ტყვიების ტესტირებისას პლასტენილის გამოყენების იდეა ახალი არაა.
პირველი მქონი ჩვენს ფორუმზე Parna იყენებდა პლასტენილს, მერე Bazuka-მ სინჯა პლასტენილით ტესტის ჩატარება, მაგრამ ორიოვე ჩვენს ფორმელს ჰქონდა ერთი დიდი ნაკლი, კერძოდ - ცოოტა პლასტენილი.
დღეს პაწა საქმეზე ვიყავი ზემელზე გასული და მიწისქვეშა გადასასვლელში გავიარე, გავიარე და დევინახეე, დედა რა დევინახეეე. ეგეთი რამე მე არ მინახია
დევინახე საძერწი თიხა, კაი თიხა, გემრიელად შეფუთული, კარგად დაფასოებული... მოკლედ თურქულს არ გავდა, ვეკითხები გამყიდველს რა ღირს მეთქი, მეუბნება 6 ლარიო.... ეგრევე წამრმოვიდგინე რაფრა ხვდება ამ მასას ტყვია დააა... არა ერთი ცალი არ მეყოფა თხელი ბრიკეტია, მინიმუმ 3 პაკეტი დამჭირდება ეს კი 18 ლარია... ჰოოო
დავდე ადგილზე და სად მქონდა მანამდე თვალები?? ვეებერთელა დღემდე უხილავი პლასტენილის აგურებს ვხედავ, ვიღებ ხელში ვეკითხები რა ღირს?? მეუბნება 4 ლარი... ვაა კაი დიდია, 2 ცალი ყელში ამომივა დაჟე არც მჭირდება, მარა ჯანდაბას წავა. გადავუხადე ფული და დებილი ბავშვივით გახარებული სახლისაკენ გამოვექანე.
როგორც ხედავთ საკმაოდ დიდი ბრიკეტია, და წონაც გემრიელი აქვს 500 გრამი. მოკლედ დიდი დრო არ დამჭირდა იმისათვის რომ წვრილ ზოლებად დამეჭრა და ეს ყველაფერი ერთმანეთში ამეზილა, მივიღე აი ასეთი ხელოვნების ნიმუში
რავი თუ ბრონგამტანი ტყვია არ არის ქე უნდა ეყოს სიგრძე და სისქე
არც ვაციე არც ვაცხელე, ავდექი და ამ პლასტენილს ჩავახუტე 290 მეტრ წამით CP 10.5.
ტყვიასთან კოცნისას პლასტენილი ასე დაიჭყანა:
კაი სიღრმეზე შევიდა ტყვია ხომ იცი, ამ ზომის ყვავი, თაგვი და მაჩვი მე არ მეგულება, ანუ გარანტირებული გამჭილი ჭრილობა აქვს მიღებული
ესეც ტყვიის მიერ გაკეთებული ხვრელუს დელ მორგუს
საკმაოდ სწორხაზოვანი ხვრელია, ტყვიაც საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება, თითქმის არაფერი არ მოსვლია
აქვს რაცხა დეფორმაცია, მაგრამ არა ისეთი როგორიც საჭიროა. ჰოოო რას შევადარო, რას შევადარო.... ოოო იმავე Crosman-ის ტყვიას ოღონდ Benjamin Hollowpoint 10.5-იანს როგორც ვიცით რეკლამირდება როგორც ექსპანსიური ტყვია, ჰოოდა ვნახოთ ერთი რა ექსპანსიურობის ტრაკი აქვს.
გავამთელე პლასტენილი, მაგრამ გადაზელვა დამეზარა, გადავტენე მარადიორი და... ბა... ბახ...ტყალაპპპპ, რა ვქნა ბა-ბახ-ის მაგივრად ბა-ტყლაპ-ის ხმა იყო
საინტერესო ისაა რომ ამ ტყვიამ უკვე იდეალური ხვრელი კი აღარ გააკეთა, როგორც წინა ნახვრეტზე ჩანს ცოტაოდენ გახეთქასავით პლასტენილი.... ოოოო დას ისტ საინტერესოოო... ვნახოთ ხვრელის სიღრმე...
პრაქტიკულად 2-ჯერ ნაკლებია, ცოოტა კიდევ პატარა, ანუ 13 სანტიმეტრის მაგივრად 6 სანტიმეტრია, გავჭრათ აბა შუაზე და....
ესეც თქვენი ექსპანსიურობის ხვრელი!!!! აქვს თუ არა გაფუებული ხვრელი!!! არის თუ არა ეს ჰიდრო დარტყმა!!! არის და 4.5-მა მეტი რაღა ქნას, CP-სგან განსხვავებით აშკარად განსხვავებული ხვრელია!
მარა ტყვიას ხედავთ??? ხედავთ რას გავს ეგ უბედური?? და ეს მხოლოდ და მხოლოდ პლასტენილში მოხვედრისას!!!!
ასეთი რამ... ჰოოო..... მმმმ.... რა მოუვა ახლა ყვავს რომელსაც ეს მოხვდება ბეჭებში??? ალბათ კუგელ შვაინე ახტუნგ ცვაიცუნგის ამოძახება დაემართება
ტყვიის თავი ხომ საერთოდ რა... სადღაა ტყვიის თავზე არსებული ხვრელი???
შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, ამ ტყვიას აქვს ექსპანსიურობა და თან სერიოზული, უძახე ახლა რომ არაფერს არ აკეთებს. თქვენი არ ვიცი და ყვავებს აწი მხოლოდ ეს გემრიელი საჭმელი უნდა ვაჭამო ხოლმე, CP მაგათთვის არ არის შექმნილი, აი BHP კი პირდაპირ მაგათთვისაა
ესეც პრაქტიკული შედარებითი სურათი, მგონი ყველაფერი ნათელი ზედმეტი კომენტარების გარეშე
კიდევ რაცხა მინდოდა მექნა და აგერ გამახსენდა CZ80-ის მიერ მოცემული ძვირიანი Hatsan Torpedo რომელიც ტესტირების მერე რამდენიმე ცალი დამრჩა და მისი მიმოხილვის დაწერას თავი ვერ მოვაბი...
მიმოხილვას ხვალ იმედია დავდებ, მანამდე კი 9.6 გრანიანი ტყვია 314 მეტრ წამით პლასტენილშიიიიიი!!!!
ა ხვრელი დას ისტ ხვრელუს, საკმაოდ დიდი ხვრელია, აშკარად ძაბრისებურია და ექსპანსიურობაზე საუბარი არაა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხვრელია, სამწუხაროდ გვიან გამახსენდა შემავალი ხვრელის გაზომვა ასე რომ სამივე ტყვიის შემავალი ხვრელის ზომა ამ მომენტში უცნობია, ხვალ ზეგ სხვა ტყვიების ტესტირებისას გავზომავ ამ შემავალ ხვრელსაც და დღევანდელ ტყვიებსაც ხელახლა გავზომავ.
ეს კი შეღწევის სიღრმე
თითქმის CP-ს დაეწია.... მაგრამ მიუხედავად მეტი სიჩქარისა, ნაკლები წონა ხელს უშლის შეღწევაში და ცოოტათი ადრე ჩერდება.. იდეაში ტყვია რომ რბილი ლითონისგან იყოს გაკეთებული ალბათ დეფორმირებაც ექნებოდა და ადრეც გაჩერდებოდა, მაგრამ.... მაგრამ ეს ჰაჩიკას თხელკედლიანი ტყვია ისეთი ლითონისგანაა დამზადებული რომ... მოკლედ ორი თითით სანამ გალურჯებამდე არ დააწვები მანამდე ტყვის დეფორმირებას ვერ გაუჩალიჩებ, ძალიან მყარი შენადნობია გამოყენებული. აქედან შეღწევადობა არის, მაგრამ ექსპანსიურობა....
ესეც ტყვიის ტრაექტორია
და ტყვია პლასტენილში ახლო ხედით
პრაქტიკულად არაფერი მოსვლია ოდნავ შეიცვალა თავმა ფორმა
სულ ეს იყო დღევანდელი ტესტირება, ამ ტესტირების ბოლოს პლასტენილიანი ხელები მქონდა და არანაირი სურვილი აღარ მქონდა თოფისთვის, ან ფოტოაპარატისთვის მომეკიდა ხელი, ამიტომ სხვა ტყიებზე შემდგომში გავაგრძელებ რეპორტებს...
ნუ მოკლედ როგორც ყოველთვის საინტერესოა შნეი რეპორტი , მადლობა ჯაჯ , მდაა BHP-ი მშვენიერი რამე ჩანს ნეტა სიზუსტე როგორი აქვს? როგორც CP-ს თუ ნაკლებად ზუსტია?
geojorjika
ეს ჰოლოპოინტი რა სოკოსავით გაიშალა, ერთი უყურე ამას!
როგორც ყოველთვის, რეპორტი არის 5-იანზე.
უნდა გავსინჯო ერთი ეგ ჰოლოპოინტები..... მარა ერთი რამე კია - მარადიორი საკმაოდ მაღალი სიჩქარით უშვებს მაგ ტყვიებს და ექსპანსიაც ხდება და ფანტომი, რომელიც ალბათ 230-240 მ/წ გაქაჩავს, როგორ შეეწყობა მაგ ტყვიას? დავიჯერო ექსპანსიურობა ექნება?
