Bიჭებო მაინტერესებს ოპტიკური სამიზნის გასწორების ტექნიკა ანუ რა როგორო და რანაირად, რითი ვიწყებთ სიმაღლით თუ მიმართულებით?
თემა იმედია შესაფერის ადგილას გავხსენი, შევიძინე სულ ახალი ცენტრპოინტის ოპტიკა და ცოტა უჩვეულო რეფლექსები აქვს და ალბათ რამეს არ ვაკეთებ მეთქი სწორად თქო
კერძოდ ამ ოპტიკაზეა საუბარი Center Point 4-16x40mm
გურიჩა,
გადაიკითხე ეს http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1972
ამ თემაში Aრის ოპტიკის შემოწმების მარტივი მეთოდი.
minchanin
ეგ რა დამანახე
გურიჩას რა უნდა ვერ გავიგე, თუმცა არამგონია ოპტიკის გამოშიგვნა უნდოდეს, მაგრამ აი ერთი რამ აშკარად გასასწორებწელია იმ სტატიაში, სასწრაფოდ ქართული ტექსტია დასადები, ან გაამზადე და მომაწოდე რომ ჩავანაცვლო ან ის თემა საერთოდ გაქრება.
ნუ მიწყენ, მაგრამ ქართული გეკერკება, უკვე ჩვენთან ხარ, ფორუმის ოფიცილაური ენა ქართულია და....
ჯაჯა ბატონო,
ეს თემა მითითებულია არა იმიტომ რომ გურიჩა აპირებს ოპტიკის დაშლას და მის რემონტს, არამედ იმისათვის რომ , როგორც ბოლო აბზაცში წერია, პრიმიტიულად შეამოწმოს თავისი ოპტიკა. რაც შეეხება თემის დანარჩენ ნაწილს თუ დააინტერესებს წაიკითხავს. ხოლო მის თარგმანზე კი... თქვენი უფლებაა წაშლით თუ დატოვებთ. მე მაგის თარგმანს არ ვაპირებ. მით უმეტეს რომ ის დაწერილი იყო მაშინ როცა რუსული ტექსტი ნებადართული იყო. ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ.
minchanin
ჯაჯა ბატონო,
არ გამოგედავებით, თუმცა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1968,
როგორც უკვე გითხარით, ნება თქვენია.
minchanin
კაი რა სოსო, ვიდაოთ ახლა? მეორე გევრდზე გადადი შენს მიერ დადებულ ლინკზე და ჩემი კომენტი ნახე, პირველი წინადადება....
რისი თქმა გინდა კაცო არ მესმის, როდის აქეთ იყო მიღებული აქ რუსული, ან ინგლისური, ან მალაიზიური ენა... ახლა გუშინ და დღეს რომ იყო ერთი კაცი შემოსული რომელიც ქართულის გაგებაში არაა და იძულებული იყო გუგლ ტრანსლეიტით რაღაც დაეწერა ნუ მესმის მაგას ჯობია დაწეროს რუსულად ის ერთი ორი სიტყვა, არა ვართ ქაჯები გავიგებთ და მივწერთ რუსულადვე პასუხს, მაგრამ სტატია, მიმოხილვა და ჰაი ჰარალო, ნელზია!
თუ არ აპირე გადაქართულებას, რაც არ უნდა საწყენი იყოს, მომიწევს წაშლა, არადა ვაღიარებ საჭირო ინფორმაციაა და ნამდვილად არ იქნება კაი მაგ ყველაფრის, წაშლა, მაგრამ არ შეიძLება... ეგრე ცოტახანში გაჩნდება უკრაინული სომხური, აზერბეიჯანული პოსტები და ვიჯდებით ყველა პირდაღებული...
ბევრი სხვა ქვეყნის ფორუმზე ვარ გაჭევრიანებული, მაგრამ არსად ქართულად არ ვპოსტავ, დაჟე რუსებთან რომ ვპოსტავ, ჯერ ვორდში ვამოწმებ მართწერას რომ იმათ სტანდარტებში ვჯდებოდე და ქაჯად არ ვჩანდე, მიუხედავად იმისა რომ იციან ქართველი ვარ და ჩემი მშობლიური ენა არა რუსული და მაპატიებენ გრამატიკულ შეცდომებს, ამგრამ მე არ ვაძლევ ჩემს თავს მაგის უფლებას....
ბატონო სოსო, კაკრაზ რომ ეგ ჭირს, მნიშვნელობა არ აქვს დაჟე მანძილის გაზრდას, მაინც ირევა არამარტო ვერტიკალურად ასევე ჰორიზონტალურად, გუშინ მანქანას ვამზადებდი და არ მქონდა საშუალება ჩავჯდომოდი კარგად, მერე შევნიშნე ორივე რეგულირებად ადგილებზე ქვევით ხრახნთან უჩანს პატარა ბოლტები "შისტიგრანკის" თავებით, ეხლა ვფიქრობ ფიქსატორები ხომ არ არის თქო ? ანუ სიტყვაზე როცა სწორდება მერე დაფიქსირება ან გადაჭერა ხომ არ უნდა თქო?
guricha
სამწუხაროდ მე მაგ ოპტიკა არ მქონია და ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით. თუ ფოტოები იქნება უფრო რეალურად შევხედავ პრობლემას.
