მოოკლედ, სასიხარულო ამბავი მაქვს! ანოდირების ლაბორატორია ავამუშავე!
პირველადი ტესტი წარმატებით დასრულდა დღეს საღამოს. ესეც ტესტირების ამსახველი ვიდეო:
ტესტირებაში გამოყენებული იქნა კომპის კვების ბლოკი, მანქანის 55 ვატიანი ნათურა (ჰალოგენი), გრიგოლის მიერ მოცემული ამპერმეტრი (რისთვისაც დიდი მადლობა მას), სახლში ნაპოვნი ალუმინი მოქვაბო ელემენტი
გამტარ ხსნარად გამოვიყენე სუფრის მარილის წყალხსნარი.
როგორც ხედავთ, ე.წ. "დუღილის" პროცესი მიმდინარეობდა ხსნარში დენის გატარების შედეგად. + დუღილი იყო ძალიან მკვეთრად გამოხატული იმის გამო, რომ დენის ძალა 2.8 ამპერი იყო და ხსნარში მხლოდ მავთული იყო ჩაყოფილი. დუღილის პროცესის შედეგად ხსნარის ზედაპირი მთლიანად ქაფით/ნადებით დაიფარა, რაც ვიდეოშიც ჩანს.
მოკლედ, ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა, კმაყოფილი ვარ.
რაც შეეხება უკვე შემდეგ ეტაპს, უშუალოდ ალუმინის ანოდირებას, მაგასაც გავტესტავ რამდენიმე დღეში. ხვალ ცოტა რთული დღე მაქვს, ლაბორატორიის დახურვა მომიწევს, ზეგიდან განვაგრძობ.
მერე უკვე სწორი ხსნარით და ალუმინის დეტალით
Power_VANO
ვააა ვანოჯან მაგარია რაღაცაა, მალადეც!!!
აიტ მალადეც!!!!
Power_VANO
კარგია,მიაწექი ბოლომდე.
ja_ja
tengo
გმადლობთ, გმადლობთ
ნუ ხვალ ძალაუნებურად მუშაობის შეწყვეტა მიწევს და ზეგიდან გავაგრძელებ.
ხვალ შკურკებს დავითრევ, მარილებს და სოდებსაც ვიყიდი
ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩაღ
მალაძეც, კარგია
ვააა, კარგია, ყოცაღ.
განსკუთრებით background-ის ხმამ გაასწორა ჯაჯას დისკავერი ქონდა, შენ კოლუმბიური სერიალი
nihontoman
geojorjika
bazuka
ასევე თენქიუ.
ეს რას შვებით ვერ გავიგე. ზედაპირს მოაანოდირებთ მარა რათ გინდა თუ არ გაშავდა, მატოვი გახდება ეგაა გაშავყორნებასთან რა საერთო აქ.
რა საღებავი უნდა იცით ? იყიდება აქ ?
ყოჩაღი ხალხი მატულობს ამ ფორუმზე და დღითი დღე უფრო წინ მიიწევს ჩვენი ლამაზი ფორუმი. ღოჩაღ ვანიჩკას!
koknar
tengo
ბარემ იმ ხსნარშივე რო სეურიო არ იზამს? ანოდირების დროსვე
koknar
ja_ja
რა ყველაფერზე არას იძახი, არ შეგეძლო გეთქვა კი როგორ არა შეურიე
koknar
ვაა შენ რა უკუღმართი ხარ რუსულ პონტს აწვები ყველაფერი ერთად და ჩქარა
არ გამოდის ეგრე, სუფთა წყალში უნდა იყოს გახსნილი
რუსები რას აწვებიან არ ვიცი არ დავდივარ ტოჩკა რუ ზე. პროსტო ეგეთი აზრი გამიჩდა
koknar
bazuka
koknar
მაშინ ვოტ ვამ კოლორ და თქვენთვითონ ღებეთ ვააა
სწორს ამბობს ჯა_ჯა, ანოდირების პროცესში საღებავის შერევა არ შეიძლება, ჩაიშლება ანოდირება, რადგან მჟავების სტრუქტურა დაირღვევა.
ჰო, დღეს შკურკები მოვიტანე სახლში. ხვალ ვაპირებ უკვე ნამდვილი ალუმინის ანოდირების პროცესის ჩატარებას
Power_VANO
ესეიგი შავი საღებავიც გაქ. რა ქვია მაგ საღებავს
koknar
არა, ჯერ არ მაქვს. ანოდირება თუ წარმატებით ჩაივლის, ვიყიდი მაგ საღებავსაც. ტანსაცმლის საღებავიო, ჩვეულებრივი ტანსაცმლისო
როგორ გრიგოლმა დაწერა, რუსულად
როგორც შეგპირდით, უახლოეს დღეებში ანოდირება უკვე რეალურად ალუმინზე უნდა ჩამეტარებინა. პირობას ვასრულებ - ამ საღამოს ვაკეთებ ჩემი მოდერის გადამყვანის ანოდირებას.
უკვე დავიწყე ნაზავის დამზადება
საიტერესოა როგორ დამთავრდება ექსპერიმენტი
მართლაცდა რომ საინტერესოა
ჰოოო ველოდებით შედეგებს, ვანო არარ ხუმრობს!!!!!
ვანო, ვანო!!!!
მოოკლედ, მაგიური "ნაყენი" მზადაა, გადამყვანიც გავშკურკე, ახლა დეინფექციას ჩავუტარებ, ჩავკიდებ ქვაბში, მივცემ 2 ამპერს და სურათებსაც მოგაწვდით
ნერწყვები წამოიდააააა
გადავიღე სურათები, 2-3 წუთში დავყრი, დავაპატარავებ ახლა
და ვიდეოც:
სურათებისა და ვიდეოს ხარისხითვის ბოდიში, მობილითაა გადაღებული.
სამწუხაროდ წიღეს ჩემებმა ვიდეო კამერა რაიონში
არ ვიცი რამდენად აშკარად ჩანს ვიდეოში ანოდირების პროცესი, მაგრამ აქტიურად გამოიყობა გაზი, "მაგიური სითხის" მოძრაობასაც ხედავთ.
+ ეგ სითხე იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე, გაფილტრული. ჩვეულებრივი წყლისგან გარეგნულად არ განსხვავდებოდა. ძაბვის გატარებიდან რამდენიმე წამში მთელი ნაერთი ეგეთი მღვრიე გახდა
იცი რა ძალიან ჩაინიკურ კითხვას ვსვავ მაგრამ ინქებ ამიხსნათ რა სხვაობაა ანოდირებას, ვარანენიას, ე.წ. blued barrel-ი როგორია, ანუ იცი რა მინდა აი როგოც ჩემი გლუვი ფაუსტი არის დაფერილი მუქი შავი მეტალიკი , რომელიც ლურჯშI გადადის ეგეთი დაფერვა გავაკეთო და ეგ ამბავი როგორ იქნება?
geojorjika
ფოლატის ანოტირებას არ აკეთებსნ, აკეთებენ შენს მიერ ნახსენებ "ვარანენიეს" რომლის დროსაც ქიმიური დამუშავებისას წამოიქმნება დამცავი შრე.
