სალამი მეგობრებო. დღეს ცოტა ვისროლე ქაღალდზე და ჩემი თოფი აკეთებს ორ ჯგუფს, ეს განსაკუთრებით ეტყობა ჯსბ-0.547. რას ფიქრობთ რის გამო ხდება? ფასკა თუ არათანაბარი სიჩქარე.
giga2010
ორიცე შეიძლება მიზეზი იყოს.
ისე ჯობს სურათი დადო, თორემ 2 ჯგუფი საკმაოდ ბუნდოვანი განმარტებაა
http://radikal.ru
ესეთი შედეგია, ამას აკეთებს მხოლოდ ჯსბ-0.547
საინტერესოა.
აქ მე მგონი ტყვია არაფერ შუაშია, უფრო ან ოპტიკა ურევს, ან დამიზნების და სროლის ტექნიკაშია რაღაც პრობლემა.
რა იარაღიდან ისვრი?
ჯსბ-0,67 ამას არ აკეთებს. არც ერთხელ არ გააკეთა ესეთი რამ. ამიტომაც ვერ დავაბრალებ, ვერც ოპტიკას და ვერც სროლის ტექნიკას.
თან აკეთებს ერთნაირ ჯგუფს. ოპტიკა რომ დადიოდეს ან მსროლელი არ ვარგოდეს, მაშინ ჯგუფები არამგონია გაკეთდეს
ჰატცანია ურედუქტორო, ვალტერის ლულით
ზედიზედაა ნასროლი?
აბა უკლიპოდ ცადე. ხელით მიაწოდე ტყვიები. იქნებ კლიპის და ამ კონკრეტული ტყვიების პრობლემაა?!
20 ტყვია ისროლე და მერე ვიმსჯელოთ, ანუ 20 ტვიიანი ჯგუფის გაკეთებას შეეცადე და უფრო გამოიკვეთება პრობლემა
კი ზედიზედ არის ნასროლი. 10 ტყვიიდან მიზანში ხვდება 6-7, დანარჩენი მეორე ჯგუფს აკეთებს. ეხლაც ვისროლე დამატებით, ყოველი მესამე მიდის გვერდით ზემოთ ერთ წერტილში. ტყვიების კოლოფიც შევცვალე. სხვა 0,547 .
თეორიები ბევრი შეიძLება იყოს, მაგრამ ყველა თეორიას უნდა ტექნიკური კუთხით გადამოწმება და თუ არ დადასტურდა რაიმე ხელსაწყოთი, მაშIნ შემდეგზე უნდა გადავიდეთ
- 20 ტყვიანი ჯგუფი არ გინდა, მითუმეტეს ურედუქტორი თოფზე, წნევის ცვლილება თავისას იზამს და შედეგს ვერ მივიღებთ
ამ ეტაპზე იკვეთება რამდენიმე იდეა:
1) ტყვიების წონები, კაი იქნება ტყვიების გარეცხვა და წონით გადარჩევა
2) სიჩქარეების პრობლემა, ეს თავის მხრივ კიდევ 2 ნაწილად გაიყოფა:
- ა) ნამეტანი მაღალ სიჩქარეს იღებს გადადის ზებგერით სიჩქარეზე და ამის გამო ხდება ეგეთი დისბალანსი. ანუ ძალიან ბევრგან მაქვს დაწერილი რომ პნევმატიკაში ტყვიის სიჩქარე სასურველია არ სცდებოდეს 270-280 მეტრ წამს, ნუ ქართული სიყვარულით 290-ს, მაგრამ ეს უფრო მართებულია მძიმე ტყვიებისთვის. რაც უფრო ვუახლოვდებით 300 მეტრს და განსაკუთრებით 330-ს მით უფრო ახლოს მივდივართ ზებგერით სიჩქარესთავ და ხმის ბარიერთან. ამ დროს ტყვიის წინ იმდენად შეკუმშული ჰაერის ტალღა იყრის ტავს რომ ტყვიას ძალიან, ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა სჭირდება ჰაერის ბარიერის გადასალახათ, პლიუს დიდი წინააღმდეგობის გამო დიდი შანსია რომ ბარბაცი და ტრაექტორიიდან გადასვლა დაიწყოს.
გაიხსენეთ მეორე მსოფლიო ომის მერე გერმანელებისგან მოპარული რეაქტიული ძრავის ტექნოლოგია, ინგლისი, ამერიკა და რუსეთი ეჩალიჩებოდენ ტრაფეებად წამოღებულ მატორებს, აყენებდნენ კლასიკურ თვითმფრინავებზე, რომელსაც ჰქონდა ფართო და სწორი ფრთები, რაც უფრო უაზლოვდებოდნენ ზებგერით ბარიერს, მით უფრო მეტი ვიბრაცია და ყანყალი იწყებოდა, ხოლო გადა;ლახვის წინ კი ყველა თვითმფრინავი იმტვრეოდა.
ასე იყო სანამ ერთმა ინგლისელმა ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას რომ რეაქტიულ მესერშმიტს ფრთები ვიწრო და მერცხალივით უკან წაკვეთილი ჰქონდა. პირველივე ექსპერიმენტების მერე გაირკვა რომ სწორედ ეგ ფორმა იყო საჭირო ბგერითი ბარიერის გადალახვისთვის. იმის შემდეგ ყველა თვითმფრინავს რომელიც ზებგერითზე დაფრინავს აქვს უკან წახრილი ფრთები, ხოლო ბარიერთან მიახლოებისას არის ვიბრაცია, მაგრამ გადალახვის მერე ვიბრაცია ქრება....
სამაგიეროდ ზებგერითიდან უკან გამოსვლისას ისევ იგივე პრობლემა იჩენს თავს ანუ ისევ ჰაერის ტალღა და ვიბრაცია სანამ 900 კილომეტრამდე საათში არ ჩამოვა სიჩქარე...
გადმოიტანეთ იგივე ინფორმაცია პნევმო ტყვიაზე. ჯერესერთი რაც უფრო მსიბუქია მით უფრო რთულია მისთვის ტალღასთან გამკლავება, პლიუს ვიბრაციას მეტად აქვს ტარექტორიაზე გავლენა, პლიუს გასათვალისწინებელია ლულის ხრახნების მუშაობა, ანუ ხრახნების მიმართულებით აქვს ტყვიას გადახვევის მცდელობა, რაც უფრო ვარდება სიჩქარე, მით უფრო ხდება ტყვიის გადახვევა ტვისტისდ მხარეს...
ახლა შეკრიბეთ და საკმაოდ კარგი მიმდევრობა უიჩენს თავს:
- არ არის რედუქტორი და მძიმე ტყვიის მერე ვისვრით მსუბუქს, ანუ სავარაუდოდ ჯიგიტურ პონტშI ისვრის თოფი მძიმე ტყვიას, ხოლო მსუბუქზე გადასვლისას ზებგერითზე გადის, ეგეც უკვე ყანყალი და წინააღმდეგობა
- ყველა გასროლის წინ იქმება სხვადასხვა პირობა, ნუ იქ ნიავი აქეთ ნიავი იქეთ და ეგეც შენი ზებგერითზე ხან ადრე ხან გვიან გადასვლა შედეგად სხვადასხვა ადგილზე ენერგიის კარგვა, შენელება და ტვისტის მხარეს გადახრა
- მძიმეზე ერთი ჯგუფია ესეიგი სიჩქარე სავარაუდოდ ბგერაზე დაბალია, ანუ 320-ს არ სცდება თუმცა ეგეც არაა სახარბიელო სიჩქარე, http://www.airgun.ge/Airgun_Convertor.htm და დაჟე რომ ჩავთვალოთ რომ მძიმე ტყვიით თოფს აქვს 30 ჯოული, ან 300 მეტრ წამი, მაშინ თუ ცვლადათ 0.67-ის მაგივრად გამოვიყენებთ 0.547 გრამიან ტყვიას და იგივე 30 ჯოულს დავტოვებთ მივიღებთ 331 მეტრ წამ სიჩქარეს, ეგეც თქვენი ბარიერი თუ გავითვალისწინებთ რომ გასროლიდან გასროლამდე ცდომილებაც აქვს ჰაჩიკას სიჩქარეზე, თუ გავითვალისიწნებთ რომ მძიმეს 300-ზე კი არა 310-ზე ან 320-ზე ისვრის როგორც ცჩვევია ქარხნულ ვერსიას, ნუ 0.547 გრამიანზე უკვე გარანტირებულად ზებგერით სიჩქარეზე ხარ.... შედეგად ტვისტიც რომ არ მიიღო მხედველობაშI და მხოლოდ სიჩქარეების არასტაბილურობა ჩათვალო, შეიძLება ერთი გასროლისას არ აღწევდეს ტყვია ზებგერითს მეორეს დროს კი აღწევდეს, ეგეც სხვადასხვა მოქცევის და მიზანში წასვლის მოდელი
- ბ) მეორე ვარიანტი რომელიც ისევ სიჩქარის პრობლემასთან იქნება დაკავშირებული იქნება კლაპნის მუშაობა, ანუ რეზინა კლაპანში გაცვდა რომელიც კლაპნის ღერძზეა წამოცმული, ან თავიდანზე სადაც ღერძი მოძრაობს არ იყო სიფთა ზედაპირი (მაგარი დაჩხაპნილი ზედაპირია ხოლმე), ასეა თუ ისეა კლაპანი ბორძიკით მოძრაობს თავის ბუდეშI და ხან დიდიხნით იხსნება ხან პატარა ხნით და ეგეც სიჩქარეების ცვლილება, შედეგი უკვე ზემოთ მაქვს აღწერილი ტვისტზე დაყრდნობით.
მაგრამ ეს ისევ გარკვეულ კავშირში უნდა იყოს ზებგერით სიჩქარესთან თორემ თუ ზებგერით სიჩქარეს ადგილი არ აქვს, მაშინ მძიმე ტყვიის შემთხვევაში ვიცით რომ ორ ჯგუფს ადგილი არ აქვს, ანუ გამოდის რომ მხოლოდ სიჩქარე და ტვისტი არაფერ შუაში არ უნდა იყოს თორემ მძიმე ტყვიის შემთხვევაშიც მივიღებდით 2 ჯგუფს.
მოკლედ თეორიები ძალიან ბევრი შეიძLება, მაგრამ ჯერ გვინდა შემოწმება მეცნიერულად ან კუსტარულად. მეცნიერული შემოწმებისთვის არის ქრონოგრაფი და ეგ გვეტყვის ადგილი აქვს თუ არა ზებგერითი სიჩქარის ზეგავლენას.
თუ ქრონთან შეხება ვერ გვაქვს ან არ გვაქვს, მაშინ საკუთარი ყურები უნდა გამოვიყენოთ და მსუბუქი ტყვიით გასროლისას თუ გვერსმის ტყვიის ფრენის მაღალი ბალისტიკური ხმა რაც დარტყმით ტალღაზე მიგვითითებს ისევ შეგვიძლია ვთქვათ რომ საქმე გვაქვს ზებგერით სიჩქარესთან.
მადლობა ყურადღებისთვის. ხვალ დამრტყმელ ზამბარას ბოლომდე დავუშვებ და კიდევ ერთხელ ვცდი. არ მგონია რომ 300-ზე მეტი იყოს სიჩქარე.
giga2010
ja_ja
შენს მიერ ჩამოთვლილი მიზეზები გამოიწვევს სხვადასხვა მიმართულებით გაფანტვას.
მე უფრო სხვა მიზეზებისკენ გადავიხრებოდი, დიდი ალბათობით ასეთი იშვიათი მოვლენის გამომწვევი მიზეზიც იშვიათი იქნება.
ჩემი აზრით საქმე გვაქვს ორ კალაპოტთან რომელშიც ყოველი გასროლით გამოწვეული ვიბრაციის შემდგომ კალათდება რომელიღაც დეტალი მყარად შემთხვევითი პრინციპით და სწორედ ამ დეტალის აღმოჩენა მოუწევს გიგას.
giga2010
1) პირველ რიგში შეამოწმე ბაზა მყარად ზის თუ არა კოლოფზე, თუ რამე გადასაჭერი აქვს გადაუჭირე
2) რინგები მოუშვი ოპტიკის მილის დამჭერებიც მოუშვი და შემდეგ ჯერ ოპტიკის დაუჭირე, ამით მილის გეომეტრიაზე დასვამ რინგებსაც და ოპტიჯა რინგებს ერთ სხეულად აქცევ და შემდეგ ბაზაზე დაუჭირე მყარად.
3) ლულა მოხსენი და თავიდან დაამაგრე თუ რთულად არ ეხსნება
4) მოდერი შრაუდერი ან რამე მსგავსი თუ აქვს მოხსენი და მასეც სცადე.
5) და ყველაზე ბოლოს ამ ყველაფერმა თუ არ უშველა რჩება იმის ალბათობაც რომ ეს ორი კალაპოტი ოპტიკის მექანიზმშიც იყოს და ამის შემოწმებაც მარტივად შეიძლება ვინმემ რო გათხოვოს ოპტიკა თუნდაც ერთი დღით
მადლობა რჩევებისთვის. ხვალ მოვსინჯავ თქვენს რჩევებს, შევეცდები ვიდეოც გადავიღო, ისე როგორც ისვრის. ლულის მოხსნა და ხელახლა დამაგრება არ არის პრობლემა. სიჩქარეს აუცილებლად დავაგდებ მინიმუმზე, ანუ სულ დავუშვებ ვინტს. ეხლა მინდა რეზიკის დაშლა და კლაპნის შემოწმება
okela84
ja_ja
შენ დაახლოებით ისე დახატე ხმის ბარიერი თითქოს ამ ბარიერთან რაღაც კარიბჭე უნდა გაიხსნას და ტყვიამ სხვა განზომილებაში უნდა გააგრძელოს მოძრაობა
ნუ ეგ ჩემი აღწერა და მოგონებული არაა, რაც წამიკითხავს, მომისმენია და მეცნიერულადაა აღწერილი ის დავწერე, შეიძლება ზუსტად იმ სიტყვებით არა, მაგრამ შინაარსი ეგაა
აგერ ამონარიდები და შენთვითონ ნახავ რომ რაიმე სუპერ ახლად გამოგონებული ან ლიტერატურულ ზრაპრულად გაფორმებული მე არ დამიწერია ეხლა გამიჭირდება მოძებნა, მაგრამ დისკავერიზე მტელი 2 საათიანი ფილმი იყო მაგ მოვლენაზე და რა შედეგით მთავრდებოდა ექსპერიმენტები...
