მაინა, მაინა ყვიროდა ეგვიპტელი ფარაონი, მაგრამ ტრაქტორისტ მეგრელ მუმიას ყურიც კი არ გაუბარტყუნებია.
ასე იყო თუ ისე ნორიკას, სურვილის ხორცის შესხმა დავიწყეთ, თუმცა ნორიკა ვის ადარდებდა ხალხი თავის სასროლ მაგიდაზე და პარალელურად საქეიფო მაგიდაზე ფიქრობდა. ამიტომაც, აი აქ დაწყებული ტემა ასე თუ ისე რაღაცნაირად მოკვარახჭინდა და მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რაც თავისთავად გულისხმობდა გარკვეული სამუშაოების ჩატარებას.
ტექნიკური მომზადება დავიწყეთ 2 მარტს, გავიარეთ ელიავაზე, უფრო სწორედ მე და ჟორა ვიყავით ელიავაზე და შემთხვევით გადავურეკე ილარიონას, რომელსაც წინა დღეს ელიავაზე უნდა შეეძინა ცემენტი, არმატურა და სხვა ნივთები. აღმოჩნდა რომ წინა დღეს სპეც დავალების შესრულებისას ილარიონას და თაზოს მოუწიათ ჯანმრთელობის გაწირვა, შედეგად რღმა პახმელიაში იმყოფებოდნენ და ელ_ჯავა-ს პახოდები შაბათისთვის გადაუდიათ, ნუ რადგან ჩვენც იქვე ვიყავით ბარემ დაველოდეთ, გამოვიდა 2 ამაყი იხვთმმუსრავი, ავკრიფეთ ელიავაზე ნივთები, შევყარეთ 5 ტომარა ცემენტი, 14 მეტრი 5-იანი კუთხე (უგოლნიკი), 6 მეტრი სქელ კედლიანი 108 მილიმეტრიანი მილები, 60 მეტრი არმატურა, ფიქრები, და სხვა და სხვა წვრილი ნივთები.
ამის შედმეგ იხვთმმუსრავთ უხუცესმა თქვა მშიაო , გავიარეთ წასახემსებლად, ამასობაში საუბარში თაზო ბიძიას (მონადირეს) გაუჩნდა იდეა რომ მაგიდაზე რაღაც ჩვენი სიმბოლიკა ჩაგვეყოლებინა, გაგვახსენდა ბექა ბიძია. ამიტომაც საღამოს გავუარეთ ბექა ბიძიას და დავიწყეთ პრაქტიკული სამუშაოები.
ამოვჭერით ჩვენი ლოგოტიპი 6 მილიმეტრიანი ფოლადის ფირფიტაზე პლაზმის საჭრისით. თუმცა მანამდე მთელი კურიოზები დაგვემართა, ლოგოტიპი ბეას შენახული არ ჰქონდა, მე კი რადგანაც ელიავაზე მივდიოდი თან არ მქონდა წამოღებული ფლეშ დრაივი... მოკლედ მომიწია სახლში გაქცევა, ფლეშკის წამოღება და უკან დაბრუნება. ასე იყო თუ ისე ბექა ბიძია თავის პლაზმას უთხრა FAS და იმანაც აი ასეთი რამ გაამზადა უცბად
ასე დავიშალეთ იმ დღეს, იმ პირობით რომ ბექა ბიძიაც შემოგვიერთდებოდა ბეტონის მოზელვაში, მეორე დღეს კი ყველანი ასე თუ ისე შევიკრიბეთ და გამოვიტანეთ საწყობიდან საჭირო ინსტრუმენტარიუმი.
პატარა ნივთებთან ერთად გამოვიტანეთ დიდი ინსტრუმენტებიც, ავყარეთ ყოლიფერი ჩასაბმელზე, შევკარით დავახარისხეთ, საბარგულში ვდრუზეთ გენეტრახტორი, უკაცრავად ახლახანს შემატყობინეს რომ ტრაქტორს გენეტალიები არ ჰქონია და უბრალოდ გენერატორი ყოფილა... ა ია ტა დუმალ....
