Jah
Jah
ja_ja
nihontoman
nihontoman
შენ რაღაც ვერ გაიგე მგონი აქ ვსაუბრობთ 0.177 კალიბრის მსუბუქი ტყვიები ჯობია თუ მძიმე , მეტი არაფერზე 0.177-ზე მეტი კალიბრის პნევმატიკა აკრძალუალია ჩვენთან და მაგის ტყვიების განხილვა არ არის აქტუალური .
nihontoman
არაც არავინ გაბრაზებულა , მსუბუქი ტყვია კი როგორც ბევრგან წამიკითხავს კარგია საშუალო სიმძლევარის ზ.დ.პ.-ებზე მათ შორის AA TX200 , Prosport , HW 97K და ასე შემდეგ ძალიან მოსწონთ ეს ტყვიები JSB Exact Express
ეს კი შშედარებისთვის ჩვეულებრივი JSB Exact Diabolo Jumbo
JSB-ს ალტერნატივა არ აქვს
Jah
ჰოო , ისე მე CP 10.5ებიც მომეწონა
გია როდის აპირებ დაკვეთას ოპტიკის?
დღეს ვიყავი ლილოზე, კაიფისთვის ვიყიდე parna-ს საყვარელი თურქული ტყვიები.
სხვათაშორის ლილოზე ღირს ცალობაშI 1.5 ლარი, ხოლო თუ პარტიას აიღებ 1 ლარიო, არ მიკითხია პარტია რამდენია
მოკლედ აზრი არ აქვს მის განხილვას. ყველა ტყვია განსხვავებული არაფერი საერთო ერთს, მეორესთან არ აქვს, ოდნავი, მაგრამ მაინც განსხვავებებია, გინდა ქუდში, გინდა იუბკაში, პრესი რომელშიც იპრესება აშკარად ყველა ტყვიას თავის მუთღამზე პრესავს
მოგვიანებით სურათებს დავაგდებ, ახლა მოვედი, ჯერ საჭმელი და მერე სურათები
მოკლედ ეს არ არის ნაქები ოტიოზაი, მაგრამ რაცხა მისი მეგობარია
სუართების ხარისხზე ბოდიშს ვიხდი, საღამოს ჩემი მობილი ხელიდან საკმაოდ საშუალო დონის სურათებს იღებს
ასე გამოიყურება კოლოფი
შპროტები კონსერვის ბანკაში
ტყვიების ზედხედი, ჩანს მათი სამხედრო სისწორე
ტყვიების უკანანალი, ყველა ტყვიას სხვადასხვანაირად დაპრტყელებული აქვს ტრაკი და ყველა უკან აქვს რაღაც ამოჩიჩქნილი, სხვადასხვა მხარეს მიმართული
მოკლედ არ ვიცი ასეთი ტყვიებით მიზანში როგორ უნდა მოარტყა, ყველა ტყვიას სხვადასხვა თავი აქვს, ტანიც, ზოგს გრძელი, ზოგს მოკლე, მოპრესილი ან გაშვებული წელი
პლიუს უკნიდან ყველას აქვს პრაქტიკულად რაღაც ამოჩიჩქნილი, არ ვიცი პრესის არის თუ რა არის, მაგრამ ფაქტია ტრიალის დროს, ამ ტყვიას სიმძიმის ცენტრი წარამარა სხვაგან ექნება და როდის სად გაფრინდება გამომშვებმაც არ იცის
ja_ja
ნამდვილი თურქული ხარისხი
ჯაჯა რამგაყიდინა ეგ ტყვიის ჯართიიი ოზიტაის არცკი შეადაროთ ეს ოზიტაი ძაან საკაიფოდაა დამუშავებული და ეგეთი დაგრეხილ დაჯღანულები არაა არჩადო ეგ დისკოშიი :P მაგას ნაღდად ვიღაცა აკეთებს პადვალში რა
parna
რაც მე მაგ ტყიებით შაშვები მყავს მოკლული , რა გინდა 10-15 მეტრზე ჩემი იჟ-38-ით 10 სანსტიმეტრიანი რასბროსი მქონდა (ხანაც მეტი , რა ცოტააა არა? :P )
ისე საინტერესოა თვითონ თურქები ამ ტყვიებს ისვრიან?
ეხლა მოიცა! მე თუ ბეღურები მყავს მოკლული 10-30 მეტრიდან მაგაზე კიდე უფრო ნაგავი ტყვიებით და კიდევ უფრო ნაგავი იჟ-38-ით, მაშინ გამოდის, რომ რაიმე კარგი ფიშტო რო დავითრიო და ჯსბ ტყვიებიც ვიხმარო სულ მთლად სნაიპერი გამოვალ!
რაც შეეხება პარნას ტყვიებს, ის გაცილებით კარგი ხარისხისაა, ამასთან შედარებით, მაგაზე თავს დავდებ
nihontoman
ხუმრობას მივხვდი, მაგრამ სერიოზულად თუ განვიხილავთ სიმძიმის ცენტრი შუა ცენტრის ღერძის გასწვრივ უნდა იწვლებოდეს, ანუ წინ და უკან. მაგალიტად ბევრ სანადირო ტყვიას მძიმე უკანა ნაწილი აქვს ცოლო ტავი ცარიელი. იგივე აქვს კალაშნიკოვის 5.45 კალიბრის სტანდარტულ ტყვიასაც.
ვნახე რუს იარაღის სპეციალისტი ამტკიცებდა ეგრე არ არისო, ჩვენი იარაღი ეგეთ კუკუობას არ ისვრისო, ეგეთიტყვიები აკრძალულიაო. ალბათ ამას რუსი უცოდინარი მაყურებლისთვის ამბობდა, თორემ ყველა უცხოელ ექსპერტს დაშლილი ექნება ეგ ტყვია ჩემსავით და ნაანხი მაქვს რომ თავი ცარიელი აქვს, თუმცა სიმძიმის ცენტრი ტყვიის შუაშია. ფრენას ხელს არ უშლის, მაგრამ ოდნავ წინაღობა და .....
ასე რომ თურქებს ეგეც კი არ გამოუვიდათ
გუშინდელმა გასვლამ და 50 მეტრიან დისტანციაზე სროლამ გვაჩვენა ეგ ტყვია არც წინ მიფრინავს, არც უკან და საერთოდ სად მიდის კაცმა არ იცის. ყველა ქრონოგრაფამდე დაეცა მიწაზე, რიკოშეტობანა დაიწტო და ლამის ბაზუკა და ვიტო იმსხვერპლა. ასე რომ სიმძიმის ცენტრი, მაგას მწარმოებელმაც არ იცის სადა აქვს
ნუ ახლა შენ თუ შპიონური სროლა გინდა მაი სხვა საქმეა, ანუ ვითომ და მარცხნივ ისვრი და სინამდვილეში მარჯვნივ ცაში გინდა გაარტყა ვერტალიოტს. ნუ..... ტაინუს აგენტუს ამუნიციუს
გაფიცებთ, ეს ტყვიები რამეში ვარგა? თუ პროსტო ვიდისთვის დაამზადეს?http://www.versandhaus-schneider.de/product_info.php/cPath/40_95_156_800/products_id/13708
მარტო ვიდისთვის არაა ეგ ფორმა ტურბიინული ტყვიაა უფრო მეტი მდგრადობა უნდა ქონდეს თან ვალტერისაა მარა რავიცი
nihontoman
დაიდებ ხოლმე მაგ ტყვიებს მუხლებზე და მოეფერები, მარცხნიდან-მარჯვნივ, მარცხნიდან-მარჯვნივ....
და წონა რა აქვს?
dynamic-ის ტყვიების ფორმა მომწონს. ბევრი ინფორმაცია ვერ ვნახე მაინც და მაინც და იქნება თქვენ იცით რამე? წესით ნორმალური უნდა იყოს, მაგრამ არ ვიცი მაინც როგორია.
მოკლედ ოთხშაბათს ვიყავი ქარავანში, და ნუგზარას კაიხანი ვესაუბრე, ჩამოაქვს ესპანური ფირმის "norica"-ს ნაწარმი,
მანახა კატალოგი, რეები აქვს შეკვეთილი ეგეც მანახა. დამაინტერესა zdp-ს ბულპაპმა, მოკლედ ეს აქცენტი სხვაგან
მანახა ტყვიები, რომლებიც ასევე ჩამოვა
რავი 1-2 საინტერესო ფორმა დავინახე და ვნახოთ რაიქნება
http://www.radikal.ru
bazuka
მაიცა ეგეთ პლასტმასის მართხკუთხედ კოლოფში არ იყო რაღაც გამოს ტყვიები რომ იყო და ცოცხალი თავით მიზნამდე რომ ვერცერთი ვერ მიფრინდა?
ja_ja
არა ის ქროსმანისა იყო, არადა ყველა იდეალურად ლამაზი და ერთნაირი იყო, ნუგზარას რომ ვკითხე ამის დანიშნულება რაარიმეთქი, მიზანში სროლაააო :rolleyes:
bazuka
bazuka
მე მომეწონა აი ეს norica pradera. თუ ქარავანი ამ კომპანიის პროდუქციის ჩამოტანას აპირებს, მაშინ ეს პცპ მართლა კარგი რამე იქნება
nihontoman
ხო, პრადას რაც შეეხება ტოიოტა პრადოს ფასად ექნებათ!
მე მახსოვ სადღაც 750 ევროდ ჩამოვიტანო ნუგზარამ
პრაისი მანახა, pcp არ ჩამოგვაქო, ადგილზევე 400 ევრო ღირსო. მართლა მაგდენი ეწერა
bazuka
აუფ 400 ევრო რა ამბავია მაგ ფასად AA S400-ს ვიყიდი
nihontoman
და AA S400 MADE IN "პოდვალ" კი არ არის , ლოტარ ვალტერის ლულით და ასე შემდეგ ნავაროტკებით, თან AA ცნობილია და მაღალი კლასია, ნორიკამ კი ეხლა ისწავლა PCP-ის კეთება და ისწავლა თუ არა ეგეც საკითხავია, მაგ ფიშტოზე მე არც ერთი რევიუ არ მინახია ჯერ
რევიუ იმიტო არ გინახია, რო ახალი გამოსულია.
ხარისხზე მე დიდ იმედებს ვამყარებ, იმიტომ, რომ ინგლისში იწყობა და არა ესპოანეAთში.
ლოტარ-ვატერის ლულა მგონი იმასაც უყენია.
ეარ არმსი კაია, მარა სადაა?
nihontoman
nihontoman
ჩამოტანით ჩამოიტანენ მაგრამ საბაჟოზე ჩვენთან აღნიშნული ბარდაგის გამო შეიძLება არ გამოგატანონ კარგა ხანი
საბაჟოზე გამახსენდა, თქვენი ფიშტოები რას შვრებიან? კიდე ატრაკებს ის დედამო.... საბაჟო?
და საერთოდ რას ამბოპბენ რატო ვაყოვნებთო?
ჰო ატრაკებს , არც არაფერს არ ამბობენ :angry: :angry:
ეს ლინკი ნახეთ: http://topguns.ru/norica-killer/ თურმე კარგი ეხპანსიური ტყვია ყოფილა ეს ნოგიკა ქილერი...
ჰო მარა მიზანშI არ მისვრია და სავარაუდოდ მიზანში დიდი ვერაფერი ექნება მაგ ტყვიებს მოხვედრაო. ესეიგი ყვავს კი უზამს რაც საჭიროა, ოღონდ თუ შემთხვევით მოხვდა
ja_ja
+1 თუ გაარტყავ ეს არის საქმე , თორემ ქროუ მაგნუმიც ბრდღვინს ეგრე თუა და კროსმანის ჰოლოუ პოინტიც
მე რაგაცა ვიჩალიჩე დღეს და ფეთქებადი ტყვია ვესროლე პლასტენინს დატოვა სადღაც 1 სმ დიამეტრის კრატერი სიღრმეში სადღაც 6 7 მმ და ტყვის კაბის ნაფლეტები შეერჭო საკმაოდ ღრმად
parna
აბა ეხლა ეგ რაიმე ცოცხალზე სინჯე
parna
პარნას რჩევის/გაფრთხილების მიუხედავად ვიყიდე გამო მაგნუმები.
მოკლედ ალბათ ფანტომი იმ მანქანებს გავს, რომლებიც ყველაფერ თხევადზე დადიან რასაც ჩაასხავ :lol:
მას ისე მოეწონა ეგ ტყვიები, რომ რა ვიცი-70 მეტრში გავაკეთე 10-15 სანტიმეტრიანი ჯგუფები ახალი, შეუსწავლელი ზ.დ.პ.-თი და მე კმაყოფილი დავრჩი. მით უმეტესე, თუი გავითვალისწინებთ, რომ თურქულ ნაგავს ჯობია, და 200 ცალი ღირს 2 ლარი, არც ძვირი არ გამოდის.
