მეგობრებო გთხოვთ ამ თემაში, დავდოთ მხოლოდ შეკვეთები, თუნდაც უბრალოდ სასურველი.
მე კი პირველ პოსტში დავამატებ ხოლმე მსურველს და შეკვეთას. და გვეცოდინება ვის რა უნდა.
თუ გადაიფიქრებთ წავშლი და ასე შემდეგ. ეს საქმე (ფორუმი) ჩემთვის ახალი ხილია.
და თუ იქნება რამე წინადადებები თუ როგორ გავაკეთოდ ამ თემის სტრუქტურა, ზალიან დამავალებთ.
შეკვეთების სია:
1. Jah - SCFF-04 - 1 ცალი, SCRD-10 - 1 ცალი, SCBC-01 - 1 ცალი, SCRL-03 - 1 ცალი, SCQD-01 - 1 ცალი, SCRF-01 - 1 ცალი, SCSS-01 - 1 ცალი, SCTM-08 - 2 ცალი, 25.4mm Mounts (E-type) - 1 ცალი, SCOT-06 - 2 ცალი
2. Ninja - SCBC-01 - 1 ცალი
3. Ja_Ja - SCFF-03 - 1 ცალი
მე ცალცალკე თემებში კი გამოვთქვი რეები მინდა, მაგრამ საერთო შეჯამებისთვის აქაც დავწერ.
PyramidAyr-იდან მინდა CP99 Compact
თურქებისგან თუ შანსი იქნება მინდა HATSAN AT44-10 კალიბრი 5.5
თუ ეგ ჰატსანი არ გამოვა მერე ისევ Benjamin Discovery-ს შევხედავ, თუმცა თვალი უფრო CZ 200s-ისკენ ან AA s200-ისკენ გარბის (მარა შედარებით ძვირებიც ღირს).
გამარჯობა ja_ja დიდხანს არ ჩანდი
მე ტყვიები მინდა და თუ რამე პრობლემა არ არის ერთი კოლოფი ესენი მინდა
http://www.pyramydair.com/cgi-bin/pellet.pl?pellet_id=152
ფასი 9.99 აქვს და ჩამოტანას რამდენი დაემატება???
bidza
პირდაპირ პირამიდიდან დაკვეთას ვგულისხმობ რაში მჭირდება ბარამი როცა ტვითონ პირამიდს ჩამოაქვს WorlWide Express-ით მემგონი გაცილებით იაფი დაჯდება არა? მარა მგონი არა 20 ცალი შეკვრა რომ ჩამოიტანო კროსმანის 500 ცალიანები თითო 18$ გამოს , რა ამბავია , ერთი ტყვია 6 თეთრი
Jah
მონსუნის ფასი ვერ მოვიძიე, ხომ ვერ დამეხმარები? მაინტერესებს სრულ კომპლექტში რა დაჯდება, და კიდევ მაინტერესებს ნასოსი ყველას სტანდარტი აქვს თუ როგორ არის მაგის საქმე?
Jah
2000 მწვანე???
მე 1820-1926 დოლარის ფარგლებში ვვარაუდობდი
ხუმრობის გარეშე, მაინტერესებს
იმენნა მაგ მოდელზე ხომ არ იცი სადმე ვიდეო როლიკი რომ ვნახო, ან რუსულათ წავიკითხო?
:blink: მაგას ჯობია შენნაირი შტეირი ჩამოიტანონ
მოკლედ თუ იცით ვინმემ ყველაზე იაფი რა დაჯდება??
ნუ უხარისხოზე არ მაქ საუბარი რათქმაუნდა.
ეგებ რანე usa საიტი მომცეთ რაა, თან ყველაზე იაფიანი თოფის ლინქით
ვახ დამავიწყდა დამეკონკრეტებინა
მაინტერესებს PCP რატქმაუნდა, დგუშიანი ასეთუისე ვიცი რაც მინდა, ამიტომაც ნასოსიანის ფასი მაინტერესებს.
გართობა და სროლა მშვენიერი, მარა რამდენად ღირს ამათუიმ თანხისგადახდა (ჩემ შემთხვევაში რათქმაუნდა) ეგ მაინტერესებს
პირველ რიგში უნდა დაგისვა რამოდენიმე კითხვა, რის მერე შევძლებ რჩევა მოგცე.
1. დარწმუნებული ხარ რომ, მიუხედავად იმისა რომ PCP, ზ.დ.პ.-ზე ძვირია, გინდა მაგის შეძენა?
2. ხვდები რომ თუ გადაიხდი ცოტას, ცოტახნით აიცილებ პრობლემებს იარაღთან, თუ ბევრს დიდიხნით?
3. დარწმუნებული ხარ რომ უკვე იმდენად გაერკვიე PCP-ში, რომ იცი რა გელოდება და გული არ აგიცრუვდება?
და ბოლო კითხვა დანარცენებიდან გამომდინარე.
4. რამდენის გადახდა მაქსიმუმ შეგიძლია, თუ დარწმუნებული იქნები რომ შაშხანა იმუშავებს საათივით?
1. ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული
2. აი ზუსტად მაგაშია მთელი პრობლემა, შესაძლოა გადავიხადო ბევრი იმაში რაც შესაძლოა სულაც არ მესაჭიროებოდეს. არადა ამ დროს მისი ნახევარი ღირდეს ის რაც მე მინდა
3. რავიცი აბა, ბოლომდე მემგონი არაფერში არცათხოლმე გარკვეულები
4. ხოო აი ეს უკვე ისეთი კითხვაა რომ .... :lol: თუ ძაან მომეწონა და მომინდა ნივთი, რასაც ქვია "ურიის ვალს ავიღებ". ანუ ნებისმიერ ფასიანის მყიდველი ვარ, მარა ძაან ადვილად ვიცი გულის აცრუვება, ამიტომაც რომ ვუფიქრდები უფრო იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ 200-300$-იანი შევიძინო.
