http://www.hawkeoptics.com/ChairGun3_104_Setup.exe
მოკლედ კარგო და კეთილო ხალხო, მინდა გაგიზიაროთ ეს პროგრამა რომელსაც მე პირადად წარმატებით ვხმარობ. ბევრ რამეში მეხმარება.
ვინც ვერ გიაგებს ვერაფერს მითხარით და მაქსიმალურად შევეცდები დაგეხმაროთ ინტერფეისში გარკვევა.
ვინმემ ხო არ იცით რამე ბალისტიკური პროგრამა windows mobile-ზე ოღონდ ვიზუალურად რო გაჩვენებდეს მოხვედრის წერტილს.
ანუ დაახლოებით იგივე პროგრამა რო იყოს რისი ლინკიც ზევით არის მითითებული ოღონდ windows mobile
მე http://www.ada.ru/guns/ballistic/calc/WM/BC244_WindowsMobile.zip ვხმარობ
დ შენც გირჩევ
ყველაზე კორექტულია.
http://www.nita.ru/kirill/BCalc/IBC.zip მიყენია მაგრამ არც თუ ისე მომწონს
აი http://www.nita.ru/kirill/BCalc/FTSimM.zip მაგრად ვერთობი...
კალკულატორი არ არის, ფილდ ტარგეტის სიმულატორია თავისუფალ დროს მაგარი სატამაშოა თან მილ დოტის პრაქტიკაა, ძალიან კარგია, ცადე.
nihontoman
არ გინდათ ეს თემა გამოაცოცხლოთ? ყველას გვჭირდება ბალისტიკური კალკულატორი და ნორმალურად ხმარება მგონი არავინ არ ვიცით.
თუ ვინმემ იცის რომელი ბალისტიკური კალკულატორი არის ყველაზე იოლი და კარგი გამოსაყენებელი დააგდეთ ლინკი.
თან თუ გამოყენების მანუალსაც მიაწერს ხომ სულ მაგარი იქნება.
აქ არის რაღაც კალკულატორები და ნახე აბა http://ada.ru/Guns/ballistic/index.htm
ეგ ნანახი მაქვს და გადმოწერილიც, მაგრამ ვერაფერი ვერ გავუგე
რამე კარგი ბალისტიკური კალკულიატორი ხო არ იცით Symbian_ზე. რაღაც კი დავაყენე მაგრამ არ დამევასა
ბადეს რო აჩვებედეს და ჩანდეს სავარაუდო მიხვედრის წერტილი ისეთი მინდა
http://www.nita.ru/kirill/BCalc/FTSimM.zip
ესეთი რაღაცა ხომარიცით აიფონისთვი? ნუ მე აიპოდ თაჩზე მინდა მაგრამ რა მნიშვენელობა აქვს ჯეილბრეიქიანზე
ochopintre
http://www.ada.ru/guns/ballistic/calc/Symbian/index.htm აბა კობა, მე მიყენია და ნორმალურად ვხმარობ
http://www.ada.ru/guns/ballistic/calc/Symbian/index.htm
ამასაც გადახედე აბა.. რომელი სიმბიანი გაქვს?
http://www.ada.ru/guns/ballistic/calc/Symbian9/index.htm
ხალხნო ანდროიდზე არის რამე კაი?? კვირის ბოლოს მქენება
ანდროდზე იქნება ჩემთან არაფერიიი არ არი
http://www.ada.ru/Guns/ballistic/calc/android/index.htm
norica_dragon
კი
ამ პროგრამაზე თემა, განსრუზე რათქმაუნდა, და ამ პროგრამის შემქმნელისგან
თუ რამე გინდათ მიწერეთ და ჩაამატებს http://talks.guns.ru/forummessage/91/722986.html
გაიხარე, მივამონტაჯებ ჩემს ტელზე რო ჩამოვა
და ჩემსაზე?
http://www.airguns.net/downloads/stp.zip
tem-uka
გრაფიკს არ აკეთებს ეგ არა?