ეგეთი კითხვა მაქ გეთაყვათ, მინდა გავიგო კონკრეტულ გადიდებაზე რა ფასი აქ ერთ მილდოტს ანუ დოტის ცენტრებს შორის მანძილი რას უდრის (მმ-ში) 20-30-40-50 მეტრზე. რამე კალკულონი არსებობს ეგეთი? თუ მაიდამანც ტრიგონომეტრია უნდა გავიხსენო ?
koknar
არამარტო ტრიგონომეტრია, ასე 50 მეტრიანი სიგრძის თავისუფალი ვაკე ადგილი დაგჭირდება ეს რაც შეეხება ჩIნურ ოპტიკებს თორემ ყველა ნომალური მწარმოებლის ოპტიკა 10X გადიდებაზეა მართალი გარდა hawk-ის და MTC-ს სპეციალურად პნევმატიკისთვის შექმნილი ბადეეებისა რომელიც 20X გადიდებაზეა სწორი
koknar
შენ გინდა ნორმალური ოპტიკა და ნორმალური სუპორტი, მაგალIატდ ჩემს T50-ს აქვს დეტალური აღწერა იმისა თუ რა დისტანციაზე:
1) რა დაცილებაა წერტილებს შორის,
2) თვითონ წვრილი ხაზის სისქე რამდენს აღნიშნავს
3) ხაზის სქელი ნაწილი რამდენს ნიშნავს
4) წერტილი რა ზომას აღნიშნავს
და ასე შედმეგ... დეტალურად ყველაფერი შეგიLძია ნახო http://www.falconoptics.com/pdf/T50FT%20Manual.pdf არსებულ pdf ფაილში მე-4 გვერდის ბოლოს (მოცემულია ბადის ნახაზი და მარცხენა მხარეს ჩამონათვალია თუ რა რას უდრის)
და ვაბშე ორი დოტის ცენტრებს შორის მანძილი არის, 1 მილირადიანი, ნუ იდეაში ერთი მილდოტი, რომელიც უდრის 10 სანტიმეტრს 100 მეტრზე და ასე შედმეგ....
აი შენს ოპტიკაში რაფრაა ეგ საქმე ადინ ხრენ ივო ზნაიტ რა
ამომწურავი ინფოა. გავითვალ გამოვითვალე და მივიღე ეგეთი რამე, მაგალითად: 50მ ში 24X გადიდებით დანაყოფის ფასი არის 21 მმ. ეს თუ სწორეა, ნებისმიერი გადიდებით ნებისმიერ მანძილზე დავითვლი მილდოტებს შორის მანძილს.
ჯაჯა თუ არ დაგეზარება გადაითვალე სწორეა თუ არა
koknar
ja_ja
OK
ან მწვანეთა საზოგადოებაში ჩაეწერო და საერთოდ არ ინადირო.
აბა რაც ზევით წავიკითხე ნადირობის სურვილს ნაღდად დამიკარგავს
რავარია უმიზნებ ქედანს და ხვდები, რომ ტვინი დიდი ფორმულით გაქვს სავსე
არა ძმაო, დაილოცოს გლუვლულიანი არანაირი მათემატიკს, დაუმიზნე და ატაკე!!!!!!!!
ამდენს სნაიპერებს არ ასწავლიან.
ესეიგი ახლა რახდება : ვერტიკალურად ჯვარი ბოლო ზღვარზეა დაბლა და მაინც არ ყოფნის. ანუ 45 მეტრზე 5 მილდოტით დაბლა ხვდება მაინც. ალბათ მაღალი რინგების ბრალია თუ რაა არვიცი მოკლეთ.
რავქვა რას მირჩევთ? დავაქანო ოპტიკა ცოტა წინ თუ ისევ დაბალ რონგებზე დავსვა? დაქანებაში იმას ვგულისხმობ რომ უკანა რინგს ჩავუფინო რამე იქ სადაც ტრუბა ჯდება და ავამაღლო სადღაც 1.5 მმ-ით.
გქონიათ ვინმეს ასეთი პრობლემა? უბრალოდ დაბალ რინგებზე წინა ლინზის ხუფს ვეღარ ვიხმარ და ვერც სანშაიდს.
sekurifa
დაბალი რინგები დააყენე
sekurifa
შანსი არაა მაღალი რინგების ბრალი იყოს, ჯერ ოპტიკის ნოლია საპოვნელი.
ოპტიკას უნდა ქონდეს განულების ფუნქცია, ცადე ეგ?
მართალია, მაღალი რინგი მანდ არაფერ შუაშია...
ჯერ დააკვირდი კარგად ზუს თუ არა რინგები რელსზე, თუ ვივერია მითუმეტეს (დააკვირდი რომ ბოლომდე იყოს დამჯდარი და არ იტოს, აწეულ დაწეული... ვივერის შემთხვეაში ხშირია ეგ შემთხვევა, ჩვენთან ხალხი ჯერ ოპტიკაზე უწერს რინგებს და მერე ცდილობს რელსზე დასვას შედეგად შეიძლება რინგის ფეხში გამავალი ვინტი არ ჩაჯდეს ვივერის რინგზე არსებულ ჩანაჭრებში და წინა ან უკანა რინგს ამოაწევინებს თავს, შედეგად მიზანი კაპუტ.).
მერე თუ მაინც არ ეშველა სინჯე რინგების გადანაცვლება წინა გადაიტანე უკან და უკანა კიდევ წინ...
ჯერ ეგ ყველაფერი შეამოწმე და შედეგები დაწერე
sekurifa
ეგრე რაღაცეების ჩადება არ გინდა, ჯერ გადაამოწმე რონგები სწორედ ზის, მერე აიღე და წინა რინგი უკან დააყენე შეიძლება გასწორდეს, იდეაში განოლებც უნდა ქონდეს ილომ რაც გითხრა.
ვაა სანამ მე დავწერე ჯაჯამ მოგწერა
ესეიგი ახლა გავაკეთე რაღაც რა. უკანა მხარეს ტრუბას ჩავუფინე თხელი პლასმასის პრაკლადკა. ოპტიკა ოდნავ წინ დავხარე ერთი მილიმეტრით. ახლა გასწორდა და 40 მეტრში დავსვი ჯვარი.
ეგ განულების ამბავი ვერ გავიგე რაღაც. ანუ ეს როგორ ხდება შეგიზლიათ ამიხსნათ? ბარაბანი ხომ ბოლომდე მქონდა მოშვებული. ბოლო ზღვარზე რომ დავიდა ბადე, ბარაბანი ტრიალებდა და ბადე აღარ იძროდა მეტი ქვევით. ესეიგი გამოდის რომ რაცარუნდა ეცადო ბადეს ვეღარ ჩამოიყვან ქვევით თუ თვითონ ოპტიკა არ დაიწია. რინგები კარგად ზის რელსზე. ჰორიზონტალი თავისთავად მუშაობს და სწორდება.
