მოკლედ რაღაც ინფოები მოვიძიე სურათების სახით ინტერნეტში, ძირითადად ეს არის AIRFORCE TALON-ია მოდერების კონსტრუქციები, მაგრამ თქვენც მაინცა და მაინც ტალონის ლულის კონსტრუქციას კი ნუ შეხედავთ შეხედეთ მოდერის კონსტრიუქციას რომ მისი მოქმედებისა თუ დამზადების პრინციპები გაიგოთ, მეორე საკითხია რამდენად მოახერხებთ გაკეთებას.
მაშ ასე დავიწყოთ
როგორც ხედავთ დიდი სირთულე მის წარმოებაში არაა, არც რაიმე სუპერ განსაკუთრებულია, მაგრა ლამაზადაც გამოიყურება და ეფექტურიც არის წესით და რიგით სახლის პირობებშიც შეიძLება გაკეთება თუ შესაბამის დეტალებს გამოჩარხავთ ან გამოაჩარხინებთ
ახლა მეორე ვარიანტი ვნახოთ.
იდეაშI ამ მერორეს მოდიფიკაციები უფრო იოლი გასაკეთებელია, მაგრამ მინუსი ამ სისტემას ის აქვს რომ ირგვლივ როგორც წესი სჭირდება რაიმე რბილი და ფაფუკი ნაჭრის შეამოკვრა, წინააღმდეგ შემთXვევაში ხმა აქვს ხოლმე. ნაშერი გარედან ეკვრის წითელი ფერის კონსტრუქციას, რომელიც საერთო გარსში ტავსდება და გარედან არანაირი ნაჭერი არ ჩანს.
ესენი ვიცი დაჟე რამოდენიმე ვარიანტებია კიდევ , მაგრამ საქმე ის არის ამის გაკეთება ნრმალური ტოკარი უნდა და ეგეთი სადმე გეგულებათ?
სახარატო ჩარხი გვჭირდება პატალა და მუსა
Gigabyte13
ja_ja
ოკეი დავყრი ეხლა , რაც შეეხება ჩარს არასოდეს არ მქონია ეგეთ ჩარხთან შეხება და უბრალოდ არ ვიცი როგორ უნდა გამოიყენო, ნუ კი მივხვები ლოგიკით მარა მასწავლებელიც საჭიროა, ისე კი ძლიან მინდა ერთი ჩარხი მარა მაგის დრო არ მაქვს ძლიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს ამ ბოლო დროს სახლში რომ მოვდივარ ეგრევე მეძინება
ა ბატონო რამდენიმე ვარიანტი კიდევ
მე მაქვს ჩაფიქრებული რამე მოდერის გაკეთება და ჯერ რამდენად გამომივა არ ვიცი ვფიქრობ როგორ გავაკეთო
დროა ეს თემა ცოტა გამოვაცოცხლოთ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე ერთი მოდერი გავაკეთე როგორც პირველი ეგზემპლარი არ ვემდური საკმაოდ ნორმალური გამოვიდა. ჩანაფიქრი და ნახაზები რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ქართული რეალობიდან გამომდინარე შედარებით მარტივი გავაკეტე.
ესეიგი ყველაფერი დაიწყო ელიავადან, ალუმინის ღერძი 25 სანტიმეტრიანი + კაპრონის ღერძი, გარკვეული ჩალიჩი 2-3 კვირის განმავლობაში და სამყაროს მოევლინა აი ასეთი შტუკა
ზომები სადღაც არის აი ასეთი:
ყველაზე განიერ ადგილში 22 მილიმეტრი, ლულის წამოსაცობ ადგილზე 16.5 მილიმეტრი მთლიანი სიგრძე სადღაც 21 სანტიმეტრი.
ნუ დალშე ალუმინის პრიალა ზედაპირი დისკოზე ცოტა არ იყოს ბანძად გამოიყურებოდა, ამიტომაც შეფერვა გადავწყვიტე, თან ჯა-ჯა-ს უნდოდა გაესინჯა თავისი ანოდირების შტუკა შესძლებდა თუ არა შეღებვას ჰოოოოდა....
ჰოოდა დავიწყეთ აი ასე:
პირველი ქიმიური სითხის შეხება...