არა არ აკეთებს
ვისაც კომპში გაქვთ Chairgun pro დადმიდეთ ლინკი რა , საიტიდან ვეღარ ვიწერ
ვაა ეს რა უფასო გაყიდვები მოუწყვიათ
მოიცა ვნახავ თუ მაქვს ავტვირთავ სადმე და ლინკს მოგცემ
ja_ja
გაიხარე მადლობა. ენერგიას რომ მთხოვს 16 ჯოული ჩავწერო თუ 14? რაღაც თითქოს მოკლებული აქვს ამ ბოლო დროს ძალა,ნუ ფაქტია უკვე რადმენი ხანია რაც მაქვს ეგ ფიშტო
ReMiNgToN
https://rapidshare.com/files/453493528/ChairGun_Setup_1.04b.exe
მეგობრებო, ეს პროგრამა ყოფილა ყველაზე გამოსადეგი როგორც ჩანს, ნუ მარადიორისთვის მაგალითად
ჯერ კი არ მაქ ეს მარადა, მექნება მალე, და როგორ მოვიხმარო ვერ მივხვდი ვერანაირად, ვერ დავუმუღამე...
მილ-დოტებზე ანუ ხო გეუბნება ეს პროგრამა რამდენით მაღლა და ა.შ როგორ უნდა...
არი სადმე ნორმ. მანუალი?
სიმართლე გითხრა აღარც მახსოვს, სათამაშოა და პრაქტიკაში ისე ეჩვევი, რომ
არანაირი პროგრამა არ გჭირდება.
bazuka
ანუ მაგალითად შენ ზეპირად გახსოვს რამდენ მეტრზე რამდენი მილდოტით ქვემოთ თუ ზემოთ უნდა ნადირობის დროს ზეპირად?
მე კიდე ვიფიქრე ტელეფონით და პლანშეტით უნდა ვირბინოთქო ტყეში...
ნუ ასეთუისე მანძილმზომი აუცილებელია...
რასამბობ, სადაა ნადირობის დროს მაგდენი დრო რომ ჯერ მანძლიმზომით ზომო
მერე პეოგრამაში შესწორებები შეიტანო და მერე ეს განახორციელო
პრაქტიკაში არის ასე, გაქვს თოფი რომლის მმმმ ... ასე ვთქვათ მაქსიმალური სანადირო მანძილი არის 100მ
ოპტიკას ასწორებ 50 მეტრზე, ხოდა დანარჩენი მიდის უკვე თვალის ზომით და პრაქტიკით
თუ ფიქრობ, რომ მიზნამდე მიახლოვებით არის 80 მეტრი, პრაქტიკიდან იცი რამდენი მილდოტით ქვემოთ უნდა დაუმიზნო
მარტივია, მითუმეტეს ნადირობის დროს ძვირფასია დრო და არა 2მმ-იანი სიზუსტე.
ეს პროგრამა კიდე არის სათამაშო, სადმე სოფელში წყნარად რომ ზიხქრ და რომ კაიფობ.
