parallax. პარალაქსი - არის მიზნის გამოსახულების ხილული ჩაწევა, სამიზნის მარკასთან (reticle) შეფარდებით, თუ თვალი იწევა ოკულარის ცენტრიდან გვერდზე.http://www.radikal.ru ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ მიზნის გამოსახულება ფოკუსირებულია არა ზუსტად სამიზნის მარკის ფოკალურ სიბრტყეში. მოკლედ ბოლომდე მეც ვერ Vამოვყალიბდი როგორ აკეთებს ფოკუსირებას, ამიტომ ამისათვის მადლომა jah-ს და დაწვრილებით იხილეთ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=66
********************************************************************************
mil-dot მილდოტი-ყველას გინახავთ პოტიკურ სამიზნეში არსებული ჯვარი, და ჯვარზე არსებული დანაყოფები. აი ამას ქვია mil-dot.
http://radikal.ru/F/i026.radikal.ru/0905/0c/fd3c94a9cb69.jpg.html დაწვრილებითი ინფოსთვის კვლავ jah-ის სტატიას მოვიშველიებთ, და კითხვაპასუხსაც იქ გავმართავთ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=248
********************************************************************************
Collimator კოლიმატორი-არის ღია სამიზნის ალტერნატივა, როგორც ცნობილია კოლიმატორით დამიზნება ხდება 2-3-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ღია სამიზნით, ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ღია სამიზნეზე დასაფიქსირებელია 2 წერთილი+ დასამიზნებელი ობიექტი. ხოლო კოლიმატორით მხოლოდ ერთი წერტილია დასამიზნებელი.
ასევე არსებობს 2 სახის კოლიმატორი ღია და დახურული,
დახურული კოლიმატორი წააგავს ოპტიკურ სამიზნეს http://radikal.ru/F/s61.radikal.ru/i172/0905/06/e48bb3a5830e.jpg.html და ასევე შეიძლევა 2X, 3X გადიდებაც ქინდეს,
ღია კოლიმატორი არის ჩვეულებრივი ლინზით არანაირი გადიდებით http://radikal.ru/F/s46.radikal.ru/i111/0905/9c/e42e03fab971.jpg.html
ეს სია შეივსება თანდათან
რაღაც ცოტა გავაფორმესავით, როგორია ???
ძლივს არ გავიგე ტო ეს ტერმინები
bazuka
კარგი ნაშრომია. მალადეც დიდი მადლობა
რას ერჩით? კოლიმატორს რაღა უნდა დაამატოს?
http://radikal.ru/F/i026.radikal.ru/0905/c6/b88675122d36.jpg.htmlhttp://radikal.ru/F/i025.radikal.ru/0905/8b/7dacf8149618.jpg.html
სურათებში მოყვანილი მეთოდით იგებ რომელი თვალი აქვს ადამიანს წამყვანი, მარჯვენა თუ მარცხენა.
მეთოდი შეიძლება ყველამ იცით, მაგრამ მაინც ვახსენებ.
ხელი წინ უნდა გაწიო (რომლითაც წერ) შეკრა მუშტი, და ამოწიო ცერა თითი. შემდეგ ორივე ღია თვალით ცერა თითზე უნდა გააკეთო კონცენტრირება და თვითონ ცერა თითი უნდა დაუმიზნო რაიმე ობიექტს, ვთქვათ 3-დან 10 მეტრამდე არსებულ რაიმე ობიექტს რომელიც ცერა თითის ზომაში ჩაეტევა (ანუ 20 მეტრში ცერა თითისხელა ობიექტს კი არ უნდა დაუმიზმო, არამედ ობიექტს რომელიც ახლოს შეიძლება დიდი ტაფაა, მაგრამ 20 მეტრზე თითის დიამეტრს არ აღემატება).
ცერა თითზე ორივე თვალით და მხედველობის კონცენტრირებით უნდა შეეცადო რომ შორს მყოფი ობიექტი გადაიფაროს ცერა თითით. როდესაც ეგ გამოგივათ (თავიდან ჭირს, რამდენიც არ უნდა იჩალიჩო ორივე თვალით ობიექტზე დაკვირვებისას არასდროს თითით არ დაიფარება, მუღამი სწორედ თითზე მხედველობის კონცენტრირებაა, თორემ ადამიანს ორი თვალი იმიტომ აქვს თომ ობიექტები იქედანაც და აქედანაც დაინახოს ), მოკლედ როდესა გამოგივათ ეგ საქმე, წყნარათ დახუჭეთ ერთი თვალი, ვთქვათ მარცხენა, მარჯვენა ამ დროს დატოვეთ ღია და დააკვირდით ცერა თითი ისევ ფარავს თუ არა ობიექტს. თუ ფარავს ესეიგი თქვენი წამყვანი თვალი არის მარჯვენა
როდესაც მარჯვენა თვალი არის წამყვანი და მარჯვენას გახილვისას ობიექტი იფარება, იგივე პოზაში რომ დარჩე და მარცხენა თვალი გაახილო, ობიექტი ცერა თითს არ ამოეფარება და თითიდან მარცხენა მხარეს აღმოჩნდება.
