თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ოპტიკური სამიზნეები _ ტაქტიკური კოლიმატორი

პოსტის ავტორი: ninja Apr 12 2009, 07:18 PM

ბიჭებო რამდენად შეიძლება ამ ტაქტიკური კოლიმატორის დაყენება walter talon magnum-ზე

http://mymarket.ge/product_info.php?product_id=183902
თუ ძაან გავამლაშე :lol:

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 12 2009, 07:34 PM

ninja
რაში გჭირდება თორემ ტალონ მაგნუმზე კი არა ლაგატკაზეც შეიძლება biggrin.gif , მაგას მაგ ფასად ჯობია რაიმე ოპტიკა ჩამოიტანო, აი ნახე რა იაფია
ნუ ხარისხიც დიდი ვერაფეია მაგრამ მაგ ფასად კარგი შენაძენია

http://www.amazon.com/gp/product/B001JJCHOS/ref=s9_sims_c1_s2_p200_i1?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-1&pf_rd_r=078DDGDVZ2YZ0F4H3CJ1&pf_rd_t=101&pf_rd_p=470938131&pf_rd_i=507846


პოსტის ავტორი: ninja Apr 12 2009, 07:37 PM

geojorjika

ნაღდად მაგარია,, მარა გზაც რო დაემატება ძაან იბერება ფასი smile.gif ,,, უკრაინაშიც ვთხოვე ძმაკაცს მარა ჯერ ვერაფერი მინახა,,,,ისე ზოგადად კოლიმატორს რა პლიუს/მინუსი აქვს ოპტიკურ სამიზნესთან შედარებით პნევმატურთან მიმართებაში :huh:

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 12 2009, 07:46 PM

ninja იბერება? რატომ? ეგ გამოვიდეს მაქსიმუმ ტავის შეფუთვიანად 2 კილო ანუ აბარამით რომ ჩამოიტანო 20$ და პლიუს ამას ამერიკაში შიდა ტრანსპოტირება ნიუჯერსიმდე ანუ მაქსიმუმ 10$ და მგონი მაგ ოპტიკაზე შიდა ტრანსპორტირება საერთოდ უფასოა ,ანუ გამოდის მაქსიმუმ 45+20+10=75$ = 125 ლარი ამ ფასად არამგონი აქ რაიმე უკეთესი იყიდო
პლიუსებს რაც შეეხება არამგონია რაიმე პლიუსი ქონდეს კოლიმატორს პნევმატიკაზე ზომა/წონის გარდა smile.gif

პოსტის ავტორი: ninja Apr 12 2009, 08:15 PM

geojorjika

მაგას თავის რგოლები დაჭირდება, და მემგონი ემატება,,, მე ჩამოტანის გამოცდილება არ მაქვს შტატებიდან: რომელია უფრო იაფი გზა, უსაფრთხოდ ჩამოტანა და ა.შ. თუ იცი მე დღესვე ვარ მაგ თანხის, 150 გელამდე გადამხდელი ეს ოპტიკა თავის რგოლებიანად რო ჩამოვიდეს.
თუ დამეხმარებით I'll appreciate smile.gif

ანუ პირდაპირ ამაზონის შიფმენთით მაგაზე მეტი დაჯდება თუარა თავის რგოლებიანად, ეგ მაინტერესებს

პ.ს. ჩამოტანის ეს გზა რამდენად კაი ალტერნატივაა,,ახალია რაღაც და ჭკვიანური ჩანს აშკარად
https://www.usa2georgia.com/

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 12 2009, 08:31 PM

ninja
http://barami.us აი მაგათი საიტი ხვალ დაუკავშირდი და თვითონ გეტყვიან ყველაფერს

ციტატა
ჯაჰ გადამრევ smile.gif ამდენიხანია ბარამს და ონექს რომ ვახსენებ ხოლმე აბა რას ვამბობ smile.gif

ჩემი ქრონოგრაფი და წასაქცევი ციყვი ბარამს ჩამოვატანინე. პროსტა წონიან ნივთებში მოშნად აგებ.