ანუმინზე იგივე მეთოდი არ ჭრია, კი არის ცივი ქიმიური ნაერთები, ერთერთი ემც მაქვს, მაგრამ თხელ დამცავ ფენას იძლევა და იოლად გადადის, ანოდირების დროს, ხრება, ალუმინზე ოქსიდის შრის ზრდა, როგორც წესი მიკრობებზეა საუბარი, მაგრამ ეგ ოქსიდი საკმაოდ მედეგია, დაღე რეზვაზე არ ცვდება და გაქაწვრასაც უძლებს.
მერე ცალკე პროცესია შეღებვა, როდესაც მაგ ოქსიდის კრისტალებში სარებავი უნდა ჩაჯდეს. გეიგე ახლა განსხვავება!!!!
Power_VANO
ვანოჯან თვითნ დეტალი დო ი პოსლე ხომ არ გადაგიღია რაფრა გამოიყურება?
ja_ja
ნდააა გასაგებლარია , ძირს ალუმინი გაუმარჯოს ფოლადს
ja_ja
დო კი დამავიწყდა ამ დეინფექციებში, რომ ჩავაყუდე უკვე იმ ხსნარში, მაშინ გამახსენდა, რომ სურათი უნდა გადამეღო. ვიფიქრე, ბარემ გავუშვებ ძაბვას,მოვიტან მობილს და გადავუღებ მეთქი მაგრამ... სანამ წავედი და მოვედი, გამჭვირვალე ხსნარი უკვე სასტიკად მღვრიე იყო და შიგნით აღარ ჩანდა ჩვენი გადამყვანი.
რეალში დო იყო ისეთი როგორიც შენ დაამზადე, ერთადერთი, 600-იანი შკურკით გავშკურკე. სადღაც ხომ მიდევს მაგ გადამყვანის სურათები, ვიპოვნი და დავდებ აქაც.
აი პოსლეს სურათები იქნება ნამდვილად. ჯერ მეც არ ვიცი იმ ქვაბში რა ხდება და რა ფერია ახლა
ამჟამად პროცესი ისევ მიდის და ასეთი მდგომარეობაა:
სხვათა შორის, პროცესში რაღაც აირი გამოიყოფა, რომლის შემადგენლობაც ჯერჯერობით უცნობია ჩემთვის. ოდნავ შევისუნთქე და რომ ვთქვა, მესიამოვნა მეთქი, ნამდვილად არა
--------------
--------------
ანოდირების პროცესი იდეაში უნდა დასრულდეს სადღაც 12-ის 15 წუთისთვის
-------------------------------
ჰოოო, სულმა წამძლია, ამოვწიე ზემოთ და...
მუქი ნაცრისფერი გამოჩნდა, მართლია ზედ ოხრად ბუშტები ეფარებოდა, მაგრამ მგონი ისეთი ფერია, რომ ზედმეტად აღარ შევღებავ ცოოტაც და ყველაფეირ ბოლომდე გვეცოდინება, როცა ამოვიღებ, გავრეცხავ, გავასუფთავებ და საბოლოო სურათებს მოგართმევთ
Power_VANO
ვანიჩკა რამდენი ვოლტია ? და იქნებ ხსნარის შემადგენლობა დაწერო თუ საიდუმლო არ არის, ან რავიცი გინდა დაფარულში დაწერე ან თქვი არ დავწერთქო
ეგ გაზი წყალბადი უნდა იყოს, სუნი კიდე მარილების ალუმინთან ნაერთებს ექნებათ ისე დახურულ სივრცეში არ გირჩევ მაგ ხაშლამის ხარშვას თუ დაგროვდა მტრისას
koknar
ჰო, გადავხედე ახლა ჩემი ხსნარის ქიმიურ ფორმულებს და აშკარად წყალბადი უნდა იყოს, ღია მაქვს კარები და ვანიავებ ოთახს, მე მეორე ოთახში ვარ გამოსული, კომპთან
geojorjika
12 ვოლტია ზუსტად, კომპის კვების ბლოკიდან ვიღებ.
არა, რა საიდუმლო, როგორც ანოდირების მასალებში ეწერა, აქ რაც იდო და მეც დამატებით რაც დავსერჩე, ხსნარი მზადდება ასე:
9 წილი სოდიანი გაჯერებული წყალხსნარი + 1 წილი გაჯერებული მარილწყალი.
ესენი ერევა ერთმანეთში და მაგიური სითხეც მზადაა
ოღონდ გაფილტვრაა საჭირო, რომ ნარჩენები და გაუხსნელი სოდა და მარილი არ გაყვეს ხსნარში.
geojorjika
მაგაზე მთელი განხილვა იყო საიდუმლო არა მგონია გავცე, 12v 2-3a ხსნარი სუფრის მარილი და საჭმელი სოდა, ზოგი სოდის გარეშეც ადუღებს ეგ გემოვნებითაა. ერთი კონტაქტი ქვაბი მეორე ნაკეთობა და 15-20 წუთი დენი. ეგაა რა. და მგონი ტანსაცმლის საღებავი კიდე.
დასწრებაზეა პოსტები
koknar
ტანსაცმლის საღებავი რისთვის არის? ფერის მისაცემად?
geojorjika
ხო, ოღონდ ეგ ანოდირების პროცესში არ ერევა, ცალკე უნდა გაკეთდეს მერე, სურვილის შემთხვევაში. ანოდირების მერე, ტანსაცმლის საღებავით შეგიძლია უკვე ნებისმიერ ფერში გადაღებო დეტალი
50-60 გრადუსიან საღებავში უნდა აბანავო დეტალი სადღაც 20 წუთი.
Power_VANO
გაიხარე მადლობა ,ა რ ყოფილა ძნელი ისადა ვერ იზ საბოლოო სურათები?
geojorjika
მოოოიცა ჯერ არ მორჩენილა პროცესი.
1-1.5 საათი გრძელდება ანოდირებაო, იქ ეგრე ეწერა. ველოდები საათნახევარს, 20 წუთში გავა. ამოვიღებ, გავრეცხავ, გავაშრობ და სურათებსაც ჩაგახუტებთ
ჰო, ძნელი არაა, მაგრამ ძალიან შრომატევადი საქმეა. იმ ხსნარის მომზადებას დიდი დრო მიაქვს ძალიან, თითქმის ნახევარი საათი უნდა ურიო რომ მაქსიმალურად კარგად გაიხსნას წყალში.
მერე დეტალი უნდა დაშკურკო კარგად, მერე დეზინფექცია ჩაუტარო ცხიმებზე სარეცხი ფხვნილით/ აცეტონით/ სამედიცინო სპირტით. და მერე ისე უნდა ჩაშვა ქვაბში, რომ არ შეეხო თითებით
geojorjika
ანოდირების პროცესი ნამდვილად 1-1.5 საათი გრძელდება. მერე უკვე საღებავის დატანის პროცესი გრძელდება ~20 წუთი.