ცოტაოდენ ღრუბელი და ნაზი მოფხანა
ძირითადი მილის შეღებვა მთლად ერთგვაროვნად არ გამოვიდა, ნუ თავიდან არ გამოვიდა, აიჭრა ყველანაირ ფერებში:
მერე მეორე ფენა, მესამე და რაცხას დაემსგავსა
და ბოლოს რაც არ უნდა საოცარი იყოს გაშავდა, თან საკმაოდ კარგად, მარა იასნია ქარხნული ანოდირება არ არის, თხელი ოქსიდის ფენაა
ჰო მართლა მოდერი ისე მაგრდება დისკოზე რომ წინა დასატენი კლაპნის პრობკა უპრობლემოდ იხსნება და მაგრდება, აგერ შეფერილი მოდერი შესაბამისი პრობკით სხვადასხვა პოზებში რომ დარწმუნდეთ ყველაფერი 5-იანზეა:
ნუ ბოლოს დისკო სრული ხედით, დატკბით და....
ნუ აღარ დავამთავრებ აზრებს
ჰო მართლა მთავარი .... ხმა... ნუუუუ ჯიგრულია, მარადიორს ვერ ეწევა სიჩუმით, მარა პრაქტიკულად იდენტურია იმ მოდერის ხმისა რომელიც ჯა_ჯა-ს დაეხრჩო ლისზე და ხელზე დარჩა მეორე ეგზემპლარი ბაზუკას. ნუ ბაზუკას ეგზემპლარს შეგვიძლია ერთერთი გასვლისას შევადაროთ. ვოოტ!!!!
მშვენიერია , გილოცავ , მეც მინდა მსგავსი რაღაცის გაკეთება და ვერ მოვაბი თავი რა
მშვენიაერია
ეს თემა "სიჩუმის სახელოსნო"-ში დასამატებელია
dawiti
შენ ცალკე ტემა გაგეხსნა არ ჯობდა?
ასე ვთქვათ პიონერი ხარ ამ საქმეში ჩვენთან
მოდერებზე აქ ვლაპარაკობდით და აქვე დავწერე თან აქ დაწერილი მქონდა უკვე რაღაცის გაკეთებას ვფიქრობ თქო და აი ბოლო ბოლო გავაკეთე
Jah
გილოცავ დავით, მშვიდობაში!
ეგრეა ხო, თან ადამიანის ყური სხვანაირად აღიქვამს იმ ხმაურს, ნებისმიერი მოწყობილობა კიდევ სხვანაირად აღიქვამს, ჩაიწერს და ჯამში დამახინჯებულ ხმაურს ვუსმენთ.
dawiti
მშვიდობაში მეც შენს კვალს დავადგები ეგრევე... ისე ცოტა უფრო დეტალურად რომ დაგეწერა კაი იქნებოდა... არა რა, ჯა_ჯასთან ახლოსაც ვერავინ მოხვალთ რეპორტების წერაში
პაწა კომენტარს მეც გავაკეთებ ამ მოდერზე, ხელში მეჭირა და გიჟი ქიმიკოსივით მე ვეჩალიჩებოდი მის შეღებვას.
1) შესაღებად მოსაფიქრებელი გვაქვს რაიმე, ანუ ახე ხელით ღებვა და წასმა მაგარი არაეფექტურია, ნუ პატარა დეტალებზე მოსულა, ან დაზიანებულიზედაპირის გასასწორებლად, მაგრამ ამხელა მასიურ დეტალს.....
მოკლედ ან რამდენიმე ქილაა ეს სითხე დასათრები და ერთ დიდი ავზშია ჩასასხმელი რომ დეტალი მთლიანად ჩადო ასე 15-20 წუთიანი პერერივებით 3-ჯერ, ან გამოსაწერი გვაქვს მე რომ დავდე ის დიდი ბალონი 1 გალონი მგონი 130$ ღირდა (სადღაც 5.5 ლიტრაა), მარა 1 გალონი მე არ მჭირდება და თანხაც პატარა არაა, ასე რომ მანდ კოოპერირება იქნება საჭირო
2) მოდერი ავწონე (მართალია ნაწილ ნაწილ, იმიტომ რომ ჩემს სასწორს 100 გრამზე მეტის აწონა ერთ ჯერზე არ შეუძლია) სულ მთლიანად იწონის 111-112 გრამს, მართალია კარბონს ვერ შეედრება, ის შOბელძაღლი სულ რაღაც 47 გრამს იწონიდა, მაგრამ არც თუ ისე მძიმეა, ნუ ლულას ყოველ შემთხვევაშI არ ხრიდა თავისი წონით ძირს. უბრალოდ ქანქარს დააწყებინებდა.