ძალა კარგი აქვს-სადღაც 50 მეტრზე გახვრიტა რაღაც დსპ თუ მდფ საკმაოდ სქელი-1.5 სმ.
ასევე, ამ ტყვიით მოინადირა ჩემმა ძმამ რაღაც დიდი ჩიტი-კოდალას მაგვარი35-40 მეტროდან.
ჩიტს მოხვდა გულში და ამოვიდა ხერხემლიდან სკვაზნოიზე. ერთმა რამემ გამაკვირვა ოღონდ-ტყვიამ ჩიტი ნასკვოზ გაიტანა და სისხლი და შიგნეულობა იქვე ტოტზე იყო მისხმული-, ტყვიამ კი ტოტში რაღაც კვლი დატოვა-მგონი შეერჭო და შერჩა.
საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ ამ ტყვიით-ხარისხით ნამდვილად ჯობია თურქულს და მე პირადად ოზიტაებსაც მირჩევნია.
გირჩევთ იყიდოთ და გასინჯოთ.
ჰო, მართლა, ყუთზე აწერია 7.5 გრანიანიაო, მარა მე მასეთი ზუსტი სასწორი არ მაქ და წონაზე არ ვიცი მართალია თუ არა.
ასევე, ყუთში შპროტივით არ აწყვია-მთლიანად ზეთში არ ტივტივებენ.
nihontoman
დღეს ეგ გამო ოქრო 15 მეტრზე ვისროლე 2 ტყვია მიზანში და 1 ხვრელი დარჩა 2 სროლის შემდეგ, მერე 10.5-იანი ვისროლე და კაი 2-3 სანტიმეტრით ქვევით მოხვდა, ესეიგი სიჩქარეში რამხელა სხვაობაა აზრზე ხართ? თან ფრენაც სცოდნია, გამიკვირდა.
nihontoman
ნუ დიდი არაფერია ჯანდაბას, თან თუ შენთვის მისაღებია ეგეთი ჯგუფებიც.
მაგრამ ნამდვილად კაი იქნებოდა ერთხელ რომ მოიცალო, და შეეცადო ჯგუფებზე ისროლო, გამოგადგებოდა შენც, და გამოადგებოდა სხვასაც. პლიუს ტყვიის გარდა საკუთარი ფიშტოს ამბებს გაიგებდი.
დიდი რაიმე სტანოკი და რამე საჭირო არაა, უბრალოდ რაიმე საყრდენი რომელიც გაგაჩერებინებს დამიზნების მომენტში ლულას, ჯერ სტანოკი და რამე არცერთს არა გვაქვს, ერთდერთი რაღაც მიახლოებულ ვარიანტად შეიძლება ჩემი მეშოკები იგულისხმოს კაცმა. მაგრამ მაგის გარეშეც შეიძლება სროლა.
აგერ გიგას მაგნუნით ვისროდით 20 მეტრზე და სადღაც 2 სანტიმეტრში ჩაჯდა 3 ტყვია, მეტი არ მისვრია, სრული დისკომფორტი იყო ჩემთვის მაგხელა უკუცემა, მაგრამ ვისროდი ხელიდან 4x-იანი ოპტიკით.
ასე რომ ნუ შიშობ. ცუდი შედეგი რომც მიიღო ეგეც შედეგია, გაარკვევ რა გაქვს დასამუღამებელი, რომელს ემდური, შენს ტექნიკას, ტყვიას, პირობებს თუ თოფს. შესაბამისად იმუშავებ საჭირო მიმართულებით.
კაროჩე საინტერესოა შენთვისაც და ჩვენთვისაც
გადავიტანე ჩემი განხილვა ცალკე თემაში, რადგან დღეს კიდევ ახალი შედეგები დავამატე და ჯობია ცალკე იყოს. ვისაც გაინტერესებთ სად წავიდა ეს მიმოხილვა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=456&st=0&gopid=9973&#entry9973და ნახავთ სასურველ განხილვას.
ja_ja
სულ ვამბობ რომ ეს კაცი მაოცებს მეთქი ტავის რეპორტებით , მაგარი ხარ ჯაჯ დიდი მადლობა ია ჟე გავარილ ჰა?
ძალიან დიდი მადლობა Ja_Ja...
მე ჩემი დასკვნა უკვე გამოვიტანე - მუყაოს ყუთი forever.
თუმცა მიზნები არის გადასახედი... სანადიროდ ორივე მშვენიერია.
ეგ გამო არაა მე მაქ ნასროლი ნამდვილი გამო პრო მაგნუმი და მამა ტყვიააა მაგას ქვია უკრაინული ჯართი და 70 მეტრაამდე როგორ მიახწია მიკვირს ოზიტაი დიაბლო იმენა ჩაგრავს მაგტყვიებს სიზუსტეში
ja_ja
მე ის უფრო მაინტერესებს, შენ და გეოჯორჯიკას რატომ არ გაქვთ სხვაობები დატენვის დროს, არადა თქვენზე მეტი კი მაქ ნასროლი
ja_ja, საღოლ ჯაჯა კაი რეპორტია, დასასრული კი ვაბშე მაგარი ლამის ალუბლის წვენით დავიხრჩვი :lol:
bazuka
nihontoman
ბიჭებო ერთი კითხვა დამებადა და იმედია ძალიან ჩაინიკურად არ გამომივა, უფრო სწორედ თქვენი რჩევა მჭირდება.
როგორც ალბათ უკვე იცით, შევიძინე მარადიორი და ეს დღეებია მუსრს ვავლებ ყვავებს, მაგრამ მაქვს ერთი პრობლემა
როგორც დავითუსმა მითხრა და მართლაც ასე აღმოჩნდა, Crosman premier ultra magnum-ებს ზუსტად მიზანში ისვრის და საკმაოდ კმაყოფილი ვარ ამ ტყივიებით. შორ დისტანციაზე ტყვია ხვდება მაგრამ ფრინველი მაინც მიფრინავს ხოლმე, გასაგებია რომ თავში ან გულში არ ხვდება, მაგრამ დავითამ თოფს ასევე მოაყოლა Discover Hollow Point-is ტყვიები რომლებსაც ექსპანსიურობა ახასიათებს და რასაც არ მოვარტყი და სადაც არ მოხვდა ეგრევე გატრუპა.
ეხლა ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს:
არის თუ არა Discaveri-ზე უფრო ზუსტი ტყვიები რომლიც მარადიორს ასევე მოეწონება და ამავე დროს ასეთივე ან უფრო გამანადგურებელი ძალა ექნება?
ეს კითხვა იმიტომ დაგისვით, რომ დარწმუნებული ვარ უკვე გამოცდილი გექნებათ ტყვიების უმრავლესობა და ახალი ველოსიპედის გამოგონებას მირჩევნია თქვენი გამოცდილება გავიზიარო, შესაბამისად ფინანსებიც დამეზოგება!
წინასწარ დიდი მადლობა
feroni
http://www.pyramydair.com/s/p/Beeman_Crow_Magnum_177_Cal_8_80_Grains_Hollowpoint_300ct/298 ეს ტყვიები სინჯე ესენიც საკმაოდ კარგი ტყვიებია.
feroni
daviti
მარადას თემიდან გადმოგაბრძანეთ აქეთ ვინაიდან განიხილავთ არა თოფს არამედ ტყვიებს.
daviti
მადლობა რჩევისთვის!
ბარემ ერთ კითხვასაც დაგისვამ, ეს ტყვიები 8.8 გრანიანებია და ცოტა მჩატე ხო არ არის ზუსტი სროლისთვის? ფორმა ისეთი აქვს იცოცხლე, კაი დირკას კი გაუკეთებს რასაც მოხვდება, მაგრამ მორტყმა თქვი შენ
feroni
მაგაზე კერძოდ ვერავინ ვერ გიპასუხებს, ყველაფერი უნდა ცადო თვითონ. მე მაგალითად ჯსბ=ს დავუმუღამე და ახლა მხოლოდ ჯსბ-ის ვისვრი.
8.8 მარადასათვის მეც მემსუბუქება, სიმართლეს გეტყვი და მარადა როცა მქონდა მინიმუმ 10.5 გრაინებს ვისროდი და მერე 13.4-ვეჩალიჩებოდი მაგრამ საცდელად ღირს, ფორმა ისეთი აქვს, რომ მოხვედრისას კარგად უნდა დაიჭყლიტოს.
feroni
ბარაკუდა ჰანტერი იყიდე 11 ლარიანი კოლოფი,მაგნუმში იყიდება წონაც კაი აქვს და 50 მეტრზე ჩემი მარადა ისეთივე სიზუსტით ისვრის როგორც ცპ-ს.
feroni
ულტრა მაგნუმები ანუ Crosman Ultra magnum შემოკლებით კი CUM-ებს ვეძახით, ისევე როგორც მუყაოს კოლოფიანი CP-ები არის, ბრანიბოინი ტყვიები, ხვრიტავს ყვავს, ხეს, ბატს კვატს, და რავი რაც შეხვდება, მსხვერპლი მხოლოდ მოხვედრას და შეშთოთებას ახერხეს, (ისევე როგორც ჩქმეტის დროს), ხტება ადგილიდან და დედის გინებით მიდის...
როგორც წესი CUM / CP-თი რომ ჩამოაგდო საჭიროა გარანტირებულად სასიკვდილე ზონაში მოხვედრა. ჯობია ცოტა ექსპანსიურია დაიადო, წესით გრიშას Benjamin Hollow Point-ი (შემოკლებით BHP) უნდა ჰქონოდა ჩამოტანილი არ შემორჩა თუ არა არ ვიცი, დაუკავშIრდი და ჰკითხე.
გარდა მაგისა, მაგნუმში უნდა იყოს http://www.pyramydair.com/s/p/H_N_Baracuda_Hunter_177_Cal_10_34_Grains_Hollowpoint_200ct/746, დისკოდან ვიცი რომ ენით აუღწერელ შედეგს იძლევა, ადგილზე ტოვებს ყველაფერს, მარადადან მახსოვს 60 მეტრზე საკმაოდ კარგად ვისროდი მარა არაფერი მყავდა ჩამოსაგდები რომ გამეტესტა, http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1002&view=findpost&p=30403.
ja_ja
Benjamin Hollow Point-ს აი ამას თუ ეძახი ესეიგი ერთი და იგივე ტყვიაზე ვლაპარაკობთ
http://www.radikal.ru
ზუსტად ამაზე დავწერე ზევით, რომ 6 დან 6 ჩამოიღო, ყვას დაძახებასაც კი ვერ ასწრებდნენ , უბრალოდ ეს ტყვიებიც არასტაბილურად დაფრინავს, მეზობელ კორპუსზე ნაგვის ბუნკერის საჰაეროს ტრუბაა და მაგაზე ვვარჯიშობდი თავიდან, ჰოდა ჩემი თვალით ვნახე რამოდენიმეჯერ მიზანს როგორ გადაუხვია ბოლო მომენტში ტყვიამ, შეიძლება ბინის თავზე ჰაერის ნაკადი ხვდებოდა და იმის გამო იყო, მაგრამ ასეთივე რამ მომივიდა დღეს ლისის ტბაზე, "კოკორინა"-ს ვესროლე ასე უძახით ჩვენ დასავლეთში აი თევზებს რომ ჭამს, მოკლედ ასე 75-80 მეტრში მაინც იქნებოდა, ვესროდი დაწოლილი, პირველი ტყვია ტანში მოხვდა და დაიჭრა ისე მწარედ, რომ ვეღარ ყვინთავდა ჰოდა ამის მერე მთელი მჭიდი დავაცალე და ოპტიკით ვხედავდი ხან იქეთ მიფრინავდა ეს ტყვიები და ხან აქეთ, ბოლოს მომბეზრდა და ისევ Crosman Ultra magnum ვესროლე, 3 ტყვია დამჭირდა კორეკტირებისთვის მე-4 მოხვდა და ამოტრიალდა საბოლოოდ. არ ვიცი ბოლო ნასროლმა მოკლა თუ პირველმა ნატყვიარმა, მე მაინც მგონია რომ პირველმა ტყვიამ იმსხვერპლა! ეტყობა შინაგანი სისხლდენა კონდა და ბოლოს ჩაეძინა საცოდავს
feroni
დღეს გამოვცადე ეს ვაზნები H&N Baracuda Hunter .177 Cal, 10.34 Grains, Hollowpoint ,
დიღომში მტკარზე ერთ კარ ადგილს მივაგენი, ბაკლანებით იყო ხეები დახუნზლული ჰოდა აქეთ ნაპირზე მოვკალათდი, მიზნამდე როგორც გამოვთვალე დაახლოებით 100 მეტრი მაინც იქნებოდა, უკანა ზუმი დავაყენე 10x-ზე და ბაკლანი 6 მილდოტში ჩაეტია, თუ გავითვალისწინებთ რომ ბაკლანის ზომა არის 50-100 სმ. ავიღოთ საშუალოდ 60 სანტიმეტრი იმიტომ რომ ასეთი დიდებიც არ იყვნენ ეს ბაკლანები
მოკლედ 100 მეტრი უეჭველი იქნებოდა (ერთი ნაპირიდან მეორეზე ვესროდი და ისიც მაღალ ხეებზე) .
