გამარჯობათ,
ოპტიკისთვის სტანდარტული 20 მმ რინგების 11 მმ მერცხლის კუდზე გადამყვანი ხომ არ გაქვთ ვინმეს?
ვერაფრით ვერ მოვუჭირე ეგ Dovetailი ....
ამას თუ გულისხმობ http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=18_304&product_id=7407652&p=7
ეგ მაქვს
ხო, ზუსტად ეგ!!! რა ჯანდაბაა? ვერაფრით დავუჭირე...
მოკლედ, თუ ვინმეს რამე იდეა გაუჩნდება ამ გადამყვანის დამაგრებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გაგვიზიროთ...
biocar
რაზე რას ვერ ამაგრებ გარკვევით გვითხარი კაცო და დაგეხმარებით
გადამყვანს პირდაპირ რინგზე ვამაგრებ და ისე ვაჯენ რელსზე. რამოდენიმე გასროლის შემდეგ ოპტიკა რელსიდან ვარდება...
მოკლედ ვერაფერი მოვუხერხე...
biocar
რა რინგებია და რა თOფია?
რინგი ლიპერსის (UTG) ოპტიკას რაცმოყვა (რადნოი) გადამყვანიც მაგ ფირმის არის (UTG Dovetail).
თოფი ზამბარ დგუშიანია. გაძლიერებული.
biocar
მაგიტომაც მოძვრება ზამბარდგუშიანი რომ არის და თან გაძლიერებული, ზდპ–ებს აქვს სტოპერები რომ არ მოძვრეს ოპტიკა , კომპრესორზე ნახვრეტია სადაც დოვთეილის რინგებზე განთავსებული სტოპერ ვინტი ეჭირება
სტოპერი ამასაც აქვს. მაგრამ მაინც ძვრება. ანუ ძვრება ყველაფერი, მთელი კონსტრუქცია: ოპტიკა, რინგები და მასზე დამაგრებული გადამყვანიც.
biocar
სურათი დადე ჯობია ყველაფერს და უფრო თვალნათლივ დავინახავთ რაც ხდება
cz80
ზუსტად ისეთი გადამყვანია რაც cz80-მ დადო.
20 მმ-დან 11მმ გადაყავს...
თოფი ნოტრო ზამბარაზეა...
უბრალოდ, ვერაპრით ვერ მოვუჭირე...
biocar
ძალიან წვრილი ნახვრეტი აკვს წინ... შეიძლება არც იყოს შესტიგრანნიკი (თან ეგეთი მცირე ზომის). რეზბა თითკოს ნორმალურად ეჭირება... პრობლემა ის არის რომ უკვე დამაგრებული სროლოლის შემდეგ ისხლტება რელსიდან და ვარდება მთლიანად. ცურდება თითქოს... ხელითაც შეიძლება მისი მოხსნა.... ანუ ძალიან სუსტად ეჭირება...
biocar
ანუ 20 მმ-ნი რინგები აქვს ოპტიკას ?
biocar გადამყვანი გაქვს მხოლოდ დასტოპორებული და თვითონ ოპტიკის რინგი უსტოპოროდ ყენდება გადამყვანზე ხო? სწორად გავიგე? თუ მასეა,სულ ეგრე იხტუნავებს! სანამ დამატებით აპს არ გაუკეთებ..
ოპტიკას 20 მმ ააქვს. კარგიმ ხარისხიანი, სქელი რინგებია.
თვითონ გადამყვანი 11მმ...
ვაჯენ გადამყვანს რინგში და ისე ვაყენებ რელსზე.... ვუჭერ.
ხელით ვამოწმებ სიმტკიცეს.
სამი გასროლა და ხტება რელსიდან.
მგონი ეს გადამყვანი მხოლოდ PCP-ზეა გათვლილი...
ესე რომ შეხედავ კარგი რამე ჩანს...
biocar
რინგი გადამყვანზე მყარად ზის და მერცხლის კუდზე არ ჯდება მყარად ხოო ? ანუ ოპტიკა/რინგი/გადამყვანი ეს სამი დეტალი ურყევად არის ხოო ?
კბილები არ აჯდება რელსს კარგად ალბათ,
მე მქონდა დაყენებული ცოტა ხნით ეგეთი გადამყვანი პცპ-ზე და ეჭირა ნორმალურად..
თვითონ მაგ გადამყვანსაც აქვს სტოპერი, ჩასვი ეგეც?
biocar
სურათს დავაკვირდი და კითხვა გამიჩნდა, მაგ გადამყვანს თავისი მოსაჭერი არა აქვს ხომ?
და თუ არა აქვს, ესეიგი რინგის ვინტებით მაგრდება არა?
მაქ პრობლემა მგონი იმაშია, რომ დოვეტაილის სიფართე უფრო ნაკლებია ვიდრე გადამყვანის
მოძრავ მხარეს შეუძლია უზრუნველყოს, ანუ მოჭერის დროს სვლა არ ყოფნის. ან გადამყვანის სიფართეა
ნაკლები, ვიდრე რინგებს შეუძლიათ მოუჭირონ. და თუ რომელიმე ერთი აღმოჩნდა, მაშინ მოგიწევს
მოძრავი ნაწილის სვლის გადიდება. რა ტქმა უნდა, თუ დარწმუნდები რომ მაგაშია პრობლემა.
დოვეთეილი აღჭურვილია ზამბარით და სტოპერით, შესაბამისად მჭიდროთ და ურყევად ჯდება რინგში. სტოპერი - რონგსა და დოვეთეილს შორის ერთგვარი ტიხრის ფუნქციას ასრულებს და ამ უკანასკნელს რინგში უმოძრავად აფიქსირებს.
რინგის მოჭერისას ავტომატურად ვიწროვდება დავეთეილის სიფარტოეც, რაც, იდეაში, უნდა უზრუნველყოფდეს რელსთან მოჭიდებას. მაგრამ სროლისას ირკვევა რომ მოჭიდება არც თუ ისე მყარია.
პირდაპირ რინგი რო იშოვო 11-მმნი მასე არ გიცდია ?
საბოლოოდ მასე ვიზამ. უბრალოდ ოპტიკის (რადნოი) რინგი ძალიან ზარისხიანი მომეჩვენა და ვიფიქრე გადამყვანით გავქაჩავთქო... მაგრამ ჩემი ყ..ე, არაფერი გამოვიდა...
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services