თუ ცერა თითი აღარ ფარავს ობიექტს და ობიექტი თითის მარჯვნივ გამოჩნდა, მაშინ მეორე თვალი გაახილეთ ანუ მარცხენა, და დახურეთ მარჯვენა, თითი დაფარავს ობიექტს, ესეიგი თქვენი წამყვანი თვალი არის მარცხენა.
სალამი! ოპტიკა 4X32 რას ნიშნავს? 32 მეტრზე მყოფ საგანს ისე ხედავ როგორც 4 მეტრზე მყოფს??? :rolleyes:
CIYVI
ოპტიკას აქვს 2 ტიპის აღმნიშვნელი, ერთი მაგალიტად ისეთი როგორც შენ მოიყვანე ანუ 4x32
JAH-მა უკვე გითხრა პირველი არის ჯერადობა ამ შემთხვევაში ეს არის 4 და გარე ლინზის ზომა 32 მილიმეტრი
ასევე შეიძლება იყოს შემდეგი ტიპის აღმნიშვნელი 4-16x40 ანუმ ამ შემთხვევაში უკვე საქმე გვაქვს ცვალებად ოპტიკასთან, ანუ ჯერადობა მინიმუმ შეგიძლია დააყენო 4-ზე მაქსიმუმ 16-ზე. რა თქმა უნდა შუალებედშიც შეგიძლია გაჩერდე და არა მარტო მინიმუმ მაქსიმუმზე, X-ის შემდეგ არსებული ციფრი ისევ გარე ლინზის ზომას მიუთითებს.
ასევე არის ტრუბის ზომას საყურადღებო, ანუ წინა და უკანა ლინზას შორის რომ არის მილი, მისი სისქე რამდენია. არის 2 ძირითადი ზომა, 1 დუიმი ანუ (2.54 მმ) და 30 მილიმეტრი. პირველი ითვლება ბიუჯეტურ ვარიანტად და ბევრი სპეცი თვლის რომ ბნელია და საუკეთესო ვიზუალიზაციას არ უზრუნველყოფს. თუმცა პნევმატიკაზე მაგას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
30 მილიმეტრიანი ითვლება უფრო მაღალ კლასად და ასევთქვათ "პროფესიონალურად", მაგრამ ფასი მკვეთრად იზრდება 30 მილიმეტრიან ტრუბებზე. ასე მაგალითად თუ 4-16x40 ღირს 1 დუიმიან ვარიანტში 70-80$ იგივე ჯერადობის მქონე ოპტიკა 30 მილიმეტრიანი ტრუბის დროს მინიმუმ 200$-ს აცილებულია ფასში.
გარდა ამისა კიდევ აუცილებლად გასათვალისწინებელია გარე ლინზის ზომა, რაც უფრო მეტია მით უკეთესია, ესეიგი უფრო მეტი შუქი გროვდება და უკეთესად ჩანს ყველაფერი. მაქსიმუმი არის 60 მილიმეტრი, ნორმალური ოპტიკა როგორც წესი იყენებს 50-56 მაქსიმუმ 60 მილიმეტრს. 50-ზე ქვევით რაც არის ბიუჯეტნიკია, 50-იც იდეაში უკვე ბიუჯეტნიკია.
გაითვალისწინე პნევმატიკის დისტანციების მოთხოვნის გამო ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა არა აქვს თუ ქაღალზე, ანუ სამიზნეზე სროლას არ აპირებ, სანადიტოს პირიქით უკეთესია, 4 მაქსიმი 9 ჯერადობის მქონე ფიქსირებული ოპტიკაქაღალდზე, 50 მეტრიან დისტანციაზე 9-10 ჯერადობა არანაირად საკმარისი არ არის. ჩემის აზრით მინიმუმ 16 ან 24-ზე უკდა იყოს საუბარი, თუმცა ეს ბოლო დასკვნები სუბიექტურია და პირვნებიდან პიროვნებამდე შეიძLება იცვლებოდეს.
დიდი მადლობა, ძალიან დამაინტერესა... ე.ი Phantom 1000x-სთვის საკმარისია ის ოპტიკა რაც უყენია ხომ? (ვგულისხმობ სანადიროთ) :rolleyes:
საკმარისიც არის და საკაეფოც ენდე ჩემ გამოცდილებას. მაგთოფზე სერიოზული სამიზნის გამოყენებას აზრი ეკარგება უბრალო მიზეზის გამო: სერიოზულ ოპტიკას დიდ მანძილზე სასროლად იყენებენ ფანტომი კი 80 მეტრზე მეტს ვერ გაქაჩავს ასერომ საუკეთესოა თავისი ოპტიკა მაგისვის. საკმაოდ ნათელი და მკვეთრია სანადიროდ იდეალური და მოსახერხებელი.
