მოგესალმებით.
მინდა გაჩვენოთ პლასტენილში ნასროლი ტყვიის ფოტო მასალა. მოგვიანებით შევეცდები სრული ვიდეო მასალაც შემოგთავაზოთ.
სროლა გავაკეთე 0, 50, 75 და 105 მეტრებზე პლასტენილში. მაინტერესებდა შეღწევადობა და ის თუ რა მოუვიდოდა ტყვიას.
ტყვია იყო ნილსენის ახალი 4.5 კალიბრის ე.წ. სლაგი. სულ ახალი დაწყებულია მისი წარმოება. 2 წონის აქვს ნილსენს ეს ტყვია. 0.8 გრამი და 0.97 გრამი. მიმოხილვაში საუბარი გვექნება 0.8 გრამზე.
საუბარია აი ამ ტყვიებზე.
მარჯვნივ 0.8 გრამი ხოლო მარცხნივ 0.97 გრამი.
ვინც არ იცის მოკლედ რო ვთქვათ რა არის სლაგი. სლაგი არის ინგლისური სიტყვა, ინგლისურ პნევმო სამყაროში მსგავსი მოყვანილობის პნევმატიკის ტყვიებს ეძახიან. უფრო მძიმეა და უფრო მეტი ბალისტიკური კოეფიციენტი აქვს ვიდრე ჩვეულებრივ ტყვიებს რასაც ვისვრით ხოლმე. რუსები Полнотелые пули_ს ეძახიან. ჩვენთან შესაბამისი სახელი ჯერჯერობით ვერ მოიძებნა ამიტომაც მარტივად სლაგი დაერქვა. ის არის ბევრნაირი კალიბრის, ზომის, ფორმის, ბალისტიკური მაჩვენებლების. მარტივად რომ ვთქვათ ზემოთ ხსენებულ ნილსენის 0.8 გრამს ბალისტიკური კოეფიციენტი (ბკ) აქვს 0.07. შესადარებლად 0.67 ჯსბ_ის აქვს 0.032. ანუ 2.2 ჯერ უფრო დიდი ბკ აქვს რაც ნიშნავს იმას რომ 2.2 ჯერ უფრო სტაბილური იქნება ქარში ვიდრე 0.67 ჯსბ. პლიუს უფრო სწორი ფრენის ტრაექტორია ექნება. იგივე ხდება 4.5 ის ზევით კალიბრებშიც მაგრად ჩვენ 4.5 ზე ვისაუბრებთ.
ესე გამოიყურება სხვადასხვა სლაგები
საქმეზე გადავიდეთ. 4.5 ში სლაგები არის უკვე დიდი ხანია და თან რამოდენიმე ბრენდსაც აქვს გაყიდვაში მაგრამ ღირს ძალიან ძვირი. 100 ცალი 15 დოლარი ადგილზე. პირველი ნაბიჯი ნილსენმა გადადგა გაიაფებისკენ და ინტერესის გამო ჩამოტანილ იქნება ეს ტყვიები.
მე ვფიქრობ არც შევმცდარვართ. ვიზუალურად კარგათ გამოიყურებიან და სიზუსტეც როგორც აღმოჩნდა არც ისე ცუდია.
საინტერესო იყო შიგნით რა ეფექტი ექნებოდა. ამისათვის გამოვიყენე პლასტენილი. პლიუს კიდევ პლასტენილი დაახლოვებით იმიტაციას ქმნის ხორცის.
როგორც ზევით დავწერე სროლა გაკეთდა 0, 50, 75 და 105 მეტრებზე. თავიდანვე დავწერ რომ ყველა ამ მანძილზე შეღწევადობა ჰქონდა მაქსიმუმ 4.5 სმ. საშუალოდ 4 სმ გამოვიდა. 0.87 გრამი ჯსბ რედიზაინების შეღწევადობა იყო 9 სმ 0 მეტრზე. ერთი შეხედვით შეღწევადობის ტესტით სლაგი 2 ჯერ უფრო ეფექტური ჩანს სხეულში მოხვედრისას. იგივე შეღწევადობა ჰქონდა ჯსბ 0.54_საც.
0 მეტრზე ნასროლი სლაგი გამოიყურებოდა ესე.
https://ibb.co/MZhX41C
https://500pxdownload.com/
https://ibb.co/5LYR7sH
https://500pxdownload.com/
როგორც ხედავთ გადაშლილია. ჩემი აზრით კარგ ეფექტს შექმნის სხეულში მოხვედრისას.
დანარჩენ მანძილებზე ცალკეული სურათები არ მაქვს ამიტომაც შემოგთავაზებთ ერთ ფოროს რომელზედაც ასახულია იმ კონკრეტულ მანძილზე მოხვედრისას სლაგის სიჩქარე, ენერგია და დამდგარი შედეგი, დეფორმირებული ტყვიის სახით.
https://ibb.co/y5bw59x
https://500pxdownload.com/
როგორც ხედავთ 75 მეტრის შემდეგ ცხვირის გადაშლა აღარ აქვს ტყვის არადა სიჩქარე და ენერგია დიდად არ დაკლებია. შეღწევადობა კი ერთნაირი აქვთ. დასკვნები თქვენთვის მომინდია.
ეს კიდევ არის პლასტენილიდან ამოღების შემდეგ 0 მეტრზე მარცხნიდან მარჯვნივ
ნილსენი 0.8გ - 277 მ/წ
ჯსბ 0.54 გ - 335 მ/წ.
ჯსბ 0.87 გ რედიზაინი - 270 მ/წ.
https://ibb.co/kDFdPC0
https://500pxdownload.com/
ჰმ.. 4.5 ნახე რა დღეშია მავნებელი ფრთოსანის რისხვა იქნება თან კაი მანძილებზე
საინტერესო მიმოხილვაა.
ერთი ქათამი რო იყიდო გუდვილში და მაგაზეც დატესტო, საინტერესო იქნება.
50 კალიბრამდე ბევრი არ უკლია 50 მეტრზე
100 მეტრზე 20 ჯოული ვაბშე სრული სიგიჟეა 4.5 თვის. ვფიქრობ ცოტათი შემცირდება 22-25 კალიბრებზე მოთხოვნა ამ ციფრების გამო, ვინც ნადირობისთვის იდულობს
okela84
ნადირობაშია საინტერესო.
სიზუსტის შედეგი მოსალოდნელზე კარგი აღმოჩნდა ჩემ თოფზე. 45 მეტრზე ვიტყოდი რო 15 მმ ზე პატარა ჯგუფები აქვს. პლასტენილშიც არაა მგონი ცუდი. ნადირობაშიც თუ გაამართლა და მთლად უკეთესი.
საინტერესოა ფრინველზე თუ მასეთი ეფექტი ექნება. თუ მოახერხებ დატესტე მე ძალიან მაინტერესებს
pilotina
ja_ja
რით განსხვავდება რუსულებისგან.
არა რავი, მგონი აღარც ვაპირებ სროლას პლასტენილზე. პელეტის იგივე ტესტის ინტერესი თუ არ გაჩნდა.
MonSoon
მგონი, ბევრჯერ მოგიწევს სროლა ძერწში ასე მგონია
MonSoon
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services