მოკლედ ვაგრძელებ ნიუსების დაყრას, თუ აკვირდებით ნაწილ ნაწილ ვყრი რომ პაწა ინტერესი შევინარჩუნო ფორუმზე, კაი მამაძაღლი ვარ არა
ადრე შეიძლება ზოგიერთმა მოკარით ყური / თვალი რომ მინდოდა სანადიროდ რაიმე მსუბუქი ოპტიკა და არა ჩემი უნივერსალური http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=406 (რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ ქაღალდზე სროლისას, მაგრამ სანადიროდ ეს ოპტიკა ვერ წავა, ჯერ მეცოდება, მერეადა მძიმე და დიდია).
მოკლედ ვიყავი არჩევანის წინაშე, ამერჩია Leapers Golden Image 3-9x32AO თუ Centerpoint Optics Adventure Class 4-16x40. მათი შეძენის სურვილი და განსხვავებები http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=419ჩამოყალიბებული. დამძლია 16x-მა და ვითრიე მეგობრის ძმისგან Centerpoint Optics Adventure Class 4-16x40 (მეგობარს ვეძახი, თუმცა ერთერთ სამსახურში ჩემი უფროსი, იყო, იმდენად კაი კაცია რომ დღემდე კაი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან). ჩამოსვლისთანავე რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზი და რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი დამხვდა. მაგრამ ყველაფერს ნელნელა მივყვეთ.
ოპტიკის ძირითადი პარამეტრებია:
1) ჯერადობა - ცვალებადი 4x16
2) გამომავალი მილის ზომა - 40 მილიმეტრი
3) მთლიანი სიგრძე - 36.83 სანტიმეტრი (მზის კეპი არ მოყვა, შეიძლება არც მოყვება, შეიძლება ხელზე ნაყიდი რომაა იმიტომ არ მოყვება)
4) წონა - 532 გრამი
5) პარალაქსის გასწორება - 5 იარდიდან (ანუ 4.5 მეტრიდან, ეს სრული სიურპრიზი იყო, არ დავმალავ - საკმაოდ სასიამოვნო)
6) 1"-იანი მილი
7) 5 დონიანი ილუმინაცია მწვანე და წლითელი
8) ბადე - Mil-dot ბადე განთავსებულია უკანა ფოკალში, შედეგად რომელ ჯერადობაზეა რეალური მილდოტი არ ვიცი, იმედია ნელნელა გავარკვევ (რეალური მილდოტი ნიშნავს ფორმულის დაცვას - მანძილი = მიზნის სიმაღლე მეტრებში *1000/სამიზნის სიმაღლე მილებში, ეს ფორმულა ყველა ჯერადობაზე არ მუშოაბს, ანუ იცვლება და ყველა ჯერადობაზე სხვადასხვა ფორმულა მუშოაბს, რომელზე რა ფორმულაა, ამას უკვე ექსპერიმენტები მიჩვენებს)
9) MOA- 1/4 კლიკი 100 იარდზე
10) ბარაბნები - ტაქტიკური ბარაბნები
11) ბარაბნების ჩაკეტვის სისტემა - Zero lock/reset
12) წყალგაუმტარი, ანტინისლიანი, ყანყალმედეგი (Nitrogen-filled, Shockproof, Fogproof, Waterproof)
დამატებით მოყვა დამცავი ჩამოსაცმელი პრობკები, საფირმო შავი ნაჭერი, არ ვიცი რისთვისაა, ბევრი მაკულატურა, Weaver-ის რინგები (ამას კი ვფიქრობდი, თვითონ მფლობელმა არ იცოდა რა რნგები იყო, ბოლო მომენტამდე იმედი მქონდა რომ მერცხლის კუდზე ჩამოვიდოდა. ეჰ... გატეხა, მაგრამ Weaver-ი ჩამოვიდა )
ჰო კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი, მოყვა დაშლადი ბიპოდი, როდესაც ფოსტით მეგობრის ძმას ვესაუბრებოდი, ამ ბიპოტზე ხსენებაც არ ყოფილა ასე რომ არც კი ველოდებოდი, საკმაოდ კაი რაღაცაა, დაკეცილია 3 ნაწილად, მოაძრობ დახვეულ ღვედს და თვითონ წამებში სწორდება, ლამის 1 მეტრიანი ბიპოდი იჩითება. მოკლედ მე რომ სამფეხა გავაკეთე ტოტებისგან მეორე შეხვედრისას, რაღაც იმდაგვარია. მაგრა ვიხალისე, რამდენად გამოყენებადია ჯერ არ ვიცი.
