Field Target - ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო და სახალისო შეჯიბრი პნევმატური იარაღის მოყვარულთათვის. ძირითადი შინაარსი არის რამდენად მოახერხებთ ღია ცის ქვეშ თქვენი თოფის მეშვეობით სანადირო შესაძლებლობების გამომჟღავნებას. სანადირო არსებებში მოისაზრება წვრილი ფრინველები და ცხოველები. კიდევ ერთი აუცილებელი ასპექტი ეს არის ქართან მუშაობა, მაგალითად მიწის ზედაპირთან სულ სხვა ნაკადი უბერავს, ვიდრე მიწის ზედაპირიდან 2-3 მეტრში - ბრიტანეთში ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, ამიტომაც, ლამის ბავშვობის ასაკიდან ხდება ყურადღების გამახვილება სხვადასხვა მიმანიშნებლებზე. როგორც ხვდებით თავიდან FT-ს იდეა ჩაისახა ბრიტანეთში, მოხდა ეს ბედნიერება გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში.
შეჯიბრი თავიდან სულაც არ ჰგავდა იმას რა სახითაც დღეს იგი წარმოგვიდგება. თავდაპირველად FT იყო BR-ის ნაირსახეობა. უბრალოდ მსაჯი სხვადასხვა დისტანციებზე დებდა პატარა ქაღალდის სამიზნეებს, ქაღალდზე დახატული პატარა ცხოველის პროფილით და ჩვეული ბადით, შუაში რა თქმა უნდა 10-იანი იყო მოხაზული. მსროლელები გამოდიოდნენ პოზიციაზე, უნდა განესაზღვრათ ოპტიკის მეშვეობით სამიზნემდე მანძილი გამოეთვალათ საჭირო ცვლილებები და უნდა გაეკეთებინათ გასროლა, მსაჯი აგროვებდა სამიზნეებს, ითვლიდა ქულებს და ბოლოს დიდი ზარ ზეიმით აცხადებდა გამარჯვებულს. ასე გაგრძელდა 1- მაქსიმუმ 2 წელი, რადგან ამ ახლად შექმნილ შეჯიბრს, უფრო სწორედ კი სახალისო შეხვედრას, რომელზეც ხალხი ერთმანეთს იცნობდა, აცნობდა თავის იარაღს საზოგადოებას, თვითონ რაღაც ახალს იგებდა და პლიუს თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებდა.... მოკლედ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია ამ შეჯიბრმა, რომ 1 წლის თავზე 1 და 2 მსაჯი უკვე მონაწილეების შედეგების დათვლას და მინდორზე წინ და უკან სირბილს ვეღარ აუდიოდა
შედეგად იმავე 80-იანი წლების შუა პერიოდში ჩნდება ახალი უფრო სახალისო გართობა, უფრო სწორედ მოდიფიცირებული FT შეჯიბრი. განახლებულ ვარიანტში მსაჯი აღარ დარბოდა მინდორზე, მსროლელები კი ქაღალდებს აღარ ესროდნენ, არამედ ესროდნენ რკინის ფიტულებს რომელსაც ჰქონდა თავისი სასიკვდილო ზონა, თუ მსროლელი ამ სასიკვდილო ზონაში მოარტყავდა ფიტულს, ის იქცეოდა დამახასაითებელი რკინის დეტალების ტყლაშუნის ხმით. დათვლის სისტემაც უმალ გამარტივდა ყოველი წაქცეული მიზანი არის 1 ქულა, ხოლო აცილება, ან ფიტულში მორტყმა ისე რომ ის არ იქცევა არის ნოლი ქულა.
ძირს მოყვანილია სამიზნის მუშაობის პრინციპი და ფორმები
სხვადახვა ზომის სასიკვდილო ზონის ჩამოსაცმელი
სამიზნეების პრინციპი უცებ ჩამოყალიბდა, მაგრამ ძირითადი ნიაუნსი როგორიც იყო ისე დარჩა, შინაარსი დაიყვანება იმაზე თუ რამდენად სწორედ მუშაობს მსროლელი ოპტიკასთან, ქართან, ბუნებრივ პირობებთან... ასე მაგალითად მჯდომიარე პოზიციიდან სულ სხვანაირად ისვრი, ფეხზე დამდგარის დროს, ოდნავი ნიავიც რომ გაჩნდეს და სამიზნე დიდ დისტანციაზე იყოს, ეს ავტომატურად კორექტივებს შეიტანს სროლაში. მაგალითად ბრიტანეთში ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ქარზე დიდი აქცენტირება იყო გაკეთებული, სამიზნეების 60 პროცენტი განთავსებული იყო მაღალ ადგილებში და წყლის პირას. ერთი შეხედვით დიდი რა პრობლემა ესაა, მაგრამ წყლის პირას ყოველთვის არის, ჰაერის მასების მოძრაობა ისევე როგორც სიმაღლეზე, თქვენ ძირს იმყოფებით და ვერ აკონტროლებთ მაღლა მოძრავ ჰაერის ნაკადს...
ასევე სპეციალურადაა მოფიქრებული 1 სამიზნეზე 1 წუთი, და ათვლა იწყება მაშინ როგორც კი მსროლელი ოპტიკაში გაიხედება. შედეგად გაიხედეთ და მიზანში მოსახვედრად ტოტი გიშლით ხელს... გინდათ გვერდზე გადაჯდომა... კიბატონი გადაჯექით, ისე რომ კარებს არ გასცდეთ, მაგრამ დროს არავინ აჩერებს... ამიტომაც გამოცდილი მონაწილეები, პირდაპირ კარებთან არ ჯდებიან, ჯერ აკვირდებიან ადგილს, გონებაში წარმოისახავენ ტრაექტორიას, ხელის შემშლელ ადგილებს, და მხოლოდ ამის მერე ჯდებიან კარებთან. თუმცა ეს ყოველთვის არ ამართლებს და გამოცდილი ორგანიზატორების ხელში ხანდახან საკმაოდ რთული პირობებია ხოლმე შექმნილი. ასე მაგალითად ბრიტანული FT და HFT ყველაზე რთულ შეჯიბრებად ითვლება. რთულ გარემოს მხოლოდ ორგანიზატორები არ ქმნიან, ტრადიციულად ბრიტანული ლანდშაფტი და ის პირობა რომ მთელი ბრიტანეთი ერთი დიდი კუნძულია რომელსაც გოლფსტრიმი ათბობს და შედეგად ჰაერის მასების გადაადგილებას იწვევს ავტომატურად ართულებენ პირობებს, ამას ემატება ბრიტანეთისთვის დამახასიათებელი ნისლი, წვიმა და...
რაც შეეხება გამოყენებულ იარაღს, შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პნევმატური იარაღის მფლობელს, ზოგიერთ ქვეყანაში ცალ-ცალკე კლასებადაა გამოყოფილი ზ.დ.პ და წ.დ.პ (PCP), ზოგან არა. პრაქტიკულად შეზღუდვა არაა იარაღის მოდიფიკაციაზე, კონდახის ფორმაზე, ამერიკის გარდა პრაქტიკულად არსად აი იზღუდება ოპტიკური სამიზნის ჯერადობა, მაგრამ არსად არ დაიშვება ოპტიკურ სამიზნეში ინტეგრირებული მანძილმზომი, ლაზერული მიმანიშნებელი და სხვა ამდაგვარი მოწყობილობა, რაც გაგიმარტივებთ მანძილის გამოთვლას, მხოლოდ ოპტიკის პარალაქსის გასწორებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.....
ამ შეჯიბრების სახეობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ჰპოვა გავრცელება (მარტო ბრიტანეთში 10 000 დარეგისტრირებული მოყვარულია, დანარჩენ მსოფლიოზე აღარაფერს ვამბობ) იმავე 80-იანებში ბრიტანეთში იქმნება პირველი ფილდ ტარგეტინგის ასოციაცია (BFTA) და აყალიბებს წესებს. მოგვიანებით ისევ ბრიტანეთში იქმნება მსოფლიო ფილდ ტარგეტინგის ფედერაცია (WFTF) რომელიც დღემდე საერთაშორისო წესებს აყალიბებს. ყველა შეჯიბრი ამ წესების მიხედვით მიმდინარეობს თუ საქმე მსოფლიო ჩემპიონატებს ეხება.
მაგრამ ფილდ ტარგეტინგის წესები საკმაოდ ლმობიერია და საშუალებას აძლებს ლოკალურ წარმომადგენლობებს და კლუბებს თავიანთ შეჯიბრებებზე გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. ასე მაგალითად 1987 წელის ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძოდ კი შტატ ფლორიდაში ჩატარდა პირველი შეჯიბრება ამერიკელებისთვის FT-ში. ინტერესი იმხელა იყო რომ შეჯიბრების დამთავრებისთანავე შეიქმნა ამერიკული ასოციაცია AAFTA (ამერიკის ასოციაცია საველე პირობებში პნევმატიკური იარაღიდან სროლაში). ამერიკულ წესებში მაგალითად არ არის აკრძალული სპორტული ტყავის ქურთუკები და შარვლები, მუხლებზე ჩამოსაცმელი პოზიციის გასამაგრებელი ღვედები, და სპორტული ხელთათმანები, მაშინ როდესაც ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს ყველაფერი კატეგორიულად იკრძალება.
გაგიკვირდებათ მაგრამ ამერიკის ასოციაცია, კიდევ სხვა კურიოზულ წესებს შეიცავს, მაგალითად არის ცალკე გამოყოფილი ზ.დ.პ კლასი, რომელშიც იარაღის შეზღუდვა მისი ენერგეტიკით კი არ ხდება, არამედ მისი ფასით ხდება... აკრძალულია შეჯიბრში მონაწილეობა ისეთი ზ.დ.პ კლასის იარაღით რომელის ფასიც 600$-ზე ნაკლებია. არ დაიშვება ოპტიკური სამიზნეები 20x ჯერადობაზე მეტი, თუ მეტი ჯერადობის გაქვთ მაშინ ოპტიკა უნდა დააყენოთ ნიშნულზე 20x.