რაც შეეხება იარაღის ჩამოტანას, დაივიწყეთ. ორივე კომპანიას ლამის ვეხვერწე და პასუხი შემდეგი იყო, სათამაშო პისტოლეტიც რომ იყოს არ ჩამოვიტანთო, ძალიან ბევრი პრობლემები იქნებაო. ონექსმა დაშინებულმა ცივი უარი მითხრა, ხოლო ბარამში 2 დღე არკვევდნენ საბაჟოზე და ბოლოს ძალიან გვინდა დახმარება მაგრამ არ გამოვაო და ეს მარტო ჩვენს მხარეზე არ არის ასე. თვითმფრინავში ჩვენ არ აგვატანინებენ იარაღსო, მილიონჯერ დაშმონავენ გაასკანირებენ საქონელსო და თქვენი სათამაშოს გამო შეიძLება მთელი კონტეინერის გამოგზავნა დაგვიანდეს სანამ იქ რამეს გაარკვევენო, მერე კი ჩვენებიოოოოოოო.

მოკლედ ფოსტის იაღაღის გადატანა აკრძალულია და ვერ წამოვიღებთო, ამასობაში დეტალების ჩამოტანა შეუძლიათ, მაგალითად ლულა, კონდახი და ასე შემდეგ.

მე არ მისინჯია მაგრამ ერთი მიმტკიცებდა (ცეცხლსასროლი იარაღის გიჟია) რომ ბარამის მეშვეობით ჩამოიტანა ვაზნები პისტალეტისთვის, ჩვენთან ეძახიან ლუგერის ტყვიებს, მე რამდენადაც იარაღის განათლება მაქვს საუბარია 9 მილიმეტრიან პარაბელუმზე 9x19.


მოკლედ ვინც არ იცის მარტივი ენით ვხსნი, თუ საჭირო იქნება დეტალურად ავღწერ მოგვიანებით, მე არაერთი დეტალი ჩამომიტანია და საკმაოდ იაფად, მაგალითად ჩემი i7 კომპის დეტალები მაგ მეთოდით ჩამოვიდა და იგივე დეტალები თბილისში სუპერ იაფ ფასადაც რომ დამეთრია მინიმუმ 500-600$ წავაგებდი (მიუხედავად ტრანსპორტირების ხარჯებისა მაინც იაფი გამოდის, ისმის კითხვა რატომ ღირს ჩვენთან ყველაფერი ასეთი ქაჯური ფასები).

ბარამის და ონიქსის შემთხვევაში მოქმედება შემდეგია. ნახულობთ მაღაზიას რომელიც ყიდის საქონელს ამერიკის ტერიტორიაზე მიტანით, ზოგი უფასოდ, ზოგი საქონლის საფასურს პლიუს 1-დან 12-15 დოლარამდე ზედმეტს გახდევინებენ მიტანისთვის (არ ვგულისხმობ დაზღვევით და ჩქარ მიტანებს, ამ შემთხვევაში ფასი შეიძლება 100 დოლარს აცდეთ)

1) რეგისტრირდებით ასეთ ელექტრონულ მაღაზიაში საკუთარი სახელი გვარით ოღონდ საცხოვრებელ მისამართს უთითებთ ბარამისას ან ონიქსისას (ან შიპინგის მისამართად უთიტებთ, მე პირადად სახოვრებელიც და მისატანიც ამ ფირმების მაქვს გაწერილი)

2) ირჩევთ სასურველ საქონელს რაც ნებადართულია და იხდით საფასურს საკუთარი პლასტიკური ბარათით (რა თქმა უნდა უთითებთ თქვენი ბარათის პარამეტრებს, გაითვალისწინეთ ზოგიერთი ონლაინ მაღაზია არ იღებს visa electron და cirus maestro-ს, ამ შემთხვევაში საჭიროა მინიმუმ Visa Clasic-ი, ცოტა ძვირი ჯდება აღება, მაგრამ გარანტირებულად მუშაობს, მე მხოლოდ ერთ მაღაზიაში მქონდა პრობლემა სადაც ქართული პლასტიკური ბარათი არ მიიღეს და მხოლოდ ამერიკულ ბარათებზე ვაჭრობდნენ), ორივე ფირმას, ანუ ბარამსაც და ონექსსაც აქვს დამატებითი მომსახურება, დამატებით საფასურად მათ უხდით თანხას და ისინი იყიდიან თქვენს მაგივრად საქონელს, თუ თქვენ არ გაქვთ ბარათი ან რაიმე სხვა პრობლემა გაქვთ