მოკლედ ბიპოდის და Weaver-ის გამო ვთვლი რომ გამომიგზავნეს http://www.pyramydair.com/s/a/Centerpoint_Optics_Adventure_Class_4-16x40_Rifle_Scope_w_free_Shooting_Stick/2566 თუ მართლა ეგაა მაშინ მაგრა იაფად გამოვძვერი, იმიტომ რომ 120$-იანი ოპტიკა დავიადე 70$-ად პლიუს ტრანსპორტირების საფასური, ნუ მაქსიმუმ თბილისამდე 80$-მდე დაჯდა. თუ მართლა ის ოპტიკაა რასაც ვთვლი მაშინ 40-50$-ი მომიგია
მაგრამ ხელზე ნაყიდს აქვს რამდენიმე სხვა მინუსიც, არ მოყვა რინგების გასაღები (ჩემი ვექტორის გასაღები მშვენივრად წავიდა, იდეაში ერთი სტანდარტია), მოყვა რაღაც ბალისტიკური ცხრილი, მაგრამ იმდენად დაკუჭულია რომ... რინგები ნაწვალებია, ვინტების ადგილებზე ეტყობა ოდნავ მოცვეთა, ალბათ არაერთხელ მოჭერილ მოხსნილია.
კაი ბატონო გადავიდეთ ფოტორეპორტაჟზე. ისე სანამ დავიწყებ ერთი დიდი თხოვნა მექნება JAH-თან, თუ ამ თემას კითხულობ, იქნება ერთ პოსტში ჩასასმელი სურათების და სიცილაკების რაოდენობა გაზარდო რა, დიდი მიმოხილვის ჩასმა არ გამოდის ხოლმე, 2-3 თემად გატეხვა კი რაღაც ნიტოა. ამჯერად გატეხვა მომიწევს, იმიტომ რომ 18-19 სურათი მიგროვდება, ერთ პოსტში კი მგონი 10-ზე მეტის ჩასმა არ არის ნებადართული.
კაი დავუბრუნდით ჩვენს ბარტყებს:
ეს არის ოპტიკა, საკმაოდ კარგი რაღაცაა, მიუხედავად თავისი ეკონომ კლასისა, მსუფუქია და მოხერხებული, პლიუს არც ისე დიდია. მოკლედ ისაა რაც მინდოდა
საზიზღარი რინგები, ვერაფერში ვერ გამოვიყენებ, ვერც ჩემს დისკოზე და ვერც დაგეგმილ მარადიორზე. სხვათაშორის თუ ვინმეს გჭირდებათ გაგიცვლით მერცხლის კუდზე არსებულ რინგებში, ჩუქებით ნუ მიწყენთ ვერ გაჩუქებთ, თუ ვერ გავცვალე ყველასათვის ცნობილ საბარიგო საიტზე გავასუხარებ . მიუხედავად იმისა რომ რინგებს ვერ გამოვიყენებ უნდა ავღნიშნო რომ კაი რინგებია, შიგნიდან რაღაც აბრეშუმივითა აქვს ამოფენილი, ალბათ ოპტიკის მილი რომ არ დაკაწროს. ჩემი ვექტორის რინგებს ეგეთი რამ არ აქვს.
თავზე და ბოლოზე ჩამოსაცმელი დამცავი პრობკები. დიდი არაფერია, აღწერად არ ღირს, ეგრევე გადავდივართ შემდეგ შტუკებზე ერთად დავყრი რამდენიმეს რადგან ცალცალკე განხილვას აზრი არა ქვს
რაღაც ბალისტიკური ცხრილი, ელემენტი უაზრო გაფრთხლებით რომ ილუმინაცია ჩართული არ უნდა დატოვო (სუფთად ამერიკელებზეა გათვლილი) და რაღაც საფირმო ტილო, ვერ გავიგე რისთვისაა, ლინზების გასაწმენდათ წესით უფრო წმინდა და სუფთა ნაჭრები გამოიყენება იმხელა არაა რომ ოპტიკა შეახვიო, მოკლედ ვერ გავიგე დანიშნულება
ოპტიკის სხვადასხვა ხედები, არსებული სამი ბარაბნებიდან მარცხენა არის ილუმინაციის, ზემოთა არის ზემოთ/ქვემოთ გასასწორებელი, და მარჯვენა არის მარჯვნივ/მარცხნივ გასასწორებელი. პარალაქსის გასწორება ყველა ბიუჯეტური ვერსიის ვარიანტში წინა ლინზაზე აქვს გადატანილი.