მოკლედ ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა რომელიც თავის ვარიანტში ატარებს შეჯიბრებებს, რაც ამერიკელ სპორცმენებს ხელს უშლის მაშინ როდესაც ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე იწყებენ გამოსვლას. აქ უკვე ქამრები და სამოსი აკრძალულია (მიჩვეული სიმყარე უცებ ქრება და მხოლოდ საკუთარ სხეულზე ხარ დამოკიდებული), ოპტიკის ჯერადობა შეზღუდული არაა (ამასობაში ამერიკელებს პატარა ჯერადობის ოპტიკები აქვთ და აგებენ ევროპელებთან მიმართებაში) და შეიძლება მსროლელს 50$-იანი თოფიც კი ჰქონდეს. ამის გამო ამერიკელი TF-ს მოყვარულები აპროტესტებენ თავიანთ წესებს და მოითხოვენ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ საერთაშორისო წესებს. სხვათა შორის AAFTA-ც ხვდება რომ რაღაც შესაცვლელია, ამიტომაც 2010 წლიდან ნელ-ნელა შემოიღო ორმაგი წესები, ლოკალური შეჯიბრები ტარდება 2 კლასში, მსოფლიო სტანდარტებით და ლოკალური წესებით.
მუხლებზე და წელზე ჩამოცმული გასამყარებელი ღვედი
ეს არ არის ერთადერთი ქვეყანა რომელიც თავის ნიუანსებს ამატებს TF-ს შეჯიბრებებს, ასე მაგალითად FT საზოგადოებას 90-იანი წლებიდან უერთდება გერმანია თავისი საშინელი კანონებით. შედეგად ლოკალური შეჯიბრებები ტარდება იარაღით რომელის ენერგეტიკაც არ აღემატება 7,5 ჯოულს. მაგრამ ამასობაში აქვთ ცალკე კლასი მათთვის ვისაც აქვს ლიცენზია ძლიერი იარაღის გამოყენებაზე და აქ ჩნდება საოცარი კალიბრი... ნებადართულია იარაღის გამოყენება 6,35 კალიბრამდე... ასეთი ნიუანსი სხვა ქვეყნებში არ გვხვდება. ცოტა არ იყოს ძნელია წარმოიდგინო სამიზნე 6.35 მილიმეტრიანი ტყვიის მოხვედრის შემდეგ, ხშირად 5.5 კალიბრი აზიანებს საშინლად სამიზნეს, ალბათ ამიტომაცაა შემოღებული წესი, იარაღის მაქსიმალური ენერგეტიკა 25 ჯოული. ასეთ პირობებში კი 6.35 მილიმეტრს აზრი ეკარგება და ამიტომაც უმეტესობა ამჯობინებს 4.5 კალიბრს.
კიდევ ერთი კურიოზული ქვეყანა ეს არის პოლონეთი - სულ რაღაც 7-8 წლის წინ ამ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია იყო ხრახნლულიანი პნევმატიკა. შეიძლებოდა მხოლოდ გლუვ ლულიანი პნევმატიკის ქონა, და ისიც იმდენად რთული გაფორმების პროცედურასთან იყო დაკავშირებული რომ ქვეყანაში პნევმატიკა საერთოდ არავის არ გააჩნდა. ამასობაში ირგვლივ არის, არაერთი მშვენიერი ქვეყანა რომელსაც ვეებერთელა ტრადიცია გააჩნია პნევმატური იარაღის წარმოებაში (მაგალითად გერმანია, ჩეხეთი), ნელ-ნელა პოლონელებიც მოიწამლენ ამ საქმით, შექმნეს თავიანთი ფედერაცია და კანონმდებლებთან ერთად დაიწყეს მუშაობა, შედეგად მოახერხეს, და კანონები დღეს იმდენად შეიცვალა რომ შეშურდება გერმანიასაც და ბრიტანეთსაც. პოლონელებმა თავიანთი ეშხიც შემოიტანეს FT შეჯიბრში, ასე მაგალითად პოლონელები ერთადერთი ქვეყანაა სადაც 15 მილიმეტრიან სამიზნეებს იყენებენ ყველაზე დიდ შესაძლო დისტანციაზე (საუბარია 25 მეტრზე).
ასე თუ ისე შეჯიბრების ამ ტიპმა ნელ-ნელა დაიპყრო მსოფლიო, ჩააღწია ისეთ შორეულ ქვეყანაშიც კი როგორიცაა სამხრეთ აფრიკა...
2010 წელს უნგრეთში ჩატარებული შეჯიბრის ვიდეო მასალა.
არ დაიბნეთ, თავიდან ბევრი მონაწილე ერთად სწორ ხაზზე რომ ისვრის ეს არის მისასროლი ადგილი, სადაც მსროლელები ამზადებენ/ამოწმებენ თავიანთ თოფებს და ოპტიკებს
ფილდ ტარგეტის ჩატარების წესები 80-იანი წლების ბოლოს კიდევ უფრო გამარტივდა, შეჯიბრის დაწყებამდე ორგანიზატორების მიერ ხდება სასროლი ხაზის (ხაზების) მოწყობა, ხაზზე განთავსებულია 1-დან 3 სამიზნემდე, სხვადასხვა დისტანციებზე (8-დან 50 მეტრამდე), სიმაღლეებზე, შეიძლება სამიზნე განთავსებული იყოს ტოტზე, სოროში, მორებს მიღმა ისე რომ მხოლოდ სასიკვდილო ზონა ჩანდეს.... მოკლედ მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ სანადირო სიტუაციებს. ყოველ ასეთ სასროლ ზონაში გამოყოფილია ეგრეთწოდებული კარები, რომელთანაც ჩერდება მსროლელი და ესვრის სამიზნეს. სხვა ადგილიდან სროლა დაუშვებელია. იმისათვის რომ მსაჯების რაოდენობა კატასტროფულად არ გაიზარდოს, როგორც წესი თვითონ მსროლელებისგან იკრიბება 3-3 კაციანი ჯგუფები, რომლებიც იწყებენ ცეცხლის ხაზზე ერთად მოძრაობას. ერთი ისვრის, მეორე იწერს შედეგებს, მესამე ფეხზე აყენებს წაქცეულ სამიზნეს. ასე გრძელდება მანამდე სანამ პირველი მსროლელი კარებთან არსებულ ყველა სამიზნეში არ გააკეთებს თითო გასროლას, შემდეგ ჯგუფის მონაწილეები იცვლებიან და მეორე მონაწილე იწყებს სროლას, ასე გრძელდება მანამდე სანამ ჯგუფის ყველა წევრი არ გააკეთებს საჭირო რაოდენობის გასროლებს, შემდეგ ჯგუფი გადადის სხვა კარებთან, სადაც სხვა სამიზნეებია განთავსებული.
პირველი სამიზნეები გაკეთებული იყო ხისგან რომელსაც რკინის სიკვდილის ზონები ჰქონდა დატანილი, დღეისათვის ყველა სამიზნე კეთდება ფოლადის ფურცლისგან, ძირითადად შეღებილია შავ ფერად და მკაფიო ყვითელი ფერით არის გამოყოფილი სასიკვდილო ზონა, ამ ზონაში თუ ხვდება სამიზნეს ტყვია, იგი ვარდება, ყვითელი ფერი იმალება (აღარ ჩანს) და თან ამასობაში ისმის დამახასიათებელი ლითონის დეტალების ერთმანეთზე დავარდნის და ტკლაშუნის ხმა. ეს იმის მიმანიშნებელია რომ სამიზნე მოხსნილია. დაიწერა 1 ქულა . ამის შედმეგ ჯგუფის მეორე მონაწილე სპეციალურ თოკს გამოქაჩავს, რომელიც წაქცეულ სამიზნეს წამოაყენებს და ის მზადაა სხვა მსროლელისთვის. შედეგად აღარაა საჭირო სამიზნესთან წარამარა მისვლა.
სამიზნის სასიკვდილო ზონები მერყეობს 10 მილიმეტრიდან 40 მილიმეტრამდე, ყოველ სასიკვდილო ზონას თავისი მაქსიმალური დისტანცია გააჩნია და შეჯიბრის წესებით განისაზღვრება, მაგრამ არის გარკვეული შეზღუდვებიც, ასე მაგალითად სამიზნე 10 მილიმეტრიანი სასიკვდილო ზონით არ შეიძლება 18 მეტრზე შორს იყოს განთავსებული (გამონაკლისი პოლონეთია სადაც ასეთ სამიზნეს 25 მეტრზეც კი აყენებენ), მაშინ როდესაც 40 მილიმეტრიანი სასიკვდილო ზონის მქონე სამიზნე შეიძლება განთავსებული იყოს როგორც ყველაზე ახლო 8 მეტრიან დისტანციაზე, ასევე ყველაზე შორ 50 მეტრიან დისტანციაზე.
თუმცა ხდება ხოლმე ისე რომ მსროლელი სამიზნესთან ერთად აზიანებს ხოლმე წამოსაწევ თოკს ამ შემთხვევაში გინდა არ გინდა სამიზნე გასასწორებელია, მაგრამ მონაწილეებს ეკრძალებათ ამის გაკეთება, სამიზნის შემოწმების და გასწორებია უფლება მხოლოდ მსაჯს და მის დამხმარე პერსონალს გააჩნია.
შეჯიბრს კიდევ გააჩნია თავისებური წესები, მაგალითად ყველა მსროლელს ურჩევნია მჯდომიარედ სროლა (ეგრეთწოდებული FT -ს პოზიცია, ასევე მას ეძახიან ბედუინის პოზას), იმიტომ რომ ეს ყველაზე მოხერხებულია, მაგრამ აზარტი რომ უფრო მეტი იყოს, წესები ზღუდავენ მსროლელებს და მოითხოვენ რომ 10% საერთო სამიზნეების რაოდენობიდან დაზიანებული იყოს ფეხზე მდგომი პოზიციიდან, და კიდევ ერთი 10% დაზიანებული იყოს მუხლზე დაყრდნობილი პოზიციიდან. ანუ თუ სულ მონაწილემ საერთო ჯამში უნდა ესროლოს 50 სამიზნეს, გამოდის რომ ამ რაოდენობიდან 5 უნდა დააზიანოს ფეხზე მდგომმა, 5 კი უნდა დააზიანოს ჩამუხლული პოზიციიდან.
