ესეიგი მაინტერესებს რომელი საშუალებით მოვაშორო ჟანგი? ოღონდ ვინც მართლა იცის ის შემეხმიანეთ, რაც ნამდვილად მოაშორებს ის მირჩიეთ, წვრილ წვრილი ჟანგი აქვს აქა-იქ, ხელს რო გაუსმევ ხაოსავითააქვს, ხოდა თან მაინტერესებს შავ სითხეს ხომ არ გააცლის ეს საწმენდი საშუალება ჟანგთან ერთად? ოღონდ რაც ნამდვილად იცით რომ გააცლის, თორე ეგრე მივედი მაღაზიაში და ვკითხე მევთქვი ესე-ესეა თქო და რაღაცა მირჩია, ვიყიდე, წავუსვი, ნახევარი საათი დავაცადე, როგორც მირჩია , მაგრამ რა შედეგი? რაც მთავარი გასაცლელი იყო ის დარჩა. ასე რომ აბა თქვენ იცით........
ხ.მ.ე.ლ.ო
crosman sierra pro-ს, ოპტიკა სადაც ყენდება აი მანდ აქვს რა, ლულაზე არა, ანუ ზამბარა რაშიც ისმევა მთლიანად მანდ რა
ძმარია ძაან მაგარი.ოღონთ ძალიან დიდი კონცენტრაციია არ უნდა.
კაი რა მეკაიფები? რა ძმარი, მართლა არ გამაკეთებინო და რამე არ დაემართოს
ხ.მ.ე.ლ.ო
აი ესენი გადაიკითხე:
http://www.airgun.ge/forums/index.php?act=Search&CODE=show&searchid=ff98e826aa99792c25909674987097f3&search_in=posts&result_type=topics&highlite=%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98
სპს, მაგრამ ლაკს ნამდვილად არ წაუსვამ :DDD
არა ვერ გავრისკავ :D
აი ეს არ ივარგებს? http://www.magnum.ge/production-ka-Means%20for%20cleaning%20weapons-2. ანუ პირველივე...... ძველი ოქსიდირების (ჩაშავების) და ჟანგის მოსაშორებელი სითხე TETRA G.BLUE&RUST REMOVER 87ML, 72653000
შე კაი კაცო უძვირესს მანქანებს ასხამენ ლაქს და შენი თოფი რა გახდა გასარისკი მე ხელოსანი შენხვდა შტერი ნეტა კარგად იყოს დასხმული.
მე ამას ვხმარობ იარაღის საწმენდათაც და შესანახად. ჟანგს აყრევინებს ბრინჯივით
აჰა კაი რამეა ესიგი ეგ? ვცდი აბა? რაც შეეხება უზვირეს მანქანებს, ეგ ლაკი მესმის დაასხა იმის შემდეგ, ჟანგს რომ გააცლი, რათა აღარ დაიჟანგოს და შენ იმას ამბობ რო ზედ ჯანგძე გადავლაკოო? დაფიქრდით ხომე კარგად წაიკითხეთ რას ვწერ კაცო, ჟანგის მოსაშორებელი სითხე მინდა და არა ისეტი რამ, რომ ჟანგი აღარ გაუჩნდეს, მთავარია ეს ჟანგი მოვაშორო და მერე უკვე მე ვიცი, პროსტა ვისგანაც ვიყიდე ის ალბად არ უვლიდა თორე, ეს ჟანგი თუ მოვაშორე მერე უკვე ვსოო, ან გადავლაკავ და ან კიდევ გადაულაკავადაც ისე მოუვლი რო ჯანგი 1 მმ სიშორეზეც ვერ მიაუახლოვდება ჩემს ქროსმანას შიშისგან :D:D:D:D
ჩემი აზრით, ისეთი ხსნარი რომელიც გახსნის რკინის ჟანგს და ფოლადს [სადაც რკინა დიდი რაქოდენობითაა] არ შეეხება არ აესებობს. მსგავს შემთხვევაში მე ვიყენებ ხოლმე ჟანგის გარდამქმნელს [პრეობრაზოვატელ რჟავჩინი] რომელიც დამზადებულია ორთოფოსფორმჟავის საფუძველზე. ეს სითხე არ ხსნის რკინის ჟანგს, ის მხოლოდ გარდაქმნის ჟანგს შავი ფერის რკინის მარილად, რომელიც თავის მხრით აღარ შედის რეაქციაში ჟანგბადთან. ასევე საჭიროების შემთხვევაში დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა გერმანული სითხე "კლევერ"-ი. ეს ჟანგის გარდამქმნელი თავისუფლად იყიდება ავტომაღაზიებში. "კლევერი" გამოიყენება როდესაც ზედაპირი გასუფტავებულია ლითონის ფენამდე, და ასევე როცა ფოლადში ქრომის შემადგენლობა 3%-ს არ აღემატება.