3) იმის გამო რომ ანქარი ლულას არ დაეწყო მოდერთანვე მეორე რვიანი დავუყენეთ, მე მქონდა და ჯერ ჩემს დისკოს არ ეშველა და დათკა მაინც გამოიყენებს.
4) მართალი რომ გითხრათ არ მომეწონა მოდერში ჩალაგებული დეტალები, არაეფექტურად მიმაჩნია, ადგილს ბევრს ხარჯავს და ჰაერისთვის სივრცეს არ ტოვებს, ანუ კამერები გამოდის ძალიან პატარა, მიუხედავად ამისა მაინც სერიოზულად კვეთავს ჰაერს, შედეგად მინიმალური ხმა, მოკლედ მე შიდა შტუკებზე ცოტას კიდევ წავიფიქრებდი და სხვა უფრო ეფექტურ ფორმას მოვიფიქრებდი
5) მეც მინდა ამდაგვარი რაღაც, ასე თუ ისე ოდესღაც ამ მეორე დისკოს ხომ დავადგავს საშველს, ჰოოოდა ეგეთი შტუკა მეც მინდა, თორემ უცხოური, რუსული, და უკრაინული მოდერები ყველა მოითხოვენ პრობკის მოხსნას წინა კლაპნიდან, ან ყოველი დატუმბვისას მოდერი უნდა მოხსნა გაუკეთო, მოკლედ არაეფექტურია, აქ კიდევ..... მოკლედ საკაიფო რაღაცაა.
ოხ ეს მონადირეები
გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ ...
მე მაგალითად რიპლის დიზაინის ფანი ვარ, და რასაც ვაკეთებ არასდროს არ დავაშავებ
პოლირებული ალუმინზე ლამაზი რა უნდა იყოს ტო
Jah
ანოდირებული ალუმინი
ძალიან მოუხდა დისკოს , კაი რაღაცაა
მაგ პატარა დეტალზე ბევრი დაიხარჯა ეგ გასაშავებელი სითხე? მე მინდა ლულის გაშავება ჩემ თოფზე და მაინტერესებს ერთი კოლოფი მეყოფა?
ochopintre
Jah
უკრაინლების ფორუმზე წერია, ვნახავ და ლინკს მოგცემ, მაგაზე წერდა zeonmaster-ი გეცოდინება შენ ეგ პერსონა.
მოკლედ დავძებნი და მოგცემ ლინკს, კაკრაზ რეზერვუარებზე იყო საუბარი, დურალის რეზიკები რომ იტუმბება ჰაერით კონდენსატი შედისო და მაღალი წნევის გამო კოროზია არისო.
ნუ რეზერვუარის არ ვიცი და მე დამამაჩემმა ბალკონზე დურალის სახურავი გავაკეთეთ, შიგნიდან ვხედავ წვიმის წვეთები სადაც იპარება თავისი ოქსიდი გაუჩნდა, ხოლო დარჩენილი კუსოკი ლისტები მიგდია გარაჟში, ამასწინათ კაკრაზ ჩასული ვიყავი და ერთი ლისტის ნაჭერი ეგდო ჩაღრმავებაში სადაც სიგრილე და სინესტეა (ვითომ კარტოფილის შესანახად გააკეთა მამაჩემმა და მერე ნაგვის ჩასაყრელი ადგილი გახდა), მოკლედ ყველა მხრიდან თეთრი ფხვნილი ჰქონდა გამოსული, ასე რომ ვიხრები იმ დასკვნისკენ რომ კოროზიას დურალი განიცდის. სადაც პროსტა სინესტეში დებით კოროზია დაეწყო, მაღალი წნევით მიტკლესილი წყლის გამო არაა გამორიცხული უფრო აქტიურად მიდიოდეს ეგ პროცესი.