ალბათ აქედან გამომდინარე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ რამე გამოს 1200-იანი დგუშიანი ვიყიდო. იმიტო რომ 600-700$ გადახდა რავიცი რაღაცა მაყოვნებსსავით სიმართლე რომ ვთქვა
http://www.pyramydair.com/p/benjamin-discovery-air-dual-fuel-rifle.shtml#productDescription
ამა თუ იცით თავისი ნასოსი მოყვება???
ისე ყველა ნაგავს მე უნდა გადავეყარო მაგრამ jah იქნებ ამ იარაღზეც გააკეთო მცირე მიმოხილვა
http://www.pyramydair.com/p/crosman-nightstalker.shtml
როგორც ვატყობ CO2 ზე უნდა იყოს მაგრამ რაღაც დიდი ბალონი ედება (მე როგორც გავარკვიე) ეგ ბალონი აქ იშოვება და თუ იშოვება დაახლოებით რაღირს ხო კიდევ ერთი ესეც ისეთი ხო არ არის ლულაში ცუდი ,,ნარეზი" რო აქვს???
ისე ასე ფორუმი ძალიან ირევა და უკეთესი ხო არ იქნება რამე ცალკე გაგვეხსნა სადაც ასეთ შემთხვევაში იარაღზე მცირე ინფორმაციას დავყრი :rolleyes: ^_^
ისე ეს რა არის http://www.pyramydair.com/cgi-bin/accessory.pl?accessory_id=2092 მემგონი მაგის ბალონია ოღონდ იტენება -_- -_- -_- -_-
http://www.pyramydair.com/p/benjamin-disco-air-rifle-combo.shtml
გზა გავაძრე წესით 100-120 დოლარი უნდა დამიჯდეს, ჰა რას იტყვით ??
ეხლა თუ ფული მოვიზედმეტე მაშინ ამას ვიყიდი უეჭველი, უბრალოდ ერთი რამ კიდე მაინტერესებს რა ზომა ჯობია 4.5 თუ 5.5 ???
geojorjika
+200$ რატოო?? მე ვიძახი, რომ ჩამოტანა 100-120$ მეთქი
ანუ თუ ეგ კომპლექტი ღირს 420მაშინ 420+120=540 . მარა ვნახოთ თუ არადა გამოს ავიღებ რამ 200$-იანს და აქამდე 300 დაჯდება. მოკლედ ვნახოთ. რარაცას რომ დავითრევ ეგ უეჭველია.
ტყვიების შეკვრა დამიდგინეთ რა წონაა და ეგებ იაფად გამოვაგზავნინო ეგეც, თუ გინდათ რაღათქმაუნდა
რომელი კალიბრი ჯობია ხალხნოოოო ???
არა არა, მე სხვა გზა მოვნაზე, ამერიკაში შიპინგი არის უფასო, ხოდა იქ მიუვა და მერე იქიდან გამომიგზავნიან სახში, რაც დამიჯდება 100-120 $ გზა
Jah
ჰო მეც ესე ვიფიქრე, რომ 5.5 ჯობია, დარტყმის ძალა დიდ წონას უფრო მეტი ექნება რაღათქმაუნდა.
გადავხედავ ერთი მაგ თემას
ამ კვირის ბოლოს ალბათ უკვე შევუკვეთავ ბენჯამინს 5.5-იან.
ხოდა ესეიგი რა მჭირდება??
საპატრულოში 40 ლარიანი ნებართვა და ვსიო ხო ???
Jah
და რა მაინტერესებს ამ შემოტანის ნებართვის აღება სად ხდება, საუბარია პატრულის განყოფილებაზე რომლებიც ლამის ყველა უბანშია, თუ საუბარია სანებართვოზე, რომელიც საბურთალოზეა, მოდულის შენობასთან თუ შენობაში.
იცით რა მაინტერესებს, აი რომ გამოიყოლო კაცმა თვითმფრინავით 4,5 კალიბრის პნევმატიკა და ჩვეულებრივად ჩააბარო ბაგაჟში, პრობლემა ხომ არ იქნება საზღვარზე ან თვითმფრინავში ატანისას, გაქვთ ვინმეს ამის გამოცდილება?
არამგონია პრობლემა იყოს... თუმცა ქვეყანას გააჩნია.
ასე რომ, იქ, კიდვისას, უნდა იკითხო, შეიძლება თუ არა, იმ ქვეყნის კანონით, საჰაერო გზით, პნევმატური იარაღის გადატანა.
PS
ასეთი კითხვები სასურველია დაუსვათ აქ - http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=40
5.5 კალიბრი ამოღებულია ბრუნვიდან და გაითვალისწინეთ ეს გარემოება, სანამ იყიდით.
წინასწარ დარეკე საპატრულოში და იკითხე, თუ მოგცემენ ნებართვას ოღონდ კარგად აუხსენი, რომ 5.5 კალიბრზეა ლაპარაკი, რომელიც კანონით არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამოქალაქო იარაღად. ისე გინდა კალაშნიკოვი გინდა ეგ 5.5 კალიბრის პნევმატიკა, ერთლაირად ამოღებულია ბრუნვიდან. აი თვითონ ნახეთ მუხლი იარაღის შესახებ კანონიდან:
მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამდამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;
თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;
ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა=გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.
გაიხარე ინფორმაციისთვის მაგრამ ვიცით უკვე ეგ
გამარჯობათ!