თითქოს და ეს საკმარისი არ იყოო ასევე მოითხოვება რომ იარაღი არ უნდა იყოს დაყრდნობილი რაიმე დამატებით საგანზე, ადამიანის სხეული ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს იარაღთან კონტაქტში. როგორც წესი ეს ყველაფერი წესებში არის, ხოლმე განსაზღვრული.
ნელ-ნელა სპორტის ამ სახეობამ ბევრი მოყვარული მოიკრიბა, მაგრამ ნელ-ნელა ამ მოყვარულებს უფრო მეტად გართულებულ პირობებში მოუნდათ სროლა, ასე წამოიქმნა HFT რაც ნიშნავს მონადირებიის ფილდ ტარგეტინგს და და NHFT (ანუ ღამის ნადირობის ფილდ ტარგეტინგი). თუ ჩვეულებრივი FT შეიძლება ჩაატრდეს როგორც ღია მინდორზე ასევე მსუბუქ ტყეში, HFT და NHFT გარანტირებულად ყოველთვის ტყის მასივში ტარდება. დისტანცია უკვე შემცირებულია 40 მეტრამდე 50-ის მაგივრად. ამ ტიპის შეჯიბრებაში უკვე შესაძლებელია გამოყენებული იყოს იარაღი 5.5 კალიბრით, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი FT არ სცნობს 4.5 მილიმეტრზე მეტ კალიბრს. ერთი შეხედვით ამაზე კარგი რა არის, კალიბრი გაიზარდა, დისტანცია კი შემცირდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, პირობებიც გართულდა, ასე მაგალითად ერთერთი პირობა არის ის რომ მსროლელი სროლის დროს, აუცილებლად უნდა ეხებოდეს, სპეციალურ ნივთს/საგანს, იქნება ეს მორი, ტოტი თუ სხვა რამ, რაც საკმაოდ ართულებს მსროლელის პოზიციას და აქედან გამომდინარე ნეგატიურად აისახება შედეგებზე. მაგრამ არის კიდევ ერთი დადებითი მომენტიც, მსროლელს უფლება აქვს სროლისას მაგალითად ხეს მიეყუდოს...
NHFT-ში კიდევ ერთი ნებადართული ნიუანსია, მსროლელს შეუძლია გამოიყენოს ფანარი სამიზნის გასანათებლად, ოღონდ იმ პირობით რომ ფანარი დამაგრებული იქნება თოფზე. ფანრის გამოყენების უფლება არ ნიშნავს რომ მსროლელს შეუძლია ღამის ხედვის, ან სითბური ხედვის ოპტიკური მოწყობილობის გამოყენება. მოკლედ ერთი შეხედვით ყველაფერი გადასარევია..
მთავარი საიდუმლოება ოპტიკასთან მიმართებაში იმალება, მსროლელს ეკრძალება, ოპტიკისთვის ხელის ხლება, ჯერადობის შეცვლა, პარალაქსის გასწორება, განათების ჩართვა გამორთვა, ვერტიკალური და ჰორიზონტალური სიბრტყის გასასწორებელი ბარაბნების დატრიალება , ასევე იკრძალება FT-ს პოზიცია, იგივე ბედუინის პოზიცია, ანუ დაჯდომილი პოზიციიდან სროლა გამორიცხულია, შეგიძიათ დაწვეთ, მუხლს დაეყრდნოთ, ან ფეხზე დადგეთ. ასევე აკრძალულია ქართული რეალობისთვის საყვარელი ბიპოდი და სხვა მრავალი წვრილმანი... საერთო ჯამში HFT-ს პრეტენზია აქვს გამოავლინოს რეალური მონადირის ჩვევების მქონე პიროვნება, რომელიც ბუნებაში მოხვდება დამატებითი ხელსაწყოების გარეშე და მოახერხებს მონადირებას.
თუმცა შეფასების სისტემაც უფრო ლოიალურია, ანუ FT-ში არის მხოლოდ 0 ქულა აცდენაზე, და 1 ქულა თუ წაიქცა სამიზნე. HFT-ში კი წაქცეულ სამიზნეზე არის 3 ქულა, სამიზნის პროფილში მორტყმა წაქცევის გარეშე 1 ქულა, ხოლო საერთოდ აცილება 0 ქულა. როგორც წესი HFT-ში გამოიყენება 40 სამიზნე შედეგად თეორიულად შეიძლება მაქსიმუმ 120 ქულის აგროვებს, მაგრამ ამას პრაქტიკულად ვერავინ ახერხებს, როგორც წესი 70-80 ქულა ეს კაი შედეგია, 90-100 ქულა მშვენიერია და 110 ქულა უკვე გადასარევი მიღწევაა...
ამ ბოლო დროს ფეხს იკიდებს კიდევ ერთი ნაირსახეობა, მაგრამ ჯერჯერობით სპორტის ეს სახეობა ოფიციალური ფედერაციების მიერ აღიარებული არ არის. ეს არის VFT ანუ ვარმინტ ფილდ ტარგეტინგი. დასახელებიდან გამომდინარეობს რომ ამ ტიპის ფილტ ტარგეტინგი არის, დიდი დისტანციებზე სროლისთვის განკუთვნილი. დისტანციები ამ შემთხვევაში მერყეობს 100-დან 150 მეტრამდე. ამ შეჯიბრებაში პრაქტიკულად არავინ არ იყენებს 4.5 კალიბრის იარაღს, ძირითადად ყველა იყენებს 5.5 კალიბრს, ან თუ ლოკალური შეჯიბრის წესები უფლებას იძევა, მაშინ შეიძლება 6.35-ის ჩათვლით იყოს გამოყენებული თოფები. ამ ტიპის შეჯიბრი უკვე ტარდება მაგიდასთან, არანაირი ფეხზე დგომა, მიწაზე ჯდომა, ან ჩამუხლვა, ნებადართულია ბიპოდების და ქვიშის ტომრების გამოყენება. სამიზნეებს როგორც წესი სასიკვდილო ზონა ყოველთვის 40 მილიმეტრი აქვს. ყველაფერი ეს ჯერ მერყეობს შეჯიბრიდან შეჯიბრებამდე, რადგან ამ ტიპის შეჯიბრს ოფიციალურად ფედერაციები და ასოციაციები არ აღიარებენ, ამიტომაც, მოყვარულები თავისი გადაწყვეტილებით ახდენენ წესების ჩამოყალიბებას.
როგორც ხედავთ სამივე ნაირსახეობას აქვს თავისი ეშხი და ხალისი. რაც არ უნდა იყოს, ყველა შეჯიბრი ძირითადად უფრო ემსახურება ემოციურ ტალღას, შეხვედრას, საუბარს დასვენებას, ვიდრე გარანტირებულ ბრძოლას პირველი ადგილისთვის, თუმცა შეჯიბრი რისი შეჯიბრია, თუ გამარჯვებული არ გამოვლინდა . ამიტომაც როგორც ყველა ნორმალურ შეჯიბრში აქაც არიან თავიანთი გამარჯვებულები და დასაჩუქრებულები...
გადავხედოთ ქართულ რეალობას, ჩვენთან ჯერჯერობით იარაღის შესახებ კანონები გაუგებარია პნევმატიკასთან მიმართებაში, მიუხედავად ამისა ამ ტიპის იარაღის მოყვარულები ბლომად, ვართ, და ხშირად სიზუსტე იქნება, აზარტი, მატერიალური ხარჯი თუ მონადირების შედეგი, საკმაოდ სერიოზულად ვუგებთ ცეცხლსასროლის მოყვარულებს. არის შეჯიბრის აზარტით, უკვე რამდენიმე შეჯიბრი ჩატარდა ამა თუ იმ ტიპის, იყო ჯგუფებზე შეჯიბრი, BR-ში შეჯიბრი და როგროც ხვდებით ინტერესი ნელ-ნელა მატულობს და უკვე სხვა ტიპის შეჯიბრებებიც არის ჩასატარებელი.
წელს ზაფხულში იგეგმება პირველი ქართული FT შეჯიბრის ჩატარება, იმის გამო რომ აზარტი მეტი იყოს შეიძება FT შეჯიბრის მაგივრად ჩატარდეს HFT შეჯიბრი, მითუმეტეს რომ ჩვენთან სრულყოფილი სპორტის მოყვარულები ნაკლებად არიან უფრო ხალხს სისხლი უდუღს მონადირეობაზე, შედეგად სანადირო შეჯიბრი ბუნებაში საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს.
აქ მოყვანილი სტატია ემსახურება იმას რომ თქვენში გამოიწვოს აზარტი და სურვილი კიდევ ერთხელ ერთერთ საინტერესო სახეობაში შევერკინოთ ერთმანეთს, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ევროპულ ასპარეზზე არა მარტო ერთმანეთთან შეჯიბრისთვის, არამედ იმისთვისაც რისთვისაც ევროპელები ხვდებიან ერთმანეთს ამ ტიპის შეჯიბრებაში.. როგორც ხვდებით შეხვედრა, საუბარი სიახლეების გაზიარება ქართველებს არ გვეშლება, მთუმეტეს ამ ფორუმის მესვეურებს, ასე რომ ველოდებით თქვენს აზარს და კიდევ ერთხელ ლამაზად შეხვედრის სურვილს .
ჩემსა აზრს დავაფიქსირებ, ოღონდ რომ წავიკითხავ ბოლომდე, ანუ ზეგ
წავიკითხე და ვეთანხმები!:D
კარგად არის აღწერილი ყველაფერი
არის რაღაც კითხვები მაგრამ მეორედ რო წავიკითხავ მერე
აქ იმდენი წერია საინტერესო უნდა იყოს , ისე ვიდეოზე გადაგეღო გიყურებდით შეკაცო
ნუ იდეაში მე ეს ყველაფერი ჯაჯასგან ლაივში მაქვს მოსმენილი ასე რომ რაც ახლა წავიკითხე ყველაფერი ზეპირად ვიცოდი.
