www.amazon.com/BRESSER-Bresser%C2%AE-Range-Finder-800/dp/B002ZCBIYS/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1316935311&sr=8-1
ნახეთ აბა და დაწერეთ მოსაზრებები. მე პირადად ბრესერის ღამის ხედვის მონოკლი მაქვს და საკმაოდ ხარისხიანია.
მე მაქ ეგ მანძილმზომო ნუ არაუშავს რა თავის საქმეს კი აკეთებს სიზუსტეც აქვს რადგან უკეტესი ხარისხის დევაისს შევადარე და იგივე მანძილი მიჩვენა რაც სხვამ,უბრალოდ ის არ მომწონს რომ დასამიზნებლად ჯვრის ნაცვლად აქვს პატარა წრე,მოკლედ დიდი არაფერია მაგრამ თავის საქმეს გააკეთებს მაინც.
გიო 10 მეტრსაც მშვენივრად ზომავს და მაგაზე ნაკლები რა საჭიროა,აი ბატარეა რაც შეეხება არც ვიცი რადგან ახალი ნაყიდი მაქ და სულ რამოდენიმეჯერ გამოვიყენე.
kaka8079
გიო ზუსტად არ მახსოვს რა მანძილიდან იწყებს გაზომვას რადგან მარტლა ზალიან ცოტა ხანი მქონდა მეე პირად ხმარებაში დამრჩა მეგობართან და დრემდე იქ არის ნუ ცემს პატარა ოთახშიც ვცდილობდი მგონი მანძილი გაზომვას და თუ არ ვცდები იქაც ართმევდა თავს უბრალო ეგ ოტახი იმდენად პატრაა რომ ეგ მანძილი რომ დამეჭერა ალბათ არ დაიჯერებდიტ ხოდა მეც 10 მეტრი დავწერე რადგან მაგაზე ნაკლები რაღა გასაზომოა.
doctor
ნამდვილად შეძლებს თუ შენ შეძლებ ამის გაკეთებას,ლაზერის სხივისთვის ეგ პრობლემას არ წარმოადგენს აი ადამიანისათვის კი არც თი ისე ადვილი უნდა იყოს,ჯერ მანძილი გაზომოს გადამფრენი ფრინველისა და მერე ესროლოს მას.
kaka8079
აი ილარიონა ახერხებს ძმაო ჩემი თვალი რომ არ მენახა არ დავიჯერებდი იხვი რა ჩემი ფეხებია, კაჭკაჭის ხელა, მცირე ფრინველებს არ ზომავს რო
მაგრამ ეგ ბევრად ზუსტი მანძილმზომია
doctor
ილარიონასი
უფრო ზუსტი ვიქნები და ნიკონის იყო ეგ მანძილმზომი და არა ილარიონასი საკუთარი წარმოება ჯერ არ დამიწყია, თუნდაც ყველაფერი შესაძლებელია.
ახლა რაც შეეხება გაზომვას, ნუ მე და დავითუსა მართლაც ვაფიქსირებდით გადამფრენ კაჭკაჭებს სადღაც 100 მეტრზე რომ მიფრინავდნენ, მაგრამ ამ ნანძილმზომში ძალიან ბევრია გადახდილი (მე მართლა ვერ გავიმეტებდი მაგ თანხას), მაგრამ მე გამიმართლა და საჩუქრად მივიღე
და კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, რად გინდათ გადამფრენი ფრინველის დისტანციის გაზომვა? მე არაერთხელ მინადირია იხვზე და 100%-ით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თუ გაზომვას მოასწერებ მერე სროლას ვეღარ მოასწერბ. იხვი ჩნდება და უცაბედად ჰქერება ჰორიზონტს. ასე რომ ეგ თემა მხოლოდ ფოტო მონადირეებს გამოადგებათ
ilariona
კარგით რა ნუ გადამრიეთ ახლა,რაღათ უნდა იხვია თუ რაცაა მაგამდე მანძილის გაზომვა,თუ ახალბედა ხარ შორიდანაც და ახლოდაც ესვრი,როგორც მე ვიქცეოდი მერე კი ნელა ნელა ეჩვევი მანძილებს და ეგაა,მომინდომეს აქ მანძიოლმზომით მანძილის გაზომვა მფინავ ობიექტამდე და პახოდუ სროლაც თუ არ ვცდები
ilariona
doctor
რავიცი რავიცი, მე იხვზე რომ ვნადირობ ცოტა სხვანაირად მიდის ხოლმე სიტუაცია მაგალითად ჭილების დავლით, ან და ჩასაფრებით გადამფრენზე, ან და ძაღლით, კიდევ კატერით ჩამოვლით და რავი ათასი მეთოდით
მაგრამ არასდროს არ მქონია იმის დრო, რომ მანძილზომით გამეზომოს ჩემსა და მათ შორის დაცილება, კიდევ დავამატებ იმასაც, რომ იხვი კაჭკაჭი არაა და ბევრად უფრო სწრაფად დაფრინავს.
