგავს ტექნიკას თუ არ ჩავთVლით). დარწმუნებული ავრ leupold-ის ოპტიკა რაც მად ნახე 99% არ იყო ნამდვილი. სამაგიეროდ, ვისაც დანები აინტერესებს (მაინც მაგისი თემაა იდეაში ეს ) შეუძლია თამამად გამოიწეროს არა ბრენდული ან ჩინური ბრენდის დანები, ა მაგალითად:
http://www.aliexpress.com/store/product/High-Copy-Shirogorov-Flipper-95-9Cr18Mov-blade-TC4-titanium-carbon-fiber-folding-pocket-knife-camping-knife/1230347_32313095516.html
http://www.aliexpress.com/store/product/Wild-boar-Shirogorov-poluchetkiy-TC4-titanium-D2-camp-hunt-outdoors-survival-Flipper-tactical-folding-pocket-knife/1230347_32232648844.html
http://www.aliexpress.com/store/product/Shirogorov-arhiv-modeley-Folding-knife-D2-blade-G10-handle-camping-hunting-outdoor-tactical-multi-pocket-utility/1230347_32294108695.html
http://www.aliexpress.com/store/product/Microtech-Marfione-Custom-DOC-w-Lightning-Strike-CF-titanium-carbon-fiber-D2-hunting-camp-EDC-bearing/1052562_32311493498.html
http://www.aliexpress.com/store/product/Kevin-John-Shirogorov-F95-Tactical-bearing-Flipper-95-folding-DAIDO-STEEL-D2-Titanium-carbon-fiber-camp/1052562_32309605651.html
http://www.aliexpress.com/store/product/Direware-Solo-folding-D2-blade-Carbon-Fiber-Titanium-Tactical-camp-hunting-survival-outdoors-pocket-EDC-MULTI/1052562_32311664724.html
http://www.aliexpress.com/store/product/ALEXEY-KONYGIN-Transformers-decepticon-1-folding-Flipper-knives-D2-blade-titanium-Survival-Tactical-camp-hunt-knife/1052562_32284511458.html
http://www.aliexpress.com/store/product/Adai-GTC-Supersonic-Titanium-handle-9CR18mov-blade-folding-knife-camp-hunt-survival-outdoors-tactical-Flipper-knives/1052562_32219505519.html
http://www.aliexpress.com/store/product/KEVIN-JOHN-VENOM-2-Folding-Ball-bearing-Flipper-Knife-S35vn-blade-Titanium-carbon-fiber-camp-hunt/1052562_32274317721.html
http://www.aliexpress.com/store/product/Free-shipping-Folding-Blade-Knife-Titanium-Handle-Blade-Material-S35VN-steel-HRC60-Survival-Tactical-Knives-Tools/1052562_1916517359.html
http://www.aliexpress.com/store/product/VESPA-shirogorov-knife-9cr18mov-blade-material-and-handle-material-TC4-silicon-carbide-bearings-outdoor-hunting-EDC/1410179_32288508019.html
http://www.aliexpress.com/store/product/Freeshipping-100-A-DAI-brand-ZT0454-ZT-0454-ZT999-stlyes-S35VN-steel-blade-Titanium-Alloy-Carbon/114090_1692119365.html
http://www.aliexpress.com/store/product/Free-shipping-Black-Dragon-made-D2-steel-blade-vicissitudes-stone-wash-TC4-titanium-handle-folding-knife/737989_32251935975.html
და ვისაც ბევრი ფ
http://www.aliexpress.com/store/product/Medford-Praetorian-High-Quality-folding-knife-440-Blade-Black-Stonewash-Steel-Handle-Tactical-Hunting-Camping-Outdoor/508931_32301249268.html
http://www.aliexpress.com/store/product/Tunnel-Ratt-stainless-steel-G10-folding-knife-camp-hunt-survival-outdoor-tactical-knives-general-utility-EDC/1331093_32263499760.html
http://www.aliexpress.com/item/Spyderco-C12GS-Civilian-Folding-Knife-4-1-8-VG10-Serrated-Blade-G10-Handles-Outdoor-Hunting-Knife/32259856374.html
ნუ ერთი ბა აქვთ ჩინელებს დანებთან მიმართებით - "თხოულობენ დიზაინს, რომელშიდაც მწარმოებელი იღებს რამდენიმე ასეულ და ხანდახან ათასეულ დოლარს და აკეთებენ 100-200 დოლარის ფარგლებში, ხარისხით კი იგივეებია, როგორც მაღალი ხარისხის სერიული მოდელები სპაიდერკოს, ბენჩმეიდის და ზერო ტოლერანსისაგან. მე მაქვს ეგრეთ წოდებული "კევინ ჯონის" ბრენდის სებენზას კლონი, რომელიც 140 დოლარად ვიყიდე (ნამდვილი 550) ული და იაპონური მოდელები, გერბერის ლიმიტედ ედიშენი ამერიკულივე და ასე შემდეგ...
mister_io
ლინკი დადე და გეტყვი იყიდო თუ არა
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services