ამ პისტოლეტის ჩამოტანა მინდა და რა დაჯდება დაახლოებით?
http://www.pyramydair.com/p/walther-cp99-compact-bb-gun.shtml
chrdili
114.75$
ეს ტრანსპორტირების თანხაა თუ პისტოლეტს+ტრანსპორტირება?
მადლობა
კაი ძვირი ყოფილა ჩამოტანა, მეგონა ნაკლები დაჯდებოდა
ახლა ვაპირებდი ყიდვას, მეთქი როდემდე ვიცადო და.....
[attachment=645:fasebi.jpg]
რაცხა არანორმალური ფასი ჯდება ტრანსპორტირება. რა პონტია რას გავს ეს! ვაპროტესტებ. აიტტტტ
აი რაიმე იაფიანი მეთოდი არავინ იცით? ლლოიდის მაღაზიიდან 22 ევრო მიჯდება გამოგზავნა, მაგრამ იქ 115 ევრო ღირს ეს პისტალეტი.
მოკლედ რა.....
ja_ja
1377 ?
ja_ja
ერთი გამანათლედ, ეს ბარამი რა არის და რასთან იჭმევა? თორემ სულ მესმის და აზრზეც არ ვარ? ვიცი რომ გადამზიდი კომპანია, მაგრამ სად ვნახო ინფო?
Jah
ბარამი არის გადმომზიდავი კომპანია, რომელსაც ოფისი აქვს ნიუიორკში, უკვეთავ ნივთს, ბარამის ნიუიორკის მისამართით, ჩასდით იმათ და მერე ჩამოაქვთ აქ, 1 წლის წინ აქ იყვნენ, მისამართზე, მმმმმ, აუ რა მისამართია არბიცი აი კლარაცეტკინის ქუჩა ხომ არის წერეთლის გაგრძელება, ხოდა მანდ აგრე თამბაქოს ქარხანა და ლიმონათის ქარხავა იყო, ეხლა რკინიგზის სამმართველო თუ რაღაცაა, მოკლედ ბაქოს ქუჩიდან რომ ამოუხვევ, მარჯვნივ 100 მეტრაში იყო რაა.
ბარამს ჩვენ რომ ნივთები "მოგვწონს" იმის ჩამოტანაზე გართულება აქვს და არა მარტო ბარამს ყველა გადამზიდავ კომპანიას
Jah
ჯაჰ გადამრევ ამდენიხანია ბარამს და ონექს რომ ვახსენებ ხოლმე აბა რას ვამბობ
ჩემი ქრონოგრაფი და წასაქცევი ციყვი ბარამს ჩამოვატანინე. პროსტა წონიან ნივთებში მოშნად აგებ.
რაც შეეხება იარაღის ჩამოტანას, დაივიწყეთ. ორივე კომპანიას ლამის ვეხვერწე და პასუხი შემდეგი იყო, სათამაშო პისტოლეტიც რომ იყოს არ ჩამოვიტანთო, ძალიან ბევრი პრობლემები იქნებაო. ონექსმა დაშინებულმა ცივი უარი მითხრა, ხოლო ბარამში 2 დღე არკვევდნენ საბაჟოზე და ბოლოს ძალიან გვინდა დახმარება მაგრამ არ გამოვაო და ეს მარტო ჩვენს მხარეზე არ არის ასე. თვითმფრინავში ჩვენ არ აგვატანინებენ იარაღსო, მილიონჯერ დაშმონავენ გაასკანირებენ საქონელსო და თქვენი სათამაშოს გამო შეიძLება მთელი კონტეინერის გამოგზავნა დაგვიანდეს სანამ იქ რამეს გაარკვევენო, მერე კი ჩვენებიოოოოოოო.
მოკლედ ფოსტის იაღაღის გადატანა აკრძალულია და ვერ წამოვიღებთო, ამასობაში დეტალების ჩამოტანა შეუძლიათ, მაგალითად ლულა, კონდახი და ასე შემდეგ.
მე არ მისინჯია მაგრამ ერთი მიმტკიცებდა (ცეცხლსასროლი იარაღის გიჟია) რომ ბარამის მეშვეობით ჩამოიტანა ვაზნები პისტალეტისთვის, ჩვენთან ეძახიან ლუგერის ტყვიებს, მე რამდენადაც იარაღის განათლება მაქვს საუბარია 9 მილიმეტრიან პარაბელუმზე 9x19.
მოკლედ ვინც არ იცის მარტივი ენით ვხსნი, თუ საჭირო იქნება დეტალურად ავღწერ მოგვიანებით, მე არაერთი დეტალი ჩამომიტანია და საკმაოდ იაფად, მაგალითად ჩემი i7 კომპის დეტალები მაგ მეთოდით ჩამოვიდა და იგივე დეტალები თბილისში სუპერ იაფ ფასადაც რომ დამეთრია მინიმუმ 500-600$ წავაგებდი (მიუხედავად ტრანსპორტირების ხარჯებისა მაინც იაფი გამოდის, ისმის კითხვა რატომ ღირს ჩვენთან ყველაფერი ასეთი ქაჯური ფასები).
