ეს რეპორტი ასახავს ყველა იმ მომენტს რომელიც არ არის ასახული 2012 წლის BR ჩემპიონატის რეპორტში, ანუ ჩემპიონატის რეპორტი მხოლოდ ჩემპიონატს ეძღვნება, მაგრამ იმ დღეს ასევე იყო ბევრი კარგი მოსაგონებელი მომენტი, თავგადასავალი და სხვა, ასევე თავგადასავლები გაგრძელდა მეორე დღესაც, ასე რომ ამ თემაში სწორედ შეჯიბრს გარეთ არსებულ თავგადასავლებზე იქნება საუბარი.
ყველაფერი დაიწყო 19 მაისის დილის 7 საათზე, თუმცა როგორც ხვდებით ხალხი მინიმუმ 6-საათზე ადგა და გაემზადა.... მოკლედ დათქმულ დროს საყვარელ სპორტის სასახლესთან, მანქანებში და ეკიპირებით იყო გამოცხადება საჭირო... ნუუუუ .... მე გამომიარა ბექამ დანარჩენებს ვინ ვის გაუარა და ვინ ფეხით მოიდა არ მახსოვს, განლაგება დალაგება შეგიძლიათ ნახოთ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2389&view=findpost&p=94453
ჩავყარეთ ჩემი აღჭურვილობა მანქანაში და აიდა დათქმული ადგილისკენ. დათქმულ ადგილზე კი დაგხვდა მაკდონალდის მოყვარული ბიძიები (დილის „კოფეს“ ყიდულობდნენ ბატონო).
მოგვიანებით შემოგვიერთდა ვანიჩკა თავისი ეკიპაჟის სასტავით
შემდეგ დილის „კოფეს“ მოყვარულმა ჭკუა გვასწავლა და დაგვმოძღვრა ყველა, თუ როგორი ქარი უნდა იყოს, რომ სიგარეტის მოწევას თავი უნდა დავანებოთ და ვაბშე რა დროა ჩვენც „კოფეს“ დალევაზე გადავიდეთ .
ასე იყო თუ ისე დავიშალეთ და ყველამ ჩვენ ჩვენი გზა ავირჩიეთ, ნაწილი გაეშურა ბაზარში ტარხუნის საყიდლად, ნაწილი გაეშურა დრინქების საყიდლად, ჩვენ კი გზად ორი კაცი გვყავდა ასაყვანი და წავედით მათ შესახვედრად....
გზად ავიყვანეთ „ნეიმი“ და გავუარეთ აეროპორტის შუქურაზე მცხოვრებ KAKA-, რომელიც რა თქმა უნდა დილიდან ლუდს სვავდა, და ზღაპრებს გვიყვებოდა ამ ღამეს როგორ არ ეძინა, მატარებელში რა კაი ქალები ნახა, მაგრამ ჩამოვიდა, და მეგობართან ერთად მთელი ღამე ლოთაობდა... მოკლე დასკვნა ასეთი იყო, პახმელიაზე ვარ, ღამენათევი, ქალებ აცდენილი და რა ჩემ ფეხებს გავარტყავ მიზანშიო
მოკლედ ასე თუ ისე დავაწექით ბოლნისისა გზასა, შევხვდით ძირითად ნაწილს, გავიცანით გზაში კურდღლები (ლამის ვიყიდეთ 1-2 ცალი, მაგრამ გაგვახსენდა რომ ხალათში გამოწყობილი ჩაბანილი დეიდა გოჭი გველოდებიოდა), მოკლედ ასე თუ ისე დავაწექით თაზოს (იგივე მონადირეს) სამფლობელოში.
ადგილზე ხალხი ჩამოიცალა და ველოდებოდით დარჩენილ სასტავს, მანამდე კი გავიცანით აბამოდან ახლად გამოსული ქალბატონი გოჭი... იმ მომენტს მივუსწარით როდესაც მდუღარე წყლის აბაზანებს იღებდა...
ამასობაში ჩანს რომ ნორიკა მიხურებს საქმეს და რანცხა დეტალის წაღება უნდა, ნუ ეს არის ქვიქ დისკონექტის გადამყვანი აირ-არმსისთვის. წინა დღეს ღამის 12 საათზე ვუჩარხავდი რომ შეჯიბრზე ელექტრო ნასოსით დატენვის შესაძლებლობა ჰქონოდა .
