სალამი ყველას...
მოგეხსენებათ და პნევო სამყაროში გარკვეულ ხნიანი პაუზა მქონდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთოდ არ მქონდა პნევმატური იარაღი. კარგად მადიანად მოვიწყინე და როგორც იქნა დადგა ის დრო რომ რაიმე ფიშტო შემეძინა და დამეწყო ამჟერად მისი წვალება, (გაუმჯობესება) როგორც სხვა პნევმო იარაღებისა რაც აქამდე მქონია.
მოკლედ მე უკვე აქ ვარ და რაღათქმაუნდა დავბრუნდი ახალი იდეებით.
რამდენიმე ხნის წინ თემა მქონდა გახსნილი, რომ შევიძენდი ჰატსან სტრაიკერს, ხის კონდახიანს და ვორტექსის ზამბარიანს. მაგრამ ვორტექსის ზამბარიანი ვერც ვიშოვე და რომც მეშოვნა ალბად აღარ ვიყიდდი, იქედან გამომდინარე რომ ქექვის შედეგად აღმოვაჩინე, ზამბარების სპეციალისტებს საერთოდ არ მოსწონთ ვორტექსის ზამბარები, რადგან სალნიკები სუსტი აქვთ და მალე ფუჭდება, შედეგად კი ჰაერს აპარებს და მოკლედ ბლა, ბლა ბლა...
ბევრი რომ არ გავწელოთ, ვიყიდე სტრაიკერი, ხის კონდახით ჩვეულებრივ ზამბარაზე, ანუ ეს
https://radikal.ru
იმ თემაში სადაც სტრაიკერს ვეძებდი, ჩვენ თანაფორუმელმა მკითხა მაინცდამაინც რატომ გინდა ეგ მოდელიო და მისი პლიუსები ჩამოვუთვალე, აქაც დავამატებ ყოველი შემთხვევისთვის და ვიტყვი, რომ ეს მოდელი აამიტომ ამოვირჩიე:
1) ფასი დაბალია მის მსგავს სხვა მოდელებთან შედარებით.
2) სასხლეტი მექანიზმის ჩამკეტი სისტემა.
3) მისი კომპაქტურობა, საკმაოდ მოკლე და მოსახერხებელია თავის ძალასთან შედარებით.
4) ხის კონდახის დიზაინი, ჩემთვის საკმაოდ მომხიბვლელია. ჰატსანის სხვა მოდელებისაგან განსხვავებით უფრო კლასიკურია ვიდრე დაჭყანული.
დავადგი ჩემი რჩეული ოპტიკა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3827&hl= სიზუსტის შესამოწმებლად, მთელი აფგრეითების დაწყებამდე, რომ თოფზე შემქნოდა გარკვეული წარმოდგენა და დამესკვნა ღირდა თუ არა საბოლოო ჯამში გადაკეთება. ნუ მოკლედ თოფი კარგად ისროდა 20 და 50 მეტრზე, ჩვეულებრივი ზამბარის კვალობაზე.
გუშინ დღიდან დავიწყე გადაკეთებაზე მუშაობა. ჯერ რაღათქმა უნდა წინ პლასტმასი რომ აქვს ეგ უნდა მომეშორებინა, იქედან გამომდინარე, რომ სულ სხვა რამის დაგებას ვაპირებ ლულაზე. (თან ოპტიკას უშლის სუფთა ხედვაში ხელს) ნუ ეს ცოტა მომავალში. მანამდე კი რაც შეეხება ამ ნადულნიკის მსგავს პლასტმასს, მოკლედ დამტანჯა რა, ხან ადუღებულ წყალში ჩავდე, ხან პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლზე შევჭვი, რომ ვერ ვაცლიდი აღარ მიღირდა უვნებლად დატოვება, მაგრამ მაინც ვერ მოვაცალე და მერე რეზაკით ავათალე ძლივს-ძლიობით. თურმე შრეები ჰქონია შიგნით და აბა როგორ მოძვრებოდა ის პლასტმასი, ჩაღრმავებულ და ამოღრმავებულ ადგილებში იყო ჩამოსხმული, ანუ ამას ვგულისხმობთ, ვინც ამ თოფს შეიძენთ სამომავლოდ რომ იცოდეთ ადუღებული წყლით ვერ მოაშორებთ მაგ პლასტმასს.
https://radikal.ru
სხვათაშორის პლასტმასის გარეშე 32.3 მმ-ია ლულის სიგრძე.