ვესროდი ბოლო მილდოტით, ოდნავ ქარი იყო მტკვარზე და ამიტომ 2 მილდოტით მარცხნივ უმიზნებდი.
თოფი ბოლომდე გაძეძგილი მქონდა ჰაერით. 35 გასროლა გავაკეთე და 8 ბაკლანი აგურივით ჩამოვარდა.
მინდა ავღნიშნო რომ ეს ტყვიები უფრო არასტაბილურად დაფრინავს ვიდრე კროსმანის ჰოლოპოინტები (იგივე დისკავერი), მაგრამ მოხვედრისას უფრო გამანადგურებელი ძალა ქონია, ულტრა მაგნუმებს რო ვესროდი რასაც ქვია იფხანდნენ ბაკლანები მხოლოდ ორი ჩამოვარდა დანარჩენი გაფრინდა და მერე ისევ მოფრინდნენ, ჰოდა ამის მერე გავძეძგე ბარაკუდები მართალია სროლა ძალიან მიჭირდა ამ დისტანციაზე რადგან როგორც ავღნიშნე ძალიან არასტაბილური ტრაექტორია აქვს ამ ტყვიებს 20 გასროლიდან 8 მოხვდა მიზანში ორს მუცელსში მოხვდა და დაიჭრა, დაჭრილები მტკვარში ჩაჯდნენ და ნაპირებს შეაფარეს თავი, აი დანარჩენ ექვს ნაკლებად გაუმართლა, რასაც ქვია მართლა აგურივით ეცემოდნენ ძირს, ამ უკანასკნელებს მკერდის არეში მოხვდათ ტყვიები და ეგრევე გაიტრუპნენ .
დასკვნა ესეთი გავაკეთე თუ ეს ტყვია რამეს მოარტყი ჩათვალე 90 პროცენტი ტრუპია, რაც არ უნდა ამტანი ფრინველი იყოს და სქელი ბუმბული ქონდეს, არამგონია ბაკლანზე ამტანი იყოს იხვი ან მელოტა და თუგინდ თოლიაც.
შედეგი:
15 გასროლა კროსმან ულტრა მაგნუმით-6 ტყვია აცდა, 9 მოხვდა, 2 უსულოდ ჩამოვარდა
20 გასროლა ბარაკუდა ჰანტერით-12 ტყვია აცდა, 8 ტყვია მოხვდა, 2 დაიჭრა და მტკვარში ჩაჯდა, 6 უსულოდ ჩამოვარდა
feroni
და იმ აგურებს რა უქენი?
feroni
100 მეტრისა რა გითხრა აი 50 მეტრზე კი მე ბარაკუდა ჰანტერსა და ცპ-ს ერთნაირი შედეგით ვისვრი მიზანშიც კი ოღონდ ცოტა დაბლა მიფრინავს მიუხედავად იმისა რომ უფრო მჩატეა ვიდრე ცპ,80 მეტრზეც კი უპრობლემოდ მიანდირია შაშვებზე,შაშვი კი ბევრად პატარაა ჩვამაზე ქე იცი,ისე ბარაკუდას დიდი სიჩქარე არ უყვარს 280-ით მიფრინავს გადასარევად.
feroni
ერთი გამახსენე რომელი თოფი გაქვს? თუ 100 მეტრზეა საუბარი ძალიან კარგი შედეგი მიგიღია.
foxi
მარადიორი მაქვს
ეხლა გუგულით გავზომე ის ადგილი და 94 მეტრი მიჩვენა სახაზავზე, ეს ერთი ნაპირდან მეორემდე და მე კიდე ხეებზე ვესროდი, დაახლოებით 100 მეტრი გამოდის, ისე 90 მეტრიც რო ჩავთვალოთ მაინც არ არის ურიგო შედეგი დამწყებისთვის
feroni
ქრპსმან პრემიერები იმით განსხვავდება, რომ აკს-ის ტყვიასავით არის, გამჭოლი ეფექტი აქვს, მაგრამ თოლიის და სხვა მსგავსი მყარი ბუმბულისგან შეკერილი ჯავშან ჟილეტების მქონე ფრინველებში, ასხლეტას აკეთებს და ნაწილობრივ აზიანებს, ტანში თუ მხოვდა ვთქვათ, დიდი შანსია გვერდით გავიდეს და მინიმალურად დააზიანოს ან რბილობში გაიაროს...
მაგიტომაც არ კლავს და აგურივით არ ვარდება, არც ყვავი და მითუმეტეს არც თოლია, სხვათაშორის ბაკლანებს უფრო ეფექტურად ვკლავდი მე ვიდრე ყვავებს
მოკლედ ბიგინერისთვის დამახასიათებელი კითხვებით გავსპამე ფორუმი მარა მაინც/კიდევ უნდა ვიკითხო. მოკლედ მაინტერესებს ქროსმან ნიტრო ვენომისათვის მაქსიმალურად ზუსტი ტყვიები მიზანში სასროლად რომელია??? რამდენი გრანი უნდა იყო და რა დიზაინი/მოდელი
პ.ს. აქ წავიკითხე სადღაც რომ ეს იარაღი საშუალო სიმძლავრის იარაღია და ტყვიებიც მაგ კლასის უნდაო. და კიდე ცროსმანის ჰოლოუპოინტებზე ზოგი წერს ზუსტიაო ზოგი კიდე დარტყმის ძალა აქვს მაღალიო და დავიბენი. მიპასუხეთ რა.
Rebellion
მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, მქონდა ვენომიც და ახლა მაქვს ტიტან ნიტრო, ორივე ერთი და იგივე ფიშტოა კონდახია უბრალოდ სხვაობა, შესაბამისად ორივე თოფს ძალიან მოსწონდა და მოსწონს ჯსბ მძიმეები, ანუ ,, jsb EXACT heavy'' 500 ცალი ოც ლარიანი ტყვიები, ორივე თოფი ამ ტყვიებს ერთნაირად ისვრის და შორ მანძილზე საკმაოდ ზუსტია , დასარწმუნებლად იხილე ჩემივე შესრულებით http://www.youtube.com/watch?v=VuBwknDohMM
Rebellion
პირველი ანუ http://www.amazon.com/JSB-Diabolo-Exact-Heavy-Grains/dp/B002HS1DZE/ref=sr_1_10?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1383648340&sr=1-10
gela
http://www.crosman.com/gear/ammo/177DB ტყვიები არ გიცდია? მგონი ძაან კარგი შედეგი უნდა ქონდეს
gregory
ნიტროზე არ მიცდია მაგრამ ჩემს ჰაცანის პცპ-ს ძაან უხდებოდა, ისე კი მაინტერესებს მართლა რას იზამს ნიტროზე
Rebellion
რა პლიუსები და მინუსები აქვს ესეთ ტყვიას? როგორია სანადიროდ?
Nehalem
პლიუსი სიჩქარის გარდა არ ვიცი რამე თუ აქვს, ნუ ლეგენდები და ვიდეოები ასევე პლიუსებში ატარებენ იმ პუნქტს რომ ხვრიტავს ვიტარცა სვერლო ემალისა ქვაბსა , ნუ ბევრ ვიდეოს ნახავ ქსელში რომ იქ ფიცარს ხვრიტავენ 2-3 მეტრის მანძილზე (ანუ 2 მეტრიდან ესვრიან და ხვრიტავენ რაცხაებს და არა 2 მეტრიან რაცხაებს ხვრიტავენ ), ქვაბს და გიპსოკარდონის დასაყენებელ ლითონის ღერძებს.
აი მინუსებში კი რავი დავიწყო ჩამოთვლა თუ პროსტა ვთქვათ რომ ცარიელი მინუსია
ნუ იქ მსუბუქი წონა, არასტაბილური ტრაექტორია, ენერგიის ჩქარი კარგვა, ლულის ღეჭვა, არაოპტიმალური ფორმა ჰაერის ნაკადის გასაჭრელად და ასე შედმეგ....
ja_ja
გასაგებია
მეტი შეკითხვა აღარმაქვს
მეც ზუსტად რაც პირველი ასუშენიე გამიჩნდა ამ ტყვიების შეხედვისას, ეს არის სიზუსტის ნაკლებობა : ) დანარჩენი ქე ჩამოუყალიბებია გიორგის : )
ხო და რადგან მოკლედ აქ უნდა განვიხილოთ.. მაინტერესებს https://www.google.ge/search?q=Gamo+.177+Rocket+pellets&espv=210&es_sm=93&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=IrEHU6XYG6mv7AaroYCgBw&ved=0CAkQ_AUoAQ&biw=1440&bih=785#facrc=_&imgdii=_&imgrc=3lwWi4mmTyEPUM%253A%3BzHFgxT9ZSJ3acM%3Bhttp%253A%252F%252Fmedia.midwayusa.com%252Fproductimages%252F880x660%252FPrimary%252F295%252F295944.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fwww.midwayusa.com%252Fproduct%252F295944%252Fgamo-rocket-airgun-pellets-177-caliber-96-grain-round-nose-box-of-150%3B880%3B660 ინფო. ვინმეს თუ ჰქონია და როგორი შტაბეჭდილება დატოვა?
უფრო კონკრეტულად კი მაინტერესებს შემდეგი რამ:
1) მემგონი სპილენძის ბურთულა აქვს თავში? თუ მოსპილენძებულია?
2) ასე თუ ისე ტყვიას ხვრეტის ძალა რომ აქვს ვიცი, ხომ ასეა?
3) სურათზე გაჩვენეთ 9.6 გრანიანი და 10 გრანიანები ან ოცნავ მეტი არის კიდევ?
4) რა ღირს და რამდენი ცალია შიგნით? (მგონი 150 ცალი?)
3) და ბოლოს რაც მთავარია, მაინტერესებს სიზუსტე როგორი აქვს.
ხ.მ.ე.ლ.ო
9.6 იანები მქონდა. 50 მეტრზე 7. 9 სანტომერტს აკეთებდა ატ 44 ით . ხვრეტა ბურღვაში გაგიხარია .
რავი მე დანიშნულებას ვერ მიუხვდი ამ ტყვიებს
http://www.airgunforum.ca/forums/topic52465.html
ესენი უფრო საინტერესოა მაგ მხრივ ჩმა
ხ.მ.ე.ლ.ო
ჯერ ცადე და მერე განიხილე
მოკლედ დღეს უბარტყუნე ჩემი სამადელკით,თურქული ტყვიები მქონდა ,, ზოგი ტყვია ლამის ლულაში ჩAდების დროს მეორე მხრიდან ვარდებოდა ) 20მეტრაში ვესროდი რომელი ტყვიაც ასე ღრმად ვარდებოდა ლულაში 10-15 სანტიმეტრიან სხვაობას იძლეოდა ,მოკლედ საშინელება.
ერთი კითხვა მაქვს თუ არის სხვადასხვა ფირმის ტყვიების კალიბრებში უმნიშველოვანესი განსხვავება ,ვთქვათ 4,6 ან უფრო მეტი??თუ სტროგათ ყველა 4,5 -ია ????ან საერთოდ თუ არსებობს ასეთი ტყვიები 4,6 მმ ??????????????
ამას რატომ გეკითხებით კი მიხვდებოDით თქვენც ,,ლულა ძველი მიყენია და ნარეზი ცოტა შეთხელებული აქვს,,, ვიფიქრე ეს კაი გამოსავალი იქნებოდა
gocha311
ნორმალურ მწარმოებლებს აქვთ ტყვიები 4.50 მმ, 4.51 მმ , 4.52 მმ მაგრამ არა იმხელა ბიჯებით რასაც შენ ამბობ 4.6 მმ ტყვიას ვერ ჩადებ ლულაში
იცი რა არის თუ პნევმატიკის სროლა გინდა უნდა შეეგუო იმ ფაქტს რომ ტყვია უნდა იყოს ხარისხიანი და არა ის ქაქი რასაც ეხლა შენ ისროდი , მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ხარისხიანი ტყვიები იყიდება საკმაოდ იაფად 20-25 ლარი ღირს 500 ცალი რას ძალიან კარგი ფასია
gocha311
ეგეთი რამე არ არსებობს
მაქსიმალური რაც არის არის 4.54 მაგრამ იშვიათად რომ იშOვებოდეს, უფრო ხშირად არის 4.52. და მორჩა.
