ამ თემაში, შეხვედრამდე (კვირამდე) დრო რომ არ დავკარგოთ, მოდით შევადგინოთ, გეგმა,
თუ რა არის გასაკეტებელი, პუნქტებათ, და შემდეგ დეტალურად განვიხილოთ, შეხვედრაზე, და გადავინაწილოთ ერთმანეთში,
თუ ვინ რას აკეთებს.
მე დავიწყებ გეგმას პირველ პოსტში, და თქვენ წერეთ რამნე დასამატებელი ტუ არის ან ამოსაგდები.
მაშ ასე.
ს.პ.ი.მ.ა 2010 სეზონის ჩასატარებლად, საჭირო ნაბიჯების გეგმა:
1. მიზნების დამზადებისთვის საჭირო ბიუჯეტის დადგენა, და შემდგომ დამზადება
2. თასი, მედალი ან სხვა საჭირო ნივთების დასაჯილდოებლად, შეძენის ბიუჯეტს დადგენა, და შემდგომ შეძენა
3. სასროლე ტერიტორიის პოვნა, არენდის დადგენა, თუ სხვა საჭირო ხარჯების დადგენა.
4. შეჯიბრისთვის საჭირო აქსესუარების სიის დადგენა, ბიუჯეტი, და შემდგომი შეძენა (მაგ. ლენტები წითელ-თეთრი, ტერიტორიის მოსანიშნად. ასევე ბლოკნოტები, და ბევრი სხვა წვრილმანი)
5. "ბანკირობა"... ვინმემ უნდა იკისროს, მოგროვებული (თუ მოგროვდა) სახსრების განაწილება ამა თუ იმ ამ გეგმის პუნქტის შესასრულებლად, და ხარჯების აღრიცხვა.
6. წესების მორგება ჩვენს რეალობაზე... შეზღუდვები, მანძილები და ა.შ.
7.
დღის განმავლობაში მცალია და დახმარება შემიძლია.
რადგან ამ თემიდან: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=89&st=40 აქ გადმოვედით, აქ დავწერ:
უსაფრთხოების ამბავში ალბათ კარგი იქნება, რომ ლენტებით შემოვღობოთ სასროლი ადგილები, აბრები მივაკრათ ხეებზე ან დავარჭოთ ჯოხებზე, + ის ადგილებიც იქნება ლენტებში მოსაქცევი, სადაც ვთქვათ აცელის შემთხვევაში ტყვია შეიძლება გაფრინდეს.
daviti
ისე შენ იდეალური კანდიდატი ხარ. მთელი დრე იქეთ აქეთ გიწევს სიარული და პახოდუ შეგიძლია რაღაცეების გარკვევა.
Jah
ძირითადი მაინც სამიზნეების, ანუ იმ ციყვების მუტანტი კლონების გაკეთება იქნება ყველაზე ხარჯიანი, როგორც დროის ასევე თანხების მხრივ, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მაგ ციყვების პროფილები (ნუ ციყვი სპოლო თუ რაც იქნება). და მწარე გამოცდილებიდან გასათვალისწინებელი იქნება შემდეგი რამ.... საღებავი. ანუ აქტიური სროლისას საღებავი სძვრება ენასაც და პროფილსაც.
მოსაფიქრებელი იქნება რით შევრებოთ, ან სპრეი ნიტრო საღებავით და ამ დროს მინიმუმ 5-10 წუთი თითო შრეს უნდა, მინიმუმ 2 შრე საჭიროა, შესაბამისად ამ პერიოდში სროლა არ გამოვა გაშრობა უნდა. ან მისაწეპებელი ქაღალდები იქნება დასათრევი მინიმუმ ენისთვის, მაგრამ ქაღალდი საერთოდ ერთი კაცის სროლაზე უკვე იფლითება და ეგრევე შესაცვლელი იქნება.
P.S. მაგრა მაინტერესებს ელის ანოდირება არ შეიძლება ყვითლად? და რამდენად მედეგი იქნება ფერი? ანუ საღებავივით იასნია არ ასძვრება, მაგრამ ნატყვიარები დაფარავს მგონი მაინც შეფერილ ნაწილს.... კაროჩე მგონი ისევ ნიტრო ჯობია.
ja_ja
ჰო, მოგვიწევს ორი - შავი და ყვითელი საღებავების ქონა თან დავასახიჩრებთ ციყვს, შევღებავთ, გავაგრძელებთ დასახიჩრების პროცესს.