ამჟამად თოფი ასე გამოიყურება.
https://radikal.ru
ჩვენი თანაფორუმელიდან განსაკუთრებით aleqsa-ს, NRG-ს და chicho -ს აინტერესებდა ამ თოფის მოდიფიკაციის შესახებ და აი ბიჭებო, მოკლედ დავიწყე...
ეხლა დროებით დაგემშვიდობებით, შემდეგ ნაბიჯამდე ცოტა დრო დამრჩა და გავაგრძელებ თემას...
ხ.მ.ე.ლ.ო
მომილოცავს!!! ძალიან დახვეწილი და კარგი მოდელია. იმედია გაგვიზიარებ რას უპირებ შემდგომში. რა ჯგუფს გაძლევდათ 50 მეტრზე?
ხ.მ.ე.ლ.ო
კიი ხმელო მაინტერესებს რას უპირებ და რა გამოვა?
ადრეც გითხარი მეც ძმიშვილს ვუყიდე დაბადების დღეზე საჩუქრად და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ძალა სიზუსტესთან მიმარტებაში. მე მაქსიმუმ 40მ. დე მაქვს გატესტილი და საკმაოდ ნორმალურ ჯგუფებს აკეტებდა (ზუსტი ზომა არმახსოვს) დიზანი ხომ მართლაც მშვენიერიაქვს, მეც ძალიან მომწონს ნატურალური კავკასიური კაკლის კონდახი...
და რათქმაუნდა ძალიან დაბალი ფასი!!! მე მაშინ 2 წლის უკან თუარვცდები სულ ახალში მაგნუმში 265ლ. გადავიხადე
მოკლეთ ველი შენს შემდეგ იდეებს და შედეგებს...
წარმატებები !!!
ხ.მ.ე.ლ.ო
დალოცვილო უკარინასი რომარ გეძებნა ნიტროს ხელოსნები აგერ ზესტაფონში მინჩანინი ამზადებს საკმაოდ კარგ მუშა ნიტროებს და კიდევ ჩვენმა თანაფორუმელმა ენერჯიმ აიტვისა ახლახანს მაგის ტექნოლოგია კიდევ
aleqsa
წლებია სოსოს ზამბარა მიდგას და ვირივით მუშაობს
ხ.მ.ე.ლ.ო
ძალიან მომწონს ეგ თოფი , ვფიქრობ რომ შევიძინო მაგრამ აი ეხლა გეტყვი რა მდგომარეობა მაქვს , ამჟამად ვფლობ ზდპ-ბიდან Hatsan 95, Hatsan X85 , Benjamin Prowler , Remington Genesis , Diana 54 Airking, Weihrauch HW97KT ,Haenel 311 ამ სამი უკანსკნელის გარდა ყველა აირის ზამბარაზე და მეშინია იმედები არ გამიცრუვდეს და არ ვთქვა რატომ ვიყიდე რათ მინდოდათქო
geojorjika
ხ.მ.ე.ლ.ო
ხ.მ.ე.ლ.ო
კი მაიტერესებდა მეც მომწონს ეს მოდელი კომპაქტურობის გამო, რა სიჩქარეები აქვს ხომ არ გაგიქრონია?
sekurifa
იცი რამდენია ხანია მურკას ვეძებ ნორმალურ მდგომარეობაში და ფასში მაგრამ არაა არსად
ხ.მ.ე.ლ.ო
http://www.radikal.ru
დღეს სასხლეთის დარბილებას შევეცადე, ფოტოზე თავისი ზამბარა შავი რომ არის ეგაა და ჩემი გაკეთებული თეთრი. როგორც ხედავთ საკმაოდ სქელი ზამბარა აქვს და ამიტომ იყო უხეში.