მშვენიერუს
ხოოო ეს BHP მეც მაგრად მაკვირვებს.. მეც იგივე რეზულტატი მომცა ამას წინებზე პლასტელინზე სინჯვისას
მერე კროსმანის დესტროერს მოგცემ ჯაჯ და აი მაგის ექსპანსიურობაზე იკაიფე
ja_ja
სერიოზული რეპორტია.ყოველთვის ვამბობ რომ ჰოლოვ პოინტი ზედგამოჭრილი სანადირო ტყვიებია მეთქი. დასის გუთ.
ჯაჯ რეპორტების მამა ხარ
რეპორტი უმაღლეს დონეზეა, რა თქმა უნდა სხვას არც მოველოდი ჯაჯასგან
ოღონდ ეს მაინტერესებს: რით ჭრი პლასტელინს ასეთი კარგი ჭრილი რომ გამოდის?
ja_ja
საღოლ კაკ ვსეგდა და მეტს აღარ გეტყვი
მამა<>შვილის შედარება მაინტერესებს მე
Quick
ჩვეულებრივი 1 ლარიანი ბრიტვით,.
მშვენიალურია ჯაჯ... რამდენიმე საკიტხის დაზუსტება მინდა ოღონდ
1. რამდენი მეტრიდან ესროდი?
2. ტესტირების დროს პლასტელინს სადაც ესვრი, იმ ზედაპირზე მიაკარი გაზეთი ან რამე ქაღალდი და ისე ესროლე... ეგეც საინტერესოა და სხვა თვისებებს წარმოაჩენს კიდე...
პლასტელინი ისეთი მასალაა, ძალიან შორს არის თავისი თვისებებით ქსოვილოვან სტრუქტურასთან
მე ვერ გამოვნახე დრო რომ გავაკეთო ბალისტიკური გელი, რეცეფტი კი მაქვს მაგრამ ტავი ვერ მოვაბი, არც გაჭრა ჭირდება და არც გახლეჩა, საკმაოდ გამჭვირვალეა და ჩანს ყველაფერი
ბალისტიკური მაჩვენებლებითაც, ქსოვილის გამტარობას უახლოვდება...
ისე ეგ პლასტელინი ერთი ფერის რომ გეყიდა უფრო გაასწორებდა... სურათის გადაღების დროს არხის ჭრილი უფრო ეფექტურად ჩანს
Quick
Davitus
მაგ ბალისტიკური გელის რეცეფტი გაგვიზიარე
მშვენიერუს, მშვენიერუს! მართლა რა კარგი ტყვიაა ეს BHP
cz80
Davitus
ბუდიმ ჟდატ
soxa
აი რეცეპტი:
Баллистический желатин.
Стандартный блок желатина, используемого ФБР в учебных целях, имеет размеры 6 х 6 х 12 дюймов (15,24 х 15,24 х 30,48 см). Так что нужна будет такая форма, но можно использовать и другую, главное соблюдайте пропорции в объемах. Весить желатин будет примерно 10кг.
1. Залейте в большую посуду 6 л горячей воды.
2. Постепенно высыпьте 1 кг порошка желатина в эту воду при медленном смешивании.
3. Добавьте 5 мл пропионовой кислоты(აფთიაქში იყიდება), чтобы предотвратить рост микроорганиззмов. Если вы планируете держать желатин менее недели в холодной среде, то кислота не обязательна.
4. Добавьте 3 л горячей воды (54 °С) к раствору желатина. Медленно помешивайте раствор 5 мин, чтобы весь порошок желатина растворился. Образовавшуюся пенку можно удалить.
5. Смажьте стенки формы силиконовым спреем, чтобы потом легче было удалить застывший желатин.
6. Влейте раствор желатина в форму и держите 4 ч при комнатной температуре для гидратации (для создания стойких соединений молекул воды и порошка).
7. Поместите форму с желатином в холодильник (3,8 °С) на 24 ч.
8. Извлеките желатин из формы.Для облегчения этого процесса влейте между желатином и формой немного ледяной воды.
9. Поместите желатин в полиэтиленовый пакет и оставьте в холодильнике еще на 24 ч.
10. Теперь баллистический желатин готов. Но учтите, что он боится длительных пребываний в жарких средах и прямых солнечных лучей. Самое оптимальное - это использовать желатин в течение 20 минут если температура воздуха выше 20 °С.
ასე რომ აბა ჰე
ja_ja
ჯაჯ ისე მე "პლასტელინი" კი ვიცი, რომ სავსებით განსხვავდება ცოცხალი წსოვილისაგან, მაგრამ შესაძლოა "პლასტენილი" ზუსტად იგივე მახასიათებლებისაა
ამდენ წვალებას ერთი ღორის ბარკალი აიღეთ და დაუშვით სხვადასხვა ტყვია. მაგაზე უფრო ზუსტ ტესტს ვერანაირი პლასტელინ-ჟელატინი
ვერ მოგცემთ.
რამდენადაც ცნობილია ჯერ პლასტელინის ყვავები არდაფრინავენ!(пластелиновая ворона.)
foxi
ja_ja
რაც მართალია მართალია იცოდნენ საბჭოეთში მულტიკების კეთება.
+1000
ნი ჩეგო ნე პონიმაიუ
კაი გავაგრძელოთ დანარჩენი ტყვიების მიმოხილვა
ამჯერად სცენაზეა 10.6 გრანიანი Beeman Kodiak Extra Heavy
სიჩქარე აღარ გამიზომია სადღაც ესეც 290 მეტრ წამით მიფრინავდა ადრინდელი ტესტირებისას, შედეგები კი ასეთია:
ხვრელი
იდეალური მრგვალი, აი შემავალი ხვრელი კი 22 მილიმეტრია, სურათზე კი ჩანს რომ 24 და რაღაცაა, მაგრამ რეალურად აქ გადაფურჩქნული ადგილები მხედველობაში რამდენად მისაღებია არ ვიცი
ეს კი შეღწევის სიღრმე, როგორც ხედავთ CP 10.5-ს ვერ ეწევა და ვერც თურქულ Torpedo-ს, მაგრამ 83 მილიმეტრი, ნებისმიერი ყვავი გამჭოლ ჭრილობას ნიშნავს
ესეც შუა ჭრილი, თავისი შეღწევის ტრაექტორიით
რავი ეს მომავალში მიმავალი ხედი რამდენად საჭიროა არ ვიცი, მარა იყოს რა
დეფორმაცია კი აქვს ტყვიას მაგრამ... წესით რაცხა ქე უნდა დააზიანოს, არ დაგავიწყდეთ თავი წვეტიანი ფორმის ჰქონდა და პრაქტიკულად ბრტყელი გახდა, ანუ კარგად შეიცვალა ტყვიამ ფორმა, ძირითადად რბილი ლითონის ბრალია, ახლა JSB-სავით რბილი არ არის, მაგრამ არც Crosman-ის ტყვიებივით მაგარია.
ესეც შესადარებლად რა იყო და რა გახდა
წავედი ახლა სხვა ტყვიებზე ჩავატარებ იგივე ექსპერიმენტებს და ნელ-ნელა დავყრი.
ja_ja
ისე, "რაძი კაიფა" ის ნორიკას ტყვიები უნდა ესროლო. ნეტა როგორი დეფორმაცია აქვს? მგონი სხეულში რომ შევა რვიანებს დახაზავს
რომელი ფიშტოდან ისვრი დაგავიწყდა მაგის დაწერა?
შემავალი ხვრელი აშკარად დიდია, მგონი დისკო10.5-ის ტოლია
მარადიორითაა ტესტები ჩატარებული, ჯა_ჯა-ს დისკო ჯერ ბოლომდე არ აქვს აწყობილი, ასე რომ...
gregory
არ არის ეგრე მარტივად საქმე, თVითონ ჟელატინის ფხვნილსაც უნდა შოვნა, და ისიც უნდა იქნას გათვალისწინებული რომ მუქი არ გამოვიდეს, ტტყვიის ტრაეკტორია და თვითონ ტყვია რომ გამოჩნდეს,
მეორეც ერთი, სიმკვრივე მაქსიმალურად სხეულის სიმულაციას რომ იმეორებდეს პროპორციები საჭირო ზუსტი და კიდევ ქიმიური შენაერთდები რაც აქ არ წერია, მაგ რეცეფტით ვერ გააკეთებთ სრულყოფილი არ არის, მოკლედ მოთმინება და ყველაფერი იქნება
ja_ja
პლასტენილი რამე სხვა არის?
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, შენს პლასტელინს ეტყპბა რომ, საკმაოდ დაბალი ტემპერატურა აქვს, ხვრელი შესასვლელში კრატერზე, პლასტელინების ფხვიერი გროვა შეინიშნება... ტემპერატურაზე რომ მოზილო, უფრო ელასტიური იქნება, და არ დატოვებს ხვრელი ეგეთ პხვიერ ნაწილებს
ცოტა ტემპერატურა რომ მისცე მაგ პლასტელინს სხვანაირი ეფექტი ენქბა... ნამდვილად ვიცი
Davitus
რა თეორია, მოიცა მე დავდებ ჩემს პლასტელინს და შეადარე.... ვიყიდი და განახებ... ქე იცი მე რომ თეორებიებით ყველაზე ნაკლებად ვსაუბრობ პრაკტიკოსი ვარ ბლინ...