რავარც იქნა მივეცი აგი დეტალი დაითრია წინა ვიდეოში ნახსენები პაკლი, ახვია, ახვია თავის თოფი დამტენზე და უცებ გაქრა ქვიქ დისკონექტი მაგიდიდან... აი აგერაა ვიდეო ჩანაწერი (ვიდეოზე სხვა რამ ჩანს აუდიოზე კი მომეცი არ მომეცი ისმის)
ბოლოს გარეთ შევიკრიბეთ ყველანი გადავლაგ გადმოვლაგდით მანქანებში, თაზოც შემოგვიერთდა ტემპლარასთან ერთად....
მოვიდნენ ვისაუბრეთ და აბა სანამ დროა წავიდეთ სანამ დაღამდაო.
რავარც იქნა ჩავლაგდით მანქანებში და დავაწექით პოლიგონსა შინა.... შედმეგ მოყოლებულ ვიდეო და ფოტო მასალაში სწორედ ეს მომენტებია ასახული.
აი შემდეგ კი მოდის ხრამში ჩაშვების სურათები
გზა საშინელია და კაი ჭიხვინ-ჭიხვინით დახტის მანქანა, მაგრამ აი ხედები ფანჯრიდან გადასარევია, ვეებერთელა ხევი, ყველაფერი გადაბიბინებული და სადღაც იქ ძირს მდინარე და პატარა მინდვრები... მოკლედ სურათები ყველაფერს ვერ გადმოსცემენ, ეს საკუთარი თვალით უნდა ნახოთ
დიდი ნჭყრევის შედეგად რავარც იქნა მივედით ადგილზე, მაგრამ ის ადგილი სადაც გვინდოდა შეჯიბრის ჩატარება დაკავებული აღმოჩნდა სხვა ბრიგადის, მიერ. რაც რა თქმა უნდა საშინლად არ მოეწონა KAKA-ს, პროტესტის ნიშნად ჩამოსკუპდა მანქანიდან და ... ნუ დანარჩენს სურათი გიამბობთ
თუმცა ერთი უნდა ვახსენოთ, რომ სხვა ბრიგადას ეს საშინელი ფაქტი არ დაუნახია , მაგრამ მდინარეში არსებული თევზები სულ გინებით ხტებოდნენ წყლიდან (რა არის მდენი სპირტი, დავთვრით თქვე ურჯულებო კუდს ვეღარ ვიქნევთო ), მაგრამ KAKA მაინც არ ჩერდებოდა.
მოკლედ კომფლიქტის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლეთ 1-2 კილომეტრით, ვნახეთ ჩრდილიანი ადგილი, მაგრამ ცოტა არ იყოს არ მოგვეწონა ადგილი. მოვიხედეთ უკან და... და დავინახეთ მშვენიერი ადგილი რომელიც ჩემპიონატის ყველა პირობას აკმაყოფილებდა... ნუ პირობითად რა თქმა უნდა .
გადავლაგდით შესაბამის ადგილზე და დავიწყეთ დაბანაკება.
ახალი ბანაკის ადგილზე ჩამოიყარა სასწრაფოდ მანქანებიდან ყოლიფერი და პირველი ხალხმა რაც ქნა დაჯდა სკამებზე და დაიწყო ლუდის სმა
რა ჰქვია იმ ქანდაკებას როდენმა რომ გააჩალიჩა... ტიტველი კაცი რომ ზის და თავი ჩამოდებული აქვს, ხელზე??? ეეეხ თქვენ ხომ ვერაფერს გაიხსენებთ, აი ამაზე ვამბობ
რითია ჩვენი კაკა ნაკლები
გავუზიარეთ ხალხს Georgian Technology მიღწევები, ბოლო ბოლო მგონი 2 თვეა ამ შტუკაზე მუშოაბა მიდის, ხან არ ტენის, ხან ტენის, ხან მატორი ახურებს ხან ნასოსი და რავარც იქნა ამუშავდა ყველაფერი. მოკლედ წარვუდგინეთ დამსწრე საზოგადოებას ეს მიღწევა - შედეგად ნასოსმა დიდი მოწონება დაიმსახურა...
ნუ იქვე გაიმართა პირველი იდეების გაზიარება, პირველი ლუდის დალევა (თუმცა რომელ შეჯიბრზე ხდება მონაწილეების მიერ ჯერ ლუდის დალევა და მერე მონაწილეობა)...
დავიწყეთ შეჯიბრის ადგილის მომზადება და....