პირველი საფეხური დარბილებულია მეორემდე, მაგრამ მაინცდამაინც არ მომწონს, იქედან გამომდინარე, რომ ჩემი გაკეთებული ზამბარა ნორმაზე სუსტი მავთულისგანაა გაკეთებული. ვქექე, ვქექე და უკეთესი მავთული ვერსად ვიპოვე. თუ ჩამივარდა ხელში უკეთესი მავთული, სხვა დროს დავამზადებ უფრო კარგს
აბა გავაგრძელოთ თემაა...
დღეს ჩამომივიდა მოკლედ ვოდოს ჰაერის ზამბარა, ზამბარასთან ერთად ბარემ დახურული მანჟეტიც და ჰაერის გადამშვებიც (რომელიც ლულაში, ტყვიის ჩასადებთან ჯდება) ვიყიდე ვოდოსთან.
დახურულ მანჟეტს ის უპირატესობა აქვს რომ დგუშის რკინა აღარ ეჯახება ცილინდრს და ხმას იმდენად აღარ გამოსცემს და რაც მთავარია ჰაერს უფრო კარგად აგუბებს ვიდრე ღია მანჟეტი. იხ. ფოტოები, რომელზეც გამოსახულია ჰაერის ზამბარა, სპეციალურად მოჭრილი გაიკები ზამბარის ღერძის ჩასასმელად და დახურული მანჟეტი ჰაერის გადამშვებთან ერთად:
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
მოკლედ დავიწყე თოფის დაშლა და დავშალე კიდეც. დაშლილი თოფი ჰაერის ზამბარასთან და ჩვეულებრივ ზამბარასთან ერთად გამოიყურება შემდეგნაირად:
https://radikal.ru
როდესაც ვმარჩიელობდი დგუშში ჰაერის ზამბარის ჯოხი მომეხვედრებინა თუ ზამბარის ბალონი, ჩავხედე დგუშში და აღმოვაჩინე სასიამოვნო რამ, დგუშს ქარხნულად შიგნითვე აქვს ორმო მოჭრილი სპეციალურად, ალბად გათვალეს თუ დავუშვათ და მფლობელი ჰაერის ზამბარას თვითონ ჩააყენებს მოჭრილი იქნება უკვე ორმოვო. ამან ძალიან გამაკვირვა, თუმცა საკმაოდ სასიამოვნო იყო ჰატსანის ეს გათვლა. დგუშის ორმო გამოიყურებოდა ასე:
https://radikal.ru
იმის მიუხედავად რომ დგუშში ქარხნულად უკვე იყო გამზადებული ორმო, მაინც საპირისპირო მიმართულებით ჩავსვი ჰაერის ზამბარა, რადგან თოფს ჩვეულებრივ, აყუდებულ მდგომარეობაში შევინახავ ხოლმე და ლულით ქვემოთ ამოყირავება აღარ მომიწევს. რომ განვმარტოთ საერთოდ ეს რა შუაშია, გეტყვით, რომ ჰაერის ზამბარაში არსებული ზეთი უნდა მოხვდეს ღერძის მხარეს, რადგან გადატენვისას ავტომატურად მოხდეს ღერძის შეზეთვა ბალონის მიერ. თუ ზამბარას ამოტრიალებულს ჩავსვამდი, ეს ზეთი მოექცეოდა ბალონის თავში და არა ღერძის ძირში და შედეგად მომიწევდა თოფის ამოტრიალება და ისე შენახვა რომ ეს ზეთი ისევ ბალონის ღერძთან მოხვედრილიყო.