თეორია თუგინდა: ეგ ეტყობა თურქული პლასტელინია და ცოტა სხვა შემადგენლობაა... სავეტსცკი მამაპაპურ პლასტელინს დავითრევ იმედია ამ დღეებში... სურათები ბუდუთ!
აქ დიდი ომი ატყდება
Davitus
ვაააააუუ... გადასარევი ეფექტია! ძვირი კი ღირს აშკარად ეგ ტყვიები, მაგრამ ეფექტი აქვს ისეთი რომ....
ბლიად როგორია ამ ტყვიის ყვავზე გაფუჭება
საღოლ ჯაჯაა PREDATOR ROCKS!
jaja აეგ ჰსტან ტორპედო აიღე უკანა მხარეს ცოტა ჩაუჭერი ჯვარედინად და უკუღმა ჩადე თოფში და ესროლე რა მოხდება მაგრ მაინტერესებს
parna
parna
აბა რა ვქნათ არ გავაგრძელოთ ჩვენი ტესტები? პაწა ინტერესი დავამატოთ ჩვენს ფორუმს.
მაშ ას ე დღეს დავდევ ცნობილი JSB ფირმის ტყვიების სურათებს, მაგრამ მანამდე მინდა ვთქვა, გუში დილით სამსახურში წასვლის წინ აივნიდან შემომესმა კარ-კარ... და შავმა ჩრდილმა გადაიფრინა, ტესტებიდან გამომდინარე სასწრაფოდ დავიადე BHP და ყვავს საკენკად დავუყარე...
შედეგი გამაოგნებელი იყო, მართალია ოპტიკაც წინა დღეს შემთხვევით გასწოებული მქონდა იმავე დისტანციაზე, მაგრამ მთავარი ეგ არაა. როგროც კი ყვანჩალამ BHP დაინახა, ისეთი აღფრთოვანება გამოხატა, რომ ადგილზე დარჩა, ხმაც კი არ ამოუღია, და ასე ვთქვათ ლუსტრასავით დარჩა ანტენაზე გადაფლაშული, ის იყო სურათის გადაღებას ვაპირებდი ამ გარყვნილ პოზაში ზაგარს რომ იღებდა, რომ მიქელამ რაღაც ჩასჩურჩულა და ტანში ჟრუალტელმა დაუარა, შედეგად გადასარევი კადრი დაიკარგა...
მოკლედ BHP-ს მარტო პლასტელინზე არ აქვს ეგეთი ეფექტი!!!!
კაი დავუბრუნდეთ ჩვენს ტესტებს...
იმედია იცნობთ JSB მსუბუქებს, ანუ 8.4 გრანიანს
JSB Match Diabolo Exact
მოკლედ სტანდარტული პლასტელინი სტანდარტული პოზიცია და პირველი გასროლა
ხვრელი საკმაოდ დიდია, თუმცა ცოტათი ზემოთ მომივიდა მოხვედრა, და ზედა ნაწილი გაცილებით ნაკლებ წინააღმდეგობას წააწყდა. მიუხედავად ამისა სისქე მაინც საკმარისი იყო.
ჰიდრო დარტყმამ ზემოთა მხარე ამოანგრიასავით
ფაქტია რაღაც სერიოზული მოხდა... შემავალი ხვრელი არც თუ ისე გადასარევია, მაგრამ 22 მილიმეტრი მაინც კაი ხვრელია.
შეღწევის სიღრმე კი...
ანუ CP-ზე 2-ჯერ ნაკლები, შედეგად მთლად გამჭოლ გახვრეტას არ გააკეთებს
ყველაზე საინტერესო კი გადანაჭერზეა
მემგონი ჰიდრო დარტყმას ადგილი აქვს, შემავალი ხვრელის შემდეგ რომ გადიდებული ადგილია აშკარად ჰიდრო დარტყმამ გამოიწვია, ანუ ექსპანსიური ტყვიის ეფექტი სახეზე გვაქვს, მაგრამ რა დღეშია თვითონ ტყვია....
მგონი საკმაოდ დეფორმირდა, მართალია არ დაიხლიჩა ნაწილებად მაგრამ ეფექტი აქვს...
ეს კი რა იყო თავიდან და რა გახდა
მგონი პირველად იორამამ თქვა რომ ამ ტყვიების უფროს ძმას აქვს საკმაოდ კარგი ეფექტი და ექსპანსიურზე ნაკლებად არ ყრიდა ნადავლს...
უნდა ვაღიაროთ რომ რაღაც ეფექტი აქვს, აშკარაა რომ რბილი შენადნობი ეხმარება ექსპანსიურობის ყველა შესაძლებლობის გამოვლენაში.
ხვალ დილიდან დავდებ ამ ტყვიის უფროსი ძმის ანუ 10.2 გრანიანის შედეგებს
არ ვიცი უფრო ადრე თქვა თუ არა ვინმემ ეგ,მაგრამ მე ვადასტურებ უფროსი ძმის ჯანს.
სამწუხაროდ იმ ყვანცალების და კაჭკაჭების ჭრილი არ გამოვიდოდა და არც მაქვს სურვილი,მაგრამ მე პირადად სხვა ტყვიების ხმარებას აღარ ვაპირებ
სულმოუთქმელად ველი პათოლოგ-ანატომიური გაკვეთის პასუხებს
iorama
მგონი პირველად მძიმე JSB-ს ექსპანსიურობის თეორია შენ წამოაყენე...
რაც არ უნდა იყოს დღეს შეპირებისამებრ ვდებ მძიმე JSB-ების შედეგებს ანუ 10.2 გრანიანის შედეგებს.
სტანდარტული დაცილება, სტანდარტული სიჩქარე და..... მოკლედ პირველი სურათი
სურათზე ისე ჩანს თითქოს და ზემოთ მოხვდა ტყვია და ამიტომაცაა ახეული სიფათი... თუმცა ეგრე არაა, სადღაც 10 მილიმეტრით ქვევით მოხვდა ტყვია ზემოთა ზღვარს, მაგრამ მიუხედავად ამისა სიფათი პლასტელინს აახია
შემავალი ჭრილობა საკმაოდ კაი დიდი ფორმის გამოდის
სიღრმეც დიდი არაა, პრაქტიკულად მსუბუქი JSB-ის ექვივალენტია
დროა გადავხედოთ ჭრილს, რა გამოგვივიდა
ბალისტიკური და ჰიდრო დარტყმის ეფექტი მგონი სახეზეა.... თუ ვინმეს რაიმეში ეჭვი გეპარებათ და გგონიათ რომ სუსტი წერტილი მხოლოდ ზემოთ მონახა და დეფორმირება მხოლოდ ზემოთ აქვს, გადახედეთ ჭრილს და ქვემოთა მიმართულებით გაკეთებული ფორმას... მემგონი ზემოთა და ქვემოთა მიმართულებით იდენტური ფორმებია
წესით მფრინავი ობიექტები აღშფრთოვანებულები (ანუ ერთდროულად განიცდის აღშფოთებას და აღფრთოვანებას) უნდა დარჩნენ ამ საკენკის დანახვაზე.
მოდით ახლა ტყვიას გადავხედოთ და ვნახოთ მისი ექსპანსიურობა
იმის გამო რომ ამ ტყვიაში მეტი ლითონია ისეთივე დეფორმირება აღარ მომხდარა როგორც მისი უმცროსი ძმის დროს მოხდა.... თუმცა ლითონი მაინც რბილია და საკმაოდ დეფორმაცია მიიღო ტყვიამ, ეგრეთწოდებული ლურსმის თავი გარანტირებულად ჩანს
ეს კი შედარება რა იყო და რა გახდა
ააა!! რავარია? არის წანწკლააა?
JSB EXACT diablo-heavy
Die Geschosse die Nummer 1 in der Welt
ჰა თეორიებს ნუ მპარავთ!
ხომ ვამბობდი ჯსბ ექსპანსიური იქნებაო, და ვირაცამ მითხრა ფაქტებზე დაუყრდნობლად აზრებს ნუ გამოთქვამო... აჰა, ფაქტები!
რუსულ პლასტელინში ეგეთი ეფექტი არქონდა აშკარად.
ვინ იქნება შემდეგიი ???
bazuka
ეუნჯინი....
ja_ja
მგონი ბოლო სკრინი არასწორი დადე
Quick
nihontoman
ეხლა სურათს რომ ვუყურებ, ისეთი თხელი ფენაა სპილენძის, რომ მაგისი ფუნქცია მარტო ტყვიისთვის ფერის შეცვლა არის მგონი და მეტი არაფერი....
ნამდვილი ბრონგამტარი ტყვია ალბათ უფრო გამოს რაკეტა იქნება, აი ეს:
ისე, ეს ტყვიები რაც მე ვახსენე, ჩვენთან, გურჯისტანში იშოვება?
პ.ს. ეუნჯინის ტესტებს გააკეთებ? ყველაზე მეტად მაინტერესებს....