ბარამის და ონიქსის შემთხვევაში მოქმედება შემდეგია. ნახულობთ მაღაზიას რომელიც ყიდის საქონელს ამერიკის ტერიტორიაზე მიტანით, ზოგი უფასოდ, ზოგი საქონლის საფასურს პლიუს 1-დან 12-15 დოლარამდე ზედმეტს გახდევინებენ მიტანისთვის (არ ვგულისხმობ დაზღვევით და ჩქარ მიტანებს, ამ შემთხვევაში ფასი შეიძლება 100 დოლარს აცდეთ)
1) რეგისტრირდებით ასეთ ელექტრონულ მაღაზიაში საკუთარი სახელი გვარით ოღონდ საცხოვრებელ მისამართს უთითებთ ბარამისას ან ონიქსისას (ან შიპინგის მისამართად უთიტებთ, მე პირადად სახოვრებელიც და მისატანიც ამ ფირმების მაქვს გაწერილი)
2) ირჩევთ სასურველ საქონელს რაც ნებადართულია და იხდით საფასურს საკუთარი პლასტიკური ბარათით (რა თქმა უნდა უთითებთ თქვენი ბარათის პარამეტრებს, გაითვალისწინეთ ზოგიერთი ონლაინ მაღაზია არ იღებს visa electron და cirus maestro-ს, ამ შემთხვევაში საჭიროა მინიმუმ Visa Clasic-ი, ცოტა ძვირი ჯდება აღება, მაგრამ გარანტირებულად მუშაობს, მე მხოლოდ ერთ მაღაზიაში მქონდა პრობლემა სადაც ქართული პლასტიკური ბარათი არ მიიღეს და მხოლოდ ამერიკულ ბარათებზე ვაჭრობდნენ), ორივე ფირმას, ანუ ბარამსაც და ონექსსაც აქვს დამატებითი მომსახურება, დამატებით საფასურად მათ უხდით თანხას და ისინი იყიდიან თქვენს მაგივრად საქონელს, თუ თქვენ არ გაქვთ ბარათი ან რაიმე სხვა პრობლემა გაქვთ
3) მაღაზია გიგზავნით საქონელს შესაბამისი პირობებით, ანუ ან უფასოდ, ან დამატებით რაღაც მიზერულ თანხას გახდევინებთ.
4) თანხის ჩამოჭრისა და გამოგზავნისას მოგდით ელ-ფოსტაზე წერილი, რომ გამოგზავნილია საქონელი UPS-ით TNT-თი, FedEx-ით და ასე შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში გაძლევთ ტრეკინგის ნომერს.
ამ ნომრით შეგიძლიათ შესაბამისი საკურიერო მიწოდების საიტზე თვალყური ადევნოთ თქვენი საქონლის მიტანა გადაადგილების გრაფიკს. როდესაც დაიწერება delivered და ველში Signed იქნება ვინმეს ხელმოწერა, ესეიგი ონექსს ან ბარამს ტავარი ჩაბარდათ და ჩაბარებისას ხელიც მოაწერა წარმომადგენელმა
5) ამის მერე ბარამის ან ონიქსის საიტზე ნახულობთ სიებს რა საქონელი ჩავიდა მათთან, სიებში მითითებული ტრეკინგის ნომერი. ეძებთ თქვენს პაკეტს შესაბამის სიაში ტრეკინგის მიხედვით, გასწვრივ ეწერება რა წონაა და რამდენს იღხოვს ეს კომპანია ამ საქონლის თბილისამდე ტრანსპორტირებისთვის (კილო ჯდება 9.5$ ბარამში და 10$ ონიქსში, რათქმაუნდა ლარებში )
6) მიდიხართ ბანკში და კომპანიის ანგარიშზე რიცხავთ შესაბამის თანხას.
7) ჩამომტანის საიტზე მეორე მე-3 დღეს იცვლება სტატუსი, ანუ ვთქვათ ეწერა -25 ლარი, თუ გადაიხადე ეს 25 ლარი, მაშინ დაიწერება რომ შენი ვალია 0.00. ეს ნიშნავს რომ შემდგომი გამოგზავნისას შენი ტავარი თვითმფრინავში ჩაიტვირთება და წამოვა თვბილისში (რეისი პირდაპირი არ არის, მოდის რამდენიმე ქვეყნის გავლით, ამიტომაც რამდენიმე დღე დაფრინავს ტავარი, კაი ვარიანტში ფრენა თბილისში მთავრდება 4-5 დღეში)
8) ჩამომტანის საიტზე იცვლება სტატუსი და იწერება TBILISI ესეიგი ჩამოვიდა თქვენი ტავარი და ოფისშია, მიდიხართ, აჩვენებთ გადახდის ქვითარს, გახუტებენ ნივთს და გახარებული მოდიხარ.
ძირითადად რამდენადაც დავაკვირდი ორივე კომპანიას აქვს კვირაში ერთი დღე ამორჩეული გამოსაგზავნად. ბარამი ამერიკიდან პარასკევს აგზავნის და აქ არის ხოლმე ოთხშაბათს ასაღებად გამზადებული. ონიქსი მგონი ოთხშაბათს აგზავნის და ორშაბათს არის ხოლმე ტავარი ოფისში.
ასევე გაითვალისიწნეთ თუ მაგალითად ბარამში გაუშვით საქონელი და თქვენი ტავარი ჩავიდა იმათთან ხუთშაბათს ან პარასკევს. თანხა იმავეწამს რომ გადაიხადო, სავარაუდოდ შენი საქონელი ერთი კვირა იქ დარჩება, იმიტომ რომ ოთხშაბათს საღამოს იწყებენ ტავარის გამზადებას აეროპორტში გასატანად და ხუთშაბათს საღამოს ნიუ იორკში მიაქვთ ბორტზე ასატანად, შესაბამისად თუ ვერ მოესწრო გადახდა და ამ დროში ვერ ჩაეტიეთ, შემდეგ გამოგზავნამდე თქვენი ტავარი კონტეინერში არ მოხვდება.