WARNer brother
კაი რა რა დიდი ჩალიჩი უნდა ნუ გადამრიე. უთითებ კალიბრს, ტყვიას, ნოლის ნამძილს, სიჩქარეს და ბადეს (ნუ დანარჩენ პარამეტრებს ამჯერად გამოვტოვებ, ოპტიკის სიმაღლე და სხვა, სასურველია მარა აიცილებელი არაა), დალშე გიხატავს რკალს და გიჩანს:
1) პირველი ნოლი რა მანძილზეა
2) მეორე ნოლი რა მანძილზეა
3) მეორე ნოლამდე ტყვია ზემოთ ადის და რამდენი მილდოტებით, სხვადასხვა მანძილზე სხვადასხვა მილდოტი იქნება
4) მეორე ნოლის მერე რა მანძილზე რამდენი მილდოტით ქვემოთ იქნება მოხვედრა და ასე შედმეგ
ეს უხეშად უნდა დაიმახსოვრო, ან აქვს ერთი პუნქტი სადაც შეგიძლია ამობეჭდო ბადის მიმართ რა მილდოტი რა მანძილს შეესაბამება... დალშე მაგ ამობეჭდილი ან ოპტიკის უკანა ხუფის შიგნით უნდა მიაკრა ან სადმე გქონდეს და ჩახედო ხოლმე, მარა ბაზიკას თქმისა არ იყოს, ნადირობისას სადაა მაგის დრო ჯერ მანძილი გაზომო, მერე ცხრილს ჩახედო, მერე ხელახლა ოპტიკის მეშვეობით ყველაფერი გაითვალისწინო, იქ ქარის მოქმედებაც და ბოლოს გაისროლო
ეგ ყველაფერი უდნა ხდებოდეს, ინტუიციურად და უცებ, მაგას კი მხოლდო პრაქტიკა იძლევა, ეგ პროგრამა პროსტა პირველ საწყის საკარნახო ინფორმაციას მოგაწვდის. დალსე კი შენით!
bazuka
ja_ja
აჰა ეხლა გასაგებია, ვნახე ვიღაც ამერიკელები კი ნადირობდნენ და თან მაგ პროგრამით დარბოდნენ..
მთავარია ოპტიკის გასწორებბა...
გადმოვწერე Chairgun Pro-ს უახლესი ანდროიდ ვერსია და დავაყენე ჩემ სმარტფონზე
http://postimage.org/
ხოდა მასწავლეთ ეხლა როგორ გამოვიყენო, ვინც იცით და არ გეზარებათ, ამიხსენით სად რა პარამეტრი შევიყვანო,
ნუ რაღაცეებს ვხვდები მაგრამ ბოლომდე ვერა.
maqsimusa
და უკაცრავად... შემთხვევიოთ ჯერ რომ კომპიუტერის ვერსია ჩამოქაჩO გაარკვიო რა რისთვისაა და სად უნდა ჩაწერო და მერე შეკვეცილი ანდროიდ ვერსია რომ დაამუღამო მიღებული ცოდნიდან გამომდინარე არა?
მობილური ვერსია არის სიტყვა მობილურიდან... ანუ სადღაც ხარ და რაცხა მაინც გინდა მიიღო ინფოს სახით და არა სრულყოფილი ინფო, შედეგად ერთ ფანჯარაში არ გეტევა ყველაფერი, ცალცალკე უნდა სდიო მერე სად რა ჩაწერე არ იცი და ასე შედმეგ....
ისე კი შენს მიერ დადებულ სურათზე პირველს რასაც ვხედავ არის ტყვიის წინა არასწორე სად ნახე JSB-ის ტყვია 4 გრაინიანი
ja_ja ვიკითხე თქვენი მიწერმოწერა,მაგრამ კედელს ცერცვიო.. ვერ გავიგე,რა საერთო აქვს ნადირობას და მაგ პროგრამას??? უმიზნებ ანდროს საშუალებით თუ?
SCORPIONS
ja_ja გმადლობ
maqsimusa
მოგესალმებით აირგანელებო, ცოტა წვეტიანი კითხვა მაქვს და თუ დამეხმარებით დიდად გამახარებთ, მაქვს ფანტომი მინჩანინის ჰაერის ზამბარით რომელიც ცპ 10.5 გრანიანი ტყვიით იძლევა 22 ჯოულ ენერგიას, ოპტიკა მიყენია 4X32 ცენტრ პოინტის
მაქვს შემდეგი კითხვა ვინაიდან იარაღი მჭირდება სანადიროდ დაახლოვებით 2.5 სმ დერეფანში რო მოხვდეს ტყვია ცენტრით რო დავუმიზნო, ვისვრი H&N excite hummer 7.87 გრანიან ტყვიებს
კითხვა მაქვს ასეთი ვინაიდან სახლის პირობებში 10 მეტრზე შორს ვერ ვახერხებ სროლას რომელ მილდოტზე უნდა გავაზწორო პირველი ნოლი რო ცენტრი მოხვდეს 36 მეტრზე? და როგორ გავიგო პირველ ნოლს ვასწორებ თუ მეორეს?
