დავიწყებ იმით, რომ თითქმის ყველა აირგანერი უდიდეს სიამოვნებას იღებს უაზრო პლინკისგან. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იარაღი მხოლოდ მიზანში სასროლად უნდა, ან სანადიროდ. პლინკი პნევმატური იარაღის გამოყენების ყველაზე რეკრეაციული საშუალებაა-მე ძალიან მსიამოვნებს. დარწმუნებული ვარ, ყველა ეარგანერის ცხოვრებაში ყოფილა დღეები, როდესაც უაზროდ უსვრია 1-2 პაჩკა ტყვია. ჩემი პირადი რეკორდიამ მხრივ არის ოთხი პაჭკა(200 ცალიანი) თურქული ტყვია. :rolleyes:
როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი შემიძლია ვისროლო, ხოლო რაც უფრო ბევრს ისვრი, მით მეტი ფული მიფრინავს ჰაერში. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ტყვიები არის არა ოზიტაი, ან სხვა თურქული ნაგავი, არამედ გაცილებით ძვირი პრემიერები, და ჯსბ-ები.
ამ თემის მიზანია, თავი მოვუყარო იმ მწირ ინფოს, (ჩემი და სხვათა გამოცდილებიდან) რაც გამაჩნია პლინქისთვის ადექვატურ ტყვიებზე და გაგიზიაროთ თქვენ. აქვე დავძენ, რომ მართლა ხარისხიან ტყვიებთან ჩემს ცხოვრებაში შეხება მქონია მხოლოდ ერთხელ-ერთი პაჩკა CUM-თან ურთიერთობის წყალობით. ამ ტყვიებით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, ძალიან ზუსტი და სოლიდური ტყვიებია. ფინანსური კრიზისის ფონზეც იგი ამართლებს თავის ფასს-ტყვია 5 თეთრი.
თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ თურქული და ჩინური ნაგავიც დოხრენა მაქ ნასროლი, ასე რომ...
დავუბრუნდები თემას. ყველამ იცით, რომ საქართველოში ტყვიების დიდი არჩევანი არაა. ჩვენთან იყიდება მხოლოდ ჩინური, თურქული და ესპანური ტყვიები. უკანასკნელი კატასტროფულ ფასად-თითქმის კროსმან პრემიერების ფასად.
შეხება მქონია შემდეგ ტყვიებთან: ყველანაირ თურქულ ნაგავთან, ჩინურ "გამოებთან" და კიდე რაღაც დაუდგენელ "კალპაჩოკებთან"
კალპაჩოკებზე მოკლედ ვიტყვი: ისეთი ნაგავია, თოფში ჩადებაც არ ღირს, თუნდაც იჟ-ში.
კალპაჩოკები:
სიზუსტე-0
წონა-მინიმალურზე კიდევ უფრო ნაკლები(დაპრესილ ქაღალდის ბურთს უფრო მეტი წონა აქვს მგონი, ვიდრე ამათ)
ფორმა-არანაირი განმეორებადობა, კალიბრიც კი შესამჩნევად სხვადასხვაა.
ფასი, არ ვიცი, არ მახსოვს.
გადავიდეთ თურქულებზე. თურქული ტყვიები შემხვედრია სამი სახის: ოზტაი დიაბოლო, ოზტაი მატჩი და რაღაც icme თუ ამდაგვარი...
ყველაზე უფრო მეტი იყიდება ეს უკანასკნელი, იკმეები. ტყვია არის საშინელი და სახიფათო, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (სიზუსტის არქონას, დაუდგენელ წონას და ფორმას) ტყვიაში არის ცარიელი ადგილები, დირკები. ეს დირკები არის რამდენიმე ადგილას, ძირათადად მაინც კონცენტრირებულია თავში. მქონია შემთხვევა, როდესაც დირკა იყო გამჭოლი, ანუ თავიდან დაწყებილი მიდიოდა იუბკისკენ და ტრაკიდან გამოდიოდა. ასეთი ტყვია რომ გავისროლე ფანტომით, არ მოხდა ჰაერის დაჭიხვნა, ტყვია ლულიდან უბრალოდ გადმოვარდა და მე არამის გული გამისკდა-ისეთი ხმა ქონდა, გეგონება მანჟეტი შუაზე გასკდაო. იმ დროს გადავრჩი, თუმცა შეიძლება დიდი დაზიანება მიეღო პრუჟინასაც და მანჟეტსაც. :mad:
იტოგში, ეს ტყვიები არ გააკაროთ ზ.დ.პ. სისტემის თოფებს, თეორიაში პცპ-ს ვერაფერს დაუშავებს, მარა ამ ტყვიებს არც არაფერს გავაკარებდი. ფასი არის 2-3 ლარი
ოზტაი მატჩი:
მე ეს ტყვია შემხვდა მხოლოდ ორჯერ, და ისიც თითო პაჩკა იყო დარჩენილი.