თუმცა რავიცი ქიმიკოსი მე არ ვარ. ეს უკრაინლები ნამეტანი არიან ქიმიაშI გადასული, დაჟე გალვანურ წყვილებს განიხილავდნენ რომელი ლითონი რომელთან ერთად არ შეიძLება თორემ ერთერთი იჭმევაო, მგონი თუთია ნარევ ერთერთ მინადნობზე იყო საუბარი, თუთია იჭმევა და დურალს აძლევს თავის ელექტრონებს შედეგად დურალი აღდგენას იწყებს ხოლო თუთია ნარევი პრობლები უფრო აქტიურად იჭმევა და შეიძLება გაგძვრეს ერთ დღესო.
მანამდე ეგ ეფექტი გემებზე ვიცოდი სკოლაში რომ გვიკითხავდნენ ქიმიას, და ერთხელ ამქვს დისკავერიზე ნანახი, რკინას რომ ნაკლები კოროზია ჰქონდეს ტრიულში დიდ გალვანურ შენაერთს დებდნენ, არ მახსოავს რა იყო, ან მაგნიუმი ან ალუმინი, მოკლედ ყოველ წელს უნდა ახალი ბლოკიო თორემ იჭმევაო, ეფექტი შემდეგიაო, პროსტა მავრთულით გალვანური ერთეული გემის რკინის კორპუსთან იყო მიერთებული, რკინა იჟანგებაო, მაგრამ ელექტრონებს იმ გალვანური ერთეულიდან იღებს და თვითონ აღდგება ხოლო გალვანური ელემენტი ილევაო, რომ აჩვენეს გავშტერდი, ჟანგისგან დაჭმულ დაჩაჩანაკებულ რაღაც 1000 წლისწინანდელ დურაკობას გავდა, ახალი კი მასიური ლითონის ცილინდრი იყო.
მოკლედ როგორც ვხვდები მთლად იორი არაა ეს PCP , მარა იმასაც ამბობდნენ მაგალიტად რომ დირალზე რკინის პრობკები მოსულაო, ისევე როგორც დურალზე დურალიო, პროსტა ერთგვაროვან ლითონს შეწეპების უფრო დიდი ეფექტი აქვსო, მოკლედ მაგათთან თემებს რომ ვკითხულობდი თმები ყალყზე მიდგებოდა, ქიმიას სკოლის მერე არ გავკარებივარ და ასე სერიოზულად არ განმიხილია ყოველდღიურ საქმეებში, ესენი კი....
ოკ
http://airgun.org.ua/forum/viewtopic.php?f=15&t=10990
ახლა ხელახლა გადავიკითხე და აღმოჩნდა დურალი და ფოლადი საკმაოდ ცუდი ყოფილა გალვანური წყვილების პონტში.
ja_ja
მდაა საინტერესო ინფოა -_-
კარგია!, მეც მინდა მაგეთის გაკეთება ფანტომისათვის(ოდნავ მაინც გააჩუმებს), ოღონდ შაიბებით და პრუჟინით, მგონი ასე უფრო დიდი სივრცე ექნება კამერებს...
სადღაც წავაწყდი ადრე გალვანურ ცხრილს, ეწერა რა მეტალი რასთან რეაქციაში წარმოქმნის გალვანურ კოროზიას და რა არა.
ასე მაგალითად, სპილენძი და ალუმინი ერთად არ შეიძლება, ჭამენ ერთმანეთს.
სპილენძი, თითბერი (Brass), ნიკელი, ვერცხლი მოსულა ერთად, არ ჭამენ ერთმანეთსო.
ალუმინი და ნიკელიც არ ჭამენო ერთმანეთს...
მეც მინდა გავაკეთო მსგავსი და ეს ალუმინის მილი და ასე შემდეგ ელიავაზე იყიდე? როგორ ვიკითხო ან სად ვიპოვო იქნებ ამიხსნათ?
