როგორც იქნა გადაწყდა რიგით მეოთხე BR-ის და პირველი EXTREME BR-ის ჩატარების თარიღი, რომელიც ჩატარდება 1 სექტემბერს. შეჯიბრი გადაიდება მხოლოდ ამინდის უკიდურესად გაუარესების შემთხვევაში.
ასევე პირველად ქართველი ეარგანელების მიერ ორგანიზებული შეჯიბრებების ისტორიაში პირველად გამოგვიჩნდნენ სპონსორები, რომლებიც პირველ მეორე და მესამე ადგილებს დააჯილდოვებენ საკმაოდ სოლიდური პრიზებით. პრიზებზე ოდნავ მოგვიანებით.
ეხლა კი გადავიდეთ წესებზე:
EXTREME BENCHREST
წესები და პირობები
Extreme Benchrest-ის წესები:
• დაშვებულია 4.5 კალიბრის ნებისმიერი პნევმატური იარაღი, მიუხედავად მექანიზმის მუშაობისა თუ კლასისა (იგულისხმება როგორც მულტიკომპრესიული, ცო2, ზამბარ დგუშიანი, წინასწარ დაჭირხნული აირის სისტემით, ელექტრო დამრტყმელით, სასხლეტით, რედუქტორით, ურედუქტოროთ)
• დაშვებული ნებისმიერი ტიპის სამიზნე მოწყობილობა
• დაშვებულია ნებისმიერი ჯერადობის ოპტიკური სამიზნეები, ნებისმიერი დამატებითი შესაძლებლობებით (იქნება ეს სხივის მიმანიშნებელი, მანძილმზომის მქონე თუ სხვა)
• არ დაიშვება ჩამოსხმული, BB ტყვიები, მრგვალი ტყვიები, ხელნაკეთი ან ეგრეთწოდებული SLUG ტყვიები, მონაწილემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ მასიური წარმოების diabolo ტიპის ტყვიები
• პნევმატური იარაღი შეიძლება იყოს აღჭურბილი კლიპით ან შეძლება იყენებდეს თითო ტყვიის მიწოდების სისტემას
• არ დაიშვება ნახევრადავტომატური, ან სრულად ავტომატური იარაღი - ყველა იარაღს უნდა სჭრდებოდეს თითოეული გასროლისთვის მოქმედების შესრულება, ან გააჩნდეს გადატენვის მექანიზმი.
• არ დაიშვება მოწყობილობები რომლებიც მსროლელს დაეხმარება კლიპების და მჭიდების ავტომატური დატენვაში
• თუ მსროლელი იყენებს მჭიდს, ან კლიპს, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ქარხნული მასიური წარმოების მოწყობილობა
• არ არის ენერგეტიკის შეზღუდვა
• არ არის წონის შეზღუდვა
• არ არის კონდახის ფორმის შეზღუდვა
• დაშვებულია როგორც კლიპიდან სროლა, ასევე თითო ტყვიის მიწოდებით სროლა
• სამიზნეების დისტანცია 75 მეტრი
• დაშვებულია ნებისმიერი ტიპის წინა და უკანა საყდენი ბალიშები რომლებიც არ შეიცავს დამატებითი ფიქსაციის და რეგულირების ოპციებს.
• სროლისას არ დაიშვება თოფის რეზერვოარზე დაერთებული ნებისმიერი წნევის მიმწოდებელი მოწყობილობა
მსროლელს შეუძლია დატენოს თოფი იმდენჯერ რამდენჯერაც ჩათვლის საჭიროდ მისთვის გამოყოფილი ესტაფეტის მანძილზე. გაითვალისწინეთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის თოფმა არ უნდა დატოვოს შეჯიბრის ზონა ესტაფეტის მანძილზე
მატჩის ფორმატი:
• 25 სამიზნე ერთ მსროლელზე
• 1 ტყვია თითო სამიზნეზე
• 4 მისასროლი სამიზნე, რომელშიც გასროლების რაოდენობა არაა შეზღუდული
• 5 მსროლელი ყოველ ესტაფეტაში
• ყველა სასროლი სამიზნე იქნება განთავსებული ერთნაირ მანძილზე და ერთნაირ სამიზნე დაფაზე
• მსროლელს შეუძლია გამოიყენოს მისასროლი სამიზნეები თავისი შეხედულებისამებრ, მაგრამ ესტაფეტისთვის გამოყოფილ (მანამდე ერთი გასვლა ხო უნდა გავაკეთოთ და მანდ ჩავატაროთ ექსპერიმენტი 5-6 კაცში ვის რა დრო დაგვჭირდება და დროც მაგის მიხედვით დავაწესოთ) წუთში უნდა ჩაატიოს როგორც მისასროლი გასროლები, ასევე ძირითადი ჩათვლითი გასროლები, დამატებითი დრო და შეღავათი მისროლაზე დახარჯული დროისთვის მსროლელს არ ეძლევა.
