ამასწინათ გადმოვწერე chairgun pro-ს პროგრამ რომელსაც ძალიან მაგარი გრაფიკები და ფუნქციები აქვს, დაწყებული მილდოტის კალიბროვკით დამთავრებული ტრაექტორიის გრაფიკებით!
მაინტერესებს ვინმე თუ იყენებს ამ პროგრამას, მე ძალიან მომეწონა, აი მაგალითად ესეთ რამეს აკეთებს
მონაცემებში შევიყვანე
1.ტყვიის წონა 10.5 გრანი
2.სიჩქარე 290 მ/წ
3.ოპტიკის სიმაღლე ლულიდან 4.495
4.ტყვიის ბალისტიკური კოეფიციენტი 0,025
5. ოპტიკის moa რათქმაუნდა 1/4
6.kill zone, ამას თქვენ ირჩევთ, მე ავირჩია 15 მილიმეტრი
მოკლედ მომცა ასეთი გრაფიკი
http://www.radikal.ru
ამ გრაფიკს თუ დაუჯერებთ და ოპტიკას 35 მეტრზე გავანოლებთ მივიღებთ შემდეგ შედეგს, 13.5 მეტრიდან 39.4 მეტრამდე ჯვრით რო დაუმიზნო 15 მილიმეტრს არ გაცდება ტყვიის ტრაექტორია, ანუ არ გჭირდება არანაირი მილდოტებით კორექტირება, დაასვავ ჯვარდ და ესვრი პირდაპირ
სხავათაშორის მარტო გრაფიკებს არ დაუჯერე და გამოვცადე რეალობაში, მინდა გითხრათ რომ ამართლებს
feroni
რაც შენ დადე მონაცემები პრაქტიკული ნადირობისთვის იდეალურია ჩმა
feroni
მაგას იყენებს ძალიან ბევრი ამ ფორუმზე, ნუ ვისაც მასეთი პროგრამა სჭირდება მაგაზე მაგარი მე არ მეგულება
მდა...ძალზე შთამბეჭდავი შედეგებია! პატარა ხელის შევლება უნდა ჩემს დისკოს, მერე chairgun pro- ში ემულაცია და ბოლოს ოპტიკის ტირში გასწორება!
ხო კიდევ რაც ძალიან მომეწონა ამ პროგრამის, აქვს ფუნქცია რომლის მიხედვითაც შეგიძლია შენ თვითონ გამოთვალო ბალისტიკური კოეფიციენტი, რაც საკმაონდ ადვილად კეთდება
აი ამ ვიდეოში არის ყველაფერი აღწერილი კონკრეტულად რა და როგორ უნდა გააკეთო
ვხსნი ახალ თემას, ვინაიდან საინტერესო რაღაცეები აღმოვაჩინე ბალისტიკასთან დაკავშირებით ღამის მიზანში.
შრომა რომ არ დაგეკარგოთ ცალკე თემა გავხსენი და ისე მომავალში თუ თქვენით გახსნი თემას უკეთესი იქნება.
ilariona
გაიხარე
feroni
აჰა კიდე ერთ საინტერესო ინფოს დავაგდებ, ნუ ჩემთვის საინტერესოა ყოველ შემთხვევაში და იქნებ თქვენც გამოგადგეთ
ყველა მონაცემი იგივეა რაც ზევით წერია, ამ მონაცემების გათვალისწინებით ვდებ, ყოველი ხუთი მეტრის შესაბამის კლიკების რაოდენობას, 35 მეტრიდან 100 მეტრამდე
მაშ ასე
35 მეტრი-0 ვერტიკალურ კლიკზე
40 მეტრი-3 კლიკი ზევით
45 მეტრი-7 კლ.
50 მეტრი-12 კლ.
55 მეტრი-17 კლ.
60 მეტრი-22 კლ.
65 მეტრი-28 კლ.
70 მეტრი-34 კლ.
75 მეტრი-41 კლ.
80 მეტრი-47 კლ.
85 მეტრი-55 კლ.
90 მეტრი-62 კლ.
95 მეტრი-70 კლ.
100 მეტრი-78 კლ.
ზუსტად თუ არა დაახლოებით მაინც იმუშავებს ეს მონაცემები, მე მქონდა გასწორებული ადრე 50 მეტრზე და 12 კლიკს რო გავაკეთებდი ვერტიკალში ქვევით ზუსტად ჯდებოდა 35 მეტრზე, ასე რომ ეს ორი მანძილი გამოცდილი მაქვს და ალბათ დანარჩენებიც სწორი იქნება, ზევიდან ქვევით თუ მუშაობდა ქვევიდან ზევითაც უნდა იმშაოს მემგონი!
