შაშხანით ნადირობისას აუცილებელი ხელსაწყოა მანძილმზომი რათა ზუსტი გასროლა მოხდეს და გვქონდეს შედეგიანი გასვლა, პრაქტიკიდან გამომდინარე ჩემთვის მოუხერხებელი იყო ჯერ მანძილის გაზომვა ხელსაწყოთი შემდეგ თოფის მომართვა, დამიზნება და ამასობაში სამიზნეც მიფრინავდა ამიტომ გამიჩნდა იდეა მანძილმზომი ჩამენერგა ოპტიკაში რა თქმა უნდა ჩემამდეც ვიღაცეებს მოსვლიათ ეს აზრი და ნეტში კიდეც ვნახე რამდენიმე ქარხნული ვარიანტი და საკმაოდ ძვირიც ღირებულა, იდეის განსახორციელებლად შევიძინე 96 წელში გამოშვებული Bushnell Elit-ის ეს მანძილმზომი
და საკუთარი ხელებით შევეცადე გამეერთიანებინა CenterPointis ოპტიკურ სამიზნესთან
პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა დავშალე მანძილმზომი და ჩავიხედე შიგნეულობაში,
მოდელი ძალიან ძველი გამოშვებაა და ნაწილები არის ძალიან დიდი ზომების, მაგრამ ექსპერიმენტს მეტი არ სჭირდებოდა, ჩემი მთავარი მიზანი იყო ხელსაწყოს ეკრანი გამომეტანა ოპტიკური სამიზნის ოკულარში.
მეორე ეტაპზე დაშლილი ოპტიკის წინა ნაწილს ჩავუჭერი ღარი სადაც შევსვი საზომის ეკრანი ოპტიკის ბადესთან ძალიან ახლოს რადგან ბადესა და ეკრანის მაჩვენებლებს შორის ფოკუსი ერთნაირი ყოფილიყო
ბრთხილად ჩავსვი და დავაფიქსირე და ბოლოს გამოვიდა ესეთი ტიპიური ჯღანი
ამ ალიაქოთში პლატებს შორის შლეიფიც ავაგლიჯე
მივაპაიანე, მაგრამ რაღაც ვერ არის კარგად მანძილს არ მიწერს მარა ეშველება მაგასაც ელექტრიკოსს მივუტან და გასწორდება.
მთავარი მიზანი მიღწეულია ოკულარში მაქვს ეკრანი და თანაც ძალიან კარგად აჩვენებს
ოპტიკას ბადე არ ჰქონდა მხოლოდ ჰორიზონტალური გავუბი ფოკუსის გასასწორებლად, ეკრანიც დაბლაა დაწეული და არ არის გასწორებული.
შემდეგში იქნება თანამედროვე მანძილმზომისა და მაღალი ჯერადობის ოპტიკის გაერთიანება უკვე პროფესიონალური მიდგომით, კომპაქტურ ზომებში და ერთ კორპუსში მოქცეული და კიდევ ღილაკი ექნება ტაქტიკურ პიზიციაში სადენით სასხლეტთან ახლოს.
NRG
ვააა საღოლ ბევრი კი გიწვალია მარა ერთი მაფიქრებს ეგ შენი გამოგონება-ნახელავი ზაფხულში კო მარა ზამთარში გაგაწვალებს. ცოტა ნორმალურ ოპტიკებში (ლიპერსებსაცკი) შიგნით ჩატუმბულიაქვთ აზოტის აირები რომ სიცივეში ლინზების შიდა დაორთქვლა არმოხდეს, შენ რომ ჩაუჭრი კორპუს ის ჩატუმბული აირი ხომ დაიკარგება თავისთავად და შემდეგ როგორ ფიქრობ მაგ საკითხის მოგვარებას?
პ.ს. იდეა კია მშვენიერი, ჩვენც ბევრჯერ გადავაწყდით მაგ დროში ვერჩატევის პრობლემას, მე დაგიო როცა ერთად ვნადირობთ ერტი მანძილს ზომავს მეორე ისვრის და ასე ვცდილობთ დროის მოგებას, იშვიათად მარა თუ დავატყეთ რომ სანადირო ობიექტი რამდენიმე ზის და თან ისე მივეპარეთ რომ არ ფრთხება, სინქრონულ სროლას ვსავლობდით და ამ ბოლო დროს საკმაოდ წარმატებულადაც გამოგვივიდა რამდენჯერმე
NRG
ძალიან საინტერესო თემა წამოიწყე. საინტერესო და სარისკო კონსტრუქციით, მაგრამ როგორც ვატყობ კარგადაც გაგიაზრებია და ოქროს ხელებიც გქონია. მე წარმატებებს გისურვებ და ველოდები თუ რა შედეგს მიიღებ
aleqsa
ოპტიკას თუ ნებისმიერ გერმეტულ დეტალს მოხსნი მასში აზოტი აღარ იგულისხმება და ჩემი ყველა ოპტიკა დაშლილი მაქვს, ზამთარში არცერთში არასოდეს არ დაორთქლილა ლინზები თუმცა ჯერჯერობით აზოტის ჩატუმბვაზე უფრო რთული რაღაცეებია გასაკეთებელი
giga2010
სამომავლოდ დამჭირდება მხოლოდ კომპაკტური მანძილმზომი რამე ჩინური ან ნახმარი აქ თუ ვინმემ გაყიდა,
NRG
და მაგ მანძილმზომმა რა დაგიშავა რო მასე გააუპატიურე? არ დაგევასა რაღაც შენ გატყობ მაგის?
