გამარჯობათ ყველას მე ამ ფორუმზე ახალი ვარ და რამდენიმე შეკითხვის დასმა მინდა პნემვატიურ იარაღებზე და შემოტანაზე... ესეიგი რაღაც საიტებს ვქექავდი და გადავაწყდი პნემვატიურ დეზერტ იგლს ტყვიის სისწრაფე სადღაც 320-340 მ/წმ აქვს აი ესსაა:
http://shop.ehobbyasia.com/tokyo-marui-desert-eagle-50ae-chrome-stainless-gbb-pistol.html
და კიდე ბევრ საიტებს ვქექავდი ფორუმებზე და ა.შ და წავაწყდი იმას რომ იარაღის FPS არ უნდა აღემატებოდეს 400 ამას კი 300 FPS აქვს და გამოუშვებენ საბაჟოდან ? კაროჩე საკაიფო იარაღია რა მთლიანად რკინისაა წონა 1.1 კგ
და აი ვიდეოც http://www.youtube.com/watch?v=R6UVzrpE7SI&feature=related
იქნებ ვინმე დამეხმაროთ წინასწარ დიდი მადლობა ყველას.
Girogi
პირველი დააკვირდი ფორუმის ზედა მენიუში სადაც წერია - წესები და პრინციპები • დახმარება • ძებნა • წევრთა სია - ასევე არის ბოლოში საკმაოდ საჭირო პუნქტი აირგანელის კონვერტორი დამიჯერე ხშირად გამოგადგება, გამოიყენე აქტიურად კაი რაღაცაა
აი რაც შეეხება ჩამოტანას და ასე შედმეგ, დაივიწყე სანამ კანონი არ ამოქმედდება, ჩვენ უკვე 1.5 წელია ველოდებით მაგ კანონს, კონკრეტულად კი 2011 წლის 1 იანვრიდან. ვერ შემოდის, ვერანაირი აირგანი (იქნება პისტოლეტი თოფი თუ სხვა), ვერ შემოდის, პეინტბოლი, ვერ შემოდის, აირსოფტი, ვერ შემოდის, შვილდისარი ვერ შემოაქვთ ეს ჩამონათვალი ვერც კერძო პირებს ვერც ორგანიზაციებს, ვერც ფედერაციებს და ვერც კლუბებს... ყველაფერი ჩერდება საბაჟოზე და ვავა.
გადახედე აი ამ თემებს:
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2192
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1535
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1789
და კიდევ მრავალი სხვა, თუ გინდა შენც იგივე თავგადასავლები გადაგხდეს შეგიძლია გადაეშვა მაგ საქმეში თავფეხიანად.
რაც შეეხება შენს ამორჩეულ იარაღს ეგ არის, აირსოფტი, სიტყვა პნევმატიკაში უფრო Hard პნევმატიკა იგულისხმება ხოლმე, ამიტოამ გამოჩნდა კიტხვა რისთვის გინდა? რას მოელი მაგ იარაღისგან? ეგ შექწმნილი სტრაიკბოლის მოთამაშეებისთვსი და 0.2 გრამიან პლასტიკატის გურთულას ისვრის 90 მეტრ წამით. მიზანი როგორც აწეთი მაგ იარაღს არ აქვს, არის ჩისტა მუღამის და დილიხორის პონტი. თუმცა რაც არ უნდა იყოს აქ ჯერჯერობით ვერ ჩამოიტან.
ja_ja
კაი გაიხარე ჯიგარო იმედია მალე ჩამოყალიბდება ეს კანონი და დავისვენებთ სუყველა
გაუმარჯოს კაი ხალხს, დღეს ამ ფორუმის პოსტები გადავიკითხე კერძოდ ''საბაჟოზე დაკავებული იარაღის დაბრუნება'' და შსს-ში იარაღის საბაჟოდან გამოტანის უფლებებს კიდევ აძლევენ ?
გადამზიდავი კომპანია BESTEX-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დღეს თვალი მოვკარი შემდეგ განცხადებას, გთავაზობთ სკრინს
http://radikal.ru/fp/d0e6091f503e422e9c07a49d3cf0c104
ნდაა გუთ გუთ, ნეტა შემოტანისას ნებართვაა საჭირო თუ არა?
შემოტანისას ის რეგულაციები არ მოქმედებს? მაქს სისწრაფე 130მ/წმ და ასე შემდეგ
მდაა მაგარი სტრანნი და საინტერესოა....
იდეაში მე დავიცდიდი 1-2 კვირა, რომ ვინმესთვის ჩამოეტანათ და მერე კიდევ ერთხელ ვკითხავდი - რაიმე პრობლემა ჰქონდა ვინმეს თუ არა, თუ იტყვიან რომ არაო, მაშინ ლეთს გოუ
მოკლედ კიდევ ერთხელ წავიკითხე 483-მე და წერია ესეთი რამე
დანართი #3
თუ რეგისტრაციაშI გაატარებ შეგიძლია ატარო 50 სმ და მეტი ლულის მქონე ფიშტო და 5 ჯოული და მეტის მქონე ფიშტო
ამავდროულად დანართ #4-ში წერია რომ არ შეიძLება 50 სმ და მეტი ლულის მქონე იარაღის ტარება და არ შეიძლება 3 ჯოულზე მეტი ენერგიის მქონე იარაღის ტარება (რეგისტრაცია , არარეგისტრაცია საერთოდ არ არის ნახსენები)
ანუ ურთიერთ გამომრიცხავი ინფოები დაწერილი, ნე იმის ტვინშI ჩამახედა ვინც ეს დაწერა, სირცხვილია უბრალოდ ესეთი რბილად რომ ვთქვათ არაპროფესიონალიზმი , ესენი ააშენებნ ქვეყანას არა? მაშ მტყუნის?