საიტების მისამართებია:
www.barami.us
www.onex.ge
დანარჩენი პირობები წერია ამ საიტებზე, დეტალების დაზოსტება თუ დაგჭირდებათ მომწერეთ.
ჩემი პირადი გამოცდილებით ჩამოვატანინე ბარამს, რამდენიმე საქონელი, ორი აქ ვახსენე, ასევე ლულის საწმენდები, პნევმო ტყვიები, მობილური (600$-იანი რაც აქ 1850 ლარი ღირდა), კომპის ნაწილები (970$-ზე მეტის, უკვე ვთქვი რომ იგივე ნაწილები აქ 1550$ მიჯდებოდა), ფეხსაცმელები, ნაუშნიკები ტელეფონებისთვის, სხვადასხვა სახის კაბელები, პრობლემა არცერთხელ არ მქონია და იმედი მაქვს შემდგომშიც უპრობლემოდ გაგრძელდება ეგ საქმე. ნუ ახლა რეკლამად ნუ ჩამითვლით
ჰო იდეაში ბარამი და ონიქსი ერთმანეთს ეკონკურენტებიან, ასე რომ რაღაცნაირად შეიძლება ამის გამოყენებაც. ანუ ბარამს უკვე დიდიხნის გამოცდილება აქვს და ბევრი მომხმარებელი ყავს, მიუხედავად იმისა რომ ხანდახავ ჩამოტანას 2-3 დღით აგვიანებენ ხოლმე. ონექსი ცდილობს სერვისით მოუკოს და სისწრაფით, რადგან ახალი ფირმაა, ასე რომ დამატებით 5 ლარად შეიძლება საქონელი სასურველ დროს სახლში მოგიტანონ, ცდილობენ უფრო ჩქარა გამოუშვან ტავარი, აქვთ დაჟე სკაიპ ტექ მხარდაჭერა და რაღაც ასეთი მელკი რაღაცეები მოკლედ ვისაც რა მოეწონება იმ მეთოდს ამოირჩევს.
Jah
ja_ja
აი სამიზნეს გასასწორებელი გავაძრე:
Gamo Air Rifle Rest, Fully Adjustable
http://www.amazon.com/Gamo-Rifle-Rest-Fully-Adjustable/dp/B00172PTWO/ref=sr_1_100?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1237147093&sr=1-100
60$
geojorjika
Jah
ახლა კი სუპერ მაგარი სიახლე მაქვს.
აბა ვინ რას კისრულობთ, კაი ჯანიანი მაგარი საკაიფო ინფორმაციისთვის
მოკლედ გასწავლით გზას როგორ ჩამოიტანოთ პნევმატიური იარაღი (4.5 კალიბრზეა საუბარი) ისე რომ არ დახარჯოთ ბევრი ფული და დრო. არანაირი ვორლდ ექსპრესები, UPS-ები და სხვა ამდაგვარი ქაჯობები.
ესეიგი მივდივართ ნებისმიერ საიტზე რომელიც ვაჭრობს ამერიკის კონტინენტზე და ვირჩევთ სასურველ იარაღს, ვუკვეთავთ საქონელს და ვიხდით ჩვენი პლასტიკური ბარათით. მისარებ მისამარტად კი ვუთითებთ ბარამის მისამართს.
ბარამმა პირობები შეცვალა და პნევმატიკას უპრობლემოდ ჩამოვიტანთოოოოოოოოოოოოოოოო (დრეს ვიყავი მილიონჯერ ვკითხე და კიო ბაზარი არააო, ადრე ვერაო და ახლა შეგვიძლიაო, მემგონი კონკურენციის პონტი მუშაობს )
ერთი კილოს ჩამოტანა ამერიკიდან თბილისამდე ჯდება 9.5$, ასე რომ ვქეიფობთ
ასე რომ იმედია თბილისურ ბარიგებს ცოტახნით მაინც დაერხევათ ჩვენ კი უნივერსალური შანსი გვეძლევა სანამ ეს მეთოდი მუშაობს ჩამოვიტანოთ სასურველი იარაღი.
მე ახლა უკვე ვეძებ საყვარელ CP99 Compact-ს მაქსიმალურად იაფ ფასებში მისურვეთ წარმატებები. თუ ეს ჩამოვიდააააა... ნუ მერე აღვირს ავიხსნი
მგონი ამაზე კაი ინფო ჯერ არ გაგვიგია ქართულ ინტერეტ სივრცეში
მაგარია საღოოლ გაცილებით იაფი დაჯდებაა კარგიან ნამდვილად
ვქეიფობთ ვაშააა :bis: სად ვქეიფობთ? ხინკალი მიყვარს და ლუდი და არაყიც, და ღვინოც (ოღონდ სხვა სიტუაციაში, ხინკალთან არა )
ჰა აბა სად ვქეიფობთ????
დძალიან კარგი ინფორმაციააა. გილოცავთ ყველას . ეხლა დავიწყოთ იმაზე ფიქრი ვის რა გვინდა ჩამოვიტანოთ
P.S იქნებ ვინმემ იცოდეთ ამერიკული საიტი სადაც ჰათსანის PCP იყიდება, რატომღაც მე ვერ ვნახე
ja_ja
შენ გაიხარე შენს ცოლ-შვილში , დიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა
ochopintre
http://www.pyramydair.com/p/hammerli-pneuma-pcp-air-rifle.shtml
აგერაა ოღონ იქ Hummerli ქვია იგივე ჰატსანია
ja_ja
აგერ ნახე მემგონი უფრო იაფად დაითრევ CP99 Compact-ს http://www.compasseco.com/air-pistols-c-2.html
ochopintre
დაბალი ფასი თურქეთშია მხოლოდ, თუ არადა დსიკავერიზე იჩალიჩე
ჰათსანი მრავალდამტენიანი რო იყო მაგის გამო მერჩივნა თორე დისკავერი მართლა კარგი ვარიანტია
geojorjika
ვაგრძელებ ამ ტემას. დღეს შეხვედრაზე კი ვთვი მაგრამ დანარჩენებმა არ იციან.
