გამარჯობა
როგორი თოფია ერთი-ორი სიტყვით რომ მითხრათ Benjamin Trail NP2 Synthetic , რამდენ მეტრზე შეუძლია ზუსტი სროლა (სიზუსტის გარეშეც მაინტერესებს ისე ), სიჩქარე როგორც მივხვდი 427 მ/წმ_ია და მემგონი კარგია ხომ?,რაზე სანადიროთ არის განკუთვნილი (თუ არის რა თქმა უნდა ) და ეს Nitro Piston 2 რამდენად კარგია?
ხო მართლა, სამიზნის დაყენება თუ შეიძლება ამ თოფის ლულაზე წინ?
noxii
noxii
ვიხუალურად მშვენიერი თოფია. ბალანსიც იდეალური აქვს. ახალი სასხლეტიც აქვს....
http://www.crosman.com/np2 გადახედე.
პირადი გამოცდილება არამგონია ვინმეს ქონდეს: ახალი ხილია საერთოდ
ja_ja
ja_ja
მადლობა ამხელა რჩევისთვის პირიქით, რავიცი ვნახე საიტზე და აწერია alloy pellets_ზე 1400 fps და მხოლოდ pellet_ზე 1100. ნუ პრინციპში არც მაქვს იმის ილუზია რომ მანდამაინც 427 მ/წმ_ს განავითარებს მაგრამ მგონია რომ ძალიან კარგი თოფი იქნება, ისე შენ როგორც ამიღწერე საერთოდ, 50 მეტრზე მეტს თუ ვერ გაქაჩავს ალბათ ცოტაა რავიცი ? რატომღაც მგონია 70-80 მეტრზე ნორმალურად ისვრის. აგერ ისე განხილვაცაა http://www.youtube.com/watch?v=pujl1EL8qFU , და ისე მაიტნერესებს რომელს მირჩევდი სხვას ?
gregory
ხო გადავხედე და საინტერესო რაღაცაა ნამდვილად... და საერთოდ ვფიქრობ რომ , nitro piston უკეთესი რომ არ იყოს ჩვეულებრივ ზამბარიანზე მისი წარომება წინ არ წამოვიდოდა. ეს ოპტიკა ხო მოყვება და ნორმალურია?
noxii
რა ჩემი საქმეა მარა მეც პცპ ს გირჩევდი და ფასიც იგივე გამოდის. დისკოვერი იყიდე ის იმენა სანადიროა. და თან გარე სამიზნეებიც აქვს. პროსტა ნასოსის ხარჯია ზედმეტი. თორე ისე მკვლელი პუშკაა როგორც ოპელიდან რომ ბენტლიში გადახვალ სადღაც ასეთი
ძალიან დიდი მადლობა ყველას რჩევისთვის , მაგრამ რატომღაც მაინც NP2_ისკენ ვიხრები, იმიტომ რომ ჯერ ერთი როგორც მე ვნახე ფასში საკმაო განსხვავებაა, ნაკლები ღირს ვიდრე PCP , და PCP_ს მექანიზმიც არ მომწონს მანდამაინც უნდა ტენო წამდაუწუმ, ასევე NP2_ის დიზაინი ძალიან მომწონს, ოპტიკაც მოყვება (ალბათ ნორმალური),და ჯამში მონაცემებით , ყოველ შემთხვევაში რაც საიტზე უწერია ორივე თოფს, NP2 სჯობს PCP_ს, უბრალოდ ერთი რამე იქნებოდა კარგი ღია სამიზნე რომ ქონდეს (თუ რაც ქვია).
http://www.crosman.com/airguns/rifles/pcp/BP1K77GP
http://www.crosman.com/airguns/rifles/break-barrel/BTN217SX
noxii
პცპს დაახლოებით 50-60 გასროლაში ერთხელ უნდა დატენვა, მაგრამ იმ გასროლებით რა სიამოვნებასაც მიიღებ არამგონია ზდპმ ეგეთივე მიგაღებინოს, მაგ ოპტიკას მალე ჩაშლის, თითქმის ყველას უფუჭდება ჩემსასაც გაუფუჭდა, მემგონი ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც პცპ მექანიზმი არ მოსწონს, მაგას რო უწერია 457 მეტრ წამამდე, ნორმალური ტყვიით 280 მეტით ვერ გაისვრის, აი მაგალითად მარადიორს უწერია 335მეტრ წამი მაგრამ 10.5იანი ცპთიც შეუძლია განავითაროს ეს სიჩქარე და მეტიც. სიმძიმეც დიდი აქვს, ხელიდან გაგიჭირდება სროლა, ეგ თოფი რო იყიდო შეიძლება მალე მაიმარკეთზე ვნახოთ დადებული,
და ისე მითხარი რომელი მონაცემით ჯობია პცპს, მეთი ტყვიის სიჩქარე უწერია?