სიზუსტე-5-დან დავუწერდი 4.5ს 10 მეტრამდე მანძილზე. ჩემი იჟი დირკას დირკაში აჯენდა.
წონა-არ ვიცი, იასნი მსუბუქი იქნებოდა.
ფორმა-გადასარევი, მართლა, ტყვიებს ქონდა ძალიან კარგი ფორმა და საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა.
მე ეს ტყვიები ვნახე რამდენიმე წლის წინ და მის მერე მაგათ ძებნაში ვიყავი, მარა არსად არ შემხვედრია. თუ ნახავთ ოზტაის მატჩის ტყვიებს, გირჩევთ სცადოთ. მართლა ყველას ვურჩევ სცადოს, ფასი ხარისხის შეფარდება ჩემი აზრით არის ძალიან მაღალი.
ფასი- 80 თეთრი ტავის დროზე.
ოზტაი დიაბოლო:
ეს ტყვიები ნაკლებად იშოვება, ვიდრე სხვა თურქული ნაგავი, თუმცა მათი მოძებნა ღირს-ესენი ნორმალური ნაგავია.
სიზუსტე-ამ ტყვიით ჩემმა ძმამ ააწიოკა ყვავები საკმაოდ შორ დისტანციებზე. ვაკე საბურთალოს გზას ვინც იცნობთ, ალბათ იცით გზის ერთი ზოლის სიგანე და კიდევ ნაძვებიანი გამყოფი ზოლის სიგანეც. მაგას დაუმატეთ 40 გაზომილი და დაზუსტებული მეტრი და მიიღებთ სადღაც 60-70 მეტრს. აი სწორედ მაგ დისტანციაზე მოხსნა ძამიკომ ყვავი ღია სამიზნიდან ამ ტყვიებით. ნება მომეცით ვახსენო, რომ ეს შემთხვევით არ გავარდნილა, ძაან კარგი ტყვიებია და 15 მეტრზე 7-8 მმ-იანი bughole-ები გავაკეთე ზ.დ.პ.-თი.სიზუსტეზე მივცემდი 5-დან 3.5-4 ბალს.
წონა-არ ვიცი, თუმცა საკმაოდ მსუბუქია.
ფორმა-ამ კლასში საუკეთესო, ყველაზე სუფთად ნამუშევარი.
ფასი-2-3 ლარი. 250 ცალი
ჩინური გამო.
უცნაური ტყვიებია და მისი მწარმებლის მიკვირს-კაბის და თვის ფორმა ძაან კარგია, თუმცა წვერზე რაღაც სირული წანაზარდები აქ, რომელიც ტყვიის დისბალანსირებას ახდენს და სიზუსტეს უკარგავს.არადა ნორმალური საპლინქაო და სანაფდირო ტყვიები იქნებოდა...
სიზუსტე-სიზუსტეზე დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემმა ძამიკომ იმავე ფიშტოთი წეღან ნახსენებ დისტანციაზე ამ ტყვიებით ორი ყვავლი გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ ჯგუფურობაზე შედეგები ვერ აჩვენა. ალბათ ის ყვავები შემთხვევის წყალობით უფრო დაიღუპნენ, ვიდრე ჩემი ძმის სნაიპერობის გამო.
წონა-შესაბამისი სასწორი არ მაქ, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ყველაზე მძიმე ტყვიებია ამ კლასში.
ფორმა-ფორმა უცნაური, წაგრძელებული თხელი და ფართე კაბით. კაბა ძალიან ადვილად იღუნება, და მასალაც რბილი ჩანს.
ფასი: 2-3 ლარი, 200 ცალი( დავითვალე და 180-იყო) ნაგლი გამყიდველი 4 ლარადაც შეგიფასებთ
დანარჩენი თქვენ დაამატეთ. სურათები არ მაქ და ვერ დავყრი/.
nihontoman
დიდი მადლობა საიტერესო ინფოა , ერთს დავამატებდი ადრე იყო ტყვიები ისიც თურქული და ერქვა ORNEK ეს იყო თურქულებს შორის საუკეთესო ტყვიები 250 ცალიანი პაჩქკა ღირდა 50 თეთრი ლილოში და ჩემს სოფელში 1 ლარი , ყველაზე ნორმალური ფორმის, დამუშავების და წონის ტყვიები იყო იჟ-ისთვის. მერე ეს ტყვიები ესე 4-5 წლის წინ საერთოდ გაქრა ბაზრიდან.
ისე კი დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი პლინკისთვის და ტყეში საბოდიალოდ და ბაყაყებზე და ჩიტებზე სანადიროდ ახლო მანძილებზე ამას Diana Panther 21
ან ამას Weihrauch HW 30 S
ან ამას Stoeger X5
nihontoman
წამოწყებას გიქებ კარგია. რაღაც აქტიურობა უნდა იყოს ყველა ფრონტზე.