თვითონ შეჯიბრის მსვლელობას აღარ აღვწერ, ყველა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2400&st=0&start=0... აქ უბრალოდ განვიხილავ სიტუაციებს რაც ხდებოდა შეჯიბრის მსვლელობის დროს....
ასე მაგალითად KAKA-მ სულ დაგვიკიდა და ვეებერთელა ძილი გამოაცხო... გაიღვიძა მხოლოდ მაშინ როდესაც მისი სროლის რიგი იყო მოსული, ასეთ პირობებში რაფერ უნდა ესროლა ამ კაცს არ ვიცი (ღამენათევი, პახმელიაზე, გზაში ლუდი, მერე ძლი....), ნუ შედეგიც შესაბამისი მიიღო...
ნუ სექსი ბოი ხომ თავის დონეზეა, მოკლედ ქართული აირგანის კოლორიტები ყველანი სბორში გვყავდნენ
ეს კი მსაჯი, რომელიც სხვებს მოუწოდებდა იქეთ აქეთ არ ისროლოთო და ამასობაში....
იქვე გავტესტეთ ახალი მოწყობილობა - პლინკისა და პეტს კონტროლის დროს ვიდეო მასალის ჩასაწერი მოწყობილობა....
რატომღაც ყველა ვცდილობდით კადრის კიდევ უფრო მოახლოებას, და არავის გაგვახსენდა რომ კამერის დაყენების მერე, ფოტო თუ ვიდეო კამერაზე ზუმი აღარ უნდა იყოს გამოყენებული, მხოლოდ ოპტიკის ზუმი უნდა გამოიყენო კაცმა...
ნუ ბოლოს შეჯიბრი, დაჯილდოება, ყველაფრის ალაგება და ამის მერე უკანა გზას შევუდექით....
აქვე გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც ნათლად გვიჩვენებს თუ რაცხა ჯიპის ჩანასახი მანქანას არ აქვს, ისე იმ ადგილებში მისვლა შეუძლებელია.
ასე იყო თუ ისე დავბრუნდით თაზოს სამფლობელოში.... სადაც უკვე ყველაფერი დაგვხვდა შეჯიბრის აღსანიშნავად გამზადებული...
ნუ ახლა ამ დამშეულ ხალხს რომ დიდი თხოვნა არ დასჭირდა სუფრასთან დამჯდარიყვნენ რა ხომ გასაგებია ...
დაიწყო ქეიფი, სადღეგრძელოები... ნუ მოკლედ ამას ყველაფერს ჩემი მოყოლა არ სჭირდება ვიდეო და ფოტო მასალა უფრო მეტს იტყვის
ცოტა რომ მოსულიერდა ხალხი და დაიწყეს პირველი ემოციების გაზიარება, აი აქ დეერხათ ზოგიერთებს, აღმოჩნდა რომ წესებს არღვევდა შეჯიბრისას და ამას თვითონ აღიარებდა
ნუ ახლა ძირს მოვაყოლებ სურათების ბლომად ნაკრებს... ყველაზე კომენტარის დადება შეუძლებელია, უბრალოდ დავძენ რომ ფოტოაპარატი არ გაჩერებულა და ბოლის აშვებამდე მუშაობდა, სამწუხაროდ სურათების უმრავლესობას არ ვდებ, აზრი არ აქვს, ზოგი ბლურშია, ზოგი უშინაარსოა, ზოგი პირველის დუბლიკატია, ზოგი კი ერთი და იგივე სცემის გადაღეჭვაა, ასევ თქვათ გადანარჩევს გთავაზობთ
ნუ ამ კაცის უკანა ნალმა ხომ მოგვკლა რა ბლინ, გასვლაა, ნადირობაა შეჯიბრია თუ ქეიფია... კაროჩე რა ტავარიშჩ თუ შარვალი არ გეტევა აგიგროვებთ ფულს და ახალს გიყიდით რა თორემ რაცხა არაჯანსაღი პონტი გამოდის, ამდენ მამაკაცში ვეჩნა ტრუსიკს რომ გვაჩვენებ ხოლმე
შემდეგ ღამემდე ტელევიზორში ფეხბურთის ყურება, ოღონდ ილარიონას აკუმულატორები დაუჯდა და რავიცი რა არ ვეღადავეთ სანამ გამორთულ მდგომარეობაში ეძინა... და ბოლოს ყველანი დავიშალეთ დასაძინებლად....