რაც შეხეება შენს შემთხვევას, შეეშვი ტყვიებზე მოჟმოტვას (იზვინი თუ ნამეტანი რეზკად ჟღერს), ტყვია არის ისეთი პონტი რა... აი მანქანა იყიდე 2 მილიონი დაგიჯდა სუპერ პუპერ ბუგატი ვეირონია და უცებ თავში დაგარტყა რომ გაზზე გადაყვანისას უფრო ნაკლებს დაწვავს
აი ეგრევე საკუთარ თავს ხელები უნდა დააჭრა თუ ასეთ მანქანას ყიდულობ მზად უნდა იყო ბენზინის ხარჯისთვის და თუ ხარჯვის ტაკუნები არ გაქვს მაშინ უნდა იყიდო ჟიგული და მორჩება საქმე...
ახლა რას მოვაყოლე ეს ლირიული გადახვევა. ტყვია ისეთი რამეა რომელიც უზრუნველყოფს შენს სიამოვნებას დამიზანში მოხვედრას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძLება მაგაზე ეკონომია....
კი მესმის რომ ეგ ოზიტაები 2-3 ლარი ღირს პაჩკა და ნორმალური ტყვია 20 ლარი, მაგრამ სწორედ მაგიტომ ღირს რომ ხარისხია მანდ მთავარი ამოსავალი წერილი... უმეტეს ტყვიებს კი კაბის უკანა მხარე 4.6 მილიმეტრზე აქვს ან მეტზე, ასე რომ ან შენ გაქვს 5 მილიემტრამდე გაფართოებული ლულა, ან ტყვიები გაქვს 3.5 მილიემტრიანი
))))))) მოკლედ მაგრად იტყვი ხოლმე,,,, გამაცინებ ყველა პოსტზე ჯაჯა ,
,5 მმ-მდე არა მარა ცოტა გაცვეთილია,,,,,, ზოგიერთი ტყვია ცოტა თავისუფლად ჩადიოდა და ესეთი ტყვიები ჰაი ჰარალოზე მიფრინავდნენ საითაც უნდოადათ)
შენ რომ თქვი ადრე რომელიღაც იარაღით 5-დან 5-ს ვარტყავდი 100 მეტრშიო ვიფიქრე ზუსტად იმ უძლიერესი ტყვიების დამსახურება იქნებოდა ეგ.
დღეს ნამდვილად დავიჯერე და მივხვდი რომ ტყვიებს უზარმაზარი მნიშვნელი აქვს ,ოდნავი ხარვეზი ,ბრაკი და მიზანს გააცილე
თუ ვნახე ისეთი ტყვია რომელსაც უკანა მხარე 4,6 მილიმეტრი ექნება ზუსტად მოუხდება ჩემ ფიშტოს და ჩემ ბედს ძაღლი არ დაყეფს
gocha311
მიდი მაგნუმში და ნორმალური ტყვიები იიდე. არაფერი ძებნა და ნახვა მაგას არ უნდა. აიღე ჩეხურიდ ა გერმანული ტყვიები და ნახე რომელი ისვრის იუკეთესად
gocha311
იცი ხანდახან მიკვირს რატომ ჯიუტობ ხოლმე და არ გინდა ან უკვე გავლილი გზა ამოირჩიო და იმით გაიარო ან საერთოდ შეეშვა ხოლმე საქმეს ვეჩნა საკუთარ თავზე ატარებ ახალ ექსპერიმენტებს, მიდიხარ გაუკვალავი გზებით და რავიცი
აგერ გადაიკითხე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=456 არის 2 საკმაოდ ხარისხიანი ტყვიის შედარება, მთავარი კი შენთვის საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩენა ის იქნება რომ ტყვიის თავები ყველას აქვს 4.50 ან 4.52 მაგრამ აი იუბკა კაკრაზ რომ 4.58, ან 4.61 მილიმეტრიც კი არის, ანუ კაკრაზ შენი სასურველი 4.6 მილიმეტრია მიღწეული და ეგ არის ყველა ნორმალური მწარმოებლის ტყვიაში ეგრე.
აგე ერთი ორი დამამტკიცებელი სურათი
შენ მაინცა და მაინც ამოირჩიე ყველაზე უვარგისი ტყვია, ჯერ მარტო ფასი უნდა გეუბნებოდეს არ გამეკარო, აყროლებული ვარ, ნაგავსაყრელზე ამხიკესო!!!
გარდა იმისა რომ უნდა იყიდო მაღალი ხარისხის ტყვიები, რომელიც ფასიც 1 პაჩკაზე მერყეობს 20-დან 25 ლარამდე, ასევე დაჟე მაგ მაღალი ხარისხის ტყვიებშიც უნდა მოახდინო გადარჩევა, როგორც ზომით< ასეე საერთო ფორმით, პლიუს წონით.... მანამდე კი საერთოდ ტყვიები უნდა ამოყარო კოლოფიდან გარეცხო, გააშრო აუცილებლად შემდეგ კი ჩაყარო პაჩკაში (ოღონდ ისე არა რომ მკოძრაობის საშუალება არ ჰქონდეს ტყვებს) და მაგ კოლოფში 1-2 წვეთი ზეთი უნდა ჩააყვეთო, ოღონდ არა მანქანის ზეთი, ან ლულის საწმენდი, არამედ ნეიტრალური სილიკონის ზეთი...
მერე მაგ პაჩკას ახურავ თავს და ფრთხილად აყანყალებ და ატრიალებ რომ ის ჩაწვეთებული ზეთი ყველა ტყვიაზე განაწილდეს. შედეგად ტყვიებს ექნებათ თხელი დამცავი ფენა და ოქსიდირებას ჰაერზე არ განიცდიან, პლიუს ლულაშI იოლად შედის, თუ ლულაში რეზინაა მაშIნ რეზინასაც ზეთავს და კაროჩე რა... აი ამ ყველა მამაძაღლობის მერე შეიძლება ილაპარაკო სიზუსტეზე და ისიც შეიძლება კიდევ იყოს მოწყვეტები, მაგრამ მანამდე პროსტა პაჩკა აიღე და აიდა.... ნუ რავი ვროდე არ ამართლებს
gocha311
ჯაჯა მე ცო2-ზე ვამუშავებ და ნუ სადღაც 70 ატმოსფეროზე ხოდა შენ როგორ ფიქრობ რა წონის ტყვიები იქნებოდა უფრო კარგი ამ შემთხვევაში??
გაიხარე გელა გავითვალისწინებ აუცილებლად.
იმ ხარახურა ტყვიებიდან 5 ცალი ცოტა ნორმალური ამოვარჩიე რის ვაი ვაგლახით და 18 მეტრში ვესროლე აი შედეგი
მოკლედ გავაჭერი გოროდში ტყვიებზე.
ვარკეთილის მეტროსთან ჩავიარე და მანდ ერთი მონადირის მაღაზიაა,,,ესეიგი ქონდათ გამოს ტყვიები 0,49გრამი 10 ლარი ღირდა და შედეგმა მართლა გამაოცა ,ცოტა ოპტიკას დასჭირდა დარეგულირება და აი შედეგი ხუთი ტყვია ვესროლე ,17 ნაბიჯი დავთვალე ნუ 1 მეტრი ვთქვათ იქით აქეთ სადღაც ეს მანძილია 17 მეტრია
gocha311
გამოს ტყვიები ჯერ არცერთ იარაღს არ მოხდენია და შენ თუ ეგეთი შედეგი მაგ ტყვიაზე გაქვს, ხომ წარმომიდგენია კარგ ტყვიებზე რას იზამს
gregory
+1
gocha311
შეეშვი ექსპერიმენტებს და იყიდე კარგი ტყვიები, ეხლა თუ გგონია რომ ფული დაზოგე ძალიან ცდები
მაგ ტყვიებში მიეცი 250 ცალში 10 ლარი , იყიდე კროსმანის, ჯიესბის ან H&N-ის ტყვიები და შეფუთვაშI 500 ცალია ფასი კი 17 ლარიდან 25 ლარამდეა , ასე რომ იგივე ფასს იხდი და მაინც ქაქს ყიდულობ და იყიდე რა ბარემ ნორმალური
geojorjika
+1 საბოლოო ჯამში ცოტა ძვირიც გამოდის ეგ გამოები...
ტყვიის ბალისტიკური კოეფიციენტი როგორ უნდა გავიგო???????????? ,ვთქვათ ტყვიის წონაა 0.49 გრამი??
gocha311
http://eu.hawkeoptics.com/chairgun.html
გადმოიწერე და დააყენე
მოკლედ სოფელში ვიყავი და ბევრნაირი 2- 3 ლარიანი ტყვიები გავსინჯე, იქ კაი ხარისხის ტყვიები არ იყიდება
ბოლო ბოლო დავადგინე რომ ეს ტყვიები ყველაზე საუკეთესოა თავის ფასში ,,ბრაკები თითქმის არ მინახია და საკაიფოდ მიაქვს ,
საკაიფოდ მიაქვს? შენი ჭირიმე მითხარი რომელი თოფით? თორე ჩემ ხელლში რაც თოფებს გაუვლია არცერთზე მე შედეგი არ მინახია, სულ საშინლად ფანტავდნენ თან ისე რო სანადიროთაც კი ვერ გამოიყენებდი, მაგ ტყვიებმა დამაწყვიტა ნერვები სანამ გამოუცდელი პნევმო მოყვარული ვიყავი.
გაგონებაც კი არ მინდა მაგათი, ეგ ტყვიები ყველაზე კაი თოფზე შთაბეჭდილებას გაგიფუჭებს, მოაშორე თუ ხათრი გაქ.
))))))))) ეხლა თავის ფასში როგორც 2.50 თორე ისე რო ნაგავია კი ვიცი ეგ ამბავი მეც,,,, ,,აი სოფელში თუ ხარ სადმე სადაც კაი ტყვიებს ვერ იყიდი ყველას ეგ ტყვია ვამჯობინე ,,ბოლო ბოლო ლულაში არ ვარდებოდნენ სკვაზნოი)))))))))
gocha311
სოფელში როცა ხარ და ტყვიები გინდა, მაგისათვის წინასწარ ზრუნავ მაგეთი ნაგვის სროლას და მუღამში ჩა*მსას ჯობია საერთოდ არ ისროლო
სალამი ყველას ,ერთი კითხვა მაქვს,დღეს ვესროდი მიზანში JSB Match Diabolo Exact ამ ტყვიებით ,ნუ სადღაც ყოველი ოთხი ხუთი ტყვია საკაიფოდ ხვდება მარა შემდეგ რომელიღაც ტყვია გვერდზე გარბის ,რის ბრალი შეიძლება იყოს ეს ფასკის ,საერთოდ ლულის თუ შეიძლება ამ ტყვიებშიც ერიოს ბრაკები????
gocha311
ჯერ გვითხარი რა მანძილზე ისროდი, მერე რა პირობებში, ღია ტირი, დახურული ტირი თუ ღია ტირი მაშინ იყო ქარი თუ არა, შეიძლება სუსტმა ნიავმაც ცვლილება შეიტანოს.
რა სურათებიც დადე მანდ გაქცეულ ტყვიებს ვერ ვხედავ.
არა ქარი ნამდვილად გამორიცხულია იკა ,დახურულ შენობაში ვესროდი 15 მეტრზე ,ოპტიკაც საბოლოდ საკაიფოდ გავასწორე მარა ვერ გავიგე რატო შვვრება ასე ,ხანდახან ასეთ ცდომილებას აკეთებს ,შეიძლება 10 -ჯერ ზუსტად წაიღოს მერე ერთი ტყვია გვერდზე გაიქცევა მერე ისევ ზუსტად მიაქ ,ვიფიქრე ნუთუ ამ ტყვიებშიც ურევია ბრაკები ?თუ რის ბრალი შეიძლება იყოს ????????? ჩემი თვითნაკეთით ვესვრი ცო2-ზე 70 ატმოსფეროზე და თუ იარაღის ბრალია მაშინ რა დეფექტი შეიძლება ქონდეს იარაღს ასეთ შემთხვევაში ???????
gocha311
ფაქტორი რამდენიმე შეიძლება იყოს
1)ადამიანის ფაქტორი
2)ფასკა
3)ტყვია
როგორ გამორიცხო ესე?
1)ადამიანის ფაქტორი- იარაღი უნდა დაამაგრო სპეციალურ ტისკში და ისე ისროლო, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი გქონდეს იარაღთან
2) ფასკა უბრალოდ უნდა გააკეთო
3)ტყვიები გადაარჩიო, აწონო სათთაოდ რომ ყველა ერთი და იგივე წონის იყოს მაქსიმალურად მიახლოვებულ ცდომილებაში, არ იყოს დაჭყლეტილი და დეფორმირებული
რა სიჩქარით ისვრის შენი თოფი მაგ ტყვიებს?