შემდეგ ეტაპზე, დგუშს მოვაძერი ძველი, ღია მანჟეტი და ზედ დავაგე ახალი, ზემოთ ხსენებული დახურული მანჟეტი, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად:
https://radikal.ru
https://radikal.ru
დგუსის გამზადების შემდეგ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ზემოთ რომ გაიკები ვახსენე, ფოტოზე 2 ცალი იყო ნაჩვენები. აქედან ერთ-ერთი მათგანი, რომელიც თქვენს თოფს შეესაბამება (გააჩნია, ქროსმანის თოფზე რომ შევცვალე ზამბარა, იქ მახსოვს მეორენაირი გაიკა დავაგე, ჰატსანს კი პირიქით, ისეთი გაიკა დაჭირდა რომელიც ფოტოებზეა დაფიქსირებული) უნდა დავსვათ ორმოების შესაბამისად ისე, როგორც თქვენი თოფის მიმმართველს დასჭირდება. იხილეთ ფოტოები:
https://radikal.ru
https://radikal.ru
შემდეგ შევკრიბოთ სამივე დეტალი ერთად და გამოვა შემდეგნაირი სურათი:
https://radikal.ru
ბარემ აქ ვიყავი და თოფს ასევე შევუცვალე, სასხლეტი მექანიზმის მარეგულირებელი ვინტი, რომელიც განსაზღვრავს მალე გამოიკრას სასხლეტი და მალევე გაისროლოს თოფმა თუ დააგვიანოს. საერთოდ არ ვიცი ამ ქარხნულ თოფებს რისთვის უკეთებენ ასეთ მოკლე მარეგულირებელ ვინტს, სრულიად უშედეგოა ქარხნული სარეგულირებელი ვინტები. ფოტოზე შავი მათგანი ქარხნულია, თეთრი და სიგრძეში მომატებული კი ჩემს მიერ გამზადებული:
https://radikal.ru
თოფს ასევე შევუცვალე ის ჰაერის გადამშვები რეზინი, რომელიც ზემოთ ვახსენე და რომელიც ქარხნულთან შედარებით უფრო მაღალი იყო. ეს უპირატესობაა, იქედან გამომგინარე რომ ლულის დაკეტვის შემდეგ, რეზინი უზრუნველყოფს უფრო მჭიდროდ მიებჟინოს ცილინდრის იმ ადგილს, საიდანაც დგუშის ჰაერი გამოდის და გარშემო არ გააპაროს. თოფმა კი გაისროლოს მინიმალური ჰაერის დანაკარგით.
ფოტოზე შავი რეზინი ქარხნულია, გამჭვირვალე კი ვოდოს დამზადებული.
https://radikal.ru
https://radikal.ru
ამ ძალიან დამღლელი საქმის შემდეგ, ავაწყვე თოფი, გადავტენე, გავისროლე და მინდა გითხრათ ნამდვილი სიამოვნება იყო.
ჩვეულებრივი ზამბარის ჰაერის ზამბარით ჩანაცვლებამ თოფს მიანიჭა შემდეგი პლიუსები:
1) საგრძნობლად შეუმცირდა უკუცება,
2) აშკარად მოემატა ძალა, იგივე ემალის კრუშკას ვესროლე, რომლისთვისაც ჩვეულებრივი ზამბარით მქონდა რამდენიმე ნასროლი გაკეთებული. გახვრეტით ვერც ადრე ხვრეტდა და ვერც ეხლა, იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ სქელი ემალის კრუშკაა, კომუნისტების დროინდელი, მაგრამ ამჯერად აშკარად 1-2 მილიმეტრით ღრმად შედის ტყვია.
3) შეუმცირდა დაქშიტინების მაგვარი ხმა, ფაქტობრივად გაუქრა.
4) ჯერ არ გამისინჯავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სიზუსტეც მოემატებოდა, ამას უფრო დაზუსტებით მაშინ გავიგებ, როდესაც გასატესტად გავიტან და შედეგებს ამავე თემაში განვიხილავ სამომავლოდ.
დახურული მაჟეტის პლიუსებია:
1)ჰაერის უკეთ დაგუბება და გასროლისას მაქსიმალურად მეტი ჰაერის ტყვიისთვის მიწოდება,
2) ხმის შემცირება გასროლისას დგუშის ცილინდრზე მიჯახების დროს.
ახალი ჰაერის გადამშვების პლიუსებია:
1) ჰაერის უკეთ დაგროვება-შენარჩუნება ტყვიასა და ცილინდრის იმ კედელს შორის, სადაც დგუშიდან გამომავალი ნახვრეტია გაკეთებული.
მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ეს გახლდათ ჩემი რიგით მეორე ტუნინგი ზამბარ-დგუშიანი პნევმატური თოფებისა, რომელიც კერძოდ გამოიხატება ჩვეულებრივი ზამბარის ამოღებასა და ბევრად უკეთესი და ეფექტური ჰაერის ზამბარით ჩანაცვლებაში.