tsumbusha
დათკა დღეს ალბათ არ გაიჩითება, ნასვამი იქნება, მე ერთი პერიოდი ვათვალიერებდი ეგეთ რაღაცეებს ელიავაზე, ბოლოში არის ადგილები სადაც იყიდება ტრუბები და სხცადასხვა მასალები (გაყები ძირა რიგს დიდი ამტორები, ნასოსები და რაღაც საშინელი დიდი დეტალები რომაა იქ, მაგის ბოლოდან აყევი ზემოთ და დააკვირდი მარცხენა მხარეს), მოკლედ მანდ არის ბრინძაოს პროტოკები, ალუმინის პრუტოკები რკინა, არის მილებიც, მოკლედ ოხრად რაღაცაა, ოღონდ მარკა კაციშვილმა არ იცის
ჩარხიც მაქ და მუშაობითაც ვიცი ვინც აკეთებს ამ ყველაფერს, თუმცა ყველაფრის გაკეთება მაინც შეუძლებელია მანდ ძალიან დიდი სიზუსტეებია საჭირო. თუ ვინმეს ნახაზები და იდეები გაქვთ და უეჭველი გინდათ დეტალები გთხოვთ ცალკე თემა გახსნათ და წარმოადგინოთ თქვენი მონახაზები და ასევე დაწეროთ რამდენია თქვენი სასურველი ფასი. თუ მართლაც არის მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით გთხოვთ გახსნათ თემა, წარმოადგინოთ ნახაზები და მომწეროთ PM ლინკი სადაც ეს თემა იქნება.
GioMerge
მოდი ასე მოვილაპარაკოთ სხვას ნუ სთხოვ გახსნას თემა იმაზე თუ რისი გაკეთება შეგიძლია
ის თუ რა უნდათ ხალხს თემები არის. მთავარია ახლა შენ დაწერო რა დაზგა გაქვს დარა სიზუსტეებით შეგიძლია მუშოაბა. ზედაპირის დამუშავების სისუფთავე და ასე შემდეგ....
ნუ მიწყენ და ელიავას სტანოკების პონტი აქ არ წავა. გვინდა უფრო მაღალი სიზუსტე, მინიმუმ 0.05 მილიმეტრის სიზუსტით და ასევე ზედაპირის სუფთა დამუშავებით.
ასე რომ ჯობია გახსნა ახალი თემა შენთვითონ http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=21, მაგალითად დასახელებით
- ვასრულებ სახარატო სამუშაოებს
ჩამოწერე რა დაზგა გაქვს სიზუსტეები რა შეგიძლია უზრუნველყო და მიახლოებითი შესრულების ვადები, მაგალითად დღე 2 დღე და ასე შემდეგ....
შემდეგ მოგაწვდის შენს თემაში ხალხი სასურველ დაკვეთებს, შენ ეტყვი ფასს და წავა საქმე....
+100
crosman 1377-ზე გააკეთებთ და რა დაჯდება?
crosman 1377 გაქ?
მე არა... ბიძაშვილი ყიდულობს
ადმინისტრაცია: ბოდიში ოფებისთვის
მეც მინდა 1377-ისთვის მოდერი
nikola_migina
მირჩიეთ რამე გურუებო!!!! რა აჯობებს:
1. გავაკეთებინო მოდერი?
2. ვიყიდო ჰაჩიკას მოდერი და გაუკეთო გადამყვანი?
მე გურუ არ ვარ მაგრამ გირჩევდი რომ გააკეთებინო
კარგი, შემდეგი საკითხი: ამხელა ფორუმზე ერთი კაცი არ უნდა იყოს ისეთი, ვინც თვითონ თუ არა, მიმასწავლის მაინც იმას ვინც აკეთებს...
ტოკარი არ გააკეთებს?
რა იარაღისთვის გინდა? მე სადაც გავაკეთებინე იქ გაგგზავნი
60-70 ლარი დაგიჯდება
60 ლარად ჰაცანის ქარხნულ მოდერს დავითრევ + 10 ლარად გადამყვანს გამოვაჩარხინებ... აბა რა აზრი აქვს???
ეგ გლობალურად და ისე, დღეს ნამეტანი ხელები მექავებოდა და გავაკეთე მოდერი(იმისგან რაც სახლში მქონდა). აეროზოლის პატარა ბალონჩიკი+ბიგუდი+ჩვარი+ისოლე
აი თვითნაკეთი მოდერიც
http://pix.ge/
cat
და დამიზნებაში არ გიშლის ხელს?
სურათზე ისე ჩანს რომ სამიზნეს ფარავს...
ვა რა საკაიფოა პროსტა ეს სკოჩები აკურატულად რო გადაგეჭირა...
სამიზნემაც განიცადა მოდიფიცირება
შენ ალბათ ამას მალე პისიპიზე გადაიყვან
cat
და ეგეთი პაწუა აკეთებს საქმეს?
