თემის საბეჭდი ვერსია
Georgian Airgunners Portal _ ოპტიკა მფლობელის თვალით _ Nikko Stirling Diamond Sportsman 10-50x60 (2008 mod.)
პოსტის ავტორი: Jah Aug 7 2010, 12:27 PM
ჩამოვიდა ... უკვე მე-2 დღეა აეროპორტის საწყობში გდია
ხალხი არ გვყოფნისო, და ჯერ აღრიცხვაზე ვერ აიყვანეს
ამ ემას დავიწყებ ინტრიგისთვის
სამიზნე გამოიყუება ასე
შევიძინე შნაიდერის ინტერნეტ მაღაზიაში. თავის ტრანსპორტირებით და საბანკო გადარიცხვით, დაჯდა 705 EUR,
და თავისთავად განბაჟება დაემატება 18%
მოკლედ ჯამში გამოდის უფრო იაფი ვიდრე მე ვარაუდობდი.
ყველას საყურადღებოდ, თუ რამის ყიდვას დააპირებთ შნაიდერის მაღაზიაში.
მანდ დევს ფასები 19% გერმანული დღგ დამატებულები... და ინტერნეიშნელ ყიდვისას ეს 19% აკლდება
მოკლედ მაპატიეთ, უფოტიკოდ დავრჩი დროებით.
რეპორტს აუცილებლად გამოვაცხობ, სურათებიანს და ვრცელს.
ახლა ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, 100% გაამართლა ჩემი იმედები, ანუ რატომაც გავყიდე წინა მოდელი და რატომაც ვიყიდე ეს.
როგორც რუსებისგან გავიგე შესწორებების მექანიზმი მუშაობს როგორც ლუპოლდის მექანიზმი. და ნამდვილად ასეა, გაოცებული ვარ.
სამიზნე არის სუფთა იაპონელი, რაზეც მეტყველებს არა საღებავით დახატვა, არამედ იდეალური გრავირება made in Japan.
სამიზნე სადღაც 4 სმ-ით მოკლეა ვიდერ წინა ვერსია.
მაღალი ბარაბნები არის ზრაპარი, ისეთი სიამოვნებაა მაგის ტრიალი, და გამეორებადობა არის იდეალური, მართალია გამოვცადე ბუნებაშI და არა ტირში იდეალურ პირობებში, მაგრამ მცირე ქარში იყო ძალიან, ხო და სრულიად ბარაბნების ტრიალით დავხაზე იდეალური ოთხკუთხედი, რომელიც დაიწო და დამთავრდა ერთიდაიგივე წერტილში (შეიძლება გაუგებრად ვწერ, მაგრამ ჩემისთანა ქართულ;ის მცოდნეს მეპატიება )
მწარმოებელი აღნიშნავს 10%-ით უფრო ნათელ გამოსახულებას ვიდრე წინა მოდელშI, და ეს სწორად ასეა, შეიძლება უფრო მეტადაც.
mil-dot-ი წინა სამიზნესთან შედარებით, ბევრად მკვეთრია და ხაზები ბევრად წვრილია, რამაც ძააალიან გამახარა, მაგას არ ველოდი.
პარალაქსის ბორბალი თითქმის იგივეა, აი თვით მექანიზმი, ბევრად რბილია, და პროგნოზირებადი, ანუ მანძილის უმცირესი მონაკვეთების დაჭერაც შეიძლება, ვერ გადახდები, მოძრაობს როგორც მიკროსკოპის მიკრომეტრული ვინტი, მაგრამნ უფრო რბილად, მოკლედ ესეც ძალიან დიდი პლიუსია წინასტან შედარებით.
x50-ზე წინა მოდელთან შედარებით, საერთოდ!!! არ აქვს იდნავი "ნამიოკი" აბერაციაზე, და აბსოლუტურად არ საპნავს. ნუ თავისთავად ცოტათი ნაკლებად ნათელია ვიდრე 20-ზე და 30-ზე (35-ზეც მაინც ძალიან ნათელია), თუმცა x50-ზეც ძალიან სიამოვნებით ისვრი.