noxii
მოდი ნუ დაიზარებ: გამოიარე, ორივე ნახე და გადაწყვტილების მოღება გაგიადვილდება
gregory
ორივეს ფასს ვერ დაწერ? ან PM_ში? სად ვნახო?
მაინც ოპტიკა რა შემთხვევაში ერევა ? ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა ვიყიდი თუ არა 1 კვირაში გამიფუჭდება
ხო მართლა, ღია სამიზნე არ ეგება ხო np2-ს?
noxii
PM
ერთი ვარიანტი კიდევ ვნახე , http://www.crosman.com/airguns/rifles/break-barrel/BT1500WNP ამ თოფზე რა აზრის ხართ?
დიდი და უხეში რამაა. ძალა კი აქვს
ზუსტად ეგ მქონდა, ძალიან დიდი და მძიმე იყო, ქამრით ტარებაც მიჭირდა და რამის ხელიდან მივარდებოდა ხოლმე. რამის პნევმატიკა შემაძულა ამ თოფმა, მე გავყიდე ეგრევე, შევცდი რომ ეს ვიყიდე, ერთი ისაა რო ძალა აქვს დიდი, მოკლედ რაც თოფი მოგეწონა ყველა დაგიწუნე.
gregory
გრიგოლ 100 ტყვიაც არ მქონდა ნასროლი რო უკვე პარალაქსის ბორბალი ეჭედებოდა მაგ ოპტიკას.
noxii
ნუ მიიღებ ჩემს სიტყვებს რაიმე საწყენ ვარიანტად, მაგრამ შენს პოსტებს რომ ვკითხულობ აშკარად ახალბედას მსჯელობას მაგონებს...
ეგ ცუდი არაა, უბრალოდ ყველამ ამ ფორუმზე ზუსტად ეგრე დავიწყეთ და ყველასთვის მთავარი იყო ძალა, დიდი, მოშნი, სიჩქარე, კედლის ნგრევა, ტაფის, DSP-ს ემალირებული ქვაბის ხვრეტა და სხვა... ალბათ ყველამ მაინც ჩვენს თავზე უნდა გავიაროთ ეგ ყველაფერი რომ დიდი და შორი გზის გავლის შემდეგ მივადგეთ იმ რეალურ მოდელს რაც მართლა გვასიამოვნებს...
ნუ მე რა თქმა უნდა გირჩევდი რაც შეიძლება დიდს და ძლიერს არ გაეკიდო მაგრამ ეგეც ვიცი რომ ჩემი რჩევა უგულველყოფილი იქნება ..
ყველა ეგრე აკეთებს, მარა მერე ყველა მაგ გზას ადგება...
მოკლედ ცუდი ისაა რომ ბევრი არ ვართ და ბევრი იარაღი ჩვენს ხელთ არაა რომ სადმე გავიდეთ მოსინჯო ესა თუ ის მოდელი და ამოარჩიო რომელი გირჩევნია რას რომელი პლიუს მინუსი აქვს.... ასე რომ იდეალური არის გრიშას შემოთავაზება, მიდი და ადგილზე ნახე რაც აქვს, შენთვითონ დაიჭერ ხელში აწონ დაწონი და მიირებ გადაწყვეტილებას ეს გინდა ის თუ რაფრაა საქმე...ნუ ახლა საველე პირობებში გამოცდა ჯობია, მაგრამ როცა არ არის ის მაინც გამოიყენე რომ სტენდიდან ჩამოიღებ სხვადასხვა მოდელებს და ხელში შეათამაშებ, გადატენი... ნუ რავი რაც გამოვა ეგეც კარგია
პროსტა კიდევ ერთხელ გთხოვ თუ არ გინდა პნევმატიკა მალე შეგეზაროს და მიივიწყო, მაშინ ჯობია დიდი და ძლიერი თოფები, ასევე ველური სიჩქარეები დაივიწყო... ჯერესერთი არცერთ თოფს არ აქვს მაგხელა სიჩქარეები და მეორე არც ამართლებს... პლიუს შენ უკუცემის დისკომფორტს არ ითვალისწინებ ახლა.
