ბიჭებო marauder-ის წმენდაზე სადმე არის აქ ლინკი? ანუ ვერ გავიგე ლულის წმენდის დროს როგორ უნდა მოვიქცე...?
იმას ვგულისხმობ, რომ შაშხანის წმენდა ტყვიის მიმართულების საწინააღმდეგოდ კატეგორიულად არ შეიძლება და როგორაა ეს პნევმატიკის შემთხვევაში? marauder-ზე შომპოლი უკნიდან როგორ გავატარო? ანუ საიდანაც ტყვია იდება. მოკლედ ამიხსენით marauder-ის პატრონებმა როგორ წმინდავთ ლულას...
წინასწარ დიდი მადლობა...
ganja1981
ნუ ლულის წინიდან წმენდა პნევმატიკაშიც მიუღებელია. აუცილებელია უკანა მხრიდან გაწმენდა.
მარადიორზე ყველაფერი იოლად გვარდება, შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ ახლავე აგიხსნი, სანერვიულო აქვთ სხვა თოფების მფლობელებს თორემ მარადიოზე ყველაფერი კარგადაა მოფიქრებული
მოკლედ ინსტრუქცია შემდეგია:
1) კლიპი ამოღებულია ფუჭი გასროლა გაკეთებულია, ან სასხლეტი საბრძოლო პოზიციიდან მოხსნილია
2) ჩახმახი, ანუ მიმწოდებელი წინა პოზიციაში უნდა იყოს და ჩაკეტილი.
3) ჩახმახი რომ ზის ბუდეში, მაგას აკვირდები მარცხენა მხრიდან, დაინახავ ვინტს რომელიც იჭერს ჩახმახს. ეგ ვინტი უნდა მოხსნა, მოხსნისას ფრთხილად იყავი ვინტს შაიბა აქვს და არ დაკარგო.
4) ვინტის მოხსნის მერე, ჩახმახი უკან გამოწიე სანამ არ გამოვა კოლოფიდან
5) მორჩა პირდაპირი წვდომა გაქვს ლულის უკანა მხარესთან, დაიადე შამპოლი და წავიდა წმენდა - უბრალოდ ფრთხილეად იყავი ლატუნის ჯაგრისიან საწმენდთან, მარადიორს, ლულაში უკანა მხარეს ჩაყოლებული აქვს რეზინა, რომელიც ჩახმახის ჩაკეტვისას ჰაერს უკან არ აპარებს, მოკედლ ეგ რეზინა არ დააზიანო. დანარჩენი პრობლემები მანდ არაა.
6) გაწმენდის დამთავრების მერე იასნია ჩახმახს ისევ სვავ თავის ადგილზე, თუ ისე მოხვდა რომ ცოტათი შესვლის მერე გაეჭედა ჩახმახი და აღარც წინ მიდის და აღარც უკან, ნუ ებრძოლები, დააკვირსი კოლოფზე არის, ასევე უკანა ზემოთან მხარეს ერთი ვინტი, ეგ ვინტი ამოხრახნე და მერე ჩახმახი უპრობლემოდ ჩაჯდება. თუ ჩახმახის ჩაჯდომისას გაითვალისიწნებ და ჩახმახზე არსებული ვინტის ხვრელს ისე არ შეაცურებ რომ ვერტიკალურად იყოს ეგ ხვრელი განთავსებული, მაშინ ზემოთა ვინტის თავი არ ჩახტება მაგ ხვრელში და აღარ გაგაწვალებს, შედეგად ზედმეტად ზემოთ არსებული ვინტი მოსახსნელი არ გექნება.
7) ჩახმახის ბუდეში დაბრუნების შემდეგ მოუჭირე ის ვინტი რომელიც მე-3 პუნქტშI მოხსენი.
მორჩა სულ ეგაა
დიიიიიდიიიიიი მადლობა!!!
და ბარემ ძალიან თუ არ შეგაწუხებ შომპოლის ლინკიც იქნებ დამიდო როგორი უნდა თორე მე რაც მაქ სახლში ის ბოლომდე არ წვდება მოკლეა ანუ...
ganja1981
მაგნუმში ქონდათ ადრე (გუდვილში) , მანდ ვიყიდე მე და ნორმალურად ვხმარობ..
ვერ გეტყვი, ეხლა აქვთ თუ არა...
cz80
ისეთები აღარ აქვთ, ახლა რაც აქვთ არაა მთლად კარგი, ანუ ლითონისაა და შესაძლოა დააზიანოს ლულა!