• მისასროლი ზონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჩათვლითი სროლის დაწყებამდე. მონაწილე ჩათვლითი გასროლის დაწყებისთანავე კარგავს მისროლის ზონაში დაბრუნების უფლებას.
შეჯიბრის ფორმატი:
• ყოველი მსროლელი ესვრის 2 ცალ სამიზნე ქაღალდს საერთო ჯამში 50 ჩათვლითი გასროლა 50 ჩათვლით სამიზნეში (პირველ ქაღალდზე სროლის შემდეგ მსროლელი ელოდება ყველა მონაწილის ესტაფეტის დასრულებას და მეორე რაუნდში ესვრის მეორე ქაღალდის სამიზნეებს, შედეგი დაითვლება ჯამურად ორივე ქაღალდის შედეგით
• თითო ესტაფეტაში მონაწილეობს 5 მსროლელი (4 ესტაფეტა სულ), მონაწილეები შემდეგ რაუნდში შეეჯიბრებიან იგივე მონაწილეებს რომლებიც იყვნენ პირველ რაუნდში მისივე ესტაფეტის დროს (ეს უზრუნველყოფს ყველა მსროლელისთვის იგივე პირობებში მონაწილეობას, იგივე 5 მონინააღმდეგის მონაწილეობით)
სამიზნეები:
• სამიზნის მაგალითი – სავარჯიშო სამიზნე A4 Practice Target
• სამიზნის მაგალითი – ოფიციალური Official Extreme Benchrest -ის სამიზნეები
• სამიზნეების ზომები და ქულები:
• X-ის წრე……… 5.0 მმ
• 10-იანი წრე……… 12.0 მმ
• 9-იანი წრე………. 30.0 მმ
• 8-იანი წრე ……….50.0 მმ
• 7-იანი წრე……… 70.0 მმ
• 6-იანი წრე……… 90.0 მმ
• 5-იანი წრე……… 110.0 მმ
• 4-იანი წრე……….130.0 მმ
წრეების ზომები მოცემულია მილიმეტრებში
ქულების დათვლა:
• ქულა ითვლება უმაღლესი ქულის მხარეს
• დათვლას ექვემდებარება მხოლოდ სამიზნე წრეში არსებული ხვრელი
• ყველა ხვრელი, რომელიც იქნება სამიზნე წრის გარეთ, შეფასდება 3 ქულად
• ყველა ნასროლი რომელიც გასცდება სამიზნე ქაღალდზე განტავსებული სამიზნეების სტრიქონს მიჩნეული იქნება როგორც ჩათვლითი გასროლა და დამატებითი გასროლა მსროლელს არ მიეცემა
• სამიზნე ზონაში ნებისმიერი დამატებითი გასროლა ჩათვლითი 25 გასროლის გარდა მიჩნეული იქნება როგორც დარღვევა და მსროლელს დაერიცხება 10 საჯარიმო ქულა (განმარტება - საჯარიმო ქულები გამოაკლდება შეჯიბრის დროს მირებულ საერთო შედეგს)
• მაქსიმალური ქულა რაც შეიძლება დააგროვოს მსროლელმა არის 250 ქულა და თორმეტი 10X
• სროლა არასწორ ან სხვის სასროლ ქაღალდში ავტომატურად ითვლება დისკვალიფიკაციად და მსროლელი გამოეთიშება შეჯიბრს
• გასაჩივრება: ნებისმიერი გასაჩივრება ერთხელ გადაიხედება და საბოლოო შედეგს მსაჯები გამოაცხადებენ, რომელიც მეორე ჯერზე არანაერ გადახედვა განხილვას აღარ დაექვემდებარება.
https://radikal.ru https://radikal.ru
დავუბრუნდეთ სპონსორებს და ვინც არ იცის გეტყვით რომ სამივე გამარჯვებულს ინდივიდოალურად დააჯილდოვებს სამი პნევმატურებისა და იარაღის მაღაზიები. ონლაინ მაღაზია iaragi.ge, მაღაზია apachegunshop. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იარაღით კანონიერი გართობის მოყვარულთა სახელით.