ნუ დალშე თქვენ იცით, თუ გინდა ერთი კვირით გათხოვებ მანძილმზომს და ცადე, მაგის გამო ნუ შეიძენ ძვირიან ნივთს.
ადმინს -- ციტატები რაღაც ვერ დავამუღამე
ilariona
gregory
სიამოვნებით ვითხოვდი მაგრამ ---- მაპატიეთ მარა ოზურგეთში ვძივარ მჭიდროდ და ვერ ვახერხებ გასვლა გამოსვლას , არადა დორბლი მომდის გასვლებზე რეპორტებს რომ ვკითხულობ ისე მინდა მეც ვიყო მანდ.
doctor
ახლა კი ვაოფებთ, მაგრამ მანძილმზომის გამოყენებას სხვანაირი დანიშნულებაც აქვს იხვებზე, მაგალითისთვის, იხვები მცირე ტერიტორიაზე მიგრიორების დროს იყოფიან გუნდებად და თუ ცუდი ამინდია დაფრინავენ საშუალოზე ოდნავ დაბალ სიმაღლეზე, სხვადასხვა ფორმით, საკმუთხედებად, ისრისებურად და ა.შ.
პირველ გუნდს თუ გაზომავ, გაატარებ და არ ესვრი, სავარაუდოდ გეცოდინება სიმაღლე, და ისიც თუ რა ნომერი და რა მუხტის ვაზნა ესროლო უკან მომავალ გუნდს, რომლებსაც ზუსტად იგივე სიმაღლე უჭირავთ რაც ზინამორბედს (თუ არ შეაშინებ) ასევეა ბატებზეც, საკმაოდ ბევრჯერ მყავს ჩამოგდებული და უფრო ბევრჯერ ტყუილადაც მაქვს ნასროლი, როცა ვერ ვსაზღვრავდი მანძილს
და ე.წ. პერელიოტის დროს მანძილმზომის გამოყენება მარაზმია, თოფის სროლა კი არა, გაზომვითაც ვერ გაზომავ, წამის მეასედებში უცებ გამოჩენილ, შვეულმფრენის ხმით ჩაქროლილ იხვს... მეორეც ერთი, საღამოს გადაფრენა იმდენად შებინდებულ პერიოდში ხდება, რომ მანძილმზომით კიარა, თვალის ბინოკულარული ხედვით ძლივს ჩანს, იგივეა დილის პერელიოტი ნუ ღამეზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ
ახლა მაგ სფეროში კი მაქვს 15 წლიანი გამოცდილება (და საერთოდაც, იხვი ჩემთვის ყველაზე აზარტული სანადირო ფრინველია)
Davitus
ახლა სულ გავაოფებ და ცოტას ვიტრაბახებ ერთი კვირის წინ შევიძინე ახალი 3 კაციანი გასაბერი ნავი და ელექტრო ძრავი ფოთში ვიყავი სათევზაოთ და გამოვცადე ეს ელექტრო ძრავი. სიმართლეს გეტყვი და არ მქონდა არანაირი იმედი, რომ ამ 3 კაციან დიდ ნავს საერთოდ დაძრავდა და ოი საოცრებავ, მამაჩემის მებობარი ბევრად პატარა ნავით იყო და თანაც მარტო იჯდა, 3ცხ.ძ ორ ტაქტიანი ძრავით იყო თვითონ, მე და მამაჩემმა ამ ჩემი დიდი ნავითა და ამ ელექტრო ძრავით ჯერ ხომ გავასწარით და მერე როდესაც მეგობარს ძრავი გაუფუჭდა ჩვედ დავიბუქსირეთ და დაგვყვავდა იქეთ აქეთ. აი ამ დატვირთვით 80 ამპერიანმა ძრავმა 1.5 საათი გვატარა და გვასიამოვნა. ხმა საერთოდ არა აქვს და რავი ჩავთვალე რომ ეს ძრავი არის იხვზე სანადიროთ იდეალური.