სადმე ამერიკაში არაა? რამე საიტი ხომ არ იცით რომ ყიდიდეს პნევმატური იარაღის საწმენდ აქსესუარებს
ganja1981
აქ მაგნუმს ადრე რაც ჰქონდა 10 ლარი ღირდა, ახლა არარ აქვს, ეგეტები.
ამერიკაში უნდა ნახო Dowey ფირმის, მაგრამ დიდი ფასი აქვს, და პლიუს ტრანსპორტირების საფასურიც დიდი გამოვა იმის გამო რომ დიდ ცილინდრშია ჩადებული.
კაროჩე ახვალ მგონი 100-150 ლარამდე , მაშIნ ისევ მაგნუმში მიხვიდო და ძვირიანი 100 ლარიანი იყიდო ის ჯობია
ვახ ვეღარ გავიგე რა ამ საქართველოში როგორ არაფერი არ იშოვნება...
მე შემეშალა ფირმის დასახელება ბლინ, Dowey კი არა Dewey არის , მოკლედ http://www.amazon.com/Dewey-Coated-Rod-Jag-177/dp/B001OPLEM8/ref=sr_1_17?ie=UTF8&qid=1332743299&sr=8-17
26 დუიმიანი ლულიებისთვისაა ანუ ჩვენებურად 66 სანტიმეტრიანია. მარადიორის ლულა 50 სანტიმეტრია, ნუ პლიუს უკან ადგილი სადრაც 10 სანტიმეტრი, კაროჩე იდეალურად ეტევი ზომებში (პლიუს ჩოთქებს დაუყენებ ამ შტუკას....), ცუდი ისაა რომ ღირს $35.99, თავის შიდა შიპინგიანად გამოდის $35.99 + $6.21 shipping ანუ 42.2, პლიუს ქართული კომპანიების ჩამოტანის საფასური დაამატე, სადღაც 2-3 კილოს ჩაგითვლიან იმის გამო რომ ეგ შუკა რომ არ გატყდეს დევს მრგვალ 6 სანტიმეტრის დიამეტრისა და 1 მეტრი სიგრძის პლასტიკატის მილში.
ანუ უხეშად გამოგდის 42.2 + 16 ან 24$, სადღაც საშუალოდ გამოდის 60-65$ დანარჩენი შენ გადაწყვიტე
ხო, მაგრამ მეტრიანით, რომ გავზომე ლულა+ის უკანა ნაწილი გამოვიდა 77 სანტიმეტრი...
ganja1981
კოლოფის უკნიდან ლულის უკანა მხარემდე არის 87-88 მილიმეტრი, ლულა მარადიორს აქვს 50 სანტიმეტრიანი. ის რაც შენ გაზომე და 77 სანტიემტრი გამოგივიდა, არის შრაუდერი, ანუ ლულაზე ზემოდან წამოცმული ჰაერის დამჭერი!
მოკლედ ეგ სქელი შტუკა შენ რომ ლულა გგონია დაიჭირე ხელში და მოატრიალე, დაიწყებს ტრიალს, ატრიალე, ატრიალე სანამ უკანა მხარეს რეზბიდან არ გამოვა, მერე წინ გაწიე და მოხსენი, დაინახავ რეალურად ლულა რამხელაა და სად მთავრდება!
ლულა მარადიორს უმთავრდება რვიანთან, წინიდან დამტენ პორტთან რომ უკეთია
ახლა გადავხედე, პირველ გვერდზე, პირველ პოსტში აშკარად მიწერია რომ შრაუდერი სძვრება!
აგერ რამდენიმე სურათი, შრაუდერის დამაგრების ადგილი კოლოფთან
აგერ ბატონო როგორ არის მოხსნილი და შიგნით გაცილებით წვრილი ლულა ჩანს.
ეს კი რა ყრია შრაუდერში რომ ჰაერი მოკვეთოს
ეს კი რეალურად ლულა სად თავდება
გასაგებია, ანუ წმენდისას ლულაზე რაც არის წამოცმული სქელი "შრაუდერი"ეგეც უნდა მოვხსნა ხო, ხო სწორედ გავიგე?
ganja1981
არა კაცოუ! ეგ მოხსენი რომ რეალური ზომა დაინახო მეთქი (თავიდან ხომ დაწერე გავზომე 77 სანტიმეტრიაო, ხოდა რომ ამეხსნა მაგხელა არაა ლულა მეთქი მაგისთვის დავწერე). ეგ არაფერში არ გიშლის ხელს, იყოს ზედ რავარც არის, ტრუბაა რა, არაფერს აკეთებს და არანაირად არ გიშლის ხელს წმენდისას.