явление, возникающее в полёте самолёта или ракеты в момент перехода от дозвуковой к сверхзвуковой скорости полёта в атмосфере. При приближении скорости самолёта к скорости звука (1200 км/ч) в воздухе перед ним возникает тонкая область, в которой происходит резкое увеличение давления и плотности воздушной среды. Это уплотнение воздуха перед летящим самолётом называется ударной волной. На земле прохождение ударной волны воспринимается как хлопок, похожий на звук выстрела. Превысив скорость звука, самолёт проходит сквозь эту область повышенной плотности воздуха, как бы прокалывает её – преодолевает звуковой барьер. Долгое время преодоление звукового барьера представлялось серьёзной проблемой в развитии авиации. Для её решения потребовалось изменить профиль и форму крыла самолёта (оно стало более тонким и стреловидным), сделать переднюю часть фюзеляжа более заострённой и снабдить самолёты реактивными двигателями.
А «звуковым барьером» в аэродинамике называют резкий скачок воздушного сопротивления, возникающий при достижении самолетом некоторой пограничной скорости, близкой к скорости звука. При достижении этой скорости характер обтекания самолета воздушным потоком меняется кардинальным образом, что в свое время сильно затрудняло достижение сверхзвуковых скоростей. Обычный, дозвуковой, самолет не способен устойчиво лететь быстрее звука, как бы его ни разгоняли, — он просто потеряет управление и развалится.
Для преодоления звукового барьера ученым пришлось разработать крыло со специальным аэродинамическим профилем и придумать другие ухищрения. Интересно, что пилот современного сверхзвукового самолета хорошо чувствует «преодоление» своим летательным аппаратом звукового барьера: при переходе на сверхзвуковое обтекание ощущается «аэродинамический удар» и характерные «скачки» в управляемости. Вот только с «хлопками» на земле эти процессы напрямую не связаны.
პნევმოს და ცეცხლსასროლის ჰაერის ტალღა, როგორც ხედავ მხოლოდ მაშტაბი განსხვავდება
ესეც ცეცხლსასროლის შემთXვევაში ზებგერითანდე და ზებგერითის შემდგომი სიტუაცია
მოკლედ მაგაზე ინფო არის ძალიან ბევრი თუ სურვილია დაძებნი
ja_ja
ეგ ყველაფერი კი ეგრეა, მაგრამ აღნიშნული მოვლენები მოქმედებს საფრენ აპარატებზე რომლებიც დაფრინავენ ფრთების ხარჯზე, იმართებიან აეროდინამუკული სიბრტყეებით. სუფთა ბალისტიკურ ობიექტზე მაგხელა გავლენა არ ექნება. აი როგორც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. ფრთოსანი ათასნაირია, იმისდა მიხედვით რა სიჩქარით დაფრინავს და ბალისტიკური როგორც იყო წვეტიანი მილი ეგრევე დარჩა.
პნევმატური ტყვია რომ ზებგერითზე არასტაბილურია ეს სხადია, ფორმა უნდა სხვანაირი, მაგრამ არასტაბილური ნიშნავს ქაოტურს და უმართავს და არა სტაბილურად 2 ჯგუფს.
ისე 300 ზე ზემოთ სხვებიც ისროდნენ მარა ეგეთი რამე არ გამიგია
koknar
ისე ჩვენში დარჩეს მარა ამ ყველაფერს თეორიები რათ უნდა ? პრაქტიკაა ყველაფრის მამა მთავარი
ერთი ქრონი და მოგვარდება ყველაფერი . ყოველ შემთხვევაში რაღაც თეორიული მხარე მაინც გამოირიცხება .
ქე ვთქვი რომ თეორიები და პრაქტიკაზე მეცნიერულად უნდა დამტკიცდეს მეთქი ეს თეორიები, ასე რომ ველოდებით პატრონის მიერ ჩატარებულ ცდებს
koknar
და პირველ სურათზე არაა პნევმატური ტყვია? ტალღა არ ჩანს? ნიხაროში ჩელოვეკ
giga2010
რა გაარკვიე ?
ვერ ვისროლე. დაშლილი მაქვს, შევცვლი ამაღამ რეზინას. რატომღაც ვფიქრობ რომ კლიპის ბრალია. ჯსბ-0,67 თავისუფლად გადადის კლიპიდან კოლოფში, არანაირი შეფერხება. რაც შეეხება ჯსბ-0,547, უჭირს გადასვლა, თითქოს ორსაფეხურად გადადის კოლოფში. ვერ ვიტყვი დანამდვილებდით რომ აღმოვაჩინე პრობლემა სანამ არ გავისვრი
ja_ja
მე პოსტი დავწერე შენი პოსტის შემდეგ რომელიც ეხებოდა გერმანული რეაქტიული ავიაციის პროგრამის დეტალებს, მაგრამ მანამდე სანამ შენ გამოაქვეყნე პოსტი ტყვიების აეროდინამიკის სურათების შესახებ.
მიუხედავათ ამისა, ორი ჯგუფის საკითხი ბუნდოვანია
და კლიპთან შეუთანხმებლობას 100% გამორიცხავთ?
იქნებ კლიპის კამორების ბრალია?
giga2010
კლიპის გარეშე სცადე აუცილებლად 0.54 გრამიანი , თუმცა არც ისე ადვილი იქნება კლიპის გარეშე ჩატენა . მოიშველიე პინცეტი ან სხვა რამ. ლულის რეზინასაც არ გამოვრიცხავ, მითუმეტეს თუ ახალი შეცვლილი გაქვს.
ისე ჩემს ამბავსაც გეტყვი : მე დამატებითაც ვიყიდე ერთი კლიპი და სამიდან ყველა სხვადასხვანაირად ისროდა ეს განსაკუთრებით 50 მეტრზე შორს შეიმჩნეოდა და რათქმა უნდა მხოლოდ ამ ტყვიებზე. , ამიტომ ავიღე ერთი კლიპი ( ნაყიდი ) და დირკებში მოვატარე 500-იანი შკურკა იმ დონეზე სანამ 0.54-გრამიანი ტყვია თავისუფლად არ ჩავიდა კლიპში. ამ შემთხვევაში რეზინი წინასწარ ამოარიდე კლიპს.
დღეისათვის კი მხოლოდ ამ ერთ კლიპს ვხმარობ . დანარჩენები შენახული მაქვს .
ანუ იგივეს გაკეთებას გირჩევ მეც.
ეხლა მეც მაქვს ფორუმელებთან ასეთი კითხვა :
სასწორზე გამოვწონე ტყვიები მივიღე შემდეგნაირი წონები კროსმანის შემთხვევაში:
0.68 და 0.69 გ. იყო დაახლოებით 45-45 % დანარჩენი 20 % 0.70 გ უფრო ნაკლები 0.67.
ჯსბ-0.54 გრამიანის შემთხვევაში იყო
0.55გ. 0.54გ 0.53გ და 0.56 გ.
ეხლა კითხვა .:
ეს მცირედი სხვაობები წონაში , რამდენად აისახება მიზანში ? ანუ ჯგუფების გაკეთებაში ?
userman
ვის ეკითხები მაგას?
შენ რასაც ისვრი, ბარემ 1 კლიპში უფრო მძიმეები ჩადე, მეორეში უფრო მსუბუქები და მოგვიყევი მერე რა სხვაობა მოგცა
userman
თუ სპორტული შეჯიბრებისთვის გინდა მაშინ ეგ მცირედი სხვაობაც კი მნიშვნელოვანია, ხოლო თუყ ნადირობაზეა საუბარი, მაგი ყურადრების მიქცევად არ ღირს
მოდერის გარეშე უნდა ინახოს, თითო ყვია კლიპის გარეშე ჩადებული.
მგონი ეს საკითხი ისტორიას ჩაბარდა რადგანაც თოფი დაშლილია და ნაწილ-ნაწილ იყიდება...
გამარჯობათ.
რომელ პსპ იარაღს მირჩევთ სანადიროდ?
ფრინველზე და მცირე ცხოველზე,სასურველია რაც შეიძლება დიდ მანძილზე რაც მისაღებია.
mamukaaa
მე კრალს გირჩევ
mamukaaa
კრალის , ყველაზე დიდს , რეზიკითაც და ლულითაც .
სალამი მეგობრებო, ხომ არ იცით რომელ პნევმო თოფს აქვს 12მმ დიამეტრის ლულა და შეიძლება თუ არა მისი მორგება კრალის პცპ-ზე
giga2010
მაშინ ეძებე Hatsan AT44-ის ლულა ან Air Arms S410/510-ის ლულა თუმცა ამ უკანასკნელის პროსტა კოშმარულად ძვირიანია
ჰაჩიკას ლულას კოლოფის ბუდის დიამეტრი აქვს 12მმ ხოლო AIR ARMS-ის ლულები მთელს სიგრძეზე 12 მილიმეტრიანია და ბოლოს პირდაპირ 12 მილიმეტრიანი LW-ს ბლანკი დაიადე, პროსტა ეგაა რომ ძვირია და ყველა მაღაზიაში გაყიდულია და როდის შეივსება სტოკი არავინ იცის
ჰმმმმ დამაიზმენე...რატომღაც მე 12 მმ მახსოვს....
სალამი მეგობრებო, რაღაც ინფო მოვიძიე რაც მაინტერესებდა და მინდა თქვენი რჩევა. როგორც ავღნიშნე ჩემი ინტერესია ჩემს ახალ სათამაშოს ნპ-1 შევუცვალო ლულა რომელიც იქნება ნაკლები დიამეტრის, აქვე ავღნიშნავ, რომ ლულას არაფერს არ ვერჩი და მისი სიზუსტე ჩემთვის მისაღებია. ჩემი ინტერესი მდგომარეობს შემდგომში. იმის გამო, რომ ჩემი ნპ კომპაქტურია, მოდერიsგარეშე საკმაოდ ხმაურიანია. მოდერიTკი რამის 2 ჯერ იზრდება მისი სიგრძე. ვათვალიერე ინტერნეტ სივრცეში პნევმატური ლულები და ყველაზე ხელმისაწდომი აღმოჩნდა მრ და იჟ60-61 ლულები, რომლის დიამეტრი როგორც წერენ 13მმ, სიგრძე 450მმ. თქვენ რას ფიქრობთ და რას მირჩევთ, რამდენად ზუსტია და რამდენად შესაძლებელია მოვარგო მასზე ინტეგრირებული მოდერი? წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის
giga2010
ვერ გავიგე შენი კითხვა....
ჯერესერთი, მოდერი, მოდერატორი ან შრაუდერი და არა სხვა რაიმე სახის მოწყობილობა, შეიძლება ყურასღებას არ აქცევ ტერმინებს მაგრამ მანდ ზალიან დიდი სხვაობაა, ტექნიკურადაც და კანონის გადასახედიდანაც, ასე რომ მიაქციე მაგას ყურადღება
ვერ გავიგე იმიტომ რომ ისევ და ისევ ლულის ირგვლივ ტრიალებ და მახსოვს რომ შენ კოლოფის გამო არ გამოგდის ინტეგრირებული მოდერი.... ლულა რაც არ უნდა დააყენო მაგით არ მოხდება კოლოფის აწევა და შედეგად რეზერვუარის და ლულის ცენტრებს შორის მანძილის გაზრდა....
ან კოლოფსა და რეზერვუარს შორის რაიმე პრასტავკა უნდა ჩადო, ან კოლოფი გინდა ისეთი რომელსაც ლულის ბუდე უფრო მაღლა ექნება აწეული, სხვა შემთხვევაში ინტეგრირებული მოდერატორი არ გამოვა. დაჟე ექსცენტრიქზეც კი რომ იფიქრო (ანუ გარე დიამეტრი მქონი 14 აქვს კრალს და შენ რომც დაითრიო 13 ან 12 მილიმეტრიანი ლულა), მაინც პრობლემა იქნება, ოღონდ ამჯერად მოცულობის. პლიუს ყველა ინტეგრირებული მოდერი აუცილებლად გულისხმობ ლულის ჭრილიდან სუუულ მინიმუმ 12-15 სანტიემტრით გადმოცდენას, პლიუს დაამატე ლულის თავზე ჩამოსაცმელი მაცენტრირებელი შტუკა რომელიც კიდევ 2-3 სანტიმეტრს დაგიმატებს (ეგ დეტალი აკეთებს ლულის ცენტრირებას და ზედმეტი ჰაერის უკანა ნაწილში გადატყორცნას. მაგის გარეშე მოდერატორის ეფექტურობა არ არსებობს საერთოდ )....
შედეგად რას მიიღებ? ჩალIჩი და ფინანსური ხარჯი და ბოლოს ისევ და ისევ დაგრძელებული ფიშტო.... ამ გადასახედიდან მაშინ რით არ გაწყობს სტანდარტული მოდერი? წინააღმდეგ შემთხვევაში გაწევ ფინანსურ დანახარჯებს და ჩალიჩს და მაინც მიირებ დაგრძელებულ ვერსიას... მუღამი იკარგება მემგონი, თხა გავყიდე თხა ვიყიდე... 2-3 სანტიემტრი სხვაობისთვის ღიირს ეეგ?
პირველ რიგში მადლობა, ყურადღებისთვის. რაც შეეხება ჩემს ინტერეს, მინდოდა თუნდაც რამოდენიმე მილიმეტრი მომეგო, ლულას და რეზიკს შორის სხვაობის, რომ თუნდაც ექსცენტრიკი მოდერი დადგეს. როგორც ვხვდები, თქვენ ამას არ მირჩევთ. გამოსავლის ძიება მიჭირს. თუ წავალ რომ მთლიანად შევცვალო კოლოფი და ახალი კრალის კოლოფზე გადავიდე, ესეც უაზრო თანხების გაწევა გამომდის. შესაძლებელია, რომ სხვა გზით წავიდეთ და რეზიკზე გავაკეთოთ რამე გადამყვანი, ექსცენტრიკის მაგვარი, მაგალითად როგორიც კრიუგერის ექსცენტრიკია, ესეთივე ექსცენტრიკი გადამყვანი მინახავს ჰატცანებზე. კითხვები გამომდის დილეტანტური, მაგრამ სხვა იდეა არ მომდის, ეს ყველაფერი რამდენად შესაძლებელია პრაქტიკულად რომ განხორციელდეს
giga2010
მაგ რეზიკს პღობლემა.ის აქვს რომ კლაპანია ზედ, თუ ქვევით ჩამოწევა გინდა ექსცენტრიკი კლაპნის გაკეთება ადვილი ნაღდად არ უქნება, რამდენიმე.ნაეილად მოუწევს აწყობა, ან სხვა რამის.მოფიქრებაც შეიძლება უბრალოდ უაზროდ ძვირი გამოვა
giga2010
კრუგერის ექსცენტრიკი იასნია რაცაა და მაგისტანას გაკეთება გულისხმობს რეზერვუარის უკან არსებული კლაპნის ახალი ვერსიის გამოთლას, თუ მაგ ხარჯებისტვის მზად ხარ, დალშე უკვე შეიძლება ნახაზის გაკეტება და მოფიქრება, წესით კი უნდა გამოვიდეს, მაგრამ საბოლოო შედეგი რა უნდა იყოს? ანუ ისევ ინტეგრირებული მოდერი ან შრაუდერი ხომ? და მაგ შემთხვევაში ისევ იგივე პრობლემა გაქვს ანუ შრაუდერია თუ მოდერი, მაინც უნდა გადასცდეს ლულის ჭრილს და არც თუ ისე პატარაზე....