ჩემი თოფი საბოლოოდ იმ ოპტიკიანად, რომელიც ცალკე თემაში მაქვს განხილული, გამოიყურება ასე:
https://radikal.ru
https://radikal.ru
ჩემი აზრით საკმაოდ ლამაზია ხო?
ალბად გაინტერესებთ სამომავლოდ კიდევ ვგეგმავ თუ არა რამეს. სიმართლე გითხრათ ლულაზე მინდოდა შრაუდერი გამეკეთებინა, ეს უფრო ლამაზს გახდის და ისედაც დაკარგულ ხმას კიდევ უფრო დაუკარგავს, მაგრამ არ ვიცი, ამაზე უნდა ვიფიქრო, იქიდან გამომდინარე, რომ ხმა მართლა აღარ აქვს თოფს და თან პლიუს ამას იმსისქე ლულა აქვს ქარხნულადვე ამ ჰატსანებს, რომ ვიზუალურად ისედაც უხდება და არაფერ გასქელებას არ საჭიროებს
დღეისათვის სულ ეს იყო...
ყოჩაღ , კარგია , ეგ ვადოს ზამბარა რამდენ ატმოზეა?
კარგია, წამატებები
ხ.მ.ე.ლ.ო
საწყენი არ იქნება ერთი ორი საკითხი რომ დაგიზუსტო ხო? შენს აირზამბარას ჰქვია "ვადო" ძაან დიდი მნიშვნელობა კი არ აქვს ამას მაგრამ მაინც, შენ რასაც გაიკას ეძახი ეგ არის ზამბარის შტოკის დამაცენტრებელი შეგიძლია შაიბა დაუძახო უფრო შეეფერება და რადგან შენი თოფის დგუშში უკვე არის ცენტრი გაკეთებული თუ შტოკით წინ ჩასვავ ზამბარას ეს მოყოლილი დამაცენტრებლები აღარ დაგჭირდება, შტოკით წინ და შტოკით უკან პოზიციებს აქვს განსხვავება ტყვიის სიჩქარეზე მაგალითად თუ უკან მოაქცევ შტოკს წინ მოქცეული აირზამბარის მსხვილი მხარე შეასრულებს დამამძიმებლის ფუნქციასაც და შეიძლება ტყვიის სიჩქარე გაზარდოს, შტოკის შეზეთვასთან დაკავშირებითაც დავწერ როდესაც თოფის შენახვას აპირებ 1 თვით და მეტი ხნით აი მაშინ არის აუცილებელი ზამბარა იყოს შტოკით დაბლა პოზიციაში რადგან მისი მანჟეტი იყოს მუდმივად ზეთში და არ გამოხმეს თუ გაშრება დაიწყებს ჰაერის გაპარებას და ზეთიც გამოყვება, ლულაზე ტყვიის ჩასადებთან რომ რეზინა შეცვალე მაგის გამოწერა და ყიდვები რათ გინდა ტყუილათ ფულს ყრი გაზის თეთრი შლანგები როა მეტრი 1ლარი ღირს ეგ მიდის ზუსტად დიამეტრში ჯერ ჩასვავ და ზედვე დააჭრი ზომაზე საკანცელარიო დანით ნახევარი მეტრი გეყოფა 10 წელი ალბათ ყოველკვირა რომ უცვალო.
ხ.მ.ე.ლ.ო
გილოცავ, მშვენიერი გამოვიდა, ვიზუალიც მართლა ძალიან მომწონს, ტოპ კლასის გერმენულ თოცებს წააგავს იერით
იმედია სიზუსტესიც გაგიმართლებს იმედებს და ველით შედეგებს, ეხლა შესაძლოა სულ სხვა ტყვია წაიღოს ვიდრე აქამდე ისროდი, ასერომ ახლიდან გატესტე სხვადასხვა ტყვიებზე რას იზავს?