ახლა რაც შეეხება მოსამზადებელ რაღაცეებს:
ჯაჯინსკი, აქვე განვიხილოთ თუ გავხსნათ ახალი სათანადო თემა სადაც ჩამოვყრით ყველა საჭირო ნივთების ნუსხას და დავწერთ პეინტბოლისტების შემოთავაზებას?
ilariona
საკმაოდ საინტერესო იქნება მანდ შეჯიბრი, ბულპაპის გამოყენება თუ შეიძლება?
dawiti
იარაღზე პრაქტიკულად შეზღუდვა არაა, უფროსწორედ ფორმაზე და მექანიზმზე... გინდა ზ.დ.პ იყოს, გინდა PCP, გინდა C02, გინდა პომპა, რაც გინდა იყოს, ასევე კონდახიც როგორიც გინდა, ნუ საბარია FT-ზე, HFT-ში რაღაც შეზღუდვები არის, მაგრამ ძირიტადად ეს ეხება "ზატილნიკს", აი სპორტულ თოფეგბს რომ აქვთ კაკვები რეგულირებადი, ეგეთი შტუკები არ შეიძLება ჰქონდეს თოტს... ჩვენთან არავის ეგეთი კონდახი არ აქვს ასე რომ ჩავთვალოთ გავატარეთ ეგ პუნქტი
შეზღუდვები არის, როგორც უკვე ვთქვი მანძილმზომზე, ბიპოდებზე, ბალიშებზე, და აუცილებელი შეზღუდვებია კალიბრებზე და ენერგეტიკაზე, აი ნორიკას საყვარელი 40 და 57 ჯოული... დიდი ბოდიში მიუღებელია რამეა, 25 ჯოული არის, მაქსიმუმი და მორჩა საქმე
ხალხო,
ერთი კვირის წინ მე, ჯაჯა და ნორიკა ვიყავით ბალონის დასატენად წყნეთში პეინტბოლისტებთან.
გავიცანით მაგათი უფროსი, ვინც დააფუძნა და ვინც უვლის იქავრობას, ხოდა აღმოჩნდა მაგარი მუღამიანი და ჯიგარი კაცი, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და თვითონაც მაგრად დაინტერესდა ჩვენი ჰობით, იძახის მიყვარს ყველა ის ხალხი ვინც ისვრის და ვისაც სროლა უყვარსო
ჩვენ ვკითხეთ თუ შეგვიძლია თქვენს ტერიტორიაზე HFT-ს ჩემპიონატი ჩავატაროთო და პასუხად მივიღეთ სიამოვნებითო! იდეალური ადგილია ამ კარგი საქმისთვის, ტყეც არის, ზემოთ ცოტა გაშლილი ტერიტორიაც არის, აღმართ დაღმართიც არის, სიგრილეც არის, მაგიდებიც აქვთ და თვითონვე ზრუნავენ მწვადებზე და სუფრაზე.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფასო არ იქნება, მაგრამ ჩვენ ფაქტიურად მარტო ასვლა დაგვჭირდება, დანარჩენს თვითონ გააკეთებენ ყველაფერს (მე შუადღის ჭამაზე და საღამოს ქეიფზე ვსაუბრობ ახლა)
თან კომპრესორიც იქვე იქნიბა და ჩვენი ბალონით სრულიად თავსუფლად ჩავატარებთ ჩემპიონატს კაციშვილს ნასოსთან სექსაობა არ დასჭირდება.
ერთი უნდა დავურეკოთ და დაველაპარაკოთ კაცი რა დაჯდება.
წინა დღისით სამიზნეების მოწყობის პრობლემაც არაა, ვინაიდან ახლოსაა.
რავი მგონი კარგი იდეა უნდა იყოს ჩემპიონატის მანდ ჩატარება.
ilariona
მშვენიერი იდეაა, მანდ კაი ჩრდილი და სიგრილე იქნება, თორე სიცხეში პურიჭამას რა მადლი აქვს
ja_ja
როგორც ხვდებით შეხვედრა, საუბარი სიახლეების გაზიარება ქართველებს არ გვეშლება, მთუმეტეს ამ ფორუმის მესვეურებს, ასე რომ ველოდებით თქვენს აზარს და კიდევ ერთხელ ლამაზად შეხვედრის სურვილს .
მთლიანად გადავიკითხე და (დავიღალე რამხელაა ) ძაან მომეწონა, ბოლო ბოლო მეც შემიძლია მივიღო მონაწილეობა ჩემი პნევმოთი. აქ ხომ შეზღუდვა არააა.. ურააა:
რაცხა ხალხი პასიურობს.. დიდ ენთუზიაზმს ვერ ვხედავ არადა კაი გასართობი კი უნდა იყოს...
შეჯიბრის ჩატარების სავარაუდო დრო იქნებ მოგვეფიქრებინა და საქმეც უფრო ცოტა წინ წაიწევდა და აქტიურობაც მოყვებოდა
ja_ja
მონაწილეების ასაკი თავისთავად რჩება ძველ მოთხოვნაში ხომ?
iorama
ჯაჯინსკი, ამ დღეებში შევიკრიბოთ რა ამ თემებზე და მივიღოთ გადაწყვეტილება.
ilariona
ja_ja
ხვალ საღამოთი შევიკრიბოთ თუ გეცლება.
ilariona
მოვიცლი ბატონო
დღეს რასა ვიქმნთ?
დღეს მე და ჯაჯამ ცოტა წავიმუშავეთ და მასალების რაოდენობები ჩამოვყარეთ. ხვალ ფასებსაც გაარკვევს ჯაჯა და მერე დავიწყოთ სამიზვეების დამზადება.
მგონი რანცხა გამოვა
მოკლედ გამოქვეყნებულია HTF და FT-ს წესები, გადახედეთ და მოდით ამოვირჩიოთ რომელს ვაწყობთ, ორივეს ტავისებური წესები აქვს, ზოგს ის მოსწონს და ზოგს ეს....
ja_ja
სადაა გამოქვეყნებული?
სპორტული სროლა პნევმატიკით ->შეჯიბრებების სახეობები
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2425
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2421
რა არ მომწონს ჯაჯა იცი?
გაპროტესტების შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი სქემა:
• ერთი მსროლელი ჯგუფის წევრები (როგორც წესი ჯგუფი შედგება 3 ადამიანისგან) ესვრიან საკამათო სამიზნეს თითო-თითოჯერ,
• თუ სამიზნე ერთხელ მაინც წაიქცა, მაშინ პროტესტი ანულირდება
იქნებ 2 მოხვედრის მერე წაიქცეს, და ერთი მოხვედრის ძალა საკმარისი არ იყოს მის წასაქცევად, რატო არ უნდა ჩაეთვალოს ქულა მსროლელს?
სტანდარტული მდგომარეობების აღწერა.
• ხელის მაჯა არ უნდა იდოს მუხლზე.
ეს ცოტა გაუგებარია, იდაყვი ხომ არ იგულისხმება?
ხ.მ.ე.ლ.ო
ოდესმე გისვრია ეგეთი სამიზნისთვის?
რას ნიშნავს ერთის ძალა არ ეყოს.... ეგ შტუკა ენერგიის კონდენსატორი კი არაა, ჯერ მოხვდეს 10 ჯოული დადაიმახსოვროს მერე მეორე სროლის 10 ჯოული დაამატოს და კაი ჯანდაბასმეყოფა წავიქცევიო....
ან ხვდება ყვითელ ზონას და წაიქცევა, ან არ ხვდება ყვითელ ზონას....
მაქსიმუმ შეიძლება მოხვდეს შავი და ყვითელი ზონების გადაკბეთას, მოსძვრება პატარა ნაწილი და ის თუ მოხვდა ყვითელ ზონას მაშინ არ ეყოფა იმ ნაგლეჯს ძალა რომ სამიზნე წააქცციოს. მაგ შემთხვევაში მსროლელს ესმის სპეციფიური ხმა და ჰგონია რომ გაარტყა...
აი მაგ შემთხვევის გასარკვევადაა ეგ წესი...
სადღაც დაგდებული მაქვს ეგ შტუკა როგორ მუშაობს, დავძებნი დაგიგდებ ლინკს და შენით მიხვდები ყოლიფერს...
koknar
კაცოუ... იდაყვი უკანააა, მაჯა! სადაც თითები გაქვს გამოსხმული , აი მაგის უკანა მხარე არ უნდა იდოს მუხლზე.... ვოტ
ხ.მ.ე.ლ.ო
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=111&hl=gamo, ბოლოში ვიდეო ფაილიც არის. მოკელდ მომენტალნო ყოლიფერი გასაგები გახდება
მოკლედ ჯიგრებო და ლამაზებო, გვაინტერესებს რამდენი კაცი იკრიბებით ამ შეჯიბრის მსურველები, თუ 3-4 კაცი შეიკრიბა აზრი არ აქვს, ეგრე ლამის ყოველ მეორე კვირას ქე ვიკრიბებით ხოლმე ცალცალკე ჯგუფები...
ესეიგი იგეგმება შეჯიბრი 4-5 აგვისტოსთვის. სავარაუდოდ 20-24 სამიზნის მოხსნით, სავარაუდოდ წყნეთში, პეინტბოლისტების ბაზაზე... თანხები ჯერჯერობით უცნობია მაგრამ სავარაუდოდ ჩვეულ 20 ლარზე მეტი გამოვა...
ესეიგი სიაში ამჯერად ვიცი რომ არიან:
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) ვინ ხართ ჩაეწერეთ რომ გავთვალოთ ხარჯები საერთოდ ღირს არ ღირს და ასე შედმეგ....
იმის მერე რაც უხეშად იქნება რაოდენობა ჩამოთვლილი, მერე გადავალთ ხარჯებზე და იდეების შემოთავაზებებზე.