მადლობა რომ გამომეხმაურეთ. ნპ-ს ლულა 27სმ-ია და კრალის მოდერატორი რომელიც მიყენია 20სმ-ია, სიგრძეში საკმაოდ იზრდება. ამიტომაც გამიჩნდა ლულაზე ინტეგრირებული მოდერის გაკეთების სურვილი. რამდენით გავა ლულიდან? 7-8 სანტიმეტრი არ ეყოფა, თუ ლულის და რეზიკს შორის გავზრდით მოცულობას? წუხელ დავშალე და ვათვალიერებდი და ვფიქრომ მაინც არ გამოვა, იმ შემთხვევაშიც თუ რეზიკის ექსენტრიკ კლაპანზეც რომ გადავიდეს, მაშინ თავის კონდახში აღარ ჩაჯდება
ნასუსის გადაყვანა ფტოროპლასტზე რომელ თემაშია ?
იქნებ ლინკი მომცეთ ?
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2031&hl=ფტოროპლასტმარა სურათერბი დაკარგული
ასეთი ამბები მაქვს: ერთერთი ჩემი თოფი პირველი აწყობის მერე ფურცელზე სროლისას მაძლევდა 2 ჯგუფს (3 ზევით 2 მარცხნივ ), შემდეგ დავშალე დეტალურად და აწყობის მერე ერთი ნორმალური ჯგუფი ქონდა, შემდეგი დაშლა-აწყობის მერე ნასროლს ჯგუფს ვეღარ დავარქმევ. ესეიგი ლულას როგორც კი მოვხსნი თოფი იშლება ჭკუიდან
NRG
ზოგ თოფს თავისი ნიუანსები აქვს ლულის დაყენება - დაჭერის პროცესში. მოიძიე ინტერნეტში შენი მოდელის დაშლა -აწყობის ვიდეო და შეადარე, შეიძლება რამეს ისე არ აკეთებ როგორც უნდა.
მაგ. კრიკეტის ლულის დაჭერაზე ხალხს დისერტაციები აქვთ დაცული , შენსაზე არვიცი, შეიძლება მაგასაც რამე მუღამი უნდა.
pilotina
ჩემი არაბრენდია, ლულა საერთოდ სხვა არის კუსტარულად მორგებული, მაგრამ ხან ერგება ხან არა მგონია, რომ თოფები რომელსაც ლულაზევე აქვს ჰაერის გადამშვები და ტყვიის შემსვლელი მაგ. (მგონი) 1377 იმათ დაშლა-აწყობის შემდეგ ტყვიის ტრაექტორიის ცვლილება არ უნდა ქონდეთ. ეხლა ერთი რაღაც გამახსენდა: ლულა კოლოფში პატარა 2 ც. წვერიანი ექვსკუთხათი ფიქსირდება წვერების გასწვრივ კი ლულაზეც ხვრიტები აქვს სადაც ექვსკუთხები ჩადის, მიუხედავად იმის რომ კუსტარულად არის მორგებული ლულა ვფიქრობ პირველმა მომრგებმა გაითვალისწინა მთელი ეს სიტუაცია და იმიტომ ამოხვრიტა ლულა ან ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლად, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ლულისა და შრაუდერის კარგად მორგების
შემდეგ კარგი იქნება რომ დაინიშნოს ადგილები რათა შემდეგი დაშლის მერე ისევ ისე აიწყოს
NRG
ლულა რვიანით გაქვს თუ დაკიდული ?
იმიტომ გეკითხები რომ ორივე შემთხვევაში მკაცრად დადგენილი ნორმებით უნდა იხელმძღვანელო.
რვიანის შემთვევაში არც მჭიდროდ უნდა იყოს ლულა მოქცეული, არც შიქი არ უნდა გადიოდეს რეზინასა და ლულას შორის და ნუ რომელიმე მხარეს თუა მიყრდნობილი ეგ საერთოდ კატასტროფაა. LG 110-ზე მოიძიე როგორც არის და მაქსიმალურად მიხვალ ოქროს კვეთასთან რვიანის ამბავში.
ლულა კოლოფს რაც შეეხება გეტყვი რომ იმ მინიმალური და უხილავი ლუფტების აღმოფხვრა თუ გინდა, ძალიან თხლად ამოავლე სილიკონში და ისე დასვი.
okela84
NRG
რეზინებს ვიბრაციის დასახშობად იყენებენ ხოლმე ცეცხლსასროლზე და პნევმატურის შემთხვევაშიც ეგ ფუნქცია აკისრია თუ არ ვცდები
სალამი.
როგორ უნდა გავარჩიო ჰაცანის at44 ვალტერის ლულით არის თუ ჩვეულებრივი. რო ვიცოდე ან არ მოვტყუვდე.
განმასხვავებელი ნიშანი აქვს რაიმეს სახით ????
giga2010
Lothar Walther ან LW ხო ??
მადლობა.
MonSoon
giga2010
MonSoon
როცა დააპირებ ყიდვას, მითხარი, შეიძლება მეც დავაპირო გაყიდვა. ფასში მოვრიგდებით ალბათ...
რაც მთავარია ვალტერის ლულითაა და გარანტიას ვიძლევი 50 მეტრზე, ოპტიკური სამიზნით, 20 მილიმეტრიან ჯგუფს გააკეთებს ( პლიუს-მინუს 2 მმ ). რასაც ვერცერთ მაღაზიაში მაგის გარანტიას ვერ მოგცემენ.
userman
ვიცი შენი ჰაცანის ამბები. მაგ 20 და უფრო პატარა ჯგუფების ამბავიც. კიდე უფრო მეტიც. აქტიურად ვკითხულობ ამ ფორუმს უკვე 4 წელია.
სიამოვნებით ვიქონიებდი მასეთ ზუსტ იარაღს. მაგრამ ალბათ იქითა წლამდე არაფერი მეშველება. მანამდე ჩემი ნიტროთი დავიხვეწები.
მადლობა შემოთავაზებისთვის.
ეხლა ხო არ გიდევს განცხადება მაი მარკეტზე. 2 ატ44 დევს 1000 ლარს ზემოთ და ქვემოთ.
MonSoon
3დ პრინტერი ვინმემ ხომ არ იცით? ვერ მოვიძიე ვერსად
giga2010
დრემელს აქვს, ამაზონზეც იყიდება თუ ჩამოსატანს ეძებ ? აქ გაგიჭირდება შოვნა, თუ იშოვი ალბათ სამმაგ ფასად
https://3dprinter.dremel.com/3d40-edu-printer-benefits
გამარჯობათ
შეხება თუ გქონიათ Swiss Arms TG-1? რამდენად ზუსტია? ყიდვას მირჩევდით? თუ ჩვენთან გამოცდილ CROSMAN Vantage Nitro-ს მირჩევდით?
სალამი მეგობრებო. მინდა შევიძინო ესეთი პისტოლეტი, სავარაუდოდ ჩინური წარმოებაა. ხომ არ გქონიათ შეხება. ან ხომ არ მიმითითებთ საიდან გამოვწერო მისაღებ ფასად. ვსაუბრომ ამ მოდელზეhttp://www.china-airrifle.com/product/showproduct.php?lang=en&id=58
მგონი გრიშას ექნება 1-2 თვეში ადგილზე, ეგ არის ჩინური წარმოება და ფორმა მოპარულია ედგანის VELES-იდან, აი შუგნეულობაც იგივეა თუ არა ეგ არარ ვიცი....
სალამი მეგობრებო. მანძილმზომის შეძენა მინდა და ხომ არ იცით შეიძლება მისი გამოწერა, ან რამე შეზღუდვები ხომ არ არის, მის ჩამოტანაზე
giga2010
სალამი მეგობრებო, ესეთი რამე გამოდგება როგორც რედუქტორი?
https://radikal.ru
)
მაგ ტიპის რედუქტორზე (რეგულატორზე) ვსაუბრობდი, თქვენი მოდერნიზებული ნპ1-თან დაკავშირებით, როდესაც შეკითხვები დავსვი. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გამოდგეს. კითხვა მქონდა, რომ მსგავსი რედუქტორი რატომ არ გამოიყენეთთქო თქვენს პროექტშI.
"ნორმალური პლატოა" ) ეს ფრაზა არის სტანდარტული "ფარი" ურედუქტორო თოფებისთვის. რედუქტორის გამოყენება -არგამოყენებაზე ორი მოსაზრება არის ძირითადად. ამ საკითხზე, თუ სურვუილი ექნება,ალბათ, აქ ჯაჯას შეუძLია ყველაზე ვრცლად ისაუბროს. შენს ადგილზე, ნებისმიერ ვარიანტში გამოვიყენებდი. პირადში მოგწერე გიგა..
giga2010
ja_ja მადლობა
როგორც ყოველთვის თქვენი განმარტება ზუსტია და ამომწურავი.
https://www.youtube.com/watch?v=h91iIVOJ7JU&t=780s
https://www.youtube.com/watch?v=pP1iGdRd_38
vexam
კაცოუ ახლა ვიმკითხაოთ რას გულისხმობდი მაგ ვიდეოებით? ტექსტის დაწერა არ მოსულა თუ....
როგორ მაგრდება და რა შიგნეულობა აქვს გარწმუნებ მეც და გიგამაც ზეპირად ვიცით
giga2010
სალამი გიგა, ზუსტად ასეთი რედუქტორი აქვს ჩემს კომეტას და ძაან მაგრად მუშაობს თავიდან რაღაც სჭირდა და ჯაჯამ გააკეთა მის მერე სტაბილურია, პეინტბოლის იაფიანი რაღაცეებით არის აწყობილი მართალია მარა შედეგები კარგი აქვს ჩემსას.
სალამი მეგობრებო. ესეთი საიტი ვნახე სადაც ვაირაუხის ლულებს სთავაზობენ. ხომ არ გქონიათ ამ საიტთან შეხებაhttp://silco.co.uk/products/-BARREL-BLANK-.177-X-12MM-DIA-X-635MMLONG-%252dAIRGUN-WEIHRAUCH-CHOKED.html
გამარჯობათ, მოკლედ ვფიქრობ იარაღის ყიდვას სანადიროდ, PСP არა, ჩვეულებრივი, გამო ფუჟიონ ელიტი თუ არის ჩვენთან და რა ფასი აქვს თუ იცით, ან თქვენ რომელს მირჩევთ.
giga2010
გიგას გაუმარჯოს, კი თვითონ აკეთებენ
aleqsa
მადლობა. მაგრამ მემგონი განბაჟებაც არ დაჭირდება. 70 ფუნტი ღირს
მეგობრებო ლოქტაითი სად იყიდება ბოლტებისათვის? ლურჯები არის მგონი. მე100 კაცმა მკითხა დღეს
ჩემი მოკრძალებული სალამი მონადირეებს
1) გადავწყვიტე პნევმატური იარაღის შეძენა, ვინაიდან და რადგანაც ყოველდღე ვერ ვახერხებ ახალი თოფის ყიდვას თქვენი რჩევა დიდად წამადგება) გადავიკითხე თქვენი პოსტები რაღაც დასკვნები გამოვიტანე რაღაც ვერა)
ჰატსან 95-სა და ჰატსან 99-ს შორის ვფიქრობ გავაკეთო არჩევანი და რომელს მირჩევთ? პოსტებიდან როგორც გავარკვიე უკუცემა დიდი აქვთ მაგრამ მაინც ჰატსან 135თან შედარებით უფრო მეტი დადებითი მოვისმინე..თუ არ დაგეზარებათ მომწერეთ რომელი ჯობია..ან 400 ლარამდე რომელს მირჩევთ..
2) მეგობარმა მომცა ჰასან 125,მაგრამ ლულაში გაჭედილია ჯერ ტყვია,შემდეგ ტყვიის გამოგდება რკინის მილით სცადეს,ისიც გაეკვეხა) მოხელეს მივუტანეთ(ბათუმელებს ნადიმი გაგონილი გექნებათ) ვერ გამოიღო,გავბურღავ მარა ნარეზები გაფუჭდება და სიზუსტეს დაკარგავსო..და მაინტერესებს რამდენად იმოქმედებს სიზუსტეზე? ლულის ჩამოტანა 150 ლარია,პლიუს 30 ლარი ხელობა და ასე არ მიღირს..
che
სალამი მეგობარო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფორუმზე. მინდა გითხრა რომ არც მე ვარ კარგად გარკვეული, მაგრამ არსებობს რაღაც კრიტერიუმი რომლითაც ბიჭები სარგებლობენ. დავიწყებ იმით რომ კარგი იქნება თუ შეიძენ თოფს ნიტრო პისტონზე, ასევე კარგია თუ ექნება ღია სამიზნე. დანარჩენი გემოვნების საკითხია. მაგალითის სახით ეს მოდელი Crosman Vantage NP.
თურქულ ზამბარიანი პნევამუტიკას ბევრად ჯობია ნიტრო ზამბარიანი იყიდო ფასი თითქმის ერთი და იგივე აქვს.
ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ვენთეჯი და crosman Shockwave-ია.
მე უპირატესობას ვანიჭებ crosman Shockwave-ს შავი პლასტიკის კონდახი აქვს, კონდახს მოვლა არ უნდა და ვენთეჯზე მსუბუქია და უკეთესი ბალანსი აქვს.
გადაწყვეტილება შენზეა, ძალა და სიზუსტე ერთი და იგივე აქვთ ვენთეჯს და შოკვეივს.
