ეს მოდელი კი გეცოდინებათ Buck Knives 0119
ამაზონზე https://www.amazon.com/Buck-119BR-Special-Fixed-Blade/dp/B000EHWWJQ/ref=sr_1_1?s=hunting-fishing&ie=UTF8&qid=1485959073&sr=1-1&keywords=buck%2Bknives&th=1
პატარა დანებზე არ მიბლოკავს. ამ დანაზე კი ვერ გამოვგზავნი შენს მისამართზეო ამ სორიო... იქნებ გეცოდინებათ რაიმე ხერხები ასეთი დანების ყიდვის /
ეს დანა სახელად ბაკი ყველაზე დიშოვი და პოპულარული დანაა , სოფლისთვის კაკრაზ დაჩეხე მოჭერი რავი რო არ დაგენანება . აქ ჩვენთან ვერაფერი ვერ ვნახე გადავატრიალე მთელი საქართველო .
ამერიკის მისამართი რომელ შტატზე გაქვს? გადაამოწმე იმ შტატის პოლისი ცივ იარაღთან დაკავშირებით და იმ ქართულ გადამზიდავ ფოსტაზე დარეგისტრირდი, რომელ შტატშიც ცივ იარაღზე გადატანა გადაგზავნაზე შეზღუდვა არ იქნება. ნიუიორკი, ნიუჯერსი უფრო მკაცრი შეზღუდვები აქვთ ხოლმე.
უფრო გასაგებად, რომ აგიხსნა - ქართული გადამზიდავი ფირმის მისამართი, სადაც უნდა მივიდეს შტატებში შენი შეკვეთა ( დანა), იმ შტატში უნდა იყოს სადაც შეზღუდვა არ მოქმედებს ცივი იარაღის გადაგზავნაზე.
420 მარკის ფოლადს რაც შეეხება- 150 ლარზე მეტი უნდა დაჯდეს ეგ დანა ჩამოტანიანად და მხოლოდ Made in the USA-ს გამო ღირს? რა ვიცი..
ხალხო ერთი ადამიანიც არაა ქართველი ვისაც სანადირო დანა არ უყიდია ამაზონზე ? არა ამას ვერ დავიჯერებ.....
დანა კი არა პნევმატიკის ზეთსაც ვეღარ იწერ!
Crosman Pellgunoil Air Gun Lubricating Oil (1/4 ounces)
აი ამას
მიხომიტო
2007-ში მაქვს გამოწერილი 3 დანა და ყველა უპრობლემად ჩამოვიდა თუ ეს 9 წლის წინანდელი ინფორმაცია შენთვის მისაღებია შეგიძლია იხელმძღვანელო, მაგრამ რიავიცი, რიავიცი
P.S. ის ერავი მე არ მსმენია რომ დანაზე პრობლემა ყოფილიყო, ერთადერთი ვიცი რომ Usa2Georgia ატრაკებს ყველაფერზე, იქნება ეს ისრის მილი, დანის სალესი, მაკრატელი, ტახომეტრი, თოფი, შალითა, და სხვა ყველაფერი რაც კიკინებიანი გოგონას გადასახედისთვის გაუგებარი და პოტენციურად - ვაიმე დედიკო ალბათ საშიშიას კატეგორიაში გადის - თეორიაში ჯდება.
მაგ კომპანია დრემდე მხლლოდ ფოე-ფოე ტრუსიკების ჩმაოტანაზეა გადასული, ან რაიმე ისეთი შირპატრები რომ გინდა არ გინდა უნახავს სადღაც, ნუ იგივე ტელეფონი, ტელეფონის ჩამთა, რიუგზაკი კაბა, შარვალი, ნასკი და სხვა იდიოტობები რომელიც ჩვენც გვინდა ხოლმე მაგრამ ხშირად მეტი მოთხოვნაც გვაქვს ხოლმე...
მოკელდ წესით თუ Usa2Georgia-ში არ გააგზავნი დანას, სხვაგან პრობლემა არ უნდა იყოს, თუმცა მე მაინც 9 წლის წინანდელი ინფო მაქვს და რავიცი ჯობია გადამზიდავებთან გადაამოწმო.