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
ასევე კიდევ გაგირთულებთ არჩევანს და გტავაზობთ შემდეგ სილუეტებს შეჯიბრისთვის, ამოირჩეით რომლები გირჩევნიათ, , შედმეგ ამოვარჩევთ იმის და მიხედვით რომელმა სილუეტმაც მეტი ხმა მიიღო...
ან პირდაპირ ამოვირჩევთ რომელიც იაფი გამოვა, მაგალითად მე-9 ნომრად არის, ინდაურის ნავაროჩენი ვერსია, ლამაზი და დიდი კი არის, მაგრამ ფორმის გამო მასალაც მეტი წავა და ბევრი კუთხეების გამო მეტი ამოსაჭრელი დროც წავა... შესაბამისად ძვირიც გამოვა ეგეთი... და ასე შედმეგ....
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre (თუ მანამდე თოფი არ გავყიდე)
სამიზნეებს რაც შეეხება, მე II-III-IV და X მომწონს
მე მეხუთე სამიზნე მომწონს ბატონებო
ისე ამჯერზე ზ.დ.პ-შნიკები ნუღა იტყვით აი არ მაქვს უფლებაო, ისაო ესაო, ვაი დედაო... ღიაა კარები თქვენთვისაც ბატონო... მთავარია სურვილი...
თუ ჩუმათ იქნებით, მერე არ დაიწყოთ აი დაჩაგრეთ ზ.დ.პ-ე მარტო PCP შნიკები ჯაზაობთო და ასე შედმეგ, რაც არ უნდა სუპერ PCP იყოს ენერგია მაინც შეზღუდულია, ყველაზე ძლიერი თოფი 25 ჯოუზე მეტი მაინც ვერ იქნება
ja_ja
აბა ჰანტერი მოვაწყოთო? რაის 25 ჯოული?
მე-11 ნომრით ბუ თუ რაღაც ფრინვეილი, რაკომ დგას?
მე მომწონს მეხუთე და მერვე. ისე გამოკითხვაც ჩაგერთო, ასე რთულია გაიგო ვის რა მოეწონება.
ზ.დ.პ-შნიკებო, აბა აგვიბით მხარი, დაგვანახეთ თქვენგან სირვილი ბრძოლისა
ilariona
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre
7)კაკა8079
ja_ja
და შემოწმებაც გვექნება? ესეიგი ნორიკა თავისი რედუქტორით პრალიოტშია? აი აი აი
ja_ja
მერე ვინ შეუმოწმებს გასროლის დროს დაატრიალებს თუ არა იმ რეგულატორს?
ხო იცი ეგ რა ჟულიკიცაა
ilariona
ეხლა კაი ნასვამი ვარ და მერე გადავთვლი მაგ რიცხვებში ვისვენებ თუ არა. აქედან გამომდინარე დავწერ ვმონაწილეობაზე პასრუხს
iorama
რომ გამოფხიზლდები მიხვდები, რომ ჯერ ჩემპიონატის ზუსტი რიცხვი არაა და დასათვლელიც არაფერი არ გექნება
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre
7)კაკა8079
8)sekurifa
მეც ჩავეწერები სიაში. ყოველ მხრივ შემოვდივარ წილში არაა პროვლება. შაბათ-კვირა ჩემთვის ყველაზე რთული დღეებია მარა იმედი მაქვს არაფერი გაიჩითება სამსახურში და წამოვალ. ამ შეჯიბრს ხომ ამდენ ხანს ველოდი ესეიგი თქვენთან ვარ რა. რომც ვერ წამოვიდე არც ეგაა პრობლემა. თანხას რაც სეეხება პოლნი წილში ვარ.
პ.ს. ხო მართლა ეგ ხომ ერთ დღიანი იქნება? რაც შეეხება სამიზნეების ფორმებს მე ჩვეული ყვანჩოს სილუეტი მირჩევნია. ანუ 1, 4, და 11. რათუნდა ამეებს ზედმეტი ფოი ფოი? ჩემს გაკეთებულ საფლავის ქვასაც წამოვიღებ და გაჩვენებთ
მოგესალმებით ყველას
პირველ რიგში ძალიან მიხარია ის, რომ დაიწყო შეჯიბრებების ორგანიზება და მსიამოვნებს ისიც, რომ მეც მაქვს შესაძლებლობა (ნაწილობრივ ) მივიღო მონაწილეობა ამ შეჯიბრში.
გადავიკითხე წესები სადაც გარკვევით და კარგად არის ახსნილი ყველაფერი, რისთვისაც დიდი მადლობა ჯაჯას
რაც შეეხება სამიზნეებს თუ არ გავითვალისწინებ ამას
sekurifa
კი შეჯიბრი ერთ დღიანია და თანაც დილით ადრე დაიწყება. მგინი შენ საღამოობით მუშაობ და არ უნდა გქონდეს სამსახურის პონტში პრობლემა.
წყნეთის დაბურულ ტყეში რა გვინდა 8 საატამდე ტყეში უცებ ბნელდება, თვითონ შეჯიბრი დიდი ხანგრძლივობის არ იქნება....
სამუშაო იქნება წინა დღეს, ანუ ადგილები იქნება შესარჩევი და შემოსახაზი, მეორე დღეს კი ნაწილი ჯდება და ისვრის, ასწორებს თოფებს, ორგანიზატორები კი გარბიან და ალაგებენ სამიზნეებს. 1-2 საათში ეგ საქმე მორჩება და 30 წუთიანი შესვენების მერე აიდაა...
თან ლოდინი მაგ საქმეს, არ უნდა, წაიდა პირველი ჯგუფი, 10-15 წუთში მიუშვებ მეორეს და ასე შედემგ...
ყველაზე დიდი 20 კაცი ვიკრიბებით ხოლმე, ანუ მაქსიმუმ 7 ჯგუფი გამოდის
EnDeL
შეჯიბრამდე ღიაში დაიწერება მოსამზადებელი გასვლა, თუ გაქვს სურვილი შეჯიბრში მონაწილეობის, წამოდი მოსამზადებელ გასვლაზე, რომ გაგიცნოთ.
მდაა , ჯოულებს რა ვუყო?
სამიზნეებს რაც შეხება პირველი ცალი და 11 ნომერი
geojorjika
ნიუტონებში გადაიყვანე
რავი, თუ მეცალა საორგანიზაციო საკითხებში მოგეხმარებით, აბა ვერ ჩამომაქვს ეგ შობელძაღლი მარადიორის ფიშტო და რა ვუყო
Davitus
მუშაობაში ხომ არ ჯობია?
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre
7)კაკა8079
8)sekurifa
9)gregory
gregory
ისე შენ, კოკნარა, სოხა და ყველა ის ხალხი იგულავებთ ვისაც დისკო გაქვთ იმის დედა ვატირე ისეთი პოზებიდანაა სასროლი, რომ შტირიკა ბოლო ადგილზე გავა ვერიკოც მანდვე იქნება
აა??
ეგ ჯოულები საიდან მოიტანე??
ilariona
მე 1 2 3 და 4 სამიზნეები მომწონს, ჯოულებზე მაინც რა უნდა ვქნათ? ვისაც ძლიერი თოფი აქ, ალბათ მომიწევს მულტიკომპრესიულის კაჩაობა
ენერგეტიკის რეგულირება რა პრობლემაა ვე ვხვდები
norica_dragon
პლომბი უნ და დავადოთ შენს თოფს სარეგულირებელზე
kaka8079
თან ჯაჯას ხელმოწერა გვინდა თორე მაგ პლომბს კი არა და ხალხი გაზის მრიცხველის პლომბებს ხსნიდნენ და აყენებდნენ ისე, რომ კაციშვილი ვერ იგებდა
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre
7)კაკა8079
8)sekurifa
9)gregory
10)ხ.მ.ე.ლ.ო
მინდა წამოსვლა და თუ არაფერი შეიცვალა მანამდე წამოვალ. ხო მართლა არ მყავს მანქანა და ვინმემ უნდა ჩამტენოთ სადმე სამიზნეებს რაც შეეხება 1, 2, 3, 4, 10
მოკელდ მსურველი როგორც ჩანს მხოლოდ 10 კაცია... დანარჩენს სურვილი არ აქვს თუ რაიმე მოსაწვევს ელოდება
მე კი ვარ მსურველი მაგრამ ფიშტო არ მაქვს და სხვისით მეხათრება
TAMPLIER
წამო კაცო, რისი გეხათრება
რავი თქვეჩ ყველას ხომ არ სიამოვნებს თავისი თოფიდან რომ სხვა ისვრის
TAMPLIER
შენ საუბარზე გურულები ასე იტყოდნენ: აბდლობასააქვს ადგილიო
ეხლა შენ თუ გინდა შემომთავაზო წამო ჩემით ისროლეიო ეგ სხვა საქმეა და სხვის მაგივრად ხომ ვერ იტყვი არა,დაწერითაც არავინ დასწერს მე არ ვასროლინებო!
თან შენი თოფით რო მოგიგო სულ დაამტვრევ იმ თოფს და მაგრად გაგიტყდება და მეც გამიტყდება
TAMPLIER
მორჩი ოფს, წამო და ისროლე. ვერ მომიგებ
სულ თვალცრემლიანს დაგტოვებ როგორც იმ მედლის თხოვნის დროს
კარგი კარგი მოვრჩეთ თორემ მეხი დაგვეცემა
TAMPLIER
მე წამოვიღებ მეორე თოფს, ანუ მარადიორს და ამოიწურება მთელი საკითხები... გაწყობს?
ja_ja
ეგ ისეთია ილოს რო მოუგებს ??
TAMPLIER
ერთი ადგილი რაზნიცა საკმარისია
თუ 5 აგვისტოს იქნება მაშინ მცალია. 4-ში ბათუმში ვიქნები სამსახურიდან.