გაიხარე, ეჰ ამ უფულობის...
Der Rote Baron
Der Rote Baron
ვაა მარჯვენათვალოსანი ვყოფილვარ (ფართი)
ja_ja
სად ხარ? მიპასუხე!
რა პორტია დამიზების მხრივ რომელი თვალია წამყვანი?
geojorjika
ადრეა რა... მერე თვალებს ხომ არ გადავიყენებ?
ზოგადად რომ ვიცოდე მაინც რა აზრი აქვს მაგას?
---------------------
თან ამ პოსტით უკვე გავხდი ზუსტი მსროლელი და უკვე მჭირდება მაგ ამბის ცოდნა
რა მაინტერესებს ეგ აღნიშვნა რას ნიშნავს ოპტიკაში F.S და TF2? გამიგია რომ თუ ST აწერია მაგ შემთხვევაში დარტყმა გფამძლეს ნიშნავსო და..
ვგულისხმობ ამ ოპტიკას.
http://www.amazon.com/gp/product/B003TX2CQU
TF2 და F.S რამის აღმნიშვნელია თუ უბრალოდ სერიული ნომერია რამე?
ხომ ვერ მეტყვით რატ უმაგრებს იმ გრძელ ტრუბას? ან რაში გამოიყენება?
სანშეიდერია მაგი, ბლიკებს აცილებს და კარქა ჩანს
აააა დიდი მადლობა....
მომავალში მინდა მაგის ყიდვა და ეგ ტრუბა მოყვება თუ ცალკე უნდა ვიყიდო?
nikola_migina
რას ნიშნავს ეს ტერმინები : zero range ; scope height; MOA;
citadel
ჰმმმმ პირველ იანვარს მაინცა და მაინც მაგისთვის გცალია
1) zero range - მანძილი რომელზეც განულებული გაქვს ოპტიკა, ანუ მანძილი რომელზეც იცი რომ ტყვია ჯვარში მიდის. უფრო ახლო მანძილზე იასნია ზემოთ წავა ტყვია, უფრო შორ მანძილზე კი ქვევით, იმიტომ რომ ტყვია მოძრაობს არა სწორხაზოვნად არამედ პარაბოლაზე (მოხრილ რკალზე, ნახევარმთვარეზე ეს იმ შემთხვევაში რომ რაცხა ანალოგი მოგცე თუ არ იცი რა არის პარაბოლა).
ოპტიკას ანულებ ერთერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად დისტანციაზე, დანარჩენ დისტანციაზე კი ისვრი კორექტირებებით. არ ხდება ჩვენს სფეროში ისე სროლა როგორც ეს არის, მაღალი დონის სამხედრო ოპტიკებში, ან კინოებშია რომაა ბარაბნებს რომ ატრიალებენ ხოლმე და ვითომ სუპერ მსროლელის სიტუაციას და თან დაძაბული მოპმენტს რომ ჩითავენ ხოლმე
2) scope height, ოპტიკის სიმაღლე, იგულისხმება უმეტესწილად არა მთლიანი სიმაღლე, არამედ ოპტიკის ცენტრალური ღერძის მანძილი ლულის ცენტრისგან, რაც უფრო ახლოსაა ოპტიკა ლულასთან მით ნაკლები კორექტირებებია შესატანი, რაც უფრო ზემოთაა კუთხე განსხვავებული იქნება და სხვადასხვა მანძილებზე სხვადასხვა გადაკვეთა ექნება ოპტიკის ღერძს და ლულის ღერძს, პლიუს დაამატე ზედა პუნქტი, ანუ ის გარემოება რომ ტყვია სწორად არ მიფრინავს და საკმაოდ რთული მათემატიკური ფორმულა გამოდის
3) MOA - Minute of Angle ნუ ეს უნდა განვიხილოთ იმის და მიხედვით თუ რასთან მიმართებაში ვხმარობთ, ეს შეიძლება იყოს კუთხური დახრა შეიძლება იყოს დაცილება, შეიძლება იყოს ბარაბნის დანაყოფების მანძილი. მაგალითად თუ საუბარია იმაზე რომ შენს ოპტიკას აქვს 1/4 MOA ეს უხეშად ნიშნავს შემდეგს, რომ 100 იარდზე, თითო ბარაბნის კლიკი ნიშნავს MOA-ს ერთი მეოთხედით გადაადგილებას. სხვადახვა მანძილზე ეს MOA სხვადასხვა იქნება, კონკრეტულად 100 იარდზე (რაზეც არის ხოლმე ძრითადად გათვლილი ბარაბნები) ეს არის 25.4 მილიმეტრი, უხეშად 1 დუიმი. შესაბამისად თუ 100 იარდზე ასწორებ ოპტიკას გაისროლე და სიტყვაზე ტყვია მოხვდა ვთქვათ 15 მილიმეტრით ზემოთ, იასნია რომ ასაწევი გაქვს შენი ოპტიკის ჯვარი 15 მილიმეტტით ზემოთ რომ დაამთხვიო ტყვიის მოხვედრის და ოპტიკის გადაკვეთის წერტილები.
