ესეც ჩემი რეპორტი შეპირებულ მაღაზიაში გასეირნებიდან.
ქვესათაუროდან ალბათ ჩანს რომ საკმაოდ მომეწონა აგი მაღაზია
პირველად ვნახე საქართველოში მაღაზია, რომელშიც რაღაც დონის არჩევანია იმ საგნებზე რაც გაინტერესებს და რაც მთავარია გულისხმიერი პიროვნება (არ ვიცი რა დავარქვა, ალბათ უფრო კონსულტანტი, მაგრამ საუბარში ემჩნეოდა თვითონაც არანაკლებად ანთებულია ამ სპორტის სახეობით)
მოკლედ ასე იყო თუ ისე, კაიხანია რაცხას აღება მინდა, მარა ნორმალური PCP აქ არ გაიჩითა, საზღვრებს გარეთ მე ვერ ამოვარჩიე, რაც ამოვარჩიე ძვირიანია, ამასობაში ამ ფორუმზე ხალხმა რამდენიმე თემა გახსნეს AIRSOFT-ზე. მართალია ეს საქმე ბავშურ საქმეთ მიმაჩნდა, მაგრამ იუტუბის ვიდეოების ნახვის მერე და იმის მერე რაც დღეს ვნახე ეს იარაღი საბავშვო ასაკიდან აშკარად გამოვიდა და ზრდასრულში გადავიდა
ესეიგი მაღაზია არის საბურთალოზე, კოსტავას 76, ნუ ვინც ვერ მიხვდა ეს არის გეპეის მეექვსე კორპუსამდე არმისული, მოპირდაპირე მხარეს.
აგერ სურათიც
გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს
ძირითადად საბავშვო სათამაშოებია, მაგრამ არის AIRSOFT-ის განყოფილებაც. რამდენიმე ავტომატია, რამდენიმე პომპიანი ეგრეწოდებული დრაბავიკი, პისტალეტები და რათქმაუნდა პლასტმასის შარიკების ოხრად არჩევანი. მინდოდა ყველაფრის გადაღება, მაგრამ რომ ვიკითხე დიდად უფროსობა უფლებას არ გვაძლევსო, თან ისეთი კაი კონსულტაცია გამიწია იქ მყოფმა ბიჭმა რომ ვერანაირად ზედმეტად ვერ შევეხვერწებოდი, რაღაც დისტანცია გამიჩნდა, მაგრამ თვითონვე შემომთავაზა რამდენიმეს სურათის გადაღება. ძირითადად ამერიკულებს დავადე ხელი (მაპატიეთ კალაშნიკოვების მოყვარულებმა და ვერ ვიტან მაგ იარაღს ), თუმცა შემდეგ მეორე მეგობრისგან გაირკვა რომ ეს დასაკეცი კალაშნიკოვი თურმე ერთერთი კაი ყოფილა მექანიზმისა და ძალის ვარიანტში. რავიცი, რავიცი...
მოკლედ არის ჩინური ფირმის იაღაღი, მაგრამ ჩინური და ეგეთი ხარისხიანი თან ლითონისგან გაკეთებული მე ჯერ არაფერი არ მინახია. არის პლასტმასის ვერსიების, რათქმაუნდა გაცილებით იაფი ღირს, მაგალითად პლასტმასის M4A1 ღირს 189 ლარი, დანარჩენები ასევთქვათ იგივე მოდიფიკაციები ლითონის ბაზაზე უკვე ლავირებს 240-ლარიდან 280 ლარამდე. მაგრამ ღირს და აი რატომ
სრული ლითონის კონსტრუქცია, მასას ხელში გრძნობ და ვერ იგებ რეალური იარაღი გიჭირავს თუ აირდსოფტი, მჭიდებიც ლითონისაა (ეტევა 400 ბურთულა), არის დასაკეცი სამიზნეებით (ღია სამიზნეები და არა ოპტიკა), სამიზნის გარეშე, მაყუჩის იმიტაციით, დასაკეცი კონდახით და ასე შედმეგ. მოკლედ ეგეთი რეალიზმამდე მიყვანილი არაფერი მინახია, საიტებზე რომ ვუყურებდი მაინც პლასტმასის სათამაშოები მეგონა, თან ყველას ცხვირზე წითელი რაღაც აქვს მიკრული, ესენი კი სოლიდური შავი თოფებია. მოკლედ ემოციები ძლივს შევიკავე და ლამის იქვე ვიყიდე ერთიცალი, მაგრამ ბოლოს მეთქი ცოტა წყნარ ჭკუაზე შევალთქვა და მერე ავირებთქო