ახლა უარყოფითი მხარე.
წინა მოდელთან შედარებით უფრო დიდი eye relif-ია, წინას სადღაც 10სმ ქონდა ამას, ზუსტად არ ვიცი მარა სადღაც 15სმ აქვს...
მაგრამ რაც მე მახარებს ეს ერტადერთი, და სულ პააატარა მინუსია (ჯერჯერობით).
მოკლედ ჩემი დასკვნა - ეს არის საშუალო დონის, საკმაოდ საბიუჯეტო ოპტიკური სამიზნე, რომლისგან სასწაულების არ უნდა ელოდო, მაგრამ რომელიც 100% ამართლებს თავის ფასს. არ ვნანობ არც ერთ ცენტზე რაც დავხარჯე.
პოსტის ავტორი: geojorjika Aug 7 2010, 12:29 PM
მაგარია გილოცავ , რეპორტ , მარტო გზა რა დაჯდა გია?
პოსტის ავტორი: Jah Aug 7 2010, 12:33 PM
ციტატა(giorgi @ 7th August 2010 - 12:29 PM)
მარტო გზა რა დაჯდა გია?
მარტო გზა დაჯდა 36 ევრო. და წამოვიდა ჩვეულებრივი ფოსტით.
მე რომ გადაუგზავნე 120 ევრო დჰლ-ისთვის, ბოდიშI მომიხადეს და თანხაც დამიბრუნეს, მაგრამ ჩვენ ამით ვერ ვაგზავნითო.
თურე ამდენხანს არ დამტანჯავდა ეს ფოსტა
უპს დამავიწყდა მეთქვა, უფრო იაფი დამიჯდა, მანდ ფასშI 24 ევრო სანშეიდია
პოსტის ავტორი: bazuka Aug 7 2010, 12:36 PM
Jah
გილოცავ გია, რაცშეიძლება მალე მოგერგოს შტეერზე და ბედნიერი ჯგუფები გეკეთებინოს
ციტატა(Jah @ 7th August 2010 - 01:27 PM)
ყველას საყურადღებოდ, თუ რამის ყიდვას დააპირებთ შნაიდერის მაღაზიაში.
მანდ დევს ფასები 19% გერმანული დღგ დამატებულები... და ინტერნეიშნელ ყიდვისას ეს 19% აკლდება
ესეიგი გამოდის, რომ შნაიდერის ფასი+ტრანპორტირება=ნივთი სახში??? ვაა მუაგაარიააა
პოსტის ავტორი: geojorjika Aug 7 2010, 12:38 PM
Jah
მოიცა რამდენი ხანი მოდიოდა? და რითი წამოვია? ხომ იცი ეხლა ზუტად გვაინტერესებს ყველაფერი და დაწერე საბანკო ჰადარიცხვა რა დაჯდა. ფოსტა, რა ფოსტით წამოვიდა, რამდენი ხანი მოდიოდა , მემგონი მაქედან ღირს რაღაცის ჩამოტანა. აი ამ გერმანულ მწარმოებელზე მაქვს ლაპარაკი Simalux
Simalux Gold Edition 10-40x56 / 30mm Mil-Dot ფასდაკლებაშI 300 ევრო ღირს - 19% კაი ფასი გამოვა , განს რუზე ერთი ამბონდა 500 ევროზე დაბალ ფასიანი ყველაზე ნორმალური ეგ არისო
http://www.sportwaffen-schneider.de/product_info.php/cPath/40_96_1354/products_id/16925?osCsid=12345678901234567890abcd276637746353278081
პოსტის ავტორი: bazuka Aug 7 2010, 12:42 PM
geojorjika
ციტატა(giorgi @ 7th August 2010 - 01:38 PM)
ფასდაკლებაშI 300 ევრო ღირს - 19% კაი ფასი გამოვა
რაღაზე აკლებ??? განბაჟებაზე ხომ მაგდენივე უნდა დაამატო??
