მოგესალმებით მაინტერესებს როგორია კოლიმატორის არევის შანსი ოპტიკის არევის შანსთან თუ ავიღებთ ესეთი სახის კოლიმატორს http://www.amazon.com/Browning-1290230-Buckmark-Holographic-Sight/dp/B0038OW1W0/ref=sr_1_55?s=hunting-fishing&ie=UTF8&qid=1389298299&sr=1-55&keywords=dot+sights.ან თუნდაც დახურულს http://www.amazon.com/LUCID-Microdot-Sight-Black-Ruby/dp/B00CQ3VZ8A/ref=sr_1_57?s=hunting-fishing&ie=UTF8&qid=1389298379&sr=1-57&keywords=dot+sights.
მე ის მაინტერესებს რომ ოპტიკა თუ წესიერი არაა და ძლიერ იარაღზე აყენებ მალე ირევე და ამ მხრივ კოლიმატორი როგორია
იარაღში პნევმატიკას ვგულისხმობ
bachana
კოლიმატორი როგორ აირევა, კოლიმატორს ხომ არ უნდა გასწორება...
კოლიმატორს არც გადიდება აქვს ძირითადად
მაგრამ თუ ძლიერი იარაღია ( ნუ ზედეპეა ესეიგი, პცპ ს არ აქვს მნიშვნელობა, უკუცემა არ აქვს)
რა აზრი აქვს კოლიმატორს... შორს თუ ისვრი როგორ უნდა ისროლო მილდოტის გარეშე
გასწორება როგორ არ დასჭირდება დააყენო და ეგრევე მიზანში ხო არ წაიღებს.გასწორების მერე არევის შანსი არის?
Kოლიმატორი პნევმატიკაზე არანაირად არ გამოგადგება თუ 10მ-ზე შორს ისვრი. Gასასწორებელი კი მასაც აქვს და ირევა კიდეც
კარგით კოლიმატორი მაინტერესებდა არევის მხრივ რადგან ძლიერი თოფი მაქ ასე თუ ისე და რო გაეძლო.კარგით მადლობა
bachana
არასწორად სვავ კითხვას...
შენი კითხვა იგივე იქნება რომ ვიკითხო, მანქანაში სახლისთვის განკუთვნილ ტოშიბას მაცივარი უფრო გაყინავს ლუდს თუ ცივი წყალი?
დაიწყებს აქ ხალხი დამტკიცებას რომ ვერაფრით ვერ ჩავატევ მაცივარს მანქანაში. მე მაინც გავატრაკებ არა ხომ უფრო გააცივებს, სასტავი ისევ გამიხურებს ვერ ჩაატევ რათ გინდა არაა მანქანისთვის განკუთვნილი... და ამ ფონზე მე რომ მაინც ჩემს აზრზე დავრჩე რომ ტოშიბას მაცივარი უფრო მაგარია
ეგრევეა კოლიმატორის და ოპტიკის საკითხი, თავიდანვე ფესვებშია არასწორე კითხვა, იმის გამო რომ პნევმატურში ტყვიას აქვს ძალიან მოხრილი პარაბოლას ტრაექტორია და ლამის ყოველ 5 მეტრში კორექტირებას ითხოვს, მაგ გადასახედიდან გამომდინარე გინდა აირიოს და გინდა მკვდარივით იდგეს კოლიმატორის წერტილი შედეგი ერთი ქაქი იქნება - ვერაფერს ვერ გაარტყავ, იმიტომ რომ კოლიმატორის დანიშნულება სულ სხვაა ვთქვათ ცეცხლსასროლზე დააყენებ იქ მიახლოებით გასწორებული გაქვს 50-60 მეტრზე და ესვრი ადამიანის სილუეტის ხელა სამიზნეს 10 მეტრიდან 100 მეტრამდე დისტანციაზე (ლიჟბი სადმე მოხვდეს, ფეხებიდან თავამდე, ძირითადად კი ტორსს უმიზნებ რომ გაფანტვის კომპენსაცია მოახდინო).
ჯერესერთი ცეცხლსასროლზე ისეთი ძლიერი ვარდნა არაა როგორც პნევმატურის ტყვიაზე, მეორეცესერთი დასამიზნებელი ობიექტების მოცულობა რადიკალურად განსხვავდება, სად ბეღურა და ყვავის ხელა ობიექტი და სად ადამიანის სილუეტი, ასევე არ გჭირდება კორექტირება და არ გჭირდება ათვლის სისტემა, შედეგად ცეცხლსასრლი ავტომატიდან 3-4 ტყვიაც რომ მოხვდეს და თან არალეტალურ ადგილზე, უმეტესწილად მსხვერპლი, ან დამალვას ცდილობს, ან თავის დაღწევას- ძირითადი შენი საქმე შესრულებულია, სამიზნე მოცილებულია ბრძოლის ველიდან...
აი პნევმატიკაში კი ერთი გასროლით უნდა მოახერხო საქმე და პატარა ობიექტზე, ახლა მითხარი როდესაც დიდ ობიექტზე კოლიმატორი მიახლოებით მოსარტყმელ ადგილს მიგითითებს იგივე მიდგომით მიახლოებით ადგილს უფრო წვრილ ობიექტზე რაფერ არეგულირებ? შანსები რამდენით გიმცირდება? პლიუს დაამატე ის გარემოება რომ ერთ გასროლას აკეთებ მხოლოდ, პლიუს დაამატე ის რომ ტყვიას დიდი რკალი აქვს მოხაზული და უცებ სადაა ტყვია კორექტივებს ვერ აიღებ მხოლოდ ერთი წერტილის მეშვეობით და პლიუს ის რომ მხოლოდ ერთ წერტილს გინათებს კოლიმატორი და მილდოტებით პაპრავკების შანსი არ გაქვს....