რაც შეეხება მოდელებს, თვითონ კონსულტანტი აღმოჩნდა მაგარი კაი კაცი, ახსნაც არ დაეზარა, ამა თუ იმ მოდელის პლიუს მინუზების ჩამოთვლა, რა რისთვისაა როდის გამოდგება და ასე შემდეგ (აშკარად თვითონაც "ყომარობს", საუბარში ემჩნეოდა მუღამშია). მოკლედ თბილისში ეს იყო მეორე მაღაზია სადაც მომსახურებას დიიდი, ვებერთელა პლიუსი დავუწერე (პირველი თავისუფლებაზე იყო პ და ნ-ს მაღაზია, იქ კონსულტანტი იყოოოო, ტელევიზორს ვყიდულობდი და ლამის ბოლო ტრანზისტორამდე ტიპმა ყველაფერი იცოდა, და არ ეზარებოდა ადამიანურად გიხსნიდა, არა ისე, ზოგიერთ მაღაზიებში რომ იციან, ეს მაგარი პლაზმური ტელევიზორია, ის კიდევ ნაკლებად მაგარიაო, ამასობაში ორივე ერთნაირი LCD ტელევოზორი დევს, იქეთ ჭკუას გასწავლიან რას ამბობ პლაზმააო ). მოკლედ გადავუხვიე თემას.
მოდელის დასახელებები ზუსტად არ ამომიწერია (იმედია მაპატიებთ), მაგრამ აგერაა სურათები:
გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს
ყველაზე კაი მოდელიაო, ასე მითხრა, გრძელილი ლულა, დასაკეცი კონდახი, თან კონდახში ჯდება აკუმულატორები დაამით ბანალსირება ხდება იარაღის. თუმცა აქვს ერთი მინუსი, ქარხნულად არ მოყვება ღია სამიზნე, ასე რომ ოპტიკის გარეშე ძნელი იქნება მიზანში გარტყმა. თუარავცდები ფასი აქვს 249 ლარი
გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს
სტანდარტული კონდახის ვერსია, კაი იარაღია, ესეც რკინისაა, უბრალოდ კონდახი უკარგავს ტექნოლოგიურ შიკს ფასი მგონი 250 ლარი
გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს
დასაკეცი კონდახით, რავიცი მე ყველაზე მეტად ეს მომეწონა, ფასი მგონი 269 ლარი თუ 279 ლარი არარ მახსოვს
გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს
იგივე თაროზე თავის ყუთზე
(სურათები განვაახლე, ანუ სრული ვარიანტები დავდე, მაგრამ მაინც დარჩა ხარვეზი, რომელიც გადაღების დროს გადამხდა ჯერ ვერ გადავიღე, მერეადა ვერ მოვტვინე რომ ცოტა შორიდან გადამეღო და მთელი თაროები ამეღო ფოკუსში რომ სხვა საქონელიც გამოჩენილიყო)
აი ბურთულების ფასი მეძვირა 4000 ღირს 24,75 ლარი, იდეაში პირამიდზე და ამაზონზე უფრო იაფად იყიდი, მაგრამ ჩამოტანას რომ ვანგარიშობ ლამის იგივე ფასზე გადიხარ, ნუ მაქსიმუმ ყველაზე სარფიანი ვარიანტი პირამიდზე ვნახე 8000 ბურთულა, რომელიც ჩემი უხეში გაანგარიშებით ჩამოტანიანად 40 ლარი დაჯდება, თუ ჩავთვლით რომ აქ იგივეს 48-50 ლარად აიღებ რამდენად ღირს ჩალიჩი არ ვიცი.
ჰოო კიდევ აქვთ ფასდაკლების კუპონები და სისტემები, ანუ თუ ვინმე ყიდულობს 50 ლარზე მეტს იღებს 5%-იანი ფასდაკლების კუპონს, თუ შემდგომში 500 ლარს გადააჭარბებს შენი შენაძენი 10%-ზე ადის ფასდაკვება და ასე შემდეგ, ბოლოს მგონი 1500 ლარზე, თუ რაღაც ეგეთზე 25% მაქსიმუმი.