ანუ ახლა ასე რომ დავტოვო ოპტიკა დახრილი ივარგებს ვითომ? ის მომენტი მაღელვებს რომ ახლა ოპტიკის ტრუბა წინა ვივერის ღარში მთლიანად არ ზის. ანუ უფრო ღარის წინა ნახევარზე აზის რა.
sekurifa
არა ეგრე არ უნდა იყოს, რაღაც ნიტოა, სურათი დადე თუ შეგიძლია
sekurifa
რაც ჯაჯამ გირჩია გააკეთე და მაინც ეგრეა ? ჯერ განულებას დაანებე თავი
sekurifa
ანუ რინგები გაცვალე და მაინც არაფერი არ შეიცვალა ?
ვა! ჩემი მწირი გამოცდილება აღარ ყოფნის ამ პრობლემას კომპეტენტური ხალხია საჭირო. ერთ რამეს გეტყვი რომ, არაფრის გაქლიბვა და რაღაცეების ჩადება რინგებში არ უნდა ჭირდებოდეს.
sekurifa
შენადა პირველ ნოლს ხომ არ ახვედრებ მაგ 45 მეტრზე?
geojorjika
ჟორჟილიო ეგ რაფერ უნდა გააკეთოს
sekurifa
კაროჩე მოხსენი რინგები და გადაანაცვლე წინა და უკანა...
უკანაში რაღაც ამოდებული და რამე რუმე არასწორია... ეგ შეიძლება გააკეთო ერთეული შემთხვევისთვის როდესაც ერთ დიდი მანძილზე გინდა სროლა, მაგრამ მუდმივი მოხმარებისთვის გაუმართლებელი პონტია....
P.S. ჰო მართლა ერთერთ რინგს შუაში ხვრელი ხომ არ აქვს სტოპერი ვინტისთვის და ვინტი ხომ არაა მაგ დირკიდან ძირს ჩამოწეული?
sekurifa
იცი რა ჩემს ოპტიკას ქონდა ესე ბოლომდე მარჯვნივ არ გამოდიო ჯვარი "ხალასტოიზე" ტრიალებდა ტარრეტი , შენიც იგივე მწარმოებელია და ეგ დეფექტი ხომ არ აქვს? ანუ ბოლომდე არ ჩადის დაბლა
ჩემი თავისით გამოსწორდა მერე რა დაეტაკა არ ვიცი
ხომ შეიძლება აქ თოფის ბრალიც იყოს? შეიძლება თვითონ ლულაც იჯდეს ბუდეში ოდნავ ცერად თვალით რომ ვერ შეამჩნევ, ან რელსი იყოს გაჩარხული ცუდად ან რავი კიდე. ეგ ჯვარიც ხომ ვერ ივლის უსასრულოდ არა? დაბალ და საშუალო რინგებზე იმუშავებს უპრობლემოდ, მე კი ყველაზე მაღლები მაქვს. სულრაღაც ერთი მილიმეტრით დახრა მოითხოვა და გასწორდა.
რაც შეეხება ბარაბანს, როცა ვუშვებ და ბადე ზღვარზე მივა მარე ერთ პუსტოი სრულ ბრუნს აკეთებს და ჩერდება ზუსტად 0 ციფრზე. ანუ სულ არ ბრუნავს რა. მარტო ერთ პუსტოი ბრუნს აკეთებს ბოლოში. მერე დაჭერისას იგივეს შვება, ერთი პუსტოი ბრუნი და მერე ეწყება მოდება ასევთქვათ და მოძრაობაში მოდის ბადე.
რავი ეგ დეფექტია ვითომ?
ერთი სიტყვით, ხვალ კიდევ ერთხელ გადავანაცვლებ რინგებს და ვნახავ თუ რამე შეიცვლება. თუ არაფერი ქნა ისევ დახრილს დავტოვებ რადგან ლინზის დამცავი ხუფი მჭირდება. თუ მერე შევამჩნევ დროთაგანმავლობაში რომ ოპტიკა ირევა მაშინ რაღა გაეწყობა და დავსვამ დაბალ რინგებზე.
sekurifa
ჰოო მაშIნ არ ყოფილა გაფუჭებული
საშუალო რინგებზე დასვი აბა რას იზამს
sekurifa
sekurifa
სულ სხვა რინგებზე ცადე, იქნებ მართლა მათი ბრალია.., თორემ მაღალია თუ საშუალო, მაგას არანაირი განსხავება არ უნდა ქონდეს
gregory
sekurifa
არისტოფან... მაი ცა კაცოუ (მიმინო)
მაიცა კაცო მე ეგეთი რამე არ მითქვია რას ამბობ აუ შემიწყალეთ რა მაგრა მეზარები დილიდან პროსტინის წერა, ვიცი არ გჯერავთ მაგრამ....
კაცოუ, მაღალი რინგი იქნება თუ დაბალი მნიშვნელობა არა აქვს, ჯვარშI სროლა 50 მეტრზე უპრობლემოდ უნდა ხდებოდეს და ოპტიკას უნდა ყოფნიდეს ბარაბნის პაპრავკები.
საერთოდ არის, ასეთი ცნება რომ ოპტიკის ცენტრი უნდა იყოს გასწორებული და ისე უნდა იყოს სროლა პირდაპირზე შესაძლებელი. მანდ იგულისხმება რომ ოპტიკის გარე მილს ვხედავთ ჩვენ, მაგრამ შიგნით კიდევ ერთი მილი დევს რომელსაც იქეთ აქეთ აქვს ლინზები.... როდესაც ვატრიალებთ ბარაბნებს ხდება ამ შიდა მილის გადახრა ზემოთ ქვემოთ საქანელას პონტში რა, ერთი მხარე ზემოთაა მეორე ქვემოთ.... იგივე ეხება გვერდითა გასწორებებს...