აკაკი სწორედ ისეაქვს ჩასმული აირზამბარა როგორც შენ აღწერე, ტანით დგუშში, ანუ დამამძიმებლის ფუნქციასაც ასრულებს და თოფის ლულით ზევით დადების დროს ზეთიც სწორად იქნება შტოკის რეზენებზე.
aleqsa
ყველაზე ერთნაირად არ მაქვს ჩასმული, შტოკით უკან ვსვავ მხოლოდ დაბალი სიჩქარის თოფებში იჟებში და ესეთებში რომელთა სიჩქარე პირობითად 240 ზე დაბალია ხოლო ერთერთ ჰაცანში მიზის შტოკით წინ იმიტო რო აირზამბარა 160 ბარზეა და ტყვიის სიჩქარე 300 ზე ზევით ასეთ სიმძლავრეზე დამამძიმებელი რომ ქონდეს გასროლისას უსეთი უკუდარტყმა აქვს მხარს ტკენს და აირზამბარის მუღამიც იკარგება
ხ.მ.ე.ლ.ო
ხ.მ.ე.ლ.ო
აბა ისევ სალამით...
დღეს ვიყავი გასული გარეთ ჩემი ჰატსანის სიზუსტის შესამოწმებლად.
მივედი თუ არა მოვიწყვე სასროლეთი, ვისროდი ხეში სოლშერჭობილ და სოლზე ჩამოყრდნობილ, სკამზე მჯდომარე მდგომარეობაში. თუმცა არც ისეთი მოსახერხებელი იყო ასე სროლა მინდა ავღნიშნო. მაინც ქანაობს ხელი ასე თუ ისე. ამ საქმეს მაგიდა უნდა მაგიდა და იარაღის სამაგრი ან ბალიშები
ეს სასროლეთი მოკლედ...
https://radikal.ru
პირველად თოფის გატესტვა დავიწყე 20 მეტრის დინსტანციაზე, 5-გასროლა ერთ ჯერზე.
ცენტრი არის 10 თეთრიანის დიამეტრის მქონე.
საკმაოდ წყნარი ამინდი იყო დილით, როცა 20 მეტრის დინსტანციაზე ვისროდი.
ჩემი ოპტიკის ზუმია 3.5X10. ამ დინსტანციაზე ვისროდი 5-იანი ზუმით.
სამიზნე ფურცელი მიმაგრებული იყო ხეზე, აი აქ და ამ დინსტანციაზე:
https://radikal.ru
გავაკეთე რამდენიმე სატესტო გასროლა სანამ 20 მეტრზე ოპტიკას დავსვამდი ზუსტად ცენტრში.
რამდენიმე ტყვია ხან აქეთ ისროლა, ხან იქეთ. გარკვეული კლიკების შემდეგ ერთი ტყვია დავსვი ზუსტად ცენტრში. იხილეთ ფოტო:
https://radikal.ru
ამის შემდეგ კი მოვაცალე ეს ფურცელი და დავამაგრე ახალი ფურცელი.
ახალ ფურცელზე დავსვი ასეთი ჯგუფები, 20 მეტრზე:
https://radikal.ru
მგონი კარგი შედეგია ხომ? სოლზე ჩამოყრდნობილ მდგომარეობასთან მიმართებით მე მომწონს მაინც რავიცი თუმცა უკეთესსაც შეძლებდა თოფი, მე რომ შემეწყო ხელი
მოკლედ, ამ ჯგუფების შემდეგ გადავედი 50 მეტრის დინსტანციაზე.
არ მინდოდა დამეწერა, რადგან ვიფიქრე თანაფორუმელები იტყვიან ეხლა ეს სპეციალურად იმიზეზებსო, მაგრამ ნიავი მართლა ამოვარდა ცოტათი.
ზუმი გავზარდე 10-ამდე, რადგან ფურცელზე ცენტრს ვეღარ ვხედავდი. 10-იანი ზუმით დაჟე ნატყვიარსაც ვერ ვხედავდი 50 მეტრზე.
გამავალი ლინზის პარალაქსი გადავატრიალე თითქმის ბოლომდე და ახალი ფურცელი დავამაგრე ფოტოზე ნაჩვენებ ადგილას:
https://radikal.ru
ჰო მართლა, ეს კაცი აქ გავიცანი
https://radikal.ru
გავაკეთე 1 გასროლა და ნატყვიარი საერთოდ ვერ დავინახე 10 იან ზუმზე. დოლურებს არ შევხებივარ, ვისროდი 20 მეტრზე გასწორებული ოპტიკით.
გავაკეთე კიდევ 2 გასროლა და კიდევ ვერაფერს ვხედავ ვფიქრობდი ფურცელს საერთოდ სცდება თქო თუ რა ხდება?