ფასდაკლების კუპონი შეიძლება შენ მოგცენ, მაგრამ შეგიძლია სხვაც ასარგებლო, შესაბამისად ვინც იყიდის იმას ფასდაკლება ექნება და ასე შემდეგ. მოკლედ მალადეც მაგრა აქვთ ყველაფერი მოფიქრებული. სასიხარულოა რომ ზოგიერთი ფირმა მაინც ჭკუით უდგება ამ საქმეს.
მოკელდ პირადად ჩემგან მაგარი პლიუსი ადევს მაღაზიასაც და ამ იარაღსაც, ამ დღეებში შეიძლება საყიდლადაც კი გავიდე
ვაა საინტერესოა, დიდი მადლობა Ja-Ja საინტერესო განხილვისტვის, მანდვე მვუშაობ და შევივლი ერთი მანდ
ძალიან მაგარი რეპორტია!
ჯაჯა მადლობაა ის დასაკეცი კალაშა რაღირდა? :unsure:
300 ღირს
ეგრე ღირდა ადრე ყოველ შემთხვევაში
4000 ცალი ტყვია ჩვენთან იგივე ფირმის 20 ლარადაც იშოვება
MaRgE
M16 A3 ან A2 არააქვთ არმევასება მოკლე ლულა და მ4 :| aksu ვაფშემც არმევასება :lol: გრძელი AK47 არქონდათ? ან G3 მოკლედ ვაგრძელებ გროვებას არმინდა პლასმასისა იმიტომ რო სირბილიც საჭიროა მანდ და ფეხი რო დამიცდეს და ზედ დავეცე მეტი არც დაჭირდება პლასმასის იარაღს :unsure: ისე ეს გლუშიწელიანი M4 მაგრა დამევასა
parna
ja_ja
შემთხვევით ხომ არ გიკითხია, შეკვეტებზე თუ მუშაობენ...?
ja_ja
შემთხვევით ხომ არ გიკითხია, შეკვეტებზე თუ მუშაობენ...?
Jah
ჯერ ჯერობიტ ეხლა არაფერი არ ვარგა რომ იყიდოტ მარტის ბოლოს იქნება და ცუდი ტყვიები აქვტ
dePadel
ეგრე შეკაცო ტქვით ვინმემ რაც იცით, თორემ უკვე ლამის საყიდლად მივდიოდი.
და ისე ტყვიები რა პონტში არ ვარგა, რა განნსხვავებაა მაგათში, რამდენადაც ვნახე არის 0.12 გრამიანები და 0.20-იანები, დიდი განსხვავებაა მასაში მეთქი ვერ ვიტყვი, თან წესით აირსოფტის ენერგია 2-დან 5 ჯოულამდეა.
მოკლედ ცოდნას მოწყურებული ხალხი ვართ თუ რამე შეგიძლია აგვიხნა ყველანი მადლობლები ვიქნებით.
იეს M16A3 იქნება მარა ფასიც ექნება :unsure:
100$ დ რამე კარგის იყდვა შეიძლებაა და ჩამოტანა?
თუ ჯობია მოვაგროვო და აქ დავითრიო რამე :mellow:
dePadel
ეგრე რა შეკაცო უკვე რაღაც ინფორმაცია არის. აგაშენა ღმერთმა.
მაშინ მიჩნდება ასეთი კითხვა, აქ ყიდვა ღირს თუ დაკვეთა? რამდენადაც გავიგე თქვენც რაღაც, რაღაცეები ჩამოგაქვთ ხოლმე. იგივე ტყვიაბი მგონი თქვენთვის ჩამოგაქვთ ხოლმე. ეგებ თუ გამოცდილება გაქვთ მირჩიოთ საიდან რას უკვეთავთ ხოლმე, თუ არ გიცდიათ პრობლემა 50$ და გინდაც 100$ არ არის გავრისკავ და გავიგებთ ჩამოდის თუ არა.
dePadel
ოკ დიდი მადლობა. დავირბენ მაგ საიტებზე ვნახარ რაიმეს თუ ავარჩევ. ფასებსაც ვნახავ და შეიძლება დაგეკიტხო რარაც რაღაცეებზე.