ანუ 300 ეურო გამოდის თბილისამდე + ტრანსპორტირების 36 ეურო, ნუ კიდევ ერთი 20 ეურო დაამატე და ეგაა, ისე კი გამოდის 500$+
პოსტის ავტორი: Jah Aug 7 2010, 12:43 PM
ციტატა(bazuka @ 7th August 2010 - 01:36 PM)
ესეიგი გამოდის, რომ შნაიდერის ფასი+ტრანპორტირება=ნივთი სახში??? ვაა მუაგაარიააა
კი ასეა
ციტატა(giorgi @ 7th August 2010 - 01:38 PM)
დაბალ ფასიანი ყველაზე ნორმალური ეგ არისო
კი სიმალუქსზე ვიცი რომ არაუშავს არი რა... მაგით ფტ-საც ისვრის ხალხი.
წამოვიდა ჩვეულებრივი ფოსტით. იქედან გამოფრინდა 29 ივლისს აქ იყო უკვე გუშინ წინ, მაგრამ მაგას თუ ჩამოსვლა ქვია არ ვიცი, კიდე რამდენხანს გააჩერებენ აეროპორტში არ ვიცი. მაგრამ სიტუაცია ფოსტაში აშკარად გამოსწორდა, ადრე თუ ოფიციალურად გეუბნებოდნენ 1 თვე +- კვირა, ახლა 10-14 სამუშაო დღეა, ნებისმიერი ქვეყნიდან.
პოსტის ავტორი: geojorjika Aug 7 2010, 12:51 PM
bazuka
500$ კი გამოდის მარა ამისთვის ვაგროვებდი ფულს Bushnell Elite 6500 2.5-16 x 42 Matte Mil Dot მარა ეს 650$მიჯდებოდა და ეგ გამოვა 500$ თან FT-ეც და ქაღალდზეც გამოვიყენებ, გაჭIრვებისას ინადირებს კიდეც კაცი და იმ დარჩენილ 150 $-ს ერთ 50$დავანატევ კიდევ და ვიყიდი რაიმე ბუშიკს 10X40 ფიქსირებული ჯერადობით სანადიროდ ან კიდევ ჩემს ვექტორ ოპტიქსს გადავიტან დისკოდან
http://www.amazon.com/Bushnell-2-5-16-Reticle-Rainguard-Riflescope/dp/B00192DEZQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1281174394&sr=8-1
პოსტის ავტორი: bazuka Aug 7 2010, 12:57 PM
geojorjika
ციტატა(giorgi @ 7th August 2010 - 01:51 PM)
ბუშიკს 10X40
რავი ჯორჯ 3-9-ზე სანადიროდ სულ 3 მიყენია და 50% სროლებისა მიჭირს მიზნის მიძებნა ხეზე, და 10 ხომ საერთოდ კოშმარი იქნება.
რავი 2.5 მშვენიერია მარა 10???
ამ კაცის თემას რაღას ვერჩით ჰააა
პოსტის ავტორი: foxi Aug 7 2010, 08:10 PM
Jah
ჰოოო ეს უკვე სერიოზულ. გილოცავ!!!!
პოსტის ავტორი: ja_ja Aug 8 2010, 12:42 AM
Jah
გიო წინასწარ გილოცავ! აასევე გილოცავ იმას რომ BIG Niko დაგიბრუნდა, განახლებული და გალამაზებული
პოსტის ავტორი: tengo Aug 8 2010, 08:39 AM
Jah
გილოცავ გია,მაგარია.
პოსტის ავტორი: gregory Aug 8 2010, 09:55 AM
ვაუ,
გილოცავ გია!
გამახედინებ მერე
პოსტის ავტორი: Jah Aug 9 2010, 05:08 PM
მოკლედ გამოვიტანე საბაჟოდან...
მე ქართული საბაჟოს !@#$!&^%$%#@&$#!@&$&!@#%^!$@&^#%!@$*#^!@%#$&*!@%^!$@&#!@%^#$!@&%^4!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მომიშალეს ნერვები, ნუ ვერ აგიღწერთ როგორ... დაწვრილებით მოგვიანებით დავწერ.