3) მაღაზია გიგზავნით საქონელს შესაბამისი პირობებით, ანუ ან უფასოდ, ან დამატებით რაღაც მიზერულ თანხას გახდევინებთ.

4) თანხის ჩამოჭრისა და გამოგზავნისას მოგდით ელ-ფოსტაზე წერილი, რომ გამოგზავნილია საქონელი UPS-ით TNT-თი, FedEx-ით და ასე შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში გაძლევთ ტრეკინგის ნომერს.
ამ ნომრით შეგიძლიათ შესაბამისი საკურიერო მიწოდების საიტზე თვალყური ადევნოთ თქვენი საქონლის მიტანა გადაადგილების გრაფიკს. როდესაც დაიწერება delivered და ველში Signed იქნება ვინმეს ხელმოწერა, ესეიგი ონექსს ან ბარამს ტავარი ჩაბარდათ და ჩაბარებისას ხელიც მოაწერა წარმომადგენელმა

5) ამის მერე ბარამის ან ონიქსის საიტზე ნახულობთ სიებს რა საქონელი ჩავიდა მათთან, სიებში მითითებული ტრეკინგის ნომერი. ეძებთ თქვენს პაკეტს შესაბამის სიაში ტრეკინგის მიხედვით, გასწვრივ ეწერება რა წონაა და რამდენს იღხოვს ეს კომპანია ამ საქონლის თბილისამდე ტრანსპორტირებისთვის (კილო ჯდება 9.5$ ბარამში და 10$ ონიქსში, რათქმაუნდა ლარებში smile.gif )

6) მიდიხართ ბანკში და კომპანიის ანგარიშზე რიცხავთ შესაბამის თანხას.

7) ჩამომტანის საიტზე მეორე მე-3 დღეს იცვლება სტატუსი, ანუ ვთქვათ ეწერა -25 ლარი, თუ გადაიხადე ეს 25 ლარი, მაშინ დაიწერება რომ შენი ვალია 0.00. ეს ნიშნავს რომ შემდგომი გამოგზავნისას შენი ტავარი თვითმფრინავში ჩაიტვირთება და წამოვა თვბილისში (რეისი პირდაპირი არ არის, მოდის რამდენიმე ქვეყნის გავლით, ამიტომაც რამდენიმე დღე დაფრინავს ტავარი, კაი ვარიანტში ფრენა თბილისში მთავრდება 4-5 დღეში)

8) ჩამომტანის საიტზე იცვლება სტატუსი და იწერება TBILISI ესეიგი ჩამოვიდა თქვენი ტავარი და ოფისშია, მიდიხართ, აჩვენებთ გადახდის ქვითარს, გახუტებენ ნივთს და გახარებული მოდიხარ.

ძირითადად რამდენადაც დავაკვირდი ორივე კომპანიას აქვს კვირაში ერთი დღე ამორჩეული გამოსაგზავნად. ბარამი ამერიკიდან პარასკევს აგზავნის და აქ არის ხოლმე ოთხშაბათს ასაღებად გამზადებული. ონიქსი მგონი ოთხშაბათს აგზავნის და ორშაბათს არის ხოლმე ტავარი ოფისში.