დიდი ბოდიში, მთავარი დამავიწყდა. სანამ ჟანგის გარდამქმნელის გამოყენებას დაიწყებდე საჭიროა ჟანგიანი ნივთი მოათავსო უწყლო ნავთში თუნდათ ერთი სუტკით, რომ ჟანგი დარბილდეს, შემდეგ საჭიროა მისი [ჟანგის]მექანიკურად მოცილება, ალუმინის ან ლატუნის, ატვიორტკის მაგვარი ხელსაწყოს საშუალებით. შემდეგ კი იმ პროცესის ჩატარება , რაც ზემოთ აღვწერე.
უწყლო ნავთის მიღება შეიძლება ასე - ერთ ჭიქა ნავთში ჩაყარე ერთი ჩაის კოვზი მარილი და კარგად აურიე, რამოდენიმე საათის მერე [2-4სთ] ჭიქის ფსკერზე გაჩნდება ნალექი, ეს არის მარილისა და წყლის ნაერთი. ნავთი გადაასხი სხვა ჭურჭელში ისე რომ ეს ნალექი არ გადაყვეს. უწყლო ნავთი მზადაა. გისურვებ წარმატებებს.
გაიხარე
WD-40 ან Sonax-ი, რაც სტიგმა დაწერა. პირველი მათგანი გუდვილში იყიდება, მგონი მეორეც და ძვირიც არ ღირს.
დაახლოებით რა ღირს ტყვილად რო არ წავიდე? თუ იცი?
ხ.მ.ე.ლ.ო
პატარა ბანკა 5-6 ლარი მგონი, დიდი 10 ლარი სადღაც.
ოკ. სპს. ისე ლობრა სოლო ვიყიდე 15 ლარი მივეცი საკმაოდ კაიაო, და მიაინც არ მოსორა ამის რასჰი გადავყარე ფული @@@
პატარა წერტილებივით აქვს ჟანგი და ანუ შეიძლება ძმრით მოშორება ხო?
ნიკა
ანუ,გადასაგდებია.....
მიკვირს თქვენი რია.....ელემენტარულს კითხულობთ.......
ვიღაცამ რომ დაწერა ძმარიო და მერე იმან რომ უთხრა მეკაიფებიო და მერე იმან რომ არაფერი უპასუხა მეთქი მართლა ეკაიფებათქო. ანუ მართლა აშორებს თუ არა მეთქი ეგ მაინტერესებს და რამე ხო არ მოუვა თქო
ნიკა
ანუ,უფასო ძმარიც ტკბილიაო!
შენი საქმეც მასეა!
ესეიგი ვცადო ძმარი?
ნიკა
სკოლაში მაინც არ დადიოდე რია...... მჟავაა ეგ უფასო ძმარი და.........
ხოდა რკინას ხო არ დალაქავს ან რამეს ხო არ უზავს?
SCORPIONS
ja_ja http://domino.com.ge დომინოზე ამბობ ხო? და რომელი ზეთით უნდა გავწმინდო ხოლმე?