მოკლედ ზუსტად არ ვიცი ვინ ყიდის 20 ლარად 4K ტყვიებს მარა მე მეზობელს უთხარი და იმან მომიტანა
ხოდა რავი გავარკვევ და დავწერ
ლილოში სათამაშოების და პლასტმასების განყოფილება გადაიბუგა
მანდ ახლა დამდნარი პლასტმასის მასის საბადოს თუ გახსნი თორემ სხვა ვერაფერს ვიშოვით
ჯერ სანამ იყიდი ერთი საკითხინ გაარკვიე. ეგ ავტომატურებია აკუმულატორზე თუ მექანიკურები, სათითაო გასროლებზე რომ გიწევს გადატენვა. მე როცა ვნახე, მარტო მექანიკა ქონდათ, როგორც მახსოვს. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. ისე მართლა რეალისტური თოფებია, მაგარი სათამაშოა B)
ტყვიებს რაც შეეხება, ტყვიები ბევრგან იყიდება და გაცილებით იაფათაც (1000 ცალიანი ქილები 2, 3, 4, 5 ლარი ღირს), ოღონდ თავს ვერ დავდებ, რომ იგივე ხარისხისაა (თუ აქვს ტყვიის ხარისხს მნიშვნელობა არც ეგ ვიცი).
ძალიან დიდი მნიშვნელობააქ ტყვიის ხარისხს ავტომატურები აქვთ
dePadel
დეპ კვირას შენ შეგხვდი ხომ თავისუფლებაზე
მისმინე რა მაინტერესებს ამ თვის ბოლოს ვფიქრობ ბანანაში M4 ავიღო რაიმეს ხომ არ იტყოდი რამდენად სისულელეს ვაკეთებ ან პირიქით.
რომ დათბება აშკარად შეგაწუხებთ შეიძLება შემოგიერთდეთ თუ მომიშვებთ რათქმაუნდა, მანამდე ჩემთან მთაწმინდაზე ავირბენდი ცოტას წავივარჯიშებდი, გინდ სიარულ სირბილში, გინდ დამიზნებაში თორემ სავსემ სამსახურში ჩავლპი და ვეღარ დავრბივარ
ჯაჯა ხვალ დილით ვთრეულობ კარგ რამეს
მარა როგორც გავიგე აქვს სტანდარტზე წვრილი ლულა იმიტომ რომ ავტომატ ვინტოვკაა 100მეტრწამი აქვს 0.2 გამიანებით თუ 0.02 გრამიანებით მოკლედ ყველა ნაგავის ჩატენვას დავიწყებ და გამიჭედავს :unsure: და გავაფრენ მერე
cyma სია სუ რკინაა და ABს ისის კონდახი აქვს მეტალლ გიარბოხსით
7 ვერსიის სისტემა აქვს ანუ რაჯანდაბა ქვია 7 ვერსია მექანიზმი რა
სურატი მაიტა მ14 თია?
ხო M14 Socam ერთადერთია თბილისში ნამდვილად გეცოდინება სულ 2 მ14 აქვთ ერთი გრძელი და ერთი მოკლე ხოდა მაგას ვთრეულობ :unsure:
dePadel
ოკ დიდი მადლობა წინასწარ.
parna
სურათი თუ გაქვს დააგდე აბა.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ძალიან მომწონს ის რომ კონდახი აქვს და არა სახელური აკ სავით ანდა მ4 ივით
parna
ჰოოო
ვიდზე კაი რაღაცაა, მარა ეს თითო-თითოს ისვრის?
parna
რა ვერ იყიდე, ვერაფერიც ვერ გავიგე
დღეს ვიყავი ბანანაში, ამუნიციის შევსება მჭირდებოდა. დაკვეთილი KSC-ები და G&G-ის ტყვიები იგვიანებენ და მომიწია ერთი პაკეტი CYMA-ს ყიდვა.
ჰოდა ვიცოდი, რომ ახალი პროდუქციაც ჰქონდათ მიღებული, გამოვკითხე აბა რა გაქვთ მეთქი.
აღმოჩნდა, რომ ჩამოუტანიათ მჭიდები (ბუნკერები მარტო, მეხანები დაუკვეთიათ და 3 ყუთი ბუნკერები ჩამოვიდა თურმე, 300 ცალამდე ), ბატარეები. ბატარეები არის 8.4 ვოლტიანები.
რაც შეეხება იარაღებს, მეტალისები აქვთ დიბოისის HK416, M4A1, M4A1 RIS, AK 74-ები. კალაშნიკოვები არის მეტალის კორპუსით და პლასტმატის ცევიოთი. ხისები არაა.
