მოკლედ რაცხას ვმახინატორობ და ჩემებურ სასხლეტ მექანიზმს ვაკეთებ...
გამოსაკრავი კაკვი დიდად არ მადარდებს, მაგრამ თვითონ შეპტალო და დამჭერი მექანიზმები ოოოო...
მოკელდ ვის რა იდეები გაქვთ, მჭირდება ისეთი მასალა რომელიც შემიძლია ჯერ გავაცხელო და გადავიყვანო რბილ ფორმაში, დავამუშაო, დავხვრიტო, შედმეგ კი გამოწრთობა რომ შეიძლებოდეს, სტანდარტული გაცხელება და წყალში ჩაგდების გამოყენებით.
თავიდანვე მინდა გთხოვოთ რომ ქლიბები არ შემომთავაზოთ. სქელი ქლიბები მაგ საქმისთვის არ გამოდგება, თხელებს კიდევ გარე ზედაპირი აქვს ნაწრთობი და დანარჩენი თუ გააშლიფოვკე არის რა...
მოკლედ ქლიბის გარდა ვინმემ რა მასალა იცით რომლისგანაც შეიძლება სასხლეტის დეტალები გააკეთოს კაცმა შემდეგ გამოაწრთოს და.....
რისორი წავა ???
ja_ja
ქლიბი აიღე ჯაჯ , გააცხელე და დადე თავსით რომ გაცივდეს და მოეშვას, 3-4 ჯერ ქენი ეგრე და მაგით გააკეთე , მერე ისევ აწრთე
geojorjika
შენა კითხვა იცი?
doctor
მამენტ კი, მაგრამ დიდია ეგ შობელძაღლი და სქელიცაა.. მექნიზმის დეტალების სისქე სტანდარტულად 3-4 მილიმეტრია, რეზორი კი....
ja_ja
ჰოო აშკარად ბევრი მომივიდა
კინის საჭელი ხერხები რომ არის ეგ არ გამოდგება? მემგონი ხის დიდ მორებსაც რომ ხერხავენ ეგეც ფოლადია , ასევე ქვის სახერხიც
geojorjika
შენ ასეთებზე იძახი? თუ რაიმე სხვას გულისხმობ?
ja_ja
შეიძლება ცოტა ჩერეზ ჟოპუ გამომდის და ალბათ უკვე იფიქრე ამაზე, მარამაინც - შეგიძლია ნებისმიერი მარკის ფოლადის პატარა ფენები შესაბამისი ზომების გამოიწერო ამერიკიდან საკმაოდ მისაღებ ფასებში.... თუ იაფად და სწრაფად გინდა, მიაკითხე ჯართის გადამამუშავებელ პუნქტებს და რამე იქნება საშენო
ja_ja
კი ეგეთებზე ვამბობ , არის უფრო ატარები ეგენი , ელიავაზე შემხვდა ერთი 2 კვირის წინ, მატორები და რაღაც ეგეთი ხარახუა სადაც იყიდება რიგებში მანდ , ფასი არ მიკითხავს არ ვიცი
ja_ja
geojorjika
იდეა კარგი იყო მაგრამ ჩაიფუშა
გამახსენდა რომ სახლში რემონტის მერე დამრჩა ეგეთი დისკები
გამოვქექე და ვიპოვე 2 ცალი, 200 და 250 მილიმეტრიანი, ნუ მეტლახის საჭრელად იყენებდა ხელოსანი. მოკელდ ცუდი ისაა რომ ჯერესერთი ფოლადის შემადგენლობა ხრენ ივო ზნაიტ, ვაბშე არის თუ არა, ნუ მეთქი მაგას ექსპერიმენტული გზით გავიგებთქვა, მაგრამ აი სისქემ მოკლა მთელი იდეა
დიდი და სქელი რომ ვიყიდო ძვირი გამოვა, ესენი ჯდებოდა 15-20 ლარი თითო და დიდები ალბათ ვააბშე... ტაკ ჩტო რაიმე სხვა იდეაა საჭირო
tengo
ქლიბი დავწერე არ მინდა მეთქი
ნუ მაკრატელი კაი იდეაა, მაგრამ ეგ სად ვითრიო
ja_ja
სქელი პაბედიტისთავიანი ხერხის პირი მაქვს
ქლიბი კიდე სულ არ არის ცუდი ვარიანტი
როგორც წესი უ10 უ13ისგან აკეთებენ ქლიბებს
საერთოდ ინსტრუმენტებისთვის ნახშირბადოვან მეტალს ხმარობენ,მთავარია როგორ კალენიეს მისცემ
TAMPLIER
ახლა რა ქლიბებიც იყიდება ძირითადად ჩინური და უკრაინულია, ტექნოპროცესი არცერთში არაა დაცული, უბრალოდ ზედა ნაწილი არის ცემენტირებული ისიც ისეთი გაკეთებულია რომ ნაწილი კბინები სძვრება