დილით სასწრაფოდ გადავიღე სურათები, იმ ადგილების თუ სად გვეძინა რა რა პოზებში... , სამწუხაროდ პირველმა ვერ ავწიე უკანა ნალი შედეგად სურათებში ბევრი სახალისო მომენტი ვერ დაფიქსირდა
ნუ ჯერ ახლად გამოღვიძებულმა ხალხმა დაიწყო შეკრება და აზრზე მოსვლა.
სხვათაშორის აქ მგონი მეც მომივიდა კურიოზი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი დილით სხვისი ნასკები ჩავიცვი მართალია ჩემი ნასკები ბოტასებში მქონდა ჩატანიებული რომ არ შემშლოდა, მაგრამ სახლში მისვლისას აღმოვაჩინე რომ ღია ნაცრისფრის მაგივრად ოდნავ მუქი იგივე ტიპის Nike-ს ნასკები მეცვა... ან ვიღაცას ავახიე (აღიარეთ ვინ ხარ დაჩაგრული, ან ვინ დამჩაგრეთ ), ან ნასკებმა ბოლნისის ჰაერი ვერ აიტანა და ოდნავ ერთი ტონით გამუქდა.
შედმეგ მასპინძლებმა არ გვაცადეს სრულად აზრზე მოსვლა და დაგვაჯახეს მეორე პორცია მწვადები... მოკლედ დილით მწვადი ზედ ლავაში.... შენ დაუკააააა....
ზოგ-ზოგიერთებმა - სახელს და გვარს არ დავასახელებ დილიდან არაყი გაჩითეს და აიდააააა
ნუ იქვე ქეიფის შეგრძნებაზე ბეკეკასაც მოუნდა თავისუფლება და გაგულავება, მაგრამ ვინ გაახარა ასე უთხრეს სანამ თავი მოჩრა ჯობია დაება სადაც იყავი დაბმულიო
ძირითად ნაწილს სროლის ნოსტალგია მოგვაწვა, ჯერ ერთი-ორმა დაიწყო კრუსუნი, მერე ნუ ნორიკა, რისი ნორიკაა თუ არ იტყოდა მოდი სადმე ვისროლოთო, მამის ეზოშივე მოვაწყვეთ ტირი, მაგრამ ქეიფის მოსურნეებმა, მაინცად რა დროის სროლააო... მოკლედ ძრითადი გუნდი ორად გაიყო, ნაწილი დარჩა სახლში საქეიფოდ, ნაწილი კი წავედით სასროლად, ოღონდ ამჯერად სხვა ადგილები ამოვარჩიეთ.
ნუ იმის გამო რომ ბექა ნასვამი იყო რულზე დავსვით ნორიკა... თუ სროლა გინდა ბატონო მაშინ ადგილზე შენ მიგვიყვანეო და... და ნორიკას პირველი ოფროუდ თავგადასავალი გადახდა თავს... თუმცა თავგადასავლით აშკარად კმაყოფილი და ამაყი იყო, რომ პრობლემა გაუმკლავდა... სხვისი მანქანით, მაგრამ რულზე თვითონ იჯდა....
ასე იყო თუ ისე მივედით სასროლ ადგილებზე, აღმოჩნდა ერთი შეხედვით უკეთესი ადგილი, ჩრდილი, ნიავის გარეშე, სიწყნარე, ვეებერთელა სასროლი ტერიტორიები ... უბრალოდ მოგვიანეთ დავაკვირდით და ცუდი ამ ადგილს ის ქონდა რომ მიწის ზედაპირი იყო რბილი, ფოთლებისა და ბალახის რბილი ზედაპირის გამო.
ესეც საღადაო ჩანართი, ტავარიშჩ ტარზან ტიჩერი , ასე ასწავლიან ტყიური ტიტლიკანა, ბანჯგვლიანი ხალხი, ქალაქელ ნორმალურ ხალხს სროლას
შედეგად ძალიან ძნელი იყო მაგიდის, გაჩერება, მაგიდები უფრო მეტად ყანყალებდნენ, ვიდრე მდინარის პირად არსებულ მინი პოლიგონზე....
ასე იყო თუ ისე მეორე დღესაც მოვიწყვეთ პატარა გასართობი.... შედეგებს ძირს მოყვანილი ფოტო და ვიდეო მასალები აღწერს, უბრალოდ მეორე დღის გასართობს, შეჯიბრის სახე არ ჰქონდა, უფრო გულის გასახარებელი ვარიანტი იყო, პლიუს ნორიკას და ილარიონას ტრადიციული შერკინება, სადაც ამჯერად ილარიონამ ნორიკას მოუგო.