გრიშას მგონი აქვს 1-2 თავისი თოფი PCP და პროსტა სთხოვე 1-2 გაგასროლინოს რომ განსხვავება იგრძნო. ნუ ის დატენვა არ დატენვა და სხვა ეს მერე ვისაუბროთ, ჯერ შეეცედე მაქსიმალურად მეტი ინფო აკრიფო რისი საშუალებაც გექნება.
DaV1nCh
ზუსტად მაგიტომ გავხსენი თემა რომ ჩემი არჩეული თოფები ვინმეს დაეწუნებია ან მოწონებოდა ძირითადად რის გამო დაიწუნე, მხოლოდ მასის თუ სხვა რამეც ქონდა დიდი მინუსი ? ძალაა აქვს დიდი რას ნიშნავს?
ja_ja
არ მივიღებ რა თქმა უნდა საწყენად, მართლა არ მაქვს დიდი გამოცდილება...
მაშინ უფრო კონკრეტულად დავწერ რა, რა მინდა: პირველ რიგში არ ვაპირებ ნადირობას , უბრალოდ მინდა რომ მაქსიმალურად კარგი თოფი ვიყიდო ("დიდს და ძლიერს" არ დავწერ ) ფასთან მიმართებაში , 550 ლარად (20-30 ლარი შეიძლება დავამატო მაქსიმუმ), უფრო შორს და ზუსტ სროლას ვამჯობინებ ვიდრე ახლოს და ძლიერს. ასე ზეპირად ზუსტად არ ვიცი მაგრამ ალბათ 70 მეტრში მაინც რომ ისროლოს ზუსტად კმაყოფილი ვიქნები(შეიძლება ვცდები და 70 მეტრი ამ ფასად ძალიან ბევრია...). მაგიტო შევარჩიე ეს თოფები , თუ არა თანხა უფრო მეტი რომ მქონდეს უფრო ადვილი იქნებოდა შერჩევა. შენ სხვას რას მირჩევდი?
და ეს თოფი ვნახე ამაზონზე და რატომ ღირს ასეთი იაფი? რომ დავიანგარიშე 580 ლარამდე გამოვა ჩამოტანა, თუ განბაჟების და წონის გარდა კიდევ სხვა რამეც ემატება?
http://www.amazon.com/Crosman-Benjamin-Caliber-Hardwood-Includes/dp/B0035S9HWG/ref=sr_1_1?s=hunting-fishing&srs=2587875011&ie=UTF8&qid=1412250021&sr=1-1&keywords=crosman+air+rifle
noxii
ხო ვიცი .177 ზე მეტი რო არ შეიძლება, ანუ ამ თოფთან მანდამაინც დიდი საწინააგმდეგო არ გაქვს როგორც მივხვდი ? და ოპტიკა ამასაც ცუდი აქვს? სიზუსტეც ნორმალური აქვს?
noxii
მე როცა მქონდა არაფერი არ მომეწონა არც ოპტიკა, არც წონა, არც სიზუსტე, ამიტომ გავყიდე. ეხლა კაი ხანია ეგეთი თოფი ერთ ჩვენ ფორუმელს აქვს ვეტყვი შემოვიდეს და დაწეროს თავის მოსაზრება.
DaV1nCh -მ შემატყობინა რომ რაღაც რაღაცეები გაინტერესებდა benjamin NP2 თან დაკავშირებით, მაქვს benjamin trail NP XL 1500, მე არ შემიძლია მაგ კონკრეტულ მოდელზე საუბარი შენ რაც გაინტერესებს, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრა, რომ ფაქტიურად ეს NP2 თითქმის იგივეა, ისევე როგორც trail NP all weather. მათ შორის მხოლოდ ძალაა განსხვავება. benjamin trail NP XL 1500-ს ქარხნულად 457მ/წმ აქვს ხოლო შენს ინტერესის სფეროს შესაბამის იარაღსა და trail NP all weather-ს შედარებით ნაკლები. მაგრამ ეს მხოლოდ ქარხნული შედეგებია. რეალურად თუ რამდენს ანვითარებს, დამოკიდებულია ტყვიის ტიპზე.