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre
7)კაკა8079
8)sekurifa
9)gregory
10)ხ.მ.ე.ლ.ო
11) dawiti
მოკელდ ამ მომენტისთვის ვლინდება რომ მონაწილეებს სურთ შემდეგი სამიზნეები:
1
2
3
4
10
11
ერთი ხმა აქვს მე-5 ნომერს
ბარემ ვამატებ მე-8 ნომერსაც რომ 8 ნაირსახეობამდე შეივსოს და წყვილად დალაგდეს
გამოვა 4 ფრინველი 4 ცხოველი
შაიძლება ერთი უაზრობა ვთქვა!?(ოღონდ ჯაჯა თუ არ შემჭამს ცოცხლად )
ცუდ დროს დაემთხვა რაგაც აგვისტოს 5ში აქ არ ვიქნები ალბათ ზუსტად არც ვიცი. წინასწარ ვერც ვეწერები სიაში, სამიზნები 2,4,11 მოწონს
koknar
ისეთი არაფერი სამიზნეებთან დაკავშირებით პატარა ტექნიკური დეტალი
TAMPLIER
ე ბიჯო თქვი აწი თუ იძახი რამეს , თვარა მევიდა გოიკო მიტიჩი
დღეს დავრწმუნდი რომ ეგ შეჯიბრი ადვილი არ იქნნება დღეს ზღვაზე წავივარჯიშეთ მე და ხმელომ. ქარიც უქიქინებდა ცოტა. 40 მეტრიდან ხეზე მკლავის მიყრდნობით30მმ-იან რგოლში ჩაჯდა სამი ტყვია ზედიზედ, მერე 40მმ-იანში 40 მეტრიდან სამჯერ ვისროლე ფეხზე ხელიდან და ვერცერთი ვერ მოვარტყი. ახლა ვფიქრობ დიოპტრი ხომარ ვიხმარო შეჯიბრისთვის
ახლა ყოველდღე 15 წუთით უნდა ვივარჯიშო სტოიკაზე რომ მოძრაობა მინიმუმამდე დავიყვანო
sekurifa
ja_ja
ჰებიჭო გავალ გუდვილში და ვიყიდი 120 ლარად 3X9 ოპტიკას
ნორიკას არ გავახარებ
sekurifa
ვარჯიში კარგია, ძალზედ საჭიროა ნებისმიერ შეჯიბრში.
cz80
გოიკო მიტიჩი სად არის? რაღაც ინტრიგა ჩამოაგდო და დაიკარგა ხო?
როგორც ვხვდები ყველაზე მურტალი მანძილის ცვალებადობაა, რამდენ მეტრში რა დოტზე უნდა ესროლო. მისროლით კი დაკვალიანდები მარა თეორიული საფუძველი მინდა ვნახო, იმ ძველ თემაში როა chairguni თუ რაღაცა მაგდაგვარი სანდოა ნეტა, ცეცლსასროლისთვისაა და აეროდინამიკას ითვალისწინებს მაინც სხვა შემთხვევაა. ტრაექტორია მინდა ავაგო მეტნაკლებათ რეალურთან ახლო.
koknar
ლამის შეჯიბრზე გამოსვლა გადავიფიქრო, ჩემი რემინგტონი 4.5 კილოა და ხელში ძლივს ვიჭერ და აბა 40 მეტრში რისი გამრტყმელი ვარ ის კი არა მე და ზურამ 10 მეტრში დავდეთ სამიზნე, 20 მმ-იანი რგოლიც გავუკეთეთ და ძლივს გავარტყი 2 იდან ერთი, ისიც რავიცი შეიძლება შემთხვევით მოვარტყი მოკლედ არ ვიცი რა, თან სროლის ტექნიკასაც ვერ ვიფიქრებ რომელიც უფრო ადვილი იქნება ჩემთვის , ან რო ვივარჯიშო ან რამე
ხოოო მე სხვა რამეს უყურებდი. ეს აირგანისაა
ჯაჯა ბარემ ერთი კითხვაც, Scope height საიდან ითვლება, ოპტიკური ღერძსა და ლულის ღერძს შორის მანძილი ალბათ ხომ კი ?
ჯაჯა ისე კარგი იქნებოდა FT- სმოქმედ წესებს და პრინციპებს თუ ცალკე ჩამოწერდი ამავე თემაში, ისე როგორ დაწვრილებითაც HFT-ს თემაში გაქვს ჩამოწერილი. აქ წესები ნაჩვენებია უცხო ქვეყნების მაგალითებზე და ქართული სამყაროსთვის?
ხ.მ.ე.ლ.ო
კაცოუ ძებნა ან კითხვა იცი სადაც HFT-ს წესები წაიკითხე იმავე განყოფილებაში არის აპინული FT და BR-ის წესებიც
თუ რაიმე სხვას გულისხმობ არ ვიცი... დარაც შეეხება უცხოური მაგალითებია და ქართული რეალობა მაიტაო... მაჩვენე სადაა ქართული რეალობა და მოგიყვან მაგალითებს
ჯერ რაც არ შემდგარა საქართველოში რა მოგიყვანო მაგალითად
koknar
ja_ja
იქნებ ის მითხრათ 25 ჯოული ჰასტან ატ 44 ზე სად მერყეობს მიახლოებით? (რამდენ ბარზე) თუ ეს ადგილზე შემოწმდება ქრონში?
sekurifa
წნევა რაფერ გეტყვის სიჩქარეს და ენერგიას
ენერგიას გაიგებ მხოლოდ მაშინ როდესაც იცი ტყვიის წონა და მისი სიჩქარე, სხვა მონაცემები, იქ რეზერვუარის მოცულობა, შიდა წნევა, თოფის წონა ... ეგ ერეფერს არ გეტყვის...
უხეშად შემიძლაი გითხრა 10.5 გრაინისთვის ზღვარი არის 271 მეტრ წამი
10.2 გრაინისთვის 275 მეტრ წამი.
ja_ja
ჯაჯინსკი, ჩემი ვერიკო 10.65 გრაინს 271-ით ურახუნებს და არ მითხრა უნდა ისევ ვეჩალიჩო სისწრაფის ჩამოგდებაზე? ნეუჟელი სუდიები ცოდას თვალს არ დახუჭავენ?
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre
7)კაკა8079
8)sekurifa
9)gregory
10)ხ.მ.ე.ლ.ო
11) dawiti
12) ვანო
დავემატე მეც.
სამიზნეებიდან მე-4 მირჩევნია, ყვავი
ჯაჯა, ძაან გაჩუმდა ეს თემა: რა მიანტერესებს, თანხის რაოდენობა არ ვიცით ზუსტად (ანუ რამდენის დადება გვიწევს ყველაფრიანად) და ვერ დავადჯენთ ჯერ-ჯერობით?
ხ.მ.ე.ლ.ო
ზუსტი თანხის თქმა მიჭირს, ჯერ პრაქტიკუალდ ყველაფერი ჰაერშია და გამოანგარიშება და მითუმეტეს მერე წასვლის ხარჯები და რამე.....
ნუ რაცხა ფონდი კი გვაქვს, მაგრამ ის წავა სამიზნეების გაკეთებაში და კიდევ პირიქით დასამატებელი ექნება...
მოკლედ მუშაობა დავიწყე, გაცდენა არანაირად არ შემიძლია და ამ შეჯიბრზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია წამოსვლა თუ კვირას იქნება ისე ყოველი შემთხვევისთვის ინფორმაცია მოგაწოდეთ
ხალხნო როდის ხდება ეს ამბავი??? ხვალ? ზეგ?
norica_dragon
ალბათ თვის ბოლოს, სამიზნეების მზადება ახლა დავიწყეთ.
მტააკ პატარა ინტრიგა ჩამოვაგდოთ
აგერაა მზადების პროცესი:
ისე მართლა მაინტერესებს, ეს ამდენი სამიზნე რომ ტყუილა სადმე გარაჟში არ გვეყაროს, ჩემპიონატამდე ან მის მერე ამ სამიზნეების შეძენის მსურველები თუ ხართ და რამდენი კაცი ხართ...
ყიდვის შემთხვევაშI ხარჯებიც შემცირდებოდა ჩემპიონატისთვს და თქვენც გასართობი გექნებოდათ....
ეს შეჯიბრი წინასწარი მზადების გარეშე ტარდება? წავარჯიშება ნე ბუდეთ??
norica_dragon
სამიზნეები თუ არ იქნება ისე რა წინასწარ შეჯიბრზეა საუბარი? რას ესვრი? ქაღალდს
1) ilariona
2) Norica
3) ja_ja
4) Davil
5) koknar
6) ochopintre
7)კაკა8079
8)gregory
9)ხ.მ.ე.ლ.ო
10) dawiti
11) ვანო
ცამეტიდან შვებულებაზე გავდივარ და არ ვიქნები თბილისში. სამწუხაროდ თვის ბოლოს შეჯიბრში ვერ მივიღებ მონაწილეობას.
sekurifa
მოიცათ, იქნებ და საერთოდ სექტემბერში ვაწყობთ ამ ამბავს ჰა?
sekurifa
შვებულებაში და კაი ხასიათზე რო ხარ მაგიტომ უნდა მიიღო მონაწილეობა თვარა დილით რო შეჯიბრზე წახვალ და საღამოთი ღამის ცვლაში ე მაშინ არ უნდა წახვიდე
dawiti
ჯერ არ ვიცით, ახლა მზადდება და რომ დავასრულებთ მერე დავწერთ რა დაჯდა ერთი ცალი.
დახმარება ნე ნადო რამეში???
guidanacho
10%-ანი ვორნო მოგემატათ და პოსტი წაიშალა
ja_ja
შეჯიბტი ისევ სექტემბრის დასაწყისშია თუ გადაიდო??
თვის ბოლოსო და ეხლა სექტემბრის დასაწყისშიო? ვეღარ გავიგე, დასასვენებლად ამ შეჯიბრის გამო არ მივდივარ და მემგონი ეგრე დავრჩები დასვენების გარეშე...