კი მაგრამ შომპოლი ბოლომდე თუ არ გავიდა ჭუჭყიანი პაჩი როგორ მოვაშორო.....???
მოდით აქ განვიხილოთ ყველა მოდელზე ლულის გაწმენდის ვარიანტები.
ახლა მარადიორის თემაში აღმოვაჩინე, რომ მარტო ამაზე მიდის საუბარი და გადმოვიტან აქ. როდესაც ვინმეს საკუთარ თოფზე დასჭირდება რჩევა, გთხოვთ გამოიყენოთ ეს თემა.
მარადიორის თემიდანაც გადმოვიტან აქ.
ganja1981
ხო მაგას ვგულისხმობდი ანუ ან 77 სმ-იანი შომპოლი მჭირდება ან შრაუდერის მოხსნა ყოველი გაწმენდისას. და ამ შრაუდერის მოხსნა გაკეთება რთულია თუ მარტივად ხდება ეგ ამბავი...?
ganja1981
ვსიო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღე დიდი მადლობა ყველას!
წინიდან ის პლასმასის მილი რაღათ უნდა, ვერ გავიგე.
WD 40 ით რო გავწმინდო ლულა ატ 44 ზე ხომ შეიძლება?
davita76
ეგ მგონი ტყვიის ნარჩენებს არ ხსნის, ჟანგის და ეგეთი მაიმუნობებისაა, ზეთი უნდა ლულის საწმენდი ტყვია რო მოაცილოს და მერე გამშრალება კარგათ
koknar
მადლობა გაიხარე
davita76
http://www.radikal.ru
ეგ ხსნის ტყვიას.
Multi-Tool
დიდი მადლობა
რადგან ლულის წმენდასთან არის დაკავშირებული მეც დავწერ.ესეიგი აი სადაც იარაღს აწერია კალიბრი და გამოშვება მაგ ადგილას შიგნიდან აქვს თითქოს მიმხმარივით რაღაცნაირად ვერგავიგე,დღეს გავწმინდა ყურის ჩხირებით მაგრამ მაინც აქ და რავუშველო რამე ზეთი როამოაშოროს ან რავი რითი უნდა გაიწმინდოს?
SVD
რომელ იარაღს? ან ხელმოწერა გააკეტე და იქ მიაწერე რა იარაღები გაქვს რომ ხალხს კითხვები არ უჩნდებოდეს, ან ნუ დაიზარებ ხოლმე და დაწერე რომელ იარაღზეა საუბარი, მე მაგალიტად არ მახსოვს შენ რომელი ფიშტო გაქვენ....
კროსმან ვანტაჯი ამ იარაღზე მაქვს საუბარი
SVD
ადრე თუ ჩაგიხედი მაგ ალულაში, ჰქონდა რამე?
სპილენძის მავთული გაატარე მანდ და გაიგებ რა ხდება.
SVD
ნარეზებში ჩაიგლისებოდა ტყვია ყველავარიანტში. მე არ გამიწმენდია ჩემი ლულა არასდროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაზე ჩქარა პნევმატურებს უბინძურდებათ ნარეზი
ლულის ნარეზის გასაწმენდად რომელი ზეთის ხმარება ჯობია ?
ბალისტოლის თუ ოტის ზეთის ?
userman
მე ბალისტოლს ვხმარობ და მომწონს. მეორე არ მიხმარია
და ვერ შევადარებ.
userman მე ვხმარობ ბალისტოლს,სპირტის 100გრამიან ბოთლებში აქვთ ხოლმე მაგნუმში და არ ვემდური. 7 ლარი მივეცი და მგონი ეგ ზეთი სიბერემდე გამყვება
გამარჯობა. მეგობრებო მგონი ზედმეტად წვალობთ პნევმატიკის წმენდით. მაქვს Feinwerkbau 600 ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ნაყიდი. ამ ზაფხულს შევიძინე Feinwerkbau 800 X და პისტოლეტი steyr lp10, მათი ერთადერთი რეკომენდირებული წმენდა - ნაბდის ქეჩების სროლაა, მოზრავი და ხელშესახები დეტალების იზეთება მსუბუქად, იარაღები იდეალურად მუშაობს.