სიმართლე რომ გითხრა მხოლოდ შენი შეკითხვა წავიკითხე, ხოლო დანარჩენი ამ ყველაფრის წაკითხვა მეზარება და მოდი ასე ვქნათ, კონკრეტულად ჩამომიწერე კითხვები და მე გიპასუხებ თვითოეულ კითხვაზე ზოგადად, რადგან მე benjamin trail NP XL 1500-ი მაქვს და მაგ კონკრეტულ მოდელთან შეხება არ მქონია, მაგრამ benjamin trail NP XL 1500-ს შეგიდარებ თან პარალელურად და თუ გინდა ისე გიპასუხებ, ზოგი უკმაყოფლოა ამ თოფის ქონით, მე კი კმაყოფილი ვარ. პ.ს. შენი გაბარიტები და ასაკი დამიწერე ცნობისთვის რომ ვიცოდე შეგესაბამება თუ არა ეგ benjamin NP2
პ.ს. პ.ს. მოგვიანებით წავიკითხე benjamin trail NP XL 1500-ის გამოწერასთან დაკავშირებით დაწერილი შენი პოსტი, და აქვე გირჩევ რომ მაგ თოფის გამოწერა დაივიწყე ჩემს პრაქტიკაზე დაყრდნობით, მე გამოვიწერე ფასდაკლებით ეგ თოფი, მაშინ 263 $ ღირდა. იქ დაემატა 85 ლარი წონის და 90-ამდე განბაჟების და გამოვიდა სადღაც 650 ლარი, მაგრამ მთავარი უბედურება ის იყო რომ დეფექტით ჩამოვიდა, ლულაში ნარეზები არ ქონდა, ფაქტიურად ლულა გადასაგდები იყო. ამიტომ ის თოფი გავყიდე იაფად და გრეგორთან ვიყიდე შედარებით მაღალფასად. ამიტომ დიდი შანსია მაგასაც რაღაც დეფექტი ჰქონდეს, დაივიწყე გამოწერა. იქ ლოდინი, იქ ნერვიულობა და არ გიღირს რაა. თუ რამეს იყიდი, გრეგორთან იყიდე, ეს მეგობრული რჩევა ჩემგან.
ხ.მ.ე.ლ.ო
შენს გახარებას, თუ ეგი თოფი გაქვს არ გაქვს სურვილი რაიმე მიმოხილვასავით დაწერო? თუნდაც მინი?
როგორც ვხვდები კაიხანია გაქვს და მთალი თავგადასავლები გადაგხდენია, კაი იქნება მაგ ინფოს გაზიარება....
ხ.მ.ე.ლ.ო
მაშინ პრინციპში რაც ერთერთ პოსტში დავწერე იმას გადმოვაკოპირებ:
"პირველ რიგში არ ვაპირებ ნადირობას , უბრალოდ მინდა რომ მაქსიმალურად კარგი თოფი ვიყიდო ფასთან მიმართებაში , 550 ლარად (20-30 ლარი შეიძლება დავამატო მაქსიმუმ), უფრო შორს და ზუსტ სროლას ვამჯობინებ ვიდრე ახლოს და ძლიერს. ასე ზეპირად ზუსტად არ ვიცი მაგრამ ალბათ 70 მეტრში მაინც რომ ისროლოს ზუსტად კმაყოფილი ვიქნები(შეიძლება ვცდები და 70 მეტრი ამ ფასად ძალიან ბევრია...)."
NP2_ის ოპტიკა მართლა ასეთი სუსტია რომ მის გამო ამ თოფის დაწუნება ღირდეს? იმიტომ დავწერე შეიძლება გავს შენი თოფის ოპიტკას (ან გავდა ).
ხო , 21 წლის ვარ , 174-175 სმ, 65-68 კგ, ეს თოფი შეიძლება არ შემეფერება ამ მხრივ მაგრამ ამას არ მივაქცევ ყურადღებას.
