ესეიგი მაინტერესებს, იარაღის გასაწმენდათ რა ტიფის საპოხი მასალაა საჭირო, და ასევე შესანახადაც. რომელს რა უპირატესობები აქვს, ძვირი იაფი ...
ჩამოვწეროთ, და თუ შეგვიძლია გრიგოლის, მაგნულის ან ქარავანის ბმულებიც დავდოთ თუ რომელი რომელია.
გმადლობთ!
bazuka
პვენმოს დასაზეთათ თუ შენახვას აპირებთ გამოიყენეთ ნებისმიერი ნეიტრალური ზეთი, იკითხეთ მაღაზიაში , მგონი გუდვილშიც არის.
რაც შეეხევა აგრესიულ ნივთიერებებს (მაგ: ბალისტოლი) რომლებიც გამოიყენება ცეცხლსასროლის გასაწმენდად ტყვიის ნაგლესისაგან და ნამწვისაგან . ეგენი აქ საჭირო არ არის , რადგან ჩვენ პირიქით ვცდილობთ ლულას ასვინცოვკა გავუკეთოთს და 1000 გასროლა რომ გაქვს გაკეთებული და ძლივს თოფს გაასწორებ მერე მაგის მოცილება აღარ უნდა მოგინდეს წესით
geojorjika
მე უფრო ჟანგის მოსაცილებელი ზეთები მაინტერესებს. იქნებ დავწეროთ მოდელები.
foxi
მიდი მაღაზიაშ და იკითხე "რობლა" ჯანგის გარდა ბევრ მანვე რაღაც რუღაცეებს აშორებს მცოლოდ 20 ცუთზე მეტი არ უნდა გააჩერო ლულაშ დან ნებისმიერ ლითონზე და შემდეგ მთლინად ჩამორეცხო და ნეიტრალური ზეთით გაპოხო
geojorjika
გაიხარე.
geojorjika
გასაშავებელი ვერ ვიშოვე სადმე არ გეგულებათ ? foxi იქნებ რო მიხვალ იკითხო გუდვილში.
koknar
ვიკითხავ მეც მაინტერესებ ლულებზე.
ეუფ, ვიყავი და დამავიწყდა მეკითხა
koknar
foxi
ეგეც ჰქონდათ მაგნუმში წესით და რიგით
სილიკონის ბაზაზე დამზადებული რომელიმე ზეთი თუ იყიდება აქ ხომ არ იცით?
არის ამ ფორუმზე ვინმე საერთოდ?
kaxa.
დეკონსერვაციის შემდეგ რა წავუსვა დგუშის გარშემო რომ დიზელი არ მოხდეს?
kaxa.
ყველგან მაგას უსვამ თუ მხოლოდ პრაკლატკაზე?
kaxa.
თუ წაკითხვა არ დაგეზარება, http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=139&hl=%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90, მანდ ყველაფერი დაწვრილებით არის აღწერილი.
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=139&hl=%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90
თბილისში სად იყიდება და კონკრეტულად რა ქვია? ვინმემ არ იცით?
foxi
მე დავზეთე მეგობრის თოფი პარკერით და ისე გემრიელად იბოლებოდა მიმიქარავს ფეჩის ტრუბა
მოკლეთ გადავანგრიე თბილისი და დეკონსერვაციის ზეთი ვერაფერი ვერ ვნახე პანტომი ჩამომდის და რა ვქნა არ ვიცი. არც ვიურტში არა აქვთ, არც ლიქვიმოლის დილერებს, არც გრიგოლს, არც არცრთ იარაღის მაღაზიას, არადა ხომ ვერ გავაფუჭებ?! რა ვქნა აღარ ვიცი
ხალხო გამოსავალი არ იცით რამე?
kaxa.
ვიურტშI იყავი?
. არც ვიურტში არა აქვთ
ესეიგი იყო
ვიყავი ვიურტშიც და სილიკონის ბაზაზე დამზადებული არც მათ არ ქონიათ არაფერი
ორი დღის წინ გელას,ჩვენს ფორუმელს ქვესტზე გავაკეთებინე დეკონსერვაცია სილიკონის ზეთიაო და ტემპერატურებსაც უძლებსო ასე გვირჩიეს იმ ზეთზე.მრჩეველიც ჩვენი ახლობელი და საკმაოდ გარკვეული ადამიანია მასეთ მასალებში.
საკონტროლო გასროლის დროს ისეთი კვამლი(და არა ბოლი) გაუვიდა რო რავიცი რააა.
შეიძლება,რომ გაბოლოს მარა არ დააზიანოს მანჟეტი?
რა ქვია ზეთს? სად შეიძინეთ?
iorama
ბოლი რომაა უკვე დიზელია. ეგ კი არა სუნი თუ აქვს, ჩათვალე დიზელია. ეს ისე, ყოველგვარი ცინიზმის გარეშე, მარა არც მასეთი გარკვეული ყოფილა.
მანჟეტს ნამდვილად დააზიანებს, ამოჭამს და უვარგისს გახდის.
ალბათ სულ მოვაცლი სმასკას და ისე ვამუშავებ.
ხოო ეგ სმაზკა მამაჩემმა მომცა და მე და იორამამ დავსმაზკეთ და თავიდან ბოლავდა მაგრამ ბოლოს საერთოდ გაუქრა სუნიც და ბოლიც, რეა ვიცი რეა ვიცი : ) ლაშა რომ არა მე საერთოდ ვერ მოვუხერხებდი ვერაფერს, არა და ვისგანაც ვიყიდე ,,ნახმარი და მრავალჯერ ნასროლი'' და ვკითხე დეკონსერვაცია თუ გაუკეთე მეთქი, არა რას ამბობო, იმას ეგონა ცუდ რამეს ვეკითხებოდი და ისე ეგ რას ნიშნავსო ხოდა ამ ყველაფრის შემდეგ რომ დავშალეთ არ იყო მანჟეტი გაფუჭებული რაც არ უნდა საკვირველი იყოს : )) ემდეგ წავუსვით ეს ტაოტი, და შედეგი კი მოგახსენეთ რაც იყო : ))
ზამბარას უნდა მოცილდეს საკოსერვაციო ზეთი და მშრალი ჩაიდოს?
http://www.wurth.com.ge/?p=MjA= რას იტყვით ივარგებს დეკონსერვაციისთვის?
სილიკონის აეროზოლს ვგულისხმობ
kaxa.
დეკონსერვაცია გულისხმობს საკონსერვაციო ზეთის მოცილებას,
და არა რამის დაზეთვას.
და თუ კითხულობ ვარგა თუ არა ეს აეროზოლი დაზეთვისთვის,
მაშინ არა, იმიტომ რომ ეს სპრეი შრება, და არ ტოვებს სათანადო აპკს.
რა თქმა უნდა გრიგოლის იმედზე ვატარებთ ექსპერიმენტს.
foxi
მერე დეკონსერვირებული რომ არ იყო, იმიტომაც არ დაჯანგებულა თან გაითვალისწინე ისიც, რომ ეგ დიანაა და არა კროსმანი.
მართალია, რომ არსებობს ლულის საწმენდი სპეციალური ტყვიები, რომლების ლულას ტყვიის ნაგლესს("ასვინცოვკას") აცილებენ?
gigi30
არსებობს მაგრამ რამდენად კარგად მუშაობს ვერ გეტყვი.. თუ ვინმეს აქვს გამოყენებული გეტყვის როგორია..