მოკლედ ხელები მეფხანება და ვეძებ რაიმეს რაც შეიძLება დავუკვეთო
geojorjika
Rogue დაუკვეთე ჯორიკ
ja_ja
4.5მმ ზევით ჩკა პნევმო
აბა 4.5 ყველაფერი გაქვს და რაღას ეძებ?
ja_ja
Multi Pump
Single Stroke
CO2
ესენი მინდა
და კიდევ მე მეუბნებიან ხოლმე ცოლი გინდაო გყავს ბიჯო ცოლი და რაის მულტიპამპი????.....
აუ მაგარი მუღამი მაქვს რა თან იაფია ყველა ის CO2-ზე რომ არის ეგ ღირს მარტო 170$ დანარჩენი 95$ და 60$ ძვირია არაა მაგრამ მაგრად მინდა
geojorjika
ეგ ნ483 შეგიძლია მეც წამაკითხო? კალიბრზე არაფერია ნახსენები? :/
ReMiNgToN
ხომ დავწერე ზევით? 4.5 მმ მეტი აკრძალულია
okela84
კალიბრს კი არა ტრუსიკსაც უმოწმებენ იარაღს...
ყველაფერი მოწმდება, კალიბრი, ვიხუალური მხარე სომა სიგრძე, არ ვიცი როგორაა საქმე ჯოულების და სიჩქარის გაზომვაზე, ვიცი რომ ქრონოგრაფებს ეძებდნენ, მაგრამ იშოვეს თუ არა არ ვიცი.. თუ ეგეც აქვთ შესაბამისად სიჩქარესაც და ენერგიასაც ზომავენ...
კაროჩე არავის არ ეგონოს რომ რაიმეს თავისი ჭკუით გამოიწერს და დეკლარაციაში არასწორე პარამეტრების მითითებით გადარჩება. ყველა გადამზიდავის ტვირთი გადის სკანირებას. სკანირებისას შეიძLება გვერდი აუარონ კაბებს და ტრუსიკებს, მაგრამ ისეთი ნივთი როგორიცაა იარაღი, ხის რომც იყოს, სკანერზე ისე ჩანს რომ გინდა არ გინდა გახსნიან და დეტალურად გადაამოწმებენ, პლიუს ახალი ამუშავებულია წესები, და ჩვენთან იმედია იცით როგორ იციან ხოლმე ახალი წესების ამუშავება, ფულის ამოღების ერთერთი ძირითადი პრინციპია...
მერე შეიძლება მოადუნონ ყურადღება, მაგრამ ამ ეტაპზე იმენნა ბოლო ვინტამდე შემოწმდება ყველაფერი. ასე რომ ბრმად რაიმეს გაკეთებას 1000-ჯერ აწონ დაწონეთ რას აკეთებთ...
geojorjika
სალამ მეგობრებო. ამ ბოლო ხანებში ვინმეს თუ გამოგიწერიათ იარაღი ამაზონიდან ან პირამიდიდან? მინდა ამაზონიდან მარადიორის გამოწერა და მაინტერესებს სანაჟოზე რა ხდება. ისევ პრობლემაა პნევმატიკის შემოტანა თუ არა? (რათქმაუნდა 4,5) და როგორც ფორუმიდან გავიგე ბესტექსს ჩამოაქვს ხომ უპრობლემოდ?
dato_janashvili
პრობლემა არაა 4.5მმ , ბევრმა ჩამოიტანა
თუ ვინმეს ინფორმაცია გაქვთ, სარფთან ყველაზე ახლოს რომელ ქალაქში არის ჰაცანის მაღაზია, ან თუ არის საერთოდ ?
ShalvaQ
შეიძლება ilo მ იცოდეს , ბათუმელია , მეც ბათუმელი ვარ მარა აზრზე არ ვარ , არცერთი მაღაზია არ ვიცი პნევმ. იარაღების.
თუ რომელიმე კონკრეტული პროდუქტი გინდა შეიძლება ეს გამოგადგეს:
აგერ ვესტერნის საიტზე ვნახე ბათუმის ფილიალზე ინფო დაუკავშირდი შეიძლება ქონდეთ ))
:
მისამართი:ქ.ბათუმი, ყაზბეგის (ჭავჭავაძის 40) 21/18
ტელ:+ 995 592 12 80 10
ტელ:+ 995 422 22 56 51
ელ.ფოსტა: westerni2.ge@gmail.com
სამუშაო საათები:
ყოველდღე: 09:00-18:00
დიდი მადლობა,უკაცრავად სწორად ვერ დავსვი კითხვა სარფთან ახლოს, " თურქეთის მხარეს " რომელ ქალაქში არის მაღაზია
ShalvaQ
სამწუხაროთ პნემო დიდი მაღაზიები არის ადანაში , რას ძალიან შორსაა ჩვენი საზღვრიდან, სარფთანაც იქნება რამე მაგრამ მე არ ვიცი
დიდი მადლობა ყველას
[quote name='shalvaQ' date='8th November 2013 - 12:57 PM' post=116547]
და რა დოკუმენტებზეა საუბარი ხომ ვერ მიმითით?