ბანერი
https://radikal.ru
პირველ ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 300 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 200 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 200 ლარი, ნაითფორსის ორიგინალი კეპი, მედალი და მთავარი პრიზი
მეორე ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 200 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 150 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 150 ლარი, ნაითფორსის კეპი და მედალი
მესამე ადგილს მაღაზია snipers.ge-გან გადაეცემა 100 ლარი, მაღაზია iaragi.ge-გან 100 ლარი და მაღზია apachegunshop-გან 150 ლარი, ასევე ნაითფორსის კეპი და მედალი
ასევე მაღაზია snipers.ge ყველა მონაწილეს ასაჩუქრებს ფასდაკლებების ვაუჩერებით. რომლებიც შეჯიბრის დასრულებისთანავე შევა ძალაში და შეჯიბრის ყველა მონაწილეს მიეცემა საშუალება ამავე მაღაზიაში 30%-ნი ფასდაკლებით სარგებლობა დანებზე და 20%-ნით იარაღზე.
https://radikal.ru
ესეც მთავარი ჯილდო, რომელიც გადაეცემა X BR 2019-ის გამარჯვებულს
https://radikal.ru https://radikal.ru
შეჯიბრში სამონაწილეო თანხა შეადგენს კვლავინდებურად 50 ლარს. რომელიც რაღათმქმაუნდა მოხმარდება სრულად შეჯიბრის ორგანიზებას.
მოკლედ მე ჩამოვწერ დღეის მდგომარეობით ყველა მონაწილეს რომელიც აპირებს დიდი ალბათობით შეჯიბრში მონაწილეობას და შემდეგ უკვე ვინც დაემატებით ან გამოაკლდებით ჩაასწორებთ თქვენთითონ.
მოკლედ ნელნელა ვისაც შეუძლია დაიწყეთ თანხის ჩარიცხვები რომ ბოლო დღეებში არ მომიწიოს სირბილი ყველაფერზე.
სია იქნება წითლად და თანხას ვინც ჩარიცხავს გავამწვანებ.
ლიბერთი ბანკი: GE36LB0711162160643001 ა.ძ
საქართველოს ბანკი: GE25BG0000000605912800 ა.ძ
დანიშნულებაში მიუთითეთ ფორუმის ნიკი და შემდეგ უკვე თავის დაზღვევის მიზნით პმ-ში ან ტელეფონზე მომწერეთ ტრანზაქციის დანარჩენი დეტალები, ჩარიცხვის ზუსტი დრო და ასე შემდეგ.
სია იქნება წითლად და თანხა ჩარიცხულ იუზერებს გავამწვანებ, რომ არ ამერიოს.
1) giga2010
2) aleqsa
3) gela
4) ja_ja
5) geojorjika
6) norica_dragon
7) ilariona
8) pilotina
9) NRG
10) okela84
11) S.T.A.L.K.E.R
12) MonSoon სათუო
13) userman
14) datka25
15) kaka8079
16) whisper
17) name
18) soxa
19) beqa სათუო
20) shoti
21) koba1973
სავარჯიშო სამიზნე
აბა კახეთის საძმო, გააქტიურდით, ბესო, დათკა, დიდი დათო (ორი-ერთში) ზაზა, წინა შეჯიბრივით არ გამაზოთ ახლაც...
გელოდებით
okela84
მინდა ჩემი მადლობა გამოვხატო შენი შემართებისთვის და ორგანიზებისთვის, ასევე სპონსორების მოძიებაში.
იმედია კიდევ ბევრი შემოგვიერთდება.
წარმატებები.
ჩემ დაბადების დღეს კი დაემთხვა 12 მაისი
pilotina
რაღაც სასიამოვნოდ ავფუთფუთდი ცოტა ადრენალინიც ვიგრძენი
შეჯიბრის ინვენტარია შესაძენი, რომლის დამზადებასაც დრო უნდა და მონაწილეებს გთხოვთ რომ თანხა ცოტა დროულად ჩამირიცხოთ
okela84
ოკელ, კარგი იქნება თუ ა4 ფორმატზე გვექნება ზუსტი ზომებით სამიზნე.