ბოლოს ჩამოვყალიბდით ვინ საით ჯდებოდა და ჩავლაგდით პიპიებში
ნაწილი პირდაპირ დააწვა საჭირო ადგილზე, ნაწილმა გაიარა დრინკებზე, მე, იკას და ნორიკას კიდო შეგხვდა ხაჭაპურ ლობიანების და ხორცის შეძენა. ხაჭაპურები და ლობიანები უცებ დავითრიეთ, საწყის წერტილთან ახლოს კი იყო საცხობი, მაგრამ როდესაც მოვითხოვეთ 6 ხაჭაპური და 6 ლობიანი ... ოოო მასპინძლები დაიჭყანენ მაგდენი არ გვაქვსო, ამიტომაც რაც ჰქონდათ 4 ლობიანისა და 6 ხაჭაპურის სახით სულ წამოვიღეთ (ბლინ კაი ძვირი კი მივეცით )
აი მერე კი დეგვერხა გამოცდილ ადგილზე სადაც არის, ხოლმე კაი სამწვადე, იქ ხორცი არ დაგხვდა, არც მეორე მაღაზიაში არ ჰქონდათ მოკლედ მოვქუსლეთ ვაკის გუდვილში იმ იმედათ რომ იქ იქნებოდა რაც იქნებოდა.... რაცხა კი წამკრა იდეამ გაყინული ხორცი არ იყოს მეთქი, ვეკითხები, არა რას ამბობო ახალიაო, კაი მეთქი, ავაწონინეთ რაც იყო, გამოვიდა 2,9 კილო ვის ეყოფოდა მაგი, ამიტომაც მოვხვეტეთ დანარჩენი რაც ჰქონდათ ოღონდ უკვე სამწვადე არ იყო... ამ მაგაზე მერე გლავნი შეფ პოვარმა მოგვცხო რას გიყიდიათ ეს საკატლეტე ხორციო, მარა რავი კი შაიწვა და შეიჭამა
ასე იყო თუ ისე ძლივს მივაღწიეთ დანიშნულების ადგილზე სადაც უკვე ხალხი გამალებით მუშაობდა. აბა სანამ არისტოკრატი ნორიკა ჩვენ არისტოკრატიულად ჩაგვიყვანდა...
მოგვიანებით ზედა სურათზე ნაჩვენები ცოცხალი ქართული ბუნებრივი თხუნელა გაშვებული იყო საჭმლის მოსამზადებლად, როგორც ქართული ლეგენდები ამბობენ მოთვინიერებული თხუნელის მიერ გაკეთებულ მწვადს თურმე არაფერი არ სჯობიაო
მაგააარ! საღოლ შენა და მალადეცები!!! მართლა მაგარი გასვლა იყო, 4 საათში თავისი შესვენებით გაკეთდა ეს საშვილიშვილო (დრო გვიჩვენებს ) საქმე! კარგი იყო, კარგი! ისე, დეივი რომ უროს ურახუნებს, ჩზ-ს სტოიკაზე არ იკაიფეთ?
მოკლედ მალადეც , ფორმაში ხარ რა ჯაჯ
მაგრამ დღეს ვნახოთ კიდევ თუ ივაჟკაცებ
სადმე, რომელიმე ვიდეოში ან სურათზე ნორიკა თუ ნახეთ ჯიბეებიდან ხელებამოყოფილი, პატივი დამდეთ და გამაგებინეთ რაა...
monadire.
კი 2 ფაქტი მაქვს
ერთი აგერ ეს სურათი
მეორე ვიდეოშია სახელად "ინტერგალაქტიკური ბეტონის მაგიდა" მანდანე 17 წუთსა და 53 წუთზე ნორიკა ჯიბიდან იღებს ხელს და სათუთად თათებით ჯოხის ნაჭერს იღებს და მერე ბეტონს უჩხიკინებს ისე თითქოსდა კბილებში გაჩხერილი აქვს რაცხა და ისე ეთომარება თითქოს ჩხირით უნდა რომ გამოიღოსო გაჭედილი ჩიჩია
ჯაჯინსკი, მაი ნაჩიჩქნი ჩქიმ დამსახურებაა, მეგონა ბეტონი შემშრალი იქნებოდა და ლოგოს გაწმენდა მოვინდომე. რაც გამოვიდა ქე ნახეთ თქვენც, იმედია არ დამჭიპავთ!