გამარჯობათ, ლულაში წმენდის დროს გაიჭედა საწმენდი, ძუა გაწყდა. გამოვიღე ლითონის მართულით და ვისაც გაქვთ გამოცდილი მაინტერესებს ლულა ხომარ გავაფუჭე საერთოდ??
feeder
ჯობდა ჯერ გეკითხა. რაღაცას გირჩევდით.
feeder
მაგას შენ უკეთ გაიგებ . ისროლე და თუ იმაზე უარესად ისვრის ვიდრე აქამდე, ესე იგი გაგიფუჭებია.
თუ არადა ყველაფერი რიგზეა...
მადლობა გამოხმაურებისთვის,
მოკლედ გაჭედილი იყო ლულის ბოლოში ჩოკთან, ბოლოდან ასე 3 სმ-ში და პატარა მოკაულწვერიანი მართულით ამოვაგდე ყაისნაღივიღ იყო რა... და სროლითაც ვისროლე 20 მეტრში, ნუ ტყვია ტყვიაში ძვრება რომ იტყვიან მაინც თავისას შვება ვაირაუხი
ისე ახალ პსპ პისტოლეტს რა ფასი ადევს ვავა... 999.99 $
feeder
ეგ ჩათლახური სიტუაციაა. მე მქონდა და ტორტის ჩხირებით გამოვაგდე. სავარაუდოდ 4მმ იქნება ჩხირი. რამოდენიმეს ჩადებ და გამოაქვს ყველაფერი
ეგ შომპოლებიც ფოლადის არაა კაცო?? თან კაი ხანია მემგონი რაც გუდვილში თვალითაც არ უნახავთ
დეკემბერის ბოლოს იბეიდან გამოვწერე ჰილის ტაოტი, ადგილზე უნდა მისულიყო 4 იანვარს და არ მისულა დღემდე და მოკლედ 8-ში მივწერე ნივთის ხელახლა გამოგზავნაზე და სელერმა თანხა უკან დამიბრუნა. ჰოდა აი ამ ეტაპზე ვარ გაჭედილი. ფეიფალზე ტრანზაქციებში მიფიქსირდება თანხის დაბრუნება მოლოდინის სტატუსით და რა უნდა ვქნა აღარ ვიცი.
https://radikal.ru
თუ ბარათიდან წაიღო თანხა ფეიფალმა რეფანდი ისევ ბარათზე დაჯდება მაგრამ ბანკი აფერხებს და რამდენიმე დღეში ჯდება
bubusicha
ჰო აქაური ვიზა მაქვს მიბმული და რამდენია მაქსიმალური მოლოდინის დრო და ამ დროს თუ გადაცდა ვის მივმართო ბანკს თუ იბეის ? სელერი როგორც ვხვდები აღარაფერ შუაშია
მოთმინებითა შენითა .............
არის ასეთი გამოთ ქმა
მე დაველოდე და რამდენიმე დღეში თავისით დაჯდა.
თუ არ დაჯდა რამდენიმე დღე კიდევ, მერე ორივეს მიმართე.
მეგობრებო, მოდერს შიგნით რაც უფრო მეტი სექცია აქვს მით უფრო ჩუმია ხომ?
bubusicha
მადლობა მეგობარო
userman
აი ასე მოგდის ხოლმე
feeder
გამარჯობათ, თქვენი რჩევა დარიგება მჭირდება მეგობრებო.
მაქვს ქროსმანის ნპ სისტემის პნევმო,, რომელ ტყვიებს მირჩევთ? ვიცი რომ ინდივიდუალურია ყველა თოფისთვის მაგრამ თქვენი გამოცდილებით ძირითადად რომელი ტყვიები ამართლებს (გრეინი+ ბრენდი). ?
გაიხარე მადლობა
გამარჯობათ.თუ არი თემა გახსნილი სადმე შედარება რო გავაკეთო იარაღების.
ანუ რო ვიკითხო და შედარება გავაკეთო.
შესაბამისი კლასი აირჩIე, გადადი შესაბამის განყოფილებაში და გახსენი სასურველი თემა
მერე ან დაარქვი 2-3 კონკრეტული მოდელის შედარების სახელი, ან თუ გინდა რომ პაგალოვნი თემა იყოს ყველაფრის შედარების შესაბამისი სახელი დაარქვი,მაგრამ ეგეთ თემას თუ არ გახსნი კარგი იქნება, იმიტომ რომ ეხლავე ვხვდები სრული დომფხალი იქნება.
ასე რომ 2-3 კონკრეტული მოდელის შედარება თუ გინდა კონკრეტულად მაგ მოდელების დასახელების თემა შექმენი, მერე სხვას სხვა თოფების შედარება მოუნდება იმისას გახსნის და ასე შემდეგ...
ამ საიტიდან ხომ არ გამოგიწერიათ ვინმეს ?
და ბარემ ისიც მითხარით ბრიტანული მისამართი რომელ გადამზიდებს აქვთ ?
Postage UK Customers Only უწერიათ და დავიჯერო გადამზიდში არ მიიტანენ ?
http://www.airgunspares.com/store/category/64/516/WEIHRAUCH/HW-100/page3.html
okela84
საიტთან არ მქონია შეხება მაგრამ, რაც შეეხება მისამართებს:
1.https://www.inex.ge/info.html/5
2. http://getit.ge/?menuid=1&lang=1
EnDeL
მადლობა მეგობარო
okela84
არაფრის
okela84
არანაირი გადამზიდავი არ არის მაგ საიტიდან გამოწერისას საჭირო, მიუთითე პირდაპირ თბილისის მისამართი და 10 დღეში ფოსტალიონი მოგიცუნცულებს ან თვითონ ნივთს თუ პატარაა ან სტიკერს ჩაგახუტებს რომ მოსულია შენს სახელზე ნივთი....
არაერთხელ გამომიწერია მაქედან და ბედნიერად ჩამოდის ყველაფერი
PS ეგ არის ბრიტანული საიტია და ჩათვალე ევროპაა, (ნუ ლამანშის გამო კი არის მოტეხილში მაგრამ მაინც), შედეგად ინგლისიდან გერმანიაში ჩადის 2 დღეში და დალშე გერმანიიდან აქამდე კიდევ 5-6 დღე უნდა, დანარცენს აჯანჯლებს ჩვენი სანაქებო და სუპერ ჩქარი საფოსტო სერვისი
ja_ja
ძალიან კარგი მარა არ აქვთ სტოკში ისინი რაც მე მინდა და რო ვკითხე როდის გექნებათთქო მთლიანი ტრიგერის ყიდვა მირჩიეს რომელიც ჯერ 120 ევრო ღირს და მერე განბაჟებაც უწევს.
https://radikal.ru
https://radikal.ru
რომ სცადო და გამოჭრა, მემგონი არც ისე რთული დეტალია
giga2010
ვცადე გიგა მოცვეთილ ადგილას ერთი წვეთი კემპი დავადეთ მე და ჩეზემ და შემდეგ ქლიბით დავიყვანე ოპტიმალურ ზომამდე, მაგრამ 1 დღეში გაცვდა, როგორც ჩანს მთლად უბრალო ფოლადი არაა.
http://bsaguns.co.uk/air-rifles/pcp-airguns/R-10-SE.aspx
ეს შაშხანა ვინმეს პრაქტიკაში გამოგიცდიათ? მართლა 190 გასროლა აქვს 250 მ/წ-ით? საინტერესოა რეგულირების საკითხი როგორაა?
თუ მართლა ასეა ძალიან საინტერესო აგრეგატი ჩანს
კი ვნახე ეგ მონაცემები, 290 მ/წ 4.5 კალიბრში საერთოდ არაა საჭირო ჩემი აზრით, 250 სავსებით საკმარისია და რეალურად რამდენი აქვს გასროლა ამ სიჩქარით ეგაა საინტერესო. მაგიტომ ვიკითხე თუ ვინმეს აქვს პრაქტიკაში გამოცდილი ან დაზუსტებით თუ იცის?
ამავე მოდელის სუპერ კარბინიც აქვთ და სანადიროდ იქნება მისწრება
feeder
feeder
24 ჯოული, მითითებული აქვს მწარმოებელს და 105 გასროლა, 265მ/წ
ხალხნო
ბრიტანეთში პნევმატური იარაღის გასროლები იანგარიშება 16 ჯოულზე , შესაბამისი სიჩქარეებით და ტყვიის წონით
სალამი მეგობრებო. არსებობს 25მმ დიამეტრის ან 30მმ-ის ქარხნული რეზერვუარი? და ხომ ვერ მეტყვით რომელი მოდელია?
giga2010
ჰაცანს აქვს http://neva-target.ru/dopolnitelnyy-rezervuar-dlya-hatsan-at44-10-long-rossiya.html
მადლობა გელა. რატომღაც მახსოვდა რომ ჰატცანის რეზეკი 33მმ იყო
giga2010
არ ვიცი გიგა, შეიძლება მასეც არის, უბრალოდ შენ რომ იკითხე, მას მერე მოვიძიე ინფო და ასე ამოაგდო, გუდვილის მაგნუმში აქვთ მგონი ცალკე ეგ რეზიკები და გადაამოწმე შტანგელით მაინც, ან ჩვენ ფორუმელებს ვისაც აქვთ იქნებ არ დაგზარდნენ და მოიწერონ ორი სიტყვით რეალური ზომა
giga2010
ეხლა გავზომე და კლაპნის მხარეს ის ნაწილი , რომელიც კოლოფში ჯდება არის 30.5 მმ . დანარჩენი 31.5 მმ.
სალამი მეგობრებო. პატარა მოცულობის რეზერვუარში რედუქტორის ჩაყენება მართებულია? მაგალითად 100 კბ რეზერვუარში. მომცემს ნორმალურ განმერადობას?
giga2010
განმეორადობას კი მოგცემს, მაგრან მოცულობას შეგიმცირებს და შესაბამისად გასროლების რაოდენობას. მე მინდოდა ჩემს crosman-1720- ზე დაყენება რედუქტორის, მარა გადავიფიქრე. ჩვეულებრივ დავანასტროიკე ისე რომ 2-3 მ/წმ ზე მეტ სხვაობას არ მაძლევს გასროლიდან გასროლამდე.
2-3 მ/წ მშვენიერია, რედუქტორსაც აქვს ცდომილება. თქვენი რა მოცულობისაა რეზერვუარი და რამდენ გასროლას გაძლევთ?
pilotina
მადლობა
გამარჯობა მეგობრებო იჟის ასეთ კოლოფს სად ვნახავ და რა დაჯდება აქ ჩამოტანა ხომ ვერავინ დამაკვალიანებთ? მარადას კლიპიანი ვერსია, ბოლტიანი გადამტენი და მიმწოდებელი ერთადაა
aleqsa
მადლობა ალექს
იქ ადგილზე დაახლოებით რა ღირს ხომ არ გახსოვს?
მართალია კრუგერი ვერ აგზავნის საქართველოში. სახმელეთო ფოსტა არააქ რუსეთს ჩვენთან. საჰაეროთი კი აზრი არააქ იმდენი ჯდება. ერთადერთი ვარიანტია რეისავიკ ავტობუსს უნდა გამოატანოს ახლობელმა რუსეთიდან. მე ავტობუსს გამოვატანე როცა მოსკოვში ვიყავი. 150-200 მანეთია კილოზე.
რაც შეეხება მაგ კოლოფს ახალს დურალისას სიმართლე გითხრათ მე პირადად არ მომხიბლა თუმცა ველოდი მაგას როდის გაუშვებდა კრუგერი ხოდში. მოცულობით რკინისაზე ცოტა დიდია და ნიტოა რაღაც. ვთხოვე კრუგერს გამიკეთე სწორი შახტით მეთქი და უარი მომწერეს. კრუგერი მაინც არ პასუხობს მისი ცოლი ყავს სეკრეტარად ))
ანუ იმის თქმა მინდა რომ ისევ ფოლადის კოლოფი მირჩევნია კარგად დამუშავებული გაახლებული ახალს დურალუსას. მაქვს გადადებული რკინის იჯიკი სამომავლოდ მოზრდილი კალიბრისთვის და ვუცდი სანამ ამ ფორუმზე მოხრილი კლაპანი გამოჩნდება
sekurifa
კიი მართალიხარ მეც "სეკრეტარშამ" მიპასუხა წერილზე
და რკინის კოლოფს რაც შეეხება იმ ცილინდრის ამოძრობა დავიწყე დახრილად რომ ზის და გავიჭედე მეც და ცილინდრიც. მოკლედ უდა გავაჩარხინო სპეციალური ბალვანკა რითიც ამაგ ცილინდრს ამოვაგდებ და მერე კაი ტოკარია საჭირო რომ იგივე ცილინდრი ხოლოთ შიდა დიამეტრი 0.7მმ ით ვიწრო გამოჩარხოს. და იქნებ ცაციაზეც გადავიყვანო (მე სროლაში ცაციავარ) ხოდა ეგ თუ გამომივიდა მეც ზუსტად ეგ მაქვს გადაწყვეტილი რო დიდ კალიბრზე 5.5 ან 6.35 გადავიყვანო. რედუქტორი მაინც მაგ კალიბრების ჩამომიტანეს შეცდომით და ბარემ იმ შეცდომას საჩემოთ შემოვაბრუნებ და კიდევ ერთი! ამ იჟის სასხლეტი მომწონ ძალიან. ძალიაან რბილი და პროგნოზირებადიაქვს. ალბათ ძალიან ბევრ ბრენდულ ფირმებს ჯობია იჟის სასხლეტი (ჩემი აზრით რათქმაუნდა)
გამარჯობათ.
ახალი თემა გავხსენი და არ ჩანს?
გამარჯობათ ბიჭებო!
კითხვა მაქვს თქვენთან ერთი: თუ იცით ვინმემ ჰაერის რა ხარჯი (მეტრკუბი) ითვლება ობტიმალურად ერთ ჯოულზე?
ანუ მთლიანი გასროლების (ნუ ინდივიდუალურად რამდენიცააქვს თოფს ნორმალური გასროლების რაოდენობის) ენერგიის (ჯოულების) კრებულის საშუალო მაჩვენებელზე რამდენი კუბის ხარჯვა ითვლება ოპტიმალურად?
"ედგანს" თუ დავუჯერებთ საშუალოდო თითო ჯოულზე 8-10 მეტრკუბი ნორმალური ხარჯია და გადახარჯვაში არ ითვლებაოოო!!!
50 ლარიანი ოპტიკა 9 ჯერადზე ისევე ადიდებს როგორც ძვირადღირებული?ანუ იგივენაირად აახლოვებს?