თუ ისევ აღდგენას უპირებ მასი პარდონ!!
aleqsa
ეს მანძილმზომი სწორედ საექსპერიმენტოდ შევიძინე ეხლა ავაწყობ და გამოვიყენებ დანიშნულებისამებრ
ვახ ჩემი
ჯერ ერთი არც აზოტის შოვნაა პრობლემა, თეგეტა საბურავებს ბერავდა აზტით, ბოლობოლო საბურავს დაბერავ და იქიდან შეუშვებ.
მეორეც მეტალოპლასმასის კარ ფანჯრები რომ არ იორთქლება სილიკონის სპეციალურ ბურთულებს ხმარობენ.
მესამე კონდიცირებულ ჰაერში გაცილებით ნაკლები ორთქლია ვიდრე ჩვეულებრივში.
მეოთხე და ყველაზე მთავარი აღტაცებული ვარ აკაკის შემართებით და ძიების სურვილით. თუნდაც არაფერი გამოვიდეს, თავისი ხელით რომ აკეთებს უკვე ბევრს ნიშნავს. მასე გააგრძელე მეგობარო. დარწმუნებული ვარ კარგ შედეგს მიიღებ.
რა ვერ გავიგე და...
ეგ მანძილმზომის ეკრანი ჩატიე კაი, და პლატა სად უნდა ჩატიო? \ კაი დავუშვათ და ეგ პლატა ძველებურია და დიდია, იცი მაინც დარწმუნებით, რომ ახალი მანძილმზომების პლატა იმდენად პატარაა რომ მანდ ჩაეტიოს?
და კიდევ მეორე შეკითხვა, ვერ ვხვდები, ეგ ეკრანი რომ ააფარე მაგ ოპტიკაში ბადესთან ახლოს, (ნუ ბადის მაგივრად რარაც ზაფი გაქვს გავლებული და დავუშვათ ეგ არის ბადე) წინ რომ ფრინველი გეყოლება, ეგ როგორ უნდა დაინახო თუ ეგ ეკრანი ამოეფარება ბადესაც და წინხედვის ლინზამდეც კი ვერ გავა შენი მზერა? :/
თუ მხოლოდ ეკრანის შიგნით ჩასმას და პლატის გარეთ დატოვებას აპირებ?
koba1973
მადლობა გამხნევებისთვის კობა ჩემს ყოფილ ქარხანაში მინი აზოტის ქარხანა აქვთ და აზოტი შემიძლია ბალონებით გამოვიტანო უფასოდ.
ხ.მ.ე.ლ.ო
აკაკო უკიდურესად რთულ საქმეს შეეჭიდე. ოპტიკას რომც ვერ დაუბრუნო აზოტი და ჰერმეტულობა მაინც რთული იქნება შენთვისვე დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღება.
თუმცა ნებისმიერი შედეგი რომელიც ოდნავ მაინც გაგიმარტივებს ნადირობას, იქნება მისასალმებელი.
ისე ეკრანი რომ ჩადე ოპტიკაში საღოლ კარგია , მაგრამ ლაზერის სხივის გასაგზავნად და მიასღებად საჭირო ლინზებს რას უშვები?
ამ ოპტიკის ჩამოტანა ხომ არ ეწინააღმდეგება ჩვენს კანონმდებლობას და როგორ შეაფასებდით
https://www.amazon.com/ATN-Ballistic-Calculator-Rangefinder-Barometer/dp/B01BYDUZ60
giga2010
მემგონი ღამის ხედვის ოპტიკების და მოწყობილობების შემოტანა აკრძალულია გიგა მაგნუმში ესე მითხრეს.
aleqsa
ვიღაც ყიდდა, ამ მოდელს მაიმარკეტზე. მაგრამ კაი ფასიც ედო
giga2010
კიი მეც ვნახე და მალევე გააქრო თუ გაიყიდა ვერ გავიგე, ფასი მართლაც საწაული ედო
ეგ განცხადებები ძალიან საეჭვოა, არა მარტო ჩამოტანა არამედ საერთოდ აკრძალულია როგორც მე ვიცი და შესაბამისად მაგის და ლიმონკის გაყიდვა მაიმარკეტზე ერთი და იგივეა.
giga2010
აი ამის ჩამოტანა შეგიძლია, თუ არ ვცდები უფრო ახალი მოდელია
https://www.amazon.com/ATN-X-Sight-Daytime-Riflescope-Compass/dp/B079K1VSMY/ref=sr_1_15?ie=UTF8&qid=1543689202&sr=8-15&keywords=smart%2Brifle%2Bscope&th=1
geojorjika
okela84
აზოტის თემა არის უკანასკნელი ეტაპი ამ საქმეში ოკელ კიდევ გავიმეორებ ჩემს ხელში არსებული ოპტიკებიდან (Bushnell, Zeiss, Sightron, CenterPoint, Leupold, ПО.) არცერთი არ იორთქლება სიცივეში შიგნიდან, აზოტი არ აქვს არცერთს.
შემთხვევით ხომ არ შეგინიშნავთ მანძილმზომებს რომელიმეს თუ აქვს აღნიშვნა აზოტით სისავსეზე?
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services