ერთი მომენტი კიდე შეიძლება იყოს . ეგენი საკმაოდ რბილი ტყვიაა ხელის დაჭერითაც ადვილად დეფორმირდება , შეიძლება ლულაში ჩადების დროს განიცდის რამეს
ხვალე სოფელში მივდივარ გიო და იქ გამოვიკვლევ რის ბრალია ,ტისკში ჩავამაგრებ და ისე გამოვცდი ,,,ლულაზე ფასკა მე თვითონ გაუკეთე და ჩორტ ეგო ზნაეტ როგორ არის
ისე კი ზახარას სიტყვებმა დამაფიქრა შეიძლება მიმწოდებელი 100 % -იან ცენტრს ვერ იჭერს და ზოგიერთ ტყვიას აზიანებ რის გამოც ზოგიერთი ტყვია ამხელა ცდომილებას იძლევა ,მართლა ძალიან რბილი მასალის ტყვიებია
ტყვიის სისწრაფე იკა არ ვიცი ცო2-ზე ვამუშავებ 75-80 ატმოსფეროზე და ნუ სადღAც 180 მეტრ წამი იქნება ალბათ,არ ვიცი რა ზუსტად.
მინდა გკითხოთ მეგობრებო, რამდენად შეიძლება დააზიანოს ხრახნილლულიანის ხრახნები მოსპილენძებულმა ბურთულებმა (იჟ-61-ის ლულის შემთხვევაში)?
gigi30
დააზიანებს და არ გირჩევს სროლას
gocha311
fant0mas
ნუ ორივეს აქვე გაცნობებთ რომ 17 ნაბიჯი 17 მეტრი არაა თუ ნამეტანი გოლიათი არ ხარ ფიზიკურად. როგროც წესი ადამიანის ერთი ნაბიჯი სადღაც 60-70 სანტიმეტრია, ძალიან ძნელია მეტრიანი ნაბიჯებით იარო ადამიანდა დაჟე მაშინ როდესაც ძალით ცდილობ. მაგალითისთვის აიღეთ მეტრიანი დადეთ ძირს და შეეცადეთ ფეხსაცმელის წვერიდან მეორე ფეხსაცმელის წვერამდე მთლიანი 1 მეტრის ნაბიჯი გადადგათ, აღმოაჩენთ რომ მთლად ეგრე არაა საქმე რავარც თავიდან თვლიდით
არის ასევე მშვენიერი გამოთქმა - ყველა მანძილი 2-ჯერ მცირდება ნორმალური მანძილ მზომის შეძენის შემდეგო...
ანუ მანდ იგულისხმება ის რომ ქვეცნობიერად, უნებლიე და სხვა ფაქტორებით ადამიანს ჩვევა აქვს როგორც წესი უფრო მეტ მანძილად ჩათვალოს უფრო ნაკლები მანძილი, ხოლო ტექნიკური საშუალებით გაზომვისას სამწუხაროდ აღმოჩნდება ხოლმე რომ მანძილი მთლად იმხელა არაა რც თავიდან გეგონა და გეამაყებოდა.
კაი მანძილის თემა გავიარეთ ახლა გადავიდეთ ტყვიებზე.
დიდი, აი ვეებერთელა თხოვნაა ამ ფორუმზე მაინც ნუ აპიარებთ მაგ ფორმის ტყვიებს. ნებისმიერი ტყვია რომლის სახელშიც არის სიტყვა Match არი შეჯიბრისთვის და ოლიმპიური დისტანციებისთვის, ანუ 10 მეტრი მაქსიმუმი. ნუ ახლა აქ მე გამოს ტყვიების ხარისხზე ბჭობას არ დავიწყებ. რომ იცოდეთ შემდეგში, ყველა ტყვიას რომელსაც აქვს ბრტყელი თავი არის განკუთვნილი 10 მეტრიანი დისტანციისთვის და გამოიყენება ოლიმპიურ შეჯიბრებებში იმის გამო რომ ბრტყელი თავის გამო აკეთებს ქაღალდის სამიზნეებში იდეალურად მრგვალ ხვრელებს (ოღონდ სპეციალურ მუყაოს ქაღალდის სამიზნეებზე და არა ჩვეულებრივ თაბახის ფურცელზე ან მუყაოს სხვა ტიპის ზედაპირზე)
საერთოდ ყველა ბრტყელთავიან ტყვიებს უწოდებენ Wood Cutter ტყვიებს ანუ აი ასეთი ფორმისას
არა აქვს მნიშვნელობა პატარა გადახრებს რომელსაც სხვადასხვა მწარმოებელი აკეთებს, მთავარი იდეა ერთია, ბრტყელი თავი, ვიწრო წელი და ფართო კაბა. ეს არის კლასიკური 10 მეტრინაი დისტანციის ტყვიები.
ახლა რატომ მაინცა და მაინც 10 მეტრი. იმიტომ რომ ოლიმპიადაში მეტი დისტანცია არ გამოიყენება არც პისტოლეტში და არც თოფში. თან ეგ ბრტყელი თავი ძალიან ცუდად მუშაობს აერო დინამიკაში, კერძოდ კი ბრტყელი თავი ჰაერს არ ჭრის და პირიქით რაღაც მუხრუჭის ეფექტს აკეთებს, ამის გამო 10 მეტრის ზევით მაგ ტყვიის მუშაობის თეორიები რომ არიქა ხვდება და ყველაზე კარგია. არის ძალიან მცდარი.
მცდარი არის იმიტომ რომ მოკლე მანძილი ბევრს მიაჩნია რომ დიდია, ამას შეცდომაში შეყავხართ. პლიუს იმის გამო რომ ეგეთი ტყვიები როგორც წეს მსუბუქია და სადღაც 7 გრაინთან თამაშობს, ანუ უხეშად 0.45-0.5 გრამთან, ასევე გატყუებთ და დაბალი წონის გამო განვითარებული მაღალი სიჩქარე საწყის მანძილზე რაღაც ეფექტს იძლევა, იქნება ეს შედარებით სტაბილური ფრენა მოკლე მანძილზე თუ რაიმეში მოხვედრისას რაიმე სუპერ ხმა... ასევე ბევრი შეცდომაში შედის ტყვიის ფორმის გამო და გაფართოებული ხვრელი ჰგონიათ რაიმე განსაკუთრებული, ამასობაში კი უბრალოდ ბრტყელმა თავმა ექსპანსიური ტყვიის როლი შეასრულა...
მოკლედ 10 მეტირს ზევით ჯერ ეს ერთი იწყება ტყვიის გადასვლა ტრაექტორიიდან, თან შემდეგი ეფექტით, ტყვია მიფრინავს და ტრიალებს ჰაერში (ვთქვათ მარჯვნიდან მარცხნივ), ცხვირის წინააღმდეგობის გამო და სუსტი მასის გამო მალე კარგავს სიჩქარეს, ამ დროს მიღებული მატრიალებელი ძალა იწყებს დამღუპველად მუშაობას და ტყვიას მარჯვნიდან მარცხნივ მიაქანებს სულ უფრო მზარდი სპირალური ეფექტით, რომელიც სულ უფრო და უფრო აცილებს ტყვიას სასრული ტრაექტორიიდან. ბოლოს რჩება ერთი მომენტი როდესაც სიჩქარე იმდენადა ვარდება რომ წარმოქმნილ ჩახვეულ ეფექტს ვეღარ ეწინააღმდეგება და აი ამ მომენტში იწყება კატასტროფა. 15 მეტრის ზემოთ ტყვიამ შეილება მომენტალურად შეიცვალოს მიმართულება, იქნება ეს მარცხნივ, მარჯვნივ თუ ზემოთ ქვემოთ კაციშვილმა არ იცის.
ეგ ექსპერიმენტი არაერთხელ ჩაგვიტარებია და 20 მეტრიან დისტანციაზე დადებულ სამიზნეს კი არ ხვდებოდა, იქვე მყოფ დამკვირვებლებს უწევდათ სირბილი და ხეებზე ამოფარება რომ შემთხვევით მათ არ მოხვედროდათ ტყვიები. (ხალხს კი არ ვესროდით, უბრალოდ დამკვირვებელი სხვა ტყვიების ხვრელებს აკვირდებოდნენ ასე 2-3 მეტრის მანძილიდან გვერდზე დგომით გასროლის მერე კი ამოწმებდნენ რამდენად ზუსტი იყო ესა თუ ის ტყვია, მაგრამ როგორც კი აი მაგ საშინელებაზე გადავედით ლამის ერთი ორი კაცი შევიწირეთ).
ასე რომ სანამ დაწერთ რომ ეგ ტყვია არინ ნუ მოკლედ აღმოჩენა, გადასარევი, ტეტუ რა დავინახე, კარგად შეისწავლეთ ყველაფერი, კარგად გაზომეთ მანძილები და კარგად გაზომეთ მიზანში მოხვედრილი ხვრელები.
პლანეტის მასშტაბით კაციშვილი არ იყენებს მაგ ტყვიებს 10 მეტრზე ზემოთ (არა იმიტომ რომ არ უსინჯავთ,. არამედ ყველამ იცის რომ არაა მაგი ტყვია იმ საქმისთვის რასაც როგორც წესი მოქალაქეები და მოყვარულები აკეთებენ სპორტული ტირის გარეთ), ერთდერთი საქართველოში ამოტივტივდა მერამდენედ ასეთი უაზრო თემა რომ ბრტყელთავიანი ტყვიები მიღწევაა კაცობრიობისთვის. მოდით რეალობას თვალი გავუსწოროთ და რეალულად ვთქვათ უბრალოდ უცხოური მარკის ტყვია დაინახეთ შედარებით იაფად რაც თქვენი ბიუჯეტისთვის მისაღები იყო და მაგიტომაც აირჩიეთ ეგ ტყვია. რეალური შემოწმებისას კი რავარც არაერთი დარწმუნდა ისევე დარწმუნდებით რომ არ არის ეგ ტყვია შექმნილი არც დიდი დისტანციებისთვის (25-50 მეტრი ან ვთქვათ იქ 60-70 მეტრი) არც სანადიროდ და არც სხვა არაფრისთვის გარდა ერთისა, 10 მეტრიან დისტანციაზე დაპრესილ მუყაოს ქაღალდზე გააკეთოს მაქსიმალურად მრგვალი ხვრელი იმისათვის რომ მსაჯს გაუმარტივოს ქულების დათვლა.
ნუ მოიტყუებთ თავს, იყიდეთ კლასიკური Domed ტიპის ანუ მომრგვალებული თავის მქონე ტყვიები და მორჩება მაგით თქვენი წვალებაც და ლეგენდების სამყაროში სიარულიც. პროსტა ეგაა რომ გამოზე 2-3-ჯერ ძვირი ღირს და ფასი იკბინება.
პატივცემულო ჯა_ჯა, აი შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ გამოვხატო ჩემი აზრი და მაპატიეთ ემოციებიც, რომელშიც ცოტა არ იყოს ირონიაც ურევია , ჯერ ერთი დავიწყოტთ იქიდან ერთი თუ შეიძლება ის გვითხარით რის საფუძველზე გამოიტანეთ დასკვნა, რომ მეც იმ ნაბიჯებით გათვლილ მანძილზე მაქვს გასროლილი რაც მაგალითად მეორე თქვენს ადრესატს?? ისე თეორიულად მაინც თუ შეიძლება რომ დავუშვათ სხვა ხერხებით მანძილის მოზომვის შესაძლებლობა???
მეორე გეკითხებით როგორც ადმინისტრატორს ეგ რომელ პუნქტშია ჩამონათვალი თუ რა თემების განხილვა არ შეიძლება თქვენს ფორუმზე და მათ შორის არის მატჩის ტიპის ტყვიეების განხილვის აკრძალვა o.O ? და თუ მაინცდამაიცნ სამართლებრივი კუთხით შევხედავთ როგორც თქვენ ხშირად იქცევით ხოლმე, მაშინ რაც არაა აკრძალური ის დასაშვებია, ამასაც ხომ ვეთანხმებით?? თუ ახლა ეს პლანეტის ერთადერთი ქვეყანა "საქართველოა" სადაც ფორუმის წესები იცვლება ამინდის შესაბამისად ანდაც ადმინისტრაციის გუნება-განწყობის მიხედვით მაშინ ბოდიშს გიხდით რომ დავგეგმეთ თქვენი ფორუმის წესების დარღვევა
ახლა მესამე შეკითხვა ერთი მაჩვენეთ ვინ დაწერა რომ ეგ არის აღმოჩენა და ნუ ზებუნებრივი ტყვიეები?? ეს მართლა მაინტერესებს ვიანიდან პირადად მე 10 იოდე ტყვიის მეტი არ მაქვს გასროლილი და აი მერწმუნეთ ვერც კარგს ვიტყვი ვერც ცუდს.. და თუ ახლა თქვენ მონახეთ ისეთი ადამიანი რომელიც მაგას ამტკიცებს მე სიამოვნებით გავესაუბრები და იქნება და მართლაც მასეა??