როდესაც საუბარია ოპტიკის ცენტრზე, იგულისხმება რომ ეგ შიდა მილი გარე მილის პარალელური უნდა იყოს და ეგრე უნდა აწარმოო წერ გასროლა... ამ მაგ ოპტიკური ცენტრი თუ არის, სწორი, მერე ზემოთ ამოწევა და ქვემოთ ამოწევა უნდა იყოს ერთნაირი კლიკების რაოდენობით.. კაროჩე ცენტრია რა....
ახლა დააყენებ მაღალ რინგებზე თუ დაბალ რინგებზე, განსხვავება იქნება მაქსიმუმ 15 მილიმეტრი ეგ ნიშნავს იმას რომ რაღაც მანძილზე, სიტყვაზე მოდი ავიღოთ 50 მეტრი, ოპტიკა რა ადგილსაც უყურებს გასწორებული ცენტრით, იმ ადგილიდან იმდენით ძირს უნდა მოხვდეს ტყვია რა მანძილიცაა ოპტიკის ცენტრსა და ლულის ცენტრს შორის, ნუ ეს იასნია ეგრე არ იქნება იმიტომ რომ ტყვიას აქვს ვარდნა და რამე, ჯეერ მოდი მხოლდო თეორია განვიხილოთ ყველანაირი ბალისტიკის გარეშე (მითუმეტეს რომ 300 მეტრ წამზე და 50 მეტრზე ტყვია მაქსიმუმ 16-18 სანტიმეტრით ვარდება და მაგხელა პაპრავკა კი უნდა ჰქოდნეს, ოპტიკას)...
კაროჩე აზრი შემდეგია, იასნია ოპტიკის ცენტრის ხაზი და ლულის ხაზი არ ემთხვევა ერთმანეთს... , ერთმანეთს რომ დაემთხვენ და ორივე ერთ წერტილს უყურებდეს, საჭიროა ოპტიკის ბარაბნების ტრიალი იმისათვის რომ ოპტიკის შიდა მილი წინა მხარემ ცხვირი ძირს დაწიოს, დაქანება მისცეს და დაემთხვეს ლულის ცენტრს. ანუ ოპტიკა დახრილად უყურებს იმ ადგილს რასაც ლულა სწორედ უყურებს... ახლა კიდევ ერთი მომენტი დავამატოთ, რინგების სიმაღლე და მათი განსხვავებით გამოწვეული დახრა
სადღაც 5, მაქსიმუმ 6 სანტიმეტრი იქნება მათ შორის სხვაობა მაღალი რინგები დროს, ამ შემთხვავაში ოპტიკის შიდა მილის დახრა იქნება 12.15 გრადუსი (კაროჩე ქორელში ვხაზე ხრენ ივო ზნაიტ რეები, ტან მაგინებდა ეს შობელძაღლი 50 მეტრზე ვერ დავხაზავო, მაქსიმუმ 45 მეტრიანის დახაზვა შესძლებია ქორელს ზოგი ჭირი მარგებელიაო ეგეც გავარკვიე ), დაბალი რინგების დროს ნუ მაქსიმუმ სხვაობა ცენტრებს შორის იქნება 4 სანტიმეტრი, დახრა გამოდის 12.16 გრადუსი... განსხვავება არის, სულ რაღაც 0.01 გრადუსი, ნუ აი როგორი მიზერია იციიი.... მაქსიმუმ ეგ არის, 3 მაშინ როდესაც 1/4 აქვს MOA ოპტიკას და 5-6 კლიკი როდესაც 1/8 აქვს ოპტიკას MOA....
მე როდესაც ვწერდი რომ დიდ მანძილზე პაპრავკები შეიძლება არ გეყოს მეთქი, ვგულისხმობდი 80-100 და 120 მეტრს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობდი 50 მეტრს... აი 120 მეტრზე რომ მაქსიმალურად გქოდნეს ბარაბნები დატრიალებული და ტყვია ბოლო ძირა მილში ხვდებოდეს, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ შენს შემXთევვაში 40 მეტრზე გაქვს ეგ შემთხვევა....
აქედან გამომდინარე გაქვს რამდენიმე სავარაუდო პრობლემა:
1 ) რინგები ურევს და უკანა რინგი უფრო დაბლაა ვიდზე წინა, შედეგად ოპტიკა ცაში იყურება და არ გყოფნის პაპრავკები ოპტიკსი შიდა მილის წინა ნაწილის ჩამოსაწევად
2) არასწორად დგას რინგი შედეგად ისევ წინა რინგი ცაში იყურება და იგივე პრობლემა გაქვს
3) არასწორეა თვითონ პლანკა... ნუ ძალიან მეეშვება მაგისთანა არევა ჰქონდეს კოლოფს... ყოველი შემთხვევისთვის გადაწიე რინგები აბა იმ ადგილიდან სადაც ახლა აყენია, ცოტა სროლა გაგიჭირდება, მაგრამ ექსპერიმენტისთვის ცოტა უნდა მოითბინო
4) ლულაა გადახრილი და ნამეტანი ძირს იტურება... ისე თუ გახსოვს შენი ლულა ცოტა არ იყოს სწორედ ვერ იყურებოდა, მაგრამ სხვა ოპტიკაზე ასე თუ ისე ხომ ხერხდებოდა სროლა? შედეგად ნალებად სავარაუდოა ლულის ბრალი იყოს
5) ოპტიკაში რანცხა ურევს, მე პირადად მიჭირს რაიმეს ხელი დავადო რა ურევს, მაგრამ სადღაც მე-10 პლანზე ეგ იდეა მაინც უნდა არსებობდეს....
სინჯე ასეთი რამე, თოფი დაამაგრე მყარად, ვთქვათ გირაგში (ტისკებში) გაისროლე რაღაც მანძილზე და ნახე ნატყვიარები, ნატყვიარებიდან ზემოთ დასვი წერტილები 16 სანტიემტრზე 18 სანტიემტრზე და 20 სანტიემტრზე (ნუ მარკეტიღ წერტილები დასვი საკმარისია).... თოფი დატოვე დამაგრებული, მოხსენი მხოლოდ ოპტიკა, თან ისე რომ რინგები თოფზე დარჩეს, ანუ რინგების ხუფები მოხსენი და ოპტიკა მოაძრე....