20 ლარიანი ქვითარით აიღებ პნევმატურის შემოტანის ნებართვას 10 სამუშაო დღეში ამზადებენ. დაჩქარებული უფრო ძვირი ღირს
ხომ ვერ მეტყვით პიტამიდიდან გამოვიწერე პნევმატიკა და რამდენ ხანსჰი ჩამოვა
მოკლედ ბესტექსშიც გაიჩითა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემა., ავიაკომპანიები უარს ეუბნებიან პნევმატური და აირსოფტის იარაღების ტრანსპორტირებაზე, ფეისბუქის ბესტექსის გვერდზე უწერიათ რომ ნახეს სხვა კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარი ამანათების ტრანსპორტირებას და ,რომ გამოგზავნა მოხდება მხოლოდ კვირაში ერთხელ. და იმასაც ამატებენ, რომ არ იციან ეს კომპანია რომელიც თანახმაა ამგვარი ამანათების ტრანსპორტირებაზე, როდემდე შეძლებს მომსხურებასოო, ანუ როდის გვეტყვის რომ აღარ ვიზამ მაგასაოო ; ))
ნუ რა ვიცი, მე მგონი საჭირო ინფოა
gela
ბარამსაც ჩამოაქვს უპრობლემოდ. რუთავის ბარამი უბერავს. ასე რომ bay ბექსტერ!
ამწამს ვუყიდე ახლობელს ამაზონზე NPS და გავუშვი ბესტექსის მისამართზე...
გადავხედე ბესტექსის პოსტს:
Bestex
December 9
საყურადღებო ინფორმაცია:
ძვირფასო მომხმარებელო გაცნობებთ, რომ ჩვენმა მომსახურე ავიაკომპანიებმა უარი განაცხადეს პნევმატური იარაღების და აირსოფტის იარაღების ტრანსპორტირებაზე. ამიტომ ჩვენ მოვიძიეთ სხვ ავიაკომპანია რომელიც კვირაში ერთხელ წამოიღებს აღნიშნუკ პროდუქციას. გაითვალისწინეთ რომ აირსოფტის და პნევმატური იარაღები ამერიკიდან გამოფრინდება კვირაში ერთხელ.
ასევე მსგავსი პროდუქციას ჭირდება მკაცრი აღრიცხვა რის გამოც შესაძლებელია ნივთი დროულად არ აისახოს სისტემაში
პატივისცემით
ბესტექსი
ოღონდ ჩამოიტანონ და 1 თვეში ჩამოვიდეს თუ უნდათ... თავის დროზე ჩამოსული მაგათთან მაინც არაფერი მახსოვს
9 დეკემბრის მერე არავის გამოუყენებია ბესტექსი პნევმატურის შემოსატანად?
მე გამოვიყენე და 1.5 კვირის წინ ჩამოვიდა, მარა კიდევ ერთი რაცხა დავუკბვეთე და ის უკვე გაჭედილია 1 კვირაა საიტზეც კი არ ჩანს არა და მიტანილი აქვს გადამზიდავს მაგათთან.
კაროჩე რა არ ეღირსა პნევმატიკის გახარებას საქართველოში
მე მგონი საახალწლო საშობაოდ უსაფრთხოების პონტშია ეგ ამბავი ატეხილი ამერიკის აეროპორტებში, თორე არა მგონია სხვა ამბავი იყოს, ახალი წლის შემდეგ უნდა გამოსწორდეს წესით
რა ვიცი, ია ტაკ დუმაიუ
http://www.airrifleshop.co.uk/Guns/Daystate/Daystate.htm
ამ საიტიდან რამე თუ გამოგიწერიათ? მე მაინტერესებს გარდა განბაჟების და თოფის ღირებულებისა კიდევ რამდენის დამატება მომიწევს?
The Huntsman Classic ამის გამოწერა მინდა და თბილისამდე რამდენში ჩამოვიტან?
გააჩნია რომელი ჩამომტანით ჩამოიტან ზოგს რა ფასი აქვს ზოგს რა მაგალითად კამექსს მგონი 6.95 დოლარი აქ ერთ კილოზე და რამდენი კილოცაა გადაამრავლე მაგდენზე განბაჯების უწეევს გირებულების 18% )
ისე მაგ სიტიდან არასოდეს არ გამომიწერია
feeder
ja_ja
ისე ჩემი აზრით თუ დამწყებია ჩემსავით მაინც ჯობია ცოთა იაფიანი პცპთი დაიწყოს ან მარადიორით ან დისკოთი რო ჯერ ისწავლოს სროლა თოფის მოხმარება მერე კარგად რო ეცოდინება სროლა და ყველაფერი მერე იყიდოს ესეტი ძვირიანი
DaV1nCh
ja_ja DaV1nCh მადლობა პასუხისთვის და რჩევისთვის.