ისე პირამიდის რევიუებს თუ ვენდობით კარგი უნდა იყოს..
http://www.pyramydair.com/s/p/RWS_177_Quick_Cleaning_Pellets_100ct/512
gigi30
ეგეთი ტყვიები POWER VANO-ს ქომდა ტირში და მგონი კარგი რამეა, ოღონდ მად ტყვიებს რაღაც ზეთს უსვამდა კიდევ.
EnDeL
მე მაქვს http://www.pyramydair.com/s/p/Beeman_Quick_Cleaning_Pellets_177_Cal_100ct/407ჩემი ფიშტოსთვის და საკმაოდ კარგი რაღაცაა საველე პირობებისთვის, ოღნდ მაგას თავისი გამოუენების მეთოდი აქვს.
ანუ ჯერ უნდა აიღო 3 ჩალი ეგ ქეჩის ტყვია და დაასველო ისეთ ზეთში რომელიც ასე თუ ისე ხსნის ტყვიის ნადებს (მაგალითად http://www.pyramydair.com/s/a/Otis_085_Ultra_Bore_Solvent_w_PTFE_5_oz/1054), ნუ ახლა გასროლისას იასნია დიდად ვერ მოასწრებს გახსნას, მაგრამ ნამავს და თან ნარეზებში არსებული მტვერი ეკრობა ამ ქეჩას ზეთის გამო.
მეორე გასროლაზე ისევ 3 ქეჩა გინდა, ოღონდ ამჯერად მხოლოდ პირველი ქეჩა უნდა გაჟღინთო ზეთით, დანარჩენი ორი უნდა იყოს მშრალი.
მესამე გასროლაზე ისევ 3 ქეჩა, ოღონდ ამჯერად ყველა მშრალი.
ამის მერე შეგიძლაი ჩვეულებრივად ისროლო, ოღონდ გაითვალისწინე ეს მეთოდი არის საველე პირობებში ნუ რაღაც დონეზე რომ გინდა ლულის გაწმენდა, მაგრამ ამ მეთოდით არ ხდება ლულის საფუძვლიანი გაწმენდა, თუ საფუძვლიანად გაწმენდა გაკრიალება გინდა , მაშინ სტანდარტული მეთოდები, ანუ შომპოლი, ქეჩები, შესაბამისი სამაგრი ჩოთქები, სპეციალური ტყვიის ნადების გამხსნელი ზეთი და ბლომად ბანბის ნაჭერი. სხვანაირად ლულა არ გაიწმინდება.
P.S> ჰო მართლა ეს 3-3 ქეჩა გამოიყენება PCP-სთვის, პომპაზე მგონი 2-2 ცალია საჭირო და ზ.დ.პ-ზე 1-1 ცალი, მაგრამ ზ.დ.პ-ს როგორც წესი არ ყოფნის ძალა რომ ეს ქეჩა ლულაშI ისე გაფურჩქნოს რომ გამოიტანოს მთელი ნადები.
მგონი სწორედ მოვაგენი
აი რა გამაგებინეთ ხალხნო, 400-500 ერთი ჯიშის ტყვიიდან გასროლის შემდეგ სხვა სტყვიაზე გადასლისას ლუსას გაწმენდა ჭირდება?
მეც იგივე კითხვა მაქვს
ზოგი ამბობს ჭირდებაო, ზოგი ამბობს არ ვარგაო... მოკლედ გაიგე.... შეიძლება ლულაზე იყოს დამოკიდებული.... რას გაიგებ.... მაგაზე რაც ნაკლებს ინერვიულებ, მით მეტხანს იცოცხლებ
iorama
ლაშა, დიდი სპეცი არ ვარ, მაგრამ რაც მე დამემართა მაგას დავწერ.
ვარია, რომ ვიყიდე მოვაყოლე 2 კოლოფი ჯსბ 0.67 გრამი. დავიწყე მაგით სროლა, ნუ მიზანში მიქონდა არაჩვეულებრივად. ყიდვის დღეს მივედით ტირში და 5 ტყვია მოვათავსე მაქსიმუმ 15 მმ-ში. ნუ ჩემი ოპტიკით მეტს ვერ მოვთხოვ ამ თოფს. მერე იასნა რომ დამებადა სურვილი მესროლა 0.87 გრამიანი ჯსბ მონსტრები ხომ იცი რა წიკებიც მაქვს
ვიყიდე ერთი კოლოფი მონსტრების და ვისროლე ტირში, ეგრევე მომცა დიდი რასბროსი, სადღაც 40-50მმ. ეგრევე მოვიცილე ეგ ტყვიები და გადავედი ისევ ჩვეულებრივ ჯსბ-ზე.
დავიწყე სროლა და ეგეც არ გამიფანტაა. იმ დღეს ვანოც იყო ტირში და თან ჰქონდა წამოღებული ლულის საწმენდი ტყვიები და რაღაც სპეციალური ზეთები. გავწმინდე ლულა და ეგრევე მოჯდა თავის ადგილზე.
ნუ ლოგიკა ისაა, რომ ლულას გაწმენდა აუცილებლად ჭირდება. ყოველ შემთხვევაში ჩემმა თოფმა მოითხოვა გაწმენდა და დალშე არ ვიცი
ხო რავი მეც იმიტომ დამებადა ეს კითზვა,რომ გელას თოფი ვამუშავეთ რამოდენიმე დღის წინ კარგად-გემრილეად რა. ვისროლეთ მთლიანი კოლოფი ჯსბ. კარგად ისროდა. გელამ მასტეროფამ მითხრაო რო მუYაოს ცროსმანებს ბევრად უკეთესად ისვრისო. გამოვართვით დავითას ცროსმანები და იმის დედა ვატირე ტყვიები ერთმანეთთან ვერ მივწიეთ რა. ვფიქრობ ლულა გაგვეწმინდა და ისე გვეცადა ხელმეორედ
ნუ აშკარად დიდი რაოდენობა არის ნასროლი და ლულაც მიპოხილი უნდა იყოს ჯსბ-ის ტყვიით
iorama
საერთოდ ისიც დავაფიქსირე, რომ ჯსბ-ს მოყვარულებმა ხშირად უნდა წმინდონ თავიანთი ლულები.
იმდენად რბილი ტყვიაა, რომ დარწმუნებული ვარ ნარეზში ტოვებს რაღაც ნაწილს. თუ ნარეზი ამოივსო მერე ტყვია კარგავს ბალისტიკურ უნარს და მიდის გაფანტვა.
მე ახლა გასაწმენდი მაქვს ლულა აშკარად. ბოლოს რომ გავწმინდე ლულა იმის მერე 2 კოლოფი ჯსბ მაინც ვისროლე და ახლა მაგარი გაფანტვა მაქვს.
დღეს გავწმინდავ ლულას და კიდევ ვისვრი, თუ გამოსწორდა ესეიგი ჩემი თეორია დამტკიცდება.
კი მარა რაღაც დოზით მაინც უნდა იყოსო რო ნარეზები თანაბრად ივსებაო. რაც სტაბილურობას აძლევსო
რა ვიცი რა ვიცი
http://www.pyramydair.com/s/p/Beeman_Quick_Cleaning_Pellets_177_Cal_100ct/407
http://www.pyramydair.com/s/a/Otis_085_Ultra_Bore_Solvent_w_PTFE_5_oz/1054
სალამი!
გუშინ გუდვილში ვიყიდე შომპოლი და ჩემი მარადიორი კარგად გავწმინდე, რაღაც ზეთიც ვიყიდე იქვე, იტალიურიაო ასე მითხრეს, პატარა ტუბიკში იყო და 4 ლარი ღირდა.