მოკლედ ბარამით ჩამოტანა შეიძლება, მაგრამ შეუძლებელია პბევმატიკის ჩამოტანა პირამიდიდან ბარამის გავლით.
პრობლემა აქვს არა ბარამს, არამედ თვითონ პირამიდს. ამერიკული კანონების მიხედვით პლევმატიური იარაღის ტრანსპორტირება ზოგიერთ შტატში არ შეიძლება. ამ ჩამონათვალში მოხვდა ნიუ ჯერსიც და ნიუ იორკიც სადაც ბარამს აქვს ამერიკული წარმომადგენლობები გახსნილი.
თუ გახსოვთ ადრე ვწერდი რომ გამოსავალი მოძებნილია, ავდექი და მესამე დღეს პირამიდს დავუკვეთე ჩემს მიერ შერჩეული პისტოლეტი cp99 compact + მჭიდები (თავის ბარამში მიტანით ჯდებოდა 99$-მდე). მაინტერესებდა რა გამოვიდოდა, თუ ჩამოვიდოდა საქონელი ხომ გადასარევი იქნებოდა (თუ პირამიდი გამოუშვებდა და ბარამი გაჭედავდა 100$-ს ვკარგავდი, მაგრამ გარისკვად ღირდა), მაგრამ დღეს დილით პირამიდმა მომწერა რომ ბოდიში თქვენს შტატში ვერ გამოვაგზავნით პნევმატიურ იარაღსო.
ვისაც დეტალურად აინტერესებს მთლიანი წერილის წაკითხვა http://compinfo.ge/download/airgun/PyramydAir_Answer.doc.
მე დამრჩა ერთი გზა გასატესტი, თვითონ ბარამს აქვს სერვისი ნივთის ღირებულების 15%ად აკეთებენ მსურველის მაგივრად ნივთის შეძენას და ჩამოტანას, უნდა მოვნახო მაღაზია ნიუ ჯერსიში, რომელსაც შესაბამისი იარაღი აქვს და შემდეგ ბარამს უნდა ვთხოვო თვითონ იყიდონ და ჩამოიტანონ, რათქმაუნდა თანხის წინასწარ გადახდით.
თუ ამანაც არ გაჭრა და მაშIნ სტანდარტული პირამიდის გამოგზავნა საქართველოში და ამ შემთხვევაში 114$-ის გადახდა ტრანსპორტირებაში
ყველაპერი ცალცალკე იანგარიშება
Jah
აუ ესეიგი გამარეკინებენ ეს ამერიკელები, ნიუ ჯერსიში ვეძებდი რაიმე პნევმო ონლაინ მაღაზიას და ერთერთ ფორუმზე ეგდო ლინკი ნიუ ჯერსიში პნევმატიკაზე შეიძლება ჩაგსვან ციხეშიო. მეთსი ჩვეულებრივი ფეიკია http://www.mycentraljersey.com/apps/pbcs.dll/article?AID=/20080706/NEWS/807050359
ვინც ვერ გაიგო მოკლე შინაარსი ასეთია.
20 წლის ტიპი გააჩერა პოლიციან ჩქარი სიარულისთვის, შტრაფის გამოწერისას დაინახა უკანა სიდენიაზე იარაღი, ტიპი დაკეცეს მომენტალურად, მიუხედავად იმისა რომ იარაღი აღმოჩნდა პნევმო Gamo P-23. ვიღაცას მაგონებს
იმის გამო რომ 1981-ში ვიღაც ბანდები რაღაცას ატრაკებდნენ და სასტავს სიმულაციური იარაღით აყაჩაღებდნენ, შემოღებულია კანონი რომ BB განებზე ხალხს 3 წლით სვავენ ციხეში.
მამამისიც და შვილიც იძახიან ვიყიდეთ სახლში ჩერდაკში ციყვების დასაბრედათო, ციყვებს ვერაფერს უშვებოდა და რას მერჩითო. მაგრამ კანონი როგორც იცით ბრმაა, შესაბამისად სავსებით შეიძლება ამ სათამაშო იარაღისთვის კაცი ციხეში ჩასვან, დაჟე ერთერთი ბიზნესმენი მოყავთ მაგალითად, ლეგალურად იარაღი იყიდა და პროსტა ტიპს სულმა დასძლია მანქანაშივე გახსნა იარაღი და პოლიციელიც სოკოსავით გაიჩითა , ტიპს ელის 5 წელი ციხეში ჯდომა ოფიციალური იარაღის შეძენისთვის და სახლამდე მისვლამდე მანქანაში გახსნისთვის
აი რა უნდა თქვა ამ ამერიკელებზე მე მაგათი.......
4.5-იანი BB იწონის 5.1 გრანს, გუშინ გავზომეთ ქრონოგრაფზე მაქსიმუმი იყო სადღაც 130 მეტრი წამში, ისიც ახალ დატენილზე და დასვენებულ იარაღზე, ესეიგი გამოდის ტყვიას აქვს 2.79 ჯოული ენერგია, აირსოფტს მინიმუმ 3 ჯოული აქვს, გუშინ რკინის ციყვი ვერ წააქცია ამ იარაღმა ესენი კიდევ ტიპს 3 წლით ციხეში სვავენ.
მდაააააააააა, საინტერესოა ნიუ ჯერსის გავლით პნევმატიკა როგორ უნდა ჩამოვიტანო????