პ.პ.ს. კიდევ ერთი მაგარი ტესტი იყო. მადლობა.
nihontoman
რატო, საკაიფოა, გრიგოლას ხომ ჩამოაქ ეგეთები? შეიძლება ვნახე ფანტომისათვის....
მაგარი საინტერესოა, ისე კი ბოლო ტყვიას იმხელა ხვრელი ალბად სიჩქარის გამო ჰქონსა
საინტერესოა 20 მეტრის შემდეგ შედარება, თუნდაც გოლდთან.
საღოლ ჯაჯა თუ გაქვს იქნებ ბოზიტაიც გასინჯო რაა ან ინცე რ ი
ჩვენი პლასტელინი ნელნელა მწვანდება
parna
ja_ja
მადლობა ჯაჯ . იცი რა, ჩატარდეს ბევრ ტყვიაზე ეს ტესეტბი, მერე ოფები წაიშალოს და თემა აიპინოს რა , რომ ტვინი არ წაიღოს ხალხმა ეს ტვია როგორია და ის ტვყია როგორიაო
მდააა, ინტერესნო ნაღდად. ეს თავში უნდა ესროლო დიდი ზომის ცხოველს და გახვრიტავს თავის ქალას. მგონი ეგ არის კიდეც მაგისი დანიშნულება - დიდი ზომის ცხოველების მოკვლა....
კარგს იზავ თუ არ გაისვრი მარადათი ინცეებს და ოზიტაებს, არც ორნეკებს, ტეხავს რაღაც პონტში.... თან ისეთი მსუბუქებია და უისეთი მაღალი სიჩქარე ექნება, შეიძლება შემავალი ხვრელი კაი მეტეორის კრატერს გავდეს და ახალბედები მოტყუვდნენ შედეგებით....
პ.ს. იქნებ ჰატსანის პოინტედ პელეტები გეცადა ჰა? დიდ არაფერ შედეგს არ ველოდები, მარა არაუშავს ტყვიაა პლინკის და ხან და ხან ნადირობის პონტში, ხოდა....
კაია მძიმე ტყვია, იმედი მქვს ამისი
ხო მართლა, კურდღელ მაგნუმებია ხო რიგში??
ეს ტყვია, შედარებით მასიური ძვლის მქონე ვხოველებში ზედგამოჭრილია, მაგალითად, თავის ქალაში და ნეკნებშიც ადვილად გავა, ისეთ ცხოველებში როგორიცაა: ტურა, მელა, მგელი, მაჩვი, "სიდკით" და კარგი დამიზნებით შეიძლება თავისუფლად ნადირობა 50 მეტრშიც კი
კურდღელს საკმაოდ თხელი ძველბი აქვს, და ჩვეულებრივი BHP თავისუფლად ეყოფა
Davitus
ja_ja
მე ფერზე პრობლემა არ მაქ, გინდა ტალახისფერი იყოს
მიდი, |შენ იცი, ეგეთი ტესტები გვჭირდება კაკრას!
პ.ს. ზალიან მაგარი იქნებოდა, მანძილზე გაკეთებული სროლის შედეგები, ბოლო-ბოლო არცერთი ყვავი კეფაზე არ მიგვადებინებს ლულას და ისე არ გვასროლინებს
nihontoman
ja_ja
ეგ მართალია, ერთი კაცი იწვალებს მაგეთი რამის გაკეთებისას....
ja_ja
bazuka
რა პრობლემაა, დასკვნები ყველას გვინდა და დავეხმაროთ ერთმანეთს და ყველა ერთად ჯაჯას. მაგის დროც გვექნება
ja_ja
bazuka
დღეს შევეცდები ცოტათი გაგათამამაოთ, დავდებ რამდენიმე ტესტს
ისე როგორც ვხედავ ეს თემა პოპულარობით სარგებლობს, თემა სულ რაღაც 9 დღეა რაც გახსნილია და უკვე 1012-ჯერ არის ნანახი... მდაააა საშუალოდ დრეში 100-ჯერ ხდება მისი ნახვა , საინტერესოა ტყვიები რომ ამოიწურება მერე რა მოხდება
წეღან ერთი დავდე და ეგრევე მეორეს ვაყოლებ, ოღონდ ამჯერად H&N-ზე გადავიდეთ. მაქვს ამ ფირმის 3 ტიპის ტყვია, ამჯერად შემოგთავაზებთ Beeman Kodiak Extra Heavy-ის ანალოგს, იდეაში ბოლომდე ვერ ჩავწვდი აზრს, მგონი beeman-ი აწი გამდის სახელით H&N, ამ აზრამდე მივედი იმის გამო რომ ტყვიების ფორმები ამ ორივე მარკას პრაქტიკულად იდენტური აქვს, მაგალითად დღევანდელი H&N Baracuda Match პრაქტიკულად ზემოთ ხსნებული კოდიაკის ანალოდგია, ასეთივე ანალოგიები არის, სხვა დასახელებებშიც, მაგალითად H&N Baracuda Power, H&N Crow Magnum და ასე შემდეგ...
კაი ბატონო დავუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ განსახილველ ტყვიას
ხვრელი
სურათი დაზიანებულია
მინდა ვთქვა რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ.... ხვრელია რა
შემავალი ხვრელის ზომა
სურათი დაზიანებულია
სურათზე კი ჩანს 21.7 მილიმეტრი, რეალურად 19 მილიმეტრზე მეტი არ იქნება, სურათის გადაღებისას ძნელია ორი ხელით მუშაობა, ერთში ფოტოაპარატი, მეორეში შტანგელი და ყველაფერს ფოტოაპარატის ეკრანით უყურებ, თან კიდევ ღილაკზე თითის დაჭერას ლამობ
ეს კი სიღრმე. საერთო ჯამში მართალია პატარა განსხვავებები Beeman-სა და H&N-ს შორის ფიქსირდება, მაგრამ საერთო ფორმა ტრაექტორია და ნახვრეტი ერთი რჩება
ესეც გაკვალული გზა
იდეაში ამ ტყვიაზე არ გამკვირვებია ასეთი ფორმა, ეს არის ფილდ ტარგეტინგის ან მიზანში სასროლი ტყია და მას ვერანაირად ვერ მოვთხოვთ სანადირო თვისებებს
დაჭყლეტილი ტყვია ახლოდან ძალიან გავს Beeman-ის ტყვიას, შეიძლება ითქვას 1:1-ზეა
განსაკუთრებით ეს ეხება ტყვიის თავს
ეს კი რა იყო და რა გახდა
ვიცი, ვიცი რომ ეს დიდი ემოციების აღმძვრელი ტყვია არ აღმოჩნდა, საინტერესოებს ბოლოსთვის ვმალავ თუ კარგად მოიქცევით ბასეინში წყალს ჩაგისხავთ და გაჩვენებთ საინტერესო ტყვიებსაც....
ეს კი დღევანდელი სუპერ საჩუქარი, თუმცა თუ კარგად მოიქცევით საჩუქრები შეიძლება კიდევ დავყარო....
მაშ ასე დღევანდელი ვარსკვლავი ჩვენს პოდიუმზეეეეე....... Crosman Premier Hollowpoint წონა ამ პატარას აქვს 7.9 გრანი, იდეაში ეს არის ცნობილი BHP-ის უმცროსი ძმა, ფორმა იგივე აქვს, უბრალოდ ზომებშია დაპატარავებული და ცოოტათი დატყეპებულია. რატომღაც Crosman-ი ამ ტყვიას ტავის სახელით უშვებს ხოლო მძიმე 10.5 გრანიანს Benjamin-ის მარკით.
მაშ ასე გახსოვთ რა გააკეთა BHP-იმ??? როგორ ფიქრობთ ეს პაწუა რას იზამს? ააქვს რაიმეს ტაკუნები
ჰოოდა მოდი შევხედოთ, გადავტენოთ მარადიორი და მთელი 290 მეტრ წამით პლასტენილში გავუშვათ 50 სანტიმეტრიდან.... როგორ ფიქრობთ რა გამოვიდა????
ამოხეთქა ისლანდიაში კიდევ ერთმა პლასტენილის ვულკანმა, ცივ-ცივი პლასტენილის ლავა შემომესხა კიდევაც კიდევ კარგი ცხელი არ იყო და გადავრჩი რომ ეს რეპორტი დამეწერა....
რას იტყვით სურათზე?? ტყვიას ხედავთ?? იცით რატომ ჩანს?? არ გაგიმხელთ სანამ ნელ-ნელა არ განახებთ
მოკლედ კიდევ ერთხელ ცოტა კუთხიდან შევხედოთ პლასტენილს
სურათი დაზიანებულია
ხომ არის თერმო ბირთული კრატერი?? საინტერესო სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გვაქვს და თან არაერთხელ.
მოკლედ ეს არის შემავალი ხვრელი....
რავარია ჰა? მართალია 1-2 მილიმეტრით მეტია, მაგრამ ასეთი ვეებერთელა ზომები მგონი არავის მოუცია, მაგრამ ეგ რა არის, აი სიღრმეს შეხედეთ
ახლა ხვდებით რატომ ჩანს ტყვია ხვრელში?? ვეებერთელა ხვრელია და თან ტყვია ახლოს გაჩერდა, შესაბამისად შეაღწია შუქმა და ობიექტივმა ხვრელში
რავიცი რა ვთქვა ლამის ოთხკუთხედი გააკეთა ტყვიამ სიღრმე სიგანეში... თუ ორთკუთხედი არა მართკუთხედი ნამდვილად გააკეთა, თან საკმაოდ ფართო
აი ტყვიის ბალისტიკურ ჭრილს კი...