DAYSTATE HUNTSMAN REGAL WALNUT
BSA R10 mk2
ამ ორი მოდელიდან ერთის ყიდვა მინდა და თქვენ რას მირჩევთ (ფასის სხაობას თუარ გავითვალისწინებთ)? იქ მყავს ახლობელი და გამომიგზავნის, თვითონ ვერ ერკვევა და ამ ორიდან იქ 16 ჯოულზე მეტი ენერგიის იარაღს იშოვნის? გასაგებია რომ ინგლისში აკრძალულია, მაგრამ საექსპორტოდ ხომ ექნებათ. (ძირითადად სანადიროდ მჭირდება "მიყვარს ხარისხიანი ნივთები":) )
გასაგებია ))) შეტევაზე რატო უნდა გადმოვიდე ეს ხომ ელემენტარული ზრდილობის საკითხია რომ დიდ ადამიანს არ ვეუზრდელო ))
feeder
ნუ BSA-ზე ვერაფერ ცუდს ვერ ვიტყვი მშვენიერი მწარმოებელია სხვა თუ არაფერი მაგის ლულებს ცალკე თრეულობს სასტავი და მაგაზე გადაყავთ ხოლმე თოფები, მაგრამ DAYSTATE უფრო სხვა აურა აქვს რაცხა ლეგენდების გმირია...
რეალში რომელი ჯობია და რომელი არა კაცმა არ იცის, სხვა საიტების დაყრდნობით ჩემმა მტერმა თქვას რამე, რამდენი ავყებით რუსების ან ამერიკელების რჩევას იმდენჯერ 180 გრადუსით სულ სხვა შედეგები მივიღეთ თოფებიდან, აგინებენ იაფიანს და ამასობაშI ნორმალურია, ლეგენდებს წერენ ძვირიანებზე და ნუ ნაღდად არაა ის რასაც მოელი
მოკედლ აქ არცერთი მაგ ფირმის იარაღი არავის არ ჰქონია, ასე რომ ვერაფერს ვერ გეტყვით კონკრეტულს, აი შენ ჩემოიტან და მერე გაგვიზიარე გამოცდილება დაგვაჭერინე ხელში და მერე უკვე შენც გვეტყვი შენი გამოცდილებიდან გამომდინარე და ჩვენც გვექნება შესადარებელი რომელი ჯობია და რომელი არა.
რაც შეეხება საექსპორტოზე გამოსატანს, ნაღდად არ ვიცი მაქაური კანონები ზუსტად რაფრა მუშაობს, თუ იქ ვინმე გყავს იმან უნდა გაიკითხ გამოიკითხოს...
DaV1nCh
ისე მე ერთი ჩვენი ყოფილი ახალბედა ფორუმელი მახსენდება, სახელს არ დავასახელებ : )) რომელიც ლიჟბი რამე დაეწერა. კომპეტენტური იყო საკითხში თუ არა, და ამით იმატებდა პოსტების რაოდენობას და ფორუმზე ტიტულის მომატებას ცდილობდა, შედეგად, მიიღო დიდი ჯარიმა, დასაჯეს ჩვენმა ფორუმის მთლა უმფროსებმა, როცა კი შეატყვეს მისი ამ ჩანაფიქრის შესახებ : ) ხოდა არ მინდა ვიფიქრო რომ შენც მაგიტომ წერ ხოლმე, თან შენ ჩვენზე კარგად იცი რომ ბევრი არაფერი არ იცი : )) ხოდა ეს ფორუმი იმისათვის კი არ არის რომ ვინმემ აქ პოსტების რაოდენობა დააგროვოს და ტიტული მოიპოვოს, დამიჯერე აქ მაგაზე კანფეტებს არავინ არ არიგებს, აქ მნიშვნელობა აქვს რამდენად გამოსადეგ პოსტს დადებ, შეიძლება თვეში ერთხელ დაწერო რამე და იმდენად ინფორმაციის შემცველი დაწერო რომ ყველას გამოადგეს, და არა ყოველდღე ლიჟბი რამე დაპოსტო, რომელიც არავის არაფერში არგია, მოდი გავუფრთხილდეთ ჩვენს ფორუმს და ასე თუ ისე დავიცვათ ზედმეტი უაზრო ნაჯღაპნისაგან, ახლა მე რასაც ვწერ ესეც თემიდან გადახვევაა, მაგრამ საჭიროა რომ გაითვალისწინოს ჩვენი ფორუმის ახალბედა წევრებმა, თორე ძველებს არ ჭირდებათ ამის მითითება თუ როგორ უნდა მოიქცნენ,. მითუმეტეს დარწმუნებული ვარ აქ დარეგსიტრირებულ ახალბედა წევრების უმეტესობას თვალიც არ აქვთ გადავლებული ფორუმის წესებისთვის, თორემ ამხელა პროსტინის ჩამოწერა ნაღდად არ დამჭირდებოდა,
ja_ja მადლობა, გასაგებია.
feeder Daystate ამ მოდელის იარაღი საქართველოში არავის აქვს და კარგი იქნება თუ მაგ მოდელზე შეაჩერებ არჩევანს
dawiti
და BSA ვინმეს აქვს?