მაპატიეთ ასე ჩახლართული კითხვის გამო მაგრამ იმედია მიხვდით ვინც იყენებთ ამ პროგრამას რასაც ვგულისხმობ
mister_io არაფერი პროგრამა არ გინდა ბრატ. გაასწორე ჯვარი 25მეტრზე,ანუ გაანოლე და თვითონ გაჩვენებს მერე,რა და რისთვის.
ისე კი ჯგუფებს ველი,ხო იცი?
mister_ioჰო,რავიცი. მე,მაგალითად,25 მეტრზე ვასწორებ ჯვარს და მის მიხედვით ვისვრი. ერთი ვიცი,25მეტრზე ასწორებს და 50 მეტრზეც თურმე,მილდოტს არ ხმარობს,რიავიცი,რიავიცი. ჩემი ვარია,25ზე გასწორებული,ჯვარში,50 მეტრზე,უკვე ვერტიკალური ქვემო მილდოტის გამოყენებას მთხოვს და რავიცი!
SCORPIONS
davita76 განაღდებული გაქვს და იცინე რაა.. პირდაპირ აღარ დავწერე რო შენ ხარ მაგ სასწაულის მოქმედი
mister_io
https://www.youtube.com/watch?v=PP4-eohDWQ8
ფლეი სთორიში არის ეს პროგრამა. თავად არ გამომიცდია, მაგრამ ედგან მატადორის ავტორის ვიდეოებში რამდენჯერმე აქვს ნასროლი ზუსტად და საკმაოდ შორ მანძილზე ამ პროგრამის დახმარებით.
vexam
ვეღარ ვახერხებ chairgun pro ვერც პოვნას და ვერც გადმოწერას, იქნებ ვინმემ დადოს
giga2010
https://uk.hawkeoptics.com/chairgun.html
გამარჯობათ.
აირგანელებო კიდევ ერთხელ მინდა თქვენი დამხმარება
სიტუაცია შემდეგნნაირია ..
მოვმართე ბალისტიკური კალკულატორი ChairgunPro და დავიწყე იარაღით ტესტირება.
მეტი სიცხადისთვის ცხრილის სურათებს დავდევ
ამ ცხრილის მიხედვით ვფიქრობ, თანმიმდევრულად და სწორად მაქვს მითითებული ყველა საჭირო მოთხოვნა, თუმცა ჩემს ბადეს არ ემთხვევა ცხრილის მონაცემები.
ოპტიკური სამიზნე BSA TMD 4-14X44 FFP
მაგ: ცხრილის მიხედვით, 33 მეტრზე განულებილი 50 მეტრზე ტყვიის ვარდნა უნდა იყოს 3,81 სმ ანუ 0,76 mrad (იგივე 0.76 DOT) (ოპტიკა მილირადიანებზეა)
თუმცა, რეალურად არ დაემთხვა ცხრილი ნასროლს.
ცხრილის მიხედვით 50 მეტრზე 0.76 მრადის მაგივრად 0.4 მრადზე მოხვდა. მანძილის ზრდასთან ერთად გაიზარდა სხვაობა ...
ცხრილით 74 მეტრზე 2.64 მრადი, რეალურად მომცა 1.2 მრადი.
ცხრილით 94 მეტრზე 4.63 მრადი, რეალურად მომცა 2 მრადი
ცხრილით 122 მეტრზე 7.95 მრადი, რეალურად 4.3 მრადი.