ჰიდრო დარტყმა აშკარას სახეზეა, ამჯერად უბრალო ძაბრი აღარ გვაქვს, გვაქვს 35 მილიმეტრიანი შემავალი, შემდეგ უფრო ფართო ჰიდრო დარტყმის წრე და შემდეგ ჩქარი კონუსი, ისიც კი არ წვრილდება, პირიქით უცებ მთავრდება, ანუ მიაყენა სხეულს ბალისტიკური დარტყმა და გაჩერდა. კაი რამეა
რას უზამს ახლა ეს მფრინავ ობიექტებს??? კურდღელს და ეგეთ სხვა დიდ არსებას ვერაფერს უზამ, აშკარად ტყავს აახევს და მორჩება, მაგრამ აი ყვანჩო, ქათამი, კვატი და სხვა... განსაკუთრებით ზურგიდან და გულ მკერდში მოხვედრისას, ფრთამ შეიძლება გააჩეროს ეს ტყვია, მისი ექსპანსიურობის გამო.... მდააა, შემზარავი შედეგია...
დროა ტყვიას შევხედოთ ახლოდან...
რას იტყვით ტყვიას ხედავთ?? მე ვერ ვხედავ, აგერ მეორე ფაქტი
ტყვია აღარ არის, რაღაც ლითონის მონეტაა თუ ფირფიტა... სადღაა ტყვია????
ასეთი დატყეპებული მე ჯერ სხვა არაფერი მინახია, მაქსიმუმ ქვაზე სროლისას ტყვია რომ ბრტყელდება ეგ მაქვს ნანახი, მაგრამ შედარებით რბილ მასაში თუ ასეთი რამის მიღება შეიძლებოდა....
ეს უკვე ფოლაქია და არა ტყვია...
შედარება საწყის ფორმასთან არ გინდათ???
ა ვიცი, სიტყვები საბეჭდად კი არა სალაპარაკოდ ვერ მოვძებნე, მოკლედ გადასარევი რამეა, მთავარია მოხვდეს რაიმეს... თქვენ წარმოიდგინეთ კროსმანის მყარი შენადნობი რას შვება და ასეთი ფორმა რომ JSB-ის რბილი ლითონიდან იყოს გაკეთებული...... უუუ.... ჩემს მტერს რასაც ის მოხვდება....
ეს კი საჩუქრად შესადარებლად, ორიგინალი კროსმანის 7.9 გრანიანი ტყვია, დეფორმირებული და მარჯვენა მხარეს დეფორმირებული BHP
გამოდგება ვიზუალური შეფასებისთვის...
ჩმა (ჩემი მოკრძალებული აზრით) შემიძლია ვთქვა მშვენიერი სანადირო ტყვიაა, თან ძვირიც არ ღირს, აქაური ფასი არ ვიცი, მაგრამ ამერიკაში 8.35$ ჯდება 500 ცალიანი კოლოფი... ამ ტყვიას წონაც რომ ჰქონდეს... უფრო სწორედ წონიანი ვარიანტი არსებობს BHP-ის სახით, აი BHP-ს რომ შენადნობი რბილი ჰქონდეს, ალბათ საერთოდ ნაკუწებად იქცეოდა სხეულში მოხვედრისას.
მშვენიერუს !!
საღოლ ჯაჯ, მაგარია
ხოშიან !!!
ჯაჯ, აქ რა ჯდება ეგ ბედნიერება ერთი პაჩკა?
nihontoman
ხო, იდეაში მაგის კითხვა მინდოდა, ანუ აქ რა ღირს.
მარა გრიშას მგონი ყველა ტიპის პრემიერზე ერთი და იგივე ფასი უდევს, თუ ვცდები? (500 ცალიან კოლოფებზე მაქვს საუბარი)
25 გელა. უკაცრავად ოფისთვის
Crosman Premier Hollowpoint
:O
ja_ja
ეგ ტყვიები იმდენად რბილია, რომ როგორც კი მოხვდება სემხებ ზედაპირს, მაშინვე განიცდის დეფორმაციას, ბრტყელდება, შესაბამისად ჰიდრო დარტყმაც მაქსიმალურად ეფექტური გამოდის ამის ხარჯზე
ამ ტყვიებს ხელში რომ ვიჭერდი, მეშინოდა თითებით ზალის დატანების, ეგრევე დეფორმირდებოდა ისეთი რბილია...
ერთი ეგაა, რომ ბუმბულის ბარიერი ამ ტყვის ტთავისუფლად გააჩერებს, ბუბული ნავაროჩენი ჯავშანჟილეტის მსგავსია, ტყვიას მეტი სიმყარე სჭირდება, რომ მისი ბრუნვით გამოწვეული ბურღის ეფექტი მაქსიმალურად გამოყენებადი გახდეს და "სვერლოს კუთხეები არ წაემტვრეს"
ამ ტყვიით ალბათ, სასროლი პოზიცია უნდა შერჩეს ზუსტად, ჩემი ღრმა რწმენით, ქვემოდან რომ ვესროლოთ ფრინველს, იდეალურია, მაქსიმალური ჰიდრო დარტყმა, მინიმალურ დროში ქვემოდან ყველა ფრინველი "უიაზვიმ"
Davitus
ანუ, პრინციპში შენ ამბობ, რომ ყველა ყვავს ეს ტყვია ვ ჟოპე უნდა გაარტყა?
ნუ, გეთანხმები ბუმბულის თაობაზე, მარა არა მგონია, ყვავის ბუმბულმა მაინც შეაჩეროს...
მართალს ამბობს დავითუსი, ბუმბული კაი ბრონეჟილეტია, ფრთებზე განსაკუთრებით. კაი მწარე კი იქნება მაინც მოხვედრა, მაგრამ საკმაო შანსია რომ ფატალურად არ დასრულდეს ეგ სროლა.
Davitus
რეებს ლაპარაკობთ, დადეთ ნებისმიერი ყვავის ფრთა და ისე ლამაზედ გახვრეტს 30-40 მეტრზე როგორც დაგიბარებია, თან იმ ღეროებსაც ხოშიანი ეფექტი ექნება, ასკოლკების სახით.
bazuka
Power_VANO
ja_ja
ja_ja
bazuka
პონტია რომ არ გახვრიტოს ყვავის ფრთა, რასაც ვესროლე ყველა სკვაზნოიზე გადის...და ბაზუკასაც ვეთანხმები,უფრო ეფექტურიცაა..ძვლის "ასკოლკები" აჩქარებენ ყვავის იმ ქვეყნად გამგზავრებას
cz80
შენა ჩამოხვედი კაცო? სადა სოფლის გასვლის რეპორტი მერე?
მოკლედ ნუ აურიეთ ეს თემა
გადავდივარ შემდეგი ტყვიის რეპოსტზე, იმედია ცოტა ჩაწყნარდებით
მაშ ასე ამჯერად ვიხილავთ H&N Rabbit Magnum II-ს, ჰოო ბევრი ელოდებით არა ამ ტყვიის შედეგებს, ვიცი რომ გაინტერესებდათ, მაგრამ რეპორტი მოკლე იქნება
ტყვიები საკმაოდ მძიმეა, სიჩქარე გასროლისას არ გამოზომია, მაგრამ მეეჭვება 250 მეტრ წამზე მეტი იყოს, შედეგად მივირე აი ასეთი სურათი
რავი ხვრელი იმდენად პატარა გამოვიდა რომ ყბა ჩამომივარდა....
ესეც ზომები
მიუხედავად იმისა რომ 10 მილიმეტრი ჩანს სურათზე აშკარად ჩანს რომ მარჯვენა მხრიდან მისაახლოვებელია ტუჩი შედეგად ალბათ 9 მილიმეტრი გამოვა შემავალი ხვრელი.
შტანგელით სიღრმე ვერ გავზომე, რადგან ვერ ვხედავდი ხვრელის ბოლოს, და შემეშინდა შტანგელის კუდის შეყოფა ვაი და პლასტენილში სხვა მიმარტულებით წასულიყო, ამიტომაც ეგრევე ვეცი და გავჭერი საყვარელი პლასტენილი
სადღაც 8 სანტიმეტრია, მაგრამ ა იდეალური ხვრელია თუ ხედავთ
როემლი ექსპანსიურობა დსადაა... მეშინია წარმოვიდგინო ეს ტყვია 300 მეტრ წამით რომ შევარდნილიყო პლასტენილში რას იზამდა, ალბათ მეორე მხარეს გაოვიდოდა
მოკლედ სუფთა წყლის ლურსმანია, ეგრეთწოდებული "დირაკოლი", მხოლოდ ხვრელი და მეტი არაფერი.
ესეც ტყვია მიზანში მოხვედრის მერე...
რაღაც დეფორმაცია აქვს, მაგრამ მემგონი მეორეთ რომ გამოვიყენო მაინც გამოდგება
მოკლედ რა ვთქვა?? დას ისტ დირაკოლ... სად ვნახო ახლა კურდღელი მელა და ტურა რომ ეს ტყვია მაგათზე მოვსინჯო????