20 წუთში ნამდვილად არ ჰქონდა ნაცრისფერი მიღებული დეტალს, სურათები რომ დავდე აქ, ეგ იყო 15 წუთის შედეგი.
მოკლედ, აბაზანების მიღების შემდეგ, გადამყვანი გამოიყურებოდა ასე:
თეთრ ნადებს ხედავთ? მაგ სურათში კიდევ წყალი აქვს გადავლებული. უფრო სქელი ნადებს იკიდებს რეალში.
+ ხედავთ ალბათ მანდ მუქ შავ ფერსაც, რაც უფრო მოგწონთ
დიახ, დიახ, მაგ ნადების ქვემოთ ეგ იმალება. როგორია?
ცოტა ხანში ბოლომდე გავაცლი მაგ ნადებს და საბოლოო სურათებსაც დავდებ
არ ვიცი გასუფთავებული როგორი ქინება მაგრამ აი ამ ფორმაშI გულსამრევია , ძველი კკინის კრაოტის ნაჭერს ამგონებს
ეს - როგორ გამოიყურებოდა ბანაობამდე გადამყვანი:
სურათი აღებულია ja_ja-ს თემიდან, ჰატსანის მოდერის შესახებ.
აბა ახლა როგორია?
რეზბაზე ნადები კიდევ შერჩა, როგორც ხედავთ. ამ ნადების გაწმენდა საკმაოდ დამღლელი და რთული პროცედურა აღმოჩნდა.
"მარგანცოვკა" ნამდვილად ვერ აშორებს, საჭიროა რაიმე მყარი საგნით ხეხვა (მეტალის საგნით არა, სჯობს გამოიყენოთ კბილის საჩიჩქნი ჯოხები, ხის).
---------------
სურათებზე ცოტა უფრო მუქი ჩანს, რეალობაში არის მუქი ნაცრისფერი.
რაც შეეხება ზედაპირის ხარისხს. პირველი ანოდირების პროცესიდან საკმაოდ ბევრი ვისწავლე - შკურკაზე არ უნდა დაიზარო. თუ დეტალს კარგად გაშკურკული, ერთგვაროვანი ზედაპირი ექნება, ანოდირების შემდეგ ფერი იქნება აბსოლუტურად ერთგვაროვანი.
სადაც ცოტა დამეზარა შკურკის სმა, იქ ოდნავ ეტყობა "ხალტურა"
სადაც კარგი, ერთგვაროვანი ზედაპირი იყო, შედეგიც შესანიშნავია.
მოკლედ, პირველმა ანოდირებამ წარმატებით ჩაიარა
სამუშაომ წაიღო სრული 7 საათი და 20 წუთი.
მთელი ღამის გაშრობის მერე ოდნავ შეეცვალა, როგორც იტყვიან, "მოჯდა" ფერი.
აი ამწუთას გადაღებული სურათები, დღის სინათლეზე (აქ უკვე ფერი ისეთი ჩანს, როგორიც რეალშია):
ისე, რაღაც ლამაზი ფაქტურა კი დარჩა ზედ
ვააა... რაღაც სტრანნი სურათებია.....
წესით შავი არ უნდა ყოფილიყო, ღია ნაცრისფერი ფერი უნდა გამოსულიყო... იქნება და ზედმეტი იყო 1.5 საათი? ჯერ ეტაპობრივად იყო მაი საქმე გასაკეთებელი....
აშლკარად ყავისფერი და შავი არ უნდა გამოსულიყო დეტალი, რადგან ამოდირების მერე ალუმინს ღებავენ ლამის ცისარტყელლას ყველა ფერებში, მაგალიტად ღია ყვიღელი და მწვანე.... ნაკლებად სავარაუდოა რომ მაგ მუქი ფერი ღია ყვიღელ ცისფერ ან რაიმე ეგეთ ფერად შეიღემოს...
პლიუს არსად არავინ არ წერს რაიმე ნადების მოცლაზე....
ვააა მაგარი თავსატეხი გაიჩითა....
ja_ja
შეიძლება ხო, არ ვიცი. მაინც პირველი იყო და მაქსიმალური დრო ვაცადე. ცოტა უცნაური შედეგები კი გამოვიდა. თან ზემოდან გაკეთებული სოდის ქაფის გამო რა ხდებოდა ქვაბში, არ ჩანდა.
აი დღეს ლაივშიც გაჩვენებ როგორია, ფაქტურასავით აქვს მიღებული ნახატი და საკმაოდ მუქი ნაცრისფერია.
Power_VANO
აი ეს პროცედურები თუ გაქვს ჩატარებული:
При помощи густого раствора марганцовки и тампона деталь очищают от продуктов химической реакции. После этого деталь становится гладкой, как бы матово-полированной светло-серого цвета.
tengo
ბანაობამდე უფრო კაი ვიდზე იყო აშკარათ
tengo
მარგანცოვკა დარჩენილი მაქვს ძველი დროიდან და თავისთავად, ვაბანავე კიდევაც და გავწმინდე მარგანცოვკის ხსნარით, მაგრამ არ გასცირლდა. იმ ნადებს გადაფხეკა დასჭირდა.
იდეაში რაღაცები კიდევ მოვიძიე და ნაწილობრივ რაღაც ე.წ. Hard Anodizing გამოსულა
მოკლედ, ალუმინები კიდევ მაქვს საცდელად, ჯა_ჯა-მ გამომატანა დღეს, + სახლშიც მაქვს რაღაცები და გავაგრძელებ ცდებს.
Power_VANO
პოლარობა არ აგერიოს დეტალი პლიუსი უნდა აუცილებლათ. და კონცენტრაცია დააკელი ხსნარს. და ამპერაჟს როგორ არეგულირეფ რა იცი რო 2 ამპერი გადის დენი. რამე სარეგულირებელი აქ კვების ბლოკს ?
koknar
კვების ბლოკს რა დატვირთვასაც მისცემ, იმდენ დენიზ ძალას იძლევა - ვზომავ ამპერმეტრით.
პოლარობა სწორი იყო, დეტალზე +
მოკლედ, განვაგრძობ ცდებს და ვნახოთ რა შედეგებს მივიღებ.
რამე დეტალს მეც ვიპოვი და შემოგიერთდები, ეგრევე მოდერს არ ვეტაკები. მენანება . კვების წყარო და ქვაბი მეც მაქ.
Power_VANO
მარგანცოვკით წმენდა არაფერს გარგებს, დეზიმფექციას ხომ არ უკეთებ, ყველაზე კარგია, გაუცხომოვნებისთვის, ჯერ ზელიონკიანი საპრიალებლით (ტაჩილას ვგულისხმობ) გაპრიალდეს, და შემდეგ აცეტონით დამუშავდეს
Airgun
რამდენი ახალი კაცი გაიჩითება იმდენი ახალი ჭკუის დარიგება გაეძრობა
შეგიძლია რაიმე არგუმენტი მოიყვანო "ზელიონკის" სასარგებლოდ??, ვინ იყენებს შენ გამოგიყენებია თუ არა, ანოდირებისას რომელ სახლძღვანელოშია ნახსენები???