მაგრამ პაწა დაგიწუნებ წერის მანერას. რჩევად მიიღე, რომ შემდეგი ნამუშევარი უფრო კითხვადი იყოს.
მესმის, ეს გამოცდილებით და დროით მოდის, მაგრამ ისეთი სიტყვები როგორიცაა:
იტოგში რაც სეეხება თურქულ ოზიტაის დღეს ვნახე დინამოზე,ჩაყოლებაზეა მანდ რაღაც მონადირე+...ხოოოდა 2,5 ღირდა,ნუ მეც დავითრიე ორი პაჩკა...გამოც ქონდათ 4 ლარად ...და კიდევ რამაც გამაკვირვა 5,5 იანი ტყვიებიც ქონდათ,როგორც ვიცი აკრძალულია ეს კალიბრი და...,,ორ მაღაზიაში ვნახე ეგ 5,5 იანები ტო...ხოო დავუბრუნდები ოზიტაის,კაროჩე როგორც კი მოვედი სახლში ეგრევე დავტესტე...და არ ვიცი ტო ტყვიის ბრალია თუ ჩემი x5 ურევს მაგრამ 5-6 მეტრაზე გამაგიჟა ბლიად ვერა და ვერ ჩავსვი ათიანში,ზატო 20-25 მეტრაზე საკაიფოდ ჩამოვხსენი 3 ჩიტი და ერთიც კატა ავაყირავე ..ხოო კიდე აღმაშენებელზე არის ერთი მარაზია და იქ ქონდათ რაღაც გერმანული ტყვიები,500 ცალი ღირდა 50 ლარი,ანუ იმ ტყვიების ნაირი იყო,სპილენძისგარსით ჯაჯამ რო აღწერა,მაგრამ ისინი არ იყო მგონი ცალობითაც ყიდნენ 1 ცალი 10 თეთრი,,,ვიყიდე რამოდენიმეცალი საცდელად ,ვიფიქრე შეღწევადობა მეტი ექნება თქო მაგრამ ოზიტაიმ თითქმის დაასკვაზნოვა თხელი დეესპე და ეგ სპილენძისგარსიანი კი ეგრევე ჩაიჭედა შიგნით..იტოგში ნაღდად ვერ გავიგე რითი ჯობდა ეგ ტყვიები ოზიტაის,ნუ ფასის გრდა რათქმა უნდა ..შეიძლება შორ მანძილზე უკეთესი სიზუსტე ქონდეს...ხერ ევო ზნაეტ
ja_ja
ეგ მეც მეხება ალბათ გავითვალისწინებ მომავალში
cz80
ოკ ვსინჯავ მაგასაც,ეგ სამიზნეები უკვე ამოვბეჭდე ერთი 60ცალი ...მაგრამ ეხლა მაგას ვფიქრობ აქ სად ვნახო მაგხელა მანძილი ტო ...სოფელში ვეღარ ჩავალ მაგის გულისთვის
ja_ja -ს
100% ვეთანხმები, ჯობია ვიწვალოთ და 1 დღე შევალიოთ კარგი თემის მომზადებას, (თუ ასე ადვილად ვერ ვწერთ) ვიდრე ერთი ამოსუნთქვით ჩამოვწეროთ სიტყვების კორიანტელი, რომელიც ერთმანეთისგან მკითხველის მახვილგონივრულობით და მიხვედრილობით თუ გამოირჩევა...
მე ვცდილობ მაქსიმალურად დავიცვა ისეთი სტილისტიკა, რომ ადამიანმა (ახალშემოსულმა) დიდი ინტერესით წაიკითხოს და არ დაფრთხეს როცა უნიკოდის დიდ გროვას დაინახავს
cz80
cz80
ja_ja
ვიცი, თემა მეც არ მომეწონა, ნაჩქარევად დავწერე. უბრალოდ ძაან მინდოდა დამეწერა და იმდენი დრო არ მქონდა, რომ კარგი რედაქტირება ჩამეტარებინა ტექსტისთვის.....
nihontoman
ja_ja
მეტი ამ შეცდომას აღარ დავუშვებ. :rolleyes:
მოკლედ, დღეს ვიყავი გაგარინზე რომაა მონადირის მაღაზია და იქ შევიძინე მორიგი პორცია საფანტავი ტყვიებისა.
რაკი ბოზიტაის ბოლო კოლოფმა იმედი გამიცრუა (ისეთი წვრილი ტყვიები იყო, ლულიდნ ვარდებოდა დაბლა რომ დაგეხარა და თუ ისროდი, ისეთი შეგრძნება იყო თითქოს ხალასტოიზე მიდიოდა დგუში, ეს კი არ ვარგა) ვარჩიე სხვა თურქული ნაგავი მეყიდა და ვნახე ორნეკი თუ იურნეკი თუ რაღაც ამდაგვარი დასახელების მქონე მწარმოებლის ტყვიები.