და ბოლსორ აც შეეხება ბიუჯეტიანს, როგორც ვიცი ჩემზე 5-10 წლსი უფრო კაცი ბრძანდებით და დარწმუნებული ვარ ცხოვრებამ გასწავლათ მაქსიმალურად თქვენთვის მომგებიანი ფასის და ფორმის შერჩევა? განსხვავეული უბრალდო მაშტაბებია თუ მაგალითისთვის მე ვაკეტებ ამ შერჩევას 100 ლარიდან ზემოთ ტქვენ შეიძლება გააკეთოთ 300 იდან ზემოთ და სხვამ კი 900 იდან, ნუ მოკლედ ფილოსოიური საკითხები მაინცდა მაინც ცემი არაა და არც მიდნა რომ ამაში ბედი ვცადო,
და ბოლოს ერთადერთი თხოვნა იქნება და ირონიულ საუბრებს გადავეჩვიოთ იმის და მიხედვით თუ ვის აქვს ბენჯამინ დისკოვერი და ვის 79 წლის იჯ 38 , ან ვინ უფრო ჩახედულია ამა თუ იმ საკითხში კარგათ და ვინ არა ბოლოს და ბოლოს ყველას ყველაფერი რომ ცოდნოდა არც ფორუმები იარსებობდნენ. თანაც აირგანის ცოდნით ხომ ვერ ვიმსჯელებთ ვინ ვინარი? თანაც არავინ არ იცის რა მხოდება ხვალე არაა?
ეს იყო ცემი ირონიული პასუხი ირონიულ გამოხმაურებაზე, იმასაც ვარიარებრ ომ ცოტაა რ იყოს პირდაპირ გულში მომხვდა თქვენი წერილი
არა რა უნდა დავწერო მეცინება ასეთ კომენტებზე
ვინ გაწყენინა ასე რომ რჩევას და თხოვნას მითითება და აკრძალვისგან ვერ ანსხვავებ
სად წაიკითხე აკრძალვა ან მითითება???? თუ ახლა სათითაო პუნქტებად ითხოვ განმარტებებს
დავწერე ადამიანურად
kubi11
სუპერ არქეოლოგი ხარ რა 24th April 2010 როდინდელ პოსტს სცემ პასუხს?
მეორეცესერთი სად მოხვდა იმასაც გააჩნია შენ თუ ბუმბულის ძირებში გაატყი და გაპარზე ... მაშინ პროსტა შერცხვებოდა ტიტველი რომ იჯდა და იმიტომ გაფრინდა
[b]ja_ja[დიამეტრი რამდენი აქვს რასაც ესვრით მაგას,4-იანის გარშემო რო წრეა მაგას ვგულისხმობ.
kubi11
SCORPIONS
ნუ მეკაიფებით ორივე 2010 წლის თემაშI რაღაც კითხვებს სვავთ და რაფერ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა გავიხსენო ყველაფერი?
რას ქვია
ja_ja აი ესეც ორიგინალში. თუნდაც ფურცლის ზომა მითხარი.სასურველია წრის დიამეტრსაც თუ მიუთითებ.
აგერაა http://www.airgun.ge/Down/m1.pdf გამოიყენო რავარც მოგესურვება
ასე სუსტად გარე და შიდა დიამეტრები არ მახსოვს
kubi11
kubi11 მეც გამომადგება მაგი სამიზნე ახლო მომავალში.
kubi11
ნებისმიერი ჰოლოუ პოინტი არის კაი შედეგის მომცემი ნადირობისას, ანუ სხეულში შეღწევისას იფურჩქნება ან იშლება და უფრო მეტად აზიანებს სხეულს, მაგრამ აი სიზუსტის მხრივ ყველა სახის ჰოლოვ-პოინტი მოიკოჭლებს არა აეროდინამიური ჩაღრმავების გამო... ჰაერის მკვრივი ნაკადი ყოველთვის ცდილობს მანდ ჩასვლას და შეწმდეგ ამოსვლას რის გამოც წინა მხარეს სტანდარტული ნახევარრკალის ტალღა არ წარმოიქმნება, ხოლო არამდგრადი ფორმის ჰაერის ნაკადი კი ყოველთვის ცდილობს ტყვიის ტრაექტორიიდან გადაგდებას.
ამიტომაც თუ სიზუსტე გინდა უნდა გამოიყენო ეგრეთწოდებული Domed ტყვიები, ხოლო თუ ნადირობა გინდა მაშინ ექსპანსიური მოქმედების ტყვიები.
ja_ja მე ხოიცი მაინც ვერ ვიგებ ბოლომდე და იქნებ მაგ ტყვიების ფოტოებიც დაგვიდო აქ ? ვერ ვეწევი და რავქნა.
ტყვია რომელსაც აი ასეთი ჩაღრმავება აქვს თავზე ჰქვია Hollow Point
რაც პირდაპირი თარგმანით გამოდის ხვრელ მიმართული, შინარსობრივარ კი იგულისხმება თავზე არსებული ჩაღრმავება. იმის გამო რომ ეგეთ ტყვიებს წინააღმდეგობასთან შეჯახებისას გააჩნია გაფართოების დიდი შესაძLებლობა მათ ასევე ეძახიან ექსპანსიურ ტყვიებს.
[quote name='ja_ja' date='Jan 14 2015, 09:08 AM' post='127874']
kubi11
ნებისმიერი ჰოლოუ პოინტი არის კაი შედეგის მომცემი ნადირობისას, ანუ სხეულში შეღწევისას იფურჩქნება ან იშლება და უფრო მეტად აზიანებს სხეულს, მაგრამ აი სიზუსტის მხრივ ყველა სახის ჰოლოვ-პოინტი მოიკოჭლებს არა აეროდინამიური ჩაღრმავების გამო... ჰაერის მკვრივი ნაკადი ყოველთვის ცდილობს მანდ ჩასვლას და შეწმდეგ ამოსვლას რის გამოც წინა მხარეს სტანდარტული ნახევარრკალის ტალღა არ წარმოიქმნება, ხოლო არამდგრადი ფორმის ჰაერის ნაკადი კი ყოველთვის ცდილობს ტყვიის ტრაექტორიიდან გადაგდებას.
ამიტომაც თუ სიზუსტე გინდა უნდა გამოიყენო ეგრეთწოდებული Domed ტყვიები, ხოლო თუ ნადირობა გინდა მაშინ ექსპანსიური მოქმედების ტყვიები.
ესენი მინდა ვცადო მაინტერესებს თუ გამოგიცდია და ზუსტები თუა მიახლოვებით მაინც
http://pix.ge/
http://pix.ge/
kubi11
ja_ja გმადლობ.
ja_ja მაგნუმში ვნახე 1.0 გრამიანი ტყვიები და ცოტათი მძიმეებიც. მაინტერესებს,თუ გაქაჩავს hw80? ასე მგონია,150მწ-შიც რო გაისროლოს,ყვავ-ყორანს ადვილად დააგდებს. შენ როგორ ფიქრობ?
SCORPIONS
ja_ja აჰაა,ე.ი, ზიანს იგივეს მიაყენებს.უნდა ვცადო მაინც და თვითონ დავრწმუნდე,მართალი ხარ.как и всегда!
Multi-Tool გაიხარე,გმადლობ.
მაშ ასე!
სიამაყით წარმოგიდგენთ ახალ ქართულ პროდუქტს! დიახ, დიახ ეს "ტყვიები" საქართველოში მზადდება!
შემთხვევით ჩამივარდა ესეთი კოლოფი:
ხსნი კოლოფს და შიგნით 20 კოლოფი ქართული ტყვია დევს. ნუ კოლოფი რა, უფრო მდოგვის ან აჯიკის ერთჯერადი კონტეინერებია
დიდ კოლოფს აწერია "pneumatik bullets" შიგნით არსებულ პატარა შეფუთვებს კი "pneumatic gun pullet" ასე რომ თქვენ რომელიც უფრო მოგწონთ ის დაუძახეთ
ასევე პატარა შეფითვას ამშვენებს ციფრი 200 რაც სავარაუდოდ ტყვიების რაოდენობაზე უნდა მიუთითებდეს. ნამდვილად არ გადამითვლია და თავს ვერ დავდებ
ერთი კია, ან ტყვიებია ძალიან არასწორად მოჭრილი, ან საშკარას სხვადასხვა რაოდენობა ყრია ყუთში, რადგანაც წონა ჯიუტი ფაქტია:
რაც შეეხება თავად ტყვიებს:
დამზადებულია მყარი მასალისაგან(ალბათ აკუმულიატორის ტყვიის გადადნობის პროდუქტია) ე.წ. შტამპოვკის" და არა ჩამოსხმის მეთოდით.
კაბა არ აქვს საერთოდ. აი ძველი კომუნისტური "ჩაშკების" ანალოგია რა
ტყვისს წონა დაახლოებით 0.28-0.32 გრამია
ასე რომ გილოცავთ ქართული პროდუქტის ბაზარზე გამოჩენას! მართალია არსად წერია რომ გურჯისტანშია დამზადებული, მაგრამ ნამდვილად ვიცი
ფასს რაც შეეხება: 1,5 ლარად ჩაგახუტებთ მდოგვის კონტეინერს
ჭახაჭუხის მოყვარულებ მაგრად გაუხარდებათ :-D ქრონიც გადარეულ სიჩქარეს აჩვენებ :-D :-D :-D
gregory შენ გაიხარე გრეგორ!!! მაგი ისაა რასაც ამდენი ხანი ვეძებდი!!! მაგეებს,უჩანთ მუცელი დიდი და შესაბამისად დიდ საფანტს ჩაყლაპავს! უაახ ბიჯოს,ეს რა ვნახე ტო,? მწარმოებელი,უეჭველი ჩემი ოცნებების წიგნს კითხულობდა რა! ერთი სიტყვით,შემინახე ერთი 10 აჯიკა და მადლობელი დაგრჩები.
ვა მაგ შეფუთვაში მე სულ აჯიკას ვყიდულობდი, ალბათ არ გაეყიდათ
მაგარი კუკუ ტყვიებია, იმდენად თხელია მისი კედლები, რომ მასალის სიმყარეც კი არ შველის, ამასთან თავი საერთოდ არ არის დამძიმებული კუდთან შედარებით, რათა სროლისას და ჰაერში ფრენისას ტყვიამ ორიენტაცია შეინარჩუნოს, შედეგად კი ერთი ალთას მიდის, მეორე ბალთას... გარდა ამისა ფორმა აქვს საშინელი, ძალიან მოკლეა და თავისთავად ესეც ხელს უშლის ფრენისას, მაგრამ უფრო ცუდი ის არის, რომ ლულაში ჩადებისას ხელშივე გიტრიალდება მისი სიმოკლის და ფორმის გამო და შეიძლება თავისით ტყვია ტაკოებით ჩავიდეს ლულაში თავით ჩაჯდომის მაგივრად...
დასკვნა: თუ მაინცდამაინც ნაყიდი გაქვთ, სჯობს გადაადნოთ და ანკესზე სიმძიმისთვის გამოიყენოთ
kubi11 მოკლედ,ძაან მაგარი ვეში გამოვა და შენ დალშე შეგიძლია იმდოგვავო.:P:P:P მე რო დავასაფანტებ და გავტესტავ,მაგარი გაგიტყდება რია
ვაბშეტა ეგ ქაქი კაიხანია იყიდება დაჟე რამდენიმე წელია, პროსტა აქამდე უფრო გლეხური შეფუთვა ჰქონდა და ახლა ეტყობა მაგ იდეის ავტორმა გაიარა ვაგზლის ბაზრობაზე და აჯიკის კომტეინერები ნახა დაბეჭდა ფერად პრინტერზე საცხა და ქე გამოუვიდა თავისი გადასახედიდან მაგარი რაცხა (საცხა რაცხა, რუცხა )
კაროჩე ვინც მაგ ტყვიებს უყურებთ ჯობია ახლავე დაივიწყოთ, არც წონა აქვს სტაბილური, არც ფორმა, არ გიშველით დამძიმება და სხვა სისულელე. ნაცადია და გადაყრილია უკვე არაერთი კოლოფი,
პირველად ეგ ქართული პაზორი ტყიები ჟორამ მაჩვენა 3-4 წლის წინ. წელს კი მშრალ ხიდზე დავინახე ტონობით უყრია ყოველ მეორე გამყიდველს
pullet რა მაგარია, არც პელეტია არც ბულეტი,
და საერთოდ ვინმემ ჩაუტარა რამე ექსპერტიზა ან რა მასალაა ან რა ფორმაა, იქნებ უკან ბრუნდება და თავში ხვდება მსროლელს სულ კიდიათ. მე შეიძლება ამერიკაში ნაყიდი სუპერ სერტიფიცირებული პელეტები ჩამომართვან აპა პა პა ეგ რეები გიყიდია საშიში პროდუქტიაო.