2 სექციიანია, და გასაკვირველად ახშობს ხმას ისე შემდგომში ეგეთივე პაწუკა მაგრამ "აკურატნი" უნდა გავაკეთო. ყველაზე დიდი პრობლემა ვფიქრობ იქნება ლულაზე რეზბიანი სამაგრი...
cat
თუ საიდუმლო არაა რამდენი დამუხტვის მერე ისვრი ხოლმე? მე 2-3 და 4 დამუხტვა რაიმე ხმის დისკომფორტს არ მიქმნის ხოლმე და მაინტერესებს რამდენზე აქვს შენთან ხმა.
მე მინიმუმ 12ჯერ ვმუხტავ, ხანდახან 15 ან 17. ამ ღია სამიზნეთი 25-30 მეტრაში ცოკას რკინის ქილას ვარტყავ
cat
და 10-ზე მეტად რომ რაკომენდირებული არაა? შენი საქმისა შენ უკეთ იცი, მარა თოფი შეიძლება დაასამარო....
მინდა გკითხოთ, მაქვს მოდერი რომელსაც არ ვემდური და ჩემთვის იდალურად მუშაობს. მოდერით სროლისას ტყვია ქვემოთ, ესე 3სმ-ით დაბლა ხვდება ვიდრე მოდერის გარეშე. სასროლი მანძილი 18მეტრი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა თუ უნდა ხელის შევლება
კი, ერთი და იგივე ჯგუფს აკეთებს, რასაც აკეთებს მოდერის გარეშე
მადლობა. მოდერით სროლა მართლა სასიამოვნოა, მარა ეს ჯგუფები მამწარებს. ეგეც გამოსწორდება იმედია
giga2010
მოდერის მუშაობა მომწონს და არც ტყვია არ ეხება გავლისას. ალბათ მაინც უმნიშვნელოდ ქაჩავს
giga2010
მანდ რამდენიმე ფაქტორი იქნება
1) წონა რაც ბიჭებმა აღნიშნეს
2) ჰაერის ნაკადის მოხსნა და შესაბამისი ტრაექტორიის ცვლილება.
მოგიყვან ასეთ მაგალIტს.... ნუ ეს ცეცხლსასროლს ეხება, მაგრამ საერთო პრინციპს დაგანახებს
მეფის რუსეთის არმიაში შეიარაღაბეზე იყო მოსინის ტრიოხ ლინეიკა, ანუ დღეისათვის ჩვეულებრივი მოსინის შაშხანა კალიბრით 7.62. არმიაში იმ დროს მიღებული იყო შემდეგი პრაქტიკა, თოფის მისროლა აუცილებლად უნდა მომხდარიყო მიერთებული შტიკ ნოჟით (ვერ გავიხსენე ქართულად რა ჭირი ჰქვია მაგას), მოკლედ დამტკიცებული ფაქტი იყო რომ შტიკით სულ სხვაგან მიდიოდა ტყვია და შტიკის გარეშე სულ სხვაგან, და რადგან მაშინდელ არმიებში ხელჩართულ ბრძოლაში და შეტევაში უმეტესად შტიკით მიდიოდნენ ითვლებოდა რომ პრისტრეკლაც შტიკით უნდა მომხდარიყო.