ოთხშაბათ-ხუთშაბათს ბარამში საქმე მაქვს და თან უნდა გამოვკითხო პნევმატიკაზე დეტალურად.
საწყალი ტოო შიგააქვთ რა ეგრე მე გუშინ 23,2 G იანი იარაღით ვიჯექი ბაღში დილის 9 საათზე და მაგის გამო რომ დავეჭირე ვინმეს პროსტა რა სირები არიან რა ყველა საქმეს ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ ეგ დებილები :|
parna
შენც დაგიჭერენ, მეც და ტრიფონსაც
ja_ja
ვაახ აზრზე ხარ ტო, ეგ ისტორია განსაკუთრებით გულზე მომხვდა იმიტო რო მოგეხსენება მეც gamo p23 მაქვს, ხპტფუი მაგათი!
Der Rote Baron
geojorjika
ჰოოოო მაი არაა კაი ამბავი
___________
ახლა დავუბრუნდეთ ონლაინ მაღაზიებს, კიდევ ერთს დავუკვეთე www.airgundepot.com იგივე ცივი უარი მტკიცეს.
კიდევ ორ მარაზიას მივწერე აღარ დამიკვეთია, იგივე ცივი პასუხია. მოკლედ სხვა შტატებიდან პრაქტიკულად შანსები ნოლია. ნიუ ჯერსიში კი ონლაინ მაღაზია ვერ აღმოვაჩინე .
მდააა... არ არის კარგი ამბავი...
ja_ja
მომწერე რა ის სრული მისამართი, ბარამის, ტყვიების შეკვეთა მინდა პირამიდიდან...
ვინმეს თუ რამე გინდათ შეუკვეთოთ ერთად...
რომ არ იწვალოთ დავდებ სურათსაც და ტექსტსაც
Full Name: Caucasus Express c/o ( for ფრჩხილებში თქვენი სახელი და გვარი რომ მიხვდნენ ბარამში ვის ეკუთვნის ამანათი)
address: 22H Craigwood Road
City: Avenel
State: NJ
Country: United States
zip-code: 07001 (ზოგიერთი საიტი თვითონ ამატებს დანარჩენს კოდს, მაგალიტად ამაზონი, ამ შემთხვევაში თვითონ სრულად იწერება შემდეგი ციფრები 07001-2239)
Phone Number: (+1)718 934 1700 (საიტზე განსხვავებული ნომერი დევს, ე არ შემიცვლია და რავი მუშაობს, თუ რამე ჩაწერეთ ახალი ნომერი (+1)201 333 5555)
ესეც სურათი როგორ მაქვს შევსებული ამაზონზე ჩემი ექაუნთი
საიტებზე სადაც ველი Full Name არ არის და მოითხოვება სახელი გვარის ჩაწერა, ჩაწერეთ თქვენი სახელი გავრი და ასეთ საიტზე აუცილებლად არის დამატებითი ველი Company მანდ ჩაწერეთ Caucasus Express c/o
მე ამაზონს ვიყენებ იმიტომ რომ ჩემს სახელფასო ბარათს უპრობლემოდ იღებს (visa electron) ზოგიერთი სხვა საიტი ითხოვს classic-ის დონეს და ზედმეტი თანხა რომ არ ვხარჯო....
ja_ja
ეს მარაზია ნახე აბა, თვითინ მაღაზია არის New York-ში, და ვითომ არ მიიტანს ნიუჯერსიში პნევმატიკას?
http://www.airgunsbbguns.com/
მოკლედ ბარამს ველაპარაკე. ჩამოვიტანეთ ერთი თოფიო. ერთი ბიჭი იყოო (გამაგებინა ნეტა ვინ იყო)
სადღაც 130$-იანი თოფი იყოო, მომხდარა მაგი ამბავი სადრაც 2-3 კვირის წინ. სად იყიდაო არ ვიციო, თუ გინდა ჩვენ ვიყიდით თუ მაღაზიას გვეტყვიო.
ნიუ ჯერსის შტატტში ჩატანაზე შეიძლება მართლა იყოს პრობლემაო.
პრობლემა ჩამოტანისას ერთთადერთი იყოო, საბაჟოზე თვალები შუბლზე აუვიდათო როცა იარაღი დაინახესო, მაგრამ რომ ნახეს პნევმატიკაა გაჩერდნენო
ნიუჯერსის გარდა სხვაგან არა აქვს ბარამს ოფისი?
parna
ja_ja
მოკლედ რაც გავარკვიე ყველა მაღაზიას აქვს ზოგიერთ შტატში აიარაღის ჩატანის პრობლემა მაგრამ ნიუჯერსი მაინც ყველაზე საშინელებაა, მაგ შტატზე ყველა უარს ამბობს
კი მაგრამ როგორ ჩამოიტანა იმ ტიპმა გამაგებინეთ თორემ გავაფრენ ეხლა , მოკლედ მაქვს ერთი იდეა , უნდა ვნახოთ ვინმე ახლობელი ამერიკაში( რომელიც არ ცხოვრობს ნიუჯერსიში) მივატანინოთ იმასთან სახლში, შემდეგ დაიშალოს იარაღი, ნაწილ ნაწილ (ორ ნაწილად 1. კონდახი და რეზერვუარი 2. ლულა და სასხლეტი მექანიზმი) გაიგზავნოს ბარამის მისამართზე ნიუჯერსიში და შემდებ ბარამმა ჩამოიტანოს აქ, გამოვა ვითომ? შედარებით ძვირი კი დაჯდება მაგრამ არა 150 და 200$, ვინმეს გააქვთ სხვა რაიმე საინტერესო იდეა? :huh: :unsure: :unsure:
Jah
პირამიდში არ არის პრობლემა მე ზუსტად ვიცი რომ ნიუჯერსის კანონებით ფედერალური ლიცენზიის გარეშე ყველანაირი იარაღის შეძენა შეტანა იკრძლაება, მათ შორის პნევმატიკისაც ამიტომ ყველა საიტს უწერია ეგ რომ ზოგ შტატში არის იარაღის ჩატანის პრობლემა, ნიუჯერსიში კი ყველაზე დიდი პრობლემაა
bazuka
ებიჯო გაგვაგებინე როგორ ვქნათ მაი კაი ამბავი და მაღარიჩი ჩვენზე იყოს
Jah
bazuka
მოდი ჯობია შენს ძმას ნუ შევაწუხებთ.