გამახსენდა რომ ეს ის ტყვიების ფირმაა, რომელიც ადრე იშოვებოდა და კარგ მატჩის ტყვიებს აკეთებდა (თემის თავში წაიკითხეთ თუ აღარ გახსოვთ რაზეა საუბარი) ამიტომაც ვუთხარი მაღაზიის გამყიდველს ენახვებინა რას წარმოადგენდა ეს ტყვიები და იმანაც მანახა. სიმართლე გითხრათ, კარგად არც შემიხედია ისე ავიღე ორი პაჩკა (თურქულ ტყვიებს რომ ვყიდულობ ძირითადად იმაზე მაქვს აქცენტი გაკეთებული, რომ გამჭოლი დირკები არ ქონდეს, რათა ზ.დ.პ.-დან გასროლისას ფატალური შედეგით არ დამთავრდეს პლინკი)
მოვიტანე სახლში და ვუყურებ და რას ვხედავ: ტყვიები ისევ ისეთი კარგი დამუშავებულია, როგორიც ადრე იყო, ანუ საკმაოდ ხარისხიანად. თვითონ ფორმა არის კლასიკური წვეტიანი (pointed) კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ დამუშავების ხარისხი გაცილებით მაღალია ნებისმიერ სხვა თურქულ და არამარტო (დეიზი, გამო, რარაც ჩინური ბრენდი, რომელიც ადრე ვნახე და ა.შ.) ტყვიებთან შედარებით. განსხვავება გამოიხატება შემდეგში:
1- პირველი და ყველაზე ამაზრზენი პრობლემა, რაც თურქულ ტყვიებთან ურთიერთობისას შემხვედრია, არის დადირკული კორპუსი. ძირითადად, ეს დირკები არის ტყვიის თავში თავმოყრილი და ხანდახან ეს დირკები გამჭოლიცაა. ალბათ მიხვდებით რა საშინელებაზეც ვლაპარაკობ. ესეთი პრობლემა ორნეკებთან არ შემხვედრია (არც ეხლა და არც ადრე) (უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტყვიების ჰაერში სროლა სახალისოა, რადგან წკრილალა ხმით წუიან )
2- მეორე პრობლემა რაც აქამდე ყველა თურქულ ტყვიასთან და ზოგიერთ არათურქულ ტყვიასთან შემინიშნავს, ისევ და ისევ დაკავშირებულია ტყვიის თავთან. ამ პრობლემას დავარქმევ გაღუნული წვეტის სინდრომს. იგი იმაში გამოიხატება, რომ ტყვიებს (იმათ, რომლებსაც პირველი პრობლემა არ აქვთ, ანუ წვეტი აქვთ შერჩენილი) აღენიშნებათ კონუსისებური ფორმის თავზე უცნაური წანაზარდები. ეს წანაზარდები შეინიშნება იმ ადგილას, სადაც, წესით და რიგით, კონუსი უნდა დამთავრდეს. თუმცა, კონუსი არ მთავრდება და იგი გრძელდება დაღრეცილიწვრილი წანაზარდის სახით, მაქს 0.5 მმ სიმაღლისა, რომელიც ხან საით იხედება, ხან საით. გაღუნული წვეტის სინდრომს მეორე გამოვლინებაც არსებობს. როგორც ჩანს, ზოგიერთმა მწარმოებელმა სენიშნა ეს პრობლემა და მისი "მოგვარება" გადაწყვიტა, თუმცა |შედეგი არც თუ ისე სახარბიელოა - ეს წვეტები უბრალოდ მოჭრილია, ისეთნაირად, თითქოს ვიღაცამ მაკრატელით იმუშავა. რა თქმა უნდა ეს მიუღებელია და არა თუ აუმჯობესებს ტყვიის გეომეტრიას, არამედ ხშირ შემთხვევაში აუარესებს კიდეც. და კიდევ ერთხელ, ეს პრობლემა ორნეკს არ აქვს, ტყვიების თავები თითქმის იდეალური კონუსებია, რომელიც წვეტისკენ ნაკლებად აგრესიული ხდება (ანუ დახრის კუთხე იზრდება) რა თქმა უდნა ეს აეროდინამიულად უკეთესი მახასიათებლების იქნება, ვიდრე გადირკული და წვეტიანი ტყვიები. ბოლო-ბოლო, შესახედად არის სასიამოვნო.