საქმე კი იყო იმაში რომ გასროლისას ტყვიის უკან მოყოლებული ჰაერის წნევა ეჯახებოდა შტიკს და რიკოშეტირებული ჰაერის ტალღა ეჯახებოდა ტყვიას, რის გამოც ტყვიას ტავისებული ტრაექტორია ჰქონდა, ხოლო შტიკის გარეშე ეგ ჰაერის ტალღა აღარ აწიუხებდა ტყვიას და მიფრინავდა სულ სხვა ტრაექტორიით
უმეტეს წილად იგივე ეხება ცოტა მოდიფიცირებული აზრით მოდერსაც. მოდერის პირდაპირი, ძირითადი დანიშნულება პნევმატიკაშI არის, ტყვიის უკან მომყოლი ჰაერის ნაკადის მოცილება რომ ტყვიას არაფერი არ უშლიდეს ხელს. შედეგად ჰაერის ნაკადში და ჰაერის ნაკადის გარეშე სულ სხვადასხვა ტრაექტორიით მიდის ტყვია. ხმის ამბავი მოდერებში მეორადი ეფექტია რაც ჩვენ მოგვწონს და უფრო ამ მეორესთან მიმართებაშI ასოცირდება მოდერის არსებობა, თუმცა სულ სხვა მიზნებისთვისაა მოდერი მოგონებული
აქვე ჩემს სავარაუდო აზრსაც დავძენ რომელიც შეიძლება აფსოლუტურად მცდარიც კი იყოს, იმიტომ რომ უბრალოდ მოსაზრებაა დაარანაირი პრაქტიკული დამადასტურებელი ფაქტი ხელთ არ გამაჩნია
ჩემის აზრით მოდერის გარეშე ტყვია როდესაც ლულას ტოვებს, მას ასევე უკნიდან მოყვება ჰაერის ტალღა, პირველი სანტიმეტრები და დეცინეტრები ტყვია ამ ნაკადთან ერთად მოძრაობს და ჩემის აზრით იქმნება რაღაც ისეთივე ეფექტი როგორც თვითმფრინავის ფრთის შემთხვევაში იქმნება. შედეგად ასევთქვათ ამფრენი, ანუ ზემოთ ამწევი ძალის ეფექტი ჩნდება ტყვიის ქვედა მხრიდან, , ანუ ვერ ვხსნი როგორ მაგრამ იმის მაგივრად რომ გრავიტაციმ ეგრევე ძირს დაქაჩოს, უკან არსებული ჰაერის წნევა ქვემოდან ტყვიას ეხმარება ცოტა აფრენაში, შედეგად ცოტა უფრო მაღალი ტრაექტორია გამოდის...
ნუ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და უმეტესწილად მოდერის გამოყენებისას ტყვია უფრო ქვემოთ მიდის, მაგრამ აქვე დავძენ რომ არის შემთXვევა როდესაც მოდერის გამოყენებისას ტყვია უფრო ზემოთ მიდის ხოლმე, ნუ მაგის ახსნა მე ჯერ არ მაქვს და ეს მეორე შემთXვევა ჩემს ზემოთ აღწერილ მოსაზრებას საერთოდ ანადგურებს
ასე რომ ხრენ ივო ზნაიტ რა მარა მოდერს ჰაერის მოკვეთის გამო აქვს ტარექტორიის შეცვლის ეფექტი
ja_ja
მადლობა. ისეთ ლამაზ პოსტებს წერთ, ერთი სიამოვნებაა. მარტო ცოდნა ხომ არ არის, გადმოცემის უნარი. მენანება ეს პოსტები, კარგი აირგანის ვებ ჯურნალი გამოგივიდოდათ
გამარჯობათ მეგობრებო, ვინმეს ხომ არ ქონია შეხება ამ ტიპის მოდერატორთან, რამდენ ამართლებს, ხომ არ იცით?
https://radikal.ru
https://radikal.ru
შეხება ეგეთთან არ მქონია და მე პირდად მიმაჩნია რომ ეგეთი დანაწევრებული შეიძლება კი მომხიბვლელად გამოიყურება რაღაც ტექნოლოგიურად რომ იშლება, ზომების გაყენება შეგიძLია და სხვა, მაგრამ რეალში, დიდი შანსია სწორი მიმრთულება ანუ ერთი წრტივი ღერძI არ გქონდეს, ან რაღაც პერიოდის შემდეგ, დაშლა აწყობის მერე, შეიძLება გადაიხაროს ღერძი...
რეალური ყველა მოდერი არის ერთი ძირითადი სილინდრი და შიგნით უკვე როგორი ფორმაც გინდა, მაგრამ არა ეგეთი დაშლადი მოწყობილობა....
ბიგუდებზე რა ნაჭერს ხმარობთ მეგობრებო?
თხელი ქეჩა მაქ ნახმარი და კარგია.
ნათესავმა მომცა,მანქანაზე ხმარობს მემგონი აბივკაზე.
მაქ თუ გინდა მოგცემ,კუკიაზე ვცხოვრობ.
კაი.
giga2010
giga2010
თხელი გუბკა კარგია ბიგუდებზე. ფერადი ქეჩაც კარგია უბრალოდ ნელნელა იპუწება და ძაფი გამოდის.
და ისე რეზინის კლაპანზე არ გიფიქრია?
მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის, გაიხარეთ
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services