გვანახე ერთი ეგ ფიშტოები.ეგენი ისეთი თემაა მე რომ ვთქვა ბუგატი მყავს თქო არავინ დამიჯერებს.ისიც დაწერე სად და რამდენად იყიდე
სპეციალურად გადაღებული სურათები არ მაქვს 800 მოდელის, აი პისტოლეტები და 600 მოდელის ვიპოვე. 10 იანვრის მერე ვიქნები ტირში და გადავუღებ თუ გნებავთ.
აქ სურათი როგორ ავტვირთო?
პ.ს. ამით მინდოდა მეთქვა რომ როგორი სერიოზული მწარმოებელიცაა ფაენი და შტეერი, რეკომენდირებულად არ მიიჩნევენ პნევმატური იარაღების "ხეხვას". თორემ ყველამ თავის თოფის თითონ იცის...
iduka
შენ იმას არ ითვალისწინებ რომ მაგ შტეერის და ფაენს ლულები უკვე გაპრიალებული აქვს, ანუ პალიროვკას რომ ეძახიან, შედეგად ტყვიის ნადები ლულაში იმდენი აღარ რჩება.
თუმცა გარწმუნებ ჩემთან არაერთი LP10 და LP1 მოუტანიათ გასაკეტებლად და ლულის ირგვლივ ჩამოცმული ალუმინის კარკასი და ხვრელები საკმაოდ მოშნადაა ხოლმე გამოტენილი ტყვიის წვრილი დისპერსიული მტვერით. ხელს მოკიდევ და ხელი ეგრევე შავ, მორუხო, მოლურჯო ხდება თითქოს და გრაფიტის ტაოტიან დეტალს მოკიდე ხელიო.
ასე რომ ტყვიის ანაქერცლი მანდაცაა, უბრალოდ იმის გამო რომ ლულების შიგნითა ხვრელი გაპრიალებულია ძალიან ცოტა მტვერი რჩება თვითონ ლულის შიდა კედლებზე, მაგრამ ერთი LP10-ის ლულა მაქვს გაწმენდილი ჩვეულებრივი მეთოდით და რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს და ეწინააღმდეგებოდეს შტაერის რეკომენდაციებს, კაი ბლომად ჭუჭყიანი ბამბის ტილო გამოვიღე.
P.S მე მაქვს Stayr LG110 და მაგის ლულასაც საკმაოდ ხშირად უნდა ლულის წმენდა თორემ ეგრევე იწყება ხოლმე ტყვიების გაფანტვა. თან ოლიმპიურ 10 მეტრზე არ მაქვს საუბარი, მანდ ერთი ტყვიის დიამეტრის ხელა ხვრელია და ტყვია ტყვიაში ჯდება, მაგრამ აი 50 მეტრზე უკვე სულ სხვა სურათია
ეს ზეთი გამოდგება თუ არა ნარეზის გასაწმენდად ?
userman
არ გააკარო პნევმოს ლულას!
ეგ არის ტუტე შემცველი ზეთი, ცეცხლსასროლისთვის, ცაცხლსასროლში სულ სხვა შენადნობის და მარკის ლულები გამოიყენება, პნევმატიკაში კი გაცილებით იაფიანი და მარტივი ფოლადებია, ზოგჯერ კი პროსტა რკინაა ოდნავი წრთობით. შედეგად ეგ ტუტე ნადებთან ერთად ისე გემრიელად ამოგიხრამუნებს ლულაში რაკოვინებს რომ მერე მაგ რაკოვინებში დაიწყებს ტყვიის ნადები გაცილებით მალე ჩაგროვებას და ამობურცული კუნძულების გაკეტებას, რაც შემდეგში უფრო და უფრო ცუდათ იმოქმედებს მიზანზე.
პნევმატიკისთვის გინდა არ გინდა არის, მხოლოდ ერთი მისაღები ზეთი ნადების მოსახსნელად, ეგ არის http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss?url=search-alias%3Dsporting&field-keywords=Ultra+Bore+Solvent+. არის სხვადასხვა შეფუთვის და მაქედან გამომდინარე ფასის. ნახავ ამაზონზეც, იბეიზეც და პირამიდზეც, სადაც გაგიხარდება იქ იყიდე.