3- არის კიდევ ერთი პრობლემა რაც თურქულ ტყვიებთან გვხვდება: იუბკა, მისი დამუშავების ხარისხი. ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს ტყვიებზე, რომელსაც ეს კაბები საშინლადააქვთ დამუსავებული. დამუშავების ხარისხში დეფექტები რამდენიმენაირად ვლინდება:
პირველი, იუბკის დიამეტრის არაერთგვაროვნება;
მეორე, იუბკის ბოლოს გეომეტრიული უსწორმასორობები, რომელიც გამოიხატება "შემოხეული კაბის სინდრომში" და ასევე უსწორმასწორო წრიულ ფორმაში, უფრო სწორედ, არაწრიულ ფორმაში; (იგულისხმება დაჭეჭყილი იუბკები)
მესამე, იუბკის გარეთა" უზორის" სიმკვეთრე;
და ბოლოს, იუბკის შიგნით დამუშავების ხარისხი.
ორნეკთან მიმართებაში, არცერთი ამათგანი არ შემიმჩნევია: დიამეტრი ყველას ერთგვარი აქვს (სევადარე ასე 50-60 ტყვია ორივე პაჭკიდან აღებული); იუბკის ბოლო მთავრდება ერთგვაროვნად და ყველაფერი წესრიგშია, არ შეიმჩნევა "შემოხეული კაბის სინდრომის" მახასიათებელი ნიშნები - იუბკის ბოლო მთავრდება წრიული რგოლით და იუბკის კედლის სისქე არის საკმაოდ სოლიდური და ერთგვაროვანი; (ვერ ავხსნი, სურათებს რომ დავდებ მიხვდებით) იუბკის გარედან არსებული ხაზები არის ძალიან მკვეთრი და ერთგვაროვანი, საკმაოდ კარგად ამოჭრილი; იუბკის შიგნით დამUშავების ხარისხმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: შიგნითა ზედაპირი ისე გამოიყურება, თითქოს ჩამოსხმის შემდეგ, იუბკის შეგნითა ზედაპირი დამუშავებული და პოლირებული იქნა. იუბკა შიგნიდან არის იდეალური კონუსი, რომელიცბოლოს გადაიზრდება ასევე იდეალურ ცილინდრში, და ეს უკანასკნელი, მთავრდება სადღაც დაწყებიდან 0.5 მმ-ში.
მართლაც ამ ტყვიების ფორმა ისეთია, რომ როცა ვუყურებ მიჩნდება იმის შთაბეჭდილება, რომ ყველა ზედაპირი და გეომეტრიული სიბრტყე არის გამოჭრილი და არა დაშტამპულ/ჩამოსხმული. რავი მე ასეთი დამუშავების ხარისხი იშვიათად შემხვედრია, და ეხლა რასაც ვიტყვი იმისათვის არ მეჩხუბოთ, მარა თითქმის იგივეა, რაც პრემიერებში.
4- არის კიდევ ერთი პრობლემა, რაც თურქულ ტყვიებთან მიმართებაში გამომიცდია, ეს გახლავთ ჩაშპროტილი ტყვიების პაჩკა. ყველა თურქული ტყვიების პაჩკაში ხელს რომ ჩაყოფ ათასი ნაგავი ამოყვება თითებს, მაგალითად ტყვიის ნახერხივით წვრილი ნაწილაკები, ტაოტი და რაღაც მუტანტი ტყვიების მსგავსი ქმნილებები. ამ პაჩკაში, ნახერხი არ შმხვედრია, ზეთი ძალიან ლაითად უსვია, თუმცა შემხვდა ერთი-ორი ტვიის ემბრიონი, რომელიც არასწორად განვითარდა ...
ერთადერთი "პრობლემა" რაც სეიძლება თავდაპირველი დათვალიერებისას ვიპოვოთ არის ის, რომ თვითონ პაჩკა არის პლასტმასის, რომელსაც წარწერები საერთოდ არ ეტყობა და საშინელ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა მე ყუთის ხარისხი ნაკლებად მაინტერესებს, მირჩევნია ეს 2.50 დან 2.45 ტყვიებზე იყოს დახარჯული, და 0.05 პაჩკაზე, ვიდრე პირიქით....
ეხლა მიკვირს, როგორ მოახერხეს თურქებმა ეს? მართლა მაინტერესებს, რადგან მართლა საუკეთესოდ დამუშავებული ტყვიაა რაც ამ ფასად მინახავს (რაღა ამ ფასად, 25 ლარიანი დეიზის ტყვიებზე უკეთესი დამუშავებულია) წონითაც საკმაოდ მძიმეა იგივე ოიტაისთაN შედარებით და მასალაც რბილი არაა, ალბათ რაიმე მინარევები აქვს....