ვა რამდენი ჩალიჩი მონდომებია, მე ცოტა მარტივათ წარმომედგინა თან ამდენი ჯანიანი ხალხი მეთქი 2 საათში მორჩება თქო მარა არა.
აფერუმ თქვენს ხელობასა და ხელოვნებას !!!
ძაან მაგრად გიშრომიათ ჯეელებო საღოლ თქვენ რა
ძაან მაგარია ბიჭებო რა! კარგად გიშრომიათ და ყველაფერი ხუთიანზეა რა
საღოლ, მაგრა გიშრომიათ, ყოჩაღ!
ჯაჯა, მოწოდების სიმაღლეზე ხარ
... უი, მეც იქ ვყოფილარ
Davitus
დავლევდი ეხლაც თქვენ კამპანიაში
გენაცვალეთ კარგია !!!
ძაან მაგარი დღე იყო და ძაან მაგარი რეპორტია.
ყოჩაღები ხართ ყველანი.
ჯაჯა, აი პროსტი სად გაქვს მაგზელა ნერბი გამაგებინე თუ ძმა ხარ
მაგიდას რაც შეეხება, ძალა ერთობაშიაო, და ერთობა ძალიან მაგარია ამ გასვლაზე, ნორიკა ხო გლეჯამს
ბლიაძ.... ნუ სავსემ ხულიგან რა მშივრები გვაყურყუტა, საქმეს თავი აარიდა და ბენზინიც კი არ იკისრა
რას ვერჩით ნორიკას, პრარაბების ცვენა იყო იმის ჭე...
ერთი სურათი სიდიდის გამო არ აიტვირთა, აი პრარაბები იქარიან წყვეტამდე...
რა ხანია მაგ მხარეში მასეთი საქმე არ გაკეთებულა. უმაღლესი ბიჭები ხართ! პურის ჭამაც იცით და მუშაობაც.
რეპორზე არაფერს ვწერ,jaja თავის სიმაღლეზეა.
მალადეც ბიჭებო!!! თითქოსდა მაგიდის გაკეთებას რაუნდა, მაგრამ ნახეთ რამდენი მასალა ,ტეხნიკა და შრომა დასჭირდა, საღოლ თქვენ!!!
არადა, აი მართლა საღოლ. პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებდი ამ საქმეს, მარა თურმე სად ვბანაობ.
მე მგონი მაგიდის კარკასი რო შევღებოთ კაი იქნება. აღარ დაიჟანგება და ბევრად დიდ ხანს გაძლებს ია ტაქ დუმაიუ
სანამ შეიღებება უნდა გაიშკურკოს და ლაქი წაესვას, თორე ისე აზრი არა აქვს შეღებვას.
ilariona
მაგას უნდა ე.წ. პალუბნი კრასკა
ვაბშეტა მსმენია რომ არის საღებავები რომელსაც ჟანგი ახატია, დაიტან ჟანგიან ზედაპირზე და ჟანგსაც ჭამს, რკინაზეც აჯდება და რავიცი მტელი სიყვარულებიო, მაგრამ რა ფირმაა და რა ღირა არ ვიცი, მარა თბილისში რომ არის, ვიცი....
ilariona
მაშინ წამოირე შენი სტრანნი ბალგარკა და შკურკები ვიყიდოთ უცებ ჩამოვაცლით ჟანგს.
როდისთვის იგეგმება ჩვენი მომავალი გასვლა? დაახლოებითი თარიღი მაინც დავასახელოთ
ხალხებო, მაგას ბალგარკები და რამერუმეები არუნდა, ჟელეა სპეციალური ( სახელი არ მახსოვს, მე და ჩეზემ ვიყიდეთ ამასწინ და იმედია ემახსოვრება) წაუსმევ დაელოდები სადღაც 5 წუთს და ააფხიკავ! ვოტ ი ვსიოო! მერე შეღებავ და ეგაა რა! მემგონი 10 ლარამდე ღირს ერთი ქილა, რომელიც ყელში ამოუვა ჩვენ მაგიდას! ვოტ!
მალადეც მაგარი საქმე გააკეთეთ, საღოლი მითქვია
monadire.
"სმივკა" ერქვა თუ ეგრე ეძახიან ხრენ ევო ზნაეტ..გძეტა 500 გრამიანი ქილაა..