ბარაბნები მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტური მოდელია საკმაოდ კარგად წკაპუნობს, მართალი გითხრა არ მოველოდი. ასევე ბარაბნებს აქვს ჩამკეტი Zero lock/reset . ანუ ვთქვათ გაასწორე ბარაბნები რაიმე პოზიციაზე, აიღებ და ბარაბნის ძირს არსებულ რგოლს მოუჭერ, შედეგად ბარაბნის გადატრიალება შეუძლებელი ხდება. ახლა თუ ძალიან ძალას იხმარ მაინც დაატრიალებ. იდეაში ეს ალბათ იმისთვისაა საჭირო რომ არ აირიოს ბარაბნების პარამეტრები ხეიტალისას რადგან მოშვებულ მდგომარეობაში ბარაბნები ძალიან იოლად ტრიალებს.
ეს მინიმალური პარალაქსის გასწორების ფაქტი , სასიამოვნოა, სახლის პორობებშიც კი შეიძება გასწორება.
ჩინეთი ჩვენი თავის ტკივილია ნეტა რამე თუ გამოდის ისეთი რასაც ეწერება მეიდ ინ ზაგრანიცა, ოღონდ არა china.
ეს ილუმინაციები, ვიტყოდი რომ ზედმეტად კაშკაშაა. იმდენად ზედმეტად კაშკაშაა რომ მაქსიმუმზე დოტები პლაქტიკულად ერთ ხაზად გეჩვენება (კი ჩანს წერტილები მაგრამ...), ჰო აქვე გაირკვა მანუალიდან რომ მწვანე ფერს მიაქვს ყველაზე მეტი ინერგიაო, და თუ წითელი ირთვება და მწვანე არაო, ესეიგი ელემენტი დაჯდაო და უნდა გამოცვალოო, ეს კაი ინფო იყო აქამდე არ ვიცოდი.
ისე საერთო ჯამში რეალობიდან გამომდინარე, მიუხედაბვად იმისა რომ დიდი გამოცდილება ოპტიკაში და ნადირობაში არ მაქვს, ამ ილუმინაციის პრაქტიკულ აზრს ვერ ჩავწვდი, რისთვის გამოიყენება და როდის.... რავიცი მე ჯერ ვერ ვუპოვე გამოყენება. ერთადერთხელ ვცადე მუქი მიწის ფონზე გამოყენება როდესაც ბადე არ ჩანდა, მაგრამ იმხელა მზე იყო რომ ილუმინაცია პრაქტიკულად არ ჩანდა.
აქ შევეცადე მინიმალურ ჯერადობაზე ანუ 4x-ზე გადამეღო რაიმე ობიექტი. პირველ სურათში რომ ჩანს ამოშვერილი რაღაც ანტენესავით ისაა ნაჩვენები მეორე სურათზე რამსიშორეზეა. მაქსიმალური გადიდების შემხთევვაში ხელი ვერ გავაჩერე რომ იგივე ობიექტი გადამეღო, ასე რომ ეგ ექსპერიმენტი ჩაიშალა
და ბოლოს დაკეცილი და გახსნილი ბიპოდი. რამდენად პრაქტიკულია ამას მოგვიანებით შევამოწმებ, თან თუ იმხელაა რაც პირამიდის სურათზეა გამოსახული.... მოკლედ მგონი სუფთად სანადირო პონტია.
დროა დავაჯამოთ ამ ოპტიკის შედეგები.
პლიუსები:
1) იაფი დაჯდა
2) მიუხედავად ხელზე ნაყიდვისა კაი კომპლექტაცია გააჩნია
3) პატარაა, მსუბუქია და დიდი ჯერადობა აქვს
4) მინიმალური დისტანცია პარალაქსის გასასწორებლად, ამაზე პატარა მე ჯერ არ მინახია
5) კომპლექტში რინგების არსებობა
6) მე რომ Weaver-ის დასამაგრებელი მქონოდა პრაქტიკულად მზადაა დასაყენებლად და სასროლად.
მინუსები:
1) ბიუჯეტნიკია და შესაბამისად მაქსიმალურ ჯერადობაზე საგრძნობლად მუქდება გამოსახულება
2) ისევ და ისევ Weaver-ის რინგები, პირადად ჩემთვის მინუსია
3) არ მოყვა გასაღები და სათადარიგო ჭანჭიკები, მე მგონი უნდა მოყოლოდა, რადგან სხვა რაც ჩამოვიდა ბიჭებისთვის იმათ ყველას მოყვა კომპლქტში, თუმცა ეს შეიძლება იმის ბრალია რომ ხელზეა ნაყიდი და არა პირდაპირ მაღაზიაში.