ღმერთმა დაიფაროს და შტატის გადაკვეთისას რომ ნახონ რა აქვს ჩანთაში ან რაიმეში მერე ხომ მოხდება უბედურება. არ გვინდა რა რაღაც საშილნელებები.
შენს ვარიანტში იმან გაჭრა რომ პირადად მიიტანა ძმამ შესაბამის შტატამდე და ბედად არავის მოსვლია თავში მისი ტვირთის გასინჯვა.
მაღაზიები იმიტომ ვერ აგზავნიან რომ საფოსტო გადაგზავნისას ყოველთვის მითითებულია შესაბამისი ნივთი კოლოფზე, შედეგად თვითონ საფოსტო განყოფილება აარიდებს თავს შარში ჩაიგდოს თავი და მაღაზიას უარს ეტყვის გაგზავნაზე. მოკლედ პირდაპირი რეისი რჩება თბილისამდე
Jah
რამდენადაც ვიცი შენი კროსნამი პირამიდზე იყიდე, ფაქტია გიჭირავს ხელში ესეიგი ჩამოვიდა, რამდენიხანი დასჭირდა ჩამოსვლას?
ასევე ხალხი ამბობს ბენჯამინიც დაკვეთილი გაქვს და ჯერ არ ჩამოსულა დაიკარგაო, ეგებ პატარა სინათლე შემოიტანო ამ საკითხში?
ja_ja
არა არა სცდები (არასწორად გახსოვს ეტყობა, ან მე დავწერე სადმე ორაზროვნად) , პირადად არ მიუტანია, usps -ით გააგზავნა, და არც ტვირთი მიუთითებია გზავნილზე არადა თოფი და 2 პისტოლეტი იდო. 22lb.
"Label/Receipt Number: 0308 0730 0001 5521 XXXX
Status: Delivered
Your item was delivered at 2:40 PM on March 25, 2009 in LONG BRANCH, NJ და ზიპკოდი"
თუმცა კაი 2 კვირა+ მოუნდა ჩიკაგოდან ნიუჯერსიმდე და სიმართლე გითხრათ იზმენებიც დამეწყო განსაკუთრებით ბოლო დღეებში.
bazuka
სულმოუთქმელად მოველი დასრულებას აუცილებლად მოიწერე რა გაგრძელება იქნება.
ესეიგი ახლა გამოდის რომ ბარამშია ჩასული ხომ? მაგათ საიტზე ტრეკინგ ინფო გამოჩნდა თუ არა?
Jah
ეჰ პირამიდიდან იარაღის დაკვეთა იარაღის ფასს + მინიმუმ 200$ ძვირია ძალიან, მე AA S410-ის ყიდვა მინდა მაგრამ 900$+ ნასოსი+ოპტიკა+ სუყველას ტრანსპორტირება ერთან მინიმუმ 400$ ძალიან ძვირი გამოდის
Jah
bazuka
ja_ja
ვინმემ ხომ არ იცით პირდაპირ AA-ს რომ დავუკვეთო ინგლისიდან აქ არ ჩამოიტანს? აი როგორც Jah შენ ჩამოიტანე შტეირი ისე :unsure: :unsure: :unsure:
Jah
მდაჰ ეგ საქმე ვინმე ჩემზე უფრო ნორმალური ინგლისურის მცოდნესთვის მინინდვია, აბა ვინ იცის ნორმალურად ინგლისური ისე რომ აქ დაწერილ წერილს იქ რომ წაიკითხავენ არ დაგვცინონ და სერიოზულად რომ მიიღონ , თან მგონი ჩემს გარდა სხვებსაც აინტერესებთ აგი ამბავი , აბა ვინ ითავებს წერილის დაწერას
Jah
გაიხარე , სულმოუთქმელად ველი პასუხს აი მაგათი მეილი general@air-arms.co.uk
მივწერე....
სავარაუდოდ ხვალ მოგვწერენ... საერთოდ თუ მოგვწერეს
აი თურქებს რამდენ კანტორაში არ მივწერე, არც ერთისგან პასუხი არ მქონია
პასუხი დაახლოებით რაიქნება ვხვდები :|
parna
ნუ ითარსები ბიჭო :P :lol: :angry: :angry:
მე მახსოვს გუნს.გე ზე ცზ 75 ის ჩამოტანა ვერშეძლეს ერთხელ არადა მაგაში მამები არიან შენც იცი მარა ჩეხეთი და ინგლისი სხვადასხვაა ვნახოთ იმედია დაითრევ მაგ ცხოველ იარაღს
parna
სამაგიეროდ ჩზ-ს კარაბინები ჩამოიტანეს უპრობლემოდ, პირდაპირ ქარხნიდან 800 ევრო ჯდება აი ეს CZ 550 FS .308
Jah
Jah
Jah
:blink: ?
Jah
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services