ახლა თოფი დატოვე თავის ადგილზე და უნდა დავიწყოთ ოპტიკის ცენტრის ძებნა რომ ოპტიკა მაქსიმალურად გავასწოროთ და შიდა მილი გარე მილის პარალელული იყოს....
ამისათვის გვინდა სადღაც 10-15 მეტრიანი დისტანცია, მყარი მაგიდა, ალბათ დავრჭირდება მეგობარიც, კვადრატული რვეულის, ან ბლოკნოტის ფურცელი (ტოისტ სეტკა რომ იყოს რა დახატული, ან შენთვითონ მკრთალად დახატე თაბახის ფურცელზე სეტკა) და 10-15 მეტრზე იასნია რაიმე მისამაგრებელი.
უნდა გააკეთო რაიმე მასალისგან V ბლოკები, იდეალურია რკინის პრეციზიული V ბლოკები ფრეზიროვშიკები რომ იყენებენ ისეთი, მაგრამ ეგენი ძვირია და ცალი 50 ლარს უკაკუნებს, ასე რომ უბრალო ფიცრისგანაც შეიძლება გამოთლა, კაროჩე 2 ცალი V ბლოკი დამაგრებული ფიცარზე, და მერე ამ V ბლოკებში უნდა ჩასვა ოპტიკა, ნუ რაღაც აი ასეთი კუკუიზმი გამოგივა
ოპტიკა რამენაირად ერთ წერტილში უნდა იყოს, რომ წინ და უკან არ დადიოდეს, ყველაზე კაი აზრია მემგონი უკან რომ ოპტიკას ჯერადობის მოსამატებელ დასაკლები რგოლი აქვს, ეგ მიადო უკანა V ბლოკს რომ მიახლოებით ერთიდ ა იგივე ადგილზე გქოდნეს ხოლმე ოპტიკა.
ჩამოკიდე ახლა შენი ქაღალდი 10-15 მეტრზე, დადგი ზემოთ მოყვანილი კონსტრუქცია მაგიდაზე, მიახლოებით ქაღალდის ცენტრს დაუმიზნე და დაიმახსოვრე სად არის ჯვარი... ნუ შეილება აქ მეგობარი დაიხმარო, ან შენ თვიოთონ ჯერ წერტილი დასვა და მერე იჩალიჩო ოპტიკა მაგ ადგილს დაუმიზნო. ჰო მართლა ოპტიკა ისე უნდა იყოს V ბლოკებში როგორც თოფზე იქნება და რა თქმა უნდა მთლიანი კონსტრუქცია მაგიდაზე ერთ არგილზე უნდა იდოს და არ უნდა დატასაობდეს იქეთ აქეთ თუ რამენაირად დაამაგრებ ვაბშე გადასარევი იქნება.
ახლა იწყება ოპტიკის ცენტრის ძებნა, ვთქვათ შენი პირველი გაჭყეტვისას ქაღალდზე ხედავ რაღაც ადგილს, რომელსაც აჯდება ჯვარი, მაგ ადგილს ნიშნავ მარკეტით, პროსტა წერტილს სვავ, ახლა ოპტიკა V ბლოკებში 90 გრადუსით უნდა გადაატრიალო და ისევ უნდა გაიხედო ქარალდისკენ, უკვე ნახავ რომ სულ სხვა ადგილს უყურებს ჯვარი, მოკელდ ეგეც უნდა აღნიშნო, კიდევ ატრიალებ ოპტიკას 90 გრადუსით, და ისევ აღნიშNავ ადგილს თუ სად უყურებს ჯვარი ქაღალდს და ბოლო მე-4 გადატრიალება 90 გრადუსით, ისევ აღნიშნე სად იყურება ჯვარი...
მიახლოებით შეიძLება, მიიღო რაღაც ამდაგვარი აღნიშვნები
იდეალურ შემთხვევაშI ყველა 4-ივე გადატრიალებისას ჯვარი ერთი და იგივე ადგილს უნდა უყურებდეს, მაგრამ თუ რაღაც ისეთი წერტილები მიირე რაც ზემოთაა ნაჩვენები, ესეიგი ოპტიკის ცენტრი მოსაძებნია.... ამისათვის მიდიხარ ქარალდთან, არ აძრობ და უბრალოდ ავლებ ხაზებს, მათ გარაკვეთაზე კი სვავ კიდევ ერთ წერტილს, ან სულაც არ სვავ წერილს თუ გადაკვეთა მკაფიოდ ჩანს
მოკლედ იღებ რაღაც ამდაგვარს
შენი დავალება ახლა ასეთია, დაუბრუნდე ოპტიკას, დააბრუნო იმ მდგომარეობაში რომლიდანაც დაიწყე გაზომვები, ანუ პირველ პოზიციას დაუბრუნდე და უნდა შეეცადო ბარაბნების ტრიალით მიიყვანო ჯვარი შუაში, კარგი იქნება თუ არ იჩქარედ და ჯერ მართო ვერტიკალს ან ჰორიზონტალს გაასწორებ, იდეაშI საწყისი პოზიციიდან ჯერ სხვა გზა არ გექნება და ჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ გამოწევ.
ახლა შეცვალე ქაღალდი და გაიმეორე იგივე პროცედურა მანამდე სანამ მაქსიმალურად იდეალურ შედეგს არ მიიღებ, აი მაგ დროს იქნება ოპტიკის ცენტრი მაქსიმალურად მოძებნილი.