ja_ja ხო მაგიც არავის
ვისაც სიახხლეები გაინტერესებთ საბაჟოსთან და პნევმო იარაღების შემოტანასთან დაკავშირებით:
21 ში გამოვიწერე ბესტექსით 4.5 კალიბრის ზდპ პნევმატიკა და ჩამოვიდა 16 დღეში, გასატანად რომ მივედი მითხრეს საბაჟომ შეაკავა რომ კარგად გადაამოწმონ მონაცემები და დაადგინონ ფასის შესაბამისობაო. ამისათვის გადავუგზავნე ინვოისები გადამზიდ კომპანიას, რათა საბაჟოსათვის გადაეგზავნათ. შემდეგ 1 კვირა და 4 დღე იყო დაკავებული საბაჟოზე და მეხუთე დღეს მომწერეს ამანათის გატანა შეგიძლიათო. მივედი და გამოვიტანე. სულ ეს არის. ანუ საბაჟომ შეიძლება შეაკავოს მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ხარისხიანი შემოწმების შედეგად გამოგატანენ
შენიშვნა, უფრო მეტად კი მეგობრული რჩევა: შედარებით საკმაოდ იაფი კი დამიჯდა ამ იარაღის ჩამოტანა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო გირჩევთ, რომ ვისაც ამერიკული პნევმოს ყიდვა მოგინდებათ, ცოტაც მოითმინეთ, თანხა დაამატეთ და გრეგორთან იყიდეთ, რათა მერე ჩემსავით არ ინანოთ
მეგობრული რეკლამა გრეგორს.
ხ.მ.ე.ლ.ო
მე ვიცი რომ ბესტექსი თავისივე ოფისში ანბაჯებინებს ყოველგვარი ზედმეტი სირბილის გარეშე : ) 6 იანვარს გამოვიტანე ბოლო ნიტრო და მსგავსი არაფერი მომხდარა, მიუხედავად იმისა რომ განბაჟება არ დაჭირდა, გადასამოწმებლადაც არ წაუღიათ, თუ ახალი მოიფიქრეს რამე, მაშინ უნდა ველოდო მეც სიახლეებს ჩემს მარადასთან დაკავშირებით : ))
თუ პარამეტრებზეა საქმე, მაშინ შეიძლება ჩემს თოფზეც იგივე მოხდეს, სხვა უკვე გარკვეულ ნივთებზე კი ბესტექსის ოფისშივე ანბაჟებენ ყოლიფერს : ))
gela
TARASICHA
რა გჭირთ ხალხნო
პროსტა აქვს უფლება საბაჟოს ამორჩევითათ გააჩეროს ნივთი და შეამოწმოს. თუ აღმოჩნდა რომ ინვოისი არ მოყვება მაშინ მათი ავადმყოფური ტვინი იწყებს უკუღმართად მუსაობას
ეგრე მეც რომ ჩამოვიტანე 120$-იანი ულტრაბუქი და მიუხედავად იმისა რომ მივუთიტე გადამზიდავს რომ 120$-იანია, მისვლისას დამხვდა წითელი სკოჩით გადაფუთული ყუთი, ანუ არ დაიჯერეს და გადაამოწმეს, პროსტა შიგნით იდო ინვოისი და ვერაფერი თქვეს, რომ არ ყოფილიყო ინვოისი ჩვეულებრივად დაიტოვებდნენ და ჩემგან მოითხოვდნენ იმეილს ან ინვოისს...
თუმცა ეს ბოლო პუნქტი არ მესმის რა, აი მომკალით და არ მესმის ონლაინში მიღებულ ნებისმიერ წერილს და ინცვოისს ისე გადავაკეთებ რომ 10000000$-იანს 10$-ს ჩავუწერ და ჩემს ფეხებს გადაამოწმებენ, მაინც ფორმალობაა და რაღას ითხოვენ აი მაგას უკვე ვეღარ ვხვდები
ja_ja
ჩემსას სავარაუდოდ კი არა აუცილებლად მოაყოლებენ ინვოისს, ბედი მაქვს ასეთი მარადა დაჯდა ადგილზე 420 ამერიკული უზალთუნი, გამოგზავნა 68 ქურუში და გაბაჟების გარდა კიდევ რა თამასუქი უნდა შევუზიდო. შემთხვევით სადმე რამე ყური ხომ არ გექნება მოკრული ამ საკითხთან დაკავშირებით? : ))
gela
ჰოდა ახლა 420+68 =488 +18%=575.84 * კურსზე ლარებში
ამას მერე დაემატება საბაჟოს მომსახურების საფასური (5 ევრო) ადრე ვეჩნა 11 ლარს იღებდნენ არ ვიცი ახალ კურსის გამო თუ შეცვლიან. დალშე იმპორტის გადასახადი 1 თუ 2 ლარი, ასევე ვითომ და უფასოდ მარა მგონი 30 ლარს დაამატებს გადამზიდავი კომპანია საბუთების გაფორმება გამოფორმებაში და დალშე ბანკში, ეს მომსახურების ღირებულება, დ.ღგ.ს და იმპორტის გადასახადის სათითაო გადარიცხვისთვის თითო თითო ლარი, სულ 3 ლარი.