ამ სამი გასროლის მერე დამაინტერესა და მივედი ფურცელთან და დავინახე რომ აი თურმე სად მოხვდა ეს 3 ტყვია
წითლად მონიშნულ ნატყვიარევს ჯერ არ მიაქციოთ ყურადღება.
ცოტა არ იყოს და გამეხარდა ხო იცით
https://radikal.ru
როდესაც უკან დავბრუნდი დანარჩენი 2 ტყვიის სასროლად, მეოთხე ტყვია მოვარტყი სურათზე წითლად ნაჩვენებ ადგილას.
არ ვიცი რის ბრალი იყო, იქამდე რო მივედი და უკან დავბრუნდი ცოტა გული ამიჩქარდა და ხელი ამიკანკალდა თუ იმ ნიავმა იმოქმედა ზემოთ რომ ავღნიშნე.
მოკლედ 5 ტყვია აღარ მისროლია, თავი დავანებე ეგრევე. ცოტა ვიფოტოსესიე თოფზე და წამოვედი.
ეს კი ფოტოსესიის სურათები :P
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
ეს რა შუაში იყო, მაგრამ წამოსვლისას კარგი ხედი გაიჩითა და ბარემ მივაკარტოჩკე
https://radikal.ru
თოფი ძაან ლამაზად გამოიყურება. ჩემი აზრით შედეგებიც კარგია. იმ მდგომარეობიდან როგორც თქვენ ისროდით კარგი შედეგებია. მემგონი თოფს მეტიც შეუძლია თუ მყარ მაგიდას მიუჯდებით . წარმატებები.
მიმოხილვაც საუკეთესოა. მადლობა
ხ.მ.ე.ლ.ო
მშვენიერია, რას ემდური?
ხ.მ.ე.ლ.ო
არა რაა, არ მინდა. ჯიები მირჩევნია ყველას. ტყულად უნდა ვისროლო ეგ ბარაკუდები. ჩემს წინა 4 თოფს ჯიესბი მოსწონდა და რაღა ამას მოეწონება ბრაკუდა. სზვებზე მაქვს ნაცადი ეგ ბარაკუდები და არ მოეწონათ. მოკლედ ტყუილად არ ვცდი რო არ მოგატყუოთ
დღეს იგივე ემალის კრუშკას ვესროლე წინა პოსტებში რო მაქვს ნახსენები და ამჯერად ღრმად შეღუნვის მაგივრად კედელი ბოლომდე რომ შეღუნა გაარღვია კიდეც. ალბად გუშინდელი გასვლის შემდეგ ზამბარა და დგუშიც მოჯდა, მოკალათდა თავის გემოზე და იფრო კარგად და დიდი ძალით ისვრის. თოფი ძალიან ძნელად იტენება.
აი ამხელა გაბარიტების მქონე თოფის კვალობაზე სუპერია რა
გუშინ წინ მე და სეკურიფამ ქრონში გავატარეთ ჩემი ჰატსანი და სტაბილურად 275-277 მეტრი წამში აჩვენა, ჯიესბის მძიმე 10.34 გრენიანი ტყვიებით
ხ.მ.ე.ლ.ო
მშვენიერი სიჩქარე ქონია, ჩემი და გიოს ვანტეჟი ქარხნული ნიტროთი 240-245 მ.წმ. ის ფარგლებში იყო მაგ წონის (0,67გ.) ტყვიებზე და რაც ჩემსაზე ნიტრო შევაბრუნე 250 ზე აწია.
ჯგუფზე რაშვრება?
ჯგუფეი ხო დავდე წინაზე? იმისერე აღარც გავსულცარ გარეთ თოფით
20 მეტრის დინსტანციაზე იყო ერთი ჯგუფი და მეორე 50 მეტრისა.
ხო, მეორე ცოტა არასრული იყო.