გამოყენების წესი უხესად შემდეგია, დაიტანე ეგ ზეთი ნეილონის ჩოთქზე (ლატუნის ჩოთქი არაა საჭირო), თუ ნეილონის ჩოთქი არ გაქვს, შეგიძლია ბამბის ნაჭრით ისარგებლო, მაგრამ ნაჭერს ცუდი თვისება ის აქვს რომ ყველგან არ ტოვებს ზეთს და ზოგან გამოწმინდავს... მოკელდ ჩოთქს აპიპინებ მაგ ზეთით და ლულაში 2-3-ჯერ გაატარე, შედეგად ლულაში მაგ სეთი დარჩება ოხრად და ეგრე დატოვე 5-10 წუთი,
შემდეგ კიდევ ერთხელ იგივე გააკეთე და დაინახავ რომ მოშნად ჭუჭყიანი გამოდის ჩოთქიც და ზეთიც... კიდევ აცადე მაქსიმუმ 5 წუთი და მერე დაიწყე აქტიურად მაგის გამოტანა, ანუ აქ უკვე გინდა, ან ბამბის ჩოთქები ოხრად, ან ბამბის ნაჭრები. დაიწყებ ჯერ გამოსუფთავებას და გამოვა მოშნად ჭუჭყიანები, მერე ცოტა სუფთა რომ გამოვა უკვე ბამბის ნაჭერი ან ჩოთქი დაასველე მაგ ზეთით და კიდევ 4-5-ჯერ გაატარე რომ რაღებში თუ სადმე რაიმე არ ამოიწმინდა ისიც რომ დაიძრას და მერე უკვე საბოლოოდ გამომშრალება გასუფთავებაზე გადადიხარ, ანუ იმდენ ჩოთქვს, ან ნაჭერს იყენებ სანამ ბოლოს სუფთა არ გამოვა ლულიდან, ვსიო ეგაა მთელი რეცეპტი
ja_ja
მადლობთ ყურადღებისათვის.
სალამი ფორუმელებო, ჩემს ფანტომს ლულა აქვს გასაწმენდი რო გავიხედავ შიგნით აშკარად ეტყობა რო ცუდ დღეშია, აქ წავიკითხე რო ბალისტოლს იყენებთ რამდენიმე ფორუმელი და ისიც წავიკითხე რომ განსხვავებაა ამ ზემოთ აღნიშნულ ზეთებს შორის
აქ დავდებ რამდენიმე ლინკს და იქნებ მირჩიოთ რომელი გამოვიყენო
http://western.ge/product/ballistol-2/
http://western.ge/product/ballistol/
http://western.ge/product/ballistol-3/
mister_io
pilotina
მადლობა გაიხარე, მე ზ.დ.პ მაქვს და რეზინები არაქვს ლულის გადამშვებთან როა იმას თუარჩავთვლით ასე რომ მაგმხრივ პრობლემა არუნდაიყოს მე ეგმაშინებს რო პნევმატიკის ლულა უფრო სუსტი შენადნობისგანაა დამზადებული ვიდრე ცეცხლსასროლის და ნარეზებს არაფერი დავმართო და თან ნადების მოშორებაც შევძლო კარგად
mister_io
მოკლედ როგორც მივხვდი თემიდან ბალისტოლი უნდა გამოვიყენო შიგნიდან ლულის საწმენდად ხო?
ტიტანი მაქვს ზდპ.
და რითი უნდა გაიწმინდოს.+ დაახლოებით რა თანხებთანაა დაკავშირებული აქ მაღაზიებში.
temo-777
userman
გასაგებია,მადლობა,გავწმინდე.
ახლა მაინტერესებს სადმე დეკონვერსაციაზე არის აქ თემა?
ვერ ვნახე და მგონი ჩემს ტიტანს დიზელის ეფექტი აქვს,
ბოლი შევამჩნიე ცოტა რაოდენობით
გამარჯობა, https://www.ebay.com/itm/Bore-Snake-Cleaner-17-22-30-38-308-Cal-12-Gauge-Rifle-Pistol-Cleaning-/272524673692?var=&hash=item3f73bc829c:m:mAQ_GYkt3vZWggapxtRopoA რას მეტყვით? ღირს ყიდვა? და რო რამე იყოს მშრალით გაწმენდა უშველის? ხშირად მიწევს ხოლმე უხარისხო ტყვიების სროლა და ბევრ ნაგავს ტოვებს სავარაუდოდ
ნიკა
ja_ja ზედა პოსტებს გადავხედე და იმიტომ ვიკითხე მშრალზე. ანუ ბალისტოლი გამოვიყენო ხო? და ესეიგი ეს თოკი არ ვარგა. მადლობა ამომწურავი პასუხისთვის
ნიკა
შტეერის სერტიფიცირებული წარმომადგენელი საუბრობს ლულის გაწმენდაზე 18:00-დან ამ ვიდეოში.