ჰო კიდევ პაწუა რჩევა, საგადასახადოს გადასარიცხი თანზები ზოტა ზედმეტობით გადარიცხე, ასე 1 ლარი წაამატე რა თორემ ეგ ჩათლახები კაპიკებში ცვლიან ხოლმე თანხებს სანამ ანგარიშზე თანხა დაჯდება, მერე შენ სიტყვაზე 11 ლარი გაქვს გადასახადი და იქ აღმოჩნდება რომ 11 ლარი და 5 თეთრია. ამ 5 თეთრს იასნია კაციშვილი არ უყურებს, ეს ჩემისები კიდევ 1 წლის მერე პანიკას წევენ რომ აი გადასახადები არ გადაიხადე ჰაი ჰუი, ვალი გაქვს სახელმწიფოსი და ამ ტილიანი კაპიკების გამო დაგადებენ ჯარიმებს დაგიყადაღებენ ყველაფერს და მერე შენ გიწევს სირბილი და დედის გინება რომ გიჟები ხომ არ ხართ ეგრე არაა ასეა და კაროჩე რა...
ჩვენთან ხომ იცი სასამართლოში პროკურორმა კი არ უნდა დაამტკიცოს რომ დამნაშავე ხარ პირიქით შენ უნდა დაამტკიცო რომ უდანაშაულო ხარ თან არ სჯერავთ რომ ეუბნები არ დამიშავებია :0 გეუბნებიან აბა რითი დაამტკიცებ რომ არ ხარ დამნაშავეო
კაროჩე მე 2-ჯერ მომიწია ეგრე მაგათ გამო სირბილი დღესდღეობითაც რაღაც 1 თეთრი მაწერია და ონლაინით გადახდა არ ხდება, პლიუს ის ძველი კოდი გაუუქმებიათ და ბანკების მეშვეობითაც ვერ გადაიხდი, უნდა მიხვიდე მაგათთან ფილიალში და იქ რაცხა უნდა გაასწორებინო, მანდ მესვლა მეზარება და ყოველწელიწადს სატელეფონო დრუჟნი გინება გვაქვს ხოლმე
ამასობაშირომ ვიცი ეგეთი ამბების პონტი, სპეციალურად ყველა შესაძლო ანგარიშზე ზედმეტობით მაქვს საგადასახადოში თანხა შეტანილი ზოგან 1 ლარი ზოგან 10 ლარი (იქ იმპორტი, აქ მიწის გადასახადი, აქ დღგ და ასე შედმეგ), მარა ამ დაწყევლილი რაცხა ანგარიშზე ვერ შემაქვს ვერაფერი და ყოველ წელიწადს რაცხას მიბლოკავენ . ასე რომ გაითვალისწინე ბანკში საბუთებით რომ მიხვალ მიაშავე რაცხა თეთრებით მეტი მაინცა ან თუ ზუსტად გადაუხდი მერე საგადასახადოს გვერდზე შედი 4-5 დღის მერე და შეამოწმე რაიმე არასწორად ხომ არ დაიანგარიშეს
ხ.მ.ე.ლ.ო
ხ.მ.ე.ლ.ო
Mე 18-ში მივიღე ბარამით და არანაირი პრობლემა. ვფიქრობ რაღაც მიზეზი იქნებოდა და ამის გულისთვის საქართველოს ნუ უწოდებ უბედურს
ეს ვიხალისოთ თემაში უნდა ჩამეწერა წესით მაგრამ აქ იყოს, მოკლედ გუშინ გამოუშვა ბესტექსმა მარადა და http://www.amazon.com/gp/product/B00B4OXKZ8/ref=oh_details_o01_s00_i00?ie=UTF8&psc=1 და არ გამომიგზავნა http://www.amazon.com/gp/product/B008TWR35Q/ref=oh_details_o00_s00_i00?ie=UTF8&psc=1 იმიტომ რომ ეგ ცეცხლსასროლისააო, მივწერე, მეთქი იარაღი გამომიგზავნეთ, ოპტიკურუ სამიზნე გამომიგზავნეთ და მაგ ოპტიკური სამიზნის კრონშტეინებია თქო, მოკლედ ცირკია ცირკი
მწერენ რომ
ბესტექსი:: , რაც მოდის პნევმატურ იარაღთან ერთა იმაზე პრობლემა არ არის. კონკრეტულად ამას არ გამოაგზავნიან რაც ცალკე იგზავნება, ამერიკიდან ვინაიდან ითვლება როგორც ცეცხლსასროლი იარაღის აქსესუარათ რომლის ტრანპსორტირებაც აშშ-დან აკრძალულია. შეგვიძლია უკან დაუბრუნოთ მაღაზიას.
ჩემი პასუხი ოპტიკური სამიზნე თუ შეიძლება ხალხო, მისი კრონშტეონები რაღა გახდა? : )) რა შუაშია აქ ცეცხლსასროლი? ეს უშუალოდ სამიზნის აქსესუარია და არა ცეცხლსასროლის : )
კიდევ კარგი არ დავუკვეთე მათან უნდა გამეშვა რინგები
gela
აზრზე არა ვარ
gela
და ვერ უთხარი იმ რინგებს პირდაპირ აწერია: AIRGUN?