შეიძლება ნასროლების პრაქტიკით ჩემი ბალისტიკური ცხრილის შედგენა მაგრამ, ამას უნდა ბევრი ბუქნი იარაღის დასატენად, უამრავი გასროლა და დროის კარგვა... თქვენი დახმარებით შევეცდები პრობლემა ვიპოვნო და მარტივი გზით მოვგვარდე.
პირველი თქვენი დახმარება იმაში დამჭირდება, რომ ცხრილს გადახედოთ და შეამოწმოთ რამე შეცდომით ხომ არ მაქვს მითითებული.
თუ ცხრილი გამოირიცხება მაშინ დამეწყება თავსატეხები...
ჩემი აზრით სავარაუდო პრობლემის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს :
1 - ცხრილის შევსება
2 - ოპტიკის ფეხებით მიღებული დახრა
3 - ოპტიკის სამაგრი ვივერის დახრა
წინასწარ მადლობა და თქვენი იიმედი მექნება
Mamuka_k
sight height ხო სწორად გაზომე. ოპტიკის მილის ცენტრიდან ლულის ცენტრამდე იზომება. სურათში არ ჩანს კარგათ, sm წერია თუ in.
ზუსტად არ ვიცი რამდენად იმოქმედებს მაგრამ click size_ში 1 მოას ტოლფასი ციფრები გიწერია სანტიმეტრებში რამდენიც არის 100 მეტრზე. თან უჯრის ქვევით არ ჩანს რა წერია. inch თუ რაღაც.
Mamuka_k
დახრა მად დიდ პრობლემას არ მოგცემს იმხო. მად არის ერთი ვარიანტი კიდევ - ოპტიკა ურევს, ეგ ოპტიკა როგორც ვიცი არის ჩინური და არაა გამორიცხული რამე რომ აეხაიებინათ.
ოპტიკის სემოწმება შემდეგნაირად შეიძლება - 100 მეტრაზე დაამაგრე ფურცელი რეალური მანძილებით რასაც ეგ ბადე უნდა იძლეოდეს და ნახე ემთხვევა თუ არა (ალბათ 50 მეტრაზე შეგიძლია და შუაზე გაყოფ, ან 25-ზე და 4-ზე). თუ ემთხვევა, ოპტიკა კაია და MonSoon-ის არ იყოს, ოპტიკის ცენტრიდან ლულის ცენტრამდე სხვა მანძილი შეიძლება გქონდეს.
უკეთესი გადიდებით დავდებ, კარგად რომ ნახოთ.
MonSoon
ოპტიკურისა და ლულის ცენტრები კარგად მაქვს გამოთვლილი, "შტანგელით" გავზომე და ზუსტია
ფორმულა: (A + C) / 2 + B = Scope height.
კლიქ საიზი მითითებულია 1/10 mill per click, როგორც ოპტიკური სამიზნის დოლურებია. ეგ რომ შეცდომა იყოს ცვლილება იქნება კლიკების რაოდენობაში.
nihontoman
ოპტიკა ნამდვილად ჩინურია, მაგრამ ჩინურის კვალობაზე კარგი ჩანს...
ხომ არ იცი 100 მეტრზე 1 დოტი რამდენ სანტიმეტზე უნდა იყოს???
Mamuka_k
სტრელოკშიც ზუსტად იგივეს წერს რასაც ეგ კალკულატორი. გადავამოწმე. მაშინ არ ვიცი. ალბათ სხვა შედომაა. კიდევ ერთხელ რო გადაამოწმო. რავი
Mamuka_k
ოპტიკას ეგ ბადე რა სტანდარტზე აქვს მაგაზეა დამოკიდებული. მოა თუ მილ დოტი. არ მახსოვს რომელი რაა ორონდ და ვერ გეტყვი. ის ვიცი რომ მოა ნიშნავს minute of angle-ს
Mamuka_k
ბადე შეამოწმე აი ასე
geojorjika
ყველაზე მეტად ეს არ მაწობს :/
შევამოწმებ ამ ხერხით და ვნახოთ რას იზავს...