ხ.მ.ე.ლ.ო
norica_dragon
ხალხნო ინვენტარის გაკეთებას დრო უნდა... თორემ ქაღალდებზე სროლა თუ გინდათ ნებისმიერ დროს დავგეგმოთ და გავიდეთ რა პრობლემაა
1 ცალს ალბათ მეც შევიძენ. ფასია საინტერესო. ისე FT-ს შემდეგ კაი შელანძღული ოქნება ალბათ
norica_dragon
აი მასე ვარ მეც... :X უბრალო რამე მაინც გავაკეთოთ რა
norica_dragon
ხ.მ.ე.ლ.ო
ReMiNgToN
norica_dragon
მერე ესე თუ გინდათ ეს შეჯიბრი, იაქტიურეთ ცოტა, სამიზნეებს დამზადება უნდა და მოგვეხმარეთ.
ja_ja
გეხვეწები, ჩამოწერე რა არის გასაკეთებელი შეჯიბრისთვის, რომ გადავანაწილოთ საქმეები, თორე მე და შენ ვერ შევწვდებით ყველაფერს.
ilariona
თუ რამე შემიძლია ჩემი თავი გენაცვალოთ არ მაქ არაფერზე პრობლემა პროსტა ეხლა დიდ თანხებს ვერ შევწვდები :X
სოფელში მივდივარ ხვალ და ჩამოვალ კვირას და მაინტერესებს მაინცდამაინც ამ კვირას ხო არ გაიმართება ეს შეჯიბრი?
ხ.მ.ე.ლ.ო
არა შეგიძლაი დაისვენო
შეიძLება მეც წავიდე დასასვენებლად და 1-2 კვირა ნაღდად არაფერი იქნება.
ჯაჯა ეს შეჯიბრი წელს როდის ჩატარდება?? ვის შეუძლია მიიღის მონაწილეობა და პრიზი რა არის : ) ?????????????????????????????
gocha311
როცა ჩატარების დრო მოვა წინასწარ იქნება ყველა ინფორმაცია დადებული ახლა კი არაფერი არაა ცნობილი.
იცოდეთ წელს გამარჯვება ჩემია : ))))))))))))))))))))
ilariona
ილარიონ ჩიგოგიძე! გავიდა ბიჯო 2 წელი ბლიაძ დაიჟანგა სამიზნეები... სადაა რაიმე? რა ხდება საერთოდ????
ჰო ახლა ამ კვირას რომ დავაპიროთ აი ეგრევე გაჩითავს ილარიონ ბიძია სამიზნეებს 2 წელია ვერ გაუკეთებია და 1 დღეში რაფრა იზამს მაგას თან აქ არ არის
შეჯიბრში შემიძლია მეც მივიღო მონაწილეობა?????
gocha311
შენ რა გაქვენ ის შენი ნაკეთობა?... ჰოოო მაგი არ ვიცი გადასაწყვეტია...მსოფლიო სტანდარტის შეჯიბრზე ეგრევე ვიცი პასუხი რომ ეგეთი რამე დაუშვებელია, მხოლოდ სერიული მოდელით შეიძLება გამოსვლა, აი ჩვენთან კიდო გააჩნია მსაჯთა ბიურო რას გადაწყვიტავს...
კი ჯაჯა ის ჩემი ნაკეთობაა შენი დახმარებით რომ ავაწყე,სიმპატიური ვერ არის მარა მიზანში სროლაში დარწმუნებული ვარ ბევრს ვაჯობებ
მარა თუ პრობლემაა რაღა იქნება ,,,,,,,,,,,,,წარმატებებს უსურვებ ყველას
ჯერ არ ვიცი რაფრა იქნება, დაველოდოთ თვითონ შეჯიბრის ტარიღს და მერე გაირკვევა ყველაფერი
ესეიგი ილარიონას ველოდებით 2 წელია... ნუ დაიჟანგა მგონი ის უბედური რაცხა სამიზნეები და ეგრეც თავი არ მოება მაგათ გაკეთებას. სირცხვილი და თავის მოჭრა ფორუმის სახელით ;D
ამასობაში 1 კვირის წინ გრიშამ დამირეკა და ისეთი რამე შემომთავაზა რომ რავიცი, - მოკლედ მთელი ფორუმის ამაყი სახელით გრიშას დიდი მადლობა
ახლა რაშია საქმე, ესეიგი ეს FT შეჯიბრი ხომ ვერა და ვერ მოვაწყვეთ, ჰოდააა, ველოდებით და ველოდებით ამ სამიზნეებს, ამასობაში გრიშას ჩამოუვიდა რაცხა ტავარი და შემომაპარა 12 ცალი Kick Down სამიზნე მაქვს კროსმანისო ჩამოსულიო. აქედანო თუ ინტერესი გაქვთო 2 ცალსო ფორუმს ვაჩუქებო და რას იტყვითო?
მეთქი გრიშაჯან ოქრო კაცი ხარ და მაგი 12-ივე გადადე გვერდზე მე ვიღებ ყველას მეთქი , ესეიგი გადავხედ გადმოვხედეთ ფასებს, ოპტოვი ვარიანტს ფორუმის კლუბის შეღავათებს და დარჩენილი 10 ცალი სამიზნე წამოვიღე 300 ლარად (ნუ მერე ან გავინაწილებთ თანხას ან რავიცი როგორ იქნება ნუ მოკლედ მაგი მერე გაირკვევა, მთავარია სამიზნეები დათრეულია). ძირს ილარიონას დიქტატურა ვოტ !
ესეიგი კიდო გეგმავს გრიშა დაკვეთის გაშვებას ამ დღეებში და მგონი ღირს კიდო 12 ცალის დაკვეთა და ქე გვექნება 24 ცალი და შესაძლებელი იქნება სრული შეჯიბრის ჩატარება, პროსტა მძიმეებია ეს მამაძაღლები და გრიშას ამიტომაც ზღვით მოაქვს, ეგ კი დროიოს გაჭიმვას ნიშნავს 3 თვემდე.
მოკლედ ახლა გვაქვს 12 ცალია დგილზე (მართალია კროსმანის ზომბების ვერსია, აი ძIრს სურათძე რომაა ეგეთები)
მარა რავარც გახსოვთ ბექა ბიძიამ ამოგვიჭრა სხვადასხვა ცხოველების პროფილები
ჰოდა ახლა ზარმაც ილარიონას ძებნას მემგონი ჯობია პირდაპირ ავიღოთ მაგი პროფილები და ამ ზომბების მაგივრად მივამაგროთ ი ვსიო მზადაა ყოლიფერი
ესეც დღეს გრიშასგან წამოღებული საიდუმლო მასალები
ყუთში 3 ცალია, იმედია კარგად ჩანს შემოხაზული ციფრი
შიგნით დევს აი ასეთი სამიზნეები
და სულ არის 4 იაშიკი, დალშე მარტივი მათემატიკა
P.S. ახლა კი კითხვა ჩვენი კლუბის პრეზიდენტს... სლუში ევრეისკაია ტი მორდა ამ საქმეებს მე უნდა ვაგვარებდე თუ კლუბის პრეზიდენტი ჰა? რომ დასდევ იმ გაღატაკებულ ხალხს და სულ ფულების წართმევაზე ხარ, ჰქმენი რაიმე კლუბისთვის ბლიაძ! სამაზვანეტს
ja_ja
ნუ მებლატავები , მაგ ამბავი ვიცი უკვე და კი საქმეა , ჰოდა 660 ლარია მოსაგროვებელი , აქანა ხალხი ჯერ არ შემოდის და რაჭირთ არ ვიცი , ფორუმიდან 3-4 კაცი პოსტავს ხოლმე ეს 2 თვეა
რა კარგიაა ჯა-ჯა ისე ერთიორი ზომბი მაინც დატოვე, მაგის მოკვლაც გაასწორებს
geojorjika
მაგდენი სამიზნე ნამეტანი ბევრი ხო არ არის? რავიცი კი თქვენ უფრო იცით რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ის მოსაგროვებელი თანხა ნამეტანი ბევრს ურტყავს ...
ჰო მართლა, ვინც კლუბის წევრი არ არის, მონაწილეობას ვერ მიიღებს შეჯიბრში თუ რაარის ?
გრიშა როდის უკვეთავს მეორე პარტიას?
ხ.მ.ე.ლ.ო
ბევრ4ი არაა, იმიტომ რომ წესით მინიმუმ 6-7 ბილიკი უნდა მოეწყოს, თითო ბილიკზე 2-დან 4-მდე სამიზნე გადაამრავლე არა ჩვენ ადრე დავთვალეთ და სადღაც 21-ზე გავდიოდით, ასე რომ კიდევ ერთი 12 მგონი რომ საჭიროა. აი რაც შეეხება ასაგროვებელი თანხა ბევრია და რამე,... კაცო მაგას აგროვებს ძირითადი ჯგუფი ან რაც იქნება, ყველა ფორუმელს კი არ მოეთხოვება თანხის დადება, პროსტა მერე შეჯიბრისას ასევთქვათ საერთო საქმეში მონაწილეებს ნაკლები დასადები ექნება შეჯიბრში მონაწილეობის თანხა (გათვალისწინებული იქნება გაწეული ღვაწლი), ხოლო ვისაც არ ექნება მონაწილეობა ასევთქვათ საერთო საქმეში იმას სრული თანხის დადება მოუწევს და ეგ იქნება რა განსხვავება..