მე კამექსით ჩამოვიტანე bug buster უპრობლემოდ , არც შეჩერება , არც კითხვა და არაფერი.
პირმიდაირიდან ვინმეს ხო არ ჩამოუტანია ან რამე პობლემა ხო არ შეგქმნიათ მაგ საიტიდან ჩამოტანასთან დაკავშირებით??
bako888
ყველა თემაში ერთი და იგივეს ნუ წერ.
საიტს კონკრეტულად პრობლემა არასდროს არ აქვს, პრობლემა ქართულ გადამზიდავ კომპანიებს აქვს და არა ამერიკულ საიტებს.
ჩამოუტანია მაგ საიტიდან არაერთს და პრობლემა არც მაგ საიტთან და არც ამაზონთან და არც სხვასთან არ ყოფილა. საიტს იმენნა ახატია, გადაუხადე, მისამართი მიუთითე და თუ შტატი სადაც აგზავნი რაიმე შეზღუდვებს არ აწესებს, არანაირი პრობლემა არ იჩითება, დალშე პრობლემები მხოლოდ ქართულ კომპანიებთან უნდა გაარკვიო
კაროჩე ამ ბესტექსმა ხან ჩამომაქვს და ხან არა შენი რინგებიო, გუშინ გადმომირეკეს და გავარკვიეთ, იქითა რეისზე გამოგიგზავნითო, ახლა ვურეკავ საიტზე არ ასახულა თქო და, ბოდიშითო რაღაც გაუგებრობა მოხდაო და ისევ ვერ გიგზავნითო, მოკლედ გაგიჟებას ვარ , 30 მმ ვივერის რინგები რომ 30 მმ დოვეტაილებში გამიცვალოს, არის ვინმე ისეთი, თანხას დავუმატებ ან რა ვიცი მიშველეთ რამე თორე გავაქანე აი მარადიორი და შემუანარცხე კედელაზე
gela
ლილოს ბაზრობაზე არ გინდა რო გახვიდე?
ხვალ შაბათია და ის მაღაზია ღია იქნება სადაც ეგენი აქვთ, სათამაშოების რიგშია.
თუ ხარისხი არ მოგეწონება დროებით მაინც დააყენებ, 10 ლარის დედაც ვატირე.
მოკლედ კამექსს მივწერე და მე ჩამოგიტანო მაგ რინგებსო, ხოდა ავდექი და გავიარე რეგისტრაცია მაგათთან, იმან ჩემი პირადი კოდი მომანიჭა, მერე ეს ყველაფერი გავუგზავნე ბესტექსს და ვუთხარი რომ კამექსის მისამართზე მიეტანათ, და კაიო : ) მოკლედ თუ ახლა კამექსმა არ აღმოაჩინა და არ გადათქვა ამათსავით, რომ უიოო, ეს რა დაგვემართაო და ჩვენც ვერ ჩამოგიტანთო , მერე უნდა ვიკაიფო რაა, ახლა ამათ უნდა გადავაგზავნინო ბარამთან, მერე იასნია ისინიც ვერ ჩამოიტანენ, ( აბა ამათ ვერ ჩამოაქვთ და... )) ხოდა მერე ბარამიდან ისევ ბესტექსთან გადავამისამართებ, იქიდან ისევ კამექსი და ასე გავაგრძელებ სანამ რონგები ისე არ გაიცვითება რომ საწყობში მისული შორიდანვე იცნონ საწყობის თანამშრომლებმა, ნუ მანამდე მე უკვე მექნება ნაშოვნი, ბაზარი არაა, მაგრამ ამით დავსაჯი და ვამოგზაურებინებ ჩემს დოვეტაილის რინგებს : ))) გაყინულ ტვინიანები არიან ეს ჩვენის გადანგრეულები რაა, იარაღი მოაქვთ, ოპტიკური სამიზნე მოაქვთ, http://www.amazon.com/gp/product/B008TWR35Q/ref=oh_details_o00_s00_i00?ie=UTF8&psc=1 აწერია, ჩათვალეს რომ ცეცხლსასროლისაა და გამიჩერეს, ნეტა ის ვიღაც ....ლე ამანახა, ვისი უტვინო და ზერელე დამოკიდებულების და გადაწყვეტილების საფუძველზეც ეს რინგები გამიჩერეს, რომ თვალებში იდაყვი ჩავაცეცხლო, სულ თავში უნდა ვურტყა გამოგზავნილი ოპტიკა და მარადა შრაუდერით უნდა გავუყეთო ერთ ადგილას და გამოვკრა ცეპე 300-ით
ხ.მ.ე.ლ.ო
ოპტიკაძე ვკითხე კამექსს და ეს მომწერეს და რა კუკობაა, ანუ ამათ გარდა ყველაფერი შეიძლება ?