ჰოდა ეხლა რა ხდება ზატვორი რო მოვხსენი და ისევ დავაყანე, აშკარად დაზეთვა ჭირდებოდა, არ ვიცოდი რა წამესვა და დღეს დილით პარკერის ტაოტი წაუსევი, იმედია სწორად მოვიქეცი, თუ არადა მითხარით რა ვქნა და მოვხსნი ისევ და გავწმინდავ თავიდან, ეს სილიკონის ზეთია თუ რაღაც არ მაქვს და თოფის ზეთი არ შეიძლებაო, ასე იძახიან იუტუბზე
მაგას მიმწოდებელს კერამიკული ტაოტი უნდა მეგობარო,თუმცა სოფლად ყოფნისას არ მქონდა ეგ ტაოტი და მანქანის ძრავის ზეთი წაუსვი მაგრამ მშვენივრად დასრიალებდა,ისე რა თქმა უნდა კერამიკული ტაოტია სასურველი რადგან ცვეტას აიცილებ რკინისა ამით.
kaka8079
რავი კარგად კი დასრიალებს და თუ გაჭედა და მოუჭირა მერე კი მოუხერხებ რამეს, თან ოპტიკის მოხსნა მომიწია რო გამეწმინდა, დღეს თავიდან გავასწორე და თუ რამეს არ გააფუჭებს ერთი თვე მაინც, იყოს ეს პარკერის ტაოტი და აღარ დავშლი თავიდან.
მომავალ წელს შეუკვეთავ პირამიდზე ზეთებს და მისთანებს და მერე მივხედავ მაგ საქმეს
ეგ ტაოტი ელიავაზე იყიდებაო ოხრად 4 ლარად მგონი.
feroni
მომავალ წელს შეუკვეთავ პირამიდზე ზეთებს და მისთანებს და მერე მივხედავ მაგ საქმეს
თუკი გადაწყვეტ მაგ სიკეთეს მეც ჩამსვი სასტავში , პარკერის ტაოტი ჰაერივით ჭირდება ჩემ ნასოსს.
პარკერი არ გინდათ პირამიდზე არის ჰილის ტაოდი 14 დოლარი ღირს მგონი აი სწორედ ეგ წირდება თქვენს ნასოსენს,ნუ ჩემსასაც მაგრამ მე უკვე მაქ მაჩუქა კაი ხალხმა.
ყიდვით არავინ არ ყიდიდეს იქნება ალბათ მაგრამ ტითქმის ყველა გადამზიდავ კომპანია აქვს საკურიერო მომსახურება რეგიონებში ასე რომ შეგიძლია შეიძინო პირამიდზე ეგ ტაოტი და მოგართმევენ ოზურგეთამდე,ნუ თუ სოფელში ცხოვრობ არამგონია სოფელში DHL-მა მიიტანოს ამანათი მაგრამ ოზურგეთში უეჭველი მიიტანს.
კი ამაზონზეც გამოჩენილა ეგ სილიკონი,ნუ პირამიდი ყიდის მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ვინ ყიდის მთავარია რომ ამაზონზეა.
ლულის გასაწმენდად ზ.დ.პ-ზე ეს თუ გამოუყენებია ვინმეს? ან საწმენდი ტყვიებით ან შომპოლით?
პირამიდაირის ლინკი: http://www.pyramydair.com/product-all-reviews/a/J_B_Non_Embedding_Bore_Cleaning_Compound/1086
ამაზონის ლინკი: http://www.amazon.com/J-B-Non-Embedding-Bore-Cleaning-Compound/dp/B0018L9UOW/ref=reg_hu-rd_add_1_dp
ამით გაწმენდილი რომ გადავდო გვერდზე (შალითაში) რამოდენიმე თვით - უხმარად. რამე ხომ არ დაშავდება?
maxra
არა, რატომ უნდა მოივიდეს რამე, თუ მშრალ ადგილას შეინახავ, არაფერი დაუშავდება. უბრალოდ ცოტა სინოტივე დაუტოვე ლულაში, მთლად არ "ძალიან" არ გამოწმინდო ზეთი.
maxra
არა ეგ ლულის საწმენდი არაა. ახალს ნურაფერს გამოიგონობ, ლულა იწმენიდება მშრალი ბამბის ჩვარით (იყიდება მაღაზიებში ზომაზე დაჭრილები), ან გამოიყენება წეჩა. მშრალი ან დანამული სპეციალურ ზეთში.
ანუ
1) თუ უბრალოდ ზედაპირული გაწმენდა გინდა, იღებ მშრალად ქეჩას ან ბამბის ნაჭერს და ლულაში უკნიდან წინ შომპოლით გგაქვს მანამდე სანამ სუფთა არ გამობა
2) თუ უფრო სერიოზული გაწმენდა გინდა, მაშინ ზპეციალურ ზეთში უნდა დანამო ეგ ბამბა ან ქეჩა და ისინი უნდა გაატარო, ასევე შეიძლება შომპოლზე ნეილონის ბრაში წამოაცვა ის დაასველო იგივე სპეც ზეთით და ლულაში რამდენჯერმე ქინ და უკან მოძრაობის შეეცადო ლულის შიდა ზედაპირი მისი მეშვეობით დაფარო. აცდი ზეთს რომ შევიდეს ნადებთან რეაქციაში და მერე უკვე ისევ ბამბით ან ქეთით იწყებ გამოწმენდას მანამდე სანამ თეთრი და სუფთა ქეჩები არ გამოვა.
3) თუ დიდიხნით უნდა შეინახო, ჯერ ლულას აუცილებლად წმინდავ, ჯობია მეორე მეთოდით, შემდეგ კი გამომშრალების და გამხსნელი ზეთის მოცილების მერე ისევ ნეილონის ბრაშიც ლულა უნდა დაზეთო საკონსერვაციო ზეთით, რომელიც ასევე იყიდება სამონადირეო მაღაზიებში. ოღონდ როდესაც სროლას გადაწყვიდტან ჯერ ეს საკონსერვაციო ზეთი უნდა მოაცილო, ამისათვის ისევ მეორე პუნქტი იქნება იდეალური გამოსავალი.
ეგ შტუკა შენ რაც დადე სულ სხვა რარაცისაა და ლულის დაზეთვასთან საერთო არაფერი აქვს.
ბიჭებო მე ახალი ვარ მაქვს სტროგერი ახალი და გასაწმენდია არ ვიცი პლევმატიკაში არაფერი მაინტერესებს საწმენდი ჯოხი სად ვიშოვო და ასე შემდეგ
ეგ მთელი საშუალებები რა დამიჯდება?
დაახლოებით რო მითხრა
gio_1698
ჰაჩიკას კონდახზე მცირე ნაჩხაპნები აქვს, ღრმა არ არის მაგრამ თეთრად ჩანს ზოლები, ხოდა არსებობს რამე საშუალება რომ დროებით მაინც დამალოს? ( მარკერი არ გამოდგება შეემჩნევა თორე .. )
ვინმეს თუ არ ახსოვს მაქვს at44 პლასმასის კონდახით
ReMiNgToN
ებოქსიდის წებოში უნდა აურიო მტვერი ( ჩვეულებრივი, თუნდაც ავეჯზე რაც იდება ხოლმე ) და წაუსვი მაგ ადგილებს რო გაშრება გინდა გააპრიალებ გინდა არა.