იგივე შეგიძლია გააკეტო ჰორიზონტალისთვისაც, ამგვარად ყველაფერი განოლებული იქნება
მოდით ბარემ მილდოტებსაც დავამატებ, ანუ რა მანძილზე რომელი მილდოტით უნდა დაუმიზნო, რო მიზანში მოარტყა, სამიზნე არის ისევ და ისევ 15 მილიმიეტრის დიამეტრის
ოპტიკა განოლებული გვაქვს 35 მეტრზე და ყველა მონაცემი იგივეა
ეს მონაცემები მუშაობს ნამდვილი მილდოტისთვის, ყველა ოპტიკას თითქმის სტანდარტული აქვს ეს მონაცემი და ის შეადგენს 3.438 moa/dot @10x
როგორც ზევით დავწერე ეს არი 10X ზუმზე გათვლილი მონაცემები
10 მეტრი--(-1.45) mil
15 მეტრი--(-0.30) mil
20 მეტრი-- 0.11 mil
25 მეტრი-- 0.21 mil
30 მეტრი-- 0.16 mil
35 მეტრი-- cross hair
40 მეტრი--(-0.22) mil
45 მეტრი--(-0.50) mil
50 მეტრი--(-0.81) mil
55 მეტრი--(-1.16) mil
60 მეტრი--(-1.53) mil
65 მეტრი--(-1.94) mil
70 მეტრი--(-2.37) mil
75 მეტრი--(-2.82) mil
80 მეტრი--(-3.30) mil
85 მეტრი--(-3.80) mil
90 მეტრი--(-4.32) mil
95 მეტრი--(-4.87) mil
100 მეტრი--(-5.44) mil
feroni
შენ თუ არ ვცდები კროსმან პრემიერის ბალისტიკური კოეფიციენტი შეიყვანე ამ კალკულატორში და მე თუ არ ვცდები ამაში გამოდის რომ შენ ცდები ან ციფრის შეყვანაში რადგან კროსმან პრემიერს აი ეს კოეფიციენტი აქვს 0,04788 და არა 0,025 ჩემი თუ არ გჯერა შეგიძლია ამ ცხრილს გადაავლო თვალი http://www.airgun.ru/articles/ammunition/article18.htm ისე ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ვინმეს კალკულატორი არ იტყუება თუ ის არის კონკრეტული ერთი ტყვიისთვის შექმნილი და არამგონია ამ კალკულატორმა რომელიც ელიავაზე მდგომ მუშას წააგავს რამე გააკეთოს ისე როგორც შენ ელი.
kaka8079
რავი რაც მონაცემები მომცა შევამოწმე პრაკტიკაში და რეალურ შედეგს იძლევა, თან ამ კალკულადორს იყენებს მთელი იუთუბი, ამერიკიდან დაწყებული ინგლისით დამთავრებული, ედგანი გაგებული გექნება მემგონი, ეხლა მაგან თუ სროლა არ იცის და კალკულატორის შერჩევა მაშინ ვის აზრს დავეყრდნო შენ მითხარი და დაგიჯერებ.
ბალისტიკურ კოეფიციენტს რაც შეეხება ამ პროგრამას აქვს ამ ტყვიის კოეფიციენტი და ის შევიყვანე, ხვალ კიდე ჩემით გამოვთვლი მაგას ძალიან მარტივი პროცედურაა და თუ პროგრამა ცდება რეალურ მონაცემს შევიყვან და ციფრებსაც შევასწორებ
ელიავას მუშა კარგი იყო
აგერ ამ ტიპის ვიდეობეი კი ნანახი გექებათ მაგრამ მაინც დავაგდებ, ეს იყენებს ამ პროგრამას და საკმაოდ წარმატებითაც
აგერ მაინც არ მეძინება და ესეც ახალი ცხრილი კაკას მოწოდებული მონაცემით, Cum-ის კოეფიციენტი იური ოსიპენკოს მიხედვით არის 0.04788
მმეტრი/კლიკი/მილდოტი/ვარდნა სმ.