თუ შეძლებ მაგით დაგვეხმარე. მერე ჩვენ ამოვბეჭდავთ
[attachment=1043:ExtremeB...leTarget.pdf]giga2010
okela84
userman
userman
ბესო შენი აზრით პირდაპირ ასე ვაბრეხვებთ წესებს და არ ვსმჯელობთ ან არ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე ?
თითოეულ მონაწილეზე გამოყოფილი დრო ცნობილია , მაგიდების რაოდენობა ცნობილია, მონაწილეების სავარაუდო რაოდენობაც ცნობილია რაც იმას ნიშნავს რომ შეჯიბრის ხანგრძლივობის დადგენისთვის არც მკითხავთან წასვლა დაგვჭირვებია და არც ზე მათემატიკა
okela84
ერთი აზრი დამებადა, უცხოურ შეჯიბრებს რასაც ვუყურებ გამარჯვებულებს დაჯილდოვებისას რაღაც სპეციალურად დაბეჭდილ პატარა სტიკერებსაც აძლევენ, რომელიც კონკრეტულად გამარჯვებულ თოფზე ეკვრის. ერტი ვიდეო მაქვს ნანახი ვიღაც პნევმო მოყვარულები შეხვდნენ ერტმანეტს და ერთერთს კონდახზე 4 თუ 5 სტიკერი ქონდა მიკრული და ეს მეორე ჯერ გაკვირვებული ატვალიერებდა მერე სულ ზეპირად ჩამოთვალა სად ქონდა პრიზები მოგებული იმ თოფს.
ანუ ზედ სტიკერზე იყო დატანილი შეჯიბრის თარიღი (წელი მხოლოდ) და შეჯიბრის სახეობა. და ამ მეორე კაცმა გაკვირვება გამოთქვა არმეგონა თუ ამდენი კონკურსის გამარჯვებული იყავიო და იმ პატრონმა, მე არაო წინა მფლობელი იყოვო ამეების პრიზიორიო და მე მისგან შევიძინე ესეთი ჩემპიონი თოფიო სიამაყით განუცხადა.
ხოდა ამიტ იმის თქმა მინდა ბიჭებო ჩვენც ხომარ დაგვენერგა იგივე წესი? ანუ მონაწილესტან ერტად თოფზეც რომ იყოს რაიმე არმნიშვნელი გამარჯვების ნიშანი? მითუმეტეს არც ისე დიდი სტიკერებია (ალბათ 3 სმ. იქნებოდა დიამეტრში) და არამგონია ძვირი დაგვიჯდეს მაგეების დაბეჭვდა?
aleqsa
ისე გამარჯვებული თოფი , კი უნდა ღირდეს მინიმუმ ორჯერ მეტი თვითღირებულებასთან შედარებით .
userman
ორმაგი ფასის რა გითხარ ბესო ძმობილო, მარა ვფიქრობ რომ თოფებსაც არ აწყენდათ დაფასება და გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად თოფებსაც რომ დავდოთ პატივი, თუნდაც მცირე სტიკერის სახით არ იქნებოდა ურიგო ნამდვილად?
aleqsa
მე თანახმა ვარ . თუ გინდა ამოვტვიფროთ ბორ მანქანით . რავი სტიკერი შეიძლება აძვრეს რა იცი , რა ხდება ...
userman
ეხლა "გრავიროვშიკის" დაქირავების თანხა სულ არ გვიქუჩდება ბიუჯეტში და დანარჩენ ხარჯებს რა ვუყოთ?
5--10 ცალი სტიკერის დაბეჭვდა კიდევ გაწი გაფხრიწე 20 ლარი დაგვიჯდეს?
კვარცხლბეკი მზად არის და ელოდება პრიზიორებს,
პირველი ადგილის პრიხვატკები გავამყარე შეძლებისდაგვარად მაინც არ ენდოთ რავი
NRG
მაგარი გამოვიდა
საღოლ აკაკი, დახმარება არ გინდოდა? რატო აღარ შემეხმიანე?
ხო მართლა ფეხები პრიხვატკებზე იყო მხოლოთ და შემოსადუღებელი იყო ყველა და რაფერაა მაგათ საქმე?
სირცხვილი არავჭამოთ საქვეყნოთ
მალადეც აკაკო. კარგია ძაან. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას სახელით. ალექსასაც მადლობა.