P.S. გთხოვ გაითვალისწინო, ჩვენს საბაჟოს არ აქვს პრობლემა არც ოპტიკაზე, არც თოფზე და არც დანაზე, თუ გადამზიდავი ჩვენს საბაჟოს აბრალებს მაგ ყველაფერს ეგ იმის ნიშნია რომ გარტყმაში არაა რას ამბობს და უბრალოდ რომ დეტალებში ჩაძიება ეზარება ეგრევე ვითომ და დასაშინებელ თეორიას იშველიებს... ოპტიკის და თოფის გამოგზავნის პრობლემა არსებობს ამერიკის კონკრეტული შტატებისთვს, სადაც სამწუხაროდ უმეტესობა ჩვენი გადამზიდავები არიან....
ja_ja
დაა აბა გავარკვევ კიდე ფოსტებთან , მარა მე როცა ამოვარჩიე ბავშვისთვის რაღაცეები და პლიუს ეს ფიქსირებული ბებუთი და მერე დავაჭირე გადახდას ყველა მიიღო დანაზე დამიწერა რომ შენს მისამართზე ეს ამერიკაში ვერ გავგზავნიო / მერე ჩავწერე ექსპერიმენტისთვის ვიკტორინოკსი არმი პატარა არაა ხოდა უპრო ბლემოდ დააფიქსირა. მოკლედ ეხლა ორი თვე კიდე მაქვს ზაპასი აქ თუ ვერაფერს ვერ გადავაწყდი , მაშინ მოვძებნი ვინმეს ვინც ყიდულობს მაგისთანა დიდ დანებს ამაზონზე ან სადმე. ეე ბედი არამაქვს რა. ..აქაც მაღაზია არ დავტოვე არაფერი სერიოზული არ არი არსად , თან ფასებია.......4 ამრავლებენ რაც ამაზონზე ღირს
გადამზიდავი არაფერ შუაშია. თვითონ ამერიკაშია შეზღუდვა მაგ შტატში
ამაზონზე არა და იბეიზე არაერთხელ მიყიდია და დელავერიში გადაგზავნაზე პრობლემა არ ყოფილა.
55$-ს უნდა დაამატო აბა არ უნდა დაამატო ჩამოტანის თანხა? და 55*2,7+ შიფინგის ფასი საქართველომდე და მიიღებ რომ 150 ლარზე მეტი გამოვა ფასი. "Made in the USA", -ში ვიგულისხმე, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ შტატებშია გაკეთებული - 420 მარკის ფოლადის დანაში 150-160 ლარს მაგ. მე არ გადავიხდი. 420 მარკა არაფერი განსაკუთრებულით არ გამოირჩევა-როგორც ადვილად ილესება, ასევე ადვილად ბლაგვდება. დარტყმაზე კი არის გამძლე და შეშის საჩეხად გამოდგება-არ გატყდება. მოკლედ, რომ ითქვას- გააჩნია რაში უნდა გამოიყენო.
მიხომიტო
ამაზონი გახდა კანონმორჩილი და არ აგზავნის ისეთ საქონელს იმ შტატში სადაც შესაბამისი აკრძალვებია შიდა რეგულაციით.
სხვა საიტმა( თუნდაც იბეიმ ან პირამიდმა) შესაძლოა დაიკიდონ და გამოაგზავნონ
აიhttp://www.airgun.ge/forums/index.php?s=&showtopic=1434&view=findpost&p=134922 თითქმის ყველა ამაზონზე ვიყიდე და USA2 GEORGIA -თი ჩამოვიდა და არც ერთზე პრობლემა არ ყოფილა.
მაგრამ ეს იყო ადრე, 3-4 წლის წინ. ეხლა როგორც ვატყობ უკვე პრობლემაა.
მე რაც შევამჩნიე, ამაზონზე თუ სადმე სიტყვა GUN წერია, გინდ ქალის ტრუსიკი იყოს, უკვე აღარ აგზავნიან. ალბათ რაღაც პროგრამა აქვთ რომელიც გარკვეულ სიტყვებზე რეაგირებს, შიპინგს კრძალავს.