ლულაში ტყვიის ნადების მოსაშორებელი სითხე სად შევიძინო (თბილისის ფარგლებში) და რომელს მირჩევთ ?
leogeo
ბალისტოლი , იყიდება თითქმის ყველა საიარაღო მაღაზიაში
geojorjika
მაქვს ბალისტოლი, მოხსნის ტყვიას ? გლუვლულიანზე ვსინჯე და ვერ გაქაჩა
leogeo
და რატომ ხსნი? წესით უნდა მოხსნას პლასმასის ჩოთქი იხმარე და ისე გამოასუფთავე
geojorjika
leogeo
ჯერ გაწმინდე და თუ არ გამოსწორდა მერე სიჩქარე შეცვალე , მაინც იგივე თუ დარჩა მერე ლულას დააბრალე
Hatsan AT 44_სთვის რა ზეთებია საჭირო გარეგანი დაზეთვისთვის და ლულის შიგნიდან დასაზეთად,თუ მნიშვნელობა არ აქვს? ყველაზე კარგი ვარიანტი ის ხომ არაა მაგნუმში მივიდე და იქ მირჩიონ? ასევე hatsan_ის ნასოსზე ჩვეულებრივი ტაოტი რომ წავუსვა მაღალ ტემპერატურიანი,უკეთესი იქნება?
xrincho
ნუ გარედან დასაზეთად მე პირადად უბრალო ტრანსფორმატორის ზეთს ვხმარობ სხვა არც ვიცი,აი ნასოსისათვის ეგ არის ზედ გამოჭრილი.
http://www.pyramydair.com/s/a/Hill_Hand_Pump_NLGI_2_Silicone_Grease_40g/3888
გამარჯობათ, კითხვა მაქვს, ჩემს თოფს ნისლისლში როცა ვისვრი ან წვიმიან ამინდში მერე მშრალი ნაჭრით ვწმენდ, ხოდა 2-3 სამ დღეში მაინც პატარა ჟანგისავით უჩნდება გარედან ხელს გადავუსმევ შორდება, ხოდა საკერავი მანქანის ზეთით რო გავწმინდო და ისე შევინახო მოსულა? თუ რაიმე სპეციალური ზეთი უნდა ნავაროჩენი
Lasha1970
საკერავი მანქანის ზეთი არ ვიცი რა ტიპისაა, ისე ყველაზე მარტივია რაიმე მანქანის ზეთი დაიადო, ჩვარი დანამე მაგით (ნუ გაზეთილი რომ იყოს, მაგრამ რომ არ წვეთავდეს და არ გასდიოდეს რა) და ეგ ჩვარი გადაატარე ხოლმე თოფს ზემოდან, გარეთ გატანისა და შემოტანის შემდეგ ი ვსიო...
P.S. ისე დააკვირდი შეიძლება ხეში რაც ზის იმან დაიწყოს ჟანგის აკიდება, ამიტომაც, კა იქნება ხოლმე კონდახი მოხსნა და ყველა ღია ლითონის ზედაპირი მაგ ჩვარით დაამუშავო ხოლმე.
ავტომობილის უკვე დამუშავებული ზეთია მაგისთვის. jaja მ რაც დაწერა მასე წაუსვი. მხოლოდ უკვე დამუშავებული ზეთით!
დამუშავებულში დამწვარ ზეთს გულისხმობთ? შავის ჭუჭყიანის? პლასტიკატის კონდახი აქვს ჩემსას, დავშლი მთლიანად გავცმენდ
foxi
ოხ რა გიყვართ ხოლმე რა ეს ატრაბოტკა რა... გარდა იმისა რომ ტურტყლიანია, უკვე გამომწვარია ყველაფერი შიგნით, პლიუს მტელი ნამუშავერი და ნაცვეთი დეტალების წვრილი დისპერსიული ფხვნილია შიგნით არეული...
კაი რა ფოქსიკ გამოვედით უკვე დაჟე СНГ-დანაც, ნიტო ჩტო საბჭოთა კავშირის ტურტყლიანი ტრაქტორისტებიდან კაი რა ღირს ეს ზეთი ან ვინ დაინანებს რაცხა 10-20 გრამს რომ ერთი ჩვარი ადამიანურად დანამო...
მეზობელს ეყოლება მანქანა, და დარჩენილი ექნება რამე, ან სახელოსნოში რომ შეიარო და მორჩა რა საკითხი
Lasha1970
დიდი მადლობა
xrincho
ზედაპირის კი და ლულის აწმენდაზე კი მოგწერეს უკვე.
foxi
ერთი რჩევა მჭირდება.ეხლა დავშალე ჩემი კრალი და მინდა გავწმინდო და შევზეთო. მაქვს თეგეტაში ნაყიდი ტაოტი ზედ აწერია -60 +220 გრადუსი საკისარის ანუ "პაჩებნიკების"ტაოტია.დგუშს რომ წავუსვა თხელი ფენა და ისე ვიხმარო სანამ სპეციალურ ზეთებს და საპოხ მასალებს შევიძენ რამეს გამიფუჭებს? მაგალითად რეზინებს ხომ არ დამიწვავს
შემანდენლობაში უწერია:
დი-იზოოკტილამინმეტილ-ტოლიტრიაზოლ. (რუსულად)
და მოხმარებაში აწერია რთულ ექსპლუატაციის პირობებში მომუმშავე საკისრის და მხოხავი დეტალებისთვის
ja_ja
როგორც ყოველთვის მართალიხარ. არ გედავები. მასეთ ქაქს არ ვგულისხმობდი როცა ნამუშევარ ზეთზე ვთქვი.თემას აღარ გავა jazeb. მიმართეთ ხალხო სანადირო მაღაზიებს და იქ კეთილი ნოქარი ძიები, აგიხსნიან რომელი ზეთი სად უნდა მიასხათ თქვენს იარაღს.
რამდენ ხანში ერთხელ ზეთავთ იარაღს?
მე რომ ვიყიდე 1377 გამყიდველმა მითხრა ყოველ კოლოფ ტყვიაზე ლულაში ცოტა ჩაასხი ბალისტოლი ო (იარებს აშუშებსო აწერია გარედან , მოვსინჯე შანსი რომ მქონდა და , მართლა აშუშებს ) , გადააბრუნე გადმოაბრუნე და მერე ეს ბამბის ჩხირები გაისროლე რამდენიმე ცალიო და მასე გავაკეთე 1 კოლოფი რომ დავცალე და გამოიტანა შავი რაც ტყვიის ნადები იყო ალბათ
ეს უწერია geojorjika ს
Ex3
ნუ ეგ ბალისტოლი მე ცხოვრებაში არ მიხმარია და არ ვიცი, მაგრამ მოყვანილი ციტატით და შენი აღწერით ერთი რამ იასნია ძალიან აგრესიულია და რაცხა რაცხა ნივთიერებებს შლის, ეგეთი აგრესიული ზეთის გამოყენება კი რეზინებთან და დგუშებთან მიმაღტებაში ნუ 100 თავით გაუმართლებლად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა რომელი აირგანელი და რომელი გურუ გეტყვის.
აგრესიული ხსნარი ადრე თუ გვიან დედას მოუხნავს რეზინებს და დგუშს. ამიტომაც თუ შაიძლება გამოიყენე არა აგრესიული, სრიალა ზედაპირის მომცემი და არა გამწმენდი ხსნარები იქ სადაც მიმდინარეობს ხახუნი ლითონის და რეზინის ზედაპირებს შორის.
ან გამოიყენე ცროსმანის chamber Oil-ი ან Hill-ის ტაოტი ან ტაიმე ტეფლონ ნარევი ტაოტი ნახე უფერული, უსუნო და მაღალ ტემპერატურებთან მომუშავე, ყველანაირი აეროსოლური ბალონების გარეშე.
ja_ja
ახლა რაც ჩავასხი იმას რა ვუშველო ? მარტო ხახუნის დროს აფუჭებს თუ ისედაც?