ასევე გაითვალისიწნეთ თუ მაგალითად ბარამში გაუშვით საქონელი და თქვენი ტავარი ჩავიდა იმათთან ხუთშაბათს ან პარასკევს. თანხა იმავეწამს რომ გადაიხადო, სავარაუდოდ შენი საქონელი ერთი კვირა იქ დარჩება, იმიტომ რომ ოთხშაბათს საღამოს იწყებენ ტავარის გამზადებას აეროპორტში გასატანად და ხუთშაბათს საღამოს ნიუ იორკში მიაქვთ ბორტზე ასატანად, შესაბამისად თუ ვერ მოესწრო გადახდა და ამ დროში ვერ ჩაეტიეთ, შემდეგ გამოგზავნამდე თქვენი ტავარი კონტეინერში არ მოხვდება.

საიტების მისამართებია:

www.barami.us

www.onex.ge

დანარჩენი პირობები წერია ამ საიტებზე, დეტალების დაზოსტება თუ დაგჭირდებათ მომწერეთ.

ჩემი პირადი გამოცდილებით ჩამოვატანინე ბარამს, რამდენიმე საქონელი, ორი აქ ვახსენე, ასევე ლულის საწმენდები, პნევმო ტყვიები, მობილური (600$-იანი რაც აქ 1850 ლარი ღირდა), კომპის ნაწილები (970$-ზე მეტის, უკვე ვთქვი რომ იგივე ნაწილები აქ 1550$ მიჯდებოდა), ფეხსაცმელები, ნაუშნიკები ტელეფონებისთვის, სხვადასხვა სახის კაბელები, პრობლემა არცერთხელ არ მქონია და იმედი მაქვს შემდგომშიც უპრობლემოდ გაგრძელდება ეგ საქმე. ნუ ახლა რეკლამად ნუ ჩამითვლით smile.gif

ჰო იდეაში ბარამი და ონიქსი ერთმანეთს ეკონკურენტებიან, ასე რომ რაღაცნაირად შეიძლება ამის გამოყენებაც. ანუ ბარამს უკვე დიდიხნის გამოცდილება აქვს და ბევრი მომხმარებელი ყავს, მიუხედავად იმისა რომ ხანდახავ ჩამოტანას 2-3 დღით აგვიანებენ ხოლმე. ონექსი ცდილობს სერვისით მოუკოს და სისწრაფით, რადგან ახალი ფირმაა, ასე რომ დამატებით 5 ლარად შეიძლება საქონელი სასურველ დროს სახლში მოგიტანონ, ცდილობენ უფრო ჩქარა გამოუშვან ტავარი, აქვთ დაჟე სკაიპ ტექ მხარდაჭერა და რაღაც ასეთი მელკი რაღაცეები smile.gif მოკლედ ვისაც რა მოეწონება იმ მეთოდს ამოირჩევს.

Ja-Ja-ს ნაშრომია smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 12 2009, 08:35 PM

ციტატა
რომ არ იწვალოთ დავდებ სურათსაც და ტექსტსაც

Full Name: Caucasus Express c/o ( for ფრჩხილებში თქვენი სახელი და გვარი რომ მიხვდნენ ბარამში ვის ეკუთვნის ამანათი)
address: 22H Craigwood Road
City: Avenel
State: NJ
Country: United States
zip-code: 07001 (ზოგიერთი საიტი თვითონ ამატებს დანარჩენს კოდს, მაგალიტად ამაზონი, ამ შემთხვევაში თვითონ სრულად იწერება შემდეგი ციფრები 07001-2239)
Phone Number: (+1)718 934 1700 (საიტზე განსხვავებული ნომერი დევს, ე არ შემიცვლია და რავი მუშაობს, თუ რამე ჩაწერეთ ახალი ნომერი (+1)201 333 5555)


ესეც სურათი როგორ მაქვს შევსებული ამაზონზე ჩემი ექაუნთი

საიტებზე სადაც ველი Full Name არ არის და მოითხოვება სახელი გვარის ჩაწერა, ჩაწერეთ თქვენი სახელი გავრი და ასეთ საიტზე აუცილებლად არის დამატებითი ველი Company მანდ ჩაწერეთ Caucasus Express c/o

მე ამაზონს ვიყენებ იმიტომ რომ ჩემს სახელფასო ბარათს უპრობლემოდ იღებს (visa electron) ზოგიერთი სხვა საიტი ითხოვს classic-ის დონეს და ზედმეტი თანხა რომ არ ვხარჯო....