მადლობა
Mamuka_k
ამდენი ხანია ვარჩევ ოპტიკას და ჯერაც ვერ გადამიწყვეტია რა ავიღო. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეგაა - ბევრს არასწორი ბადე აქვს.
შეძლებისდაგვარად გავზომე მონაცემები და 20 მეტრზე ესეთი მონაცემები მომცა :
ფურცლის სიმაღლეა 32.5 სმ
ფურცელზე ვერტიკალური ხაზები გადაკვეთებს შორის 2 სმ-ა.
ვიზუალური შეხედვით, შუა წერტილიდან ქვედა მიმართულებით მე-2 მილდოტი შუა წერტილიდანვე მეხუთთე გადაკვეთაზეა ანუ მე-10 სანტიმეტრზე. 1 მილდოტი 5 სანტიმეტრზე, ანუ 1 მილდოტი =5 სმ.
მაგ ტიპის ფორმულის მიხედვით.... 32.5 სმ ფურცელზე 6.5 მილდოტი ეტევა. 32.5/6.5=5 სმ
ერთი მილდოტი = 5 სმ !!
შემდეგ
5 სმ / 2 სმ= 2.5 სმ !!!
ეხლა თხოვნა მაქვს მასთან ვისაც strelok + ან strelok pro გაქვთ, შეიყვანეთ
ეს მონაცემები
და როგორც https://www.youtube.com/watch?v=f2UhXYJdWlQ&t=1s ვიდეოგაკვეთილშია 2,40 წუთიდან ისე დასვათ კოეფიციენტი 2,5 ზე.
Mamuka_k
მინდა ცოტა დაგამშვიდო მეგობარო. ცოტა საწვალებელია, მაგრამ სახალისოც, ყოველი ხუთ მეტრზე აიღე ნიშნულები ოპტიკის ბადეზე, ბევრჯერ მომხმარებია მონსონა, ზუსტად ოპტიკის მანძილების გამოთვლაზე და მერე მშვენივრად ვსარგებლობდი
Mamuka_k
სტრელოკ პლიუსი მაქვს. ყველა პარამეტრი შევიყვანე საერთოდ არაფერი შეიცვალა. ან მე ვერ შემყავს სწორად. მეორე კიდე. სურათში სხვა ჩანს და მე გამოვყვანე 1.25 კოეფიციენტი, შენი დათვლით კიდევ 2,5 მიიღე. მოკლე დტვინი ამერია. კალკულატორმა საერთოდ არაფერი შეცვალა.
მოკლედ თავი რო არ აიტკიო და გული აიცრუო. კარგი რამე გითხრა გიგამ. მე შენზე უარესი ოპტიკა მაქვს, ალიექსპრესის 30 დოლარიანი ხლამი. მხოლოდ 2 "პლიუსი" აქვს. პარალაქსის სწორება არ გჭირდება, 10 მეტრზე და 60 ზე ერთნაირად ჩანს. და მეორე პლიუსი ის როაფსოლიტურად არანაირ მანძIლზე არ ბუნდრავს, 5 მეტრზეც კი 16 ჯერადობით რო გახედო. რამოდენიმე თვეა არ შემისწორებია. როგორც გავასწორე ისევ ისე ისვრის, იმ წერტილებზე.
აქედან გამომდინარე ერთს გეტყვი და გიგასას გავიმეორებ. ამოიწერე ყოველ 10 მეტრში მოხვედრის წერტილი და მაგით ეშველება შენ საქმეს. თორე ეგრე გულს აიცრუებ. არ ღირს. შენი მიზანი მაინც წერტილებით სროლა არის ამიტომაც გულს დაიმშვიდებ და შეეგუები რომ არ გაქვს მაღალი დონის ოპტიკა და რაც გაქვს საქმეს აკეთებს.