50 ლარიანი, რომელია 9 ჯერადობაზე? მე ლილოს ბაზრობის ოპტიკა მაქვს, ტომპსონი აწერია, 9 ჯერადობის არის და საკმაოდ ნორმალურია. ლილოში ვიყიდე 90 ლარად და ეგეთივე თბილისშიც შემხვდა იგივე ფასად. ბადე თხელი აქვს, ჯერადობა არ შემიმოწმებია
aleqsa
მოკლედ დამიბერდა თოფი, ყველა პრობლემა ერთიანად მოაწვა. როგორ ჩანს სადღაც 15-20 ათასიდან ეწყება პრობლემები ნებისმიერ PCP-ს თუ ძაან შვილივით არ მოუარე.
ამ ტრიგერის ნაწილების ყიდვა მინდა და ვერ ვიშოვე ვერსად, განსაკუთრებით მეორე. პირველი არის რამოდენიმე საიტზე მარა ძაან ძვირია და კიდევ რამე გერმანული ან ბრიტანული მაღაზია ხომ არ იცით ?
http://www.airgunspares.com/store/product/10227/WEIHRAUCH-HW100-Middle-Sear-Part-No.-HW100MIDSEAR/
http://www.airgunspares.com/store/product/10528/WEIHRAUCH-HW100-Main-Sear-Part-No.-2713/
ja_ja
მოკლეთ აგიხსნი რამაც დამაინტერესა, ედგანის ერთ-ერთ ვიდეო რგოლს ვუყურე სადაც თავის ერთ-ერთ მოდელს (თუ სწორად მახსოვს ლეილა თუ ლელია ქვია ) განიხილავს სადაც ვიღაცეებს ვინც დიზლაიქებს უწერენ ნიშნის მოგებით ელაპარაკება რო ვიცოდიო რო ჩასაფრებულები ხართო რა და ეხლა ვდებ თქვენს საპასუხო ვიდეოსო და ა.შ. რა მოკლეთ აქ სულ სხვა რამემ დამაინტერესა მე, მოკლედ თოფი იყო 180 კუბიანი (ხო მართლა მეტრ.კუბებზე შევცდი, მართალიხარ) თოფის კალ. 6,35 და აკეთერბს 40 მდე გასროლებს ქრონზე და მერე ეს მონაცემები კომპში გადააქვს აჯამებს და საშუალო არითმეტიკულის მიხედვით ანგარიშობს თითოეული გასროლის ხარჯს, (ეტყობა ცოტა დაუხვეწავი იყო ეგ მოდელი და გადახარჯვით ისროდა და საყვედურები მიუწერიათ, ეს ვიდეოც იმათ საპასუხოთ დადო. ზამბარა დავამოკლეო და ეშველაო რა) ხოდა აი ძაღლის თავიც მანდაა დამარხული და ზუსტად შენ რაც მკითხე მაგან დამაეჭვა: მოკლედ ედგანა რასაც ამბობდა ვიდრე ზამბარას დაამოკლებდა ქონია თითო გასროლის ხარჯი 20 კუბი და ეხლა საშუალოდ 10-11 ჩამოვიყვანეო და ეს უკვე ნორმააო, ხოდა მერომ დავფიქრდი, ჩემი "ცაცოს" (კრალის ნპ-01 ვეძახი მასე მარცხენა გადასატენის გამო) მოცულობა სულ 105 კუბია და მაგის ლაპარაკით ისე გამოდიოდა მაქს. 10 გასროლაზე მეტი ვერ უნდა ექნა ვერაფრით!!!??? ხოდა აი მაგიტომაც გავაშვანშვარე ეგ პოსტი და ავიტკიეთ აუტკივარი თავები მეც და თქვენც
მეც კაი ვინმევარ, ამდენი არზების წერას ბარემ ლინკი დამეგდო და თქვენთვითონ მიხვდებოდით რაც მაფიქრებდა
https://www.youtube.com/watch?v=I2OmHhofLNA&t=215s
aleqsa
ისე მართლა წვეტიანი კითხვა დასვი ეხლა ვფიქრობ დავაკავშირო ერთმანეთთან ჰაერის ხარჯი და ჯოულები .
მოკლედ ჩემი თოფის მაგალითზე ვიტყვი
ჰაცანი :
180 სან- კუბი რეზიკი აქვს რედუქტორიანი რედუქტორი იკავებს ალბათ 25 სან-კუბს .ხოოდა მაქვს 50 გასროლა თიტო 23 ჯოულიანი 210 დან 100 ბარამდე . ესე იგი რა გამოდის ერთ გასროლაზე იხარჯება დაახლოებით 2 ატმოსფერო ჰაერი , ეხლა ამ 2 ტმოსფეროში რამდენი სან - კუბი ჰაერია ეგ უკვე შენ იანგარიშე .
მეორე მაგალითი კრალი 330 სან-კუბი რეზიკით რედუქტორის გარეშე
მაქვს 130 გასროლა თითოეული 26,26 ჯოულიანი 200 დან 100 ბარამდე . აი აქ რამდენი იხარჯება მაგის დაანგარიშება კი შენთვის მომინდვია .
okela84
ja_ja
გაგვიზიაროთ თქვენი ცოდნა-გამოცდილება. საიტერესო თემაა. პისტოელტია ისკრა და თუ არ ვცდები 85კბ-იანი რეზერვუარი აქვს. ისვრიან 25 კალიბრში და გასროლების რაოდენობა აქვთ 20. სიჩქარე ქონდა 230მ/წ. იქნებ რეზერვურზეა დამოკიდებული, ვგულისხმობ რეზერვუარებს, რომლებიც 230-250 ბარზე მუშაობენ და ამიტომაც აქვთ გასროლების დიდი რაოდენობა
აგერაა ექსელში ცხრილი, რომლითაც ანგარიშობენ ხარჯს
პირველ ხაზში - საწყისი წნევა
მეორე ხაზში - საბოლოო წნევა
მესამე ხაზში - რეზერვუარის მოცულობა სმ 3-ში ( თუ რედუქტორიანი ფიშტოა, რედუქტორის მოცულობას ვაკლებთ რეზერვუარის მოცულობას )
მეოთხე ხაზში - ტყვიის ენერგია ჯოულებში
მეხუთე ხაზში - გასროლების რაოდენობა, რომლის მერეც რეზერვუარის დატენვაა საჭირო
ამ მონცემების შეყვანის შემდეგ ვიღებთ ჰაერის ხარჯს კუბური სმ / ჯოულზე
https://radikal.ru
pilotina
userman
ja_ja
ბოდიშით ბიჭებო გაწუხებთ ამდენი კითხვებით მარა ერთი ამაში გამარკვიეთ კაცურად:
ეგ ცხრილი მეც ვნახე და სპეციალურად დავაპაუზე მაგ ადგილზე და კაიხანს ვიფიქრე-ვინგარიშე. მე რამ გამაკვირვა და რას ვკითხულობ იცით?
აი ედგანმა ერთ ჯოულზე მიიღო დაახლოვებით 11 კუბი და არაუშავრა ნორმაში ვჯდებითო ამბობს აი შენ დადებულ ცხრილში პილოტინა, ჯოულზე არის სადღაც 9 კუბი (უფროსწორად 8,8 კუბი)
ხოდა ეხლა ვთქვათ თოფი თითოეულ ტყვიას ისვრის 20 ჯოულით (აღარაფერს ვამბობ 25-33 ჯოულზე) გამოდის 20*9=180 კუბი ხარჯი მარტო ერთ ტყვიაზე!!!!!!!!!
ხოდა აი ეს არმასვენებს, როგორ ხარჯავს ერთ ტყვიაზე 180 კუბს როცა ზოგიერთი რეზერვუარის მთლიანი მოცულობაა ამდენი? რა ერთ ტყვიას გაისვრის და ვსიო?
მესმის, ვიცი, რომ რაღაცას არასწორად ვანგარიშობ და მაგაში მინდა გამარკვიოთ ბიჭებო სად ვუშვებ შეცდომას??
მადლობა წინასწარ!!!
aleqsa
pilotina
აჰა, ეხლა გასაგებია, "ლაუაზიის კანონი" ყოფილა!!!
მადლობა გაიხარე, კაი კახური ღვინო ჩემზეა
აუ რამდენი დაგიწერიათ
მაიცა ჯერ გადავიკითხო
pilotina
მეგობრებო ერთი კითხვა მაქვს და მაინტერესებს აქედან რომელიმე გამოდგება ჩვენ საქმიანობაში? ერთი შეხედვით კი გაქვს ჩვენს ნასოსებს მარააა, რანცხა ჯეკიჩანების ნდობა არ შეიძლებაო ნათქვამია
https://ru.aliexpress.com/item/300bar-30mpa-4500psi-PCP/32841748998.html?spm=a2g0s.8937460.0.0.CVPMXQ
https://ru.aliexpress.com/item/30mpa-40mpa-PCP/32845020221.html?spm=a2g0s.8937460.0.0.CVPMXQ
https://ru.aliexpress.com/item/3-Air-PCP/32841728559.html?spm=a2g0s.8937460.0.0.CVPMXQ
https://ru.aliexpress.com/item/4500psi-300bar-30mpa-PCP/32846871548.html?spm=a2g0s.8937460.0.0.CVPMXQ
gela
კი მარა მაგ რაოდენობით ჩასხმული სითხე რეზერვუარში არ გადავა ჰაერთან ერთად?
კითხვას გავიმეორებ
gela
მასე გრიგოლთან შევიძინე მეც ბულის ფირმის უჟანგავი ნასოსი, ეგეც იგივე ჯეკი-ჩანის თუ მაგის ალალი ბიძაშვილის აწყობილი ყოფილა, თან პირადად ხოდა ძალიან მშვენიერი ნასოსია ჩანის აწყობილის კვალობაზე. შენ რაც დალინკე მაგათ განბაჟებაკი არმოუწევთ, მარა შეფუთვააქვთ დიდი და ჩამოტანა იმდენი დაგიჯდება აგერ სულ რაღაც ორნაბიჯში, გრიგოლთან შეიძენ იგივე ფასად.
წარმატებები გელა!
gela
პირველ რიგში გეტყვი რომ "ჯეკიჩანები" გარეგნულად კი გვანან ერთმანეთს, მაგრამ შიგნეულობა განსხვავებული აქვთ.
ზოგი წერს რომ უჟანგავიაო, მაგრამ რეალში არაა ასე. მილების ხარისხში და სისქეში ხომ საერთოდ უზარმაზარი სხვაობებია.
მე პირადად ბულის ტუმბოებს ქარხნიდან ვყიდულობ და "ასაღები" ფასი აქ ჩამოთვლილი ტუმბოების საცალო ფასზე უფრო მაღალი მაქვს. არ ვიცი, იქნებ მატყუებენ კიდეც
ერთ რამეს კი მივაქციე ყურადღება: ამ ტუმბოების წონა 2,8 კგ-ა, აი მე რაც მაქვს 4,2 კგ-ა. ნეტა რატომ?!
ja_ja
მალე იმის გრაფიკს და ცხრილს შეადგენენ , ნასოსზე რამდენი ბუქნი , რამდენ ჯოულ ენერგიას იძლევა .
ჩემთვიუს კი მთავარია ვიცოდე რა სიჩქარეზეა თოფი ზუსტი . სავარაუდოდ მაგ ინფოს მწარმოებელი არც გაგვიმხელს . მათთვის უფრო მთავარია მაქსიმუმ რამდენი ჯოულის განვითარება შეუძლია თოფს .
თუმცა მინდა გითხრათ , რომ არც ვამტყუნებ იმიტომ , რომ მომხმარებელს უმეტესად ეგ ინფო აინტერესებს , გაუთვითცნობიერებს ვგულისხმობ , რომელიც ერთ დროს მეც ვიყავი .
მაგრამ ხომ შეიძლებვა ისეთი ინფოც მოგვცეს მწარმოებელმა , რომელიც გამოცდილ ხალხს ეკადრება .
gregory
მაეთალი ხარ გრიგოლ. აი წონას ნამდვილად არ დავკვირვებივარ
userman
მაიცა, მაიცა, მაიცა ბესო. კითხვა ან მე დავსვი არასწორად ან თქვენ ვერ გამიგეთ სწორად რა ვიკითხე, შევეცდები მოკლედ მოვყვე თავიდათავი რაარის ჩემი კითხვისა:
ესეიგი მერომ ედგანის ვიდეოს ვუყურე იქ იყო ესეთი რამ, რომ თავის ერთ-ერთ მოდელზე (ლეილაო თუ ლელია ) ტყვიის სიჩქარე კი ვითომ დააყენა ოპტიმალურ ვარიანტზე და გაასწორა თოფები გასაყიდად, მარა აღმოჩნდა რომ გადახარჯვაზე მუშაობდა ესეთი გასწორებბული თოფები, ხოდა ამ ვიდეოში რომელი ლინკიც დავდე ყვება რომ მარტოდ-მარტო ზამბარა დავამოკლეო თუ შევასუსტეო დამრტყმელი ჩაქუჩისო და ახლიდან დავაყენეო სიჩქარეებიცოოო. მერე აკეთებს სულ ახლიდან გამოთვლას თუ რამდენ გასროლაზე საერთო ჯამში საშუალოდ რა ხარჯი აქვს თოფს (ვიდეოში ყველა პარამეტრს იძახის, კალიბრსაც, რეზ. საწყის და საბოლოო წნევასაც, ტყვისს მასას და სიჩქარესაც და ა.შ.) ხოდა აი მანდ, ვიდეოს ბოლოს მე როგორც დასკვნა გამოვიტანე მეტრწამებს კიარ აქცევს ძირითად ყურადღებას არამედ თოფის თითოეულ ენერგიაზე (ჯოულზე) ვიმეორებ თითოეულ ჯოულზე დაარა თითო ტყვიაზე მთლიანად!!! ჰაერის რა ხარჯიაქვს თოფს და ამ მეთოდით ადგენს თოფი რამდენად ოპტიმალურადააქვს გაწყობილი. ესეიგი პატივცემულმა ედგანამ ერთ ჯოულზე დახარჯული ჰაერის მოცულობა 20 სმ.კუბიდანო (ესე ქონია ადრე და მაგაზე მიუღია საყვედური ძაან "პრადვინუტი" მომხმარებლებისგან) დავიყვანეო 11სმ.კუბზეოო და ეს უკვე ნურმატივში ჯდებაო, ხოდა მეც ეგ ვიკითხე:
ჯერ ერთი ვერ მივხვდი (როგორც დამწყები) რანაირად შეიძლებოდა ერთ ჯოულზე დაეხარჯა 11სმ.კუბ და ეს ხარჯი რამდენიმე ათეულ გასროლას ყოფნოდა (ანუ ჩემი გამოუცდელობით ერთი ტყვიის საშუალო სიმძლავრე პირობითად ავიღე 20 ჯოული და გავამრავლე ედგანას 11სმ.კუბზე და მივიღე 220სმ.კუბი და გამიკვირდა ამხელა მოცულობის რეზერვუარი ზოგ თოფს სულ არ უყენიათქო და რომელსაც უყენია რა მარტო ერთი ტყვია უნდა გაისროლოსთქო? ნუ ეს კიდევ ჩემი გამუდელობის დამადასტურებელი მაგალითი მოგიყვანეთ)
და მეორე კითხვა (იმის მერე რაც ესე თუ ისე თქვენი წყალობით ცოტა გავნათლდი) ესეთი მეთოდით თოფის ოპპტიმიზაცია რამდენად გამართლებულიათქო? ანუ მე თუ სწორად მივხვდი ტყვიის სიჩქარეც თითქმის იგივე შეინარჩუნა ედგანამ და ჰაერის ხარჯის ოპტიმალურზე დაიყვანა???