ნუ, მთელ თავგადასავლებს ვერ დავარქმევდი, რადგან სულ ერთხელ მქონდა გატანილი გარეთ, ზამთარში, ყინვაში, როდესაც მე და ჩვენი თანაფორუმელი სეკურიფა მიზანს ვასწორებდით, ისე ეგეც თავგადასავალში მოსაზრება, თითები სასხლეტზე გვეყინებოდა
ერთ-ერთი ცუდი თავგადასავალი კი ზემოთ უკვე ვახენე, შეძენის დროიდან რომ მომეწამლა მისი ქონის სურვილი, როგორც მიხვდით დეფექტის ქონას ვგულისხმობ, მაგ დროს ცოტა კი ამიცრუვდა გული, მაგრამ ეს იმედგაცრუება გრეგორთან შეძენილმა ბენჟამინმა გადაფარა.
რაც შეეხება მინი რეპორტს:
Benjamin Trail NP XL 1500
•დატენვის მექანიზმი: ლულის გადაწევა
•კორპუსი: კონდახი-ხე, დნარჩენი-მეტალი
•ტყვიის ტიპი: ტყვის შენადნობი, მისთვის შესაბამისი (მოხდენილი) ტყვიის წონა 10.34 გრანი JSB exact ან 10.5 გრანი Crosman Premier-ი.
•მექანიზმის ტიპი: ჰაერის ზამბარა (ამორტიზატორი) იგივე gas spring, იგივე nitro piston
•კალიბრი: 4.5 მმ.
•ტყვიის საწყისი სიჩქარე: ქარხნულად 457 მ/წმ. ზემოთ დასახელებული 10.34 ან 10.5 გრანიანი ტყვიებით ქრონში გატარებისას იძლევა დაახლოებით შესაბამისად 350 ან 370 მეტრ წამს. (თუ სწორად მახსოვს, გრეგორმა გაატარა ქროსმან პრემიერი და 350მ/წმ მიიღო)
•მჭიდის ტევადობა: 1
•სიგრძე: 124 სმ.
•წონა: 4.5 კგ. თავის ზავაცკოი ოპტიკიანად, რომელიც ამ კლასის ზედეპესთვის შეუსაბამოა და აუცილებლად უნდა შეიცვალოს სხვა ოპტიკით...
•ოპტიკა: ზავაცკოი ოპტიკა-Center Point 3-9X40. ოპტიკა, რომელიც შეცვლილია ჩემს მიერ და ამჟამად მიყენია: Leapers 3-9X50 სპეციალურად დარტყმაგამძლე TS სისტემით, პნევმატური იარაღებისათვის მისწრებაა. აქვს წინა და უკანა პარალაქსი თვალის ფოკუსისათვის, მილ-დოტთა ბადე, ბადის განათება წითელ, ლურჯ და მწვანე ფერებად შებინდებისას ნადირობისათვის. მოჰყვება: Sunshade-რაც ნიშნავს, არ მიუშვას მზის სხივები ლინზამდე, რათა მსროლელს ხელი არ შეეშალოს სროლაში; ხუფები.
ეს პატარა დახასიათება...
ეხლა რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს ამ იარაღისადმი:
ზოგი თვლის, რომ ეს იარაღი მძიმეა (4.5 კილო, ჩემს მიერ შეცვლილი ოპტიკიანად 5 კილო) და ამის გამო რთული ხდება მიზანში მორტყმა და მე ამაში ვეთანხმები ყველას, მაგრამ შევხედოთ მეორე მხრიდანაც, ამ ძალის და ენერგიის მქონე იარაღისათვის წონასთან დაკავშირებული ეს მონაცემები შესაბამისია, რადგან ამდაგვარი ძალის მქონე იარაღს სჭირდება უფრო მეტი მანძილი დგუშის სვლისათვის, ანუ მისი ცილინდრის ზომა გაცილებით გრძელია სხვა მოდელებთან შედარებით. (ამიტომ არის, რომ ლიპერსის 3-9X50 ოპტიკა მასზე სანშაიდერიანად ეტევა, სხვა მოდელებზე კი სანშაიდერი არ გამოგვადგება, რადგან ცილინდრის ზომა პატარაა და ის უბრალოდ ზედმეტი ხდება). ასე, რომ თუ არ შეგიძლია 5 კილო თოფის აწევა და სროლა, მაშინ სჯობს გაიქარწყლოთ ამ მოდელის ქონის სურვილი. პ.ს. მე ძალიან სუსტი ვარ და მსუბუქი, მიუხედავად ამისა ამ იარაღის აწევა და დამიზნება არ მირთულდება იმდენად, რაც ალბად ჩემი წინამორბედი თოფის Remington summit-ის ქონის დამსახურებაა, ოპტიკიანად 4.5 კილო იყო და მასზე დავამუღამე სროლა, ახლა კი ნახევარი კილოთი მეტის აწევა ასე თუ ისე არ მიჭირს, მაგრამ მეგობრებო რაღათქმა უნდა გააჩნია იმ ობიექტის ზომასაც, რომელსაც ვესვრით, ცხადია ამაზეც არის დამოკიდებული სროლის სიძნელე და სიიოლე.