ანოდირება რეალურად თუ კეთდება ჩვენთან სადმე არც ვიცი, არ გამიგია...
ისე, ვთქვათ ციყვი ან სპილო რომ არ იყოს და იყოს უბრალო წრე ან ოთხკუთხედი, არ გამოვა? ნაკლები ფინანსები დაიხარჯება.
Jah
ისე ჩემი აზრით იქამდე ჯერ უნდა მივიდეთ...
ბევრი რამე არის მანამდე გასაკეთებელი...
შეიძლება სულაც 3-4 კაცი შეგროვდეს, ვინც რეალურად იქნება დაინტერესებული, და მაშIნ სულ ჩიხშI შევალთ.
მოდით ჯერ ვიმსჯელოთ იმაზე თავიდან რა არის გასაკეთებელი,
მე ვფიქრობ რომ, ციყვები და ყვავები მზად რომ იქნება, შესაბამისი მოვლენების შემდეგ,
მერე უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ შევღებოთ და ა.შ.
თორემ ჩვენ ყოველთვის ისე გამოგვდის, მივედ მოვედებით ყველაფერს, წინ გავრბივართ და რეალურად არაფერი გამოგვდის...
ჯერ ხალხი არ შეგროვებულა, ბიუჯეტი არ დადგენილა, და საერთოდ არ ვიცით შედგება ის თუ არა... მოკლედ რა ვიცი.
მე ასე მგონია... შეიძლება ვცდები.
ამ თემაშიც დავწერ. გლდანიდან ნორიოსკენ მიმავალ გზაზე კარგი ადგილებია და არც ხალხი დადის. ნორიოსთან პოლიგონიც კი არის, თუ არ გეშორებათ შეიძლება გავლა და დათვალიერება
და ამისათვის ოფიციალური ნებართვა არაა საჭირო???
bazuka
თU ვინმეს საკუთრება არაა ის ტერიტორია, სადაც შეჯიბრის ჩატარებას დავგეგმავთ, რატომ უნდა დაგვჭირდეს ნებართვა? ნადირობისას არ გვჭირდება ნებართვა და როცა არაფერს დავხოცავთ, მაშინ რატომ იქნება საჭირო?
მე უფრო მაინტერესებს სიაშI რამე ხომ არ გამომრჩა,
რამე კიდე საკითხი ხომ არ არის გადასაწყვეტი თავდაპირველად
Jah
პირველი შეხვედრა-შეჯიბრი მაინც ცოტა ხარვეზებით ჩაივლის, ვიდრე მომდევნოები როგორც არ უნდა ვეცადოთ. ეს ჩმა-ა(აი მესმის ოპტიმიზმი)რაც შეეხება ნებართვას, თუ ტერიტორია კერძო არ არის არაფერი არ დაჭირდება და ჩვენც ნუ მივადგებით კერძო მესაკუთრეებს
ჩემი მხრივ მინდა შემოგთავაზოთ პრიზის სახით მამაკაცის ტიტანის ბეჭედი.მართალია მონაწილეობას ვერმივიღებ(თოფი არმაქვს.)
მაგრამმ პრიზს სიამოვნებით გადავცემ მოგებულს.
foxi
მე კვირას ვერ ვიქნები სამწუხაროდ, ზეგ ჩემი მანქანა ჩამოდის და ფოთში მიწევს წასვლა, 2 თვეა ვაპირებ რაღაც საქმეზე წასვლას დასავლეთში და ამ შემთხვევას გამოვიყენებ 25-ში ველოდი და დღეს დამირეკეს ზეგო ფოქსი დიდებული პრიზია, მე პირადად ბეჭედს არ ვატარებ მაგრამ სახლში დიდი სიამაყით დავდებდი საპატიო ადგილას, მარა მე ვინ მომაგებინებს აქ იმისთანა სტრელოკები არიან რაც შეეხება ნებართვაში თუ შეჯიბრის ნებართვა იგულისხმება ასეთ რამეს ოფიციალური ორგანო არ გასცემს ალბათ, რაც ტარდება ერთი ორი სასროლო სპორტისფედერაციის ეგიდით ტარდება და თუ რამე შეიძლება ვცადოთ მაგათი დაინტერესება, თან ჩვენი პნევმატური თოფები არ საჭიროებენ არანაირ ნებართვას ასე, რომ უკანონი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას ვერ დაგვაბრალებენ
მოკლედ საურონის ბეჭედია რა Lord of the koltso!