იხვზე სანადიროთ რომ არის იდეალური მაგიტომ დავწერე აქ
ხოო და ვხედავ ბანები არ აგვცდება ორივეს და მეც დავწერ რომ სამეგობროშიც გვაქ ელექტრო ძრავი უკვე რამდენი წელია და ერთხელ გვქონდა შემთხვევა როდესაც ეგ ძრავი ალუმინის ნავზე მივაყენეთ,კერძოდ პროგრესს მ2-ზე,ქე იცით რამხელაც არის და 200კგ-მდე იწონის მეე ჩავჯექით 6კაცი მთელი ამუნიციით და პრავეზიით და დინების საწინააღმდეგოდ გავცურეთ 6კილომეტრი,თნ ეგ ძრავი შენს ძრავზე სუსტი არის მგონი 50 ამპერია,ძაან რომ მეხვეწოთ მაინც არ ჩავაქრობ ფარებს
kaka8079
ilariona
Davitus
ოე ჰაეროვანო ჰალხნო, რაის ოფოფები აწიეთ აქინე ჰაააა? ღამის მიზანი ან რამე აღარ არსებობს?
ja_ja
შეგვაწუხეს რა ამ მეგრელება
რომელი მანძილმზომის ყიდვას მირჩევთ და რით განსხვავდებიან ესინი ერთმანეთისგან?
http://www.amazon.com/Bresser-Rangefinder-800/dp/B008NK7K6G/ref=sr_1_9?ie=UTF8&qid=1428815362&sr=8-9&keywords=Rangefinder
http://www.amazon.com/Simmons-801405-Rangefinder-4x20LRF-600/dp/B003X082A4/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1428815362&sr=8-2&keywords=Rangefinder
http://www.cabelas.com/product/Nikon-ProStaff-550-Laser-Rangefinder/720720.uts
userman მე თუ მკითხავ,დიდი ფულის ხარჯვას,აზრი ნამდვილად არ აქვს,თუ ახლო მანძილის გაზომვები აკმაყოფილებს შენს მოთხოვნილებებს.. ახლოს,ე.ი 100-200 მეტრი.რავი,ჩვენი სამუშაო მანძილი,მაქსიმუმ 200მეტრია. აგერ ხალხი 150 მეტრზე მუშაობენ და 200 უკვე მაქსიმუმია!
userman მაშ,მაგენში ნახე ყველაზე იაფი და ეგაა რა
userman
სიმონსი მაქვს და კმაყოფილი ვარ
userman
არცერთი სამოქალაქო მანძილმზომი ნორმალურად არ მუშაობს თოვლიან ქარბუქში, ნისლში, თავსხმა წვიმიან ამინდში ან ქვიშის ქარბუქში, რადგან სხივი რომელიც გამოიყოფა მოწყობილობიდან იმდენს ვერ ტვინავს თუ კონკრეტულად რა სიმკვრივის ზედაპირს ეხება, მისთვის საკმარისია რაიმე შედარებით მკვრივ დაეჯახოს და აირეკლოს რომ მოწყობილობამ ანარეკლი დაინახოს და გამოთვალოს დრო სხივის გამოცემიდან დაბრუნებამდე.
ასე რომ ნებისმიერი უაზრო ამინდი მხოლოდ ხელს შეგიშლის და არასწორ მონაცემებს მოგცემს, ისევე როგორც არეკვლადი სარკისებური ზედაპირი, რომელმაც შეიძLება სხივი სულ სხვა მიმართულებით აირეკლოს და მანძილმზომი უკან სხივის ანარეკლს ვერ მიიღებს შედეგად ვერაფერს გამოთვლის...
მეც სიმონსი მაქვს და არ ვუჩივი, გაზომვას კი 7 მეტრიდან იწყებს.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services