ესეც Ja_Ja-ს ნაშრომია smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 12 2009, 08:39 PM

ბარამის ტელეფონიები

გლდანი: ,,ზუკა@ლუკა”
მეტრო ახმეტელთან
ხიზანიშვილის №5
Tel: (822) 10 55 09



წინამძღვრიშვილის №158
Tel: (822) 95 40 56
877522781 საინფორმაციო
(822) 91 02 72 საიტზე ყიდვა


რუსთაველი: ,,Caucasus Auto Resource”
(სასტუმრო მარიოტთან)
Tel: (822) 92 17 70
(822) 99 95 03

პოსტის ავტორი: ninja Apr 12 2009, 08:47 PM

geojorjika


მდაა.... სერიოზული ინფოა,,,დიდი მადლობა smile.gif
შევეცდები ხვალიდანვე ჩავუჯდე ამ ამბავს,,,,

მადლობა კიდევ ერთხელ დაწვრილებითი ინფოსთვის :rolleyes:

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 12 2009, 09:06 PM

ninja
არაფერს ამდლობა Ja_Ja-ს უფო ეკუთვნის მე უბრალოდ ინფო დავაკოპირე smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 12 2009, 09:20 PM

smile.gif მდააა

ერთ რამეს დავამატებ ამ ბოლოდროს ბარამი აღარ ითხოვს რომ მიწერილი იყოს caucasus express c/o ანუ ამის გარეშე მხოლოდ სახელი და გვარი მიუთითეთ და მისამართი.

ეს ცვლილება მოხდა ჩვენი საბაჟოს წესების გამო, როდესაც მითითებულია caucasus express ჩვენი საბაჟო ვალდებულია გახსნას ამანათი და შეამოწმოს, ხოლო თუ კერძო პირის სახელი წერია აღარ შმონავენო, პასუხისმგებელი ტვირთზე თქვენ გამოდიხართ.

დიდი არაფერია, მაგრამ თუ არ გინდათ რომ თქვენი ამანათი გაიხსნას და ხელუხლებელი ნივთების ნახვა გინდათ მაშინ ისარგებლეთ ამ ნიუანსით smile.gif

მაგრამ მაინც დააზუსტეთ ყველაფერი ბარამში.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 12 2009, 09:29 PM

ninja
ეგ კილემატორნიკი ამაზონზე ეგდო და მგონი 46$ ღირდა, წონა მახსოვს 500 გრამს არ არემატებოდა, ესეიგი გამოდის 46$+4-5$ და არარ მახსოვს ამერიკაში თუ იყო ჩატანაზე თანხა საჭირო, ნუ მაქსიმუმ 5-10$

ესეიგი სულ გამოდის ან 50-51$ ან 56-60$

ლარებში ეგ იქნება ყველაზე ძვირ შემთხვევაში 87 ლარიდან 102 ლარამდე, რაც როგორც ხვდები 2-ჯერ იაფია ვიდრე მაგ გადამყიდველის ფასი smile.gif

შენ რა გგონია მაგას სხვანაირად აქვს ჩამოტანილი? ეგრევე ჩამოიტანა და ახლა ასაღებს, თუ გამოუვიდა ხომ კაი

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 12 2009, 09:40 PM

გავატრაკე რა smile.gif

ახლა ვნახე ამაზონზე რამდენიმე ვარიანტი და ლინკებს დავყრი ბარემ:

1) http://www.amazon.com/gp/product/B000TJY9YK/ref=s9_cpic_c2_i5?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-4&pf_rd_r=1F14VJ0CKZ615KP474EZ&pf_rd_t=101&pf_rd_p=470939031&pf_rd_i=507846 ფასი 31.95 + ტრანსპორტირება ამერიკის კონტინენტზე 7.99$