მაგარი მოხერხებული და მსუბუქია.რავიცი მემგონი ურიგო პრიზი არარი რასიტყვით?
Jah
შეხვედრა შაბათს არ გამოვა???
კვირას მორიგეობა მიწევს სამსახურში ბლინ, ვერც ვერავის გადავუცვალე მორიგეობა, ყველა ხელებს ასავსავებს არ მცალიაო....
ისე ერთი კაი კაცი გავიცანი, კვირას ჩვენთან ერთად უნდა წამოსვლა . მემგონი სამიზნეების პრობლემა ადვილად გადაიჭრება რაღაც რაღაცეები შემომთავაზა იმ კარგმა კაცმა
Jah
Jah
პლეხანოვზე მარტო 2 ლულა და მაჭახელას სახაჭაპურეა. ერთი ერთ ბოლოშია, მეორე მეორე ბოლოშია
Jah
კაფეების რა გითხრა სასადილო არის, 1 თუ 2, ნუ კიდევ ბარაქას სახაჭაპურე. აა კიდევ არის თურქული სასადილოები, მარა რავი ცალი თვალით ვუყურებ
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=993 დაშლა და დეტალების განხილვა, უკევ შეიძლება ხელოვნურ გამრავლებაზე ფიქრი
თურქულებია ბევრი , ორ ლულაშI ვერ დაილაპარაკებ მაქსიმუმ 4 კაცი დაჯდეს მაგიდასთან თან მუსიკაა და მოკლედ სიტუაცუა სახარბიელო არ არის წყნარად დალაპარაკების
ისე შემოიხედე გენაცვალეშიც შეიძლება, დალაპარაკება მანდ უფრო მოსულა, პროსტა სანამ რამეს მოიტანენ მშიერს მოგკლავენ
ja_ja
სად შენი სამსახური და სად შემოიხედე ???
bazuka
მეგობრებო, რას ვშვებით ხვალ?
ვინმეს გაქვთ იდეები სად რა დროს შევხვდეთ?
მგონი შემოიხედე გენაცვალეზე კაი არაფერი არ იჩითება...
საათი მითხარით რომ წინასწარ დავგეგმო სამსახურიდან გამოძრომა.
ჰო რა შევთანხმდეთ აბა საათი რომელზე დავთქვათ? 14:00 გაწყობთ?
ადგილზე რას ფიქრობთ?
კი მარა რა ხდება? არ ვაპირებთ შეკრებას?
რაცხა ძაან სიჩუმეა
მართლა მოდიხართ თუ არა?? მე უკვე მშია და ლულისკენ ვაპირებ გასვლას....
ჰე რას შვებით მართლა და მართლა ? არ წავიდეთ სადმე?
სადაა ლულა???
მეგამოვალ
მეც გამოვალ და სად?
bazuka
geojorjika
მე დავდივარ ხოლმე დანიურ სახლთან რომ ლულაა იქ, ჩელუსკინელების ხიდის გადმოღმა. სადაა გია??
რავი ერთი პერიოდი დაიწუნეთ ეგ ტოჩკა ყაყანი და ხალხია ოხრადო და.... მარა დღეს კვირაა ხალხი არამგონია იყოს თან ამ ნაწვიმარზე.
ja_ja
რომელი საათი?? 14:00 ???
სააათი? 14:00 ვერ მოვასწრებ 15:00 ხომ არა? ან ვთქვათ 14:30
geojorjika
bazuka
კაი იყოს 14:30, მარა მარტო ჩვენ... გდე იდეის ავტორი JAH???
ოკ 14:30 ჩელუსკინელების დვუხსტვოლკასთან
geojorjika
ოკ მანდ ვარ 30 წუთში
გიას დაურეკეთ რა
ოკ, მანდ ვარ
geojorjika
მოკელდ ინტერი რაღაცას ატრაკებსო ასე თქვა JAH-მა და 14:45 მანდ დავერჭობიო.
ja_ja
გამოგიარო????
bazuka
არა კაცო რა გამოვლა მინდა აქვე ვარ. სამსახურიდან მანდ 4 წუთი მინდა
ესეიგი 14:30
ისე აგერ http://GAMO%206%20Animal%20Interchangeable%20Silhouettes%20for%20Squirrel%20Targetპროფილები 6 ცალი შეკვრაში, მაგრამ ბაზა არ აქვს.