მდაა ეს მგონი ის თემაა თავდაცვაში რომ გვითხრა ტიპმა
კაროჩეო ედიკას დროსო საჭირო იყო იარაღის რეესტრის გაკეთებაო და იმის მაგივრად რომ სპეციფიკაციები ჩამოეწერათ ჩამოწერის ყველა იარაღი რაც ინ დროს იცოდნენო და დღეს მაგალიტად მაკაროვი იყიდება მაღაზიაში და რეალურად სახელმწიფო იარაღის რეესტრშია შეტანილიო ანუ წესით ნებისმიერ დროს ოფიციალური მოწმობის მქონე მაკაროვის პატრონს შეიძLება დაადგნენ თავზე და გაუტრაკონ უკანონოდ გაქვს იარაღი რადგანაც სამხედრო დანიშNულების სახელმწიფო რეესტრშია შეტანილი და ამის გამო არ შეიძLება სამოქალაქო ბრუნვაში იყოსო
იგივე ჩანს მაგ სიაში მანდ არის რუსული ოპტიკური პრიცელების სია "იდიოტები" სხვა სახელს ვერ ვნახულობ, ანუ რუსული ოპტიკური სამიზნეები შეტანილია იგივე სამხედრო დანიშNულების რეესტრში შესაბამისად საბაჟოს ამობეჭდილი აქვს, გაკრული აქვთ რომ აკრძალულია და მისი შემოტანა არ შეიძლება.
ამათ უტვინო თავში ჩამახედა რა ან ვინ იყიდის მაგ კუკუობას, ან რომელი სამხედრო იყენებს ჩვენთან მაგ ოპტიკებს ვაი ამათ პატრონს და იმის პატრონს ვინც ეგ შეადგინა 300-ჯერ ვაი მაგის პატრონს რომ რუსული იარაღისა და ოპტიკის გარდა ვერაფერი მოიფიქრა.... ზარმაცი იყო ტიპი და იმის მაგივრად სპეციფიკაციები ჩამოეწერა ადგა და ნუსხა შექმნა რუსული სამხედრო წარმოებისა რომელიც დღეს სახელმწიფო რეესტრშია და აფსოლუტურად გამოუდეგარია, მაგრამ ამასობაში მაგ ზარმაცი უტვინო კაცის გამო სხვა ყველაფერი დანარჩენი რადგან სახელმწიფო სამხედრო დანიშNულების ნუსხაში არ არის, აკრძლული არაა სამოქალაქო ბრუნბვაში
კომიკურ ფილმში ვცხოვრობთ რა ბლიაძ ბუდუ
ხ.მ.ე.ლ.ო
ხალხნო და ჯამაათნო
გეგულებათ რომელიმე მაღაზია, რომელიც ჩვენი თხოვნა-შეკვეთის შედეგად ჩამოიტანს პნევმატურ იარაღს?
მე მინდა პნევმოს გამოწერა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მეშინია, ერთხელ, ცოტა ადრე ჯერ იყო და იარაღი რომ ჩამოვიდა საბაჟომ გამიჩერა, სანამ ინვოისები არ ვაგზავნე არ გამომატანეს. მერე იყო და თოფი რო გავხსენი მომეწონა, მაგრამ ლულაში რო გავხედე, რამის ინფარქტი მივიღე, 700 ლარი თოფი დამიჯდა (თან მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და წვალებით ვაგროვებდი ფულს ) და ამ დედა აფეთქებულს ნარეზები არ ჰქონდა ლულაში, ანუ დეფექტური იყო
ჰო და, ამ ყველა ცუდი მოსალოდნელობისგან რომ თავი ავირიოდოთ, რომელიმე მაღაზია თუ იცით, რომელსაც ვთხოვთ ესა და ეს პნევმატური იარაღი მინდა და ჩამომიტანეო, დაახლოებით ფასს გვეტყვის და თუ თანახმა ვიქნებით ჩამოვატანინებთ.
ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ადრე მქონდა ასეთი შემთხვევა, მივედი ვაგზალზე შედარებით ახალ გახსნილ პნევმო მაღაზიაში, სადაც თურქული თოფები ჰქონდათ და ვკითხე ამერიკულ პნევმოზე ჩამოიტანთ თქო? და კიიო და ფასიც მითხრეს მიახლოებით. ხო და იქ საუკუნეა არ ვყოფილვარ და არც ვიცი რა ხდება, ამიტომ მაინტერესებს თქვენგან სანამ იქ მივალ, გეგულებათ მსგავსი მაღაზია რომელიც ჩვენი დავალება-სურვილით ჩამოგვიტანს პნევმოს?
ხ.მ.ე.ლ.ო
რა იარაღი გინდა , აქ არ იყიდება?
ხ.მ.ე.ლ.ო
პმ-ში მოგწერე
1200 მანათი მაინც დაჯდება ეგ და მაგ ფასში იეთ აირ არმსები იყო მაგნუმში , დაგბურძგლავდა
ხ.მ.ე.ლ.ო
ცოტა თემის გარე კითხვაა მარა პცპ-ზე იმენნა აცრილი გაქ ?)) ისევ ზდპ გინდა?
იქნებ და პცპ-ეა შენი მოწოდება და მოსინჯო)
ხ.მ.ე.ლ.ო
რა იარაღი ჩამოიტანე ნარეზები რომ არ აქვს?
ხ.მ.ე.ლ.ო
4.5 მილიმეტრიანი და 1200 ფპს-იანი იარაღის გამოწერა შეიძლება? ცოტა ჩამოვრჩი ამ თემას და დღეს ვუბრუნდები
nso
კი. უპრობლემოდ
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services