ბანანას ფასდაკლების ბარათი ხო არ გაქვთ ვინმეს? ავტომატის ყიდვა მინდა და მინდა თანხა ფასდაკლება რო მივიღო საკაიფო, თან ბარათის მფლობელსაც წაადგება მის ექაუნთზე რო დიდი დახარჯული თანხა იქნება
მე მაქვს 5 %-იანი ფასდაკლების ბარათი (თუ არ ვცდები და თუ პირველი ნებისმიერფასიანი საყიდლიდან იწყება ფასდაკლება, 5%-იანი უნდა მქონდეს).
Power_VANO
KSC არ ვიცი მარა G&G ეს თყვიები მე არ მომეწონა 0.25 კარგები აქვთ...
koning
10 ატასის ვიყიდეთ სადღა ავიდეთ კიდევ:D
dePadel
G&G-სი 0.25-იანები წამოვიღე ზუსტად, 1 პაკეტი გასასინჯად მაინტერესებდა
Power_VANO
ყველაზე კარგი შარიკები აქთ იაპონელებს KSC და MADBULL
dePadel
ჰო, KSC-ებიც წამოვიღე, 3 პაკეტი. მოკლედ, მარაგი მაქვს თამაშებისთვის საკმაოდ ის G&G ავიღე იმისთვის, რომ უფასო შიპინგი მქონოდა USA-ს ტერიტორიაზე, 8$ მაკლდა უფასო შიპინგამდე და..
გაიტანა ამაზონ პირამიდ აირი
ამ ბოლო დროს ვინმე ხო არ იყავით ბანანაში? არის რამე სიახლეები?
ZERO
კაიხანია მაგათთან არ ვყოფილვარ. მეეჭვება ამ ფორუმიდან ვინმე მანდ ყოფილიყო, ამ ბოლოდროს HARD პნევმატიკას გადავაკვდით ყველანი და მივივიწყეთ SOFT პნევმატიკა
ZERO
ბანანაში როგორც ვიცი პროდუქცია გაუთავდათ, კარგი იარაღები არ აქვთო.
დაუკავშირდი ამ ადამიანს: http://www.striker.ge/pages/Contact-US.html
ჩვენს ფორუმზეცაა დარეგისტრირებული, MaRgE ნიკით, მგონი აქვს 1-2 ავტომატი დარჩენილი
ჩემ M14 ზე რასიტყვი? http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=206&st=0
კოლიმატორითაა კარგი ტყვიებით შორს ისვრის ძაან საკაიფოდ 108 მეტრწამი აქვს 0.2 გრამიან ტყვიებზე
მარა არვიცი ძაან მენანება გასაყიდად უკეთესს ვერაფერს ვიშოვი მერე :unsure:
ZERO
ჰოდა კალაშნიკოვები ნამდვილად აქვს MaRgE-ს, დაუკავშირდი
მეკიდე ავტომატზე უფრო მაგრა თოფები მევასება კიდეკაი ეს დავითრიეე
Classic Army M15A4 CQB
ამის დათრევას ვაპირებ ხალხო 200$ მიჯდება და ღიირს? როგორი ფასია? და კაიფს ვაპირებ ძირითადად ჩემთვის, ბრძოლები მაგრად მკიდია და ტყვიები რომლები დავითრიო? 0.12 თუ 0.2? მგონი მარტო ეს ვარიანტებია და რა სხვაობებია იქნებ ამიხსნად რეალურად ხმარებაში?
კაიფს თუ აპირებ მაშინ შნე უნდა გადაწყვიტო რითი კაიფი უფრო გაგისწორდება? 200$ მემგონი ძვირია
ტყვიები კი 0.2 და უფრო ზევით 0.12 ნაგავია
ისადა ეგ მოდელი მაგაზე იაფად გეგულება სადმე? : ) თუ გეგულება დამაკვალიანე პლზ : ) მე მაგაზე იაფად ვერ ვნახე ეგეთი.................
ტყვიები კარგები რომელია ეგეც მითხარი ბარემ..........
ისადა ეგ მოდელი მაგაზე იაფად გეგულება სადმე? : ) თუ გეგულება დამაკვალიანე პლზ : ) მე მაგაზე იაფად ვერ ვნახე ეგეთი.................
ტყვიები კარგები რომელია ეგეც მითხარი ბარემ..........