ღირს 21.45$, უწერია რომ წონა აქვს Shipping Weight: 4.4 pounds, უხეშად 2 კილო, თუმცა მეეჭვება და მინიმუმ ალბათ 2.5 კილო გამოვა ან 3. ნუ იმედია ვცდები, მაგრამ 6 ლისტი 2 კილო.... გამოდის რომ თითო ლისტი არის 333 გრამი, მემგონი რომ მეტი იქნება თითო პროფილი, ნუ ზუსტად სახლში რომ ავალ იქ ავწონი ჩემს ციყვს და უხეშად 6-ზე გავამრავლებ (მაღაზიაში ჩავიტან და ვნახავ).
კაი ვთქვათ და 2 კილოა, მაშინ ჩამოტანა სადღაც 18$ დაჯდება, ანუ 21.45+18=39.45$ ანუ 40$ და ეს მარტო პროფილები თან მინიმუმ 2 კოლოფი გვინდა, ანუ 80$ გამოდის უკვე ყველაზე კაი შემთხვევაში, ყველაზე ცუდში 96-100$
ისმის კითხვა რამდენად ღირს მარტო პროფილებში ამდენის გადახდა???
რა მოხდა, გადაწყვიტეთ რამე კონსილიუმზე?
რეპორტი გაგვიზიარეთ
Power_VANO
ja_ja
მოკლედ ხალხნო!!!
რა ხდება ამ ტემაში? რაღაც ძალიან მიიჩქმალა აქაურობა... სამიზნეების ამბავი ასე თუ ისე გარკვეული და საორიენტაციო ფასი ცნობილია.
რა ხდება ადგილზე? რეგისტრაციაზე, წესებზე, ნებართვებზე????? შარშანდელივით ნუ გავმაზავთ რა ყველაფერს....
ja_ja
თბილისში არავარ, 3-4დღეში ჩამოვალ და რაღაც-რაღაცეებს მეც გავიგებ.
ეს კიდევ მეორე თემაა რომელიც ისე მიიჩქმალა რომ არავის გამოხედვა არ უნდა აქეთკენ!!!!
რა ხდება ხალხნო?? გავიდა ზაფხული, ბექამ უნკე დადო თუ რა და როგორ დაჯდებოდა, მგონი Ochopintre-მ ითრია 3 მილიმეტრიანი ლისტი, დალშე რა ხდება????
ახლა უნდა ჩამოვუარო და ამოვყარო ყველა ასეთი თემა, თორემ მიჩქმალულია და ყველას რაცხა მივიწყებული აქვს ყველაფერი.
რა ქენით ადგილი მოიძებნა რაიმე???
გეუბნებით ხოლმე არის პირდაპირ კუს ტბის თავზე ადგილი მეთქი, არ უნდა ამდენი ვაი ვუი... მაინც რაცხა უშველებელს იტეხავთ და ბოლოში ვერ გავდივართ ხოლმე რა.
ეს თემა რომ ჩაკვდა მეც არ მომწონს, მე ისიც გითხარით ერთ შაბათ-კვირას გავიდეთ ჩემი მანქანით და ადგილები დავძებნოთთქო, მაგრამ გამოხმაურება ნიხტ
მაშტაბურობა აკლია მაგთემას.
გასახსნელია ახალი თემა იმ ტარგეტებზე, მოსაგროვებელი ფული და ეგაა
კვირას მოვიძიოთ ადგილები თან ვისროლოთ კიდეც.
ახალ თემას არ გავხსნი და აქვე დავწერ,
დავიწყოთ მზადება ამ შეჯიბრისთვის?
ისე სულ არაა საჭირო ეგრევე პრიზებით და მედლებით დავიწყოთ, თავიდან შეგვიძლია უბრალოდ საცდელი შეჯიბრი დავარქვათ და ისე გავიდეთ.
ადგილები მოვიძიოთ, წესებში გავერკვეთ და მერე კი კარგი ჩემპიონატიც მივცეთ.
ჯაჯა, რაღაც თანხები ხომ გვაქვს აგროვებული და მაგით ხომ არ დაგვეწყო მომზადება?
როდოს იგეგმება ძალიან მინდა წამოვიდე შეჯიბრზე
ilariona
ja_ja
გიო, ძირითადად 10-15 კაცი დავდივართ გასვლებზე და ხარჯებიც მასე დავთვალოთ.
ilariona
ja_ja
წესებით რამდენია საჭირო ნაღდად არ ვიცი, ეგ გასარკვევია.