კაცო რა გიკვირთ ვერ გავიგე ამხელა ჯერთია , თან მასიური , მაგას რა ექსპასიურობა უნდა ქონდეს?
ხოოო, ეს ტყვია სტროგად ოთხფეხებზეა გამოსაყენებელი(
ორფეხებზეც,დამსახურების და მიხედვით)
საინტერესოა ამის ჯგუფურობა, ჯაჯ დავიჯერო გრუბად მაინც არ შეამოწმე?
cz80
ხოოო, ბევრი წამიკითხავს ამ ტყვიის შესახებ და ყველა დასკვნა უკლებლივ 300+ მიდიოდა.
მიზეზი, ტყვიის ფორმა. არასტანდარტული პნევმატიკისთვის, მარა სტანდარტული ცეცხლსასროლისთვის.
ასეთი გრომეტრიული ფორმის ტყვიას 300-მდე არ ჰყოფნის, ვერ მიფრინავსო, რაღაც მოძრაობებს აკეთებსო.
ხო, წეღან გახურებული http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1030 ამ ტყვიებს არ ეხება
იმ ფორმულით ამის სიჩქარეს ვერ გამოთვლი, რადგანაც გაცილებით დიდი ზედაპირია ლულასთან შეხებაში და დიდ ენერგიას ხარჯავს ლულაში მოძრაობისას
ხოლო თუ ლულა ჩოკიანია ხო საერთოდ
ჯაჯ მე მგონი, რომ შენი ლულიდან გამოვარდნის სიჩქარე არაუმეტეს 230 მ/წმ იქნებოდა,
geojorjika
ja_ja
ისე ამას კორეელის ტესტი თუ არ მოყვა, ისე აზრი ეკარგება
bazuka
კაი, იყოს ეგრე
ჰა რა ვქნა ახალი რეპორტი გინდათ კიდევ????
არაფერიც არ მესმის , მოკლედ იმედია გინდათ, ამჯერდ შემოგთავაზებთ H&N Baracuda Hunter-ის შედეგებს, შედეგები, მინდა გითხრათ რომ საზიზღარია, ასეთ შედეგს არ მოველოდი
მაშ ასე მივყვეთ ნელნელა, რა თქმა უნდა ლულაში ტყვია, გასროლა 285 მეტრ წამით და....
შემავალი ჭრილობა დიდი არაფერია, გვინახია უკეთესიც...
მდააა რას იტყვით ვარგა ეს ტყვია?? მემგონი დიდი არაწერია მიუხედავად მისი გარეგნული სილამაზისა, არა და სილამაზე და ქვეყანა მწარმოებელი მხოლოდ ერთს იძახის კარგი უნდა იყოს კარგიიიიიი.
ეჰჰჰჰჰ... გავზომოთ ხვრელის სიღრმე აბა....
ჰოოო... მომენტალურად შეიცვალა ხასიათი, იყო დიდი არაფერი და უცებ გახდა - დედა ეს რა დავინახე.. თუმცა ჯერ რა დავინახეთ ღვრელის სიღრმე, თუმცა აქამდე მგონი 5 სანტიმეტრზე მეტი ჰქნდა ყველა ტყვიას ასევთქვათ "ჭრილობა"... რაღაც საინტერესო უნდა ჩანდეს ჰაა
დავიადე დანა, გავჭერი და...
ჰიდრო დარტყმაც არის და რაღაც გაუგებარი ტყვიის მასა დევს ჭრილობის ბოლოს... იცით მაინცა რა არის?? გადაირევით როცა გაანალიზებთ რა მოხდა.. ესეიგი იქ სადაც ჰიდრო დარტყმის გაფართოებულ ადგილს ხედავთ მოხდა ტყვიის თავის გადაფურჩქვნა, მაგრამ ტყვიის ტავი ამით არ დაკმაყოფილდა, ამოტრიალდა 180 გრადუსით გარე ნაწილი შიგნით შეტრიალდა, შიდა კი გარეთ ამოტრიალდა, ამდენი გადატრიალების შედეგად ტყვიას ქუდი მოსძვრა და ცალკე წავიდა, ანუ სრულყოფილი ფრაგმენტაცია მოხდა, აქამდე ასეთი რამ მხოლოდ JSB Predator-ზე გვქონდა ნანახი, მაგრამ არა ასეთი ფორმის...
მომძვრალმა ნაწილმა ცალკე ცხოვრება დაიწყო, მაგრამ ტყვიის უკანა ქვედა ბოლო თავის გზას აგრძელებს, თან ამასობაში იმის გამო რომ თავზე ქუდი შემოეხა შუაწელში ხვრელი გაუჩნდა, ეს ხვრელი ხვრებით რას აკეთებს? წურავს თავის წვრილ სხეულში წინ დახვედრილ მასას და უკნიდან გამოდევნის... სხვათაშორის იგიევს აგრძელებს მომძვრალი და გაფართოებული ქუდიც....
ესეიგი რომ წარმომიდგენია ეს პროცესი ნაწლავებში უკვე ცუდათ ვარ, გარდა იმისა რომ ენით აუღწერელი დარტყმა მიაყენა შიგნეულობს, გარდა იმისა რომ 2 ნაწილად გაიყო და სხეულს ცალცალკე აზიანებენ, ასევე თავის სხეულში გაჩენილ ხვრელს იყენებენ იმისათვის რომ წინ დახვედრილი მასა ამ ხვრელში გაატარონ და საბოლოო დომფხალი გააკეთონ...
წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი?? არ გაგცრათ ტანში?? არა ხომ ვამბობდი ერთი ორი მარქშეიდერი გვჭირდება მეთქი ჰააა??
აი ესაა ასევთქვათ სხეულიდან ამოღებული ტყვია და მასში ჩარჩენილი მასა, რომელიც ... იმედია ხვდებით სად რა როგორ იყო გაძვრენილ გაწურული
ეს კი რა დარჩა ტყვიისგან
და ბოლოს შედარება რა იყო და რა გახდა... რავიცი რა გახდა??? რაღაც საშინელებაა
ბუბლიკი და ტრუბა. ჰოოო საინტერესო ეგზემპლარია
იციან რა ამ გერმანელებმა საქმე, თან კაიფი კიდევ ბევრ პუნქტშია, კერძოდ... 200 ცალიანი კოლოფი ღირს პირამიდზე 6.99$, ანუ იაფია, მძიმეა 10.34 გრანი, ტყვია ჩემი სახლიდან საყვარელ 60 მეტრიან დისტანციაზე თითქმის ტყვია ტყვიაში ჩაჯდა, მაქსიმუმ 10-15 მილიმეტრია ჯგუფი.... ექსპანსიურობაზე საუბარი არ გვიწევს, მიზანში მიდის, იაფი ღირს, მძიმეა...
რავიცი მგონი მონადირის სუპერ არჩეანი უნდა იყოს.
აუუუ მაგარიაა, კიდევკაი 1 კოლოფს ველოდები ამ ტყვიისას
jaj ისე ჩაახუჭუჩე რომ ვერარ გავიგე რა მოხდა ჩემეული ინტერპრეტაციით ვიტყვი აბა თუ სწორად მივხვდი
ესეიგი მოხდა წინა თავის იმდენად გაფართოვება, რომ პრაქტიკულად მოსძვრა კაბას, ის კიდე გაუძვრა შუაში და გაუსწრო. მდაა მდაა მდააა
ეხლა დასადგენია მისი სიზუსტე.
bazuka
ეს ტყვიები მინდა 2 კოლოფიიიიიი ჯაჯა გაითვალისწინე მომავალ ჩამოტანაზე! ამას ვეძებდი რამდენი ხანია!
ja_ja
საღოლ ჯაჯ,აი ეს ტყვიები ნაღდად საინტერესო ჩანს..თანაც მარადამ თუ კარგად მიიღო..ვაფშე ასწორებს..
ისე საინტერესოა ჩამოტანიანად რა ჯდება..
foxi
cz80
ერთი სიტყვით მე მინდა როგორც ადრე გითხარი ეგენი. ეხლა ვნახავ გერმანიაში რა ჯდება და მერე უფრო დაგიზუსტებ.
ვა ვერრვნახე გერმანელებთან ამ საიტზე: http://www.sportwaffen-schneider.de/
foxi
ja_ja
ეს ბარაკუდა ჰანტერი საკმაოდ საინტერესო ჩანს, ამიტომ მოვითხოვ განმეორებით 2-3 ტესტს, საერთოდ უნდა მივეჩვიოთ იმ აზრს რომ, როცა საინტერესო ტყვია მოგვევლინება, აუცილებლად მინიმუმ 3 ჯერ მაინც უნდა გაიტესტოს და შედარდეს, ექსპანსიურობის, ჰიდროდარტყმის და ხვრელის სიღმრის იდენტურობა
holy sh*t!
რას გადაიფურჩქნა? მრავალსექციიანი რაკეტები რომ მიფრინავს ხოლმე და ატმოსფეროდან გასვლისას სექციები ძვრება ეგ წარმო0მიდგა თვალ წინ!
თან 15 ლარი გამოდის სადღაც პაჩკა? სერიოზულია!