okela84
ანუ ზეთს არ ხმარობს . მხოლოდ სუფთა ნაჭერს ახსენებს . არადა მეგონა გაწმენდის ამ მეთოდს ჩემი სახელი დაერქმეოდა .
userman
მე საერთოდ არ გამიწმენდია რამდენიმე ათასი გასროლა და რაც უფრო ბევრი ვისროლე გაუწმენდავად მით უფრო უკეთ ისროდა. 200-300 გასროლის შემდეგ ნუ შეადარებთ. ისროლეთ 3-4 ათასი ტყვია და შემდეგ შეადარეთ ვისაც არ გჯერათ
ლულის წმენდა და შედეგები, ჩემი აზრით ლულის ხარისხზეც იქნება დამოკიდებული. თუ ლულა კარგი ხარისხის არის და არ აქვს ხაოები, კარგი პოლირებულია, ნაკლებ ჭუჭხს დატოვებს და შესაბამისად არ დაჭირდება ხშირი წმენდა
giga2010
არ ვდაობ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია
ეს რუსი ან სულ სხვა რამეს ამბობდა და კითხვა ვერ გაიგო ან სრული მარაზმი თქვა მესმის რომ ინდივიდუალურია ყველას მიდგომა, მაგრამ ნუ მე პირადად აი პროსტა სუპერ ვერ დავეთანხმები დაჟე შტაირის ლულაზე, ხოლო სხვა ლულებთან მიმართებაში მისი ნათქვამის გამოყენება ... აი ჩემი გადასახედიდან რბილად რომ ვთქვათ არამართებულია და აი რატომ:
1) ნუ ჯერესერთი თვითონ ნაქებ წმენდის მეთოდზეც კი გაატარა ეგრეთქოდებული ტექნოლოგიური ქაღალდი და ჭუჭყიანი გამოვიდა
2) შტაირის ლულის შედარება, ან ვალტერის სპეციალურად დამუშავებული ლულების შედარება არ შეიძლება იგივე ვალტერის ჩვეულებრივ სერიასთან და მითუმეტეს კროსმანის ან თურქულ ლულებთან შედარება სულ ყველაფერი რომ გამოვტოვოთ ბანალური ლულების გაპრიალების გამო. ანუ ლულები კატის კვერცხებივითაა გაპროალებული და მინიმალური ნადები ახერხებს მის ზედაპირზე დაგროვებას, დაჟე მქონდა CZ-ს ლულა რომელსაც ჩოკთან საკაიფო ტალღები ჰქონდა და მომიწია კარგად ჩალიჩი და პრიალი რომ ეგ ტალღები მომეცილებინა....
3) ვინ დააკვირდით იმ ტერმინს რომ ყოველი სროლის მერე ლულას გაწმენდა უნდაო... ახლა აღიარეთ რომელი წმინდათ ყოველი ნადირობის, ან ვარჯიშის მერე ლულას... და აღიარეთ რომელი ზიხართ ერთ კონკრეტულ ტყვიაზე და არ გადადი გადმოდიხართ ერთი ტყვიიდან მეორეზე?