სურათები არ გადამიღია, მარა ხვალ გადავიღებ და დავდებ. ასევე დავდებ შედეგებს მიახლოებით 25 მეტრზე ჯგუფებისას (ვერ გავზომავ, რადგან ეს ჯგუფები უნდა გავაკეთო ჩემი აივნის მოპირდაპირე ხის მერქანზე, რომელსაც დირკები კარგად ეტყობა. თუ ვნახე, რომ ეგრეთწოდებულ bughole-ებს აკეთებს ვიტყვი, რომ კარგია, თუ არ გააკეთა, იმასაც ვიტყვი)
ასევე, თუ საშუალება მომეცემა, ერთი-ორ ყვავზეც გამოვცდი შორ დისტანციებზე (50-დან 70 მეტრამდე, უფრო ახლოს არ ჯდებიან შებელძაღლები)
ეს პოსტი ცოტა სუბიექტურია, და ვაღიარებ, რომ ნამეტანი ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ ტყვიების მიმართ, თუმცა კაცმა არ იცის, შეიძლება თურქების ჯსბ აღმოვაჩინოთ
nihontoman
სურათEბი სურათEბი სურათებ აი მაგ ტყვიებზე ვამბობდი ადრე იყიდებოდა 250 ცალი 1 ლარი ღIრდა მეტქი სოფეLში ვყიდულობდი იმის მერე აღარ შემხვედრია აგერ 5-6 წელი იქნება სად იყო მაღაზია ზუსტად?
nihontoman
სურათები??
geojorjika
გაგარინის მოედანთან დასაწყისში რომაა მაღაზია ეგაა. პატარა სკუჩნი მაღაზიაა, გეცოდინებათ.
აი სურათებს რაც შეეხებვა, დღეს მეძინება მაგრა (ბევრი ვიბოდიალე) და ხვალ გადავიღებ მზის შუქზე და დავდებ კარგით? გთხოვთ მანამდე მოითმინოთ.
მარა ახლავე გეტყვით, იყიდეთ ეს ტყვიები, ნებისმიერ დეიზის მირჩევნია უკვე....
ახლა 250 ცალი ღირს 2.50 თეთღი. ანუ 1ცალი 1 თეთრი.
nihontoman
ახალ აშენებულ კორპუსშI რომ არის? თუ კალიბრზე ამბობ?
სამი დღეა ამ ტყვიებს ვისვრი იმის გამო რო ჩემმა შეკვეთილმა ტყვიებმა ძაან დაიგვიანეს (უფრო სწორედ ბარამმა დაიგვიანა) და ორშაბათამდე არაფერი იქნება
http://www.radikal.ru
300 ცალამდე ვისროლე უკვე და 10 იანში 10 მეტრიან დისტანციაზე ჯერ ერთიც ვერ გავარტყი .ყველა ტყვია სხვადასხვა ტრაექტორიით მიდის და ამის წყალობით ოპტიკაც ვერ გამისწორებია . ალბათ ის ყვევიც შემთხვევით მოვკალი (ბედი არ ქონია საწყალს). ხოდა კიდე ადგილის პრობლემა ვისაც აქ აქვე ახლომახლოში მე სადაც დავდივარ არის მიტოვებული ტერიტორიები და გადახურული გამოშიგნული ცეხები. 100 მეტრი თავისუფლად ექნება სიგძე თუ 150 არაა. არც წვიმა შეგაწუხებს არც თოვლი და არც ნიავი დაგიბერავს. ასე რო თუ ვინმეს გინდათ მოსკოვის პროსპექტისკენ წამოდით
skywalker
skywalker
ეგ ყველაზე სლე ტყვიებია რომელიც შეიძლება გეყიდა, რამ გაყიდინა? ეგენია თავში დირკები რომ აქვს, მაგით რამეს გაარტყავ კი არა ვაბშე....
ახალაშენებულ კორპუსს და კალიბრს არ ვგულისხმობ. მე ვამბობ მოედანთან რომაა, ჯერ ეს მაღაზიაა, მერე კორპუსისა და მერეა კალიბრი. ხოდა აი ამ პირველზე ვამბობ. დავიჯერო არავინ ყოფილხართ? გრიგოლს მად ქონდა მიტანილი თავისი თოფები ადრე..
აი სურათებიც: (ხარისხისთვის ბოდიში, ისევ იმ ლუპით და სამსუნგ ომნიას კომბინაციით გადავიღე.....
ამჩნევთ განსხვავებას skywalker -ის დადებულ ტყვიებსა და ამათ შორის?
ხო, მართლა დღეს ასე 30 ცალი ვესროლე. დისტანცია არის სადღაც 15-20 მეტრი, ვესროდი ხის მერქანს ჩემი აივნიდან, ხელიდან, მდგომარე პოზიციაში და მარცხენა გვერდით კედელზე ვიყავი მიყუდებული. გავაკეთე ასე 7 გასროლა და ტყვიებმა bughole-ები გააკეთა. ერთი არ გაფრენილა სხვაგან. თუმცა აღმოვაჩინე ერთი პრობლემა: ორი თუ სამი ტყვია შემხვდა უფრო ფართო კაბით, და ლულაში სხვანაირად ჩაჯდა, თუცა, შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია....