იცი რომ 100 იარდზე 1 MOA არის 25 მილიმეტრი, მაგრამ შენს ბარაბანს ეს მნიშვნელობა დაყოფილი აქვს 4 პუნქტად შესაბამისად თითო კლიკით კორექტირება იქნება 25 მილიმეტრი გაყოფილი 4-ზე, ანუ სადღაც 6.25 მილიმეტრი. იმისათვის რომ აწიო ოპტიკის ცენტრი 15 მილიმეტრით უნდა გააკეთო სადღაც 2.4 კლიკი. იმის გამო რომ ვერ აკეთებ ეგეთ სტრანნი კლიკებს უნდა ამოირიჩო ან 2 კლიკი, ან 3 კლიკი. შესაბამისად 2 კლიკის შემთხვევაში მიიღებ სადღაც 12.5 მილიმეტრს, ხოლო 3 კლიკის შემხთვევაში 18.75 მილიმეტრს, ნუ დალშე შენ უნდა გადაწყვიტო რამდენს აირჩევ, დანარჩენი კორექტირება კი თვალით და ბადის მეშვეობით უნდა გააკეთო.
MOA როგორც გითხარი იცვლება მანძილის და მიხედვით (იმიტომ რომ კუთხეა და მანძილის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო იშლება კუთხე მილიმეტრებთან მიმართებაში), მაგალითად 50 იარდზე უკვე ერთი კლიკი იქნება 3.175 მილიმეტრის ტოლი, ხოლო თუ 200 იარდზე ისვრი მაშინ უკვე იქნება თით კლიკი 12.7 მილიმეტრი და ასე შედმეგ.... ნუ ეს ოპტიკიდან გამომდინარე ვამბობ ხოლო თუ საუბარია მისანში მოხვედრის MOA-ზე ნუ ეგ ცოტა სხვა თემაა, მანდაც შინაარსი იგივეა, მარა რაც აქ დავწერე არაკორექტულად ითვლება სუფთა მათემატიკის და ფიზიკის გადასახედიდან იმიტომ რომ ეს არის, კუთხური დახრა მინუტებში და არა კონკრეტული მილიმეტრები მაგრამ კონკრეტული მნიშვნელობებით ოპერირება ადამიანს უფრო უმარტივდება ხოლმე
მორალი ასეთია რაც უფრო მეტი დანაყოფი ექნება ოპტიკის ბარაბანს 1 MOA-ზე მით უფრო მცირედი ცვლილებების შეტანა შეიძლება და მით უფრო ზუსტი იქნება გადაადგილება. მაგრამ ყოველთვის კარგი არაა, თუ სპორტში კარგია, ნადირობისას და დიდ მანძილებზე სროლის შემთვევაში პირიქით ხელის შემშლელია. მაგალითად თუ 100 იარდზე ოპტიკა იძლევა 1/8 MOA-ს ეს რეალურად პნევმატიკაში 50 იარდის მანძილისთვის ნიშნავს რომ 1/16 MOA ექნება კორექტირება, ანუ 25.4 მილიმეტრი გაყოფილი 16-ზე ანუ თითო კლიკი იქნება 1.5875 მილიმეტრით გადაადგილება.
ნებისმიერ შემთხვევაში თუ შენ ყიდულობ ოპტიკას 500$-ზე ქვევით ამ ციფრებს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ იაფიან ოპტიკებს ფიზიკურად არ აქვთ კორექტული გადაადგილება, ანუ ზემოთ აწევისას ვთქვათ დაააწკაპუნე 6-ჯერ და ჯვარი გადაადგილდა 6x1.5875=9.525 მილიმეტრით, მაგრამ უკან რომ დაატრიალო ბარაბანი 6 კლიკით ნურც კი იფიქრებ რომ იგივე 9.525მილიმეტრით უკან დაბრუნდება და საწყის მნიშვნელობას დაუბრუნდება შეიძლება 5მილიმეტრით უკან დაბრუნდეს ან 15-ით, შეილება იგივეთი.... , იაფიან სისტემებში არ არის პრეციზიული ბარაბნები და მათი მექანიზმები გამოყენებული თორემ იგივე ძვირიანი ფასი გამოვიდოდა .
საინტერესო თემაა,წარმოდგენა არ მქონდა ის ციფრები რას ნიშნავდა ოპტიკას რო აწერია
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services