კი მაგ დომინოზე ვამბობ, მანდ რომ შეხვალ მარჯვენა მხარეს რომ ცემენტები და საღებავებია პირველი დაბლითა რიგში აქვთ A40 ოხრად, ასევე ბერნელი და ვიურტი აქვთ ოღონდ სალაროებთან მანქანის მოვლის საშუალებები რომაა მანდ აქვთ, ასევე A40 აქვთ Georgia-ში, მანდაც იაფია, 400 გრამიანი ქილა მგოპნი 9 თუ 10 ლარი ღირს, შენ მაგდენი არ გჭირდება, ითრიე 100-იანი ან მაქსიმუმ 200-იანი, ყელში ამოგივა..
რაც შეეხება გარედან გასაწმენდ ზეთს, მანდ ნებისმიერი წავა, ნუ ვთქვათ მანქანის მატორის ზეთი, ოღონდ საჭმლის ზეთი და მზესუმზირის ზეთი არ გაიფიქრო
ეგ ზეთი მუდმივად უნდა ესვას?
დაახლოებით ხო არ იცი 100 ან 200-იანი რა ღირს?
ნიკა
5-6 ლარი თუ არავცდები...
საერთოდ ყველა ლითონის ზედაპირს რომელსაც შეხება აქვს ხელთან და ოფლთან, ასევე შესაძლებელ ატმოსფერულ ნალექთან სასურველია მიკროსკოპული ზეთის ფენა ჰქონდეს, რომელიც დაიცავს ღია ლითონის ზედაპირებს.
საერთოდ ნებისმიერ თოფს ეხება ეგ, იქნება ეგ სანადირო, პნევმატიკა თუ იქნება სამხედრო კალაშნიკოვი... მიუხედავად მიღებული სტერეოტიპისა რომ კალაშა ყველაფერს იტანს და ამერიკელები კიდევ კუკუშკები არიან რომ იძულებული არიან ყოველ საღამოს თავისი M4-ები წმინდონ, რეალობაში, იმ ტუპოი ამერიკელის იარაღი გააგრძელებს 10 წლის მერეც მუშოაბას და კალაშა კიდევ შეგზიზღდება ხელში დასაჭერად 10 წლის მერე.
ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ გინდა ვიზუალის შენარჩუნება, მაშინ მოვლა ჩვევად უნდა გადააქციო და არა ცხოვრებაIშ ერთხელ გადაუსვა ჩვარი და მერე მიაგდო სადღაც.
არ ვიცოდი ეგ თორე თავიდანვე წავუსმევდი მაგ ზეთს... ანუ ყველა ზეთი წავა მზესუმზირის გარდა?
მირონი არა
ნიკა
აი ეს ზეთია იდეალური იარაღის მოსავლელად.
ლულასაც წმინდავს, მოძრავ ნაწილებს, ხის ნაწილებს, და გარედან ჟანგისგანაც იცავს, პლუს რეზინებს არ აფუჭებს...
ამას ვხმარობ ყველა ჩემს იარაღზე, პნევმო იქნება თუ ცეცხლსასროლი, უკვე წლებია.
geojorjika
pilotina მაგით გავწმინდო და მერე ზედ შევატოვო? თუ მთლიანად მოვაცილო ისევ? ან ეგ რა ღირს და სად შეიძლება ყიდვა?
ნიკა
კალიბრში აქვთ მგონი. დაურეკე და იკითხე
gregory დაახლოებით ხო არ იცი ფასი?
ან ნომერი სად ვნახო?
ვნახე ნომერი
ნიკა
pilotina ეგ ჟანგსაც აშორებს თუ უბრალოდ იცავს? აქ მირჩევია ყიდვა...
ნიკა
WD40-ით მოვაშორე ჟანგი, მერე შევინახე და რამდენიმე დღის მერე რომ ვნახე უფრო მეტად ქონდა. კიდე მოვაშორე როგორც შევძელი მაგრამ ცოტა მაინც რჩება, თუ არ დააკვირდი არ ეტყობა. ეგ მასე უნდა იყოს? თუ სულ ბოლომდე უნდა მოეშორებინა წესით? ან ესე მალე რატო მოემატა ჟანგი?