მგონი პლინქისთვის და ახლო მანძილებზე სანადიროდ კარგი იქნება, თუ მაინც და მაინც არ გაქვს ადამიანს იმ მომენტში უფრო ძვირფასი ტყვიები.
nihontoman
ვერ მოვდივარ აზრზე რომელ მაღაზიას გულისხმობ.გუგლ მაფზე მონიშნე და დადე რა კაცურად..
მეც გამოვიყენებ მაგ ტყვიებს შტოგერისთვის, თორე სულ დავჩაგრე საცოდავი
cz80
ეგ მაღაზია არის გაგარინზე ღვინის მაღაზიის წინ ზუსტად.პატარა კიბით არის ასასვლელი.ზუსტად გზის მეორე მხარეს.მგონი მაგაზე ამბობს
უეჭველი ეგ მაღაზიაა
iorama
კი ეგ მაღაზიაა, გუგლზე კი ვერ დავდებ cz80 არ მაქ....
nihontoman
იქ რო მივლენ უეჭველი დაინახავენ რა.ისე მანდ ბევრი კარგი რაგაცეები აქვთ.ოღონდ ფასების საკაიფო აქვთ
iorama
ფასებზე მართლაი ხარ, ფანტომს ყიდიდნენ 470 ლარად და რო ვუთხარი დამიკელი მეთქი ეგრევე მითხრა 350 ლარად მოგცემო
ჰოო ვიცი ეგ მაღაზია, ადრე ვიYავი მისული აი ნევმოს შემოტანაზე ნებართვები რომ შემოიღეს და ვაი-ვიშI ქონდათ ისედაც ძვირი ფიშტები ( კსტატი ტალონ მაგნუმიი მანდ 430 ლარი ღირდა ) კიდევ უფრო გაძვირდებაო
nihontoman
ჰოო მაინც შეუცვლიათ ყუთიც და ტყვიებიც ადრე უფრო სიმპატიურები იყო აის ზუსტად RWS Super Point-ს გავდა
ხოოო არ ვიცი მადრე როგორი ტყვიები ქონდათ, მე მარტო მატჩის ტიპის მაქ ნანახი...
ისე კი სულ დამავიწყდა და დინამოსთან რომაა სულ პირველი მონადირის მაღაზია, იქ ყიდიან H&N-ის და კროსმნის ტყვიებს. |სესაბამისი რიგით 35, 25, და 35 ლარები ღირს პაჩკა. კროსმანის ტყვიების პაჩკას რასაც შევხედე აი ამეებს გავდა:
და ამეებს:
აი ამ მეორე კროსმანის პაჩკას ყიდიდნენ მგონი 35-ად, პირველს კი 25-ად.
JAJA გუგლშიც მოვნიშნავ და სურათებსაც გადავიღებ (დღეს თუ მოვასწარი არ ვიცი მაგრამ ხვალ უეჭველი დავდებ)
ეგ როზას მაღაზიაა, მაგარი მეძვირეა და ნეტა რა ფასში აქ აღებული? ცარავანში გაიარეთ ბიჭებო და ცოტა უკეთესი ხარისხი იყიდეთ ცოტა ძვირად, მაგრამ ცოტა ნერვებსაც გაუფრთხილდებით
ცარავანში კი არა ქარავანში
აი ეს ადგილია სადა მე ვისვრი ხოლმე და სადაც ოპტიკას ვასწორებ
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
youtub იდან რომელი ლინკი დავაგდო აქ რო გამოჩნდეს მთლიანი ფანჯარა მასწავლეთ და ვიდეოებსაც დავდებ ხო სიგრძე ნაბიჯებით გადავთვალე და 100 დიდი ნაბიჯი გამოვიდა. ნაგვის ბუდე კი არის მარა სასროლად მშვენიერი ადგილია.
skywalker
ja_ja
არა, კროსმანის ტყვიები ქონდათ დინამოსთან და არა როზასთან. არა მგონია მად გრიშა რამე შუაში იყოს..... თორემ როგორც უკვე ვთქვი H&N-ის ტყვიებიც ქონდათ და ეგ საიდან შემოიტანეს მაშინ?
foxi
რას ქვია რბილია? ესენი ორნეკები პირიქით სედარებით მაგარია. ტყვია რბილი უნდა იყოს, მთავარია ხარისხი. თორე აი ჯსბ ტყვიები საუკეთესოა მარა იჭყუნება ფრთხიო;ლად თუ არ მოკიდე ხელი.