შეიძლება მე ჩამოვრჩი ან გამომრჩა რაიმე, მაგრამ ზელიონკით აპრიალებენ ხოლმე დეტალს ისიც ლატონის და ბრონზის დეტალებს, ცხიმის მოსაცილებლად რაღაც არ გამიგია მაგის გამოყენების სფერო.
ცხიმს როგორც წესი ან მარილმჟავის სუსტი ხსნარით აცილებენ ხოლმე, ან რაიმე სხვა სუსტი მჟავით ან ტუტით. მოკლედ სითხეა საჭირო რომ ყველა მხარეს კუთხეს მოედოს და მოაძროს, მყარი ნივთიერებით ეგ არ მოხდება.
ნუ ეს ყველაფერი ჩმა
ეს საქმე გაჩერდა? არაფერი შედეგი არ გამოვიდა ნორმალური ?
ეგ ორი ამპერი ცოტა ბევრი ხომ არ იყო მაგ ზომის დეტალისათვის ნეტა?მე არ ვიცი ზუსტად რა ზომისააა ეგ დეტალი მაგრამ ეგ მაქ წაკიტხული რომ 1კვადრატულ სანტიმეტრზე სჭირდება 10-20 მიკო ამპერი+ ამას დეტალი ქვაბის ძირიდან მაქსიმუმ 1 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული.და კიდევ ერთი შეიძლება გააკეთე კიდეც მაგრამ მაინც შეგეკითხები ეგ დეტალი ქვაბში მოთავსებამდე გაწმინდე აცეტონით მოკლედ ცხიმი მოაშორე?ეგ აუცილებელი იყო.
მგონი ეგ წიგნი დაგეხმარებათ ამ ამბავში აი ლინკი http://upload.ge/download.php?id=5A8B12715 აგერ კიდევ ამ წიგნის გამხსნელი რაგაცა http://upload.ge/download.php?id=ACA85B317
არა, არ გაჩერებულა საქმე რა თქმა უნდა. უბრალოდ უნივერსიტეტი დამეწყო და ცოტა ხანი მჭირდება რომ დავლაგდე და დრო გამოვყო თავისუფლად
ეგეთი რამე წერია ვიკიში, ანოდირება ტარდება მჟავა არეში აუცილებლათ, და გამოიყენება გოგირდმჟავის ხსნარი. დეტალი გამოდის გლუვ ზედაპირიანი დამცავი შრით, რომელიც მერე იღებება
აუცილებელი არააა ეგ ხსნარი სახლის პირობებში საკმარისია მარილისა და სოდის ხსნარიც კი.
ხომ, მოკლედ ხვალ "სმესს" დავამზადებ და საღამოს ანოდირებას გავაკეთებ ვნახოთ რა გამოვა. იმედია მივაღწევ სასურველ შედეგს.
Power_VANO
ველით ველით
გაუმარჯოს ვხედავ ბევრი გიწვალია მე საკმაო გამოცდილება მაქ მოოქროვება მოვერცხვლაში რადგან ოქომჭედლობა მესმის კარგად მამის დამსახურებაა მოოქროება იგივე პრინციპით ხდება ოგონდ არა ისე შენ რომ აკეთებ აი ამ ლინკს გადახედე თუ რამე კითხვა გექნება არ მოგერიდოს http://teletehnika.info/technology-tips/258-anodirovanie-i-okrashivanie-alyuminiya.html ოგოონ ფრთხილად კანთან არ მოგიხვდეს სასტიკი რამეა როგორც მანდ წერია ისე გააკეთე ტყვია აუცილებელია შეგიძლია საღებავი პირდაპირ ჩაასხა ელეკტროლიტში არაფერი მოხდება მაგრამ ჯერ ცოტა ცადე რიაქცია არ ქონდეს მაგრამ აი ტანსაცმლის საღებავი სად იყიდება არ ვიცი
masteroff
ანუ მჟავა აკუმულატორის ხსნარი უნდა ხო. როგორც გავიგე. სურათზე შედეგიანი ჩანს
ხო ოგონდ ახალი გამჭვირვალე უნდა იყოს მე ვაკეთებ ეხლა მაგრამ საღებავი არ მაქ სად იშოვება ხომ არ იცით ?
ხოო არ ვიცოდი შევხედავ როგორია ბევრნაირი არსებობს თურმე ჩვენ (анилиновый) გვინდა ქართულად როგორ ითარგმნება არ ვიცი.ხო კიდე თუ ვინმე აპირებს შინჯოს ფრთხილად იყოს საშინელებაა თუ კანზე მოგიხვდა და თვალში ხომ საერთოდ ასე რომ სიფრთხილე გამოიჩინეთ.უკვე ყველაფერი მზად მაქ საჭიროა მარტო ელეკტროლიტი და საღებავი შედეგებს მოგახსენებთ
ზედმეტი ტანჯვა წამების გარეშე კაი გამოხმაურება http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss?url=search-alias%3Daps&field-keywords=duplicolor ფაქტიურად ხრომია და არც თუ ისე ძვირია
ესაც ვიდეო
http://www.youtube.com/watch?v=n81Ccdyft8w&feature=channel
კარგია მაგრამ მაგის ტრანსპორტირება თვითმპრინავით აკტძალულია.
ეგ უკვე არ ვიცი ჩვეულებრივი ფოსტით არ შეიძლება?
masteroff
თუ ვინმე რამეს გაარკვევს არ დაავიწყდეს ინფო მე მაგრად მინდა და ლამის გამოვიწერე კიდეც
მოკლეთ ყველაფერი მზადაა და ველოდები შედეგს მართალია საღებავი ლურჯი ვიშოვე მაგრამ საცდელათ წავა
masteroff
მოკლეთ ყველაფერი წარმატებით მიდიოდა ანუ მასალა დამუშავდა ჩაიდო ელეკტროლიტში ითუხთუხა სადღაც 1 საათი ზედაპირი გახდა გლუვი ფორები გაიხსნა და დადგა შეღებვის დრო გუდვილში ვიყიდე დღეს რაღაც საღებავი გერმანულად ეწერე და ვერაფერი გავიგე მოკლეთ დიდი იმედით და მოთმინებით ჩავუშვი ამ სითხეში გავიდა 20წუთი და ერთი სიტყვით ჩემი ფეხები არ მიიკარა აქედან დასკვნა საღებავი არ იყო ის რაც ამ საქმისთვის არის საჭირო რადგან შემდეგ იმედ გაცრუებულმა ავდექი და გადავუსვი შავი ფეხსაცმლის მაზი დაველოდე ცოტახანი და გადავავლე მდუღარე და ოი საოცრება იმ ადგილზე სადაც გავათხაპნე გააშავა ანუ აქედან დასკვნა საჭიროა ნორმალური საღებავი როგორიც იმ სტატიაშია ნახსენები ეს მოდერი უკვე აღარ ვარგა ანუ შემდეგი დამუშავება აღარ შეიძლება მხოლოთ ერთხელ არის შესაძლებელი ასერომ ჯაჯას ვთხოვ რაიმე საცდელი ნიმუში კარგად დამუშავებული რომ მომცეს და ისევ ვცდი ოგონდ ჯერ საღებავი უნდა ნორმალური
masteroff
მე რო გავაკეთე უბრალო მარილხსნარი იყო და იმან გააშავა. ცოტ ა ზედაპირი გამოვიდა ხაოიანი, არ პრიალებდა და კუთხეები დამრგვალდა. მარა შავი იყო. საღებავი რაღაცა ძველი ვადაგასული ფხვნილი იყო. ნაჭრის შესაღები. ლინკი რო დადე ის ნამეტანი კარგი ხარისხისაა ნეტა როგორ გამოდის ეგრე
1 მარილი და სოდა არ ვარგა ხაოიანი გამოდის მარილი აკეთებს მაგ საქმეს უნდა ელეკტროლიტი 20% ყველაფერი გამოვიდოდა საღებავი რომ ყოფილიყო წესიერი
მოკლედ, გუდვილში იყიდება (ასევე ვიურტის მაღაზიაში) ვიურტის შავი ფერის "მატოვი" საღებავი, სპეციალურად მანქანებისთვისაა გათვლილი. იდეაში ანოდირებული ალუმინი მაგ საღებავს უპრობლემოდ მიიღებს. ღირს 14 გელა.