საღებავზე ხოშიანად იმუშავა და ჟანგზე რას იზავს არ ვიცი, კი აწერია ზედ და...
მოჟნო პაპრობავატ
რადგანაც ეს თემა არსებობს ახლის გახსნას ტავი ავარიდე და გადავწყვიტე აქვე გამეგრძელებინა მეორე თავგადასავალი, რომელიც შეჯიბრის წინ ჩავატარეთ, კერძოდ კი გუშინ.
მაშ ასე ლაფატკისა და სვარკის გმირებს ეძღვნებათ (დანარჩენებს კი ფული გაქვთ დასადები 3-3 მილიონი, ვოტ , ჩვენი მუშაობა შუა კვირაში იაფი არ ღირს)
ასე იყო თუ ისე ზოგი სამსახურიდან ერთი დღით დავეთხოვეთ, ზოგი ისედაც მოცლილი იყო, ზოგი თვითონ იყო სამსახური, და ზოგი კიდო თვითონ მოითხოვდა თავისი თანამშრომლის წამოსვლას... მოკლედ ასე იყო თუ ისე, ავიკრიფეთ 5 მუშა, სწორედ ამ 5 მუშის თავგადასავალზეა ეს მოთხრობა
სტანდარტულად დილით ჩავლაგდით ერთ ლამაზ უბანში, დაილია ბევრი ყავა (ჩაი კაციშვილმა არ დამალევინა , სხვათა შორის არც ყავა.,. ნუ კი შემომთავაზეს მარააა...)
შემდეგ ნაწილი ელიავაზე გავეშურეთ სკამის კვადრატული მილების შესაძენად, ნაწილი კი ცემენტის, და სკამის ფეხების დასათრევად. ბოლო კი ყველანი გავუყევით აი ამ გზას:
გარკვეული დროის შემდეგ მივუახლოვდით ამ ლამაზ ადგილებს, უფრო სწორედ გზად გადახრიოკებულ ადგილებს, მარააა
მარაა ნელნელა გაიჩითა სიმწვანე და ბალახი, პლიუს ჩვენი მაგიდაც.
ვანდალების მოქმედებას ზღვარი არ აქვს. საიდან მოიტანეს და რა მიზნით დადეს მაგიდაზე ეს ბეტონის ქვა კაცმა არ იცის, მოკლედ კაი დროს მივუსწარით გასამყარებელ სამუშაოებს
პირველი უსიამოვნება რაც მე დამემართა იყო ის რომ მანქანიდან გადმოსვლისთანავე 4-5 ვეებერთელა ნაკბენი გამეჩითა სხეულზე, გასაგებია რომ კოღოების ნასაქმარი იყო, მაგრამ რა მოვეწონე ასე ან რა მიკბინეს ასე მწარედ არ ვიცი, ახლაც კი მექავება ის ადგილი... მოკლედ ნაცადი დაცვის სისტემები იყო მომენტალურად ამუშავებული და ჩართული იყო კვამლის სისტემა, რომლის გამო კოღოები ჩვენ ვეღარ გვხედავდნენ
სხვათა შორის ეს დაცვის სისტემები შესაძენია, თორემ სულმთლად გათავდა და კვირას გასვლისას რა მოგველის არ ვიცი....
ასე იყო თუ ისე დევიწყეთ მუშაობა და სადღაც 20 წუთში ილარიონაც შემოგვიერთდა
თავიდანვე მაგიდას შუაწელში დავუყენეთ ფეხი, რომელიც წინა დღეს გაამზადა ბექა ბიძიამ, ფეხი საკმაოდ მასიური გამოვიდა და ძალიანად დადგა მაგიდის ქვეშ.