მოკლედ შანსები მცირდება მცირდება და ბოლოს უაზრო ხდება. შენ ახლა თუ მართლა 10-20 მეტრზე ბოთლების მტვრევა გინდა არ ვიცი და ისე სხვანაირად....
ძირითადი მორალი აქ არის სხვა - რისთვისაც არაა განკუთვნილი ნივთი იმაში მისი გამოყენება მიუხედავად იმისა რომ მაგარი ფირმის გაკეთებულია ყველანაირად გაუმართლებელია. ჯერ უნდა გაიგო ამართლებს თუ არა შესაბამისი ნივთი შესაბამის დანიშნულებაში და მერე უკვე უნდა განსაზღვრო მაგარია, განმძლეა, კაი ფირმაა, რა მოდელია და ასე შედმეგ...
ეგრე მანქანების ავარიები თუ ამოგივიდა კაცს ყელში გამოდის, რომ უნდა განიხილო Kamatsu-ს ტრაქტორი, იმიტომ რომ ვინც არ უნდა დაგეჯახოს ფეხებზე გეკიდება, ვერაფერს მოგწევენ, პლიუს ბორბლები აქვს, ვროდე დადის, ა პუნქტიდან ბ პუნქტში აშკარად მიგიყვანს, მაგრამ რატომღაც არავინ არ ყიდულობს კამაცუს ქალაქში სამოძრაოდ იმედია ძირითადი შინაარსის გადმოცემა მოვახერხე...
არადა კატერპილარსაც არაუშავს
პს.ს ისე დააკვირდით მარხენა მახერს მძღოლის კაბინიდან რამხელა მაღალი წნევის 2 ბალონია
geojorjika
მასხრობ არა?
ისე ერთი კატერპილარის ბორბალი უფრო მეტ პცპ-ს თოფს დატენის თუ ტანკი უფრო შორს წავა?
აბა მიპასუხეთ?
WARNer brother
საიდან ასეთი ინფორმაცია, რომ კოლიმატორს გასწორება არ სჭირდება?
გინდა თქვა, რომ ყიდულობ მაღაზიაში კოლიმატორს, აყენებ თოფზე და ის უკვე გასწორებულია?
bachana
კოლიმატორი პცპ-ზე და ზდპ-ზე არ გამოდგება, ჯაჯამ აგიხსნა რატომ არ გამოდგება.
კოლიმატორი არის გამოგონილი ცეცხსასროლზე სწრაფი დამიზნებისთვის, ანუ ახლო ბრძოლისთვის.
პნევმატიკა კი სწრაფი დამიზნებისთვის არაა შექმნილი, პირიქით რაც უფრო მეტს იფიქრებ გასროლის წინ მით უკეთესი შედეგი გექნება.
იმიტომ რომ რაც ამაზონზე ვნახე ოპტიკები სუ ჩინურია და ეს რაც ეყენა ცენტრ პოინტი გაფუჭდა და მეშინია ეხლა ვთქვათ სხვა ვიყიდო და ისიც ეგეთი გამომადგეს თქო მაგიტომ ვიფიქრე კოლიმატოეზე.
bachana
მე ეს ვიყიდე და კმაყოფილი ვარ
მაგრამ მე მულტი-კომპრესიულზე მაქვს და ზ.დ.პ. ზე არ ვიცი აირევა არ აირევა თუ რას იზამს , 1 რინგზე მიყენია(eye relief არ გამითვალისწინებია და თავის წინ მიწევა მიწევდა რაც არაკომფორტული იყო ხოდა წინ დავაბი რინგი და გადმოვიტანე ოპტიკა უკან, უკუჩვენება ჯერ არ აქვს კაი ხანია ვიყენებ ასე) და არ არეულა ჯერ.
ესეც ჩინეთშია დამზადებული, made in china აწერია მაგრამ რავიცი ხარისხი კარგი აქვს.
http://www.amazon.com/UTG-3-9x32-Compact-Picatinny-Sunshade/dp/B005UGIMNQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1389438921&sr=8-1&keywords=bug+buster+3-9
კი კოლიმატორიც ირევა. მაქ ძირითადად პრობლემა დიოდის ფიქსაციაში ჩნდება ხოლმე.
დახურულ კოლიმატორში კი ზდპ ზე ლინზებიც შეიძლება დაზიანდეს.
ყველაფერი ხარისხზეა დამოკიდებული, ისევე როგორც ოპტიკური სამიზნის შემთხვევაში.
მაგრამ კოლიმატორის შეკეთება, დაზიანების შემთხვევაში ბევრად უფრო იოლია.
კოლიმატორის გამოყენება პნევმატურზე ისევე გამართლებულია, როგორც ღია სამიზნის.
უბრალოდ ხმარობ შედარებით მოკლე (მიახლოებით 20-50 მ ) დისტანციებზე.
ღია სამიზნეზე არა მგონია ვინმე ვინტებს უტრიალებდეს ხშირად.
ბევრი იარაღია ხელზე, რომელსაც ღია სამიზნე არა აქვს და თუ გავითვალისწინებთ
ზდპ იარაღი როგორ მოქმედებს ოპტიკაზე, მგონი გასაგებიცაა და გამართლებულიცაა ინტერესი კოლიმატორზე.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services