ახლა იღებ შენს ოპტიკას, და დებ თოფზე, შეგიძლია დიდად არც კი მოუჭირო, თუ ნაღდად იცი რომ შენი თოფი ისვრის JSB 10.2-იანს 300 მეტრ წამით, მაშინ ოპტიკის დადგმის შედმეგ შენ თუ გაიჭყიტები იმ ქაღლის მიმაღტ რომელსაც თავიდან ესროლე ერთი ტყვია.... მოკლედ ნატყვიარებიდან 16-18 სანტიემრში ზემოთ რომ გაქვს წერტილი დახაზული წესით აი მაგას უნდა ხედავდე. ნუ 100%-იანი დარწმუნებული არა ვარ რომ ეგრე უნდა იყოს, მაგრამ წესით ტყვიას 50 მეტრზე 16-17 სანტიმეტრი აქვს ვარდნა ბალისტიკურ კალკულატორს თუ დავუწერებთ, შესაბამისად როდესაც ლულის და ოპტიკის ღერძები პარალელულად იყურებიან კაკრაზ ეგ სხვაობა უნდა იყოს მაგათ შორის.
არა ხომ ვამბობდი დილიდან პროსტინას ნუ დამაწერინებთ მეთქი ბლინ ჰაა რა დაგიშავეთ
რო გაასწორებ ოპტიკურ ღერძს და თოფზე დასვავ და არ გამოვა ტყვიის ღერძის პარალელური, მერე ისევ კითხვა დარჩება კითხვათ, რისი ბრალია კოლოფის, პაზების, ლულის, რინგების ? ოპტიკას ასე თუ ისე გამორიცხავ მარა ამეებს რას უშვები როგორ იტესტება ეგენი გადახრაზე ?
koknar
არის ერთი ძველი ანდაზა, ბოდიში რუსული სიტყვებით დავწერ - პრაბლემი რეშაიუტ პა მერე იხ ვაზნიკნავენიაო
მოდი ჯერ ეს რაც არის გასწორდეს, და მერე რაც დარჩება პრობლემა იმის და მიხედვით ვიფიქროთ, წინასწარ რამდენი პროსტინა დავწერო? თუ მარჯვნივ იქნება გადახრა მაშინ წაიკითხე ეს ბიბლია, თუ ზევით, მაშინ ის ბიბლია და აიდაა
რა გენანებათ Ja_Ja-მ უნდა მოიმტვრიოს თითები ტექსტის აკრეფვაზე
ისე მაგრა გეხერხება წერა, არა მგონია გეზარებოდეს. საინტერესო საჩალიჩოა მარა, მე მაინც ძველებურად ვასწორებ და საკმაოდ კარგ შედეგებსაც ვიღებ. მაგ ვარიანტსაც ვცდი როცა ახალ ოპტიკას ჩამოვიტან და მერე დავწერ რა შედეგის მომცემს მასეთი გასწორება.
მართალია, ვისაც ჭირდებოდა იმან არაფერი დაწერა და მე რას ვირჯებოდი დამატებითი კითხვებისთვის. ჩემი თოფი სწორე ისვრის
ვა ჯაჯა რამდენი გიწერია ეგ ვე ობრაზნი ბლოკები ვნახე გუშინ ინეტში.
ერთი სიტყვით დღეს ყველაფერი ვცადე რა. ორივე რინგები ვცადე. მაღლებიც და დაბლებიც. ვაბრუნე ორივე მხრიდან და ადგილებიც ვუცვალე. არაფერმა შედეგი არ მომცა.
დაბალ რინგებზე 3 მილი აკლდებოდა და მაღლებზე 4. ისიც შევამჩნიე რომ ბადეს ვერტიკალშიც და ჰორიზონტალშიც დიდი სვლა არააქვს როგორც მაგალითად ჩემს ყოფილ 4X40 ოპტიკას ქონდა. არვიცი რა პარამეტრებითაა გათვლილი ეგ ოპტიკა ან რა თოფზე
ერთი სიტყვით ისევ ჩავდე თხელი, თითქმის მილიმეტრიანი პრაკლადკა უკანა მხარეს ტრუბასა და რინგს შორის და ყვალაფერი გასწორდა რა. ჯვარი დავსვი 40-42 მეტრზე და პაპრავკების აბაროტებიც დარჩა ბარაბნებზე.
1) მე ვფიქრობ რომ ოპტიკას არ ყოფნის აბაროტები.თუ ასეა მაშინ ეს ვერ გამოსწორდება.
2) კარობკიდან ლულა მიდის ქვემოთ (ეს უფრო რეალურია მგონი) თვითონ კარობკის რელსი კარგია რადგან ოპტიკა არ დახრილა არსაით რინგების გადაადგილებისას.
დღეს როგორც იქნა მივაგენი იმ მიზეზს რაც ხელს უშლიდა ოპტიკის გასწორებას. ანუ გავიგე თუ რატომ არ ყოფნიდა პაპრავკა ბადეს ქვედა მხარეს ვერტიკალში.
ახლა ვფიქრობ და ნერვები მეშლება რომ პრობლემა ცხვირწინ მქონდა სულ და არც მომაფიქრდა ამის გაკეთება რა
ესეიგი აქ კონდახის ბრალი ყოფილა. როცა თოფი კონდახში იდება, ყველა ის სამაგრი ადგილი რითაც სისტემა კონდახზე მაგრდება ერთდროულად არ აჯდება კონდახს. ანუ შუა ვინტს რომ დავუჭერ მერე თოფი აიწონა-დაიწონას აკეთებს კონდახში ერთი მილიმეტრის სიმაღლეზე.
სასხლეტთან რომ სამაგრ ვინტს ვუჭერ რვიანები წინ მაღლა იწევს და თუ რვიანებსაც მერე გადავუჭერ უკვე ლულას ხრის ძირს და ამის ხარჯზე ჯდება ბუდეში.
გამოდის რომ ასე გადაღუნული ლულით ვისროდი ამდენხანს და სირცხვილი და ჯანდაბა მე რომ აქამდე ვერ ვიფიქრე ამაზე როცა დღეს რვიანები ავუშვი შესამოწმებლად გაიმართა ლულა წელში და სულ მლოცა და მლოცა რა
ეტყობა ეს მიტო გამომეპარა რომ აწყობისას ჯერ რვიანები დავუჭირე და მერე დანარჩენი. ახლა მოვაშლიფივკებ კონდახში საყრდენ ადგილებს და ყველაფერი გასწორდება. ასე რომ ოპტიკას არაფერი არ ჭირს და მეც საბოლოოდ მომეშვა გულზე
აი რაც ზაზორია სურათზე იმხელათი ხრიდა რვიანები ლულას ქვემოთ.
http://www.radikal.ru
აჰაა ესეიგი გუშინ ჩაუჯექი ხომ იმის მერე რაც ლულასა და რეზიკს შორის დაცილება წინ და უკან სხვადახვა იყო და რემინგტონას თოფზე კი ერთნაირი იყო ..