ა ხო დიდი ალბათობით აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებშია ნაწარმოები. თუ ასეა სერიოზულად ვამბობ ანალოგიური პროდუქციის შემოტანა შეიძლება შეიზღუდოს ან აიკრძალოს.
გრიგოლ ეგ ძველი ამბავია, ეძლაც მიყრია სადღაც ეგ ტყვიის ჯართი, არ მისვრია საერთოდ, მაგას თოფში როგორ ჩავდებდი
ადრე იყიდებოდა ეგენი ლილოს ბაზრობაზე,
მარა კაიხანია აღარ მინახია ერთი კოლოფი ვიყიდე და ვაი
სროლას ვინ ჩივის, ლულაში რო ვდებდი თავისით ტრიალდებოდა და შედეგად ხან გვერდულად მიფრინავდა ხან კაბით წინ და ხან რავიცი კიდე.
მოკლედ ქართული რეალობაა რა
kubi11
---@@SCORPIONS@@---
ყველა თემა შეიძლება ოფტოპიკად აქციოთ?
kubi11
---@@SCORPIONS@@---
ძალიან ბევრჯერ გაგაფრთხილეთ და გეუბნებოდით რომ ეს ბოლო გაფრთხილებაა, როგორც ჩანს ეს თქვენთვის არ ასოცირდება არაფერთან ამიტომაც გამოცდილების მისაღებად გამოგიწერეთ 3-3 დღიანი მივლინება დასასვენებლად.
თქვენი უსაფუძვლო, უშინაარსო პოსტები ამ თემიდან ამოშლილია. წაკითხვაც კი აღარ მინდა ხოლმე, 2 გიჟი კაცი ყველა თემაში ერთმანეთს უაზრობას უმტკიცებს, არის რამდენიმე თემა სპეციალურად მიგდებული და იქ იბუინეთ, ნუ აწუხებთ ყველას!
გამარჯობა მაქვს ბენჯამინ ტრაილ ნპ, და რომელი ტყვია მიდის ქროსმანის ლულაზე? აქ ამბობდნენ სადღაც-სადღაც თითონ კროსმანის ტყვიებიც კარგიაო და ჯსბ-ებიცო და კერძოდ რომელს მირჩევთ სანადიროდ? იგივე ლულა მაქვს რაც მოჰყვა და არავითარი აფგრეიდი
archi_daili
მე მქონდა ეგ თოფი, ყველაზე კარგად JSB მოეწონა 8.44 გრანიანი, ამ ტყვიით ჰქონდა 275-280 მ/წმ...
10.34 გრანიანი JSB არ მიცდია და ვერ გეტყვი, მაგრამ სავარაუდოდ ეგენიც უნდა მოუხდეს...
pilotina
მადლობა
მოკლედ, დღეს სხვა საქმე რომ ვერ გამოვინახე, გადავწყვიტე პატარა ნახევრად სახუმარო, ნახევრად სერიოზული ტესტი ჩამეტარებინა.
ტესტი მდგომარეობს შემდეგში:
ავიღე 4 სახეობის ტყვია და ვესროლე ცარიელა ტყვიების ქილებს. ქილები 4 ცალი ერთად მისკოჩილი, მანძილი 10 მეტრი ( თუ მეტრო? ), თოფი Crosman 1720T.
ტყვიებს ჰქონდათ შემდეგი სიჩქარეები:
1. Predator Metalmag 8.0 gr 253 მ/წმ
2. Predator Polymag 8.02 gr 253 მ/წმ
3. JSB Exact Heavy 10.34 gr 224 მ/წმ
4. JSB Exact 8.44 gr 240 მ/წმ *** შენიშვნა: სურათებზე აღნიშნული ნომრები შეესაბამება ამ ჩამონათვალს.
http://pix.ge/
ეხლა გავხსნათ ქილები და ვნახოთ რა მივიღეთ.
და მივიღეთ კი შემდეგი :
1. Metalmag-მა სუფთად გახვრიტა ლითონის 3 ფენა, ხოლო მე-4 და მე-5 ფენა კარგად შეღუნა
2. Polymag-მა სუფთად გახვრიტა 1 ფენა, მე-2 ცოტა გახია და მე-3 შეღუნა
3. JSB Exact Heavy სუფთად გახვრიტა 1 ფენა მე-2 და მე-3 ბარაქიანად შეღუნა
4. JSB Exact სუფთად გახვრიტა 2 ფენა მე-3 კი ცოტა გახია
http://pix.ge/
ესეც Metalmag-ის გაღუნული მე-5 ფნა
http://pix.ge/
ქვედა სურათზე კი მოყვანილია ნასროლი ტყვიები, რანი იყვნენ და რანი გახდნენ.
მიაქციეთ ყურადღება Metalmag-ის ლითონის წვერს, პრაქტიკულად დაუზიანებელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქილები საკმაოდ მკვრივი ლითონისგანაა დამზადებული.
Polymag-ის პლასტიკის წვერი კი პრაქტიკულად გაქრა, პატარა წითელი წერტილიღა ჩანს.
http://pix.ge/
ასე რომ დასკვნა:
ამ ოთხეულიდან ყველაზე კარგი შეღწევის უნარი გამოავლინა Metalmag-მა და მსუბუქმა JSB-მ, ხოლო ენერგიის გადაცემის საუკეთესო უნარი Polimag-მა და მძიმე JSB-მ.
პატარა შესწორება მინდა შევიტანო
Predator Metalmag-ი 8.0 გრანიანი კი არ არის არამედ 8.5 გრანიანი და სიჩქარეც შესაბამისად შეცდომით მიუთითე 238-240 მ/წმ იქნება მითითებული 253 მ/წმ-ს ნაცვლად.
მოდერს ვთხოვ ჩაასწოროს როცა დრო ექნება.
pilotina
აუ რა კოლოფები გაგიფუჭებია, ვინტიკებს კი შეინახავდა მაგაში კაცი
სიზუსტეში მეტალმაგი როგორია? წითელქუდას სჯობია, თუ იგივეა? ძალიან მაინტერესებს.
pilotina
მოკლედ,მაგარი რეპორტია! მევასება მეც მასეთი რაცხაები. მაგარი ხარ რია...
http://www.pyramydair.com/s/p/H_N_Excite_Prometheus_Pellets_177_Cal_6_Grains_Domed_Lead_Free_250ct/1207დამაინტერესა. ვფიქრობ Crosman 1720T-ზე ვცადო და ვინმეს ხომ არ ჰქონია მათთან შეხება? რას წარმოადგენენ და ღირს თუ არა ფულის გადაყრა?
ან კიდე http://www.pyramydair.com/s/p/H_N_Excite_Apollo_Pellets_177_Cal_8_Grains_Domed_Lead_Free_250ct/1210
pilotina
მაგ შავი ზებგერაზე წავა შენ ფიშტოში, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს,
უკანალის სიღმე პრობლემას ხომ არ შეუქმნის მიმწოდებელს, ტყვია რომ გადამშვებს იქით გადაიყვანოს.
ნუ ეხლა შენ თუ მილისებრი მიმწოდებელი გაქვს მაშინ პრობლემა არაა.
ისე წითელს კი გაისროდა კაცი.
Multi-Tool
რა მაინტერესებს,მაგნუმში მიყიდე მზიმე ჯსბ 10.34 გრანი.გავასწორე მიზანი ასე 20 მეტრამდე და უფრო შორ დისტანციაზე დღეს სროლა გამიჭირდა ვიფიქრე მაგლა უნდა აწევა ცოტა ჯვარს თქო მაგრამ არა მაინც ვერ მოვარტყი(ქედანს)გამიჩნდა კითხრა ესეიგი ტყვია სწორად მიფრინავს თუ გვერდზე იხრება ? ასე 40 45 მეტრზე ვესროდი და 4 და 1 გავარტყი
gregory
+1
SVD
SVD
https://www.youtube.com/watch?v=rfcO1z4tEF4 <-- მემგონი უნდა დაგეხმაროს ეს ვიდეო
აი ქედანს და 4.5 კალიბრს რაც შეეხება, რავიცი... იმდნად ჯივუჩია ქედანი, რომ შეიძლება მოარტყა, იფრინოს კაი ხანი და ვერც მიხვდე მოარტყი თუ დააბრთხე )) ჰედ შოთები იდეალურია 4.5 -ში, მარა იარაღიც შესაბამისი გინდა
აგერ ფოტო მასალა ვესროდი მძიმე ჯსბ 45 მეტრზე 3-9x40 ოპტიკით.ხო იარაღი კროსმანის ვანტაჯი
http://a.pix.ge/a/6fvkj.jpg
http://b.pix.ge/r/hspyg.jpg
http://b.pix.ge/r/ccs2g.jpg
SVD
45 მეტრში კაი შედეგია, ისე მსუბუქებიც გეცადა, უფრო ზუსტად შეიძლება წავიდეს
SVD
კარგი შედეგია. ყოჩაღ
აი 3 ერთმანეთთან ახლოს არის და ის ორი რატომ გაიქცა ვერგავიგე?
SVD ხალხი პცპ-ებით ვერ ისვრის გაუქცევად და შენ ზამბარდგუშიანი გაგექცეს,არაა პრობლემა,მითუმეტეს,რომ ბევრით არაა გაქცეული 45მეტრზე.ისე კი ვანტეჯისთვის,მაგხელაზე გაფანტვა,არაა ცუდი შედეგი მაინც. ისე ვიდეოს თუ გადაიღებდი სროლის დროს,მეტი საინტერესო სანახაობა იქნებოდა ჩემთვის პირადად. P.S. ჰორიზონტალური დოლურა,რო დაატრიალო ოპტიკაზე,კარგი იქნება.ხო ატყობ,რომ მარცხნივაა ყველა ტყვია მოხვედრილი წერტილიდან.? ცოტა ვერტიკალშიც არ აწყენდა კორექტირება.
SVD
დიდი თხოვნაა http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=58და ამხელა პროსტინები არ დადო, რეკომენდირებულია 800x600-ზე თუ ძალიან მაღალი დონის სურათი გინდა დადო ,მაქსიმუმ 1024x768-ზე, ამაზე მეტი საჭირო არაა, არც განსაკუთრებული არაფერი ჩანს და ჩამოსატვირთად და სანახავად კი ზოგიერთისთვის კატასტროფაა, არარაფერს ვამბობ მობილ ინტერნეტზე, ან იმაზე რომ ფორუმის სახე სიფათი უბრალოდ იბრიდება და რაღაც დაჯღანულობას გავს
თემა გაწმენდილია, იმედია გზააბნეულობა ამ თემაში არარ იქნება
ვინმემ შეიძლება ამიხსნას რა განსხვავებაა ამ ორ ბრენდს შორის?
ორივე დამზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკაში, ორივე ერთი და იგივე ზომა წონისაა... მაინტერესებს ორივე სახის ტყვიას ერთი ქარხანა უშვებს? და მასალაც ერთია რისგანაც ამზადებენ?
ჯსბ-ია ორივე სხვა და სხვა სახელით, ბევრი ფირმისთვის ამზადებს ჯსბ ტყვიებს მათ შOრის ედგანისთვის და კიდევ რამდენიმე ბრიტანული ფირმისთვის
Air arms ბრიტანულია ხო? ფასიც ერთნაირი აქვთ?
geojorjika
ეგ ბუშელის ოპტიკაა ხოოო ? რა გირს ან ტუ ვარგა ჩემი ვინტაგესტვის მინდა და მაინერესებს
მოდით მეგობრებო და აქ დავდებ ამ ვიდოსს...ტყვიების განხილვაა აქაც..მეორე ნაწილი კი ჯერ არ ატვირთულა და დღეს იქნება ალბათ.....
რუსულ ენაზეა და სორი.
SCORPIONS
მესმის რომ ეს ფორუმი 18+ ია, მაგრამ სტამესკით თავის მტვრევა და ტვინში ასანთით ბოდიალი ნამეტანი ხომ არაა?!