ეს ვიკითხე მე!!! თორემ ფ.პ.ს ებს რო ყურადღება არუნდა მიაქცითთქო და ეგ არაა სწორი მიდგომათქო კაიხანია გავყვირი (აქ არა, ფეისბუკზევარ ერთ ჯგუფში და იქ) მარა როგორც წესი აღავინ მიჯერებს ისევ 1500 ებს დასდევენ
აი სულ ესაა ჩემი კითხვის არსი ძმობილო!
ბოდიში კიდევ ერთხელ მომიწია პოსტის დადება, ვიდრე რედაქტირებას ვაკეთებდი ეტყო დრო ამომეწურა რედაქტირების და...
userman
მაიცა, მაიცა, მაიცა ბესო. კითხვა ან მე დავსვი არასწორად ან თქვენ ვერ გამიგეთ სწორად რა ვიკითხე, შევეცდები მოკლედ მოვყვე თავიდათავი რაარის ჩემი კითხვისა:
ესეიგი მერომ ედგანის ვიდეოს ვუყურე იქ იყო ესეთი რამ, რომ თავის ერთ-ერთ მოდელზე (ლეილაო თუ ლელია ) ტყვიის სიჩქარე კი ვითომ დააყენა ოპტიმალურ ვარიანტზე და გაასწორა თოფები გასაყიდად, მარა აღმოჩნდა რომ გადახარჯვაზე მუშაობდა ესეთი გასწორებბული თოფები, ხოდა ამ ვიდეოში რომელი ლინკიც დავდე ყვება რომ მარტოდ-მარტო ზამბარა დავამოკლეო თუ შევასუსტეო დამრტყმელი ჩაქუჩისო და ახლიდან დავაყენეო სიჩქარეებიცოოო. მერე აკეთებს სულ ახლიდან გამოთვლას თუ რამდენ გასროლაზე საერთო ჯამში საშუალოდ რა ხარჯი აქვს თოფს (ვიდეოში ყველა პარამეტრს იძახის, კალიბრსაც, რეზ. საწყის და საბოლოო წნევასაც, ტყვისს მასას და სიჩქარესაც და ა.შ. ყველაფერ, ყველაფერ მახასიათებლებს ზემოთ პოსტებში რაც ჩამოთვალეს ბიჭებმა და მეც ნუ მომაყოლებ კაცურად ) ხოდა აი მანდ, ვიდეოს ბოლოს მე როგორც დასკვნა გამოვიტანე მეტრწამებს კიარ აქცევს ძირითად ყურადღებას არამედ თოფის თითოეულ ენერგიაზე (ჯოულზე) ვიმეორებ თითოეულ ჯოულზე დაარა თითო ტყვიაზე მთლიანად!!! ჰაერის რა ხარჯიაქვს თოფს და ამ მეთოდით ადგენს თოფი რამდენად ოპტიმალურადააქვს გაწყობილი. ესეიგი პატივცემულმა ედგანამ ერთ ჯოულზე დახარჯული ჰაერის მოცულობა 20 სმ.კუბიდანო (ესე ქონია ადრე და მაგაზე მიუღია საყვედური ძაან "პრადვინუტი" მომხმარებლებისგან) დავიყვანეო 11სმ.კუბზეოო და ეს უკვე ნურმატივში ჯდებაო, ხოდა მეც ეგ ვიკითხე:
ჯერ ერთი ვერ მივხვდი (როგორც დამწყები) რანაირად შეიძლებოდა ერთ ჯოულზე!!! ვიმეორებ ერთ ჯოულზეა აქ ლაპარაკი დაეხარჯა 11სმ.კუბ და ჰაერის ეს ხარჯი რეზერვუარის მოცულობიდან გამომდინარე< დავუშვათ პირობითად 230 კუბ. რეზერვუარიან თოზე რამდენიმე ათეულ გასროლას ყოფნოდა (ანუ ჩემი გამოუცდელობით ერთი ტყვიის საშუალო სიმძლავრე პირობითად ავიღე 20 ჯოული და გავამრავლე ედგანას 11სმ.კუბზე და მივიღე 220სმ.კუბი და გამიკვირდა ამხელა მოცულობის რეზერვუარი ზოგ თოფს სულ არ უყენიათქო და რომელსაც უყენია რა მარტო ერთი ტყვია უნდა გაისროლოსთქო? ნუ ეს კიდევ ჩემი გამუდელობის დამადასტურებელი მაგალითი მოგიყვანეთ, გამომრჩა რომ მერე 200 ბარზე გამემრავლებინა )
და მეორე კითხვა (იმის მერე რაც ესე თუ ისე თქვენი წყალობით ცოტა გავნათლდი) ესეთი მეთოდით თოფის ოპპტიმიზაცია რამდენად გამართლებულიათქო? ანუ მე თუ სწორად მივხვდი ტყვიის სიჩქარეც თითქმის იგივე შეინარჩუნა ედგანამ და ჰაერის ხარჯის ოპტიმალურზე დაიყვანა???
ეს ვიკითხე მე!!! თორემ ფ.პ.ს ებს რო ყურადღება არუნდა მიაქცითთქო და ეგ არაა სწორი მიდგომათქო კაიხანია გავყვირი (აქ არა, ფეისბუკზევარ ერთ ჯგუფში და იქ) მარა როგორც წესი აღავინ მიჯერებს ისევ 1500 ებს დასდევენ
აი სულ ესაა ჩემი კითხვის არსი ძმობილო!
პ.ს. სხვათაშორის ჰაერის ოპტიმიზაციის ცოტა უფრო "უხეში" მიდგომააქვს კრუგერს: თოფს დაუდებს წინ ქრონოგრაფს და დაიწყებს სროლას, თითოეული გასღოლის შენდეგ ჩაქუჩის ზამბარას უჭერს და აკვირდება ტყვისს სიჩქარე ზრდას სად შეაჩერებს, იმ ვუდეოში რასაც მე ვუყურე, მგონი 5,5 კალიბრის თის ისროდა, ტყვია ჯიესბი იყო მარა მასა აღარ მახსოვს და ტყვიის სიქარემ ზრდა შეაჩერა თუარვცდები 295-297 მ.წმ. ზე. ამის მერე ერთი კიდევ მოუჭირა და რომა აღარ წავიდა სიჩქარე ზევით ისევ იქ დააბრუნა სადაც შეწყვიტა ზრდა სიჩქარემ, ხოდა იმ ვიღაცას უთხრა ვისიც იყო თოფი უნდა იცოდეო რომ ამ ტყვიაზეო ამ სიჩქარეზე ზევით ვერ მიიღებო და ტყუილა აღარ მოუჭირო ზამბარასო გადახარჯვას მიიღებო ჰაერისაო მარტოვო. (ტყვიის სიზუსტეზე არ ქონდა მანდ აქცენტი)
ეხლა რომელი მეთოდი რამდენად სწორია თქვენზე მომინდვია, თქვენზე გამოცდილი ხალხი მე სხვა არვიცი და თქვენ თუ იცით გადამამისამართეთ
მადლობა მოთმინების და ყურადღებისთვის!!!
ჩემი აზრით, როცა თოფს დაარეგულირებ, ანუ მიიღებ კარგ პლატოს გასროლების, ის არის ჰაერის ოპტიმალური გამოყენება.
aleqsa
სალამი მეგობრებო, დღეს მეც მოვინდომე მომესინჯა თუ რა რაოდენობის ჰაერს მოიხმარს ჩემი ფიშტო. რეზერვუარი აქვს 0,380. დავტენე 180 ბარზე, ვსარგებლობდი ბალონის მანომეტრის მაჩვენებლით. გავისროლე 24 ტყვია, ისევე შევაერთე დამტენ ბალონზე და მანომეტრმა მიჩვენა 150ბარი, ცოტა მეტი. ანუ რა გამომდის, რომ 0.380 ვამრავლებთ 180, უდრის 68.4 ლიტრ ჰაერს. მერე 150 ვამრავლებ ისევე 0.380 და ტოლია 57 ლიტრი ჰაერის. სხვაობა გამომივიდა 11,4 და მას ვყოფთ 24-ზე, ანუ გასროლების რაოდენობაზე, გამომივიდა 0,475. მინდა გკითხოთ სწორად გამოვთვალე? მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის
giga2010
რა წონის ტყვია იყო და რამდენით ისროდა ??
giga2010
წინა გვერდზე ჯაჯას მიერ დადებული ჰაერის ხარჯის ანგარიშით, შეიძლება რო გავიგოთ თუ რამდენჯერ დატენის ბალონი კონკრეტულ იარაღს ??
მაგალითისთვის, ვიცით ბალონის მოცულობა და ვიცით წინა გვერდზე დაწერილი საშუალებით იარაღის ჰაერის ხარჯი.
მაგალითად.
ავიღოთ მარაუდერი 220 იანი რეზიკით და ავიღოთ აირფორსი 490 იანი რეზიკით.
ბალონი სიტყვაზე, ჩემთვის რაც ცნობილია 6.8 ლიტრი.
2_ვე იარაღს ვტენით ბალონიდან 200 ბარზე და გასროლებს ვაკეთებთ მხოლოდ 120 ბარამდე, ანუ 200 დან 120 მდე ვამუშავებთ.
ბალონში 200 ბარზე მოთავსდება 1360 ლიტრი ჰაერი. (6.8ლ x 200 ბარი) = 1360 ლიტრი.
მარაუდერის ჰაერის ხარჯი 200 დან 120 ბარამდე იქნება
(0.22x200 ბარი) - (0.22x120 ბარი) = 44ლ - 26.4 ლ = 17.6 ლიტრი დახარჯული ჰაერი.
აირფორსის ხარჯი 200 დან 120 ბარამდე იქნება
(0.49x200) - (0.49x120) = 98ლ - 58.8ლ = 39.2 ლიტრი დახარჯული ჰაერი.
შემდეგ ეტაპზე ბალონში, 200 ბარზე არსებულ მოცულობას გავყოფთ იარაღის ხარჯზე.
ანუ
მარაუდერის შემთხვევაში:
1360/17.6= 77.2
აირფორსის შემთხვევაში
1360/39.2= 34.7
საბოლოოდ, ბალონი მარაუდერს დატენის 77 ჯერ და აირფორსს კიდევ 34 ჯერ.
რამდენად სწორია ეს ანგარიში და სიმართლესთან ახლოს თუ დგას ?? რაღაც ვარიანტებს განვიხილავ და ინტერესი მაქვს ბალონი რო ვიყიდო რამდენ დატენვაზე მეყოფა.
MonSoon
ანგარიშს რომ არ ჩავუღრმავდე, პირდაპირ გეტყვი რომ არასწორია!
gregory
რეალობაში როგორ არის მაგ 2 იარაღზე ტენვის რაოდენობა?
გამარჯობა, გთხოვთ რჩევა მინდა როგორი ფასია ? მეგობარს უნდა და მაგ ფასში უკეთესის დათრევა თუ შეიძლება
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11544473/
MonSoon
კაცოუ ვროდე კარგად დაიწყე და ბოლოსკენ რატომ აურიე
ესეიგი რატომღაც დაიანგარიშე 200 ბარზე რამდენი ჰაერია ბალონში ხომ... ჰმმმ... ნუ კაიბატონო... მარა აქვე დავძენ ... მგონი ბალონზე მაგ მოცულობის დროს აჩერებ ხომ დატენვას
chicho
ისეა როგორც იპოვნო .
იმედია სერიოზული არაფერი არ სჭირს >>>
MonSoon
სამწუხაროდ დაახლოებით 3 ჯერ ნაკლებია
ja_ja
გასაგებია (Y). მე არ გამითვალისწინებია ის საწყისი 300 ბარი, არ მიფიქრია.
ბარემ გვითხარი რა მოცულობის რეზერვუარი აქვს იმ ფიშტოს რასაც თვალი დაადგი. მემგონი უფრო მარტივი იქნება, რომ გამოთვალო
giga2010
ეგეთი ბევრია გიგა. კრალით დაწყებული აირფირსით დამთავრებული. მივედი მოვედები აქეთ იქით, სამომავლო ფიშტოს დავეძებ.
რო მომეწონოს რამე დიდი რეზერვუარით ხო უნდა ვიცოდე რა მოცულობის ბალონი გამომადგება, საერთოდ აზრზე არ ვარ რამდენჯერ დატენის 5 ან თუნდაც 7 ლიტრიანი ბალონი მაგალითად 400_იან იარაღს. გარტყმაში მაინც რო ვიყო.
გიო, მე მაქვს 380 რეზერვუარი. არასდროს არ დამიტენია 200 ბარზე, ვტენი ყოველთვის 180 ბარზე. რადგანაც არ აქვს ჩემს თოფს რედუქტორი, ყველაზე კარგი პლატო აქვს 180 დან 125 ბარამდე. ამ დიაპაზონში გამომდის თანაბარი 56 გასროლა. რამდენჯერ დამიტენია ბალონი არ დამითვლია, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ 1000 ტყვიაზე მყოფნის და ამის შემდეგ მანომეტრი 200ბარზეა. შემდეგ მიმაქვს ხოლმე დასატენად
აქვე დავამატებ რომ სიჩქარე არ აქვს მაღალი, 0.67 ისვრის 250-ით
MonSoon
ხარჯში კიდევ უნდა დაამატო ის მოცულობა რომელსაც დამტენი სადგური და შლანგი გართმევს. უხეშად 20 კუბი
MonSoon
ja_ja
ისე ამის კალკულატორი რომ ჩაგედო "აირგანელის კონვერტორში" არ იქნებოდა ურიგო. ბევრია უკვე პცპ და საჭიროა უკვე ეგეც
gregory
ja_ja
giga2010
გმადლობთ, გასაგებია ყველაფერი, საერთოდ აზრზე არ ყოფნას ესე სჯობს.
gregory
Momitevet teleponit vwer.mokled viyide optika 6-24 ze magram ar adidebs ise rogorc sachiroa anu 24 upro didi unda iyos chemi azrit da aqvs sxvaoba iapiani iqneba optika tu dzviriani zumshi??