საახლაწლოდ მეც ვაპირებ მარილის და სოდის ხსნარებით ექსპერიმენტების გაგრძელებას. H2SO4-თან სახლის პირობებში მუშაობის სურვილი არ მაქვს ნამდვილად
masteroff
masteroff
ზედაპირი გაპრიალდა? რაღაცა შრე უნდა გაუჩნდეს, ოქსიდს წერენ მარა არაა ეგ ოქსიდი რაღაცა სულფიდია ალუმინის ჟანგბადის გარეშე არ იქმნება რა თქმაუნდა. სურათი დადე რა რამე კაი განათებული
Power_VANO
მარლით არ გამოვა კაი გაიმურებასავით და ეგაა, მეთალის სიპრიალე არ ექნება და გადადის კიდე მალე. იგი უნდა ნამეტანი საშიში და ბრაზიანი როა. ეგ მქონდა მე და მარილმჟავაც მქონდა კონცენტრირებული, არაფერი საშიში არაა თუ ხელი არ გაჰკარი და არ გადაიქციე. პაწა სიფრთხილე უყვარს და ეგაა
გეთანხმები აი კიდე ერთი სტატია და ცოტა სხვა გვარადაა შეცდომა დავუშვი დამავიწყდა რომ შოლაჩი არის კიდე საჭირო ან ნიშადურის სპირტი http://talks.guns.ru/forummessage/24/190980.html აი აი აი ვბერდები
masteroff
მაიცა ითუხთუხაო რომ წერს დუღდა ხსნარი თუ ქიმიურ რეაქციას გულისხმობდი თუხთუხში?
პლიუს რამდენადაც ვიცი საღებავის იმავე ხსნარში ჩაშვება არ შეიძLება, დეტალი უნდა ამოიღო გამდინარ წყალშI გარეცხოს პონტი გააჩალიჩO, იდეაშI პროსტა წყალი გადაავლო, და მერე მეორე ხსნარი გინდა, ჩვეულებრივი წყალი სადღაც 50-60 გრადუსამდე რომელშიც საღებავი უნდა იყოს გახსნილი. აი მაგ ხსნარში აგდებ დეტალს და ცდილობ 15-წუთიდან 1 საათის განმავლობაში იგივე ტემპერატურა შეინარჩუნო, ნუ ვის როგორ უნდა რა. და ბოლოს როდესაც თვლი რომ ფერი მიღებული საღებავიანი წყალი დუღილამდე უნდა მიიყვანო. მაგ დროს ალუმინის ოქსიდის ბადე იწყებს ამოქოლვას, ანუ ასევთქვათ აქაფებულ სტრუქტურაში რაც შევიდა საღებავი იმის ჩაკეტვა ხტება ბადის შიგნით.
შეგიძLია ბოლოში არ აადუღო ხსნარი, მაგრამ ყოველ წყალში მოხვედრაზე დეტალს ფერი გაუვა
ვააააა, დაჟე ვიკიპედიაში ვეძებე ეგ თქვენი ანოდირებული და ვერაფერი ვერ გავიგე რა ექსპერიმენტებს აკეთებთ მეც ამიხსენით რა. პნევმატიკასთან შეხება ააქვს?
ilariona
არასწორად ეძებ
მოძებნე: anodized aluminum, aluminum anodizing
ისე, მე თუ მკითხავთ, "ლატუნზე" უნდა გადავიდეთ დურალი ჩვენთან მაინც გაურკვეველი მარკისაა
მოკლეთ არსებობს კიდევ ერთი მეთოდი არ გამიბრაზდეთ ამის გადათარგმნა შეუძლებელია ჩემთვის ყოველ შემთხვევში
Окрашивание алюминия и его сплавов.
Вообще-то алюминий красят во все цвета радуги при помощи анодного окисления с одновременным введением в структуру оксидной пленки различных красителей, как неорганических - солей металлов, так и органических. Однако его можно почернить и без использования гальваники, чисто химическим методом.
Молибденовокислый аммоний - 10...20, хлористый аммоний - 5...15. Температура раствора - 90...100?С, время обработки - 2...10 мин.
Перед обработкой предварительно обезжиренную деталь необходимо протравить в растворе едкого натра (50 г/л) в течение 10 мин., чтобы удалить пленку оксида с ее поверхности. Хотя его и не видно, но он есть всегда. Не держите протравленную деталь на воздухе, вырастет новая оксидная пленка. Дальше все просто - помещаем деталь в кипящий раствор, ждем сколько надо, промываем деталь водой, сушим. Смазывать необязательно, ничего плохого с алюминием не случится.
Правда, тут есть один тонкий момент. Состав плохо работает с шероховатыми поверхностями, деталь должна быть отполирована.
Приложения.
1.Квалификации реактивов по чистоте (в порядке возрастания)
Т - технический
Ч - чистый
ЧДА - чистый для анализа
ХЧ - химически чистый
ОСЧ - особо чистый.
2. Где взять?
Чем богаты, как говорится...
Нитрат натрия (натриевая селитра) - садовые товары, удобрение.
Гидроксид натрия (Едкий натр, каустическая сода) - Хоз. маг., бытовая химия, средство "Крот" для прочистки забитых толчков. Посмотрите на пакет - продукт должен выглядеть как белые чешуйки, а в составе указан только гидроксид натрия.
Тиосульфат натрия - фиксаж для фотографий. По-моему нейтральный. Интересно, где-нибудь все еще продается?
Сульфат меди (медный купорос) - садовые товары, компонент т.н. Бордосской смеси (только смотрите, чтобы известь была отдельно)
Гидрокарбонат натрия (натрий двууглекислый, питьевая сода) Знамо где...
Аммиак, 10% водный раствор - аптеки.
Хлористый аммоний, ортофосфорная и соляные кислоты - магазины для радиолюбителей. Кстати там же хлорное железо.