2) http://www.amazon.com/Walther-Multi-Reticle-Brightness-Levels-Reticles/dp/B000TTKNDG/ref=pd_sbs_sg_8 - ფასი 49.94$ ტრანსპორტირება ამერიკის კონტინენტზე 7.08$

3) http://www.amazon.com/GSG5-RETICLE-SIGHT-MOUNT-COMBO/dp/B001EI82P2/ref=pd_sbs_sg_5 - ფასი 49.95$ ტრანსპორტირება ამერიკის კონტინენტზე 5.95$

4) http://www.amazon.com/Electro-Multi-Reticle-Riflescope-Magnifications-objective/dp/B001JJCHUC/ref=pd_sbs_sg_4 - ფასი 74.95 ტრანსპორტირება ამერიკის კონტინენტზე უფასო

5) http://www.amazon.com/Sightmark%C2%99-Multi-reticle-Reflex-Sight/dp/B000W4BQ7K/ref=pd_sbs_sg_2 - ფასი 39.99 ტრანსპორტირება ამერიკის კონტინენტზე 7.95$

6) http://www.amazon.com/Walther-Multi-Dot-Brightness-Levels-Weaver/dp/B001BR4ZKM/ref=pd_sbs_sg_20 - ფასი 47.6$ ტრანსპორტირება ამერიკის კონტინენტზე 7.08

7) http://www.amazon.com/BSA-Panoramic-Multi-Dot-Sight-Weaver/dp/B000W364A0/ref=pd_sbs_sg_27 - ფასი 59.99$ ტრანსპორტირება ამერიკის კონტინენტზე 8.49$


დანარჩენი შენ დაძენბე შენი სურვილი და მოთხოვნილებების მიხედვით

პოსტის ავტორი: ninja Apr 12 2009, 10:05 PM

ja_ja


დიდი მადლობა ინფოსთვის,,,, smile.gif

ისე შენ რას მირჩევ,,,, კოლიმეტრს თუ ბარსკას ოპტიკას, წინა გვერდზე რაც მირჩია geojorjika-მ

პოსტის ავტორი: ninja Apr 13 2009, 11:05 AM

რამდენად პრობლემური შეიძლება იყოს ტალონ მაგნუმზე არსებული პლასტმასის სადგამის დატოვება ოპტიკისთვის და რამდენად მირჩევთ ამის ჩამოტანას ბარსკას ოპტიკასთან ერთად


აქვე ამაზონის ლინკი
http://www.amazon.com/NCSTAR-NcStar-M44-91-Mount/dp/B000R7C02W/ref=pd_sim_sg_4

რომელი რგოლები ჯობია


პოსტის ავტორი: ja_ja Apr 13 2009, 12:09 PM

ninja

ციტატა(ninja @ 12th April 2009 - 11:05 PM) *
ისე შენ რას მირჩევ,,,, კოლიმეტრს თუ ბარსკას ოპტიკას, წინა გვერდზე რაც მირჩია geojorjika-მ

იცი ... უნდა გააკეთო გაყოფა.

ოპტიკა, ოპტიკაა გადიდება და ახლოს მოტანა, აი კილიმატორს ეგ ფუნქცია არ აკისრია, ეს არის ღია სამიზნე რომელიც ასევთქვათ მინის ეკრანზე გაძლებს წერტილს ან სამიზნეს და გიიოლებს დამიზნებას ხილულ მანძილზე. ასევთქვათ ღია სამიზნეების ელექტრონულ ვიზუალური ალტერნატივაა (თან საკმაოდ კარგი)


მაგრამ კილიმატორს არ აკისრია გადიდება ახლოს მოტანა ფოკუსირება და ასე შედმეგ, უდიდესი ნაწილი მე რაც მინახია არის 1x ანუ გაგიდების გარეშე. მე ვიტყოდი ეგ გამართლებულია შენობებში ბრძოლისას, და მოკლე ხილულ მანძIლებზე საერთი მიზანში მოსახვედრად, მაგალიტად ადამიანის სილუეტში გასარტყმელად, მაგრამ სამიზნე ფარშI 25 მეტყში მაგით ვერ გაარტყავ.