ძალიან კაი რომ ყველაფერი გაირკვა...
კარგია პრობლემა რომ მოაგვარდა. ანუ ოპტიკა მუშაობს ხოშიანად
სულ დამავიწყდა რომ დამეწერა აქ. ჩემს ოპტიკას საბოლოოდ აღმოაჩნდა ქარხნული მიზეზი. ანუ ბრაკია. ყველას დიდი მადლობა თუ ვინმემ რამე რჩევა მომეცით ოპტიკის გასწორებასთან დაკავშირებით.
თურმე ოპტიკის ბრალი ყოფილა და მე თოფს ვაბრალიდი. ოპტიკის ბრაკმა რამოდენიმე დღის წინ იჩინა თავი. ანუ ჯვარი მერტიკალში საერთოდ აღარ მოძრაობდა. შევაკეთე დროებით მარა საბოლოოდ სხვაგვარი რამ ჭირდება ახლა ჩემს ოპტიკას.
ამის გამო მიტო არ ყოფნიდა პაპრავკები ოპტიკას ვერტიკალში.
sekurifa
მაგარი დამაინტრიგებელი რაცხა დაწერე ახლა შენ, იმენნა მაგრა დამაინტერესა რა პრობლემა აქვს და რაფერ დაადგინე, ეგეთ ინტერესში კაიხანია არ ვყოფილვარ
sekurifa
ზედმეტ ჭკუსსწავლებაში არ ჩამითვალო და თუ გახსენი და იმ ტრუბკამდე მიხვედი, შიგნით ინერტული გაზი უნდა ყოფილიყო, შეიძლება ჰერმეტულობა არ დაგირღვევია ანუ შიდა მოცულობა არ გახსნილა არ ვიცი მაგ ოპტიკის ზუსტი სქემა მარა თუ ჰაერია ეხლა შიგნით ტემპერატურულ ცვლილებაზე დაიორთქლება შიგნიდან.
sekurifa
მანდ მემგონი ზემოთ ამომწევი ზამბარა იქნება ამოვარდნილი ბუდიდან, მოღუნული დრეკადი პლასტინაა ხოლმე როგორც წესი, დააკვირდი სურათებს
რაც შეეხება ჰაერს მანდ უკვე შესულია და გააჩნია როდის დაიწყებს დაორთქვლას... ისე მე რამდენადაც ვიცი აზოტის შოვნა პრობლემა არაა და შეიძLება შეშხაპუნება , რუსები ერთი პერიოდი ეგრე აკეტებდნენ, ანუ იმათტან ოპტიკის შიტანა აწყობილი არ შეიძლებოდა, ამიტომაც ნაწილებად ყიდულობდნენ ჩინური ქარხნებიდან მერე ერთი სასტავი აწყობდა და აზოტსაც უშხაპუნებდა შიგნით... ნუ ახლა რა დონე გამოდიოდა მაგაზე არაა საუბარი, მთავარი ისაა რომ აზოტის შეშხაპუნება მერეც შეიძლება, მტავარია ძირიტადი პრობლემა მოგვარდეს
ja_ja
მისტერ, მანდ როგორაა, რამე გერმეტიკი არ უსვია, ან წეპო რამე, თორე ხო გაუვა ეგ აზოტი 1 საათში ? (აზოტზე ნორიკას მიაკითხეთ მაგას ექნება 1-2 ლიტრა მაცივარში)
ja_ja
უკანა კორპუსი ვერ მოვხსენი ვერაფრით. ანუ შიდა ტრუბკას ვერ ვიღებ რა.
koknar
ja_ja
არა ვინტები არააქვს მგონი. გარედან არ ეტყობა არაფერი. ახლა კრასკის ქვეშ თუა არვიცი. მოტრიალებითაც ვერაფერი ვქენი. არ ძვრება რა. უკნიდან რომ დავშალო არმინდა. არც მაგის კლუჩები მაქვს და რეზბებზეც რაღაც ლაკია გადასმული. მგონი სულ დაშლას ჯობია ახალი ვინტი გავუკეთო ქვემოდან რომელიც მაგ ტრუბკას აწევს.
sekurifa
sekurifa
აი კიდევ ინფო იმედია გამოგადგება.
P.S. ისე ცოტა რომ შეაჯანჯღარო ხელში რაიმე რაწკარუწკი არ ისმის შიგნით? იქნებ მომძვრალია ეგ ზამბარა?
ჯაჯა ჩემს ოპტიკას შუაში აქვს პარალაქსი და ეგრე არ გავოვა ზამბარის ცასმა. ბარაბნების მერე პარალაქსის ლინზა დასრიალებს.
დამეხმარეთ ოპტიკის გასწორებაში ხალხნო მაქვს utg 4x16x40 და ვერ ვასწორებ მიზანს კორეკტირება მარჯვნივ დატრიალებას ითხოვს, მაგრამ რაღაც დონემდე მიდის და მერე აღარ ტრიალებს .... როცა ვიყიდე ვინტი რომ აქვს
აი ეს მოვუშვი და მერე დავუჭირე ისევ და რამე შუაში იქნება ეგ ფაქტი?