ერთი ის მითხარი კიდე შენ მანქანით იქნები და წამოიღებ მააგს თუ წავიღოთ შეჯიბრამდე შენგან ?
NRG
okela84
მე წამოვიღებ
aleqsa
წინაზე ხო მოგწერე და ვერ მოიცალე ალბათ, როგორღაც დავასვარკე 120 კილოზე დავტესტე და უძლებს ცოდა სიმეტრიებია დარღვეული მაგრამ დიდი არაფერია
მშვენიერია
ja_ja
https://imgur.com/download/NiEENmS
ბიჭებო, ეს სავარჯოშო ვერსიაა მინიმალური გაბარიტებით ვისაც დაგაინტერესებთ იაფი რომ დაჯდეს პრინტერზე ამოღება 68-68 სანტიმეტრზეა და ამ ზომას თითქმის ყველგან შეძლებთ ამოპრინტოთ, რგოლების დიამეტრი და სამიზნის პარამეტრები დაცულია, ფაილის გადმოსაწერი ლინკიც სრული ზომით არის მე ჯერ არ დამიბეჭდია და არ ვიცი პრინტერზე რა ზომები ამოვა თუ რგოლების ზომები დაირღვა ჩავასწორებ.
არც ისე ადვილი დასაბეჭდი აღმოჩნდა ეს ზომა ამიტომ A3 ზე გადავაკეთე ამ ზომას ყველა მეტროსთან ამობეჭდავენ
https://imgur.com/download/Qoy029V
okela84
ერთი შეკითხვა მაქვს : ერთ მისვლაზევეა 50 სროლა? ანუ მაგიდასთან , რომ აღმოვჩნდებით ნორმატივი უნდა შევასრულოთ 50 გასროლა ?
თემა გახსნილია თავიდან, სათაურში ვადა შეცვლილია, ნელ-ნელა ტექსტებშიც შეიცვლება ვადები, ამჯერად ორიენტაცია აიღეთ სათაურზე.
ja_ja
მშვენიერი, თემის შიგნით მე ჩავასწორებ. ჩათაობებსაც ამოვშლი
iduka
გაგიმარჯოს, როგორ ხარ ? გვიხარია რომ დაინტერესდი აქაურობით და კეთილი იყოს შენი შემობიჯება პნევმო მოყვარულებში.
მიკვირს აქამდე რომ არ გამოჩნდი ამ ფორუმზე.
ხალხო, რაღაც სიჩუმეა ამ თემაში. რაღა დარჩა შეჯიბრამდე? იქნებ განვაახლოთ მონაწილეთა სია. ასევე გადავხედოთ ბიუჯეტს, რამდენი გვაქვს, რამდენია კიდე ასაგროვებელი? ვინ გადაიფიქრა ან გადმოიფიქრა. სპონსორები რას შვრებიან და ა. შ.
ასავე ადგილზე ვერ შევთანხმდით საბოოლოდ, სად ვაპირებთ, ქესალო თუ კიდევ სადმე? თუ ქესალი სანახავია რა ხდება იქ, თუ სხვაგან კიდე, უფრო სანახავია, რა პირობებია სასროლად და უსაფრთხოების კუთხით.
იკას ნომერი არ იცით ვინმემ ? ევანიქსი რო აქვს. მეც მინდაო ამასწინებზე მითხრა და როცა გადაწვეტთ იქნებ გამაგებინოთო
აქ ვარ ოკელ პირველი სექტემბრისთვის სამწუხაროდ აქ არ ვიქნები და ვერ წამოვალ
მარა სულით და გულით გიბალელშიკებთ.
ხალხო აბა თანხებზე დაუჩქარეთ ცოტა ბევრი აღარ დარჩა და რაღაცეებია კიდევ მოსაგვარებელი
NAME--ს ნომერი მომწერეთ ვინმემ პმ-ში, დანარჩენს თითქმის ყველას დავუკავშირდი
ძალიან კარგი დავით. ჩარიცხვისას მომწერეთ.
ვიმეორებ ხალხო, NAME-ს ნომერიც მომწერეთ თუ ვინმემ იცით
ბიჭებო ერთს ვიტყვი , რა ...
ეს შეჯიბრი იმისთვის არაა , რომ ვიღაცამ ვიღაცას აჯობოს სროლაში , ეს იმისთვისაა , რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ სიყვარულში და პოპულარიზაცია გაუწიოთ სპორტულ მარათონს , კერძოდ პნევმატურ სპორტს ...