მიხომიტო
კაცოუ ჩართე ფილტვი და ჩააგდე მე-4 სიჩქარეში მიაჭირე გაზს და გაგეხსნება ყველა გონების ფარსუნკა მაქსიმუმზე
ისეთი ოფიციალური მაღაზია როგორიცაა ამაზონი, ბესტ ბაი და სხვა იძულებულია დაემორჩილოს სახელმწიფო კანონებს. სახელმწიფო ამ შემთხვევაში იგულისხმება ამერიკა და არა საქართველო, ან ქართული გადამზიდავი კომპანიები...
მოკლედ ამერიკის მთავრობა და კანონები დღითიდღე მკაცრდება ანტიტერორისტული აურზაურის გამო, პლიუს უნდა გაითვალისწინო რომ შტატებში მიღებული პრაქტიკაა რომ ფედერალური სტანდარტული კანონი ან არ მუშაობს ამა თუ იმ შტატში (შტატის მთავრობამ გააუქმა), ან ფედერალური კანონის გარდა მუშაობს დამატებით კონკრეტული შტატის ესა თუ ის შეზღუდვა...
კონკრეტულად დელავერის და ნიუ ჯერსის შტატები, ცნობილია როგორც ყველაზე იარაღ მოძულე შტატები, მანდ ეშინია მაქაურ დეპუტატებს ყველაფრის, ხვალ რომ ვინმემ რომელიმე მოქალაქე დააშინოს და კუილით მოკლას, აუცილებლად გამოვა კანონი რომელიც აკრზალავს დაჟე შემთხვევით გაკუებას, რადგან მაგან შეიძლება გამოიწვიოს სხვისი სიკვდილი (ნუ ეს იასნია ვღადაობ და უტრირებას ვაკეთებ რომ ძირითადი შინაარსი გაიგო)
შედეგად თუ ხსენებული 2 შტატის კანონით აიკრძალა საფოსტო გადაზიდვით საშიში ნივთების ტრანსპორტირება (და სია ცალკე იქნება გაწერილი რომელიც წარამარა განიცდის ცვლილებას), შეიძლება დანებიც მოხვდა საშიში იარაღის სიაში. ამიტომაც მაღაზია იძულებულია შემოიღოს ცალკე გრაფა სადაც გამყიდველი მიუთითებს ნივთის კატეგორიას, ვთქვათ კატეგორიას ერქმევა საშიში ნივთები, ან ჭრილობის პოტენციური გამომწვევი ნივთები...
შემდგომ ამაზონზე ნებისმიერი გამყიდველი ვალდებულია შესაბამისი ნივთის დადებისას მონიშნოს ამ ნივთის შესაბამისი კატეგორია.
დალშე მუშაობს პროგრამული კოდი, რომელიც უყურებს აქვს თუ არა ამ ნივთს შესაბამისი კატეგორია და თუ აქვს, მაშინ რომელ მისამართზე არ შეიძლება გაიგზავნოს ეს ნივთი. ეს გაკეთებულია იმიტომ რომ თუ ასეთი ნივთი გაიგზავნა და აღმოჩნდა რომ უბრალო მომხმარებელი კი არ ყიდულობდა ამ ნივთს არამედ რომელიღაც მაკონტროლებელი ორგანიზაცია, მაშინ აი ვეებერთელა ჯარიმები აეკიდება ამაზონსაც და ამაზონის საიტზე განთავსებულ მაღაზიასაც. იმის გამო რომ ჯარიმების გადახდა არ უნდათ ავტომატური სკრიპტი მუშაობს და აცილებს მფლობელებს ჯარიმის ალბათობას.
ახლა დალშე ჩართე ფილტვი და მივხვდები რომ Victorinox-ის დანები ვაბშეტა ნებისმიერი ზომის გადის სულ სხვა კატეგორიაში, ეგეთი აურა აქვს შექმნილი მაგ დანებს და ალბათ გამყიდველიც არ თვლის თავს ვალდებულად რომ შესაბამისი ამკრძალავი კატეგორია მიაკუთვნოს, ან კანონმდებლობაში ნახსენებია რომ ეგრეთწოდებული პატარა ჯიბის დანა არ განეკუთვნება საშიშ კატეგორიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ....
აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომაა ebay-ზე, მანდ პასუხისმგებლობას იბეი არ იღებს გაყიდულ საქონელზე, ასე რომ მანდ შეზღუდვა მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი ხვდება იმას რომ შეიძლება შარში გაეხვეს, შესაბამისად თუ ებეიზეც დიდი მაღაზიაა, ის იგივე აკრძალვაზე მოიწერება, ხოლო თუ კერძო პირია რომელსაც ახატია ზუსტად კანონების დაცვა ის დაიკიდებს და უპრობლემოდ მოგყიდის თუნდაც ბირთული ქობინი იყოს....
მოკლედ ვარიაციები ძალიან ბევრია, ყველა ვარიაციის განხილვა შეუძლებელია, უბრალოდ პაწა ფილტვის ჩართვაა საჭირო და ფორსირებული კლაპნების გახსნა დალშე შენითაც მიხვდები ყველაფერს....
ხოდა მოვსინჯავ მაგ იბეის , პლიუს ვიყიდი ნახმარს ესეც ეკონომიაა.... თუ იქიდან მისცეს უფლება გამოგზავნის იმედია აქამდე ჩამოვა უსა ორამდე და ესენიც გადმომცემენ .
პ.ს. რა უბედურებაა! ესეიგი ჩვენს გარშემო რაც გვესაზღვრება ქვეყნები ყველას აქვს გაყიდვაში ნებისმიერი სულო და გულო დანა ჩვენ რა გვჭირს ?? ა
უსა 2 ჯორჯიამ რა დანაც გინდა იყიდეო შესღუდვა ჩვენგან არარიო. დღეს გვიან იბეიზე მოვსინჯავ ყიდვას
მიხომიტო
ja_ja
ჰო დავრეკე პირველივე მაგათ ნომერზე და გოგონამ ნარნარი ხმით მიპასუხა პრობლემა არარიო ჩვენგანო ეს იქო შტატებშიო თურმე აქვთ პრობლემები
კაკრას ეს დღეები განიხილავენ შტატებში კანონს რომ იარაღი ფსიკიკურად ავამდყოფებზეც გაიცეს უპრობლემოდ აი ამერიკა.
ja_ja მოკლედ იბეიზე და პლიუს პეიპალიც საჭირო ყოფილა ხოდა მაგის რეგისტრაციების ნერვები არ მაქვს დავბერდი და არც ვიცი, თან ერთი ოხერი ნახმარი დანის გამო. მეზობელმა ბავსვმა მითხრა მე გიყიდიო რა პრობლემა არიო , ოღონდ გაიგეო საქართველოს საბაჟოზე ჩამოსვლის დროს პრობლემა ხომ არ გვექნებაო....მე ვუთხარი ვარიანტი არაა არანაირი პრობლემა არ იქნება თქო
ხო მასეა ჯაჯა?
ანუ საბაჟოსაც გაივლის უპრობლემოდ აქ ჩვენთან
ვიყიდე იბეიზე . მანდაც ბევრს ეწერა საქართველოში არ იგზავნება, მაგრამ ისეთებიც იყვნენ სადაც არ ადარდებდათ ვინ ყიდულობდა. მეც ჩავუსაფრდი იაფიანს და დღეს ვიყიდე buck 119
მიხომიტო
ჩამომივიდა ჩემი სანადირო დანა იბეიდან და აქვე ჩაგეკითხებით სად და ვის გავალესინო ჩემი დანა თბილისში. არის ასეთი სესაძლებლობა აქ, რადგან ვნახე ბევრი ვიდეო რგოლი იუტუბზე და ვხედავ სერიოზული საქმე ყოფილა სანადირო დანების გალესვა.