4) პარალაქსის გასწორება ბარაბანზე არაა, წინა ცხვირზეა გადატანილი
ესეც ასე ჩემი ბატონოოო, მე ამით დავამთავრე ეს მიმოხილვა, იმედია რაიმეში გამოგადგებათ ეს სტატია ველი თქვენს გამოხმაურებებს.
ვააა მაგარია, გილოცავ გილოცავ აბა სულ კაი კაი ნადირობაში და გართობაში
ბიპოდი მომეწონა , ადრე ეგ დისკოსაც მოყვენოდა პირამიდზე თუ იყიდდი
ოო აი სიცილაკების და სურათების ამბები მეც მაწუხებს ძალიან ცუდია უკვე დაწერილ პოსტზე სიცილაკების შლა
გილოცავ, მშვენიერი რამეა
როგორც ყოველთვის შენი რეპორტები მოწოდების სიმაღლეზეა, მადლობა ასეთი ვრცელი ინფოსთვის
კარგი რამეა, მშვიდობაში ჯა_ჯ!
ისე, ვეხტორას რინგები არ გამოგადგება მაგის დასამონტაჟებლად დისკოზე?
კი, თავის ტკივილია მაგათI მოხსნა, მერე ამაზე გადმოყენება, მერე რომ დაგჭირდეს ისევ უკან დაბრუნება მაგრამ...
ჯაჯა გილოცავ ახალ შენაძენს ჩემი რინგებიც ზუსტად ეგეთია კარგი რამეა მაგრამ ცუდია რომ არ გადგება
აბა ვნახოთ საქმეში როგორი იქნება
Power_VANO
ესეც ჩემი საბრძოლო ბიჭები ერთად
ja_ja
რა ვაჟკაცები გყავს
დღეს ჩამოვიდა ჩემი ოპტიკაც ჯა_ჯა იმდენად კარდაგ აქვს ამ ოტიკაზე ყველაფერი დაწერილი ვერეაფერს ვერ დავამატებ ერთადერთი შემიძლია დავდო სურათები თუ როგორ გამოიყურება ქარხნულად შეფუთული
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესეც გახსნილი რაც მოყვა ყველაფერი აქ არის
http://www.radikal.ru
dawiti
გილოცავ
მეც მაგნაირი შევუკვეთე და ველოდები
დიდი მადლობა ძალიან კარგი ესე იგი ესეთი ოპტიკა მალე 3 იქნება თბილისში ერთი მინუსი რაც აქვს ეგ არის რომ პარალაქსი გვერდიდან არ სწორდება
dawiti გილოცაავ!
dawiti
ვაა გილოცავ , მაგარია , აბა როდის მივდივართ სანადიროდ?
geojorjika
ja_ja
შენ მაგაზე არ ინერვიულო , აბა ვნახოთ ვინ ვის დაჩაგრავს
აუუუუ ბიპოდიიიიიიიიიი ისე, ვინმე გაყიდვას თუ გადაწყვიტავთ, ან შეკვეთის დროს ბიპოდი გკიდიათ, წილში ჩაგიჯდებით და ბიპოდის ფულს გადაგიხდით... ჰაააა დაფიქრდით აბაა, ვინ უკვეტავს
ბიპოდი მინდაააააა
Jah
ნუ მაგაშI გეთანხმები რომ დიდი ჯერადობით ბევრად უფრო სასიამოვნოა სროლა, მიზანში.
თუმცა შენც დამეთანხმე რომ დიდი ოპტიკის ხარისხი ჯერადობით არ გამოირჩევა...
მაგალითად თუ შევადარებთ "პაპრავკების" მექანიზმს, რატომრაც მგონია ჯორჯიკას სამიზნე მაგას დაჩაგრავს, ასევე შეიძლება ჩავატაროდ ტესტი, დავაყენოთ ცენტრ პოინტი
x10-ზე და ჯორჯიკას ვექტორი მაქს-ზე ანუ იგივე x10-ზე... და დღის 1 და იგივე დროს ერთად შევხედოთ რიგრიგობით თითოეულში... შემდეგ კი შევადაროთ, რომლის სურათი იყო უფრო მკვეთრი, რომელი სამიზნე იყო უფრო ნათელი, და რომელს ქონდა მინიმალური "აბერაციები" (მაქსიმალურ ჯერადობაზე ყველა სამიზნეს ასე თუ ისე აქვს "ავერაცია"-ობიექტივის კიდეებში "დასაპნილი" გამოსახულება) + ამ ბოლო შედარებით ცენტრ პოინტს, მცირე უპირატესობაც კი ექნება, იმიტომ რომ ის არ იქნება max-ზე
ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი გამოვა, და თუ დასაბუთებული იქნება სურათებით...