ცეცხლსასროლის ზეთი მაქვს სახლში ის წავა? (1 თვეში ხახუნის გარეშე გააფუჭებს ბალისტოლი?
შეიძლება უკვე გააფუჭა რეზინები , თავიდან რომ ჩავასხი მგონი შედარებით ადვილად "კაჩავდებოდა"
რომ ჩამოვალ დავშლი და შევცვლი რეზინებს , O რინგებს რომ უძახიან ეგაა ხომ?
ისე რამდენ თემაში ვსვამ კითხვებს
აბა გამოცდილო ფორუმელებო, როგორ ხართ? ლულის საწმენდი მინდა გამოვიწერო და გამოდგება http://www.amazon.com/gp/product/B007VSXAHE/ref რომ დავითრიო?
ბატონო ჯაჯა, მგონი ვისწავლე? ლინკის ჩასმა
TARASICHA
გამოდგომით კი გამოდგება, მაგრამ:
1. ლატუნის ჩოთქები არ უნდა იხმარო არასოდეს.
2. მიდიხარ "მაგნუმში" და იგივე ფასად ყიდულობ
რისი ჩოთქები უნდა იყოს? როგორ ვიკითხო? თქვენ თუ გაქვთ სილიკონის ზეთი და მისნაირები და რა ღირს ბატონო გრეგორ?
ამ თემაზე სულ წავიკიტხე თითქმის და ესეიგი ლულის გასაწმენდად რომელი ზეთი გამოვიყენო საქართველოში მაღაზიებში რო იყოს??
გაუმარჯოს აირგანელებს. იქნებ მითხრათ http://www.amazon.com/Otis-Reload-Patches-Solvent-Combo/dp/B000Y36OVW ზეთი ლულისთვის კარგია? კარგად წმენდ ნადებისაგნ? ან თუ რამე უკეთესი იცით იქნებ მომწეროთ ლინკი ან სახელი
არ იცით რომ რჩევა მომცეთ რომელი ზეთი დავითრიო ლულის გასაწმენდად?
TARASICHA
http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&showtopic=2928&view=findpost&p=117490
ამ თემაში უკვე გიპასუხა ჯაჯამ და ბოლოში მადლობაც გიწერია და მეტი რაღა გირჩიოთ
სალამი ყველას. ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძლება ვიყიდო ლულის გასაწმენდი ჩოთქი? ვერ ვნახე ვერსად და იქნებ მიმასწავლოთ თუ იცით ვინმემ
TARASICHA
მაგნუმში.. გუდვილის ფილიალში ჰქნდათ ბოლოს რომ ვნახე...
TARASICHA
OTIS-ის ზეთი(ლულის საწმენდი) მაქვს ეაფად
hatsan at44-10 - ზე მინდა ლულის გაწმენდა შიგნიდან ( ნარეზის ) . რა ხსნარით უნდა გაიწმინდოს და თუ იყიდება საქართველოში ?
ზოგადად რამდენი გასროლის შემდეგ საჭიროებს გაწმენდას ? ერთმა აცეტონი მირჩია ( არა მგონია კარგი ვარიანტი იყოს )
userman
ყველაზე კარგი otis-ის სპეციალური ხსნარია
რაც შეეხება რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაწმინდო, ეს დამოკიდებულია ტყვიების ხარისხზე და მასალაზე. საშუალოდ 800-1000 გასროლა( თუ კარგი ხარისხის ტყვიებს ხმარობ და შეჯიბრებაზე არ გადიხარ )
ხ.მ.ე.ლ.ო
userman
აცეტონიც უაზრობაა და მითუმეტეს სალფეტკის ქარალდი... ეგ რომ კაი იყოს, ყველა მაგაზე გადავიდოდა პლანეტის მაშტაბით და არ გაიყიდებოდა მილიონი ნაირსახეობის საშუალებები.
მიზეზი კი მარტივია, აცეტონში ტყვია (ანუ ქიმიური ნივთიერება პლუმბუმი) არ იხსნება, უკვე აზრი დაკარგული აქვს მაგ მოქმედებას, აცეტონი მაქსიმუმ მოაცილებს მტვრად და ჭუჭყად რაც არის ლულაში იმას, ანუ რაც ასე ვთქვათ შესისლხორცებული არაა რკინასთან იმას როგორც მტვერს ისე მოაცილებს, მაგას წყალიც გააკეთებს იგივენაირად... და გარეთ გამოსული ჭუჭყიანი სალფეტკის ქაღალდი იქნება ისეთივე სავი როგორც აცეტონის შემთხვევაში...
დასკვნა შემდეგია თუ პროსტა ლულის შიგნიდან მტვერის ახვეტა გინდა ბაზარი არაა გინდა აცეტონი გამოიყენე და გინდა წყალი, მაგრამ თუ ნადებია მოსაცილებელი, მაშინ საჭიროა ტყვიის როგორც ქიმიური ნივთიერების გამხსნელი, მაგას კი აკეთებს უკვე აგრესიული ხსნარები, ისეთი მაგალითად როგორიცაა ამიაკი. სწორედ სხვადასხვა საწმენდი საშუალებები შეიცავენ ეგეთ აგრესიულ ხსნარებს რომელიც რეაქციაში შედის ტყვიასთან და ფიზიკურად ხსნის თავის თავში რომ ბოლოს გარეთ გამოიტანო.
გარეთ გამოსატანად კი რამდენი საუკუნეა უკვე მიჩნეულია რომ იდეალური არის, ან ბამბის ნაჭერი, ან ქეჩა, მაგრამ მიუხედავად დღევანდელი წინწასული ტექნოლოგიებისა ვერსად ვერ ნახავ რომ ერთჯერადი ქაღალდის ცვირსახოცი, ან საკფეტკი იყოს ნახსენები... აზრი არ აქვს ეგეთ რბილ ნივთიერებას, რადგან საჭიროა ცოტა უხეში ნაჭერი რომელიც ლულაში დარჩენილ და მიმხმარ პლუმბუმს, პროსტა კი არ მოუქაქუნებს და გვერდზე ჩაუვლის, არამედ თავის ტანზე ხახუნით ფიზიკურად მოლეკულა მოლეკულაზე აახევს ლულის ზედაპირს.
გაიხსენე ფანქრის ისტორია, ადრე რა იყო გრაფიტი კაციშვილმა არ იცოდა, არც მელანი და კალამი არსებობდა, იდეალური გამოსავალი იყო სულ ადრე ნახშირი, ხოლო როდესაც ხალხი განვითარდა და რომის იმპერიამდე მივიდა გადავიდნენ ტყვიისგან ჩამოსხმულ ფანფრებზე, ტყვიას აქვს თვისება მოშავო კვალი დატოვოს უხეშ ზედაპირზე, მაგრამ რბილ ქაღალდზე პროსტა გახევს. ამიტომაც აი მაგ კვალის დროს როგორც ტოვებდა თავის ნივთიერების ნაწილაკებს იგივე პრინციპით რომ ნელ-ნელა გამოიტანო ლულიდან საჭიროა ცოტაოდენ მყარი მასალა, როგორიცაა ბამბის ნაჭერი და ქეჩა.
მესმის როდესაც ასე ვთქვათ ხალხური მეთოდებით მიდის რაღაც გზების გამონახვა სიიაფის გამო, მაგრამ არც პირდაპირი დანიშნულების საწმენდი საშუალებები ღირს დღეს უსაშველო, ითრიე მაგალითად http://www.amazon.com/Otis-Ultra-Bore-Solvent-PTFE/dp/B001BR1IQG/ref=sr_1_5?ie=UTF8&qid=1425649391&sr=8-5&keywords=otis+ultra+bore-ს ზეთი რომელიც ტილიანი 4 დოლარი ღირს. და ამასობაში გეყოფა არაერთ გაწმენდაზე.