პრაქტიკულად გააქრო მაგიდის ყანყალის ეფექტი, ნუ ახლა ძალით თუ ურტყავ ხელებს და ფეხებს გასაგებია რომ ვიბრაცია მაინც იქნება, მაგრამ..... ნუ ჩვენც ვანდალები ხომ არ ვართ
შემდეგ გადმოვალაგეთ ფეხების მასალა რომელიც კოკნარამ წამოიღო
ბარი ნიჩბები, ცემენტი
გადმოღებული იყო სკამისთვის შეძენილი კვადრატული მილები, გაშლილი იყო მაგიდაზე და 24 სანტიმეტრიანი ტრაკებისთვის იყო სასწრაფოდ მორგებული. სხვათა შორის თუ თქვენი ტრაკის (ბოდიში, უკანა ჩემოდანის) გაბარიტები აღემატება 24 სანტიმეტრს, საჭიროა სასწრაფოდ დააპატარაოთ, ან დამატებითი სიმყარისთვის შეიძინოთ მეოთხე კვადრატული ტრუბა, რომელის სიმყარისთვის თქვენს უკანა ჩემოდანზე უნდა მიიმაგროთ, იმის გამო რომ სკამზე მისთვის დასამაგრებელი ადგილი გათვალისწინებული არ არის
კსტატი თუ შეამჩნიეთ პრარაბი უკვე რაცხას ცოხნის
შედმეგ ეტაპად საჭირო იყო სკამის სიმაღლის გათვლა, ამ მიზნით ბექა ბიძიამ პაწუა სკამი წამოიღო რომლის მეშვებითაც ვცდილობდით კომფორტული სიმაღლე გვეპოვა.... იმის გამო რომ თოფის წაღება ყველას დაგვავიწყდა, მოგვიწია ყველას ჩვენი სხეულის და იმპროვიზირებული თოფების მორგება (კსტატე პრარაბი გაუჩერებლივ იცოხნება )
ნუ მე როგორც ყველაზე პრადვინუტი იუზერმა ოპტიკის გამოყენებაც მოვისურვე და...
როგორც კი შევთანხმდით სკამის სიმაღლეზე დაგვრჩა მხოლოდ ამ ზომის სკამის გაკეთება და ...და... და მოკლედ მუშაობა
ნუ ყველა რაცხას ვმუშობდით, დაჟე ჩვენი თავდადებული პრარაბიც მუშაობდა, ტრა... უკაცრავად უკანა ნალის სისქის შენარჩეუნებას ცდილობდა , ნუ კალიბრი ხომ გვჭირდებოდა სკამზე მისაზომებლად... ვაა რა უცნაური მკითხველები ხართ რა , სავსემ ტრა.., უკაცრავად უკანა ჩემოდან ნე უვაჟაეტე რა... თან კაკოი ტრა... ეეე კაროჩე რა ჩემოდანი, ცემოდანი!
დანარჩენი კი არც უკანა ნალს უფრთხილდებოდა და არც წინა... წინა, ნუ მოკლედ არაფერს არ უფრთხილდებოდა
სხვათა შორის გენერატორიც კი არ უფრთხილდებოდა თავის თავს
ესეც პირველი ვიდეო ჩანახატი ან თავდაუზოგავი მუშაობისა
გარკვეული დროის მერე პრარაბმა დაარღვია ყველანაირი კანონი, დაიკიდა ფეხზე თავისი უკანა ნალის კალიბრი და....
მოკლედ პრარაბის არამართებული და არაკალიბრირებული საქციელი აი ამ ვიდეოშია ასახული
ნუ პარალელურად მუშაობაც მიმდინარეობდა ყველა მხრიდან
ბეტონის მოსაზელად რაღაც შორს წავსულიყავით და გამოვიყენეთ ბაყაყ ნახარში წყალი, როგორც ცნობილია ბაყაყი მხოლოდ სუფთა წყალში ცხოვრობსო, ასე რომ ბეტონს მხოლოდ ჯანებში წაუვა ასეთი კაი წყალი
მივადუღეთ მაგიდის ფეხი ორივე მხრიდან
მოიზილა ბეტონი ბაყაყის ბულიონით, და ჯანიანი 10 წუთიანი ბეტონის იქეთ აქეთ ტრევის მერე....