10/23/-1.58/0.594
15/6/-0.42/1.349
20/0/0.01/2.422
25/-2/0.14/3.823
30/-2/0.12/5.56
35/0/0/7.645
40/3/-0.18/10.086
45/6/-0.39/12.895
50/9/-0.64/16.081
55/13/-0.92/19.656
60/17/-1.21/23.631
65/22/-1.53/28.016
70/27/-1.86/32.825
75/32/-2.2/38.067
80/37/-2.55/43.756
85/42/-2.92/49.904
90/48/-3.3/56.523
95/53/-3.69/63.627
100/59/-4.09/71.229
ერთ-ერთი გზა როგორ განვსაზღვროთ მანძილი და კლიკების მეშვეობით გავასწოროთ მიზანი ამ მანძილზე.
მოკლედ ეს რამოდენიმე დღეა ექსპერიმენტებს ვატარებ, ოპტიკის კლიკებთან და cum-ის ბალისტიკურ კოეფიციენტთან დაკავშირებით, ზევით კაკამ რო ელიავას მუშა უწოდა იმ პროგრამით ვხელმძღვანელობ
მოკლედ კაკას მინდა უთხრა რომ ეს იური ოსიპენკოა თუ ვიღაც , არ ვიცი მაგან როგორ და რანაირად გამოითვალა ის კოეფიციენტი მაგრამ მინდა გითხრა რომ ახლოსაც არ არის რეალურთან, ჯერ ერთი როგორ შეიძლება ამხელა განსხვავება იყოს ასეთი პატარა წონის ტყვიაში, 0.47-0.25=0.22 ეს უკვე 5-6 გრეინიანი ტყვიის კოეფიციენტის ტოლია, ისევ ოსიპენკოს ცხრილს თუ დაუჯერებთ.
მოკლედ ჰაერიდან რო ამ მოვიტანო სიტყვები, ამიტომ ორი დღეა კლიკებს ვეჩალიჩები და ვისვრი როგორც კაკას მოწოდებული კოეფიციენტის მიხედვით ისე პროგრამის მიხედვით, შედეგი ასეთია იურის კოეფიციენტის გათვლებით ვერც ერთი სამიზნე ვერ მოვკალი, აი პროგრამის მიხედვით ჯერ ჯერობით არ ამიცილიებია.
ნოლი გადამქონდა 70, 75, 80 და 85 მეტრზე, მტრედს დავასვავ ჯვარს ვესვრი და ვარდება, სროლას ვაწარმოებ სახლიდან, მაგიდაზე მიდევს ბალიში, ფანჯარა ღია და...
მოპირდაპირე კორპუსებზე მანძილები გაზომილი მაქვს გრიგოლის მანძილმზომით, როგორც ჯაჯამ მითხრა მაგ მანძილმზომს მაქსიმუმი ცდომილება აქვს 2 მეტრი, ჰოდა მაგიტო მტრედს უმიზნებ ხოლმე კისერში, მაგრამ რამდენიც ჩამოვარდა ყველას გულმკერდში ქონდა მოხვედრილი, მხოლოდ ერთი მტრედს კონდა კისერში მოხვედრილი, ისიც 70 მეტრის მანძილზე, უფრო შორს ყველა გულში ხვდება.
ჯერჯერობით რეალური კოეფიციენტის გამოთვლა ვერ მოვახერხე, უფრო სწორად გასვლა ვერ მოვახრხე თორე მაგის გამოთვლა ძალიან ადვილია, გადაივლის ახალი წლები და მაგის შედეგებსაც დავაგდებ, ჯერ ჯერობით კი ფაქტი ჯიუტია თან ნამეტანი
feroni
ყოჩაგ ,შენ უკვე აღარ ხუმრობ, იქნებ შემახსენო რა თოფი გაქვს?
feroni
კოეფიციენტს რაღაცნაირად ითვლიან, 10 50 და 100 მეტრაზე მგონი რამდენ ენერგიას გაძლევს, მერე იმას რაღაცაზე ამრავლებენ ყოფენ... მოკელდ მთელი ფილოსოფიაა და ისე იღებენ ბალისტიკურ კოეფიციენტს.