Davitus
Davitus
მონადირეთა საზოგადოების თხოვნით აბატონო პლასტენილში დამატებით ნალეწი 2 ცალი H&N Baracuda Hunter-ი
იდეაში მოთხოვნა 3 ცალზე იყო, მაგრამ რადგან ერთი უვე დავაგდე და ამ ორმა მომცა აი ასეთი შედეგი... (ნუ შედეგს ძირს ნახავთ), ჩავთვალე რომ მეტი საჭირო აღარ იყო.
მაშ ასე რადგან ვიცოდი რომ პლასტენილი ბოლომდე არ გაიხვრიტებოდა, ავდექი და ორად გავჭერი ძველი საცდელი და მოზელილი ვითომ ბალისტიკური სხეული, დავდე ეს ორი ნაწერი გვერდიგვერდ და....
ესეც გადანაჭრები
შტანგელით აღარ მიჩალიჩია, მემგონი იგივეა ყველაფერი, პირობითად დავყოთ მარცხენა და მარჯვენა ბარკალის სახელით
მად ასე მარცხენა ბარკალში შესული ტყვია და საერთოდ ბარკალიც კარგად გაიჭრა შედეგად ესააჩარჩენილი ტყვია
მარჯვენა ბარკალი გაჭრისას ისე გამოვიდა რომ ტყვიის ერთი ნაწილი ერთ გადანაჭერში დარჩა მეორე კი მეორეში
ახლა კი ჭრილობიდან ამოღებული ტყვიები
მარცხენა ბარკლიდან
მარჯვენა ბარკლიდან
მოკლედ ტყვიას აქვს იდეალური განმეორადობა, ტყუილია დამატებითი ტესტების ჩატარება, რამდენჯერაც არ უნდა ისროლო ყოველთვის ერთი და იგივეს მიიღებ, ყოველ შემთევვაში მარადიორიდან, სიჩქარე გავზომე ქრონში 2-ჯერ მომცა 282 და 284 მეტრ წამი, დისკოდან შეიძლება ამხელა არ იყოს სიჩქარე და მაქსიმუმ 260-265 მეტრ წამი იყოს, და სოტა სხვა თვისებები გამოავლინოს, მაგრამ 280-ზე სამი ტყვია ერთნაირად იქცება.
რავი დაგრჩათ ხინჯათ კიდევ რამე და დამატებით გაინტერესებთ???
foxi
კაი ბატონო გავაგრძელოთ ჩვენი საშინელი ტესტები
მოგწყურდათ სისხლისღვრა? გჭირდებათ სასიკვდილო ტყვიები? ტყვიები რომლებიც ყველაფერს გაანადგურებენ ტავის გზაზე? მაშინ ტვენი არჩევანი უნდა გაჩერდეს კომპანია norica-ს მიერ გამოშვებულ ტყვიებზე სახელად Norica Killer. გახსოვთ ალბათ ამ ტყვიების http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=840. გამოვთქვი მოსაზრება რომ ამ ტყვიას წესით ისეთი ეფექტი უნდა ჰქონდეს რომ რასაც მოხვდება ვეღარ უნდა ადგეს მეთქი, არავინ დამიჯერა. მაგრამ ასევე უნდა ვაღიარო მეც შევცდი იმ მიმოხილვაში, დასკვნით ნაწილში მიწერია შემდეგი:
მაგაზე ნაგავი ტყვიები ჯერ არმქონია! საერთო მანძილი 20 მეტრი. მაგის მერე თყუილა ეცდებით მიზნში გარტყმას.
ეგ ტყვიები ალბათ უფრო სუსტ ზდპ ესიამოვნება.
ja_ja
მადლობა დაუზარებელი რომ ხარ... მოკლედ სანადიროდ ბადალი არ ყავს მაგ ტყვიას...
პლასტელინს მეც ვიყიდი და რაღაც ჩემებური ტესტები მინდა დავდო
ja_ja
გაიხარე ჯაჯ..ლამაზი სანახაობაა
კი იქნებოდა კაი ტყვიები მიზანში რომ მიდიოდეს
აბა რა ეფექტი აქვს და რა უაზროთ დაფრინავს.
ვსიოოო? ქართულ ბაზარზე რაც იშოვება ისინი გამოცადე რაა
ეხლა ვიყიდე Baracuda Power- ეს
როგორია აზრზე არა ვარ . მარა დიდი სხვაობა არ უნდა იყოს წესიტ ბარაკუდა მატჩ-თან
geojorjika
ჯორჯიკ, ჰანტერები აქვთ კიდე?
cz80
კი აქვთ
ისე მაინც ვერ ვხვდები რა დანიშნულება აქვს მაგ "მოსპილენძებულ" ტყვიებს...იდეაში უფრო "ბრანებოინი"-ს პონტში უნდა ყოფილიყო,
მაგრამ რაზეც არ ვცადე,ცპ-ზე ნაკლები შედეგი მაჩვენა...ნაკლები შეღწევადობა ქონდა
რაბიტი მაგნუმ-2,ხომ არ გაგისინჯიათ ხრონში დისკოდან ?
ზუსტათ.
geojorjika
ja_ja
"რაბიტი მაგნუმ-2" ხომ არ გაგიტესტია ხრონში, მაინტერესებს რამდენი აქვს დისკოზე.
tengo
ja_ja
მადლობა ეგ მაინტერესებდა.
ვსიოო?
არა კიდევ არის 4-5 ტყვია ჩემს ზაპასნიკშ9, მაგრამ ვერ მოვაბი თავი, გუშინ გასვლაზე ვიყავით ყველანი და რომ მოვედი მაგის თავი აღAრ მქონდა
ja_ja
რო მოაბავ გვითხარი....
ჯაჯა , რომელი იარაღით ატარებ ამ ტესტირებას? პცპ-ა თუ ზ.დ.პ?
Pate
PCP - Benjamin Marauder
Pate
რადგან ასეთი სამარისებური სიჩუმეა მთლიანად ფორუმზე, გადავწყვიტე რაღაცით ინტერესი გამომეცოცხლებინა.
პაწა გადახვევა თემიდან - ხალხნო რამე რომ იყოს თქვენ არაფერ ახალს არ გააკეთებთ რომ ინფოს მიმოცვლა მიმდინარეობდეს??? მე ხან ტყვიებს ვტესტავ, ხან მოდერის ჭიქებს ვდებ, ხან ტყვიების მიმოხილვა, ხან რაღაცის ჩამოტანა, ხან იმას ვნახულობ ხან ამას. ათასში ერთხელ რომ ვინმემ რაიმე მომხილვა გააკეთოთ, ბოლო იყო ნორიკა რომელმაც მოდერი გააკეთა, მართალია ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც უნდოდა, მაგრამ რაღაც სიახლე გაჩითა. დანარჩენები რას შვებით?? მხოლოდ გასვლები და უცნობი და ნაცნობი მფრინავი ობიექტების ჩამოყრაზე ჩალიჩობთ??? ძალიან გთხოვთ იაქტიურეთ, ნუ დაიზარებთ და რაცხა მამაძაღლობა გააკეთეთ, თუნდაც აქ ჩამოწერილი ტყვიებით მიზანში სროლის შედეგები დადეთ, რამე ქენით რა... აბიდნა ჩესნოე სლოვო.
დავუბრუნდეთ ჩვენს თემას, ამჯერად შემოგთავაზებთ Hatsan Pointed-ის რეპორტს, ალბათ გახსოვთ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1014.
კაი ბატონო დავიწყოთ განათლება
ტყვია ლულაში და ბა-ბახ!!! მივიღე აი ეს:
რაიმე განსაკუთრებული ნამდვილად არ არის, სულ რაღაც 24 მილიმეტრი
იდეაში ცუდი ხვრელი არ არის განსაკუთრებით შემავალი ხვრელის მიხედვით, მაგრამ მაინც თურქულია და ვიცით რომ რაღაც განსაკუთრებულს არ უნდა ველოდეთ
ვნახოთ სიღრმე:
მდააა... მსუბუქია და ხვრიტავს მაი გემრიელად, წესით ამას უფრო ექსპანსიურობა უნდა გამოეჩინა, მაგრამ ფაქტები სხვა რამეს გვიჩვენებს
ესეც ტყვიის მოძრაობა სხეულში
საკმაოდ კარგი შემავალი ჭრილობაა და რაც მთავარია კაი დიდ მანძილზე გრძელდება გაფართოება.
არ ვიცი რა დავწერო, თან ექსპანსიურობის ჩანასახია, თან ენა არ მიტრიალდება ამას ექსპანსიურობა დავარქვა , რაღაც ნიდადელკა ექსპანსიურობაა. სამაგიეროდ ლურსმნის ეფექტი აქვს, თუმცა მსუბუქ ტყვიას რათ უნდა ეს ეფექტი, მხოლოდ თურქებმა იციან
დეფორმირება აქვს, მაგრამ... არის რა, დიდი არაფერი
ესეც ორიგინალთან შედარება
აქედან დასკვნა, იყიდეთ ხარისხიანი ტყვიები, რომელიც ძვირი ღირს, ეს ტყვიები კი საპლინკაოდ მოიტოვეთ, ან მაქსიმუმ ახლო მანძილზე სასროლად.