4) ეს მე-4 პუნქტი დაფუძნებულია წინა პუნქტზე... ტიპი ვარჯიში იქნება თუ შეჯიბრი დარწმუნებული ვარ ისვრის ერთი და იგივე ტყვიას, და მაქსიმუმ 150-200 გასროლას აკეთებს, ეგეც მაქსიმუმ შემთხვევაში და პლიუს იმას არ ამბობს რომ ყოველი სერიის მერე, ანუ ვთქვათ BR-ის შემთხვევაში ყოველი 25 ან 50 გასროლის მერე ლულას წმინდავს, ანუ სერია ჩაამთავრე, შედმეგ სერიამდე დრო გაქვს სანამ სხვა ისვრის და მსაჯი ქულებს თვლის.... წავიდა ლულის წმენდა, მსოფლიო შეჯიბრების ვიდეოებს მაინც გადახედეთ
5) პირადი გამოცდილებიდან, რადგან მეც მაქვს ზუსტად ეგ მოდელი შტაირის, და ზუსტად ეგეთი მოკლე ლულით, შემიძლია ზუსტად ვთქვა რომ თუ 200-300 გასროლის მერე ლულას არ გაწმინდავ ტყვია უკვე ზუსტად აღარ მიდის და იმისათვის რომ ტყვიის ნადები მოვხსნა ჩქარა და ეფექტურად არანაირი მშრალი მეთოდი არ შველის საქმეს, იმენნა დარბილება ზეთით, მერე გამოწნედა, მერე ისევ დარბილება, გამოწმენდა, კიდევ დარბილება და გამოწმენდა, და მხოლოდ ამის მერე გამშრალებამდე ოხრად მშრალი პაჩების და ქეჩების გატარება.... არ მუშაობს მხოლოდ მშრალი ვინც რა არ უნდა მითხრას თუ არა და მივუშვებ ჩემს თოფთან და დამიმტკიცოს ფაქტებით
6) სანადირო ლულებს ხალხი 1000 და 5000 გასროლამდე არ წმინდავს, პლიუს ხრახნები ზაუსენცებიანია რომელზეც კარგად ეტყაპნება რბილი ტყვიის ნასა და ყოველ შემდეგ ჯერზე უფრო და უფრო იმატებს, მქონია ისეთ ლულებთან შეხება რომელიც გაი ბლომად სპეც ზეთით დასველება გაქმენდის მერე ლულიდან მაინც ჭუჭყიანი ქეჩა გამოდიოდა და პროსტა პატრონისთვის მიმიცია ხოლმე ბოდიშების მოხდით რომ უკაცრავად, მაგრამ ამის ნერვები მე არ მაქვსთქვა და ვინმეს უნდა მითხრას რომ მხოლოდ მშრალი ტრიაპკა და "ტექნოლოგიური ქაღალდი" გამოწმენდავს ლულას?
7) არანაირი ეგრეთწოდებული სუპერ ტექნოლოგიური ქაღალდის ქეჩები საჭირო არაა... ნებისმიერ მაღაზიაში შედით და იყიდეთ კოსმეტიკურ განყოფილებაში ბამბის მრგვალი ან ოთხკუთხედი ტამბონები, ნუ გოიგოები იყენებენ მაკიაღის მოსაცილებლად, დაიადეთ ყველაზე იაფიანი 1.50 ლარი ღის და კარფურში ხანდახან 1.20-ად იჩითება. 4.5-ს ნახევადი ტამპონიც კია რ უნდა ასე რომ ოხრად გეყოფად.
ახლა კი ადექით და გაატარეთ მშრალზე ეგ ტამპონი და გადადეთ გვერდზე (არა აქვს გატარების მეთოდს მნიშვნელობა, შომპოლით გაატღევთ თუ სპეც ლულის ძუით), შემდეგ ლულა დანამეთ პოლიეთილენის ქეჩის მეშვეობით OTIS-ის ზეთით და დატოვეთ ეგრე 5-10 წუთი, შემდეგ იგივე ზომის ბამბა აიღეთ და იგივე მეთოდით გაატარეთ ლულაში და აი მერე მითხარით მშრალ მეთოდმა მეტი ნადები გამოიტანა თუ ზეთიანმა მანდ მორჩემა მგონი კამათი, თუ მშრალი იგივე რაოდენობას გამოიტანს რასაც ზეთიანი, მაშინ მე ხელი ამიწევია, მაგრამ თუ ზეთიანზე უფრო მეტი ნადები გამოიტანა, მაშინ ერთხელ დასამუდამოდ მოვრჩეთ ახალი მეთოდების და ერთეული მარგალიტი ეგზემპლარების მიერ აღმოჩენილ კოსმოსური ტექნოლოგიების გამოყენებას.... რაც არ უნდა მაგარი შტაირი ედგას წინ ეგ არაფერს არ ნიშნავს
ja_ja
ბალისტოლის ზეთი რომ იყიდება აქაურ მაღაზიებში, სპრეის სახით მაგით შეიძლება გაწმენდა ლულის? универсалное масло აწერია
ისე მეც მაინტერესებს. ალტერნატივა ოტისის ზეთის, ანუ აქ ხელმისაწვდომი რომ იყოს რომელი ზეთის გამოყენება შეიძლება? მე დღემდე ბალისტოლის ზეთს ვხმარობ, რაც ბაიკერმა აღნიშნა.