მე ვაპირებ ამ მიტინგობის ჩაწყნარების მერე სოფ აირის დათრევას და აი მაგისთვის ავიღებდი კილიმატორს, მაგრამ ჰარდ პნევმოზე მხოლოდ ოპტიკას დავაყენებდი.

P.S. ეს ყველაფერი ჩემი პირადი აზრია და არანაირად არ მაქვს პრეტენზია 100%-ია ჭეშმარიტობაზე

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 21 2009, 09:19 AM

ციტატა
მე ვაპირებ ამ მიტინგობის ჩაწყნარების მერე სოფ აირის დათრევას და აი მაგისთვის ავიღებდი კილიმატორს, მაგრამ ჰარდ პნევმოზე მხოლოდ ოპტიკას დავაყენებდი.


ჰარდ პნევმოზე არ ვიცი, no XP, მაგრამ აირსოფტისთვის ნამდვილად კოლიმატორი გამართლებულია smile.gif ოპტიკა სტრაიკში გამოდგება მხოლოდ მაშინ, თუ სნაიპერი ხარ. ავტომატზე ხელისშემშლელია..

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 21 2009, 11:59 AM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 21st April 2009 - 10:19 AM) *
ოპტიკა სტრაიკში გამოდგება მხოლოდ მაშინ, თუ სნაიპერი ხარ. ავტომატზე ხელისშემშლელია..

100$-ით გეთანხმები.

მეს ვფიქრობდი მიტინგობანას მერე აირსოფტის აღებას, მაგრამ აამთ საშველი არა აქვთ და მარაზიაში კი იარაღი გათავდა smile.gif

ახლა თვის ბოლოს ელოდებიან ბანანაშI და ალბათ ავიღებ, იმიტომ რომ MaRgE- კი კაი რაღაცეები აქვს მაგრამ მე რა მოდელიც მომწონა ის არ აქვს ჯერჯერობით, დალოდება კი აღარ შემიძლია.

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 21 2009, 12:37 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 21st April 2009 - 11:59 AM) *
ახლა თვის ბოლოს ელოდებიან ბანანაშI და ალბათ ავიღებ, იმიტომ რომ MaRgE- კი კაი რაღაცეები აქვს მაგრამ მე რა მოდელიც მომწონა ის არ აქვს ჯერჯერობით, დალოდება კი აღარ შემიძლია.

რა იარაღს უმიზნებ, თუ საიდუმლო არაა? smile.gif

P.S. ჰო, და ისა, კომპინფოზე ვარეზი მიაშალე რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 21 2009, 12:56 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 21st April 2009 - 01:37 PM) *
რა იარაღს უმიზნებ, თუ საიდუმლო არაა?

ბენჯამინს უფრო მარადიორს, მაგრამ თუ ვერ დავადგი საშველი შეიძLება ჯერ დისკო ჩამოვატანინო და მერე მარადიორი დავითრიო. თავიდან ვგეგმავდი Steyr-ს LG 110-s, მაგრამ JAH-ის იარაღი რომ დავიჭირე საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ჩავთვალე ჯერ ხელს უნდა მიჩვევა, ეგრევე გადახტომა არ ღირს.


ციტატა(Power_VANO @ 21st April 2009 - 01:37 PM) *
P.S. ჰო, და ისა, კომპინფოზე ვარეზი მიაშალე რა

ნუ მაგაზე სკაიპში biggrin.gif პაწა პრობლემები ამქვს ინტერთან.

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 21 2009, 01:02 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 21st April 2009 - 12:56 PM) *
ბენჯამინს უფრო მარადიორს, მაგრამ თუ ვერ დავადგი საშველი შეიძLება ჯერ დისკო ჩამოვატანინო და მერე მარადიორი დავითრიო. თავიდან ვგეგმავდი Steyr-ს LG 110-s, მაგრამ JAH-ის იარაღი რომ დავიჭირე საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ჩავთვალე ჯერ ხელს უნდა მიჩვევა, ეგრევე გადახტომა არ ღირს.