მე მაგალითად მაგრად მაინტერესებს
Jah
კაცოუ ყველა ექსპერიმენტზე წამომსვლელი ვარ, ოღონდ და მაგას თავი მოვაბათ, ეგეთ რაღაცეებზე ყოველთვის ხელები მეფხანება
თუმცა შედეგში დარწმუნებული ვარ ცენტრ პოინტი ვერ მოიგებს
ბოლო-ბოლო ბიუჯეტნიკია, როდესაც გაძლევენ 16X-ს 80$-ად, ესეიგი რაღაცა სხვას გაკლებენ, ეგ ისედაც უნდა იცოდე როდესაც ბიუჯეტნიკს ყიდულობ.
მაგალიტად იგივე დათკამ ამაზონზე ნახა 50$-ად ოპტიკა საერთოდ 24x-ით, მაგრამ ბოლოს გაირკვა რომ ვარმიტი იყო და პარალაქსი მხოლოდ 100 იარდიდან სწორდებოდა , არადა ყიდულობდა, ბოლოს მე უნდა მეყიდა ჩემი ანგარიშით და რაღაც ბანკში მოხდა ანგარიშზე 2 საათით გვიან დაჯდა თანხა და დავაგვიანე დაკვეთა, მაგ 2 საათში გაირკვა რომ... მოკლედ ბეწვზე გადავრჩით.კლასიკური ჰოლივუდის სტილში ბოლო წამებზე
მოკლედ ბიუჯეტნიკია და მაგით ბევრი რამ არის ნათქვამი.
ექსპერიმენტები მეც მაგრად მევასება და ჩავატაროთ კარგი იქნნება
რომელი კომპანიით გამოიწერე?
soza
ხოო, არ გვიწერია ამ თემაში და დავწერ. Mil-Dot-ი ამ ოპტიკას, რეალური აქვს 10X-ზე, როგორც ჩანს. მანძილის გაზომვის ინსტრუქციასა და ცხრილში წერია, რომ თუ მანძილის გაზომვა გინდათ, მილებით, დააყენეთ ოპტიკა 10X-ზეო. ე.ი. Mil-Dot რეალურია 10X-ზე
Power_VANO
თუ ამას მანძილის აზომვაც შეუძლია,მეც მაინტერესებს.ვნახოთ შედეგები.
tengo
ჰო, ანუ მილ-დოტებით მანძილის საზომი ფორმულა ხომ არსებობს. ამ ოპტიკისთვის როგორც ჩანს ეგ ფორმულა რეალურია 10X ჯერადობაზე.
Power_VANO
პრაქტიკაში რომ გასინჯავ,საინტერესოა შედეგი როგორი იქნება.
ამდენი ხანი თავი ვერ მოვაბი დღემდე
მოკლედ, გუშინ და დღეს მიზანში ვერ ვისროლე, ბავშვები ჩამოვიდნენ და დარბიან, დარბიან... რას გააჩერებ იმათ
ჰოდა მილ-დოტები შევამოწმე. ფორმულა მუშაობს ნამდვილად 10X-ზე, სხვადასხვა მანძილებზე შევამოწმე რამდენიმე საგანზე.
მე ჩემს ოპტიკაზე ის ვიცი რომ 32X ზე წერტილებს შორის 30 მეტრზე დაშორება 1 სანტიმეტრია...
ეხლა ეს მითხარით როგორ ვიანგარიშო??
Norik,gadaxede forumshi optikebze temebs, jah-s uceria romeligac temashi, itogshi aige purceli,miaxaze zed 20 santimetriani xazi, gadazome 20 metra, da es xazi unda chaetios at mildotshi,romel zumzec chaeteva , mag optikistvis mag zumze iqneba martali mildoti
au magari abdauddat davcere magram mets exla tavi ver movabi
karoche kargad gadaxede forums,aris mag temaze dacvrilebit dacerili..
Au damatyda titebi am mobilis klavaze braxunit
და არსებობს მშვენიერი საიტი მილ-დოტზე: http://www.mil-dot.com/
თავისი სავარჯიშოებით და თამაშებით
აუ ძალიან მაგარია! გილოცავ! თანაც 4-16 ზე პირადად ჩემთვის იდეალურია, სამწუახროდ ჩემი ლიპერსი უსა2გეორგიამ გაირჭო :@
Giorg1
იუნი არქეოლოგი ხარ
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services