Серная кислота - автозапчасти, аккумуляторный электролит.
Силикат натрия (жидкое стекло) - хозяйственные и канцелярские товары.
Литература.
Л.А.ЕРЛЫКИН
Информация к действию. Технологические советы. журнал "Сделай сам",
год не помню...
აბა ხიმიკი არის ვინმე საკმაოდ ეფეკტურია სურათები და დანარჩენი ინფო აი აქ http://talks.guns.ru/forummessage/24/67615.html
ხიმიკი კი არი მარა მაგ პრეპარატებს სანამ იშოვი ხელით მოხატავ მოდერსაც და თოფსაც. ის ძველი ჯობია რაღაც მარტივათ გამოდიოდა შედეგიც კარგი იყო
კიდევ ერთხელ ვშინჯე ცოტა მივაღებინე ფერი, არა აშკარათ საღებავის ბრალია ისე საკმაოდ ბზინავს და არანაირი ზედმეტი ხვრელები და გამონაყარი არააქ . თქვენ რაც საღევავი გამოიყენეთ სად იყიდეთ ან თუ გააქვთ კიდე დარჩენილი?
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
და ეგ ფერი რაც სურათებზეა არის ანოდირების შემდეგ დასმული ფერი თუ იმ საღებავში ბანაობის შემდეგ დასმული?
არა ანოდირების მერე ფერი არ შეუცვლია ეგ საღებავში ბანაობის შედეგად გამოვიდა პირველ სურათზე როგორიც არის ზუსტად ისეთივე დარჩა უბრალოდ ხაოიანი გახდა რაც ანოდირების შედეგია. და თუ ხედავ არ დუღს ისე როგორც შენთან სავარაუდოთ სითხის დოზები გადააჭარბე ან ამპერაჟი საერთოდ არ უნდა იდუღოს და სითხე არ უნდა გათბეს უკეთესია საერთოდ გააციო 0გრადუსამდე ან +5მაინც მარილს და სოდას რომ აზავებ ფაკტიურად იგივე ელკტროლიტს იღებ და გადაჭარბება ან პირიქით დაკლება იწვევს უკუ რიაქციას ელეკტრო ლიტი უნდა იყოს არცმეტი არც ნაკლები 20 % ნი .მოკლეთ ახლოს ვარ ძალიან და ამაში დამარწმუნა საკუთარმა მამამ ნუ ის გამოცდილი ხიმიკია და შევეკითხე ჯერ წარბი აწია მერეკი შეკითხვები დამისვა რათგინდაო ნუ არააქ მნიშვნელობა შეცდომა მითხარი თქო ან მასწავლე ნუ მოოქროვებაზეც ეგრე მაწუწუნა მეუბნება აი პრინციპი და შენთვითონ იჩალიჩეო ამაზეც იგივე სიტუაციაა არადა იცის გაკეთებულიცააქ ახალგაზრდობაში გატაცებული იყო ქიმიით და მუშაობდა კიდეც მაგ დარგში ერთადერთი მითხრა რომ ჩემსმიერ ანოდირებული ნივთი იყო გადამწვარი ანუ ზედმეტად მოუვიდა ნუ დენი ნორმალური იყო აი სითხე იყო 20% ნაცვლათ 12 % ნუ საქართველოში რომ წონაში არ მოგატყუონ ისე როგორ შეიძლება სულ ნებისმიერი ნივთის ანოდირება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 30წ 1საათი მეტი არ შეიძლება წვავს მერე და უჩნდება რაკოვინები ისაც მითხრა რომ ნებისმიერი საღებავი შეიძლება გამოიყენო ბუნებირივი არაბუნებრივი ხენდროც კი ნუ რასაც რაიმე ფერი აქ ოგონდ უნდა იყოს სქელი ანუ საღებავი წყალწყალა არ უნდა იხოს პირიქით რაც შეიძლება ბლანტი ნუ შედარებისთვის როგორც ზეთი არის კიდე ანოდირების მეორე მეთოდი როცა უკვე ელეკტრო ლიტში ამათებ საღებავს ოგონდ ეს უკვე თვითონ მეტალია ანუ თხევადი მეტალი ოქრო ვერცხლი ლატუნი და ასე შემდეგ ცდები გრძელდება და შედეგი აუცილებლად იქნება ხო კიდე ისაც მითხრა რომ სადღაცა აკეთებენო ანოდირებას ადრე ვასმოი პოლკში იყოო თუ იცით ეს კა ბე აი იქ და 31 წარხანაში გაკითხვა უნდა სადმე რამე შეცდომა თუ დავუშვი გრამატიკაში მაპატიეთ მაგარი დაღლილი ვარ
masteroff
ქიმიური მეთოდით რომ გეცადა არა? მე დრო არ მაქვს თორემ, ვაპირებ
ნებისმიერი ქიმიური ელემენტი რაც დაგჭირდება, დამიწერე, შემიძლია განგიმარტო რა რა არის და გითხრა სად შეიძლება იშოვო, ადრე ბავშვობაში ვერთობოდი ქიმიით
მეც ვიცი ქიმია უბრალოდ ზოგი რამე არ იშოვება ან მე არ ვიცი სად გამოვიყენებ შენს შემოთავაზებას ..
მოკლეთ მეგობლებოოოო ამწუთას ვცადე კიდევ ერთხელ დაააააააააააააა გამოვიდა დიახ არ მოგესმათ გამოვიდა სურათებს ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ
მოკლეთ დღეს საახალწლო ეიფორია სუფევდა ჩემს ოჯახში მთელი დღე გასული ვიყავი საყიდლებზე ხოდა საღამოს რომ მოვედი დაღლილმა შევეცადე კიდევ ერთხელ მომესინჯა მოდერი ვეღარ გავრისკე და რაღაც ბალვანკა ოდნავ გავშკულკე და ჩავუშვი შევაერთ ძაბვა და დავტოვე 30 წუთში შევამოწმე აღმოჩნდა რომ კვების ბლოკი დამწვარა ნუ ჩინური პადვალი მოვიხსენიე და დავიწყე ალტერნატივის მოძებნა ისევ შევაერთე და გავაჩერე 1 საათი კიდე მანამდე საღებავი გავათბე სადღაც 60 გრადუსამდე გვერდზე წყალი ავადუღე და ჩავუშვუ საღებავში 10წუთი სამწუხაროდ სურათები არ გადამიღია რადგან შედეგს არ ველოდი შემდეგში აუცილებლად გადავიღებ მოკლეთ ჩავაგდე ადუღებულ წყალში ვადუღე იქაც 10 წუთი ცოტა საღებავი გაუვიდა მაგრამ აი შედეგიც დავრჩი გაოცებული ეს არის დაუმუშავებელი აქვს რაკოვინები დამეზარა დამუშავება საშინელი ზედაპირი ქონდა და ამის და მიუხედავათ მაინც კაი გამოვიდა ქარხნულივით არის ცოტა უხარისხო სურათებია და ისე არ ჩანს როგორც რიალშია ვცადე გადაცლა საკმაოდ მაგარი ზედაპირი აქ. PS როგორც უკვე გითხარით დავრჩი კვების ბლოკის გარეშე ვინმეს ხომ არ გაქვთ ძველი რუსული ამპერის რეგულირებით რაიმე კვების ბლოკი და კიდე ჯაჯას ვთხოვ ნიმუშები კარგად დამუშავებული მე მხოლოთ ზილონკით გავაპრიალებ და იდეალური გამოვა
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ხო კიდე კოლორი ნებისმიერი შეიძლება უკვე დაჯე ხამელეონი პროსტა დასამუღამებელია აი ასეთი კვების ბლოკიმინდა http://radiomania1.narod.ru/Shems/Power_blok_0-15V_5A.html
masteroff
ჭკუამდე მიგიყვანია, ეგ გოგირდმჟავაა არა? და ალუმინი ზელიონკით არ პრიალდება კარგათ გაშკურკე და ეგაა
პირველი შედეგისთვის კარგია. თავიდან საღებავს რომ აბრალებდი ,ხომ არ შეგიცვლია?