ხის დასამუშავებლად რაშპილი ვიყიდე და 2 საათი მუშაობის მერე აღმოვაჩინე რომ ლამის გაპრიალებული რკინა მეჭირა ხელში მე კიდევ მიკვირდა ბოლოს რატომ ვეღარ ფრცქვნიდა ხეს...ვაბრალებდი იმას რომ სქორი ზედაპირი გახდა და შეხების ადგილი მეტი აქვს, მეთქი, თურმე სადა ხარ
ძველებული და აბა კაი ქლიბი და ასე შედმეგ მაგის ძებნა... პლიუს რომც იყოს, მაგას ზედა ფენა უნდა ავაძრო, აფსოლუტურად სქორ ზედაპირს ვერ მივიღებ.. ერთია გაასუფთაო ნადებისგან ზედაპირი, მეორეა აათალო იმდენი რომ კბილები არ დარჩეს, თორემ მაი კბილებით ამოჩიჩქმის ყველაფერს
კაროჩე ზარარტუსტრას ხათრით და რელიგიური შეხედულებებით ქლიბზე საბოლოოდ ვთქვი უარი
ბლინ ამერიკელები ვააბშე ურიკინებენ, ხარისხიანი ინსტრუმენტალური ფოლადი, მაღალი ცვეთაგამძლეობით, კოშმარული ფასი ღირს თხელი პალასა 3 მილიმეტრიანი სისქის 19 მილიმეტრზე სიმაღლის და 45 სანტიმეტრიანი სიგრძის 26$ ღირს... სულ გარეკეს ბლინ? სპილენძია თუ რკინა!
ja_ja
ნუ ინსტრუმენტალური ფოლადი კარგია, მაგრამ გააჩნია კონკრეტულ მარკას. მაგალითად 9260 ან 5160 (ორივე რესორებში გამოიყენება როგორც ვიცი, ასევე დანებში, ხმლებში და რავი კიდე რაში არა) შედარებით იაფია და ასე თუ ისე ნაკლებად ჟანგვადი ვიდრე უბრალოდ ნახშირბადიანი ფოლადი, როგორიც მაგალითად 1095-ია. იდეაში ეს ორი იაფი უნდა ღირდეს, ყოველ შემთხვევაში პატარა ზოლი 26 დოლარი არ ეღირება.... ერთია ოღონდ, ეს ორივე რაც ვთქვი, არის ზამბარისებური თვისებების ფოლადი და მეტად ელასტიური ვიდრე ვთქვათ იგივე 1095. ზეთში იწრთობა და მოშვების შემდეგ როკველით 50-55 იქნება სიმყარე. მგონი "სასხლეტისათვის" იდეალური მაჩვენებელია, არც რბილია რომ დეფორმირდეს და არც ძალიან სალია რომ გატყდეს...
ხო მართლა "სერიოზული" ინსტრუმენტალური ფოლადები (M4 ან მაგალიტად 440V) ძალიან ძვირებიც არის, მაღალ ჩვეთაგამზლეობის ფოლადები ხშირად საკმაოდ რთული შემადგენლობისაა და თერმული და აბრაზიული დამუშავება ძნელია. შენს შემთხვევაში მგონი გაგიძნელდება სპეციალური დანადგარების გარეშე თერმული დამუშავების ჩატარება, ამიტომ ისევ მამაპაპური რესორები (იგივე 9260 ან 5160) იქნება უკეთესი
nihontoman
ერთი ეს გამაგაბინეთ, რო წერენ აქ რო ჯერ მოუშვი ფოლადი მერე ისევ აწრთე და გაამყარე, ეგ როგორ ხდება სახლის პირობებში, შესაძლებელია ეგეთი რამე, ანუ რა ტემპერატურა უნდა რო გამოიწრთოს ? ნუ გაციებას კიდე იჩალიჩებ მარტივია შედარებით.
koknar
მოკლედ hatsan at 44 ამ 2 დეტალს, როგორც იქნა დავყენე საშველი, ეხლა მარტო მინდა წრთობა, ხოდა სახლის პირობებში გავაწითლო გაზე, ჩავყო ზეთში და ეგა? ქლიბით რო ვაკეთებდი რბილი მასალ ჩანდა
მაგ საქმის კარგი მცოდნე ზახარაა, იმედია გამოჩნდება და იტყვის რა და როგორაა, მაგრამ წესით მასალას გააჩნია რა მასალაა, პლიუს ტემპერატურასაც დიდი მნიშვნელობა აქვს
პროსტა გაცხელება გაცივება გამოსავალი არაა
რავიცი აბა, ჩემი ჭკუით ვაწრთე 20 წუთი მეკავა გაზე, კარგად გაწითლებულ მდგომარეობაში, ჩავყავი ზეთში, გაშავებული და ფერფლიანი ამოვიღე, ალბად იწრთო
name
წვრილი ქლიბი გადაუსვი და ნახე თუ ჩხაპნის იოლად მაშინ დიდი არაფერი შეცვლილა, ხოლო თუ ასრიალდება მაშინ კარგია...