ისე ახლა ვზივარ ბორდიულზე სადღაც ჯანდაბაში და ისე ვპოსტავ ქალთან ერთად არსად არ უნდა წახვიდე რა
ერთი კითხვა - მე მაყურებელი ვარ??
norica_dragon
მსაჯი
norica_dragon
ნუ ტიპა ტავო.... ან სხვა თუ გათხოვებს თოფს....
ან მშვენიერი რამ შემოგთავაზა ილარიონამ
ისე ამ სამიზნეებზე სექსაობას, ხომ არ დაუკვეთოთ ჰა?
ჯაჯინსკი, რამდენი დაგვჭირდება თქვი რა
ყველა მონაწილეს თავისი, რომ ჰქონდეს და შეჯიბრის ბოლოს წაიღოს სახლში.
ივარჯიშოს და ჩემპიონატზე ისევ მოიტანოს. აბა ჩტო სკაჟიტე?
ilariona
ილოჯან ახლა რომ ვკითხულობ 25-დან 50 ცალამდეა საუბარი, ნუ ამათაც ტავისი წესები აქვთ ტიპა BR25 და BR50-ის პონტში.. სულ რომ 20 ცალი იყოს, წარმოიდგინე რამოდენა თანხა გამოდის, თითო ციყვი 20$ ღირს, პლიუს ტრანსპორტირება 2-3 კილო გამოდის, ანუ ცალი სადრაც საშუალოდ 40$-მდე გამოდის, რას ამბობ ილოჯან მაგის დაკვეტას რა ფული ეყოფა....
ეგ ისე უნდა გავაკეთოთ რომ ნაწილი შტუკები ელიავაზე უნდა ვიყიდოთ, ნაწილ შტუკებზე მუხლებზე ხოხვით ბექას უნდა ვთხოვოთ თავის პლაზმაზე ამოგვიჭრას (ნუ მასალას უნდა შოვნა და რაც არ უნდა ჩვენიანი იყოს ბექა მინიმალური ხარჯის ტანხა მაინც გასასტუმრებელია, მე პირადად მიტყდება უკვე მაგ კაი ადამიანის წარამარა ჩვენს ყაიდაზე შეწუხება თითქოს და თავისი საქმე ან ცხოვრება არ ჰქონდეს ადამიანს)... ნუ იქ ზამბარები, ვინტი ბოლტი, თოკი ეს ელიავაზე ყრია...
ძირითადი არის, პროფილი და 2x2-ზე უგოლნიკები, უგოლნიკები პრობლემა არაა ელიავაზე იმენნა ყრია, და რკინა ძვირი არც ღირს, აი პროფილებისვის 2 ან 2.5-3 მილიმეტრიანი ლისტია სათრევი, ეგ კი ფულიც ეღირება და რაფერ მივიტანოთ ბექამდე ჯერ ვერ მოვიფიქრე
ბლიაძ, ბრიტანულ წესებს ვკითხულობ და ნამეტანი მკაცრია მე ამათი დედა ვატირე
ესეიგი სამიზნეები უნდა იყოს
მინიმუმ 25 ცალი, აქედან ყველაზე ახლო მდებარე შეიძლება იყოს 8 იარდზე, მაგაზე ახლო არ შეიძლება და ყველაზე შორს მყოფი შეიძლება იყოს 55 იარდზე
აქედან 20-20% სამიზნეების ისე უნდა იყოს განთავსებული რომ შესაძლებელი იყოს ფეხზემდგომმა და მუხლზე დაყრდნობუილმა ისროლო დანარჩენი სამიზნეები ტრაკზე დამჯდარმა უნდა მოხსნა ეგრეთწოდებული ბედუიმის პოზიდან
პლიუს კიდევ ერთი წესი 25 იარდამდე განთავსებულ სამიზნეებს კილ ზონა უნდა ჰქონდეთ 15 მილიმეტრი, 25 იარდის იქეთ განთავსებულებს 25 მილიემტრი... ესენი ვერ არიან ტოოოო ხელიდან უნდა გააძვრინო ტყვია 15 მილიმეტრში მე რატომღაც 50 მილიმეტრიანი ხვრელი მახსოვდა!....
ja_ja
მოეშვი ამ ბრიტანელებს, მოდი ფიფქია და შვიდი ჯუჯა გამოვიყენოთ შენ კი უნდა მიხვდე ამ პრიკოლს
მგონი წესებს ბოლოში გავდივარ, შევეცდები ხვალ დავაგდო ცალკე თემაში.
მერე დავწყოთ განხილვა და მომზადება.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services