საღოლ ისე შენს ნიტროს, თუ ასეთ ნაგავზე ჯგუფებს აკეთებ, მაშინ კაი ტყბვიებით რას იზავს!
foxi
ხო ეგ კი. ულტრა მაგნუმია არანორმალური ტყვიაა, ყველაზე უფრო მყარი შენადნობი აქვს მგონი (თუ იმ მსუბუქ ტყვიებს არ ჩავთვლY)
თან ულტრა მაგნუმის ენერგია რა მოსატანია თურქულებთან, მარა ეს თურქული მართლა მომეწონა. აბა ეს ნახე და იქნებ შენი ნიტროთი მართლა კარგი ჯგუფები აჩვენოს სანადიროდ... რავი რაც ეგ იცნეები მაქ ნასროლი რა მოტვლის, მარა მაგეებს მხოლოდ მშინ ვყიდულობ, როცა ლომკები მაქვს და სხვა ტყვიები არ იშოვება....
ja_ja
ჯაჯა გრიშას კოორდინატები ვიცი, და მაინც მადლობა დაკვალიანებისთვის, მე იაფფასიანებზე გამოვეხმაურე და ალბათ ღირს 1.6 თეთრის გადახდა და ნერვების დაწყნარება ვიდრე 200ცალიან კოლოფში 2.5 ლარის გადახდა ანუ 1 ცალში 1.25 თეთრი და იმაზე ნერვიულობა რამ აურია, თოფმა , ოპტიკამ თუ პახმელიამ
nihontoman
ფასებზე მართლაი ხარ, ფანტომს ყიდიდნენ 470 ლარად და რო ვუთხარი დამიკელი მეთქი ეგრევე მითხრა 350 ლარად მოგცემო
დაკლებაც მასეტი უნდა.ნეტა ყველაფერზე მასე აკლებდნენ
iorama
ეგრევე კი არ დამიკლო, თავიდან 20 ლარს მიკლებდა, მარა მერე რო ვთქვი წავალ ისევ ოფიციალურ დისტრიბუტორთან ვიიყიდი მეთქი, მერე მითხრა რო მომაშორე აქედან და 350-ად გაგატანო. მაინც არ ვიყიდე და გრიგოლთან 330 ლარად ავიღე ფანტომი ზაპასნოი პრუჟინა, მანჟეტი დატყვიები...
nihontoman
ეგრე უნდათ მაგათ
ძალიან ძველი პოსტებია აქ, ამიტომ ჯობია თავიდან ვიკითხო. ყველაზე იაფი და კარგი რომელი ტყვიაა რომელსაც საქართველოში ვიყიდი? რა თქმა უნდა პლინკისთვის, მაგრამ სანადიროდაც რომ გამოდგეს. ანუ სიზუსტეც ნორმალური რომ ქონდეს.
ნიკა
ეგეთი არ არსებობს
მაშინ მარტო პლინკისთვის თურქული 2 ლარიანების გარდა
ნიკა აი ამეებს ვხმარობდი ხოლმე..მოკლედ,ყველაზე ისეთი ვარიანტია,შენ რო გაწყობს რია ამათ გარდა არის კიდო წვეტიანი თავებით და ამათგან განსხვავებით უფრო მყარი შენადნობია. ისინია მეტალიკის ფერის ყუთში და ტყვიებიც მეტალიკებია. P.S. ეს ფოტოები ძალიან ახალბედობაში მაქვს გადაღებული,თორე მეტი შეუძლიათ ამ ტყვიებს ნამდვილად.თან რბილ ბალიშზე ვდებდი ხოლმე თოფს და თან ღია სამიძნით
ნიკა
პლინკი რას ქვია კაცო, მანდ არ არის საჭირო სიზუსტე და სტაბილურობა? ყოველთვის იხმარე ერთი და იგივე ტყვია არა აქვს მნიშვნელობა ბოთლს ესვრი თუ ქაღალდს და იხმარე ის რომელსაც ყველაზე კარგად ისვრის შენი თოფი, იქნები ყოველთვის კმაყოფილი და გადაეჩვევი ტყუილად სროლას და ბუნების ტყვიის შენადრობით საბინძურებას
geojorjika პლინკისას ისეთი სიზუსტე არ მჭირდება როგორიც ნადირობისას, მთავარია "ბოთლს" მოვარტყა რასაც ნადირობისას გამოვიყენებ, იმინ რომ პლინკაობა დავიწყო გავკოტრდები დღეში 150-200 ტყვიაც დამიხარჯია
SCORPIONS ეგენი რა ღირს? ან სად იყიდება?
ნიკა 5 ლარს ვაძლევდი ხოლმე დიდუბის მეტროსთან რომ მონადირეა იქ. 42 ები და 41 ების ბოლო გაჩერებაა მანდ,თუ არ ვცდები..დიღმის მარშრუტკებია რია
გამარჯობათ.
აი ამ ტყვიებს ვეძებ თუ იცით ვინმემ
http://pix.ge/x/a/b/kihrt/
ნუ გასართობად კაი რამეა.სხვა იაფიან ტყვიებთან შედარებით.
მართლა კაი ხარისხია.ვეღარ ვიშოვე ვერსად.
gregory
ხო რა, ეგ მოდის პირველად თავში
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services