7:47-ზე გადადი
გასაგებია ყველაფერი,მოკლედ ეს ბუშნელი თავის ფასში კარგია მაგრამ აშკარად დიდი ჯერადობა მჭირდება,24X არაა მაინც ისეთი რომ 50 მეტრზე ჯგუფები აკეთო,ან ჩემი ოპტიკა არარის ნამდვილი 24 და ეგრეც მგონია
SVD
მე მაგალითად 16 იანი ოპტიკა ჯგუფებზე ნორმალურად მყოფნის. 24 იანზე პროგრესი იყო მარა დიდი არა. ჩემი აზრით ჯგუფების კეთება 16 და 24 იანი ჯერადობითაც შეიძლება უბრალოდ გააჩნია მსროლელის მოთხოვნას.
რა მანძილს გულისხმობთ 16 და 24 ჯერადობაზე?
ჩვენს კალიბრში 4,5 -ში განა რა მანძილზე უნდა ვისროლოთ, 25 ან 50 მეტრი მაქსიმუმი. ვგულისხმობ ქაღალდზე სროლას. დანარჩენი მაგის ზემოთ მიმაჩნია 4,5 კალიბრისთვის არამართებულ დისტანციად. რავიცი ეს ჩემი აზრია.
9 ჯერადიც მქონდა და 24 იანიც მაქვს ეხლა მაგრამ ჩემთვის 50 მეტრზე სროლა ქაღალდზე რთულია რადგან არ მყოფნის ზუმი,ალბათ იაფფასიანი ოპტიკა რომ არის მაგიტომ სხვას ვერაფერს ვიტყვი,50 60 მეტრზე სიგარეთის კოლოფიც ისე რა ჩანს ანუ ზედ წარწერებს ვერკითხულობ რა
SVD
ამ შემთხვევაში ზუმი ყველაზე ბოლო პრობლემაა.
1) უხარისხო შუშა
2) დიდი პარალაქსი, მითუმეტეს იაფიან მაღალ ზუმიან ოპტიკებზე
3) მსხვილი ბადე
ამიტომ ყოვეთვის ჯობია რომ თანხა გადაიხადოთ ხარისხში და არა ზუმში.
ვინმეს ბენჯამინ დისქავერის რეზერვუარის გადიდება ხო არ გიცდიათ ?? ან გაგიგიათ რამდენად გამოვა ეს საქმე. რომელიმე იარაღის რეზერვუარი ხო არ მიდის ??
უფრო დიდი მოცულობა კარგი იქნებოდა თუ დიდ ცვლილებებს არ მოითხოვს.
ჩემი დისკო არ არის სტანდარტული, გადაკეთებულია, აქვს კოლოფი და შრაუდერი წამოცმული. სურათს დავდებ
http://www.radikal.ru
1) ჯერ სურათი
2) რეზერვუარი დისკოს მთლიანი აქვს ტავისი დამრტყმელით, შედეგად უნდა გადახვიდე ვთქვათ მარადიორის რეზერვუარზე
3) ან რეზერვუარი უნდა გადაიჭრეს და დაყენდეს სხვა ზომის რეზერვუარი შესაბამისი ექსცენტრიკის გამოყენებით ნუ რაღაც აი ამდაგვარ პონტში
ჩემის აზრით იაფიანი არცერთი არაა, მეორე პუნქტი მოითხოვს მარადიორის რეზერვუარს ტავისი დამტენი პორტით შიგნეულობით დამრტყმელით ზამბარით და ასე შედმეგ, რაც ახლის შემთხვევაში კაი ფასი გამოვა ან ვინმემ თავისი თოფი უნდა მოგყიდოს რომელსაც დაშლი და გადააწყობ, ისევ არამგონია იაფი გამოვიდეს, მითუმეტეს თუ უკვე მარადიორს იყიდი რა აზრი აქვს დაშალო გადააწყო და ბოლოს შინნარსობლივად ისევ მარადიორი მიიღო
მესამე პუნქტის შემთხვევაში, საჭიროა მინიმუმ გადამყვანი და რეზერვუარი ან ბალონი როგორც სურათზეა ნაჩვენები, შედეგად ბალონი ცალკე ფასი, ცალკე გადამყვანი, ცალკე დამტენი პორტი და მანომეტირ, ეგეც იაფი არ გამოვა...
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჯერ შენი ბიუჯეტი თქვი რამდენში გინდა ჩაჯდომა და გეტყვი არის რაიმე ახლოს თუ არა... მარა სურათი მაინც დადე რომ საწყისი ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე და რამდენად გამოყენებადია ყველაფერი რაც გაქვს....
ja_ja
დავდე სურათი, მარა როგორც ჩანს გვიან დაიდო, კიდევ დავდებ
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
კოლოფს ხედავ, კლიპი მარადიორის აქვს, ლულა და კლიპი მარადიორის აქვს.
მარადიორის რეზერვუარის მორგებას ამ რეზერვუარის მოჭრა და გადამყვანი დასჭირდება. თუ მსგავსი პროექტის განხორციელება მაინც გაქვთ გადაწყვეტილი, ჩემი მოკრძლებული აზრით, ამ ბალონების მიყენება უნდა იყოს საუკეთესო არჩევანი. შედარებისთვის, მისი უპირატესობები აშკარაა, მარადიორის რეზერვუარზე იაფი და ადვილი საშოვნელია; იაფიანი გარე რედუქტორის გამოყენების საშუალებას იძლევა,; სხვადასხვა მოცულობის არის (გაცილებით მეტის ვიდრე მარადიორის ან თუნდაც ატ44 -ის რეზერვუარი) და სასურველის არჩევა არის შესაძლებელი.
MonSoon
ja_ja
ჯაჯა, პირადში მოგწერე რედუქტორის პოზიციაზე.
ვნახე მაგრამ ეგ მეთოდი არ გაამართლებს
გამარჯობათ.
აღმაშენებელზე მაღაზია რომ არის რა ქვია ხომ არ იცით?
დინამოდან რო შეუხვევ აღმაშენებელზე მანდ არის მაღაზია პადვალში.
ან საიტი თუ აქ?ეგ უპრო მაინტერესებს.
mamukaaa
გერმანიის საელჩოს გვერდით, ეს ხო ალბათ?
https://radikal.ru
599 29 61 07
https://www.facebook.com/LuckyHunterTbilisi?ref=br_rs
ვებ გვერდი არ ვიცი.
აღარ მახსოვს არც თემა და არც კითხვის ავტორი. ასეთ რაღაცას ეძებდა და 50 ლარად იყიდება სამგორის ბაზარში, შესაძლოა ცოტა დააკლოს კიდეც
https://radikal.ru
sekurifa იყო დაინტერესებული
რა იარაღები აქვთ მაინტერესებს და საიტი ვერ ვიპოვე.
mamukaaa
ფეისბუქზე უდევს იარაღები, თუმცა ვერაფრით მოვიხიბლე მაინცდამაინც.
mamukaaa
მაქსიმუმ სადამდე შემიძლია კრუგერის რეზერვუარის დატენვა, რომ არ დაიძაძგანოს და არ დავაღვიძო მეზობლები? )))))))))
[/url]
არ ჩანს ფოტოები
gela
წესით ზედ უნდა ეწეროს, ჩემს რეზერვუარზე (კრუგერის 281 სმ.კუბ. იანიმაქვს) აწერია რომ ტესტირებააქო 450 ბარზე ჩატარებული, "პრიმატოკის" შემთხვევაშიო მაქს. 200 ბარზე უნდა ტენოთო და რედუქტორის შემთხვევაშიო მაქს. 300 ბარამდეო შეგიძლიათ დატენვაოოო
https://radikal.ru
aleqsa
მადლობა ალექს ყურადღებისთვის, ჩემი მანომეტრი პისიაი მაჩვენებლით არის, წინა ჩემი პოსტიის ფოტოშიც ჩანს, ანუ 300 ბარი რამდენი პისიაია, აჩემი მანომეტრის შკალაზე სადამდე შემიძლია ავიყვანო?ეს მაინტერესებს უფრო , 4-ს შემიძლია გადავაცილო?
gela
სადღაც 4400-4350 psi არის 300 ბარი და 200 ბარი= დაახლოვებით 2950 psi
ეგ შენი რომელი კიტია? იჯის თუ კროსმანის?
კრუგერის იჟის კიტი გარე რედუქტორით ვისგაქვთ? გამომეხმაურეთ კითხვამაქვს.
მადლობა წინასწარ
aleqsa
იჟის კიტია. შენ რომ ფოტო დადე მსგავსი წარწერები არ აქვს ამას და ვერაფერი გავიგე ამისი
თუ ძალიან ძველი რეზერვუარი არ არის, წარწერა უნდა ქონდეს.
სადღაც კიტების თემა შემხვდა, რომ კრუგერმა წარწერების დათანა 2011-2012 წლებში დაიწყო.
მაგ პერიოდიდანვე მოყოლებული, მანომეტრებიც სხვანაირი აქვს (bar). ჩემი აზრით, დატენვისას 3 ნიშნულს (3000 psi) არ უნდა გადააცილოთ.
რეზერვუარს წარწერა რომ ჰკონოდა, რედუქტორით ოთხზე მაღლა შეძლებდით აწევას, სამას ბარამდე (4000 psi = 275 ბარს).
.
biocar
რედუქტორით არის ჩემი იჯ კრუგერი. ანუ შემიძლია ავწიო 4-ზე მაღლა?
gela
4 ზე მაღლა რას ნიშნავს? რედუქტორზე საუბრობთ? მას აქვს რამე მაჩვენებელი?
giga2010
4-ზე ანუ 4000 პისიაიზე გიგა
[/url]
gela
გასაგებია მეგობარო, ვერ მივხვდი. მემგონი ბევრია 4000. მანომეტრი შემოწმებული გაქვს?
giga2010
არა გიგა არ შემიმოწმებია, ან სად შევამოწმო ეგეც არ ვიცი, ზუსტია თუ არა? ) ხოდა ვარ ასე კიტხვა პასუხის იმედად ))
გამარჯობათ, ღამის ხედვის ბინოკლის გამოწერა და ჩამოტანა ნებადართულია? ჩვეულებრივი ორთვალა ღამის ხედვის ანუ, ოპტიკური სამიზნე არა...
ოკ, მადლობა მეგობარო
damascus
ნავთლუხის ბაზართან რომ მონკავშირია, იქ გამყიდველმა მითხრა რომ აქვს ღამის ხედვა, მონობლოკი. არვიცი რა ხარისხია, რადგანაც არ დავინტერესებლვარ
რაღაც ამდაგვარი
https://radikal.ru
ფასი ხომ არ უთქვამს ?
damascus
მავნებლებზე სანადიროდ თუ გინდა https://www.amazon.com/Sightmark-SM18008-4-6x42S-Digital-Riflescope/dp/B00NZ98OKG/ref=sr_1_2?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1520970058&sr=1-2&keywords=photon+scope&dpID=410UvHyLkqL&preST=_SX300_QL70_&dpSrc=srch
ღამის ხედვაც არის და ოპტიკური სამიზნეც და დასამიზნებლადაც უფრო ხოშიანია ვიდრე ორი სხვადასხვა მოწყობილობით ნადირობა ) ვიდეო განხილვაც აქვს
ნახე აბა https://www.mymarket.ge/ka/product/view/11542286/
ხარისხი და მონაცემები რამდენად კარგია მე არ ვიცი, ვერ ვერკვევი.
200 ლარს აფასებს
aleqsa
გაიხარე. ჩვენს ფორუმელს აინტერესებდა. მე საერთოდ ვერ ვერკვევი
biocar
gela
giga2010
მოკლეთ აგიხსნით რა მაინტერესებს კრუგერთან დაკავშირებით:
მოკლეთ ერთი ჩემი რუსი მეგობარი დამეხმარა და მოსკოვიდან ჩამომიტანა კრუგერის კიტი იჟ 61 ისთვის "სნაიპერ-2", ხოდა ამ კიტთან ერთად სხვა რამეების დავუკვეთე რაც კომპლექტში არ შედიოდა, ხოდა ბევრი რომარ გავაგრძელო ეს ჩემი მეგობარი კარგათ ვერ ერკვეოდა პნევმატიკის სფეროში, მეკი სულ დაწვრილებით მივწერე რა და როგორ მარა არ ვიცი ვის შეეშალა და რედუქტორი ჩამომიტანა ყველაზე დიდი ზომის რაცააქვს კრუგერს 40 სმ.კუბიანი (მე საშუალო დავუკვეთე 30 კუბიანი)
https://radikal.ru
ნუ ეხლა კრუგერში ვინც ასეთუ ისე გარკვეულიხართ გეცოდინებათ რომ მე რომელიც ჩამომიტანეს (სურათში სულზედა 40 კუბიანი) ეგ განკუთვნილიაო როგორც კრუგერი განმარტავს რუსულად "დლია სიდიე კალიბრახო" 6,35 და 7,62 და მხოლო მძიმე წონის პულკებისთვის 5,5 კალიბრშიო.