მის ძალასთან დაკავშირებით ასევე მინდა ავღნიშნო, რომ იარაღი იმდენად ძლიერია, მისით თავისუფლად ინადირებთ 30-40 მეტრში მოზრდილი ღორის ან/და ძაღლის ხელა ცხოველზე, (მტრედის ხელა ფრინველებზე კი მისით 80 ან უკიდურეს შემთხვევაში 100 მეტრშიც კი შესაძლებელია ნადირობა) მაგრამ ესეც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს მაგალითისთვის მოვიყვანე თორემ აქვე გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში პნევმატური იარაღით ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია.
ახლა კი მოდით გადავიდეთ მის მთავარ მახასიათებელზე-სიზუსტეზე. თოფი არის საოცრად ზუსტი, რა დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, 50 მეტრში სროლისას ის ფაქტიურად უტოლდება PCP სისტემის იარაღს Benjamin marauder-ს, ასევე Hatsan AT 44-ს. ამაზე საუბარი შემიძლია პრაქტიკაზე დაყრდნობით, სასიამოვნოდ მახსენდება ის წუთები, როდესაც მე და სეკურიფამ ჩემი ბენჟო ზამთარში გავტესტეთ (თანაც თავის ზავაცკოი ოპტიკით, რომლითაც ჯგუფების გაკეთება უფრო რთულია მილ-დოტთა ბადის სისქის გამო) და უკანასკნელი შედეგი ასეთი იყო: 50 მეტრის დინსტანციაზე ვისროლეთ 2 ტყვია და ორივე 5 თეთრიანის დიამეტრის ხელა რგოლში დაჯდა. შეგახსენებთ, რომ თოფი გაიტესტა საშინელ ყინვაში, რაც უარყოფითად მოქმედებს ჰაერის ზამბარაზე, მაგრამ ამის მიუხედავად ამ იარაღმა შესანიშნავი შედეგი აჩვენა.
ესეც ჩემი მოკლე რეზიუმე ჩემს მიერ, Benjamin Trail NP XL 1500-ის შესახებ თქვენდამი...
ხ.მ.ე.ლ.ო
შენს გახარებას ერთი სურათები მესროლე შენი თოფი და ამ პოსტს ცოტა დავასურათებ და ცალკე თემად გავიტან, თორემ ეს ზ.დ.პ-ს მომხმარებლები ნამეტანი ზარმაცი ხალხი ხართ არცერთი საკუთარი თოფის რეპორტს არ დებთ ხოლმე
არა და ფაქტია ზ.დ.პ-ს შეძენის მზურველი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო გაცილებით მეტია, მაგრამ ყველა ჩრდილშია და არავინ არ ჩანს...
ხ.მ.ე.ლ.ო
ჰოო მაშინ დღეს საღამოს ან ხვალ შენს წინა თემას რაც დამილინკე და ახლანდელ პოსტს გავაერთიანებ დავალაგებ და უფრო სრულად გამოჩნდება, შემდეგში კიდევ ხალხს პირდაპირ მაგ თემის ლინკი მივცეთ ხოლმე...
მგონი კაი იქნება...
მოკლედ, ვეღარ მივედი დასკვნამდე
რომელ თოფს მირჩევთ მაქსიმუმ 560-570 ლარად ? და თუ არ მომივა ამ ფასად არაფერი ნორმალური მაშინ ისიც მითხარით?
ის თოფი, რომელიც მე ავღწერე ნამდვილად არ მოგვა მაგ ფასში, მითუმეტეს რომ ოპტიკაც უნდა შეუცვალო ყდვის შემდეგ.