Mamuka_k
ფიქსირებულ 8 ჯერადიანი დისკოვერის ოპტიკა მომეწონა. რატომღაც მგონია რომ არ იქნება ახაიებული
https://www.aliexpress.com/item/DISCOVERY-8X44-SF-Riflescopes-with-Mil-Dot-Reticle-Hunting-Scopes/32487656661.html?spm=a2g0o.cart.0.0.27963c00AED4I7
MonSoon
geojorjika
მარკულის ოპტიკა საიდან ვიყიდო მიმასწავლეთ თუ შეიძლება
nihontoman
იბეი და ალი
geojorjika
geojorjika
ხო კარგებია აშკარად. მითუმეტეს მაგ ფასად მაქს. 150 დოლარი დავუთმო ოპტიკას, მეტის საშუალება ამ ეტაპზე არ მაქვს. ხო არ გახსენდება რამე?
nihontoman
მაგ ფასად:
https://ru.aliexpress.com/item/T-Eagle-ER-5-20X50-SFIR/32859814223.html?spm=a2g0o.cart.0.0.d4f73c00fDNpKy
და ესეც მომწონს მე, ფიქსირებული 10-44
https://ru.aliexpress.com/item/T-Eagle-SR-10X44-SFSS/32858976269.html?spm=a2g0o.cart.0.0.d4f73c00fDNpKy
https://ru.aliexpress.com/item/T-EAGLE-Tactical-Long-Range-Rifles-Scope-4-16x44-SFIR-Air-Rifle-Optics-Red-Dot-Illuminated/32829180905.html?spm=a2g0o.cart.0.0.d4f73c00fDNpKy
aleqsa
ჰმ, საინტერესო რამეებია. უბრალოდ ეს ბრენდი რამდენად სანდოა ან რა გარანტია მაქვს რომ ფიქსირებულ ჯერადობიანს სწორი ბადე ექნება? :დ
არანაერი გარანტია არ გაქვს, 150$ საკმარისი თანხაა საიმისოდ რომ ალიექპრესზე ხუივოზნაიტ მწარმოებლების ოპტიკები არ ეძებოთ.
okela84
განავრცეთ თუ შეიძლება
რა განვავრცო, რაც სხვა მწარმოებლებს უჯდებათ 300$ ვორტექსს იგივე ხარისხი ძალუძს 150$-200$ ად. ერთი შეხედვით კვანტურ ტექნოლოგიებს არ საჭიროებს ოპტიკური სამიზნეების დამზადება მარა მერწმუნე საკმარისად მაღალტექნოლოგიური პროცედურაა საიმისოდ რომ ვიღაც ღლე ქვეყნების ღლე მწარმოებლებმა ვერ შეძლონ ხარისხის სათანადო კონტროლი.
ასე რომ ნებისმიერ შემთხვევში ჯობია რომ ოპციები დათმო და ამის სანაცვლოდ სახარისხში და სანდოობაში გადაიხადო
okela84
ეგ გასაგებია და მჯერა კიდეც. სწორედ მაგიტომ შევჩერდი ფიქსირებულ ჯერადობიან ოპტიკაზე. უბრალოდ მაინტერესებს 150 დოლარში თქვენი რეკომენდაცია, რაც შეიძლება გამოვწერო.
nihontoman
რამხელა ზუმით ეძებ და რისთვის გინდა ?
okela84
მეც მირჩიე რამე, ყველას აზრს ვითვალისწინებ. მე აზრე არა ვარ. ოღონდ ოპტიკების თემაში დავსვავ კითხვას თუ არ შეწუხდები, აქ რო არ გაოფდეს.
აქ
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3741&st=160&start=160
geojorjika
ოპტიკის პარალაქსი კარგად მუშაობს, დოლურის ციფრები ემთხვევა რეალურ მანძილს და ბადის ცვალებადობაც არ აქვს თავის გამოძრავებისას.