მაგ ტყვიამ რაც გავარტყი(ტუმცა ბევრი ვერა) საკმაოდ კარგი შედეგები გამოიღო. ეგრევე ცლავდა,მაგრამ მიზანს ვერაფრიტ მაგ ტყვიით ვერ გაასწორებ
სანამ სამსახურში ვარ და ორ შარიკს ვათბობ ბარემ მოვაყოლებ შემდეგი ტყვიების რეპორტებსაც.
კაი რამეა ინტერნეტი და ციფრული ფოტო აპარატი, გადაიღე სურათები, წაიღე სადაც გინდა და მერე ნებისმიერი ადგილიდან დაპოსტე... ლეპოტა სახლში ამის დროს მაინც ვერ ვნახულობდი. ოხ კვირას მუშაობის მომგონს რა ვუთხარი ბლინ!!!!
კაი ბატონო ამჯერად მივადგეთ GAMO-ს პროდუქციას.
ტყვიები მოაწოდა ჩვენმა ფორუმელმა Ochopintre-მ, მაქვს ორი GAMO-ს ტყვია, ერთის სახელი გარანტირებულად ვიცი, მაგრამ მეორესი არ ვიცი, ან არის Hunter-ი ან Pro magnum-ი, იმის გამო რომ Hunter-ს აქვს ტანზე ნაკატკის კვალი, და ჩემს ხელთ არსებულს არ აქვს, უფრო მგონია რომ ეს რეპორტი Pro Magnum-ს ეხება.
მაშ ასე ტყვია Gamo Pro Magnum
სტანდარტულად ტყვია ლულაში და ...
320 მეტრ წამი თავისას შვება, იდეალ დელ ხვრელუს. ლამაზად კი გამოიყურება, იდეაში კი უნდა გაეხვრიტა კაი მანძილზე, მაგრამ ჯერ შემავალი ხვრელის დიამეტრი ვნახოთ.
ნორმალურია, მიუხედავად იმისა რომ რაიმე განსაკუთრებულს არ წარმოადგენს ეს ტყვია, ხვრელი მაინც კარგი გამოვიდა.
სიღრმეც სოლიდურია, იდეაში წინა განხილულ ტყვიასთან საკმაოდ ახლოსაა გინდ შემავალი ხვრელი გინდ სიღრმე, საინტერესო რა ხდება ჭრილში.
ამჯერად იდეალური ძაბრი გვაქვს, ანუ ტყვია წრფივად კარგავს ენერგიას.
ექსპანსიურობა არ აქვს, თან მარადიორიდან გასროლილი სიჩქარის გამო აკეთებს ალბათ დიდი ხვრელს, შედარებით დაბალ სიჩქარეზე ამხელა ხვრელი არ იქნება, შედეგად სანადიროდ გამოდგება.
დეფორმირება მხოლოდ შეჭუჭყვნაში გამოიხატება.
ვერც ექსპანსიურებს ეწევა და ვერც რბილ JSB-ს
ისე სასაცილოდ კი შეუპატარავდა უკანა ხვრელი თითქოსდა სიმწრით გაიჭინთაო
მოკლედ გამოა რა, რაღაც არის მაგრამ არაფერი ისეთი რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდეს. გამოდგება პლინკისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კოლოფში ტყვიების რაოდენობას (250 ცალი), მემგონი 5 ლარზე მეტის მიცემა ამ კოლოფში არ შეიძლება, თუმცა სადაა რომ გინდაც უფრო მეტად?
ეგ ჰატსანის ტყვიები არის მაქსიმუმ 30 მეტრში საპლინკაოდ ...ნუ სანადიროდაც ... პრინციპში ფასიც შესაფერისი აქვს
ja_ja
ჯაჯ, ნაგლობად არ ჩამითვალო ( ) და... კროსმანის დესტროერის მიმოხილვაც დადე რა,რო მოიცლი...
მე არ მაქვს საჭირო ატრიბუტები(შტანგერფარგალი, კამერა, ქრონი..) თორემ ნაღდად არ დამეზარებოდა...
ჩემთვის კი მაქ ცდები ჩატარებული...მარა ფორუმზე რა დავყარო...მობილით გადაღებული ფოტოები?
ესეც დღეისათვის ბოლო რეპორტი, იმედია დროებით გაგართობთ, დარჩენილი 2 ტყვიის რეპორტსაც მალე მოგაწევთ
მაშ ასე ამჯერად ვიხილავთ GAMO Expander-ს (ისევ და ისევ Ochopintre-ს დიდი მადლობა ამ ტყვიების მოწოდებისთვის), თავიდანვე დავძენ რომ ეს ტყვია პრაქტიკულად Crosman Destroier-ის ანალოგია, სხვათა შორის დესტროიერი არის დარჩენილი ტყვიებიდან ერთერთი, დესტროიერი CZ80-მა მომაწოდა კაიხნის წინ, მაშინ ჯერ კიდევ ციოდა და მუხებს შორის ქარი დასეირნობდა, ყველას ქურთუკი გვეცვა, წვიმდა და უხასიათოდ ვიყავით ყველანი მოკლედ მეორე მოსვლა აღვწერე მემგონი , იმის თქმა მინდა რომ CZ-მ კაიხნის წინ მომაწოდა კროსმანის ტყვია, მაგრამ დღემდე არ დამიდია მისი მიმოხილვა. გამოვასწორებ მალე.
დღეს კი Ochopintre-ს მიერ მოწოდებული Gamo Expander-ს ვიხილავთ
სამწუხაროდ წონა ზუსტად არ ვიცი და სიჩქარე არ გამიზომია, თუმცა მსუბუქია და იდეაში 300 მ/წ-ზე მეტი სიჩქარე უნდა ჰქონდეს მარადიორიდან.
დასახელებიდან გამომდინარე ტყვია უნდა ფართოვდებოდეს, მოდი ვნახოთ ვენახი... რამ შეჭამა ვენახი? რა თქმა უნდა სეტყვამ... უპს.. რაცხა ავურიე, მგონი სხვა პლასტინკა ჩავდე დრაივში, მმმმ ახლავე გამოვასწორებ...
აჰა, ვნახე საჭირო პლასტინკა, მაშ ასე ტყვია ლულაში და ჩავახუტეთ პლასტენილს:
ხვრელი არ გამოვიდა სიმეტრიული, თან სიგანეში საკმაოდ დიდი ხვრელია, ამას ადასტურებს შემდეგი სურათი, მაგრამ თუ დაუკვირდებით ვერტიკალზე უფრო დიდია ხვრელი
აი სიღრმეში კი ტყვიამ ძლივს შეაღწია 5 სანტიმეტრზე
თუ გახსოვთ ასეთი შედეგი მხოლოდ კარგ ექსპანსიურ ტყვიებს ჰქონდათ. წესით და რიგით დასახელება მართლდება.
ეს კი ტყვიის გზა, მემგონი იდეალური კონუსია, ძაბრია... რა ვიცი რაც გინდა დაარქვით, მაგრამ ჰიდრო დარტყმა საკმაოდ სუსტადაა გამოხატული, რაღაც პირველ 5-8 მილიმეტრზე ჩანს გაფართოება და შემდეგ კონუსია.
მოდი უფრო ახლოდან განვიხილოთ ტყვიის გზა
როგორც ხედავთ ტყვია გზაში ფრაგმენტებს კარგავს, რაც საკმაოდ აბინძურებს ჭროლობას და აზიანებს სხეულს, პლიუს დააკვირდით , შუაში არსებული ფრაგმენტიდან მუქი ნაკაწრი მიყვება ჭრილობას, რაც იმს ნიშნავს რომ საკმაოდ წვეტიანი ზედაპირი შერჩა ტყვიას როდესაც ეს ფრაგმენტი მოსძვრა.
ახლა გადავინაცვლოთ თავისკენ ვნახოთ ძირითად მასას რა დაემართა.
ჰოო ტყვიის თავზე შემოხვეული წრე შემოეხა და ... გასაგებია რომ ამან გამოიწვია ჭრილობის დიდი დაზიანება.
ფაქტია ჯანმრთელობისთვის ეს ამოშვერილი ნაწიბური მთლად სასარგებლო არ უნდა იყოს
სულ ფრაგმენტებიდან გამოვიდა აი ეს
ეს კი ორიგინალი და სროლის შემდეგ
ვიტყოდი რომ მშვენიერი სანადირო ტყვიაა, ამართლებს ტავის დასახელებას, მაგრამ... აი ეს წყეული მაგრამ...
გავიხსენოთ პირველი http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=525&view=findpost&p=12396, აქაც დავდებ 25 მეტრიან დისტანციაზე შედეგს...
როგორ ფიქრობთ 25 მეტრზე თუ ამას აკეთებს ტყვია, უფრო დიდ დისტანციაზე რას იზამს???
რამდენი ხანი ველოდიი სპასიბა
foxi
მშვენიერი ტესტებია, აღვნიშნოთ უნდა კიდევ ერთხელ, მადლობა ჯა_ჯ!
ja_ja
იქნებ დაგეწერა 1ადგილი:? მე-2 ადგილი: რა თქმა უნდა ტესტებში! წავიკითხე და ბოლოში ჩასული წინა ტესტები დამავიწყდა
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services