არა, არა, აირსოფტი ვიგულისხმე მე smile.gif ბანანაში უნდა ვიყიდოო რომ დაწერე, თორემ მარადიორი რომ გინდა, კი ვნახე სხვა თემებში smile.gif

ციტატა(ja_ja @ 21st April 2009 - 12:56 PM) *
ნუ მაგაზე სკაიპში პაწა პრობლემები ამქვს ინტერთან.

ოკეი, ნოუ პრობლემ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 21 2009, 01:24 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 21st April 2009 - 02:02 PM) *
არა, არა, აირსოფტი ვიგულისხმე მე

sorry ისე მაქვს ტვინი გადაკეტილი რომ....

აი ამას ვაპირებ აირსოფტიდან




ეს მეორე ხედი თავის ყუთზე


პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 21 2009, 01:33 PM

რა ღირდა ეგ?
მწარმოებელი რომელია, Cyma?

ისე, M4-ები მარგესაც მოაქვს, მაგრამ ისინი RIS-ზეა არაა, სტანდარტულებია, Carying handle-ით.
მთავარია, მეტალის იყოს, მაგას მიაქციე ყურადღება. კონდახი და წინ ე.წ. foregrip-ი ძირითადად ABS-ია ხოლმე, ეგ არაა პრობლემა smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 21 2009, 02:51 PM

Power_VANO
რკინაა და რამდენადაც გავარკვია d-boys-ია
არის 2 ლულით მოკლე და გრძელი, ეს გრძელ ლულიანია, მომეწონა ტელესკოპური დასაკეცი რომ აქვს და ღია სამიზნეების დაკეცვა შეიძლება. ანუ მერე რაიმე მარტივ კილიმატორს დავაყენებ და მთელი კაიფიც იქნება smile.gif

ღირდა მგონი 259 ლარი, ზუსტად აღარ მახსოვს. განხილული მაქვს ზედაპირულად რა ვნახე და http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=171

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 21 2009, 03:06 PM

ოო ,მეტალი თუა, კარგი ვარიანტია ნამდვილად. აი ესაა მგონი ზუსტად: http://www.wgcshop.com/pcart/shopper.php?itm=DBOYS-AEG-3581M_cat_DBoys AEGs

თან სამომავლოდ დაატუნინგებ და ეგ იქნება smile.gif მეტალისები კარგად იტანენ ტუნინგებს. თან ფასიც არაა ცუდი ნამდვილად. WGC-დან რომ ჩამოიტანო, 200$-ს მიუკაკუნებს, ძვირი ჯდება შიპინგი საკმაოდ იქიდან.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 21 2009, 03:19 PM

Power_VANO
არა არა, ეგ არ არის, http://www.wgcshop.com/pcart/shopper.php?itm=DBOY-AEG-3381BK_cat_DBoys%20AEGs

ანუ ეს არის, ამას წინა ღია სამიზნე ეკეტება, შენ რაც დადე იმას არ ეკეთება, სტანდარტული M16-ის სამიზნე აქვს შენს დადებულს. თუმცა ამათ საიტზე წერია Plastic, გაიგე ახლა, არადა ხელში მეჭირა რკინაა.

პოსტის ავტორი: Power_VANO Apr 21 2009, 03:32 PM

ჰო, ზუსტად პლასტიკი რომ ეწერა, იმიტომ მეთქი ეს არაა smile.gif თან ამ პლასტიკს უწერია, აღარ გამოდისო. შეიძლება ის ახალი ვერსია იყო, შენ რაც ნახე იქ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 21 2009, 11:07 PM

Power_VANO

ციტატა(Power_VANO @ 21st April 2009 - 04:32 PM) *
შეიძლება ის ახალი ვერსია იყო, შენ რაც ნახე იქ

ალბათ smile.gif

პოსტის ავტორი: parna Apr 23 2009, 09:04 AM

კოლიმატორი ჯობია ვიცი უკვე რაცაა ოპტიკა

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services