მაგრამ დაახლოებით კი ვიცი უკვე ამის შესაძლებლობები და რაღად მინდა ფურცელზე სროლა. ნადირობა მინდა ეხლა მე ნადირობა. სადმე მინდა წასვლა
გუშინ მტრედს ვესროლე ჩენი ჰატსანი 76 ან 80 მეტრი იყო. და თავში მოხვდა. 1 მილდოტით ზემოთ დამჭირდა აწევა, მემგონი 50 მეტრზე მაქვს გასწორებული პრიცელი, აღარ მახსოვს ზუსტად. ან 50 ან 20 მეტრზე და ამ დინსტანციაზე 1 მილდოტით მოითხოვა აწევა. ნეტავ ტანში მოხვედროდა, მაინტერესებდა როგორ დაზიანებას მიაღებინებდა მაგრამ ამ ბეჩავს არ გაუმართლა და პირდაპირ თავში მოხვდა
https://radikal.ru
ხ.მ.ე.ლ.ო
ესეც პირველი ნანადირევი, კიდევ ბევრი მოგენადიროს
მოკლედ ძალიან დამაინტერესა თქვენმა პროექტმა, ვიზუალითაც ძალიან მომწონს. როცა მოიცლით იქნებ ჯგუფებზე ისროლოთ 50 მეტრზე. სიჩქარე როგორც მახსოვს მძიმე ჯსბ-ით 265 აქვს.
მაინტერესებს ასევე გაზის ზამბარა რა დაგიჯდათ და სად შეიძინეთ?
კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ
275 აქვს. გაზის ზამბარის თაობაზე ამ თემაში უკვე მიწერია. უკრაინელ ოსტატს ვადოს დავამზადებინე.
დღეს შევნიშნე იგივე დინსტანციაზე (76-80მ) მტრედი იჯდა კოხტათ, აი ამ კორპუსის სახურავზე, ფოტოზე რომ ჩანს ცალკე მდგარი, სულ მაღლა და მარცხენა კუთხეში,
http://www.radikal.ru
გამოვიტანე უცებ ჩემი ჰატსანი, აივნის ბოლოში გავედი, ჩავიკუზე და რკინის მაგიდას ჩაოვაყრდენი თოფი, 1 მილდოტით მაღლა ავუწიე რადგან გამახსენდა რომ მე ბოლოს 20მ დინსტანციაზე მქონდა სამიზნე გასწორებული და გუშინაც 1 მილდოტით მაღლა ვესროლე, ჰო და პირველივე სროლაში მოვარტყი და ცოტათი გაფრინდასავით და მერე დაეშვა. ჩავედი უცებ დაბლა, ეს მტრედი სასიკვდილოდ არ დაჭრილა, უბოდიალია ცოტააქეთ იქით და ძლივს ვიპოვე. მოკლედ ფრთაში მოხვდა და ორგანიზმში შევიდა ტყვია, თუმცა მეორე მხარეს არ გამოსულა. მოკლედ სურათი ასეთია...
http://www.radikal.ru
ადრე რომ რემინგტონ სამიტი გადავაკეთე ნიტროზე, ის მხოლოდ ფრთას ხვრეტდა ზუსტად იგივე დნსტანციაზე, ეს კი ფრთას ხვრეტს და ორგანიზმში შედის. ანუ უფრო მეტი ძალა აქვს, ამ დინსტანციაზე ჩემი აზრით შესანიშნავია სიზუსტითაც და ძალითაც...
ხ.მ.ე.ლ.ო
შესანიშნავია მეგობარო, ბრავოოო
მოკლედ ძალიან მოვიხიბლე, თქვენი ზდპ აგრეგატით
ოპტიკის გარეშე გავყიდდი 500 ლარში. ოპტიკიანად 720 ში. კაპიკი ვერ დააკლდება
თავის ვორტექსის ბანძი ძამბარები როა იმაზე უკეთესი ზამბარა აქვს. ხარისხითაც და ძალითაც
პლიუს მანჟეტი აქვს შეცვლილი და დახურული უყრნია, პლიუს ჰაერის გადამშვებიც შეცვლილი მაქვს და უკეთესი უყენია.
სალამი მეგობრებო გამიტყდა ჰატსან 70 - სასხლეტი ‘‘კუროკი ‘’ , ხომ არ გაქვთ გასაყიდი ვინმეს ??
[img]http://https://wampi.ru/imagehttps://wampi.ru/image/RWJ7Q3q
https://wampi.ru/image/RWJ70IH
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services