ვინმემ ხო არ იცით მაგათი ცხელი ხაზი, სადაც შეიძლება დარეკო და უჩივლო?
და მერე პახოდუ გააკონტროლო რა რეაგირება მოყვა?
ვითომ არაფერია, მაგრამ მინდა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გავამწარო...
და კიდე მაინტერესებს, აქვთ თუ არა უფლება დათვალიერების მიზნით, შენი თანდასწრების გარეშე გახსნა?
მე მითხრეს მაშIნ განცხადება უნდა დაგეწერა რომ არ გაიხსნას შენს გარეშეო
შეკარგ *** ვეუბნები რა აზრი აქვს დაწერას როდესაც შენ უკვე გახსენი...
პოსტის ავტორი: ja_ja Aug 9 2010, 05:28 PM
Jah
ციტატა(Jah @ 9th August 2010 - 06:08 PM)
მე ქართული საბაჟოს !@#$!&^%$%#@&$#!@&$&!@#%^!$@&^#%!@$*#^!@%#$&*!@%^!$@&#!@%^#$!@&%^4!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მესმის და ვუერთდები. სამწუხაროდ არანაირი ცხელი ხაზი არ ვიცი თორემ ხანდახან მეხ მინდა ხოლმე მაგათი გამწარება, ასევთქვათ ზუბ ზა ზუბ...
პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 9 2010, 07:00 PM
Jah
ჰოო, მეც ვუერთდები საბაჟოს კურთხევას
როგორც ასეთი, პირდაპირ საბაჟოს ცხელი ხაზი არ აქვს, მაგრამ რადგან საბაჟო ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ამიტომ მაგათთვის ცხელი ხაზის ნომერია 077.
გახსნით კი ხსნიან ხოლმე, კი. რამდენად ლეგალურია არ ვიცი ნამდვილად, ბევრი ამანათი რაც ჩამომვლია პირადად ჩემს სახელზე (არა ტრანსპორტიორი კომპანიებით), გახსნილი ყოფილა.
პოსტის ავტორი: gregory Aug 9 2010, 07:30 PM
ციტატა(Jah @ 9th August 2010 - 06:08 PM)
და კიდე მაინტერესებს, აქვთ თუ არა უფლება დათვალიერების მიზნით, შენი თანდასწრების გარეშე გახსნა?
თუ ეჭვი შეიქმნა რომ ფეთქებადი, მომწამვლელი, ბიოლოგიური ან სხვა გადაუდებელი საშიშროების შემცველია ტვირთი, მაშინ საგადასახადო(საბაჟო) ორგანოები და ტერმინალის ადმინისტრაცია ვალდებულია შეატყობინოს შსს სამინისტრის და დაელოდოს მათ უშუალო რეაგირებას. ამასთან ტერმინალის ადმინისტრაცია მოვალეა შეატყობინოს ტვირტის მიმღებს(თუკი ამის საშუალება არსებობს) არსებული ღონისძიებების შესახებ. ანუ
მებაჟეს არ აქვს უფლება წინასწარ დაათვალიეროს ტვირთი. ეს პასუხისგებლობა ასევე ედება სატვირთო ტერმინალს
.
პოსტის ავტორი: STIG Aug 10 2010, 02:48 PM
ციტატა(Jah @ 7th August 2010 - 01:33 PM)
მარტო გზა დაჯდა 36 ევრო
უფრო ზუსტად 36,95 ევროა. მარკეტინგული ხერხ!
მართლა საბანკო გადარიცხვა რამდენი ჯდება?
ციტატა(giorgi @ 7th August 2010 - 02:08 PM)
DHL-ით მოდის იქიდან ტვირთები? ნეტა თოფის Fასი რა გამოვა? ადრე რომ დავთვალე ჩეულებრივი ფოსთის 40 ევრო მიანგარიშა HW 100-ზე
ჩვეულებრივი ფოსტით როგორ?
დი-ეიჩ-ელზე მე 37 ევროს მიწერს და 5 კილომდე წონის ყველა ნივთზე უცვლელადაა. მეტის შემთხვევაში ყოველ დამატებით კილოზე თუ არ ვცდები 3 ევრო ემატება.
პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 10 2010, 03:01 PM
STIG
ციტატა(STIG @ 10th August 2010 - 03:48 PM)
მართლა საბანკო გადარიცხვა რამდენი ჯდება?
15 ევრო დაუჯდებოდა გიას გადარიცხვა, მინიმალური "სტავკა" ეგ აქვთ ჩვენს ბანკებს.
პოსტის ავტორი: nihontoman Aug 10 2010, 03:18 PM
gregory
ციტატა
თუ ეჭვი შეიქმნა რომ ფეთქებადი, მომწამვლელი, ბიოლოგიური ან სხვა გადაუდებელი საშიშროების შემცველია ტვირთი, მაშინ საგადასახადო(საბაჟო) ორგანოები და ტერმინალის ადმინისტრაცია ვალდებულია შეატყობინოს შსს სამინისტრის და დაელოდოს მათ უშუალო რეაგირებას. ამასთან ტერმინალის ადმინისტრაცია მოვალეა შეატყობინოს ტვირტის მიმღებს(თუკი ამის საშუალება არსებობს) არსებული ღონისძიებების შესახებ. ანუ მებაჟეს არ აქვს უფლება წინასწარ დაათვალიეროს ტვირთი. ეს პასუხისგებლობა ასევე ედება სატვირთო ტერმინალს
ამენ.
აი ეგ წესი სადაც არის დაწერილი (განსაკუთრებით თუ გამოცემა სქელტდიანი წიგნის სახით არის ) უნდა მიუტანო და სახეში ხიო.....
პოსტის ავტორი: Jah Aug 10 2010, 03:23 PM
STIG
გერმანიაშI საერთოდ, ჩვეულებრივ ფოსტასაც ქვია DHL ნაუ დოიჩე რაღაცა ლუფტპოსტ
და ის რაც ჩვენ ვიცით არის DHL - Express, მე კი ვთხოვე მაგით გამოუშვით თქო, და არაო...
გადარიცხვა 15 ევრო დაჯდა
პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 10 2010, 04:16 PM
Jah
ციტატა(Jah @ 10th August 2010 - 04:23 PM)
ჩვეულებრივ ფოსტასაც ქვია DHL ნაუ დოიჩე რაღაცა ლუფტპოსტ
მაგ ფოსტაში დაზღვევაა მხოლოდ DHL-ის, ტრეკინგიც კი DHL.de-ზე შეგიძლია ნახო. უბრალოდ, მომსახურება არის Deuthsche Post-ის და იმიტომაა ზანტი
ჯამში გამოდის ჩვეულებრივი ფოსტა + DHL-ის დაზღვევა.
პოსტის ავტორი: Jah Aug 10 2010, 06:11 PM
მოკლედ მაპატიეთ, უფოტიკოდ დავრჩი დროებით.
ვრცელი რეპორტი იქნება მაგრამ ჯერ არა.
ჯერჯერობით პირველ პოსტშI დავამატე ჩემი პირველი შდაბეჭდილებები.
პოსტის ავტორი: bazuka Aug 10 2010, 06:30 PM
Jah
ციტატა(Jah @ 10th August 2010 - 07:11 PM)
მოკლედ მაპატიეთ, უფოტიკოდ დავრჩი დროებით.
აკი გამოვიტანეო ???
პოსტის ავტორი: Jah Aug 10 2010, 07:33 PM
bazuka
უ ფოტოაპარატოდ თქო უ პრიცელოდ კი არა
რას ამბობ ინფარკტი დამარტყავდა მანდ რომ დამეტოვებინა...
ამ ახვრებმა ისედაც ლინზები თავის ცხიმიანი თითებით სულ ჩაამძღნერეს, და ბარაბნები სულ დატრიალებულ მიტრიალებული იყო... მე მაგათი...