ახლა რაიმე კოშმარულ თანხებზე არაა საუბარი და ბოლო ბოლო სულ რომ არავინ დადოს ტანხა დიდი პრობლემა ეგეც არაა, იმიტომ რომ ამ პარტიის თანხა მე უკვე გადახდილი მაქვს და შეჯიბრის დროს უბრალოდ ჩემს თავს მონაწილობის თანხას აღარ გადავახდევიენბა
ჰე ეხლა არ უნდა ამს ბევრი სჯა ბაასი 50-50 ლარი ყველამ რომ დადოს ვინც ვართ აქ ძირითადი ჯგუფი უცებ აგროვდება მაი თანხა, ჯაჯას ანგარიში ბევრმა იცის და ვინც არ იცის მოგიპიემებს თვითონ და ჩაურიცხეთ ,
ჰა მე ვიქნები პირველი (ებიჯო დაითვალე რამდენი უნდა გადმოგირიცხო მეჩიკებიანად )
1)geojorjika 50 ლარი
1)georgika 50ლარი
2)Dav1nch 30ლარი
1) geojorjika 50 ლარი
2) dav1nch 30 ლარი
3) ikaaa 30 ლარი
1) geojorjika 50 ლარი
2) dav1nch 30 ლარი
3) ikaaa 30 ლარი
4) power_vano 50 ლარი
მშვენიერი ტარგეტებია, ზომბებიც ასწორებს
ჯაჯ მე მაინც ვარ გამოსასვლელი შენთან ბალონის დასატენად სა ლაივში ჩაგახუტებ ჩემს წილს
აგერ ვარ მეც ახლოში, სულ რათაც 700 კილომეტრში, ჩამოვალ და მოგცემ ფულს
რა ახლოს ყოფილხარ . ე ბიჭო ამ ევრაზიულ ტურს როდის ამთავრებ
ja_ja
ჯა_ჯა, ისევ ის ანგარიში გაქვს რაც ადრე, წლების წინ? საქართველოს ბანკში?
ანგარიში იგივეა, მარა რავი ჯერ ჩამოვყალიბრით რამდენი ვდებთ და რამდენს?
1) geojorjika 50 ლარი
2) dav1nch 30 ლარი
3) ikaaa 30 ლარი
4) power_vano 50 ლარი
5) soxa
6) ხ.მ.ე.ლ.ო 30 გელ
პ.ს. ნეტავ ისევ ის ცხოველებისა და ფრინველების სამიზნეები ყოფილიყო ...
ზომბები არ მევასება და თუ გასვლა ჩატარდა ყველას ჩავხოცავ
რაღაცა ხალხი პასიურობს და ამასთან ერთად კარგი ამინდებიც პასიურობს
1) geojorjika 50 ლარი
2) dav1nch 30 ლარი
3) ikaaa 30 ლარი
4) power_vano 50 ლარი
5) soxa
6) ხ.მ.ე.ლ.ო 30 გელ
7) nxs027 50 ლარი
ფულს ხელზე აგროვებთ თუ ანგარიშზე უნდა გადავრიცხო?
სად და როდის მოგაწოდოთ?
nxs027
მარტო ფული არ გვინდა, მონაწილის გამოჩენაც გვინდა
ისე მინიმუმ რამდენი კაცი უნდა ვიყოთ სიტყვაზე?
რაღაც ხალხს არც ფორუმისთვის და არც შეჯიბრისთვის არ სცალია და გული მიგრძნობეს არც ეხლა ჩატარდება ეს გასვლა, თუ ხალხი არ იაქტიურებს ))
ეუფ, აქ ეხლა სემოვედი, და მგონი პირველად
ხოდა ამდენი გვერდების კითხვის თავი არ მაქვს
და 2 სიტყვით რომ დაწეროთ რას ვაგროვებთ და რამდენს ვერა???
bazuka
1) geojorjika 50 ლარი
2) dav1nch 30 ლარი
3) ikaaa 30 ლარი
4) power_vano 50 ლარი
5) soxa
6) ხ.მ.ე.ლ.ო 30 გელ
7) nxs027 50 ლარი
8) ბაზუკა 5თუმანი
1) geojorjika 50 ლარი
2) dav1nch 30 ლარი
3) ikaaa 30 ლარი
4) power_vano 50 ლარი
5) soxa
6) ხ.მ.ე.ლ.ო 30 გელ
7) nxs027 50 ლარი
8) ბაზუკა 5თუმანი
9) ნორიკა 5 თუმანი
ისე ოდესმე მოეწყობა ეგ შეჯიბრი?
ზამთარში არამგონია (ცივა ტაკოები გაგვიცივდება)
, გაზაფხულზე შაიძლება
სადაა მერე ჯერ ზამთარი?
kaka8079
ზაფხული ხო კარზეა მომდგარი
მოკლედ როგორც ჩანს მეტი მსურველი არ ჩანს, ასე რომ ყველას ველქომ თანხის გადმორიცხვაზე, ილარიონამ და სოხამ უკვე მომწეს თანხები
დანარცენმა კიდო რავი ვისაც რამენაირად შევხვდები შეუძLიათ ხელზე, ვისაც ვერ ვხვდები აგერაა ჩემი ანგარიშის ნომერი:
ბანკი - საქართველოს ბანკი
ანგარიში - GE78BG0000000235525300GEL
მიმღები - გიორგი პერანიძე
დანიშნულება - კარგი იქნება რომ მიაწეროთ თქვენ ტქვენი სახელი ვთქვათ იყოს ასეთი პონტი saxeli for Target (ნუ სიტყვა saxeli ჩაანაცვლეთ თქვენი სახელით).
მგონი სულ ეგაა
1) geojorjika 50 ლარი
2) dav1nch 30 ლარი
3) ikaaa 30 ლარი
4) power_vano 50 ლარი
5) soxa
6) ხ.მ.ე.ლ.ო 30 გელ
7) nxs027 50 ლარი
8) ბაზუკა 5თუმანი
9) ნორიკა 5 თუმანი
10) ილარიონა 50 მანათი
ზემოთ ხომ დავწერე და სიაში რატომ არავინ არ ჩამამატეთ?
დაახლოებით როდის გაიმართება წინასწარ ვერ გავიგებთ? იმიტომ რომ ჩემთვის დროს მნიშვნელობა აქვს აუ კვირა დღე შეარჩიეთ რაა რამდენს გაწყობთ ხელი აიწიეთ აბა?
ჰო ესეიგი 2-მა კაცმა ჩარიცხა თანხები ხსენებულ ანგარიშზე
ნუ ერთი ქე ვიცი დანიშNულებაში წერია nxs027 , მარა მეორე რომელი ხართ ირაკლი (გვარს ძალით არ ვწერ)?????
მე ვარ ჯაჯ დამავიწყდა დანიშნულების მითითება და იმ კიკინებიანმა ბანკის თანამშრომელმაც არ მითხრა.
ikaaa
ოკი, ოკი იასნია
ესეიგი ამ მომენტისთვის თანხები დადებული აქვთ შემდეგ მონაწილეებს:
ikaaa 30 ლარი
soxa 50 ლარი
nxs027 50 ლარი
ილარიონა 50 მანათი
დაემატა ბაზუკას თანხა 50 ლარი
ja_ja
შეჯიბრზე ხო ვისაც რა ტყვიები უნდა იმას ისვრის და ვისაც პცპ-თი უნდა მაგით და ვისაც ზდპთი უნდა მაგით გამოვა?
აქაა ყველაფერი ჩამოწერილი http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2421 და ესეც მეორე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2425
ვადასტურებ ჩაირიცხა 30 ლარიკა და სია ამჯერად ასეთია:
ikaaa 30 ლარი
soxa 50 ლარი
nxs027 50 ლარი
ილარიონა 50 მანათი
ბაზუკას 50 ლარი
ხ.მ.ე.ლ.ო 30 ლარი
ილარიონ ბიძია რავაა ჩვენი ციყვების საქმე თუ იცი??? შეპირებული პირველი ნოემბერი ახლო ახლო მოდის და.....
მიემატა ჩემი 30 ლარიც.
ikaaa 30 ლარი
soxa 50 ლარი
nxs027 50 ლარი
ილარიონა 50 მანათი
ბაზუკას 50 ლარი
ხ.მ.ე.ლ.ო 30 ლარი
dav1nch 30 ლარი
სია ამ მომენტისთვის ესეთია.
ხოდა ახლა ჟორა და ნორიკა მყავს დასაბერტყი და იდეაში ის პარტიაც ამოიყიდება და ახლის ფულის დაგროვებაც წავა...
ნუ ჩემი ფულის მამენტ ბანაობს მანდ ჰოდა ახლა ილარიონას შეპირებული სიტყვა გვინდა პირველი ნოემბრისთვის თორემ ვაი
ჯაჯა მე როცა შევხვდებით მოგცემ 50 მანათს
ja_ja
ვააა... ნე ვერიუ... 3 წლის თავზე რავარც იქნა, რაფერ მოხდა რა მოხდა?????
იმედია კიდევ არ გაიჭიმება
ja_ja
ხვალ შევღებავ და ზეგ გამოგიტან
ვეტევი ვადაში?
ilariona
ja_ja
დღევანდელი დღე გაიმაზა, კიროვის ქარხანაში მაღალი ძაბვის სადენი აფეთქდა (ოღონდ არ ვიტყუები ), ხო და დღეს ვისვენებთ.
ja_ja
ილარიონა ნელ-ნელა დროის გაჭიანურებას იწყებს
ilariona
ეს- "ოღონდ არ ვიტყუები", იმიტომ რომ უფრო დამაჯერებლად ჟღერდეს ჰო?
ხ.მ.ე.ლ.ო
ეე მაგას 3 წელია ამბობს, ხან მფრინავი თეფშებიო, ხან შავი ხვრელი გვიშლისო, მოკლედ რა ახლა ცოტა პროგრესია მელკი პრობლემებზე გადაერთო, სულ რაცხა ტილიანი კაბელი ახსენა კიდევ კაი მზის ამოტრიალება არ თქვა და ჯანდაბას, 1 დღეს მოვითბენთ
გვეშველა და ეგ არის
ja_ja
ხალხი ნუ შეგყავს შეცდომაში, სულ რაღაც 2 წელია ვაწყობ და არა 3
ja_ja
დიდი ამბავი, "პნევმატური იარაღის შესახებ კანონის" შემუშავებას 3 წელია თავს ვერ აბავს ამხელა პარლამენტი ხალხი და ილარიონამ რომ ციყვები ვერ გამოჩარხოს მაგით რა დაშავდება?
ilariona
ისეე, გაბრაზებენ ეგ ციყვები?
აბა აქ რა ხდება? მშვიდობაა?
არაფერი არ ხდება ხო?
ჯაჯა, კვირას ხომ არ წავიღოთ სასინჯათ?
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services