საჭიროა ეგ ზეთი, შომპოლი და მისი თავები - ნეილონის ჩოთქი, და ქეჩის ან ბამბის ჩოთქი. გამოყენება შემდეგია,:
- შომპოლზე წამოაცვი ნეილონის ჩოთქი დაასველე ზეთით და ლულა შიგნიდან კარგად დანამე (ოღონდ ისე არა რომ წუწულით ზეთი გადმოდიოდეს),
- ტოვებ ეგრე ლულას რამდენიმე წუთი, ნუ ვთქვათ 10-15 წუთი რომ ქიმ რეაქტივებმა მოქმედება დაიწყოს და ტყვია გახსნას.
- ისევ ნეილონის ჩოთქით წმინდავ ლულას შიგნიდან და გარეთ გამოსვლისას ასუფთავებ ნაჭრით ან სალფეტკით (აი მისი გამოყენებაც მოვახერხეთ დანიშნულების და მიხედვით)
- როდესაც ნეილონის ჩოთქით კარგად მოუხახუნებ ლულის შიგნეულობას და პირველად ქაქებს გამოიტან, ხელახლა დაასველე ნეილონის ჩოთქი ზეთის და დატოვე 2-3 წუთი
- გადადი უკვე ქეჩის ან ბამბის თავებზე, გამოიტანე ზეთის და გახსნილი ქაქის სუბსტანცია, კარგია თუ ბამბის ნაჭრის ნაგლერჯებს იყენებ, იმიტომ რომ პროსტა გადააგდებ ეგეთ ქაქებს
- 2-3 ან მეტი ნაჭრის გატარების მერე უკვე ქეჩის ტავაკს ასველებ იგივე ზეთით და რამდენჯერმე იქეთ აქეთ ატარებ, ამასობაში თავაკი მაგრა ითხვრება და იასნია რომ უნდა შეცვალო, ანუ გამოდის რომ რამდენიმე თავაკი უნდა გქონდეს
- ბამბის ნაჭრებით გამოგაქვს საბოლოოდ დარჩენილი ქაქები და ზედმეტ ჭუჭყიან ნაჭრის ნაწილაკებს ყრი.
- როდესაც ჩათვლი რომ მაქსიმალურად გამოასუფთავე ლულა (ბამბის ნაჭრები სუფთა გამოდის), ბამბის ნაჭრებიდან გადადიხარ ახალი ქეჩის თავზე
- გაატარ გამოატარე ქეჩის თავი და წესით უნდა გამოვიდეს სუფთა, მხოლოდ ლულა უნდა გამოასუფთაოს ზეთის ნარჩენებისგან უხეშად რომ ვთქვათ უნდა გამოაშროს ზერელედ
- თუ ქეჩის თავაკი ჭუჭყიანი გამოვიდა ხახუნის შემდეგ უბრუნდები პირველ პუნქტს და თავიდან იწყებ ყველაფერს.
იმედია ძირითადი აზრი გასაგებია....
ja_ja
დიდი მადლობა. თუ იცი ეგ ოტის ზეთი ხომ არ იყიდება ჩვენთან სადმე ?
userman
ადრე რომელირაც მაღაზიაში ვნახე და კი გამიკვირდა მაგრამ რომელ მაღაზიაში ვნახე არარ მახსოვს,. რომელიღაც სანადირო მაღაზია იყო, საყოფაცხოვრებო მაღაზიაში იასნია ეგეთი რამე არ გაიჩითება.
ja_ja
მაგნუმში ქონდათ ადრე მაგრამე ხლა რამდენი რამზე მივედი აღარაფერი აღარ აქვთ
userman
ხომ მოგწერე რომ მაქვს?
ესეთი რამე გამოდგება დასაზეთად ჟანგი რომ არ აიკიდოს?
და ჩვენს მაღაზიებში თუ იყიდება?
ეს იგივე ნეიტრალური ზეთი-ს ვარიანტია?
http://www.pyramydair.com/s/a/Air_Venturi_MP_5_Oil_Metalophilic_4oz/612
temo-777
ეხლა დავრეკე მაგნუმში და ბალისტოლის ნეიტრალური ზეთი გვაქვსო.
100 გრამიან ჩამოსხმებში 7 ლარად.
საინტერესოა გაგარინზე მაღაზია რომაა იარაღის მანდ თუ იქნება რამე.გზად გავლა მომიწევს.
მგონი გრიგოლის მაღაზიაა ხო?
მაგ მაღაზიის ნომერი ხომ არ იცის ვინმემ?
temo-777
userman
მაგის ჩამოტანას არც ვაპირებდი,უბრალოდ მაინტერესებდა აქ თუ იყო,
ჩვენთან გაცილებით იაფად არის ხოლმე მასეთი რაღაცეები.
ავტომობილის ზეთს რაც შეეხება სუნი არ ააქვს მაგას?
ანუ თოფს არ ააყროლებს?
კაი რა სუნი განა უნდა დაამწნილო . ჩვარი დანამე უმნიშვნელოდ და წაუსვი . ისე სუნს რაც შეეხება შენ გგონია მაგ ნეიტრალურ ზეთებს სუნი არ ააქვთ? აბა ეგენი ყარს ...
აი ესეთი ზეთი მქონდა,გამჭვირვალე იყო,საერთოდ არანაირი სუნი არ ქონია.პანასონიკის ტრიმერს მოყვა და მაგას ვუსმევდი ხოლმე.
თუ ანალოგიური სუნი ექნება მანქანის ზეთს კი შეიძლება მაგის გამოყენებაც
http://radikal.ru/big/ecdb49feba464853b44b5790f38af350
დღეს ვიყავი ბაზრობაზე.
2 ცალი ვიყიდე.
ზოგიერთს ისეთი საშინელი სუნი ქონდათ რომ ცხვირს ვერ დაადებდი. განსაკუთრებით "საკერავი მანქანის" ზეთებს რომ ეძახიან მაგათ.
მთლად ზემო სურათში რაცაა ისეთი ვერ ვიპოვე მარა,
აი ამ 2-ს თითქმის არა აქვს სუნი.განსაკუთრებით მომეწონა "ი20"
http://radikal.ru/big/a34eee7800c846e698c13299e997e71e
http://radikal.ru/big/631ea90bc4ad4c749e2b60c9779c9c3e
მაიცა ხალხნო ვერ გავიგე... ეს რისთვის გინდათ?
თუ თოფის გარედან დამუშავებისთვის რომ დამცავი ფენა იყოს... პროსტა მანქანის ზეთი გამოიყენეთ, არანაირი განსაკუთრებული სუნი არ აქვს დღევანდელ სინთეთიკურ ზეთებს... ზეთი კი შანსი არაა სახლში არ იყოს თუ მანქანა გყავთ, გჭიდებათ 10-20 წვეთი
თუ სახლში არ არის მანქანა, მაშინ მეზობელს ექნება, ან მეგობარს ან ვინმეს სანაცნობოში, რათ უნდა მაგას საკერავი მანქანის ზეთი და ვაი ვუი
ჭუჭყის ჩამოსაცილებლად და იგივე თხელი დამცავი ფენისთვის გამოდგება WD40 ან A40, პროსტა ეგენი თალიან აორთქლადია და დატანილი დამცავი ფენა მალე ქრება, მარა წმინდავს ყველანაირი ჭუჭყისგან და ლაითი ჟანგისგან (არ იგულისხმება არ ლულის შIდა მხარის გაწმენდვა, მიუხედავად იმისა რომ შესხმისას თითქოს და გამოაქვს რაღაც შავი, კი გამოაქვს, მაგრამ რაც ფხვიერია, რად მიგლესილია იმას ვერ მოაწილებს)
მე ბალისტოლს ვიყენებ ფიშტოსთვის, ნეიტრალურს.