მესმის გოიმური მეთოდია, მარამ როდესაც შენადნობი არ იცი და ტემპერატურა, სხვანაირად ვერ შეამოწმებ
გოიმური ეძახე ja_ja და მგონი იმაზე უკეთესად იწრთო )))) ვიდერ თავის ზავაცკოი რაც ქონდა, ამიტომაც გაცვდა თავები, საკმაოდ ძნელად იღებს ქლიბი ჩემ გოიმურად ნაწრთობს, მერე ზავაცკოისასც გადუსვი და უფრო მარტივად აიღო ქლიბმა, ხმაზეც კი შეტყო რო ბუქსაობდა ქლიბი
name
შენთან რაღაცა სხვა გაზია ალბათ, მე გართობის მიზნით გავაცხელე გავაციე რკინის ბალვანკები და უარესი მოუვიდა სულ მოეშვა. შეიძლება სხვა შენადნობი იყო
დეტალი გაწითლდა ?
რათქმაუნდა გაწითლდა, ამ ფრად ცოტა უფრო მეტადაც
ნუ მაშIნ გილოცავ ავრორას შენთვის გაუსვრია
რაშია ეხლა საქმე მაგ შემთხვევაში ისეთი ფოლადი გვჭირდება რომელიც ერტმანეტზე ხახუნის დროს გამძლე იქნება . ნუ ქლიბები ვაბშე გამოსარიცხია. კაცმა არ იცის რა მასალაა . რისორები და ხერხისპიები გაჭირვებასი კი წავა . მარა ყველაზე კარგად იდიალურად კომუნისტური საკისარი ანუ პადშიპნიკი გააკეთებს მაი საქმეს .
რუსული მიტო რო უმტესი შხ 15 ტია . იშვიათ შემთხვევაში ხრომის შემცველობა სხვაა . მარა ტერმულ დამუშავებაზე გავლენას არ ახდენს.
ხარისხიანი ფოლადია ელექტრო დნობით გასუფთავებული ხახუნსა და ერთი მეორეზე სრიალისთვის სექმნილი. თან მარკაც ვიცით
სირთულე ის არი რო გამოუცდელი კაცისთვის, ადვილი იყოს სტრუქტურის დაუზიანებლად მაგის გაპრტყელება
სისქე მითხარით და გავაკეთებ ლისტს . ხუთი წუთის საქმეა
წრტობა 850 ზე მოუნდება ზეთში . ცოტა პლიუს მინუსი შეიძლება მაგას უკვე ტქვენც შესძლებთ. და რუგორციც იქნება ის პლიუს მინუსი ანუ ზუსტად 850 რა თქმა უნდა ვერ იქნება ტემპერატრა . მოშვება იმისდამიხედვიტ . უნდა გათეტრდეს ნაწრთობი ფოლადი შკურკით და გაზქურაზე ძალიან ნელა თანაბრად ოდნავ ჩალისფრის მიღებამდე გახურდეს. რამე სეტკაზე რო დაიდოს და ისე გახურდეს ყველაზე კაია.
zax ara
ნდაა ნამეტანი დამაინტერესა შენმა საქმეში ჩახედულობამ, მიყვარს მცოდნე ხალხი
რა მაინტერესებს იცი , უბრალო სტალ 45-ისგან რომ გაკეთდეს და გარენდან რაიმე მეთოდით ცემენტაცია მოხდეს არ გამოვა?
იდეაში კი შეიძლება ცემენტაციაც მარა სხვა მომენტებმა შეიძლება იჩინოს თავი. წრტობის მერე ცემენტირებული უეჭველი 64 როკველს გადასცდება თუ ისიც რაზეც ეს ცემენტირებულმა უნდა ისრიალოს მიახლოვებით იგივე სიმაგრისა იქნება იმუშავებს . ძაალიან მეეჭვება ქარხნული რო ეგეტი სიმაგრისა იყოს. აქ კიდე ძალაზეა რა ძალით ხახუნობენ ერტმანეტტან დეტალები რაც მეტია ძალა უფრო თანაბარ სიმაგრეს მოითხოვს დეტალები.
კარგი იქნება რო ვთქვატ ახალი დეტალის გაკეტების დროს რაზეც ამ ახალმა დეტალმა უნდა იურტიერტობოს შეზლებისდაგვარად ერტი სიმაგრე ქონდეს . თუარა ადრე თუ გვიან უფრო სალი დაბრიდავს შედარებიტ რბილს.
თემა გასუფთავებულია, მომხმარებელ giorgi80 -ს გაფრთხილება, შემდეგში თუ ისევ დაირღვევა ფორუმის წესები მერე, ვავა...
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services