დაუკავსირდი gregory-ს, ჩვენს თანაფორუმელს, რომელიც ქროსმანის წარმომადგენელია საქართველოში. http://iaragi.ge/bbarel-geo.html ამ იარაღებიდან აირჩიე შენ თვითონ რომლისკენაც გული უფრო მეტად მიგიწევს და იყიდე , ოღონდ გაითვალისწინე რომ ნიტრო ზამბარიანი იყოს და არა ჩვეულებრივი პრუჟინიანეი.
მანდედან მაგალითად ნიტრო ზამბარიანებია: Remington Nitro, Nitro Venom Dusk, Trail NP All Weather, Nitro Venom, Titan NP. ოღონდ ეს უკანასკნელი და კიდევ რამოდენიმე 1 და 2 ლარი ნამდვილად არ ღირს, როგორც საიტზეა მითითებული
noxii
Remington Nitro, Nitro Venom Dusk, Trail NP All Weather, Nitro Venom, Titan NP ამათ რაც ხმელომ ჩამოგიწერა ყველას ერთნაირი ძალა აქვს, და კიდევ ვენთიჯსაც იგივე ძალა აქვს და თან გარე სამიზნეც აქვს, მე ეგ მომწონს ყველაზე ძალიან,
noxii
აბა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3182&hl= მაგ ფასად მოგივა ეგ იარაღი მაინცდამაინც ახალი თუ არ გინდა ...
ხ.მ.ე.ლ.ო
ძალიან საინტერესოა, დაუშვად მივედი და ვნახე, როგორ შევამოწმო თოფი ერთი-ორი რჩევა რო მომცე?
ვიზუალურად კარგ მდგომარეობაშია როგორც ჩანს.
noxii
"გადატეხე" ლულა (ბოლომდე არ გინდა) და შუქზე გაიხედე ლულაში. ხრახნი უნდა იყოს თანაბარი და ერთგვაროვანი სპირალი თავიდან ბოლომდე. არ უნდა ქრებოდეს ადგილებში და ა.შ. ლულის წინა კვეთა ეგრეთწოდებული გვირგვინი უნდა იყოს თანაბარი კონუსი, კარგად მოჩრილი და ნაწიბურების გარეშე (თუ რაღაც სასწაულად ცუდი არაა, იდეალურამდე მიყვანა სახლშიდაც შეიძლება მაგისი).
გადატენე და ნახე გაუსროლელ მდგომარეობაში ლულა რამდენად მყარია, განსაკუთრებით ვერტიკალურად. თუ ადვილად თამაშობს ხელის მოკიდების და ძალის დატანების შემდეგ, ე.ი. რაღაცა ნიტოა. ნუ დანარჩენი უკვე ძნელი ასახსნელია იმისათVის, ვისაც გამოცდილება არ აქვს, და ვისაც გამოცდილება აქვს უკვე, მას ახსნაც ნაკლებად სჭირდება
ხ.მ.ე.ლ.ო
რა მიანტერესებს იცი? (საიდან გეცოდინება მარა მიანც) რა ოპტიკა დააყენე შენს ტრაილზე ? დარტყმაგამძლე თუა? და თუ გაკმაყოფილებს?
ხ.მ.ე.ლ.ო
რა დაგიჯდა ეგ საიმოვნება? 3-12-50TS არ არსებობს?
http://www.amazon.com/UTG-3-9X50-Locking-Hunter-Sunshade/dp/B00ENFCRNQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1412683712&sr=8-1&keywords=utg+3-9X50+ts
აი ქვემოთ აწერია Built on True Strength Platform
ეხლა თემა ოფდება ვაფშე მაგრად, სად თოფი და სად ოპტიკა. თუ რამეა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2292და აქ შემეკითხეთ რაც გაინტერესებთ, ჰო მართლა ზემოთ ფასდაკლებაზე და ასე შემდეგ რომ ვსაუბრობ ეხლა რა თემაც გაჩვენეთ ამ პოსტში, მაგას არ ეხებოდა ეგ ფასდაკლებები, მე მეორეთი შევიძინე იგივე ოპტიკა ოღონდ ვაფშე სხვაგან და სხვა გადამზიდით...
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services