მოგესალმებით
მინდა პნევმატური თოფის შეძენა, გთხოვთ შემარჩევინოთ სასურველი მოდელი, ვარ დამწყები, აქამდე არასდროს არ მქონია. მომწონს "ბულპაპი"-ს სტილის მოდელები. მინდა ისეთი იარაღი შევიძინო რომელზეც შემდგომ რაღაცეების მიყენების და "აფგრეიდის" საშუალებაც იქნება რომ მუღამი არ დამეკარგოს. ძირითადი მიზანი არის სხვადასხვა ტიპის უსულო სამიზნეებში სროლა, 30-70 მეტრის რადიუსში. გამოყენების სიხშირე - თვეში 2-4 დღე. ასევე მაინტერესებს რომელ მაღაზიას უწევთ რეკომენდაციას სადაც შეიძლება შეძენა? უპირატესობას ვანიჭებ ახალს და ადგილზე (თბილისი) შეძენას.
ბიუჯეტი - 1500 GEL. + -
პ.ს. ჩემი პირველი პოსტია და იმედია ფორუმის წესები არ დამირღვევია
ჩემი რეკომენდაციაა ARTEMIS P15. www.iaragi.ge
Irakli panjijidze
რადგანაც ბულპაპი გაქვთ შერჩეული და ფასიც. რათქმაუნდა არტემისი პ15
დავეთანხმები გელას
მადლობა მეგობრებო. გავხდი artemis p15 - ის მფლობელი თუ იცით ამაზე რომ დადგეს რომელი ბიპოდი უნდა შევიძინო? ასევე ტრანსპორტირებისთვის ჩანთა სად შეიძლება შევიძინო? პ.ს. რომელი უცხოური საიტიდან იწერთ ხოლმე აქსესუარებს?
Irakli panjijidze
მშვიდობაში კაი სროლებში და გასწორებაში მგონი თვეში 2-4 დღე არ გეყოფა თუ პირველი პცპა შენთვის
Irakli panjijidze
შეგიძლია EBAY-დან გამოწერო, ყველაფერი რაც იარაღს შეეხება, გამოვწერე მანდედან (ბიპოდი, ჩანთა, ტყვიები, საწმენდი, ქრონი, ოპტიკა) ოღნდ გამოვიყენე სხვადასვხა გადამზიდავი. ოპტიკა გზავნილმა ჩამომიტანა, დანარჩენი კამექსმა
...........................................
https://radikal.ru
https://radikal.ru
მადლობა მეგობრებო კარგად დამეგობრება ვერ მოვასწარი ჯერ იარაღთან, მაგრამ ზაფხულში გამოვნახავ დროს აუცილებლად ) ყველაფერი შევიძინე რაც მეტნაკლებად ვთვლიდი რომ გამომადგება. ერთადერთI ბიპოდის დასამაგრებელი ადაპტერი დამრჩა და მაგასაც ვიშოვი იმედია მალევე
მოიცა რომელ თოფზე P15-ზე გინდა ბიპოდი?
სანამ რაიმე ადაპრეტს დაითრევ ჯერ ბიპოდი განსაზღვრე რომელს ყიდულობ, იმიტომ რომ რამდენიმე ტიპის დამაგრების მეთოდი არსებობს, შესაბამისად ერთი ტიპის ადაპტერი რომ დაითრიო და მეორე ტიპის სამაგრიანი ბიპოდი, მაგრა გაწვალდები.
ჯობია ჯერ ბიპოდი აარჩიო და მერე უკვე სახარჯი მასალაა სამაგრი, უმეტეს წილად ან ქამრის სამაგრ ანტაბკიანები არსებობს ან ვივერის რელსზე დასამაგრებელი, ევრო რელსი, ბოლტიანი, ტრუბიანი, ლულაზე დამაგრების სისტემით და ხამუტიანები გამორიცზე, გაგაწამებს ან არაადეკვატური ფასები აქვს ეგეთ გადამყვანებს. გადამყვანი როგორც წესი უნდა ღირდეს 5-10$-ის ფარგლებში და მაგალითად ევრო რელსის შეიძLება 100$-იც კი დაგიჯდეს რა ჭირად გინდა ეგეთი ადაპტერი
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services