NAME-ს არ იცნობთ არავინ ?
მეგობრებო სად ტარდება შეჯიბრი? რა მოიფიქრეთ? ქესალო თუ კახეთი? მოვიდა 1 სექტემბერი
ამ ეტაპისთვის ქესალოა
ერთი რა სიჩუმეა აქ მეგობრებო შეჯიბრის წინა ღამეა დაწერეთ როგორ განწყობაზე ხართ? შემართებით ხომ ხართ?
მე პირადად მაგრად მიხარია საქრთველოს პნევმატიკის ისტორიის კიდევ ერთი აღსანიშნავი დღის შემსწრე და ღონისძიების თანამონაწილე რომ ვიქნები თქვენნაირ კარგ ხალხთან ერთად, წარმატებას გისურვებთ სუყველას
NRG
გაიხარე აკაკი. მეც გიერთდები და ყველას წარმატებებს ვუსურვებ.
იმედია გავა წლები და ბევრი მონაწილე შემოგვიერთდება და კარგი შედეგებიც გვექნება სამომავლოდ
X BR75 შედეგები
გილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას , ძაან მაგარი შეჯიბრი იყო იმედია წელი აღარ გაიმაზება და ყოველ წელს ჩავატარებთ, მე პირადად ექსტრემ ბრ ზე ნაკლების ინტერესი აღარ მაქვს პცპ კლასში ისეთი ქულები დაიდო 50 მეტრზე სატესტო გასროლაც უინტერესოდ მეჩვენება, გუშინდელი დღე კიდევ უფრო დიდი სტიმულია იმისა რომ თოფები მოვიყვანოთ მაქსიმალურ წესრიგში და ძალიან ბევრი ვივარჯიშოთ სროლაში, მადლობა სუყველას და გისურვებთ წარმატებებს
vexam
სალამი
სამწუხარო ეს ნომაცემები არ მაქვს . თუმცა მომავალ შეჯიბრზე გავითვალისწინებ, მადლობა რეკომენდაციისთვის.
okela84
ველოდები შენს რეპორტს ერთი ვიდეო მაქვ დასაწყისის გამოგიგზავნი
NRG
გომოუშვი ძმა, ნელნელა ავაგროვებ მასალას და მერე ერთიანად ჩავუჯდები. 4-5 საათი უნდა მაგ საქმეს. შეიძლება მეტიც.
კიდევ ერთხელ გილოცავთ.
პრიზიორებსაც და დანარჩენ მონაწილეებსაც.
არეთვე მაყურებლებსაც. კიდევ ერთი ლამაზი დღე დაემატა ტკბილ მოგონებებს. პირადად მე კურიოზიც გადამხდა: რაკი ნამყოფი არ ვიყავი, გადავწყვიტე გუგლის სერვისით მესარგებლა და ძებნაში ქესალო ჩავწერე. აქ დაიწყო რაც დაიწყო. გუგლმა მტკვრის მარცხენა ნაპირზე არსებულ ქესალოში მიმიყვანა, რომელიც ჩემთვის საჭირო ქესალოდან არც მეტი არც ნაკლები 63 კილომეტრზე მდებარეობდა. მეგობრებიდან საჭირო კოორდინატების მიღების შემდეგ როგორც იქნა მივედი საჭირო ადგილზე.
koba1973
სამი ქესალოა მგონი კობა თავიდანვე უნდა აგვეხსნა ჩვენი ბრალია, თვითონ ეგ ადგილიც ჩემთვის მაგარი ჩახლართულია თან შორია მომავალ შეჯიბრს თბილისთან ახლოს ვისურვებდი წესით ვიშოვით უკეთეს ადგილს
კოღომ დამგლიჯა ცოფიანი ძაღლივით
არავინ არაფერს არ წერს ამ თემაში რაშია საქმე ხალხნო
ეს არის უსაფრთხოების ნორმების მუხლზე გადალეწვა, სად ვიყავი ამ დროს მე?
MonSoon
იმიტო არ არის
NRG
თავს იკლავდი თუ რა ხდება
ja_ja
ტყვია არ იდო არცერთში და რაღა მაგ დროს გასძვრებოდა ბალონი რომელიმეს
ისე გამიგონია დატენილი გლუვის ლულიდან ღვინოს სვავდნენ ადრე ვიღაცვიღაცეებიო
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services