ZERO
აქ მემგონი კარგი ტყვიები საერთოდ არ იყიდება და აიღე რაც შეიძლება მძIმეები
რაც შეეხება Classic Army M15A4 CQB-ე ს საერთოდ არ მინახია თბილისში რავიცი თU მოგწონს აიღე მაგრამ როგორრც წესი 150 $-ზე მეტი არ უნდა ღირდეს
თბილისში არცერთს არ ვყიდულობ................ ორივეს ჩამოტანას ვაპირებ ამერიკიდან.............. და მაგ ავტომატის ფასები რო ნახო მიხვდები რო მაგარი იაფია მგონი.................. რავი აბა : ( ვეღარ გადავწყვიტე.........
ZERO
ჩემზე კარგად გცოდნია და იყიდე მაშIნ
ZERO
კლასიკ არმისთვის კარგი ფასია 200$ თუ მოგწონს, აიღე
ტყვიები მაგისთვის დაგჭირდება 0.2 გრამიანები. უფრო მძიმეებს ეგ ფიშტო ვერ მოერევა სტოკ კონფიგით. 0.12 ძალიან მსუბუქია, ფურთხებას დაიწყებს იარაღი.
ხარისხს რაც შეეხება, ერთ-ერთი საუკეთესო ტყვიებია KSC Perfect.
ცოტა იაფად თუ გინდა თითქმის იგივე ხარისხი, მაშინ G&G-ს თეთრი ტყვიები, 5000-იანი პაკეტი
გასართობად და შენი კაიფისთვის თუ გინდა, G&G-ს ტყვიები აიღო ჯობია, ცოტა $$$_ები დაგეზოგება.
გაიხარე ვანო............
http://www.hobbytron.com/ElectricClassicArmyM4CQBAEGRifleAirsoftGunJCCAM4CQB.html
აი ზუსტად ესეთი დავითრიე და რავიცი რავიცი აბა, მგონი კაი რაღაცა უნდა იყოს............... პროსტა ეხლა რა მოიცდის 3 კვირა
http://www.858airsoft.com/reviews/cam15a4cqb.html <<<< აი ესეც რევიევია, თავისი სურათებით.................. : )
კიდეკაი მითხარი თორე 0.12 გრამიანებს ვყიდულობდი ეხლა 0.2ები ვიყიდე 5000იანი პაკეტით............ : )
ესეც სურათიიი, და რაც ყველაზე მაგრად მისწორდება ის არის რომ HOP-UP აქვს... : ))
http://img73.imageshack.us/i/cam15a4cqb00.jpg/
ZERO
მოიცა ფასი??? ფასი რა დაჯდა?? 300 ლარზე ემტი პროსტა ტვინს წაიღებს განბაჟების ვარაინში.
თუ განბაჟების 300 ლარიანი ლიმიტი გაუქმდა სანამ მე აქ არ ვიყავი????
ZERO
ჰოპ-აპი ყველაფერს აქვს, რაც ცოტა ნორმალური ფასი ღირს
ისე, ისე დაწერე, მეგონა 200$ გიჯდებოდა აქ ჩამოტანიანად. შენ თუ შეუკვეთე ახლა, ე.ი. განბაჟება მოგიწევს
ჰო რავი რავუყო აბა, განბაჟება მოუწევს მარა ეგეთი იარაღი 200$ზე ნაკლებად ვერსად ვნახე და რამე ბანძობა ნაღდად არ მინდა, აკაესუ მქონდა, არც ჰოპ აპი ქონდა და არც უდარი, იმენა იფურთხებოდა რასაც ქვია ნერვებს მიშლიდა
არ მიყიდია, აიფოდში გავცვალე............................... : ) და რომელი იყო ზუსტად არ მახსოვს............
ფარნა მ14 ყიდიიი?
ვერველევი :unsure: მონაცემები 108 მეტრწამი 0.2 გრამიანი ტყვიებით 700 750 რპმ ი
ესეიგი არ ყიდიი?
თუ გაყიიდვას დააპირებ პმში მომწერე ფასი..
ა.ყაზბეგის ქუჩაზე გაიხსნა იმენნა airsoftis magazia შანხაის გვერდზე
ყაზბეგის 32# გახისნა აირ სოფტის მაგაზია იმენა მარტო ეგ იარაგები აქტ და გუშინ ვიყავი დაკეტილი იყო ვიგაც მუსჰაობდა და იმას ვკიტხე გადიან და მოვლენ მალეო და იცოდეტ მანდაა მაგაზია
stalkera
ვიცით
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services