ბოლო მიზომება თოფით ხელში უკვე დამაგრებული სკამის გამოყენებით
სამწუხაროდ ბეტონის ჩახსმის პროცესი ვერ გადავიღე ბეტონის თრევის გამო, ამიტომაც, პოსტ ფაქტუმ ვიდეოს გთავაზობთ
ნუ ამ ფაქტის შემდეგ ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის და იქნება და ვეჩნა იყო, საყვარელი მწვადები! აი ვინც გუშინ გრილ ოფისში ჯდომა ამოირჩიეთ დარჩით მშივრები! ვოტ დეგეფსოთ ცხვირის ნესტოები ვირტუალური მწვადის სუნებით
სამარიაჟოდ ჩემი ტელეფონის ნავაროჩენი ფუნქციაც გამოვიყენე როდესაც კადრში არა მარტო ის ხალხი ჩანს ვისაც უღებ არამედ შენც ჩანხარ, გამოვიდა აი ეს
დანაყრების შემდეგ როდესაც ზოგს საქმე არ გვქონდა, ზოგს ეძინა მძიმე ფიზიკური შრომის მერე... მე და ბექამ გადავწყვიტეთ ალაგ-ალაგ ირგვლივ ტერიტორიები დაგვეთვალიერებინა... ავედით ზემოთ გორაკზე და....
და რანცხა ნამეტანი მოტიტვლებული ტერიტორია დევინახეთ
ნუ ბარემ ვიდეოც ჩავიწერე და აგერაა ეგ ყოლიფერი
შემდგომ გამახსენდა რომ გზად ნესვი ვიყიდე, შესაბამისად სასწრაფოდ იყო ორგანიზებული ნესვის დაჭრა და ჩაკოკლოზინება
ხომ მოგინდათ ნესვიც! აი ეგრე იჯექით და იყავით ჩვენ ვიშრომეთ ვიმწვადავეთ, ყელიც ჩავიკოკლოზინეთ თქვენ კი ხართ ეგრე
ბოლო შეტევაც განვახორციელეთ ჩერეზ ნემაგუ, უფრო სწორედ ყველას გვეზარებოდა, მაგრამ ბექა ბიძიამ - მაინცათ თუ ატრაკებთო, შედეგად მაგიდაში კაიხნის წინ ჩაყოლებული ლოგოც გამოვაჩინეთ
ესეც პროცესის ამსახველი ვიდეო
ბოლოს კი ყველამ ამოვისუნთქეთ, გავიზმორეთ ჩავჯექით პიპიებში და სახლისაკენ დავიძარით
მოკლედ ჩვენი მაგიდა აწი ასე გამოიყურება
ჭირი 9 მთას იქეთ იყოს, აქ კი ყოველთვის ხალისი და ღუტუნი ყოფილიყოს
თქვენ შემოგევლეთ, თქვენა
მალადეც კარგად გიშრომიათ
ყოჩაღი ხალხი კარგ საქმეებს აკეთებს. იმედია ვანდალები თუ ვირები, სათანადოდ შეაფასებენ ნაშრომს და არაფერს გააფუჭებენ. ყოჩაღ ბეჭებს!
ძაან მაგარია
ლოგომ ძაან მაგრად დაამშვენა.
ხვალიუ!!!
ყოჩაღთ, მარა ეს 24 სანტიმეტრიანი ტრ საიდან მოვიტანო ???
bazuka
წამოიღე შენი ტრაკი-პერეროსტაკი და ადგილზე მოვარგებთ, მაჩეტე მექნება თან ;D
ნუ დავაი მაიფიქრე და ჰქმენ ეგ ამბავი... ზატო 1 კვირაში ჩამოვა მეჩიკი, თავის კალიბრით და ბოლტით... - ა კაგდა მნე ბუდეტ პრიატნო ია ტაკ დავიზუ...
ბიჯო სახლში ეზოში ფილებს ვაგებ და ისეთი აფერისტი ხელოსანი გამეჩითა, რომ 4 დღეა ტელეფონი გათიშული აქვს
არადა არც დაუწყია ჯერ, ტიპიური იმერული ზახოდი, ორშაბათს ფილები ამოიტანა, სამშაბათს ქვიშა, ოთხშაბათს ხრეში და ცემენტი
მანქანას იმიზეზებდა ყოველ ამოტანაზე ოთხშაბათს 4-ზე მოუტანია და დიდი ბოდიშებით და დღეს რაღა აზრი აქვსო ხვალ დილიდან აქ ვარო ...
მოკლედ ხვალ თუ არ გამოჩნდა და ვიშოვე სხვა ნორმალური ხელოსანი ბაზ არაა მოვდივარ ზეგ, თუარადა მაგარი მინძრეული მაქვს მეც დროის ამბავში
და იმას ხომ აქვს და აქვს ...
bazuka
ეეე მოახერხე რა შენც
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services