ბოლოს წვიმამ არ დაგვაცადა, ტრადიციულად მოიღრუბლა და დაგვცხო ზემოდან, რის გამოც სასწრაფოდ მოგვიწია ყველაფრის აკრეფვა და შინისაკენ გაქცევა....
სახლში დაგხვდა მოქეიფე კომპანია... აქვე სასწრაფოს გადავიღე ყველა მონაწილის შედეგების ფურცელი ორ-ორ ეგზემპლარად (კიდევ კარგი გადავიღე და ფაქტები ხელთ დაგვრჩა, თორემ რა მოხდებოდა .... ნუ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2400&st=0&start=0რეპორტში წერია ყველაფერი ).... ბოლოს სერიოზული კამათი აიწოა იორამასთან ჩემპიონატის წესებთან დაკავშირებით, იორამა არ ეთანხმებოდა საერთაშორისო წესებს და დაგვხოცა ყველა , ბოლოს იმდენი ქნა რომ ყველაზე პრეტენზიული მონაწილის სიგელი ილარიონამ იორამას ჩაახუტა .
ასე იყო თუ ისე, ბოლოს ყველანი ავიშალეთ, დავემშვიდობეთ მასპინძლებს და გადავნაწილდით საკუთარ მანქანებში. შემდეგ კი დავაწექით თბილისისკენ მიმავალ გზას.
ასე მორჩა ეს გრანდიოზული გასვლა თავისი შეჯიბრებიან, გოჭის ბანაობიან, თავგადასავლებიანად. ბევრი კაი მომენტი გვექნება მოსაგონებელი... კაი რამ გამოვიდა...
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ 2 დღიანი მასპინძლობისთვის თაზოს ახლობლობას, რომ მიგვიღეს, აგვიტანეს, გაგვიმასპინძლდნენ და ყველანაირად თავს შემოგვევლენ... ასევე დიდ მადლობას ვუხდი ილარიონას გაპრიალებული გოჭანჭურის კისრებისთვის, მშვენიერი მწვადები გამოვიდა ბატონო ჩემო .
და ბოლოს ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც მონაწილეობდით გამოჩნდით და არ დაიზარეთ შეჯიბრში თუ ქეიფში მონაწილეობა, ყველამ თავისი წვლილი და წილი ხალისი, გემო და მუღამი შეიტანა ამ გასვლაზე.
უფფფ.. კარგი იყო რაააა გენაცვალეით სუყველასა რააა
უუდიდესი მადლობა ილარიონას, უუუდიდესი მადლობა თაზოს ოჯახს და მის ახლობლებს და უუუდიდესი მადლობა ყველა მონაწილესა და გულშემატკივარს. კიდევ ერთი კარგი მოგონება გამოცხვა.
ja_ja
ნასკებზე მე ვიცი რაც მოხდა ძმაო. გავა დრო და მაგ ნასკებს აუქციონზე გაყიდიან როგორც პირველი ქართველი პნევმო ჩემპიონის. ვიღაცამ რა გათვალა აზზე ხართ? შეძენის მსურველთა რაოდენობის გამო შესაძლებელია BEATLES-ის ნაწოლი პროსტინის ბედიც ეწიოს, დაჭრან და ნაკუწებად გაყიდონ ja_ja
ვაიმე მართლაც რომ მაგარი იყო ყველაფერი რა
დიდი მადლობა მინდა მოვუხადო თაზოს ოჯახს და მის ახლობელ ხალხს ჩვენი მასპინძლობისთვის
და დიდი მადლობა აირგან,ჯი-ს რომ მაჩუქა კიდევ ერთი ლამაზი დღე ცხოვრებაში
ისა და გოჭუნა გოჭუნაო და სად იყო იქ გოჭუნა ??
იმას თუ გოჭუნას ეზახით ორი დღე რო მწვადათ ვჭამდით მალაძიეც თქვენ ძმაო
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო TAMPLIER-ს, დედა ბუჯო რა ოტკა გააძრო ტოოოო
iorama
უფ მეც კი მაგრა მესიამოვნა ხო იცი შენ
iorama
გინდა გავიმეოროთ
თქვენ ხო კაც კითხვას არ დააცლით რა
ან ესე სწრაფად როგორ კითხულობთ ან და თუ არ კითხულობთ ამ კაცს ამხელა რეპორტს რატომ აწერინებთ ჰა?