პოსტის ავტორი: bazuka Aug 10 2010, 09:50 PM
Jah
უფ, მე კიდე რაღაც მომეჩვენა და "უოფტიკოდ დავრჩი" მეგონა
პოსტის ავტორი: STIG Sep 22 2010, 07:30 PM
ციტატა(Power_VANO @ 10th August 2010 - 05:16 PM)
მაგ ფოსტაში დაზღვევაა მხოლოდ DHL-ის, ტრეკინგიც კი DHL.de-ზე შეგიძლია ნახო. უბრალოდ, მომსახურება არის Deuthsche Post-ის და იმიტომაა ზანტი
ჯამში გამოდის ჩვეულებრივი ფოსტა + DHL-ის დაზღვევა.
დი-ეიჩ-ელი 2002 წელს Deutsche Post AG-მ იყიდა და ასე, რომ ეგ ერთი და იგივე კომპანიაა. ყვითელი ფერიც გერმანელი მამასგან აქვს მიღებული
უბრალოდ საერთაშორისო მასშტაბის გზავნილები DHL-ის სახელით ხდება.
Jah შნაიდერზე ჯამურ თანხას, აქედან რაც გადაიხადე იქაური 19%-იანი დღგ გამოკლებული ჰქონდა უკვე ხომ? რაღაცის გამოწერა მინდა და რომ ვანგარიშობ ტრანსპორტირების დღგ-საც ცალკე მიჩვენებს და ვერ გავიგე ესეც გამოაკლდება თუ არა.
ხომ არ იცით ვინმემ ქართულ ბარათებს იღებენ? მაინცდამაინც საკრედიტო უნდათ, თუ სადებეტოც წავა?
პოსტის ავტორი: Jah Sep 22 2010, 08:25 PM
ციტატა(STIG @ Sep 22 2010, 07:30 PM)
დი-ეიჩ-ელი 2002 წელს Deutsche Post AG-მ იყიდა და ასე, რომ ეგ ერთი და იგივე კომპანიაა. ყვითელი ფერიც გერმანელი მამასგან აქვს მიღებული
უბრალოდ საერთაშორისო მასშტაბის გზავნილები DHL-ის სახელით ხდება.
Jah შნაიდერზე ჯამურ თანხას, აქედან რაც გადაიხადე იქაური 19%-იანი დღგ გამოკლებული ჰქონდა უკვე ხომ? რაღაცის გამოწერა მინდა და რომ ვანგარიშობ ტრანსპორტირების დღგ-საც ცალკე მიჩვენებს და ვერ გავიგე ესეც გამოაკლდება თუ არა.
ხომ არ იცით ვინმემ ქართულ ბარათებს იღებენ? მაინცდამაინც საკრედიტო უნდათ, თუ სადებეტოც წავა?
კი გამოკლებული იყო.
ოღონდ მე გადავიხადე არა ბარათით არამედ საბანკო გადარიცხვით, და წინასწარ მიმოწერისას შევუთანხმდი რომ თავიანთ დღგ-ს არ გადამახდევინებდნენ.
თორე მე რომ არ მეთქვა ამ 19% რაში გიხდი თქო... არავინ დააკლებდა
პოსტის ავტორი: ja_ja Oct 7 2015, 08:33 AM
თემა გაწმენდილია და დიდი თხოვნაა თუ ერთი ადამიანი არღვევს წესებს დანარჩენი ბრმად ნუ აყვებით.
b9wman
დიდი თხივნაა გადაიკითხო http://www.airgun.ge/forums/index.php?act=boardrules
არაფერი არ ესაქმებოდა რაცხა 10$-იანი ოპტიმას ოპტიკას ნიკო სტირლინგის 1000$-იან თემაში, თუ არ არსებობს თემა ახალი გახსენი მაგრამ სხვა თემაში ნუ აურევ, სრული დომფხალი გამოდის. ამჯერად ახალი წევრი ხარ და შეგახსენე წესები და გთხოვ დაიცვა, თუ ასეთ გადაცდენებს სისტემატური ხასიათი ექნება (იმედია მე ვცდები) მაშინ ნუ მიწყენ და ან მე ან სხვა ადმინებმა შეიძლება ცუდათ მოიქცნენ, წესების დაცვით და სტანდარტების უზრუნველყოფისთვის
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services