ისე იმ ჩაირგანის ბალისტიკურ კალკულატორშI არ არის კროსმან პრემიერი 10.5 გრანიანი, ეგ იგივე CUM-ია
feroni
მაგარი საინტერესო და საჭირო პროგრამაა ,მარა ინგლისურ ენაზეა და ჩემთვის ცოტა რთულია გაგება,, აი ეს ვიდეო ვნახე იუთუბზე დაახლოებით იგივე პროგრამაა ტყვიის ტრაეკტორიის გასათვლელად ,რუსულ ენაზეა და თან ეს ტიპი ძაან მაგრად ხსნის თუ როოგორ უნდა გამოიყენო ეს პროგრამა იქნებ ვინმეს გამოგადგეთ
ამ ლინკზე შეგიძლიათ ამ პროგრამის გადმოწერა
http://ada.ru/guns/ballistic/calc/pc/index.htm
დიდი ილიას სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი :,, არც უწიგნურობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა ". ანუ პრაქტიკაც აუცილებელია და თეორიაც . ჩვენ საქმეში კი ამის საუკეთესო მაგალითს ბალისტიკური კალკულიატორი წარმოადგენს. რაც თეორიულ ცოდნას გაგვიღრმავებს...
სულ მაინტერესებდა 100 მეტრის იქით რა ძალით ( ანუ რა სიჩქარით ) იფრენდა ტყვია და საერთოდ სადამდე ( ანუ რა მანძილამდე ) ექნებოდა ტყვიას ისეთი ძალა , ბეღურა ჩიტი მაინც, რომ მოეკლა. ამისათვის კი გადმოვწერე ზემოთ
gocha311 -ს ნახსენები კალკულიატორი (https://www.youtube.com/watch?v=BoKu0PTphcU#t=50). არ ვიცი რამდენად სწორად გამოთვალა მარა ჩემს მოლოდინს საგრძნობლად გადააჭარბა.
განვიხილოთ ჯსბ 0,87 გრამიანი , საწყისი სიჩქარე 250 მ/წმ , ბალისტიკური კოეფიციენტი 0,06. ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსი ( კალკულიატორს თუ დაუჯერებთ დაბალ ტემპერატურაზე უფრო შორს მიდის ტყვია ვიდრეე მაღალზე) . აღმოჩნდა შემდეგი: 100 მეტრში ტყვია ინარჩუნებს 197 მ/წმ -ს ( ეს 17 ჯოულია ). 420 მეტრში 100 მ/წმ -ს ( ეს 4 ჯოულია ) და კიდევ ამ მანძილზე ტყვიის ვარდნაა 28 მეტრი . ანუ ამ მანძილზე თუ ჩიტს მოხვდა ( რაც თითქმის წარმოუდგენელია) ჩიტს მოკლავს. აგერაა და ნახეთ თქვენც
რამე ტელეფონის აპლიკაცია არ არის?სიტყვაზე რომ მივუთითო ჯვარი 50 მეტრზე და მერე მანახოს მილდოტები სად და როგორ დაარტყამს სხვა მანძილებზე ? ძალიან საინტერესოა
კი არის, სტრელოკ. აბა ნახე. არის მაგის სხვა ვერსიებიც
https://www.youtube.com/watch?v=b_OHBCSnPug
არის კიდევ ამის სხვა მიმოხილვებიც
სალამი მეგობრებო. იმის გამო რომ არ მაქვს ქრონი მჭირდება თქვენი აზრი და დახმარება. განულებული მაქვს 28 მეტრზე, ოპტიკის ცენტრსა და ლულის ცენტრს შორის მანძილია 4.4. ვისროლე 50 მეტრზე და სტაბილურად მაძლევს ვარდნას 5სმ, ვისროლე ჯსბ-0,547. ბალისტიკური პროგრამის მიხედვით სიჩქარე გამომდის 195 მწ- მდე. თქვენ რას ფიქრობთ, სწორად გამოვთვალე?
ნუ წესით ყველაფერი მათემატიკაა და ერთი უცნობის გამოთვლა ყოველთვის შეიძლება სწორი ფორმულის შერჩევისას...
აი კითხვა კაკრაზ მანადაა რა ფორმულით იხელმძღვანელე ან რა პარამეტრები სად შეიყვანე???
P.S. ისე ფორუმზე ბევრს აქვს უკვე ქრონი და შეიძლება რომელიმესთან მოლაპარაკება გასინჯვის კუთხით, უფრო ზუსტი ინფო გექნება და ნაკლები თავის მტვრევა
giga2010
მარტო ბალისტიკა არაა მანდ, აეროდინამიკაცაა, სერიოზულ გავლენას ახდენს ტრაექტორიაზე, (ტვიის ფრომა, ტვისტი და ასე შემდეგ)
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services