სალამი,
პირველ როგში შეხედე რინგების დაყენების სისწორეც ;
მერე რინგებს ადგილები გაუსწორე
Dave
ეგ ვინტი უნდა მოუშვა, მერე დაატრიალო რეგულატორი საპირისპირო მხარეს, მერე დაუჭირო ისევ ეგ ვინტი. ჯამში რასაც მიიღებ, ისაა რომ გაჩნდება დამატებითI რეგულირების საშუალება
ანუ უშვებ ვინტს, ატრიალებ რეგულატორს საპირისპირო მხარეს (მოშვებულ ვინტზე რეალურად კლიკები არ ხდება და არ იცვლება სამიზნე), უჭერ ვინტს და ისევ არეგულირებ.
gregory
Power_VANO
მადლობა, გავასწორე უკვე ... საპირისპირო მხარეს უნდა დამეტრიალებინა თურმე და მე კიდე გული მისკდებოდა
სალამით
ოპტიკას ვერვასწორებ ჩემს ნიტროზე 3-9x32 ოპტიკააქ
ბადეს ვერვწევ ზევით (მაქსიმალურად ავწიე) და არყოფნის
რინგებსაც შევუცვალე ადგილი და შედეგი იგივეაა, ტყვია მიფრინავს ზევით და ოდნავ მარჯვნივ
avto866
რინგზე დაუდე ქაღალდის მაგვარი რომ ოდნავ ზემოთ დააყენოს ოპტიკა, ბევრი არ დასჭირდება, ისე შესაძლებელია ლულა ან თვითონ რელსი იყოს დაღუნული
ReMiNgToN
კი ეგეც ვცადე და აიწია ოდნავ
და მარჯვნივაც როუნდაგავასწორო ოდნავ?
avto866
შემთხვევით ლულა ხომ არ გაქვს ცოტა ზემოთ აპრეხილი????
ja_ja
ვერმივხვდი აპრეხილი რატოუნდაიყოს? რამე წუნი შეიძლება ქონდეს?
avto866
ja_ja
ფოტოებსაც გადავუღებ და დავდებ ამდღეებში
ოპტიკა მოყვა,
avto866
და ქაღალდი( იმედია1-2 მმ) და არა 1 ფენა რომელლ რინდს ჩაუფინე?
avto866
რა მანძილძე ესვრი რო აღარ ყოფნის ბრუნი?
ცოტა ჩააწეკი და მაგრად დაატრიალე ვერტიკალური მარეგულირებელი.
შესაძლებელია ახალი როა ოპტიკა მსუბუქი მოძრაობით არ გადატრიალდეს...
avto866
რომელი ნიტრო გაქვს ისიც დაწერე აბა სანამ სურათებს დადებ
მოკლედ, 4 წელია არ გამისწორებია ოპტიკა, ხოდა განულება როროგ იყო აღარ მახსოვს, leapers scope 6-24x50
ბოლომდე უნდა დაუშვა ,მაგრამ კლიკებით არ უნდა დავტრიალო ხო? ისრის საწინაღმდეგო მიმართულებით გადავტრიალო თავისუფალი ბრუნვით ?
მაგას რო მოუშვებ ბარაბანი ტრიალებს მაგრამ კლიკებს არ ამოძრავებს, როცა გაასწორებ რა მენძილზეც გინდა მერე მოუშვებ მაგ ექვსკუთხებს და ბარაბნებს ნულზე დასვავ მერე მოუჭერ ისევ
ეგ ხო, მაგრამ ჯვარი ხო გადაადგილენბულია წინაზე როგოც მქონდა გასწორებული, მაგ ჯვარს კლიკები ამიძრავებს, და თუ კლიკებით არ მოძარობს , ეგ ბოლომდე დაშვებული ხალასტოი ტრიალი რას ანულებს?
იმას ანულებს რომ, როცა მაგალითად შკალა დგას 10 ზე და ისვრის წერტილში, მოიყვან 0 ზე და გაისვრის ისევ წერტილში, აი წინაზე რაც გქონდა მაგ ამბავზე ვერ გავიგე რას გულისხმობ
აა ოკ გასაგებია,
ვიგულისხმე, წინა რაც მქონდა გასწორებული ოპტიკის კრესტი, ანუ ბადეს ხო გადადგილებ აქვს გაკეთებული
name
მაგის მოშვება რათ გინდა რო?
სხვა ციფრი ეწეროს ზედ მთავარია ნოლი გასწორებული ქონდეს
temo-777
gregory
რატო არ უნდა დაბრუნდეს, 10 კლიკი რო მისცე ზემოთ მერე 10 ქვემოთ, სხვაგან დაჯდება ?
რეზინის ფერჩატკებით ხოოო
ისე ლიპერსებზე ეაც დავკვირვებულვარ, არასოდეს არ ბრუნდებოდა კლიკები იგივე პოზიციაზე, შეიძლება მე შემხვდა ბრაკი, ან ყველა ეგეთია არ ვიცი, დავუშვათ 10 კლიკი ზემოთ და მერე იგივე ათი ქვემოთ ზუსტად არ დამჯდარა, ხან ცხრა მოუთხოვია ხან 12, ეს პირობითად თორე ზუსტი ციფრები არ მახსოვს, ნუ დამაინტერესა ადრე და რომ ვცადე ლიპერსმა იგივე პოზიციაზე არ დააბრუნა, 3X9-40 -ზე ვამბობ
gela
ოპტიკები რომლის კლიეკების ზუსტად მუშაობს როგორც წესი 500$-ზე ზევით ღირს როგორც მინიმუმ
gregory
geojorjika
პნევმატიკის კლიკების ღირებულება იმდენად პატარაა რო 3-4 კლიკითაც რო მოგცეს დაბრუნებისას ცდომილება მაინც მიზანში რჩები და ნადირობისას პრობლემის წინაშე არ გაყენებს, 1/8-ის შემთხვევაში 4 კლიკი 50 მეტრზე უდრის 1 სმ-ზე ნაკლებს და თქვენთითონ გადაწყვიტეთ ვისთვის იქნება ეს პრობლემა ნადირობისას. თან 200-300$-ის ფარგლებში თუ შეიძენთ დიდი ალბათობით 4 კლიკზე დაბლა იქნება ცდომილება.
კლიკების ცდომილება ქაღალდზე სროლის შემთხვევაშიც არ ქმნის არსებით პრობლემას. მთავარია გასროლის მომენტში არ ირეოდეს და დანარჩენი 100%-ით აღმოფხვრადია
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services