თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ოპტიკა მფლობელის თვალით _ ლილო optics - Riflescope 4X40

პოსტის ავტორი: sekurifa Jul 1 2012, 08:03 PM

ესეიგი დღეს ვიყავი ლილოში.მაინტერესებდა თუ ქონდათ რამე დარცენილი ოპტიკებიდან და ვნახე აი ეს Riflescope 4X40. (ეს მოდელი პირველად ვნახე :) )
http://www.radikal.ru


თუმცა ზუსტად ისეთი პატარა და კომპაქტურია როგორიც მინდოდა. მაგრამ 10X არ აწყენდა მარა ფაფუ :) სიგრძე 21სმ.აქვს. ამ სეზონზე ვიხმარ,მერე გავყიდი და იგივე ზომის ცოტა მაღალ ზუმიანს ვიყიდი. ან იქნებ არც დამჭირდეს მეტი ზუმი. პრაქტიკა მაჩვენებს ყველაფერს.
http://www.radikal.ru

ხედვა ნათელია ნორმალური. გასახედი თვალის ლინზის დიამეტრი 35მმ-ია და ფართოდ ჩანს. აქვს მილდოტის ბადე და აქვს ბადის განათება რაც მე უეჭველი მინდოდა რადგან ხანდახან შებინდებისას ვაკეთებ აბხოდს და ხის შავი ტოტები ბადის კონტურებს ჩრდილავენ.
http://www.radikal.ru

ოპტიკის რინგიც ცოტა ორიგინალურია ვივერზე, მყარად დგას და საიმედოდ.
http://www.radikal.ru

მგონი დიდ ოპტიკებზე მეტად ვიზუალურად ამ თოფის მოდელს ასეთი კომპაქტური ოპტიკა უხდება და ნადირობის დროსაც მეტი კომფორტული იქნება :)
http://www.radikal.ru

დღეს მე და ჩიკო გავედით ოპტიკების გასასწორებლად. რადგან ტირი არ მუშაობდა პატარა ქარხნის ბეტონის კარკასში ვისროდით. ცოტა ქარი კი უქიქინებდა მარა მე ის სიამოვნება მაინც მივიღე რაც მინდოდა.პირველად ვისროლე ჩემი ჰაცანიდან ოპტიკით:) ოპტიკა უცებ გასწორდა და ჯგუფიც კარგი დაჯდა.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 2 2012, 12:59 AM

sekurifa

გილოცავ


ისე, მტავარი დაგავიწყდა, რა ღირდა?

პოსტის ავტორი: foxi Jul 2 2012, 01:00 AM

გილოცავ. მთავარია შენ მოგწონდეს. ისე გაერთე არც ფასი დაწერე, არც ჯგუფების სურათები.

პოსტის ავტორი: sekurifa Jul 2 2012, 11:55 AM

ციტატა(Davitus @ 2nd July 2012 - 12:59 AM) *
ისე, მტავარი დაგავიწყდა, რა ღირდა?

ხო მართლა დამვიწყებია არადა მეგონა დავწერე smile.gif. ფასი სტანდარტული ლილოსი 80 ლარი smile.gif
ციტატა(kakha @ 2nd July 2012 - 01:00 AM) *
ისე გაერთე არც ფასი დაწერე, არც ჯგუფების სურათები.

ხო ჯგუფის გადაღება დამავიწყდა თორე მაგასაც დავდებდი შესაბაბის თემაში. დისტანცია 35 მეტრი იყო და ის კი მახსოვს რომ ტყვიები ტყუპებად ჯდებოდა სტანოკისდან smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jul 2 2012, 03:02 PM

კაია ზურა გილოცავ, თვითონ ოპტიკა ლამაზად ზის იარაღზე რამდენადაც ვხედავ უხდება smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Jul 3 2012, 08:17 AM

sekurifa
გილოცავ, ძაან მოუხდა თოფს smile.gif
არამგონია პცპ-ზე რაიმე პრობლემა გაუჩნდეს

პოსტის ავტორი: CHICO30 Jul 3 2012, 10:43 PM

ჯგუფებს გადავუღებთ სურათებს როცა ტირში ვისვრით. იქ მომენტებში ისეთს უბერავდა რო რა ჯგუფებზეა ლაპარაკი biggrin.gif სამაგიეროდ კაჭკაჭები შევიწირეთ ბლომად biggrin.gif


მეც ძალიან მომეწონა კომპაქტური ოპტიკა. ჩემით ვიპლინკავებ შემოდგომამდე და მერე მივაყიდი და გამოვიწერ რამე 9X40-ს

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services