ნიკა
ჟანგს რომ მოაშორებ კარგად, მერე ეგ ადგილი რამენაირად უნდა დაიცვა. ან საღებავით, ან ანოდირებით, ან დამცველი ზეთით.
pilotina სადღაც წავიკითხე რომ თვითონ ეს ქმნის დამცავ ფენას. ისედაც არ უნდა დაიჟანგოს მგონი ესე სწრაფად
თან ბოლომდე არ აშორებს
ანოდირება რას ნიშნავს?
WD40-ის ეგ დამცავი ფენა არის დროებითი და შალითაში, ქაღალდში, ან რამეში საერთოდ ქრება... საერთოდ WD40- იქნება თუ სხვა ეგეთი ნივთიერება, მუშაობს მხოლოდ ერთი პრინციპით, კერძოდ ოსმოსური წნევით შეღწევა და დაშლა...
ანუ ჟანგიან ზედაპირზე რომ ხვდება, მიკროსკოპულ დონეზე რომ განვიხილოთ, ეგრევე ძალით აწვება და შედის ჟანგის აფხვიერებულ სტრუქტურაშI, ქიმიის და ფიზიკის კურსის მიხედვით ელემტთა სხვაობა იწვევს მაგას...
სუფთა ქიმიური გადასახედიდან, WD40 არის აქტიური ნავთი და ცოტა ზეთი, პლიუს დამატებითი კომპონენტები ჟანგის სტრუქტურის დასაშლელად (კრისტალური მესერის ელექტრონების დონეზე დასაშლელად, კავშირებს შOრის ელექტრონების წყვეტით თუ რაღაც ეგეთით )
ანუ შენ თოფს გადაუსვი WD40 თავისი რეაქცია ქნა და ნუ რაღაც დონეზე დაშალა ჟანგი (ვაბშეტა ეგეთი ნივთიერებები უფრო გათვლილია ჩაჟანგული ბოლტების და რაღაც ეგეთ სტრუქტურებში შესაღწევად რომ დაშალოს კავშირები, თან სმაზკის როლი ითამაშოს და საშლილი ჟანგის ნაწილაკები რომ ერთმანეთთან მიმიართებაში სრიალებდნენ და არ ჭედავდნენ ვთქვათ რეზბას ხაოიანი ზედაპირის გამო)
დამცავი შრე რასაც ამბობ არის იდეალურ პირობებში, რეალურად კი WD40-ის და მისნაირების დამცავი შრე ეგრევე ქრება ხელის შეხებისას ნაჭრის შეხებისას და ასე შედმეგ... ანუ მაგის ძირითადი საქმეა ჟანგთან ბრძოლა და ნუ მოსთხოდ რომ დაცვაც იკისროს...
ნუ ისეთი პონტია რა ჯარისკაცია მთელი აბმუნდირავანიით და შენ ახლა მოსთხოვე კაი სისკებიანი პოპ მომღერალის როლის შესრულება კომფორტის პონტშI ნუ არც გამოსდის და არს დიდად სასიამოვნო დასანახი იქნება სცენაზე ავტომატით რომ დარბოდეს ვიღაც და რაღაცას ბღაოდეს სიმღერის მაგივრად ანუ იმას ვამბობ რომ ყველა ელემენტმა თავის საქმე უნდა აკეთოს, კერძოდ დაცვაზე უნდა იმუშაოს ზეთმა და არა WD40-მა რომელიც მხოლოდ ზედაპირული დაჭიმულობის პლიონკას ქმნის და არა რეალურ ბარიერს
მოკელდ შემდეგში მოსავლელად ზეთი გამოიყენე... პლიუს სად და როგორ ინახავ ეგეც თქვი... შალითაში ან რაიმეშI თუ დებ და იჟანგება, მაშინ სავარაუდოდ შალითაა დანამული და იმიტომაც მუშაობს ჟანგი ეგრე აგრესიულად.
რაც შეეხება ვარანენიეს - ნუ ეგ არის რკინის შავი ზედაპირი რომაა მაგას ეძახიან ვარანენიეს, ეგ არის ქიმიური ჟანგი (თან უფრო უხდება ლითონს, თან იაცვს, თან ხელით შეხებისას ტაქტილური შეგრძნებები უფრო დადებითია ვიდრე ტიტველი რკინა ან მითუმეტეს ჟანგიანი) რომელიც ნაკლებად შედის რეაქციაში წყალში არსებულ ჟანგბათთან, რითაც ხდება ჟანგვისგან თავის დაცვა.