მანქანის ზეთი ტოქსიკურია მაინც, თორემ გამწმენდ-დამცავი მინარევებით, პირველი იქნება ალბათ
http://radikal.ru
http://radikal.ru
ეს გამოდგება ვითომ რეზინებზე სახმარად? დღეს დავინახე შემთხვევით სავაჭრო ცენტრში და ვიყიდე. რა შემადგენლობაა ხომ ვერ ამიხსნით მოვიტეხე ენა მის წაკითხვაში))
ნუ სინჯე რა იქნება, მაგრამ აღწერის მიხედვით პროსტა რაღაც შირპატრების გაუგებარი შტუკაა
ბიჭებო მეც ვუკუთხავ ბარემ რა,ჩემ კრალს მოყვა ზეთი მარა რისია არ ვიცი და მაგით რომ სატენი პორტის ცხვირი დავსმასკო?ანუ რეზინები რა.ხოარაფერი პრობკემა იქნება?ზეთი და დატუმბული წნევა ცოტა აპასნია
SVD
SVD
ამაზონზე რომ სილიკონი იყიდება გამოგიყენებიათ? ვარგა?
https://www.amazon.com/gp/product/B0000DCVZL/ref=ox_sc_sfl_title_6?ie=UTF8&psc=1&smid=A138GYT3Y3DZXX
bubusicha
koba1973
სალამი ხალხო,
ვეძებ სილიკონის ტაოტს (ე.წ. სმაზკა იგივე silicone grease) თუ იშოვება თბილისში სადმე, მჭირდება ცოტა რაოდენობით და 100%იანი აუცილებლად. ზევით დაიწერა ზეთი იყიდებაო მაგნუმშიო, მაგრამ ტაოტი მესაჭიროება, იქნება იცოდეთ რომელიმემ.
აი ამაზონის ლინკი რომ დაიდო ზევით ეგეთი რამე მინდა.
https://www.amazon.com/Trident-Silicone-Grease-Jar/dp/B00V2G2BWQ
https://www.google.ge/search?q=turbo+oil&client=ms-android-samsung&hl=en-US&prmd=ivsn&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiflpWdzMTQAhWJJ5oKHTE0AZcQ_AUIBygB&biw=320&bih=533#imgdii=psbOQE1qZGNAjM%3A%3BXJtDN3ePPxNWMM%3A%3BXJtDN3ePPxNWMM%3A&imgrc=XJtDN3ePPxNWMM%3A
ეს რაარის ვინ მეტყვის? გამოდგება ცეცხლსასროლზე?
მეზობელმა მომიტანა ეგრეთ წოდებული კისტის თოფი . ხოოდა სანამ გასწორებას დავიწყებდი ნარეზების გაწმენდა დავიწყე და ვერაფრით ვერ გავწმინდე , ანუ დაუსრულებლად გამოდის ჟანგისფერი ბამბა . როგორც ჩანს შიგნიდან ლულას ჟანგი აქვს მოკიდებული .
რამეს ხომ ვერ მირჩევდით ამ ჟანგის, თუ ჟანგისფერი ჭუჭყის მოსაცლელად ?
სალიარკაით გაწმენდა კი ვიფიქრე მარა , ცოტა ვყოყმანობ. ოტის ზეთი კი მაქვს , მარა იმით ვერაფერს ვაკლებ.
wd 40 მაგრამ დიდ ხანს არ გააჩერო ლულაში
userman
ჯერ ეგრეთწოდებული გამორეცხვა უნდა, მაგისთვის უნდა ჩაალბო WD40-ში ან რაიმე მაგდაგვარში, ბაზარზე მილიონია უკვე ეგეთი AB-80, GD50 და ხრენ ივო ზნაიტ რაცხა ციფრი
ეგ ყველა სითხე აკეთებს ერთ საქმეს, მიკროკაპილარულ დონეზე აღწევს ჟანგში და არბილებს მას. ამის შემდეგ (ნუ ჯობია რამდენიმე საათით ჩაალბო) უკვე გადადი სოსო ჯუღაშვილის რჩევაზე ანუ STALINI -მა რაც თქვა გამოიყენე თითვერის ნასადკა შომპოლზე,
ეგ უკვე დარბინებულ ჟანგის ნადებს ააფხვიერებს და მერე იოლი იქნება გამოტანა, ნუ მერე ჯობია ისევ რაინეთი ჩამორეცხო, ნუ იქ WD40 იქნება თუ პროსტა სარიარკა მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ფაფასავით გამხდარი და მოცილებული ჟანგი გამოიტანო იოლად თორემ ბამბის შომპოლებით დაიღლები სანამ ყველას გამოიტან...
მერე ისეც გაწმენდილი თითვერის ნასადგა რომ საბოლოოთ ყველაფერი ჩამოიფხიკოს, ისევ ჩამორეცხვა და აი მერე გადადი უკვე ზეთებზე და ბამბებზე
პროსტა თუ მაგდენი ჟანგია ლულის შIგნით სავარაუდოდ რაკუშკები ანუ ამოჭმული ადგილები იქნება ლულაში, შედეგად ეგ ადგილები ჩქარ ჩქარა გაივსება ხოლმე ტყვიის ნადებით რაც სიზუსტეზე მთლად კარგად არ აისახება... მაქედან გამომდინარე რამდენად აქვს მაგ ჩალიჩს აზრი ეგ ცალკე საკითხია
ასეთ ლუბრიკანტებთან თუ გქონიათ შეხება ვინმეს ან ხომ არ იცით რომელს რისთვის გამოვიყენებ პნევმატიკაში? (თუ გამოდგება საერთოდ)
ეს არის გამჭვირვალე სითხე არ არის სპრეი პირდაპირ სითხეს უშვებს
ეს არის გამჭვირვალე მასა როგორც სამშენებლო სილიკონი ან ტაოტი მაგრამ გამჭვირვალეა
ეს არის სპრეი
მინდა გითხრა რპომ იმდენად გამჭირვალეა ეგ ყველაფერი რომ დაჟე სურათებად არ ჩანს
ან სურათების ამბები გაასწორე, ან დასახელება და ლინკები დაყარე
ja_ja
ღიმილით მოვკვდი ეხლა სამსახურში ვარ უბრალოდ ვერ გავიცინებ ხმამაღლა კარგი იუმორი გაქვს გიო
მაინც დავწერ დასახელებებს :
1 - WURTH СМАЗКА LMS-FLUID (NSF)
2 - WURTH multi purpose grease lll (NSF)
NSF სერთიფიკატი აქვს ამ ორს და მგონი აღნიშნავს იმას, რომ არსებული ნივთიერება იხმარება საკვებშიც მთლად ჭამა არ იგულისხმაბა ალბათ.
მეორე ვარიანტის მონაცემები დაახლოებით ასეთია: არ არის ნავთობპროდუქტი, არ შეიცავს მჟავას, არც სილიკონს (არადა შეხედავ შეეხები და სუფთა სილიკონია) ტემპერატურის მაჩვენებელი -20 +150
3 - WURTH HHS 2000
NRG
ნუ ...