ვისთან ან სად მივიტანო ცემი დანა გასალესად. სალესი ქვები და დანადგარები ძვირია ..რას მირჩევთ ? პლიზზ
მე მაქვს დრელი..ხოდა ტისკში რო დავამაგრო ეს დრელი ..მერე რო ვიყიდო მგვალი ლიპუჩკიანი როა ზედ შკურკები რომ მაგრდება მიხვდით ალბად// იმითი დაბალ აბაროტებზე რომ გავლესო გამოვა რამე დანის პირს ხო არ გავაფუჭებ? ძაან თხელი შკურკებით რავი მასეც ლესავენ გაჭირვებულები
მიხომიტო
ეგრე არ გაილესება დანა, დანის პირი მაგ შკურკის დიამეტრზე დიდია და ბრუნვის დროს ერთი მიმართულება არ ექნება ლესვას. მაგს ჯობია ხელით გალესო, ქვით
მიხომიტო
საერთოდ გაულესავი დანაა ? პირი არა აქვს
ნახმარი ვიყიდე ცოტა ბლაგვია ქაღალდს ვერ ცელავს იჭედება ქაღალდში. რაღაცას ვიზამ ..აუცილებლად გავლესავ .
ეს ქვები სად ვიყიდო აქ, ალბათ ძვირია. მე ვიფიქრე იქნებ სადმე არსებობს მლესავები სპეციალისტები
[/quote]
mymarket-ზწ ცივი იარაღის გრაფაში იდო განცხადება. სამჭედლო გვთავაზობდა დანების დამზადებას და გალესვას. იქ მოძებნე. არ მისარგებლია მათი მომსახურებით და ვერაფერს გეტყვით ტარიფებზე და ხარისხზე. აი ლინკი https://www.mymarket.ge/ka/product/view/10395184/
მიღებული გამოცდილება გაგვიზიარეთ შემდეგ.
ეხლავე დავრეკავ და მოგწერთ
მოკლედ ეს კაცი მთაწმინდაზე ზხოვრობს და მანდვე ლესავს . ყველაფერი მაქვსო მოწყობილობა მაგისთვისო / ხუტშაბატს მივდივარ / ზლივს ვათქმევინე ფასი 15 ლარამდე დაგიჯდებაო/
ეს ყველაფერი ვნახე იუთუბზე შკურკებით გალესვას როგორც რეიკაზე გადაკვრით ისე დრელზე და ბალგარკით, და საკმაოდ ხარისხიანად ლესავდნენ. ამ ქვების სამაგრი მოწყობილობა იაფი არ იქნება და არის თბილისში გაყიდვაში? ქვები კი იქნება , ბოლო ქვების ნომრები 25 ლარი ღირს / შკურკა იაფი დამიჯდება რათქმაუნდა. მე ხუთშაბათს მივალ იმ მლესავთან და ვნახავ რა სიტუაციაა 10 ლარის გადამხდელი ვარ და მემგონი ნორმალური ფასია/ მომავლისთვის კი შკურკებს შევიძენ/
დანა ტყე ღრე რო დავდივარ იქ მინდა ძირითადად ტოტების საჭრელად ბარდიბურდების გასაჭრელად, კვახის გასაპობად თხილის გასათლელად სარებისთვის სახშიც ბაზრის ხორცს დავჭრი რა უჭირს მოკლედ დანა მუშაობაში იქნება. ნადირის საფატრად არა არ ვნადირობ/
ეგეთი ფორმისაა ზუსტად ჩემი დანაც და მაგ ტიპის დანას ფაქიზი და დაკვირვებული გალესვა უნდა. ანუ ქვედა სწორ საჭრელ პირზე არუნდა შეგიღრმავდეს. ლესვისას პირის უკანა ნახევარი მეტ ზეწოლას განიცდის რადგან სახელურზე ხელი გიკიდია და ზეწოლა თუ არ გათანაბრდა მუცელს გაიკეთებს შეღრმავებულს და ეგ ხელს უშლის მერე სარების და ჯოხების თლას. ეჭედება დანა და დიორგანიებით თლის.
ზუსტად ეგრე ჭირს ჩემსას. ადრე აქვს ვიღაცას გადანალესი ცუდად სანამ მემკვიდრეობით მერგებოდა)) ხოდა სათლელად არ გამდგა და პირი რომ გამესწორებინა მერე დავიწროვდებოდა და გადავლესე საფატრად.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services