არადა საშუალო მე რომელიც მინდოდა განკუთვნილია 4,5 და 5,5 კალიბრებისთვის რაც ჩემთვის ზუსტად ის იყო რაც მე მჭირდებოდა, ნუ ეხლა მაგას როგორ ვუშველოთქო რო დავიწყე ფიქრი პირველი რაც მოვიფიქრე იყო ის რომ სიგრძეში რაცაა სხვაობა იმას მოვაკლებთქო და შესაბამისად შიდახრახნსაც უდნავ მეტად მოუწევდა ამოჩარხვა, რაც ჩემი აზრით სრულიად მიღწევადია და რამე განსაკუთრებულ სირთულესთან არ უნდა ვყოფილიყავი დაპირისპირებული, მარა შემდეგ ცოტა კიდევ რომ ვიფიქრე, ბავრი ვიფიქრე თუ ცოტა მოვიფიქრე ცხოვრება ცოტა გავირთულო და ცოტა სხვა გზით მივიღო ის შედეგი რაც მე მინდა, ანუ მოვიფიქრე ასეთი რამ:
გამოვაჩარხვინო ასევთქვათ ალუმინის "ტულკა" რათქმაუნდა შესაბამისი ზომებით და ჩავდო ამ ჩემს დიდ რედუქტორში შიგნით ისე რომ შიდა მოცულობა დავიყვანო იმ ჩემთვის სასურველ 30 სმ.კუბამდე. ანუ შიდა მოცულობის ნაწილი დავაკავებინო ამ "ტულკას" და 40 კუბი ჰაერის ნაცვლად შიგ მოთავსდეს 30 კუბი. და რატომ ასე? გეტყვით ახლავე:
დავუშვათ და შემდეგში დამჭირდა და გადავედი 6,35 ან 7,62 კალიბრის პნევმატურზე (იმედია მანამდის კანონსაც დაადგება საშველი და კანონის ფარგლებს არ გავცდები) სულ უბრალოდ მოვხსნი რედუქტორს ამოვაძრობ ამ ჩემს გაჩარხინებულ "ტულკას" და ისევ ის 40 კუბიანი რედუქტორი მექნება რა...
აი ეს მინდა გკითხოთ თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო? თეორიულად კი მარა პრაქტიკულად შესაძლებელია კი ასეთი რამ? ხომარაა რამე რისკებთან ეს მეორე მეთოდი დაკავშირებული??
მადლობა წინასწარ.
p.s. საბოლოო სახე ჩემს იჟკრუგერას სავარაუდოთ ასეთი ექნება:
https://radikal.ru
როგორც კრუგერი ეძახის "გოლიი" ანუ შიშველი სტილის, თავისივე ჩარჩოთი (ბიატლონური გადატენვის სახელურით) ახალი სახელურით და ცევიოთი და ნახევრად სპორტული კონდახით, შეკვეთა უკვე მიცემულიმაქვს როგორც დღეს შემატყობინეს სავარაუდოდ თვის ბოლოს აქ მექნება უკვე
aleqsa
მე პირადად ძაან მომწონს მაგ ფორმის ფიშტოები(Голый). რომ ჩამოვა უნდა ავღნიშნოთ!!! ერთ ვიდეოსაც დავამატებ ალექს, შენი ნებართვით, მსგავსია. თან კაი მონადირეა ეს ტიპი. რაც შეეხება მოცულობის შემცირებას, ვფიქრობ რომ სწორი გზით მიდიხარ, მაგრამ მაინც არ იჩქარო. დაველოდოთ რას იტყვიან კომპეტენტური ხალხი.
სულაც არ დავლიოთ, სპორტულად დავისვენოთ.
aleqsa
შენა და რა შუაშია 40 კუბი იქნება რედუქტორის მერე 20 თუ 30? კი რა თქმა უნდა კალიბრტან მიმართებაში მართებული ზრდა არის, მაგრამ დაბალ კალიბრზე თუ იყენებ გარდა მოცულობისა ასევე წნევასაც გააჩნია რაზეა დაყენებული რედუქტორი,,, ანუ სოლ რომ 20 კუბამდე ჩამოიყვანო მოცულობა შენი მეთოდით (კსტატე სწორი მეთოდი გაქვს არჩეული) თუ რედუქტორის წნევა მარალზეა დაყენებული შესაბამისი კალიბრებისთვის, მაშინ შენს პატარა კალიბრზე მაინც ზედმეტი ხარჯი გექნება და შეიძLება უაზრო სიჩქარეც....
წნევა რაზე აყენია ეგ შენი 40 კუბიანი რედუქტორი, თუ 120-130-ია მაშინ კიბატონო პროსტა მოცულობა შეამცირე, თუმცა ბევრი მოცულობა მანდ არაფერს გააფუჭებს ჩემის აზრით, ხოლო თუ წნევა 140-160-ის ფარგლებშია რამდენიც გინდა შეამცირე, მაინც დიდი შეღავათი არ იქნება... ჯობია წნევა დაწია მაგ დროს
ja_ja
კიი ჯაჯა 130 ზე აყენია წნევა და წნევის სარეგურილებელზე მეტკაც მაგ 130 ზე ადევს და შემდეგ თუ მომატება ან დაკლება გინდათო, შესაბამისად მოჭერა მოშვებით ყოველი 1 საათის ტოლფასი ბრუნი გაძლევთ მიახლოვებით 5 ბარის სხვაობასო, ასე განმარტავს თავის რედუქტორს კრუგერი.
მოკლედ მე რა მაინტერესებს იცით? აი მაგ 40 კუბით ზედმეტი ჰაერის ხარჯი და შესაბამოსად ჯგუფის გაფანტვა არმქონდეს, თორე ზედმეტი წვალება და თვით მაზოხიზმი არანაირად არ მხიბლავს
aleqsa
რედუქტორის საქმეა ერთი და იგივე წნევა მოგცეს, ხოლო მოცულობა გინდა 30-იყოს და გინდა 150 კუბი მთავარია წნევა იყოს სტაბილური. დანარჩენი რეგულირდება დამრტყმელისა და კლაპნის ზამბარით ან გადამშვებით....
ნუ რავი მაგ დეტალის გამოთლას წინ არაფერი უდგას თან შეგიLძია სიმსუბუქისთვის პლასტმასისგან გამოთალო, ან პირობითად პატარა ნაჭერი პლასტმასის მილის ნახე თუ ჩაეტია პირდაპიდ ჩასვი ი ვსიო ააწყვე თოფი და გაისროლე, მერე მაგ ჩანამატის გარეშე, თუ რაიმე განსხვავება მოგცა განსაკუთრებული შეგიLძIა დატოვო ეგ პლასტმასის დეტალი თუ არა და რავი მემგონი არ უნდა იოყს რაიმე განსხვავება, ნუ მაშტაბური რაიმე, 1-2 გასროლის სხვაობა არ ითვლება, ეგ შეიძლება ტემპერატურის გამო დატენვის ზომის მიხედვით ან სროლის ტემპის მიხედვით ცვალებადი იყოს, მარა თუ განსხვავება 10 და მეტი ნუ მაშინ....
ja_ja
სიმართლე გითხრათ პლასმასის (პოლიპროპილენის) მილი მე უკვე ვცადე 32 დიამეტრით. (აი სანტეხნიკა-გათბობაში რაც გამოიყენება) და ზუსტად იდეალურად ჩადის. ხოლოთ თავისუფლად არა სულ ცოტა დაწოლით იდეალურად აჯდება რედუქტორის შიდა კედლებს ეგ დიამეტრი. თან მაგ მილის კედლის სისქეებიც შემიძლია ვარეგულირო 2.2 მმ იდან 4.5 მმ მდეაქვს სახვადასხვა ფირმას მილის კედლის სისქე. მარა მერე გიგამაც მირჩია და ცოტა მეც შევფიქრიანდი უძლებსკი ეს პოლიპროპილენი მაღალ წნევებს? რაიმე ხომარაა სახიფათო?
aleqsa
130 ბარის მაჩვენებლის დაბლა ვეღარ არეგულირებ? ანუ ვეღარ ამცირებ წნევას?
ცალკე მილი არ უძლებს მაღალ წნევებს, მაგრამ რედუქტორის შიგნით კედელზე თუ შედარებით მჭიდროდ არის, რა მოუვა? ვერსად "წავა".
aleqsa
ja_ja
გასაგებია, მადლობა რჩევისთვის და გაიხარე!!
ვინმეს მსგავსს ქრონოგრაფთან გქონიათ შეხება ??
მიზანი არის საჭიროების შემთხვევაში თოფის რეგულირება, ამიტომაც საჭიროა სიზუსტე, caldwell, master და მისნაირებს რამდენად ჩამორჩება ?? კომპიუტერში გადატანა, ტელეფონის მიერთება და მსგავსი ნავაროტკები არ მანაღვლებს, მთავარია სიზუსტე.
ლაპარაკია ამაზე
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
MonSoon
და რომელი ქრონოგრაფია არაზუსტი?
რა პლიუსები აქვს ამ შენს მიერ დადებულს სხვა ქრონოგრაფებთან მიმართებაში...
ja_ja
ვაა კატეგორიული ტონი იმჩნეოდა ჩემს ნაწერში ??
მცდარი დასკვნა გამოგიტანია ჯაჯა, არანაირი გაპრავება და პირადული.
მოკლედ, რო არ დავიწყო სათითაოდ პასუხის გაცემა შენს მონაწერზე მოკლედ დავწერ.
ესეიგი სტრაიკ ბოლის ქრონოგრაფის გარდა გამომადგება ყველა იმ მიზნით რაც დავწერე ზევით ხო ??
MonSoon
პირველკლასელის კითხვა მაქ
ბინოკლი პარალაქსით რას აკეთებს? (მაღაზიაში გამყიდველს ვკითხე და ისე ამიხსნა მგონი თვითონაც არ იცოდა )
უი ბოდიშით თემა ყოფილა იმას გადავიკითხავ
გამარჯობათ ბიჭებო, კითხვამაქვს თქვენთან, აქ ვინმეს გააქვთ თემა გახსნილი იჟ 60 ის ან 61 ის კრუგერის კიტით პცპ სისტემაზე გადასვლის თაობაზე?
https://radikal.ru
aleqsa
მშვიდობაში ალექს. სულ 10-ში ჩამჯდარიყოს ყოველი გასროლილი ტყვია, ბევრიც მოგენადიროს
aleqsa
ძიებაში ჩაწერე ალექს
aleqsa
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3596&hl=%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98
ესეც ნახე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3717&hl=%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98
ეს შენი თემა ყოფილა
aleqsa
გილოცავ კრუგერკას!) ახალი თემა გახსენი შენს თოფზე.სხვა თემაში არ ჩადო ეგ თოფი. ეგ კერძოდ მაგ თოფის თემა იქნება.
aleqsa
გილოცავ, მშვიდობაში და სიხარულში და ველოდებით რევიუს.მგონი საინტერესო უნდა იყოს.
pilotina
sekurifa
გაიხარეთ ბიჭებო, დიდი მადლობა.
ვალაგებ აზრებს, წვრილ-წვრილი მარა ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, მგონი გავედი ბოლოში, სისტემა გავმართე, მუშაობს უპრობლემოდ. რეგულირება დამრჩა გასაკეთებელი, ქრონია საჭირო უკვე მარა არმაქვს. მინდა ყველაფერი დალაგებულად დავდო იქნებ სახვასაც გამოადგეს თუ ვინმე დააპირებს ანალოგიური კიტის გამოწერას გადაწყვეტს.
aleqsa
ქრონს როცა გინდა დაგითმობ
ბიჭებო კითხვა მაქვს თქვენთან: რედუქტორიან თოფებში არსებობს რამე ზღვარები, მინიმუმი და მაქსიმუმი რის ზემოთ ან ქვემოთ რედუქტორში წნევა არ შეიძლება აიყვანო ან დაწიო?და თუ კიი მაშინ აი მაგალითად 4,5 კალიბრში თუ ვისვრი 0,67გრ. ტყვიებს რაარი მაქსიმალური და მინიმალური რედუქტორის წნევის ზღვარი?
ხალხნო და ჯამაათნო, ამ ფორუმზე რომ ზამბარების სპეციალისტი მინჩანინი იყო, მისი ნომერი ხომ არ მოგეძებნებათ ვინმეს?
ხალხო, ისა რაქვია... ebay ზე გაყიდვა როგორ ხდება? ვინმეს გაგიყიდიათ რამე? თვითონ ebay ზე კი არი გაყიდვა მარა აქედან რითი იგზავნება ფოსტა უნდა თუ რა უნდა ?
იგზავნება, ოოღონდ DHL. FEDEX ან UPS-ით უნდა გააგზავნო, საქართველოს ფოსტას არ ენდო თორე დაგიკარგავენ გაგზავნილ ამანათს, ან მაშინ დაზღვევით უნდა გააგზავნო და თუ ვერ ჩაიტანენ უკან მაინც დაგიბრუნებენ, დაზღვევით გაგზავნა კი არანაკლებ ფასი დაგიჯდება რაც ზემოთ ჩამოთვლილი კომპნიები, სამაგიეროდ ისინი საქართველოს ფოსტისაგან განსხვავებით ჩაიტანენ მაინც ადგილამდე, მე საქართველოს ფოსტრით გავაგზავნე ერეთხელ ბრაზილიაში და დაიკარგა ამანათი, მომიწია ბაიერისთვის იმ 250 დოლარის დაბრუნბებაც, რეალურად ნივთიც დავკარგე, იმიტომ რომ უკან არ დამიბრუნდა და საქართველოს ფოსტაშიც მაჩვის თვალებით დამიწყეს ყურება ისე ჩემი რჩევაა, მარტო ამერიკაზე იმუშაო, ჰა ჰა მაქსიმუმ ევროპაზე, დანარჩენი არ გინდა, ან კომპანიას ვერ კომპანიას ვერ ჩააქვს, ან კიდევ იქ ბაიერები არიან აფერისტები და იძახიან არ ჩამომივიდაო და , იბეის პოლიტიკა კიდევ ისეთია , მყიდველის უფლებები უფრო მეტად არის დაცული ვიდრე გამყიდველის, სადღაც 10 პროცენტია შანსი რომ გამყიდველმა მყიდველს მოუგოს დავა, 90 პროცენტი აფერისტი მყიდველი მაინც მოგებული რჩება, ასე რომ საქართველოს ფოსტას მაგ ამბავში არ ენდო ჩემო აკაკი მაქსიმუმ საქართველოს ფარგლებში გაატანე ამანათი, მაგალითად გვარჯილა გაატანო სოფელში ))
gela
ამერიკაში მინდა, მარა ჰაჰა 40 დოლარიანი ნივთია. აზრი არა აქვს ესეიგი. ისე რა ჯდება საქ ფოსტით ამერიკაში გაგზავნა
koknar
აი http://gpost.ge/?site-lang=ka&site-path=help/calc/&calc=abroad შედი და დაგითვლის რამდენი დაგიჯდება, ოღონდ მიუთითე, ამანათია, წერილი, მცირე პაკეთი თუ ტომარა
gela
15 დოლარი გამოვიდა, იდეაში აქვს აზრი,
მადლობა!
ქრისტე აღსდგა.
ქრისტე აღსდგა.
ქრისტე აღსდგა.
გილოცავთ ყველას.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services