1) პირველს აწერია რომ საკვები პონტის საპოხი მასალაა და დიდი ეჭვი მაქვს რომ ლულის საწმენდათ და მითუმეტეს ტყვიის მტვერის მოსახსნელად არაა განკუთხვნილი, მგონი აცეტონს მეტი ეფექტი ექნება ვირდე მაგას....
2) მეორეს აწერია Multi purpouse greace როგორც წესი მრავალპროფილირებული არის ხოლმე ნავთობტროდუქტებზე დაფუძნებული, ან სილიკონის ბაზაზეა ნებისმიერ ვარიანტში სრიალის გასაუმჯობესებლად და ხახუნის შესამცირებლადაა და არა რაიმე ტყვიის ნადების გამხსნელის ეფექტისთვის ან საპრიალებლად
3) ამას უკვე აწერია რომ მაღალი წნევისთვისაა, მარა შემდეგ რა აწერია ვერ ვკითხულობ.... მარა რავიცი ლულის საწმენდად რა შუაშია მაღალი წნევა??? განა ლულას წნევის ქვეშ ვწმინდავთ?
ჩემი სუბიექტური გადასახედიდან ყველა რაღაც ნიტოა, მაგრამ როგორ გითხრა, როდესაც რაღაცას ვამბობ ხოლმე და სოლუშენი ძვირიანია ან ძნელად საშოვნი, როგორც წესი ყველა რაღაც გასასამართლებელ და შემოსადავებელ ვარიანტს ნახულობს რომ აი მე საკისარის (პაჩებნიკების) მოსახსნელად პრესის მაგივრად ჩაქუჩს ვიყენებ და მაინც მუშაობს
ნუ იმუშავებს რა თქმა უნდა ის საკისარიც და ალბათ ეს საპოხი მასალაც, მაგრამ მწარმოებელი ტყუილა არ გვირჩევს საკისარის შემთხვევაში პრესს და შესაბამისი დიამეტრის ჩანარტებს და საპოხი მასალის დროს შესაბამის კონსისტენციას... საკისარის შემთხვევაში იმავე წუთს არაფეროი ემჩნევა, მაგრამ ჩაქუჩით რაკარუკისას ბურთულები იღებს დატვირთვაას და კარსს სულ სხვანაირად იღებს, შემდეგში მიკროსკოპული ჩანაზნექი მუშაობაში იჩენს თავს და წავა ხმაური, მერე ჩაშლა და უბედურება...
იგივეა წმენდისას, პროსტა ზეთის დატანა კი არაა აუცილებე;ლი ან რაიმე უაზრო რიტუალი, არამედ რაღაც შესაბამის საქმესაც უნდა ასრულებდეს, ზეთი გამოიყენება იმიტომ რომ მტვრის ან ნადების ნაწილაკები მიეკროს ქეჩას და ზედმეტი დამუხრუჭების გარეშე გამოვიდეს ლულიდან... ეს ერთი დანიშნულება, მეორე დანიშნულება არის, ან შესაბამისი მჟავის, ან ტუტის დამატებით შესაბამისი მინი ნადების რეაქციაში შევიდეს და მიმხმარი ტყვია მოხსნას და მოგცეს შესაძლებლობა გამოგატანინოს ლულიდან, ან შესაბამისი იონიზირებული ხსნარი უნდა იყოს დამატებული რომელიც პირდაპირ რეაქციაში ტყვიის ნადებთან არ შევა, მაგრამ საპნის ეფექტს გამოიწვევს, ანუ ლულის კედელსა და ტყვიის ნადებს შორის შეეცდება შესვლას, რის გამო ტყვიის ნადები აძვრება კედელს და გამოვა გარეთ...
ანუ მინიმუმ 2 საქმე უნდა გააკეთოს მასეთმა ზეთმა, ერთი რომ აძრობილი მასა მიიკროს და გამოგატანინოს, მაგას დაჟე სახლში არსებული მზესუმზირის ზეთი გააკეთებს და რაღაცს წვალობ სახლშიც ოხრად გაქვს, და მეორე რაღაც ქიმიური ან ფიზიკური რეაქცია უნდა გამოიწვიოს რომ მიმხმარი ტყვიის ნადები მოაცილოს რკინის კედლებს ისე რომ შესაბამისი რკინა არ დააზიანოს.... ან მაგ მეორეს კი მემგონი არცერთი ზემოთ ხსენებული ზეთი და ტაოტი არ აკეთებს ....
ja_ja
ლულის წმენდისთვის ვიცი რომ არცერთი არ გამოდგებ გიო მე ზოგადად მაინტერესებდა ამ კონკრეტულ სამ სახეობას თუ გამოვიყენებდი პსპ-სა და ზდპ-ზე თუნდაც ტუმბოზე ნებისმიერი დეტალის დასაპოხად. მე ლულას ოღონდ მხოლოდ ჟანგიანს ვრეცხავ ვდ40 ან დემსუნის სპრეებით შემდეგ ვხეხავ ქვაბების სახეხი რბილი ბურბუშელის პატარა ნაგლეჯებით შემდეგ ნეიტრალური ზეთი შემდეგ ბამბით გაშრობა ბოლომდე და ბოლოს ლულა კრიალებს ბროლივით
როგორაა იცი... ნუ აი გაჭირვებისას შეიძლება რაღაცაში გამოყენება, ნუ ვთქვათ სასხლეტის დასაზეთად, ან რაიმე მაგდაგვარის, ნუ მაგალიტად შრაუდერის ჩამოცმისას თუ მაცენტრირებელ რეზინაზე ძნელად ეცმევა მაშინ შეიძლება გამოყენება, მაგრამ ლულასთან ან რეზერვუართან ან ნასოსთან მე პირადად არცერთს არ გამოვიყენებდი...
ja_ja
მაშინ ავდგები და არც მე არ გამოვიყენებ, აი ეგრე
NRG ითრიე რა Hill-ის ტაოტი და ამოისუნთქებ, თოფზეც გამოდგებამ რეზინებზეც და ნასოსზეც, იმენნა მაგ საქმისთვისაა, ცოტაა და ძვირია, მარა დამიჯერე ერთი კაცის მოხმარებისას კაიხანს გეყოფა...
ja_ja
ერთი კაცისთვის რატო? ეხლა გამახსენდა ჩემი სამსახური და კოლექტივი ერთი კოლოფი სიგარეტი მყოფნიდა დღის ბოლომდე ეხლა კი საზიარო გახდა ერთი ღერი მომაწევინე, ერთი ღერი, ერთი... და შუადღეს კაპუტ თამბაქო ხოდა ეხლა მითხარი შენ ტაოტებსაც უნდა გაზიარება?
გამაჯობათ, მეგობრებო სად შეიძლება ვიშოვნო ზდპსთვის საპოხი საშუალება საქართველოში? ვინმე ხომარ ყიდით?
feeder
მიმართეთ ჩვენს თანაფორუმელ გრიგოლს.
სალამი მეგობრებო. ხომ ვერ მეტყვით რა ქვია იმ ლურჯ სითხეს, ბოლტების და ვინტების დასაფიქსირებლად რომ იყენებენ. მოვიარე ელიავა და ვერ მივაგენი, ვერც ავუხსენი რა იყო და რა ერქვა. იქნებ ისიც მითხრათ სად იყიდება
giga2010
ლოქტოტი
სად იყიდება არ ვიცი. აი ელიავაზე არამგონია" ლოქტოტი რა არის ეგ იცოდნენ
https://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_c_1_2?url=search-alias%3Dindustrial&field-keywords=loctite&sprefix=lo%2Cindustrial%2C710&crid=34HZFXAJ7Y5OW
წითლები ძაან ძლიერებია და მერე სეიძლება ვერც კი მოუშვა
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services