ერთი სიტყვით ყოფილერი მართლა მაგარი იყო, მე მაგალითად სიამოვნებით ყოველ დღე ჩავატარებდი ასეთ ჩემპიონატებს, აი დრო არ მაქვს თორეეე
ხოდა მართლა დიდი მადლობა თაზოს ოჯახს ასეთი ლამაზი მასპინძლობისთვის
გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მხრიდან მხოლოდ ერთი ფალავანი გყვავდა წაყვანილი და მეორე დამრტყმელი ძალა შემოგვაკლდა, მაგრამ არაუშავს, ბესომ გვასახელა და არ მოგვჭრა თავები ბოლნისის მაშტაბით
ისე სიამოვნებით გაიმეორებდა ასეთ რამეს კაცი
პატარა ბავშვს რომ კარუსელიდან ჩამოსვავ და მშლობლებს ეხვეწება კიდევ რა, კიდევ მინდა რა, გეხვეწებით რა აი მასე ვარ ახლა
ilariona
ilariona
პადლაი ბუდუ თუ არ წამეხითხა მთლიანად
TAMPLIER
გამეორება ცოდნის დედაა
სიდან მიმამსგავსე ეხლა ამას
http://postimage.org/
http://postimage.org/
საღოლ მაგარი დრო გიტარებიათ, მშურს თქვენი გაიხარე ჯა_ჯ ასეთი რეპორტისთვის, ეხლა ისე დამამახსოვრდება ეგ დღე თითქოს მეც მანდ ვიყავი
ჰოო დამაჭიეთ მაზოლზე წიხლი რა გეავლებათ
მაგარი დრო გიტარებიათ რა , ძვირფას
უფფ... მეორე სიამოვნება მივღე ამ რეპორტით, მართლა დაუვიწყარი დღე იყო, რათქმაუნდა ამისთვის დიდი მადლობა თაზოს და თენგოს ოჯახს, რაც მაგათმა იშრომეს და ამდენ მოყაყანე ადამიანებს გაუძლეს, ის მენდლები იქვე უნდა დაგვეტოვებინა!
ilariona
მწვანილები სულ არ მახსოვდა თან მშია ახლა და მწვანილებში რომ გნახე მაგარ ჭამის მადაზე მოვედი
ja_ja
ნუ მერამდენედ უნდა დავწერო ახლა შენი საქებარი სიტყვა როგორც ყოველთვის ნომერ პირველი რეპორტიორი ხარ დაჟე ტელევიზიების რაიონული მასშტაბით
გემრიელი გასვლა იყო მართლაც, კიდევ ერთხელ მადლობა მასპინძლებს
აუფ რა მწვადები და რა ქეიფი გამიმაზია? სროლაზე და ჩემპიონატზე რო არაფერი ვთქვა
თქვენ გენაცვალეთ ოქრო ხალხო მაგ დროსტარებასა და ჯიგრიან ქართულ პურიჭამაში და მოგიკვდეთ ჩემი თავი რო მხარი მოგტეხეთ. ბრავო თაზო შენ და შენს ტკბილ ოჯახს-სურათებიდანვე იგრძნობა ის დიდი სითბო და სიყვარული რაც იქ დაახვედრე ამდენ ჩვენს ძმა-მეგობრებს. კიდევ ერთხელ მაგრად მწყდება გული რო ვერ ვიყავი თქვენთან ერთად, მაგრამ წინ ბევრი ეგეთი ყოჩაღი დროსტარება გველის და ვეცდები გამოვასწორო ჩემი საქციელი
ja_ja
მაგ ქანდაკებას მოაზროვნე ქვია
davil
geojorjika
ja_ja
შეკაცო თუ მაგდენი იცი ჩემი სახელი რით ვერ წაიკითხე ამდენ ხანს სწორედ ააა
დიიდი გასვლის დიიდი რეპორტია. მართლაც ყოჩაღ ორგანიზატორებს, მონაწილეებს, მასპინძლებს და ამ რეპორტის ავტორს.