არ ვთხოვ მაგას არც პოპის სიმღერას და არც ჟანგისგან დაცვას, უბრალოდ ის მიკვირს რომ ესე მალე იჟანგება. თავისივე კარდონის ყუთში დევს. თან ბოლომდე არ აშორებს ეგ, ოდნავ მაინც რჩება ჟანგი. რამე უფრო ძლიერი უნდა თუ არაა აუცილებელი მთლიანად მოაშოროს? ან ის რაღაც შემოსახვევი ლენტები(Camouflage) რომაა ის დაიცავს ჟანგისგან?
ნიკა
სად მაქვს ჟანგის მოსაცილებელი რეზერვუარები თუ მასეთი საშიში ნივთიერებაა მაშინ სულ არ მინდა მაგით წმენდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშიც არაა, რავი ქონდეს ეს წერტილები და თუ რამეა მერე მივხედავ
არ ვიცი პნევმატიკაში რამდენად გამოსადეგი რამეა მარა ჟანგის , საღებავის და უამრავი არასასიამოვნო ნარჩენების საუკეთესოდ მოსაშორებელი საუკეთესო საშუალება არის ქვიშა... შეიძლება ზოგი ხვდება რასაც ვგულისხმობ, ვინც არ იცით აი ეს ვიდეო ნახეთ...
https://www.youtube.com/watch?v=2U-QlQVCFOo
https://www.youtube.com/watch?v=sATETgj0u4A
MxNsky ეგ მართლა მაგარი ხერხია,მაგრამ გააჩნია რისთვის....მოსკოვში გვქონდა მაგის მაგვარი ,,песка струй,, ხიდების მეტალის კონსტრუქციებს ვაცლიდით ხოლმე ჟანგს. პნევმატიკაში კი მე რაც მინახავს,მგონი არ წავა...
ჟანგი კი არ უნდა მოაცილო ,იქამდე არუნდა მიიყვანო რომ დაიჟანგოს.
ჟანგს კი მოაცილებ მარა მერე რას უზავ, დატოვებ ეგრე ? MxNsky
SVD დაიჟანგა და... თავისთვის იდო და... დაჟანგვაც არ ქვია ამას, უბრალოდ პატარა წერტილებივით აქვს
ნიკა
თერმული კონდენსატი გაიკეთა ალბათ, ანუ ან გაიტანე შემოიტანე, ან იმ ოთახში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებია და მეტალი კონდენსატს იკეთებს,
koknar ერთხელ თითქმის გაყინული შევიტანე ოთახში და სულ დასველდა კი გავწმინდე მაგრამ... მაგის მერე დაახლოებით 2 კვირაში დაემართა ესე. ესეიგი მაგის ბრალია...
SVD მე საერთოდ იშვიათად ვიყენებ, თვეში ერთხელ ან ორჯერ. რავი ალბათ გამოუცდელობის ბრალიცაა. შენახული მქონდა და რას ვიფიქრებდი თუ ესე დაემართებოდა
ნეიტრალური ზეთი? შიგნიდან არაფერი არ უნდა ხო?
შიგნიდან არა გარედან წაუსვი და ვსო.ნეიტრალურია თუ რააარი არვიცი ჩვეულებრივი ზეთია რა ცეცხლსასროლის
SVD
SCORPIONS მართალი არაა SVD? უნდა გაუფრთხილდე და ეცადო არ დაიჟანგოს.
P.S. ეხლა არ მითხრა პოსტებზე ნუ მომდევო
SVD რა შუაშია მოვლა? აქ ეგ თემა არაა!!!
მაგას ბევრნაირი გალოვკები აქვს უბრალოდ ქვიშას გააჩნია, არის მინიატურულებიც, და იმაში ძალიან წმინდა ქვიშა უნდა, ნუ რათქმაუნდა სხვანაირი წნევის დანადგარიც
MxNsky
+10
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services