პრიალდება ზილიონკა ვიგულისხმე პასტა და არა სითხე ასე ეძახიან ნებისმიერ ლითონს აპრიალებს შკურკა მაინც ხაზებს ტოვებს და მერე ჩანს .კი საღებავი შევცვალე და ააშკარად მაგის ბრალი იყო კაი კვების ბლოკი მინდა და შედეგი უკეთესი იქნება
masteroff
გილოცავ, კარგია(შედეგს ვგულისხმობ და არა სურათებს)!
masteroff
ყოჩაღ, ეს რუსული კვების ბლოკი რატომ მაინცდამაინც, ანუ რა აქვს ისეთი რაც ვთქვათ კარგი ხარისხის კბევის ბლოკს არ ექნება (არაჩინურს) ზუსტი ამპერაჟი და ვოლტაჟიც დაწერე და დეტალურად აღწერე პროცესი და შეიძლება მე გიშოვო რუსული ალტერნატივა
მე მაქვს ნანახი როგორ უკეთებენ ვარენენიეს სანადირო თოფის ლულას, თავიდან დამუშავება მიდის, ტაჩილაზე, რომელსაც უყენია მეტალის მავთულებისგან გაკეტებული რბილი ჩოთქი, ეს აცილებს ზედაპირულ ძველ ვარანენიას, და სქელ ოქსიდს, მერე პრიალდება "ზელიონკაში დასვრილი" შალის სქელი ნაჭრით, რომელიც ასევე ტაჩილაზეა მიმაგრებული, საბოლოოოდ ლულა ისე პრიალებს რომ ნაკლს ვერ უპოვი, მერე ამ ლულას დებენ 40 გრადუსამდე, შემთბარ აცეტონში, და ეგრევე დებენ აბაზანაში სადაც ანოდირება უდნა გაკეთდეს, ოქსიდის სუპერ თხელი ფენა რამდენიმე წუთში ასწრებს წარმოქმნას, რომელიც თვალით არ ჩანს, ამიტომ აცეტონის აბაზნის შემდეგ ეგრევე უნდა მოხდეს გადატანა და შედეგი იქნება ზეგამაოგნებელი
მოკლედ მე უეჭველი მოვაბამ თავს და ავაწყობ რამე საინტერესო სისტემას, ჯერ ქიმიური მეთოდით მინდა ვცადო, მერე ანოდირებას ვცდი
კიდევ ერთხელ რესპეკტი მონდომებისთვის, წარმატებას გისურვებ
ანოდირებაზე ხმას არ ამოვიღებ მარა ეგრეთ წოდებულ ვარანენიეზე იმდენი რამ მაქ რუსულ რესურსებზე წაკითხული და სიტყვაც არ მინახავს აცეტონი და ოქსიდიც ალბათ,მაგრამ საქმე იმაშია რომ ეგ მეთოდი ალუმინთან არ გამოდგება ალუმინი რკინა არაა და ასე ვთქვათ იმ მეთოდებით რა მეთოდებითაც არის რკინის გაშავება შესაძლებელი მგონი ალუმინის გაშავება შეუძლებელია,რკინის გაშავებას რა უნდა მეც ბევრჯერ გამიკეთებია კაცო მოაცილე ძველი რაც ადევს ლულას ნუ ვარანენიე თუ რა ქვია ქართულად არ ვიცი მერე მოაცილე ცხიმი მოამზადე ხსნარი ვანაში,ჩვენ ანუ ადამიანების დასაბან ვანაში არა რა თქმა უნდა ანუ იმხელა ვანაში სადაც ლულა ჩაეტევა.ყველაზე მარტივი ხსნარი არის რაც მე გამომიცდია ნატრიუმის სელიტრა და კაუსტიკური სოდა. ყველაფრმა პირველივე ექსპერიმენტზე კარგად ჩაირა,მაგრამ მე ერთსაც ვიტყვი ეგ თემა სულაც არ შეეხება ვარანენიეს არამედ შეეხება ანოდირებას ასე რომ ბოდიშს ვიხდი და ჩემს სიმთვრალეს დავაბრალებ დღეს კარგი დღე მქონდა და დავლიე კიდეც.
მდაა ხომ ვთქვი მესამე და სამართალი მეთქი
მოკლედ მალადეც! რაც შეეხება მასალას, ნუ რაღაც ალუმნის ნარჩენები კი მაქვს გავთლი და სატესტიტო გექნება. პროსტა როდის მოგაწვდი აღარ ვიცი ამ ახალ წლებზე რაცხა მეეჭვება, იქეთა შაბათ კვირას სამსახურში გრანდიოზული გადასახლება გვაქვს პლეხანოვიდან მიონში....
მოკლედ 3-4-ში სამსახურის მერე დავამუშაოვებ და ან გამოდი ან... ნუ მოკლედ რაღაცას მოვიფიქრებთ - მოკლედ შენ და ის ორშაბათს ჩემთან ამოხვალთ... თუმცა ის რაფერ ამოვა... (© ქვევრი) მოკლედ არ ვიცი , მომიპიემე რაცხას მოვიფიქრებთ
ისე მეც მაგრად გამიხარდა დილას მამიკოს ვებლატავე და მომიწონა კიდე ბევრი გაქ სასწავლიო მთავარია პრინციპი ნაპოვნია .მარტო ათხოდები მინდა ჯაჯა აბა რა რო მოისინჯოს სხვადასხვანაირად და ოპტიმალური მეთოდი შევიმუშაო ისე მიონში რა გინდათ თქვენც ქიმიკოსობას იწყებთ ერთისმხრივ კაია ახლოს იქნები ჩემთან სტანოკსაც ხომ არ გადმოიტან მნდეთ
masteroff
რათა კაცო ჯერ მიონი მერე კი ჩემსკენ მცხეთაში ისე აქაც გვაქ საქართველოს ბანკი და ხომ არ დაფიქრდებოდი ანდა უნდა ჩავაწვეთო შენს უფროსს
რამდენიმე დღის წინ ვცადე ლაბის ამოქმედება, მაგრამ დაუხურლ სივრცეში არ გამოვიდა, გარეთ კი ყინავს ამ ვიკენდზე ცოტა მზიანი ამინდებია მგონი და შევძლებ ხარშვას
რამე ახალი ხდება აქ?