კლიკებს რაც შეეხება, კვადრატზე მონიშნულ ადგილებზე შემოვატარე და შემდეგ ისევ ცენტრს დავუბრუნე, ჩემდაგასაკვირად კარგად იმუშავა.
giga2010
MonSoon
თქვენს რჩევას გავითვალისწინებ და დრო რომ მექნება გასროლებით საკუთარი ცხრილის შედგენა მომიწევს.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას აქტიური ჩართულობისთვის
Mamuka_k
ერთი კაი ვიდეო ვიცოდი, ვეღარ ვპოულობ მარა ამასაც არაუშავს. ესეთი მეთოდი გამოგადგება. ოღონდ მეტნაკლებად სწორი ადგილი დაგჭირდება მარტო თუ გააკეთებ.
ერთი ვერტიკალური ხაზის გაყოლება მაძილები დააწერე, 20, 30, 40, 50 და ასე შემდეგ. დადებ 20 მეტრში და ესვრი 20 მეტრიანი სამიზნეს. დაჯგუფებას შეხედავ ოპტიკაში და ამოიწერ მერამდენე წერტილზე დაჯგუფდა ოპტიკაში. ვიდეოში უკეთესად ჩანს. კარგი მეთოდია. გამოსაყენებელი. დასაზუსტებდალ საგნებზე იპლინკავე.
3:10 წუთიდან ნახე
nihontoman
https://ibb.co/Wk8dPJF
https://imgbb.com/
სალამი.
შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ პროგრამაში მითითებული 2 მოანაცემი :
1 - Ind. Mag.
და
2- Cal. mag.
რას ნიშნავს და როგორ უნდა მოვმართო სწორად?
გიგა შეგიძლია ამიხსნა ეგ "სწორი ჯერადობა" რას ნიშნავს და როგორ გამოვიყენო პრაქტიკაში?
Mamuka_k
სწორი ჯერადობა, ასევე ეძახიან სწორ მილდოტს. ოპტიკებს ქარხნულად აქვს ეს პარამეტრი მინიჭებული და მითითებულია ხოლმე. აგერ არის ვიდეო, იმედია გამოგადგება
ეს კარგი ვიდეოა და გასაგებია გიგა.
მე უფრო ჩაირგანის პროგრამაში მონაცემების შეყვანა მაინტერესებს.
თუ ოპტიკის მონაცემები ჯერადობა და მილ. დოტები წესრიგშია და ვისვრი 16 ჯერადობით... მაშინ Ind. Mag. - ში ჩავწერ 16 და Cal. Mag -შიც 16 ხო?
Mamuka_k
თუ ისვრი 16 ჯერადობით პირველში წერთ 16, ხოლო მეორე მაჩვენებელში უთითებთ ოპტიკის სწორ ჯერადობას, წესით როცა შეიძინეთ ოპტიკა უნდა ქონდეს მას მითითებული რომელ ჯერადობაზეა სწორი მილდოტი. თუ არ იცით, მაშინ ოპტიკის სახელწოდებით და ზუსტი მოდელით დაგუგლეთ და წესიტ უნდა იპოვოთ, ოპტიკის სწორი ჯერადობა.
რა ოპტიკაა?
http://www.nikkostirling.com/content/Products/Targetmaster/Oneinch/NSTT41644MD.html
ესაა გიგა
Mamuka_k
მე ეს ინფორმაცია მოვიძიე
NIKKO STIRLING TARGETMASTER 1 inch 4-16x44 Half Mil Dot Rifle Scope ... True at 10x
ანუ 10 ჯერადობაზე უნდა მიუთითო ყოველთვის
მადლობა გიგა : )
ამინდი რომ შემიწყობს ხელს დავტესტავ, მაინტერესებს რამდენად დაემთხვევა
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services