TAMPLIER
ja_ja
აი მაგარი ხარ რა ჯაჯა
რაღა ტემპლარები აგიტყდა
წერია ადამიანურად სახელი.შეგიძლია დაგუგლო და რას ამოგიგდებს ნახავ
სიიიდან მეიტანე ეს სახელი არ მესმის
არა,შენ თუ გინდა დამიძახე მარა მაინც გითხარი რა
სუპერ რეპორტია როგორც ყოველთვის, ბრავო ჯა_ჯა!
დიდი მადლობა ორგანიზატორებს და თაზოს ოჯახს სუპერ მასპინძლობისთვის, მშვენიერი პირველი ჩემპიონატი გამოგვივიდა
ტემპლარ-ტამპლიერებს რაც შეეხება, ტამპლიერი-ს ინგლისური შესატყვისი არის Templar, ქართულად ვეძახით ტამპლიერებს, თორემ რეალურად ერთი და იგივეა
Power_VANO
ინლისელი ხარ??ინგლისში ხარ??
TAMPLIER
ja_ja
მოიცა და ჩემი ჯოკერი პენსიაშია გასული?
მშია და მწყურია, ასეთი რეპორტების შემყურე სულ ქეიფი გინდა კაცს
არადა დღეს ექიმმა ამიკრძალა მწვადები, ხინკალი, ხაჩაპური, შოთის პური
ჭამე, მოხარშული სოსისიო და პიურეო.
ასეთ ცხოვრებას ისევ სიკვდილი ჯობია ბლად.
ja_ja
TAMPLIER
რუსული იცით?
Эта военно-монашеская организация известна у нас под несколькими названиями:
-Орден бедных рыцарей Иисуса из Храма Соломона;
-Орден бедных братьев Иерусалимского Храма;
-Орден тамплиеров;
-Орден храмовников.
На французском языке также несколько названий этой организации:
-de Templiers;
-Chevaliers du Temple;
-L`Ordre des Tampliers;
-L`Ordre du Temple.
http://army.armor.kiev.ua/hist/orden-tamplier.shtml
ilariona
მშვენიერი
უმაგრესი დღე იყო.. ემოციებით სავსე (ნუ კიდე მწვადებით , ხაშლამებით,ჩაქაფულებით და სხვადასხვა ფერის ალკოგოლით )
უდიდესი მადლობა თაზოს და მის ოჯახს, ჩვენი მასპინძლობისათვის..გულიანად მიგვიღეს და გვიმასპინძლეს
დიიდი მადობა ილოს იმ გაპარსული ბურვაკისთვის და არა მარტო
და დიდი მადლობა ბიჭებს იმ მშვენიერი დღისთვის
და რა თქმა უნდა მისტერ ჯაჯას! ამ მშვენიერი რეპორტისთვის !
იტოგში, დიდი მადლьობები ყველას რა კაროჩე
ilariona
ბიჯო, ისე იმ დღის მერე კუჭი გადამეწვა იმენნა, აზრზე ვერ მომიყვანია ჯერ, ისევ ფაფებზე ვზივარ ჩემს საწყალ დიჯესტივ სისტემას ეგ უნდოდა კაკ რაზ, ისედაც სულ ღამე მიწევს შემწვარ მოხრაკულების ჭამა
უფ ისე კარგად მოვინელე ყველანარირი საჭმელი და ყველანაირი სასმელიც
და მინდა ავღნიშნო რომ ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ვინც ამ დღეს ორგანიზება გაუწია და იფიქრა ჩვენს სიამოვნებაზე
ja_ja
cz80
Davitus
კაკრას არც კუჭი და არც ღიპი ხელს არ მიშლის არაფერიში ყბა ვეღარ ვღეჭავ
კაროჩე მერჯვენა მხარეს დაჭიმული მაქვს ყბის კუნთები
ახლა ვიცი მაგარს დამცინებთ და ვიცი, რომ ბევრი ჭამა სმის ბრალიაო იტყვით მაგრამ სულ სხვაგანაა ძაღლის თავი დამარხული.
ნერვული სტრესის გამო გაქვს დაჭიმულიო.