აი ეს კარგი გამახსენე, ამ ვიკენდზე მგონი თბილისში ვარ და მოვხარშავ ალუმინებს ვნახოთ რა გამოვა.
რა ხდება წყალბადსაც ხომ არ გამოიმუშავებთ ?
ისა და წყალბადის გამომუშავება დავიწყე ბანკაში ჩაყოფილი მქონდა ალუმინის ხვეული მავთული ჩვეულებრივად მუშაობდა გამოიმუშავებდა წყალბადს და მივატოვე და ერთი თვის შემდეგ დავიწყე ჩავრთე მაგრამ რეაქცია არ იყო O_o რატომ? ახლა უჟანგავ ფოლადის ფურცლებით გამოვიმუშავებ უფრო უკეთესია
კვების ბლოკი მაქვს და შესაერთებელი არ მაქვს შტეფცელთან
zviigo
და რაში იყენებ მაგ წყალბადს?
gregory
აააა მე მეგონა შატლის რაკეტის ამაჩქარებლისთვის სჭირდებოდა საწვავად , ეგ არ იშოვება ეხლა და ....
თხევადი როგორ გამოვიმუშავო
ნუ აოფებთ თემას.
მე კიდევ ჩემი ჩინელი კვების ბლოკი გადამეწვა. გავამზადე სმესი, გავამზადე დეტალი, რაც ის ვშკურკე და ვაპრიალე
ჩავუშვი სმესში დეტალი, ჩავრთე ყველაფერი, დაიწყო "დუღილი". წავედი მეც გვერდით ოთახში. 5 წუთში გავედი და სადღაა დუღილი, კაპუტენ კვების ბლოკი
ვიშოვნი ამ დღეებში სხვა კვების ბლოკს და ხელახლა ავადუღებ.
აკუს დამტენი მაქვს მე
Power_VANO
რაში ადუღეფ, გოგირდმჟავა უნდა მგონი და რაღაცა სპეც საღებავი, გააქ ეგენი ?
geojorjika
gregory
ვიპოვნე უკვე 2 ცალი კომპის კვების ბლოკი სახლში. ერთი ცალი სულ ახალი ჩინელო მქონია
ამ დღეებში ავადუღებ ისევ.
koknar
მარტივად ვადუღებ, სოდიანი + მარილიანი გაჯერებული წყალხსნარები და ეგაა. არ ვღებავ.
Power_VANO
შენადა მე კი დავუკვეთე მაგრამ მაინც იქნებ ესეთი გქონდეს სახლშჳ სანამ ჩემი ჩამოვა
დღეს კაკრაზ მშრალ ხიდზე ვათვალიერებდი მარა არავის არ ჰქონდა ბეეე
ja_ja
შენ თუ პატიოსანი კაცი ხარ მშრალ ხიდზე რა გინდოდა ?
geojorjika
ვშრებოდი
Power_VANO
რო ადუღეფ და არ ღებავ რა მურამია, გამუქდება ცოტა ზედაპირი აღარ იქნება პრიალა და ეგაა, არაფერი ისეთი მაგდენ ჩალიჩათ ღირდეს.
ანოდირებული ზედაპირის მურამი ისაა რო ფერი დაადო რაც გინდა და ზედაპირი პრიალა რჩება, ალუმინის სულფატით იფარება და საღებავიც შიგნით რჩება. მაგარ ვიდზე დგება.
ja_ja
თუ ასველებდი ???
მორჩით ეხლა ამ თემის გაოფებას თორე აგკიდებთ 1-1 კვირიან ბანებს, და იქნებით დაბანულები და ერთად გაშრებით მშრალ ხიდზე
geojorjika
ეგეთი კონექტორები გინდა? მაქვს როგორ არ მაქვს, კვების ბლოკს მაგის მეტი რა აქვს ზედ
რომელი გინდა, მარჯვენა თუ მარცხენა, კვადრატული?
koknar
მაგდენი მეზარება ეგ კი არა, ჩემი სისადმინური გრაფიკით აგერ უბრალო ანოდირებისთვის ვერ ვიცლი ნორმალურად.
Power_VANO
კიი მინდა იბეიზე გამოვიწერე და ჯერ ტრეკინგი არ მოუციათ ეგ როდის ჩამოვა
geojorjika
ჰოდა მოიტა ინფო რომელი გინდა, რამდენი გინდა და წაიღე
Power_VANO
Power_VANO
კაროჩე P4-ის დედიკოსთვის რომ დამატებით 4 პინიანი კვებაა საჭირო ეგ უნდა რა... ნუ პროცესორს რომ მიეწოდება დამატებითი კვება 4 თავიანი კონექტორით. კვებას რომელიც მე მივეცი არ აქვს ეგ კონექტორი და უნდა რაიმე სტანდარტული ვთქვათ IDE კვებიდან რომ მიაკონვერტიროს რა... ძაბვა და რამე იგივეა პროსტა IDE-ს 4 კონექტორიანიდან უნდა გადადიოდეს თავის ფორმა დედაპლატაზე შესაერთებელ 4 პინიან თავაკზე.
ანუ IDE დედალი და P4 -ის 4 წვერიანი მამალი
ja_ja
Power_VANO
სად ხარ შენ მითხარი და გამოგივლი
geojorjika
საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩიტაძის ქუჩაზე. ხვალ წამოვიღებ მაგ კონექტორებს და როცა გინდა გამოიარე, მთელი დღე აქ ვარ
ja_ja
როდის უნდა წაიღო ჩემი მოდერი ექსპერიმენტებზე ჰა?
თუ მაინც და მაინც სახლში უნდა მოგართვა ჰა?
გამარჯობა მეგობრებო, ამ თემას მივუნათესავე ჩემი კითხვა და შესაბამისად ახალი თემის გახსნას მოვერიდე
დეტალების ოქროსფრად შეღებვა სად ხდება ხომ ვერ მიმასწავლით? მაგალითად ეს ფოტო, ეს იღებება თუ ანოდირებით კეთდება ? და თბილისში თუ აკეთებს ვინმე?
http://radikal.ru
gela
მოქრომვა იქნება, ქრომის რაღაცა მარილია და იმაში დებენ და ელექტრო ლიზით იფარება ქრომით დეტალი.
ოქროსფერი არ გამიგია. ეგ სავარაუდოთ ლატუნია და ლატუნით ეგრე დაფარვა რთული იქნება.
რა მასალაა ეგ დეტალები ?
koknar
ინტერნეტში ბევრი ძრომიალის შემდეგ მივაგენი http://realchrome.ge/ , შეიძლება გამოგადგეთ ვინმეს,
gela
ეგ მოქრომვის იმიტაცია, ანუ გრუნტი ქრომის საღებავი და ლაქი. აი მანქანის მოდელებს რო ქრომის შიტოკები ქონდა ეგ პონტია. მარა შეიძლება გამოდგეს რაღაცა საქმეებში
koknar
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services