თანაც ეგ ის "ღუტა" არაა, შენი "ტუგა" რომ მიაჩმირა?! პატივი მაინც დადე მაგ თავწაგდებულს
gregory ისაა ზუსტად...ბევრი შენიშვნები მივიღე ადრე.ხან წყალში ვისროლე,ხან კრიშკებში და მერე ეს იდეა ჯაჯას ნაპერწკალით მივიღე. პირდაპირ არ უთქვამს,რომ ხრუშას გლიჯეო,მაგრამ სიტყვა ხორცი ნამდვილად ფიგურირებდა....ხორციცაა და ძვალიც.
ცოტა ხანში აიტვირთება ყველაზე საინტერესო!!!
ესეც ტყვიების განხილვა....ჩემთვის ძალიან საზიზღარი იყო ამის კეთება,მაგრამ ეს,ამად ღირდა....
ეს ვიდეო მორიგი დასტურია იმის,რომ პნევმატური იარაღი,სულაც არაა სათამაშო!!!
საცოდავი როგორ დაგიდრუშლაკებია, მკვდარიზა მაინც გესროლა ბლინ.
ისე რა ოხერი ტყვია ყოფილა ეგ წითელტრაკა.
ტარიელ, ისე მე კაცი ვიცი ვინაც მანჟეტა გახეთქა, იმიტომ რომ ძლიერი
თოფიდან მჩატე ტყვიები ისროდა.
HW80-ს რამდენი ჯოული აქვს?
Multi-Tool
პრველმა სამმა,უბრალოდ მოჰფხანა...აი მეოთხემ კი! კარგით რია,რია მოგივიდათ,? პირველი ცდა იყო მაგი და რია ვიცოდი სად,რა და როგორ.? მეორე წლისთვის მეცოდინება!
ნიკა 0.67გრამიანს 260მ.წ. გამოთვლა ქე გეცოდინება.....
ესეიგი shockwave-ზე ბევრად ძლიერი არაა ყველაზე კარგი შეღწევადობა რომელ ტყვიებს აქვს? ადვილად რომ იშოვებოდეს. თუ მოვახერხე მეც დავტესტავ რომელიმე ცხოველზე (ოღონდ მკვდარზე ) ისე პირველი ცდა თუ იყო ბარემ მკვდარისთვის გესროლა...
gregory +18 ეძახე შენ და...
ნიკა
ყველა თემაზე ნუ გიყვარს რა ძმურად გამოკიდება და გაზვიადება ფაქტების! +ნუ მასწავლი რია და ამ თემაში არ მოსულა ცხოველებზე ბაზარი.... მე განვიხილე ტყვიები.
ისე მოგდის შენ'' შვილი მამას იმას ასწავლიდაო''
არ გეწყინოს,მაგრამ ყველა თემაში ჩემ პოსტებზე გამოხმაურება და ბუზისგან სპილოს გაბერვა,ნამდვილად არაა ჩემთვის სასიამოვნო......
SCORPIONS რა შუაშია გამოკიდება? ან ცხოველებზე ბაზარი? მეც იგივე მაინტერესებს რაც შენ, ტყვიების შეღწევადობა "ცხოველებში". მართლა თემიდან გადახვევა რომ არ გამოვიდეს პმ...
SCORPIONS მეგობარო, მემგონი აჯობებს ნადირობის ვიდეოები რომ დადო, უფრო საინტერესო იქნება ჩვენთვის. ეს ჩემი პირადი აზრია და იმედია არმიწყენ.
feeder რაც გაინტერესებს,იმას უყურე! მე მიყურეო,არ დამიძალებია!!!
OQAM-npRXpU&feature
P.S. ნიკა! კომენტარები არაა აქ საჭირო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
SCORPIONS რას ვაშავებ?
H&N ის 049 მ დამაინტერესა 1377 თვის, ხვალ ჩავირბენ მაგნუმში.
ქვედა ვიდეოში რომ 052 იანია, ვინა მწარმოებელი? მაგიც მინდა ვცადო.
ისე რა მაინტერესებს და jab ს, პრედატორების გარდა ააქვს რამე
ექსპანსიური? ეგერ H&N ებს რამდენი ტიპი აქვთ, ხანგერიო, ყერმინატორიო,
ექსტრიმიო და რა გინდა სულო დ გული. გასაგებია რომ ზოგი აქ ჩამოთ დილიდან
დიდად ვერ ავლენს ექსპანსიურობას, მაგრამ მცდელობა ხომ არის ასორტიმენტი
შექმნის. ჩემი აზრით jsb რაღაც გაიჭედა ერთ ადგილას. თუ რამე გამომრჩა
მაგათგან შემისწორეთ
Multi-Tool
ტარიელ თამარაშვილის და დიღმის ფილიალებში ერთი და იგივე ფასები აქვთ თუ იცი???
ბრტყელებიც თუ ექსპანსიური იყო არ ვიცოდი. აქ სადღაც ეწერა რომ შორ მანძილზე სასროლად არ გამოდგებაო და მაქს. რამდენ მეტრზე შეიძლება ნორმალური სროლა?
temo-777
ფასები ერთია.
temo-777 არ შემიმოწმებია,მაგრამ როგორც multi-tools მა დაგიწერა,მეც მასე მგონია.
ნიკა რასაა რო ამბობ? ბრტყელი თავით რომ დაეჯახება ყვავს,რას იზავს? მეტი კი არაფერია ექსპანსია! P.S. სად ექსპანსია და სად რამდენ მეტრზე გარტყმა.? მოკლედ,ცხოვრება მშვენიერია!!!
ნიკა
ყურძნის წიპწაც რომ გაარტყა წერტილში,ისიც გამოდგება................
როგორ გიყვარს ეს პოსტვა რია. მეც ეგრე ვიყავი,სანამ არ მივიღე ვორნების მორევი.
SCORPIONS
ეგ ტყვიები კაი ხანია არის საქართველოში, ქუთაისის ვესტერნში მემგონი ერთი წლის წინ ვიყიდე
geojorjika
10ლარიანებს გულისხმობ,თუ ?
SCORPIONS
userman 44 რა გითხრა,მაგრამ იჟს კი უნდა ესროლა შედარებით კარგად.. რაგატკითაც გესროლა შეკაცო და........ „პ.ს. ჩემი მრ-512 ყველაფერს ჭამს და ვნახოთ ვენახი. ჯერ არ მცალია მაგისთვის და მერე ქე განახებთ შედეგებს ალბათ
P.S. კიდევ სხვა თოფით? რა თოფით?
Multi-Tool
ისე პოლის ვარიანტში რომ გაიხსნას თემა ამ განყოფილებაში ვინ რომელი ფირმის ტყვიებს ვიყენებთ კარგი იქნებოდა.
ყველას გვეცოდინებოდა ამ ფორუმზე ყველაზე კარგი და პოპულარული ტყვიები. (ნუ რა თქმა უნდა ერთ კლასში)
რომელიმე გამოცდილს ტყვიებში არავის უნდა რომ გახსნას??? მე მარტო ქროსმანის ერთ კოლოფთან მქონია შეხება,ამიტომ თავს შევიკავებ.
ნუ მე პრინციპში მარტო ჯსბ სთან მქონია შეხება და კიდევ ჰ.ნ.ტერმინატორთან.ჯსბ მართლა საუკეთესოა.მე 10.34 ვისვრი
მოკლედ არსებობს ასეთი გამოთქმა : [ჩემ თოფს ეს ტყვია მოეწონაო ] რაც მე არამართებულად მიმაჩნია . არსებობს ხარისხიანი ტყვიები ესენია ჯსბ და კროსმან პრემიერები ეგრეთ წოდებული ცპ ( რაც საქართველოში შემოდის ) აი ამ სახეობის ტყვიები კი ნებისმიერ პნევმატურს მოეწონება ერთი მომენტია წონის შერჩევა ამავე სახეობის ტყვიებიდან . ექსპანსიურობით კი ჯსბ სჯობს კროსმანს.
ტარიელ რომ ამბობ იჟ-38 და მრ -512 ყველა სახეობას ისვრისო მაგისთანებს და ზდპ-ებს უფრო სჭირდება ხარისხიანი ტყვიები თუ არა ჩემი პცპ -თი 10-15 მეტრში ნებისმიერი ტყვიით მივიღებ ჯგუფს.
ჯსბ ან ცპ .
ერთს კიდევ დავამატებ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემი გამოცდილებიდან 10. 34 გრაინიანი ჯსბ-ი ხომ კარგია , მარა 8.44 გრეინიანი ჯსბის ცოტათი წინ დავაყენებ , რადგან 10,34 -იანით 10 სროლიდან ყვავი 5 უგონოდ ვარდება 8,44 -იანით კი 7 მაინც მინიმუმ.
არ ვიცი, აქ რატომღაც ჩაქოლეს პოლიმაგ პრედატორი, მარა მე ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ ძაან ეფექტური გამოდგა.
10-დან 7 კი არა 6-დან 6 ყვანჩალა გაისტუმრა გაღმა, თან ისე რომ ყველა ადგილზე დატოვა. სიჩქარეც მაინც და მაინც მაღალი არ ყოფილა, 240-245 მ/წმ.
userman
და ფიქრობ რომ H&N ხარისხიანი არ არის?
მე მაგალითად ატ44 დან ვისვრი ბარაკუდა ჰანთერებს და ვაირაუხ 100 დან ბარაკუდა მატჩს ყველაზე კარგად
JSB ულტრაშოკი თუ უსვრია ვინმეს, მაინტრესებს რა ხილია.
Multi-Tool
4.5 მმ სვერლო ჯობია, იმას რასაც ეგ აკეთებს
geojorjika მარტო შეღწევადობა აქვს კარგი თუ რატო?
ჩემი დისშვილია ეს.უფროსი,უმცროსი კანადაშია! ამათ შემოევლოს ჩემი თავი!!!!!!!!!!!!! ე.ი. ტყუილად არ მირბენია რძეზე დიდი ხნის წინათ......და არ მიზიდია რძე 5 კმზე დილა ადრიან
ბიჯი ის ღორის თავი რა იყავი, გეცადა მაგ პენეტრატორი ზედ.
Multi-Tool თავის ნარჩენებს ტუგა ლოღნის..მე კი ხალადეცს
ტაკ,4ტო მეორე წლამდე არაფერი არ იქნება. ქროსმანმა რა 7ტუკა გააძრო ნახე? არა და ეგრევე უმნი რეჩები დავიწყე სროლის მერე რო კაბა გაიჭედა მესამე კრიშკაში
ენა მისწრებს ხოლმე.მაგარი რამაა ეს ოხერი ენა რია.
მართლა კაი შეღწევადობა აქვს, სრულიად ამართლებს თავის სახელს.
ისე კი არ დაგავიწყდეს, რომ ეგეთი მჩატე ტყვიაბის სტილით
სპობ თოფის მანჟეტს.
Multi-Tool ნუ გადაეკიდე მაგ მანჟეტს რია... მეორეც მაქვს ახალი.პილოტინა მიმყოფოს ღმერთმა ჯანმრთელად და მანჟეტს კიდო მიშოვნის.
ქემელს ვეწეოდი მამუკას ჩამოსვლამდე..ჩამოვიდა და სობრანიეს მაძალებს.
SCORPIONS
ბიჯოუ, ეგ მეხუთე მე რომ მოგეცი ეგ არაა? და თუ ეგაა, მაშინ ყველა ვიდეოში რა H&N- ეძახი? ეგ არის Predator Metalmag-ი, JSB უშვებს მაგენს...
pilotina მართალი ხარ, მაგრამ H&N საც აქვს ანალოგიური ტყვიები ცოტა სხვანაირი გეომეტრიის
თავით, Hornet ქვია
Multi-Tool
pilotina
ეგაა ხოო...რიავიცი მაგდენი მე?არა,ქე ვხვდებოდი,რომ რაცხა არ იყო რიგზე.... გამოვასწორებთ.
გამარჯობათ, ამ ტყვიებზეე რას იტყვით http://www.amazon.com/gp/product/B000FEUUF6?psc=1&redirect=true&ref_=ox_sc_act_title_1&smid=ATVPDKIKX0DER ღირს გამოწერა?
Click to open expanded view
Benjamin Trail NP2 ამ თოფისთვის მინდა თოფი უკვეე ამერიკის ოფისშიაა და ბარემ ტყვიებსაც გამოვიწერდი. სანადიროდ მინდა ასე 20-30 მეტრის ფარგლებში სასროლად. ანდა იქნებ მირჩიოთ რომელი მოდელის ტყვიები იქნებოდა უკეთესი, რათქმაუნდა საშუალო ფასებში.
vanolaf
კარგია, უფრო იაფად ეგ ტყვიები ჩვენს ფორუმელს და კროსმანის.ოფიციალურ დილერს საქართველოში გრიგოლს აქვს, დაუკავშირდი და იყიდე
მადლობა რჩევისათვის.
vanolaf IARAGI.GE გრიგოლი ძია
ამ ტყვიებზე რას იტყვით?
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services