giga2010
userman
მოგესალმებით მეგობრებო თუ შჰეიზლება ასეტი რამ მოხდეს. ლულის გაცმენდის მერე ჯგუფები აგარ გააკეტოს ტოფმა ატი ტყვია ვისროლე და სხვაგან დაიცყო მოხვედრა ანუ სადაც ხვდებოდა მის დაბლა და აბნევს. ვისრი 10. 34 ჯსბ ჰატსან 135 გაზაოი პრუჯინიტაა სანამ გავცმინდავდი ზაან კარგად აჯგუფებდა. არმინდა ჯერ ოპტიკა გავასცორო როგორ მოვიქცე?მადლობა ცინასცარ
მეც ეგრე ვფიქრობ. გაიხარე მადლობა.
ja_ja გამარჯობა. უკრაინელ მსროლელთა გუნდიც მხოლოდ მშრალი მარლათი წმინდავს პნევმატურ შაშხანებს, ჩემი თვალით ვნახე გერმანიაში, ვიკითხე კიდეც, არანაირი ზეთი. ანშულტზე და შტაერზე. პისტოლეტებს თითქმის არ წმენდავენ რამდენადაც გასაკვირი არუნდა იყოს. არანაირი სიზუსტის დარღვევა 10 მეტრ დისტანციაზე. მე გავწმინდე ჩემი feinwerkbau 800x ბალისტოლით საცდელად, მაგრადაც გამოვამშრალე, თუმცა 50 გასროლამდე დაირღვა სიზუსტე. სანადირო პნევმატიკაში როგორაა ჩემზე კარგად იცით ალბათ...
ეხლა ვაპირებდი ლულის გაწმენდას თურმე გამთავებია ვდ40, რასტვარიწელით რო გავწმინდო წავა?
name
აქ ბევრი დაწერილა ლულის წმენდის შესახებ. მე ჩემსას ვიტყვი. ლულას კარგად ვალბობ ბალისტოლის უნივერსალი ზეთით, ვაჩერებ 20-25 წუთი და შემდგომ კაპრონის თოკით და ხელის სალფეტკით კარგად ვწმინდავ, სანამ სუფთა ქაღალდს არ გამოვიტან.
კაპრონის თოკი კარგად უნდა შეარჩიო და მალე უნდა ცვალო, რომ არ გაწყდეს და არ გაიჭედოს ქაღალდი. ზოგადად ლულას ვწმენდავ 500 გასროლის შემდგომ
ეგ რომელია ბალისტოლის ზეთი? ჩვეულებრივი ყვითელი ზეთია, მარტო ვდ40 ვწმენდი, თუ გაიჭედა ლულაში გაისვრი და გამოაგდება
აცეტონი გავჩითე სახლში და ვიფიქრე ამით გამეწმინდა, თან ვიკითხე, ხელის სალფეყკს ნამბა არ ჯობს? არ იხევა დასველებისდროს თუ ვდ40 არ ხმარობ საერთოთ?
name
ბამბაც კარგია, მაგრამ მგონია რომ ქაღალდი უფრო მჭიდროდ გადის ლულაში, სიგარეტის მაგვარად ვახვევ და ვატარებ, ვდ-40 გამომიყენებია. აცეტონს არ გირჩევ, შეიძლება ლულაში რეზინა რომ ზის ისიც გაგიფუჭოს.
name
აცეტონი სულ სხვა ნივთიერებაა რომელიც ზეთსაც ხსნის და აშორებს. და ლულის საწმენდად ზეთია საჭირო. ბალისტოლის ჩამოსასხმელები ძვირი არ ღირს 5-7 ლარი ღირს. უნივერსალური აიღე კარგია როგორც საწმენდად ისე შესანახად. ბოლო პირზე მეც ქაღალდს ვამჯობინებ.
გამარჯობა, სასროლ ნაბდებზე რას ფიქრპბთ ?
მაინტერესებს მაგ ნაბდების სროლა თუა რეკომენდირებული მაყუჩიან ლულაზე ? ხოარ გაიტენება მაყუჩი მაგ ნაბდით ნეტა, მერე კი დაშლი და გაწმინდავ მარა რამეს ხოარ დააზიანებს ?
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services