დალევა არ აუკრძალიათ, გამომიწერეს დასვენება, მასაჟები, კარგი ცხოვრება ჭამის გარდა
ასე რომ არ ვიცი რა ვქნა ადრე ჭამა სმით ვისვენებდი და ახლა მარტო სმით როგორ დავისვენო? მა მწვადი არ უნდა მივაყოლო კაცო? ხოდა ქე ვარ მოღვრემილი.
iorama
ილია ძამიკო დამერწმუნე მაგრა გაუბოლიხარ მაგ ექიმს. კაცს სუ რო არაფერი აწუხებდეს და მაგეებს აუკრძალავს ექიმი რაც შენ ჩამოთვალე ყბის სპაზმიც დაემართება, კუჭისაც და გულისაც ვცადე მე ეგ ამბავი ერთხელ მარა არ გამოდის კაი ცხოვრება კაი ჭამა სმის გარეშე
davil
მეც მაგას არ ვიძახიი არ ესმით ამ ექიმებს ჩვენი
ხალხებო, ჯერ ყველას მადლობას მოგიხდით სტუმრობისათვის ჩემს ოჯახში და მერე იმ თბილი სიტყვებისათვის, რომელიცა რომა აქ გაჟღერდა თქვენს მიერ! ძალიან მაგარი დღე იყო და ძალიან მაგარი მოგონებები დამიტოვა პირადად მე! ადრე ეგეთი ზღაპარი იყო მახსოვს: ერთმა მეფემ თავისი შვილი, ანუ უფლისწული გააგზავნა თავისი ქვეყნის დასათვარიელებლად და დაავალა ყველგან სახლი აეშენებინა! ერთი წლის თუ რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდა ეს პატიოსანი ადამიანი ოჯახში და მოახსენა მამას, შევასრულე შენი სურვილიო! აბა წავიდეთ და მაჩვენეო-მეფემ! სადაც მივიდნენ დახვდათ დიდებული სასახლეები, ოღონდ დაკეტილი! ოთხი კედელია ეს მხოლოდ, თუ აქ მეგობარი არ გელოდებაო- ესეც მეფემ დაარიგა თავისი უფლისწული კიდევ ერთხელ! იმანაც მემგონი გაითვალისწინა მამის დარიგება ( აღარ მახსოვს და მომკალით თუგინდათ). მორალი: ჩათვალეთ რომ ბოლნისში ერთი სახლის კარები ყოველთვის ღიაა თქვენთვის და კარგი მეგობარი დაგხვდებათ და გიმასპინძლებთ! ერთი ასეთი სახლი ბოდბეში მეგულება და დალშე ცხოვრება წინაა! გაიხარეთ თქვენ! ისე მაც მაქვს რაღაც სურათები, დავყრი მეც ნელნელა!
ყველას დიდი მადლობა ამ დაუვიწყარი გასვლისთვის! განსაკუთრებული მადლობა მასპინძლებს: ამ ხალხმა მართლაც რომ ხელის გულზე გვატარა!
აგრეთვე უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს: ყველაფერი 100%-ით იყო შესრულებული!
ძალიან მაგარი დროვატარეთ და უკვე მენატრება
გოიკო მიტიჩი 4ევერ
პირველად მომივიდა ეგრე რო ჩავბჟირდი
ცხოვრებაში ალბათ მაგდენი არ მიცინია,იმენნა თავკანტროლს ვეღარ ვუწევდი
აუუ, ამ უფულობას და ბევრ საქმეებს რა ვუთხარი ბლად, თორე კიდევ მოაწყობდა კაცი მასეთ გასეირნებას პალატკებით სადმე.
ეეეხ.
Davitus
ვსიო მაღარიჩი შენზეა ილო
აუფ, დღეს ღამე ყველა კიევში მივფრინავთ
20 ლარს რა დახარჯავს?
ilariona
50-ც ხომ მე ჩაგირიცხე კაცო, ადრე 37 მანეთი იყო, ახლა 70-ია
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ჩასწორებუულ
TAMPLIER
შენა კაცო ამნეზია გქონდა , ნელნელა რომ პოულობ სხვადასხვა აპარატებში სურათებს
ja_ja
ტელეფონი ამოვჩხრიკე და ესენი აღმოვაჩინე
TAMPLIER
იიიი ამოდენა ფოტოკამერა კაცი ტელეფონიო კაცოუუუუუ
ხოდა ტელეფონი ისეთი შემთხვევებისთვის არის როცა დიდი აპარატი არ მაქვს თან
ეს რა სამი დღის მიცვალებულივით ვდევარ ჰა?
Davitus
ეგ ვეღარ მიაშლის, 15 წუთი აქვს რედაქტირების და მერე მგონი ვერღარ შედის. (თუ ჯაჯამ არ გადააკეთა)
ისე LGBT ფართის გავს მაქაურობა
ენდ აფთერ ზის , ზეი ბეგინ თუ იით პუ პუს
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services